სიზმარი რომ რეალობა იყოს
-კლერ მორჩი კითხვას და დაიძინე (მამამ კარებში თავი შემოყო და მითხრა) -ცოტა დამრჩა მამი და მალე დავიძინებ (მე) -ეგრე მითხარი ორი საათის წინაც მარა როგორც ვხედავ კიდევ კითხულობ (მამა) -ახლა მართლა ცოტა დამრჩა (ვუთხარი მამას და წიგნის დარჩენილი გვერდები ვანახე) -კარგი კარგი. რო მორჩები ეგრევე დაიძინე. ტკბილი ძილი ჩემო პატარა (მამა) -შენც მამიკო (მე) 15 წუთში დავამთავრე უკვე კითხვა და ჩავძვერი ჩემს ფუმფულა ლოგინში. და როგროც ყოველთვის მთელი ღამე მესიზმრებოდა როგორ ვკლავდი დემონებს, როგორ ვიბრძოდი ჩემ მეგობრებთან ერთად სასიკვდილო თასის საპოვნელად. ალბათ მიხვდით. მესიზმრებოდა რომ ვიყავი ლანდ მონადირე (shadowhunter). ეს ყველაფერი კი უკვე მეორე წელია მესიზმრება, მას შემდეგ რაც კასანდრა კლერის The mortal instruments კითხვა დავიწყე. სულ 6 ნაწილი აქ და თითოეული დაახლოებით 32-ჯერ მაინც მექნება წაკითხული. ხალხი "გიჟად" მთვლის, მამიკო კი ფიქრობს რომ "საყვარლობაა" დიახ, ზუსტად ამ სიტყვას იყენებს. ყველაფერს ცდილობს რომ არაფერი მომაკლოს, პირიქით იმაზე მეტი მაქ ვიდრე ვიმსახურებ. დედა გარდამეცვალა როცა 4 წლის ვიყავი, მას შემდეგ ლოს ანჯელესში გადავედით მე და მამიკო და იქ ვცხოვრობთ. მამიკოს გარეშე ალბარ ვერცერთი წუთი ვერ ვიცოცხლებ. ის ჩემი მეგობარიცაა, მამაც, დედაც, ოჯახიც, ნაცნობიც, ძმაც და ყველაფერი.ისეთ რჩევებს მაძლევს ხოლმე, დედაც კი ვერ დაარიგებს შვილს. ყოველთვის ცდილობს გვერდში დამიდგეს. ტატუც კი გამაკეთებინა, ერთ-ერთი რუნა. ჩემს 16 დაბადების დღეზე. დილით მაღვიძარას დამაყრუებელმა ხმამ გამაღვიძა. ფარდები გადავწიე და ფანჯრები გავაღე. ძალიან მიყვარს დილის სუფთა ჰაერი. მერე სამზარეულოში ჩავედი ჩემთვის და მამიკოსთვის ყავა მოვამზადე. დილიტ ვერცერთი ვერ ვსაუზმობთ ამიტომ საბედნიეროდ არაფრის კეთება არ მიწევს ხოლმე. მერე მამას ოთახში ავედი ყავა ავუტანე და თან გავაღიძე. მერე შხაპი მივიღე და კვლავ ოთაახში დავბრუნდი ყავითურთ. ხალათი შემოვიცვი ყავა და მობილური ავიღე, სიმღერები ჩავღთე და "მაკიაჟის მაგიდასთან" დავჯექი. შემდეგ შავი დახეული ჯინსის შარვალი ჩავიცვი და შავი მაისური და ჩემი განუმეორებელი შავი"შუზები". მკლავზე და კისერზე ჩემი ტატუები გამოკვეტილად მეტყობოდა. წითელი თმები დავივარცხნე და ჩამოვიშალე. შემდეგ კომპიუტერი ჩანთა და სხვა ნივთები ავიღე და სამზარეულოში ჩავედი. მამა დივანზე იჯდა ყავას მიირთმევდა და კომპიუტერში "რაღაც-რაღაცეებს" აკეთებდა. -კლერი გადიხარ უკვე? (მამა) -ხო მა იზის და ნინას უნდა გავუარო (მე) -კარგი საღამოს მე თათბირი მაქვს და დამაგვიანდება (მამა) -მაგ თათბირს უთახრი რო თუ გამოცდას არ ჩამაბარებს შეუძლია გაქრეს (მე) მამამ გულიანად გადაიხარხარა და მითხრა : - როგორც კი ეგეთ თათბირს დავნიშნავ ეგრევე შენთან გამოვაგზავნი - კარგი, გაკოცე, წავედი (მე) -ჭკვიანაააად. სახლიდან გამოვედი და ჩემი პიპია დავქოქე და მოვწყდი ადგილიდან. ზუსტად 4 წუთში იზისთან ვიყავი. მერე გზაზე ნინას შევხვდით და უნივერსიტეტში წავედით. გზად "Starbucks"-ში შევიარე ყავა ძალიან მინდოდა იმის მიუხედავად რო ნახევარი საათის წინ დავლიე. სალაროსთან ქერა თმიანი ბიჭი იდგა. ეგრევე ჯეისი გამახსენდა (ჩემი საყვარელი წიგნის მთავარი პერსონაჟი) გამეღიმა და შესაკვეთად ჰმივედი. როცა სახელი მკითხა რო ჭიქაზე დაეწერა ვუთხარი რო კლერი მერქვა (ჩემი საყვარელი წიგნის მთავარი პერსონაჟი და ჯეისის შეყვარებული) ბიჭმა გაიცინა და თავი დამიქნია. შემდეგ ყელზე დამაკვირდა და ჩემ რუნას დააკვირდა. მერე მიბრუნდა და ყავის კეთება დაიწყო, სანამ ველოდებოდი იქვე ჩამოვჯექი და ტელეფონში დავიწყე ძრომიალი. ცოტახანში დამიძახა და ყავა გამომიწოდა. -ეს შენი ყავა კლერი. ისე მე ჯეისი ვარ (მითხრა სალაროს ბიჭმა) -ნუთუ? გავიკვირვე და გამეცინა - მართლა აი ნახე(მითხრა და სამკერდე ნიშანზე მიმითითა სადაც მისი სახელი ეწერა "ჯეისი") სასიამოვნოა შენი გაცნობა. -კარგი ნახვამდის. (ვუთხარი და კარებისკენ გავემართე ის კი კვლავ იცინოდა) -შენ ნომერს არ მომცემ? კარგი სახხელი მაინც მითხარი (სალაროს ბიჭი) უკან მივბრუნდი გაუღიმე და გარეთ გამოვედი მანქანაში დაბრუნებულს ღიმილი სახიდან არ მშორდებოდა. გოგოები გაშტერებულები მიყურებდნენ. -ღმერთო ჩემო კლარისა რა დაგემართა?(იზი) -კლერ, კლერიიიი, კლარისაააა (ნინა) -ჰოუ (უცებ რაღაცამ მიბიძგა რომ რეალობაში დავბრუნებულიყავი) -რატომ იღიმი? (ნინა) -არაფერი უბრალოდ... ისეთი შეგრძნება გქონიათ რო თითქოს შენ ნაწილზე უარი თქვი რომელიც რამოდენიმე წუთის წინ აღმოაჩინე? (მე) -ვაიმე გულში ვინ ჩაგიძვრა? (იზი) მეც ყველაფერი ვუამბე, ისინიც გაფაციცებით მისმენდნენ. -ყავა მეც მომინდა იცი? (ნინა) იზ არ გინდა შეენ? -კი მეც მინდა. მოიცა გადავალ და ვიყიდი. (იზი) -არც გაბედოთ, არა იზ... (იზის ჩანაფიქრს მივუხვდი, ვცდილობდი შემეჩერებინა, მაგრამ ვეგარ მოვასწარი, ის უკვე სალაროსთან იდგა ყავა შეუკვეთა და ჯეისს ელაპარაკებოდა და ფურცელზე რაღაც დაუწერა. მერე კმაყოფილი სახით უკან გამობრუნდა და მანქანაში ჩაჯდა. -მადლობას მეტყვი (იზი) -ან მოგკლავ. (მე) -საყვარელო უკვე 7 წელია ეგრე მემუქრები(იზი) -არ მაიძულო ავასრულო(მე) იზიმ სიმღერას ხმა აუწია დამეჯგანა და ხელით მანიშნა მანქანა დამექოქა. --------------------------------------------------------------------------- დღემ წყნარად ჩაიარა. უნიშიც ყველაფერი ნორმალურად იყო, სახლშI რომ დავბრუნდი საშინლად მშიოდა, არაფრის გაკეთების თავი მქონდა და პიცა შევუკვეთე. სანამ პიცას მომიტანდნენ წყალი გადავივლე, გამოვედი თუარა აბაზანიდან კარებზე ზარის ხმა გაისმა. მეც ჩემი ფუმფულა ხალათი მოვიცვი, სველი თმები ერთ მხარეს გადმოვიყარე და კარები გავაღე: -ოო კლერიიიი, არ მეგონა შენი სახლი თუ იყო. (მითხრა სალაროს ბიჭმა) -შენ აქ რა გინდა? (მე) -პიცა მოგიტანე (ჯეისი) -შენ ხო starbucks-ში მუშაობ? (მე) -კიდევ ბევრ ადგილას ვმუშაობ ამიტომ არ გაგიკვირდეს ხოლმე ჩემი ხშირი დანახვა. -კარგი მადლობა პიცისთვის. რამდენი უნდა ? -შენი ნომერი (ჯეისი) -ბატონო? (მე) -ბატონი აარა ჯეისი ვარ მე და შენი ნომერი მინდა -რათ გინდა ჩემი ნომერი?( ვუთხარი და გავუღიმე) -მინდა. (ჯეისი) -რათ გინდა? (მე) -მინდა თქო (ჯეისი) -თუ არ მეტყვი რათ გინდა არ მოგცემ (მე) -არ გეტყვი (ჯეისი) -ჰმმ, (გავიღიმე, პიცა გამოვართვი და კარებიის ნელა დაკეტვა დავიწყე) მაშინ მადლობა პიცისთვის. -არა მოიც.... სიტყვა არ ქონდა დამთავრებული რომ კარები მივუხურე ცხვირწინ. გამეცინა, ძალიან მომწონდა ეს ბიჭI მაგრამ არც კი ვიცნობდი მას. მერე რაღაც გავიფიქრე, ყუთი გავხსენი და კმაყოფილ-ინტრიგული სახით ჩავკბიჩე პიცა და ავუყევი კიბეებს. იმ ღამეს ისევ ის სიზმარი დამესიზმრა, ოღონდ სახეები ბუნდოვანი აღარ იყო, ყველაფერი გარკვევით ჩანდა. ჯეისიც იქ იყო, მეც იქ ვიყავი იზიც, ნინაც, ყველანი იქ ვიყავით, მაგრამ ჩემი და ჯეისის სცენები უფრო მეტი იყო. ბევრი სცენები იყო, მაგრამ ბოლო სცენამ შემაძრწუნა, ჯეისი მეხუტებოდა და უცებ ვიღაცამ ხმალი გაუყარა, იმ დროს როცა დავიყვირე გამომეღვიძა, და თურმე მე კიარა ჩემი საშინელი მაღვიძარა კიოდა. თვალები მოვიფშვნიტე და ეგრევე აბაზანაში შევედი, ისევ მამას ყავა გაუკეთე გავაღვიძე და სახლიდან გავვარდი. ნინასაც და იზისაც სწრაფ სწრაფად გავუარე და ისევ starbucks-თან შევჩერდი. სარკეში ჩAვიხედე, თმები გავისწორე და მანქანიდან გადავედი, გოგოები გაკვირვებუულები იყვნენ და ერთMანეთს ეჭვის თვალლით უყურებდნენ. შევედი თუ არა ჯეისის ღიმილი მომხვდა თვალში. -და აი ისიც გამოჩნდა. (იყვირა ხმამაღლა) -რატომ ყვირი ცოტა ჩუმად. (მე) - თუ გინდა რო არ ვიყვირო შენი ნომერი მომეცი. (ჯეისი) -არა (მე) ყავის შეკვეთა მინდა. -აი შენი ყავა (სიტყვა არ მქონდა დამთავრებული ყავა მომაწოდა) - ვა რა სწრაფი ხარ. (მე) მადლობა - და სიმპატიური. არაფრის (ჯეისი) ნახე რა მაქვს ჯეისმა ორი ბილეთი ამოიღო ჯიბიდან და გამომიწოდა. -არარსებობს (მე) -არსებობს (ჯეისი) -ეს ხომ VIP-ია? როგორ იშოვე? - ასე რომ ვთქვათ მაჩუქეს. არც ეხლა არ მომცემ შენს ნომერს? - ეს ჩემთვისაა? (დავიმორცხვე) -თუ ნომერს მომცემ(ჯეისი) (ჯეისმა the mortal instruments-ის vip ჩვენების ბილეთები მომცა, მეც ეგრევე ფურცელი ვთხოვე ნომერი დავუწერე და გულის ჯიბეში ჩავუდე. -გაუფრთხილდი ჯეისს, ყველას არ ვეუბნები ჩემ ნომერს. - თვალის ჩინივით გავუფრთხილდები, მოკლედ დღეს არის 10-ზე სად შეგხვდე? -კინოსთან მოვალ 10-ის ნახევარზე (მე) -არ გინდა რო გამოგიარო? (ჯეისი) -არა ჯეისს შენ ჩემ ნომერს უნდა გაუფრთხილდე. ეცადე არ დაკარგო. -ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ კლარისა (მითხრა და ბაგეებზე დამეწაფა) საოცარი ტუჩები ქონდა, ტკბილი და ამავდროულად ცივი, უხეში მაგრამ რბილი. ფანტაზიებში გადავფრინდი და ოცნების კოშკები ავაგე. ჩემ ორგანიზმში არსებულმა ენდორფინმა ერთიანად ამოხეთქა. გოგოების კისკისმა და ფოტოკამერის ხმამ გაგმომაფხიზლა და ჯეისს შევუბღვირე. -ძალიან იჩქარე ჯეისს, ეს არ უნდა გაგეკეთებინა. ნელნელა წინ მიიწეოდი და ჩემში სიმპატიებს იწვევდი, მაგრამ ახლა 100 ნაბიჯით უკან წახვედი. (მე) -ჯეისმა ლოყებზე ხელი მომისვა და მითხრა: ბოდიში მაგრამ ეს ყველაფერი ამად ღირდა. -იცი რო საზიზღარი ხარ? (მე) -აარა ზედმეტად სიმპატიური ვარ და ვერ მიძლებ. -ცდები, (მე) -ოოჰ კლარისა სულ გაწითლდი, ისე მაინც ისწავლე ტყუილის თქმა რო არ გაწითლდე. - იდიოტო.(ვუთხარი და კარებისკენ ავიღე გეზი) -საღამოს შეგხვდები კლარისა (ჯეისი) პასუხი არ გამიცია ისე გავედი გარეთ. ვცდილობდი გაბრაზებული ვყოფილიყავი მაგრამ მეღიმებოდა. ეს ბიჭი ძალიან ზედმეტად მომწონდა. ვიცი სისულელეა სულ რამოდენიმეჯერ მყავს ნანახი, მაგრამ განსხვავებულია, ის ჩემი სამყაროს ნაწილია. და მისი გამოცენიდან სულ სხვანაირი სიზმრები მესიზმრება (უფრო რომანტიკული, ნაზი, ფერადი ფერებით, მაგრამ ისევ ლანდმონადირე ვარ) მანქანაში ჩავჯექით და იზის ძმის კაფეში წავედით. გზაში კი იმაზე ფიქრი არ მასვენებდა თუ რა მოხდებოდა საღამოს. ოოო ჯეისს, რატომ გამოჩნდი ჩემ ცხოვრებაში?! -------------------------------------------------------------------------- ჩემო პაწაწუნებო აბა როგორ ხართ? რამდენი ხანია ახალი არაფერი დამიდია. ეს ოდნავ განსხვავებული მოთხრობაა.. სულ ორი ნაწილი ექნება ეს პირველია. მინდა გითხრათ რომ დავიდან ბოლომდე შეპყრობილი ვარ "the mortal instruments"-ით. წიგნების 6 ტომეულია. ქართულად ჯერ მხოლოდ 3 ნაწილია ნათარგმნი, ასევე არის კინო ზემოთ ნახსენები სათაურით, და არის ასევე სერიალი ქვია"shadowhunters". თუ დაგაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ ქართულად adjaranet.com-ზე. იმედია მოგეწონებად ჩემო ალპენგოლდებო. p.s სურათზე არის მსახიობები სერიალის მიხედვით Kat MCnamara და Dominic Sherwood გაკოცეთ ბევრიიი :* :* :* :* მუდამ თქვენი FanGirl ♥ ♥ ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.