შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარმოუდგენელია, მაგრამ მიყვარხარ (9)


16-04-2016, 00:00
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 14 118

ერთი თვის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა მარიამის ირგვლივ. მიშო და ლიზი რომ ნამდვილი გვრიტები იყვნენ ამას საუბარიც არ უნდა. ლიზი ისვენებდა და გოგონებთან ერთად ერთობოდა, მიშიკო დღისით გასული იყო მაგრამ საღამოს აუცილებლად ბრუნდებოდა .ხან სად მიდიოდნენ ხან სად.მარიამი კი უბრალოდ სახლში რჩებოდა, წიგნს კითხულობდა ან ფილმს უყურებდა და მშვიდად იძინებდა .
კლუბში კი ნამდვილი გართობა მიდიოდა ამ დროს . ლიკუნა და ლუკა იქ იყვნენ რა თქმა უნდა .მათეს შიგადაშიგ წაათრევდა ხოლმე ლიკუნა და ამათ სისულელეებზე ერთობოდა . სანდროს წასვლის ღამეს ყველანი კლუბში იყვნენ და სვამდნენ .გათიშულები იყვნენ ,ბიჭებმა სასმელზე შეჩერებაც არ იკმარეს როცა გოგონები გაუშვეს . გამთენიამდე ბოდიალობდნენ ქუჩებში ათას ამბავს იხსენებდნენ . დილით დაბრუნდნენ სახლებში ,მიშო მძინარე ლიზის მიუწვა გვერდით ,გულზე მიიკრა და დიდხანს უყურებდა მძინარეს შემდეგ აკოცა და ტკბილად დაიძინა.
ლიკუნა დილით ბინასთან მყოფ პარკში დარბოდა ,მოკლე შორტი და მაისური ეცვა ,ჟღალი თმები კოსად ჰქონდა შეკრული ,სირბილლის დროს ჩამოეშალა და გაჩერდა, დაუდევრად შეიკრა და იქვე სკამზე ჩამოჯდა ,წყალს მიირთმევდა .თვალები დახუჭა და სუნთქვის დარეგულირება სცადა,მზის სხივებს შეუშვირა სახე და უცებ ჩრდილმა დაფარა .წარბებშეკრულმა გაახილა თვალები ვინმე იდიოტი ეგონა მაგრამ ლუკა რომ დაინახა თვალები გაუბრწყინდა
-ლუკა აქ რას აკეთებ? კი არადა დილამშვიდობის- გაიცინა და წარბები გახსნა ,ძალიან საყვარელი იყო ყველაფერთან ერთად
-დილამშვიდობის ლამაზო . ბედის ირონიაა აქ რომ გამოვედი არა? -გვერდით მიუჯდა და მომნუსხველად გაუღიმა მხარზე ჩამოვარდნილი თმის ნაწილი ზემოთ აუწია და ისე ახლოს მიიწია ამ დროს გულისცემა გაუორმაგდა გალბატონს - იცი ძალიან ბევრი ვიბოდიალე გუშინ საღამოს შემდეგ და დიდი სიამოვნებით დავლევდი ფინჯან ყავას -ცხვირი ოდნავ შეახო დანამულ კანზე
-ძალიან კარგი შეგიძლია აქვე კაფეში შეხვიდე ძალიან მყუდრო გარემოა - მიხვდა განგებ რომ იქცეოდა ასე და გაბრაზდა ,რადგან უბრალოდ თამაშად მიიქცია მისი მხრიდან . ყურსასმენები აიღო და წავიდა . ლუკა ღიმილით უყურებდა მიმავალს, ისიც დაინახა რომელ კორპუსში შევიდა .კარგად დამახსოვრებული ,ლიკუნას საყვარელი ტორტი და ტკბილეული იყიდა. კორპუსში შევიდა და ძალიან მარტივად მიაგნო ქალბატონს მესამე სართულზე. კარზე ზარი დარეკა ერთხელ,ორჯერ ,სამჯერ ბოლოს ფეხის ხმა გაიგო და ელვის სისწრაფით გამოგლიჯა კარი ლიკამ
-მათე მოგკლავ ხომ გითხარი ვბანაობ და გაარე კარი გასაღებ.... ლუკა? - უცებ გადაყლაპა ენა და ტანზე მოხვეული პირსახოცი მჭიდროდ მიიკრა .მისი მზერა რომ აღიქვა მკერდთან რომ იყო ნიკაპზე მოუჭირა თითები და თავი ააწევინა-აქ ვარ შეგიძლია სახეზე მიყურო და ნერვები არ დამაწყვიტო ,რა ხდება კაფე დაკეტილი იყო?
-არაა... უბრალოდ ვიფიქრე ჩემს ნაცნობ ლამაზმანს ვეწვეოდი რომელიც აქვე ცხოვრობდა,კი ვიცოდი გულთბილად რომ დამხვდებოდა მაგრამ ასეც არ მეგონა-ქვედა ტუჩზე ვნებიანად იკბინა და სახლში შეაბოტა . ძალიან მსვიდად დაიძრა სამზარეულოსკენ და კარში გაჩხერილი ლიკუნა არ შეიმჩნია- დიდხანს ასე თუ იდგები შეიძლება რომელიმე მამრობითი სქესის წარმომადგენელი მეზობელი „შეწუხდეს“ -გამოხედა და ლიკაც უცებ მოეგო გონს
-ვინ შემოგიპატიჟა .ასე მიდიხარ ყველა გოგოსთან ვისგანაც დაინტერესებას გრძნობ? მოდი პირდაპირ ვთქვათ სიმართლე .ჩემი გულახდილობის წყალობით იცი რომ ძალიან მომწონხარ, ზედმეტადაც კი ხოდა იფიქრე რატომ უნდა გავუშვა ხელიდან ასეთი ქალი ლუკა იაქტიურე ცოტა იქნებ და გაუნელდეს უყურადღებობით ეს სიმპატია - ხელებს ჰაერში ასავსავებდა, ლუკა უყურებდა შემდეგ მათ შორის მანძილი გადალახა ლიკამ უკან დაიხია და კარადას შეეჯახა ,მან კი ხელები მის ირგვლივ განათავსა და ისე ახლოს დადგა თითქმის შეეხო მის ბაგეებს,თუმცა გაჩერდა და ყურთან გადაინაცვლა
-მოდი სიმართლეს ვიტყვი საოცრად მიზიდავ იმაზე მეტად ვიდრე დასაშვებია რადგან მხოლოდ გარეგნობა კი არ მხიბლავს შენში მთლიანად შენ მაგიჟებ და დროს დავკარგავთ ტყუილად ახლა თუ არ დამიჯერებ , ღმერთო როგორ არ მინდა ჩვეულებრივი სულელი ქალივით იაზროვნო - უკან გადადგა ნაბიჯი და რამდენიმე წამში საოცარი კოცნა იგემა. ვნებიანად ,უხეშად უკოცნიდა ბაგეებს , მაგიდაზე შემოსვა და თითები მის ფეხებზე აასრიალა
-რამდენჯერ გითხარი კარს ნუ ტოვებ ღიას-თქო? -მათე ჯუჯღუნით შევიდა და უცებ შებრუნდა - უკაცრავად გავქრები ახლავე
-მოიცადე სად გაქრები -გაიცინა და ლუკას მხარზე ჩამოსდო თავი - მისაღებში დაგველოდე გამოვალთ
-არ მინდა იყოს
-ოოო მათე ნუ ხარ საზიზღარი ხუთ წუთში გამოვალ
-ხუთ წუთში? საოცარი თუ გინდა
-მათეეე - დაიყვირა გაბრაზებულმა და მერე გაეცინა - რა ვქნა ასეა მიჩვეული რომ გყავს თავის ნებაზე ბოდიალს მეგობარი -ისევ აკოცა და ჩამოხტა -ჩემი საყვარელი შოკოლადის ტორტიი -ტუჩზე იკბინა და უცებ შებრუნდა- მე გავალ ჩავიცმევ და გამოვალ. მისარებშ დამელოდე ყავას დაგალევინებთ
-ყავა ...ყავა მიშველის ახლა მე?
-სამსახურში უნდა წავიდე ასე რომ ყავას უნდა დასჯერდე - სამზარეულო დატოვა . ლუკა მისაღებში გავიდა და მათეს მიუჯდა გვერდით
-ბოდიში უბრალოდ არ ვიცოდი ერთად თუ იყავით დღეიდან დავაკაკუნებ და ისე შემოვალ - გაიცინა და ტელევიზორი სხვა არხზე გადართო
-არაუშავს მთავარია მანამდე არ მოხვედი და სათქმელი ვთქვი
-რა სათქმელი ის რომ ერთმანეთი მოგწონთ? კი ვუთხარი იმ გიჟს მეც მარა არ დამიჯერა
-ვინაა გიჟი ჰა?- ლიკამ ხელი წამოარტყა და დაუბღვირა- ყავას არ დაგალევინებ
-ცოტა სწრაფად თორე დაგვაგვიანდება
-არ გვყავს მომთხოვნი უფროსი ნუ ღელავ
-საქმე მაქ ათასი ლიკუნა
-მე არ მაქ ? მოიცადე ნუ ხარ ასეთი ჯუჯღუნა რაა . ლუკა ყავა შაქრით თუ უშაქროდ
-უშაქრო
-მეორე გამოჩნდა.. რა გასმევთ ასე მწარეს
-აბა შენსავით მურაბას ხო არ დავლევთ
-მათე ნუ მაბრაზებ - ლანგრით გამოვიდა მაგიდაზე დააწყო ყავის ფინჯნები , ტყბილეული და ტორტის ნაჭრები -აუ როგორ მიყვარს - ტუჩები გაილოკა და მადიანად შეექცა ტორტის ნაჭერს
-როგორც ყოველთვის არაჯანსაღაცდ იკვებები
-მათეე გადმოდი ჩემთან და მომიმზადე საჭმელითქო გითხარი და არაო ვერ მოვისვენებ შენთან ამატკიებ თავსო და ახლა მე აღარ მინდა შენი გადმოსვლა
-ისე ნუ ლაპარაკობ თიტქოს შენი საყვარელი ვიყო ნუ გააგიჟებ ამ ბიჭს თორემ მომკლავს ახლავე
-არასწორი დასკვნები არ გამომაქვს ამიტო ნუ ღელავ -გაიცინა ლუკამ და ყავა მოსვა -ყავის მომზადება გცოდნია
-ყველაფერი იცის ამან უბრალოდ ზარმაცია და ვინმე ისეთი თუ ეყოლება ვისაც მოუმზადებს სამზარეულოდან არ გამოვა
-საინტერესოდ ჟღერს
-ნუ ეგ თქვენი საქმეა ჩემი კომპეტენცია არაა - გაიცინა და თეთრი შოკოლადის ფილა აიღო- ლიკუნა უკვე ათის ნახევარია
-მოკლედ რა წუხელ შენ არ დაგილევია? ამ დილაადრიან რო დამადექი?
-იმდენი არა რამდენიც შენ ,ისე რა გინდა პარხმელია არ გქონიათ არცერთს
-მიჩვეული ვარ-ორივემ ერთად თქვა
-აუ ორი ლოტი შეხვდა ერთმანეთს , აპოკალიფსი გვიახლოვდება მგონი, დროა გაგეცალოთ სანამ შემიწირავთ . ალბათ დამიანეს უნდა დავუახლოვდე
-ნუ ღელავ მე დამიანეს არარ ვეხები დავუნგრიე ბიჭს ცხოვრება
-ნიამ დაიჯერა ხო? არა ხომ ვამბობდი
-დაიჯერა მარა ვუთხარი მერე ,არა როგორ შეიძლება რომელიმე ჩვენგანი გეი გეგონოს ეგეთი რო ვიყო შენიღბული კი არ ვივლიდი ტო თან ასე?
-ისე ლაპარაკობდი ძნელი მისახვედრი იყო თან დამიანეც არაფერს გეუბნებოდა ნიასთან ყოფნის დროს და აჰა შეარჩიოს ახლა სიტყვები და დაიცვას ცენზურა
-წავედი მე ქვემოთ დაგელოდებით- მათე გაეცალა წყვილს . ბედნიერი იყო ლიკუნას გამო, მობილურზე შეტყობინება მოუვიდა და თავდახრილი მირბოდა კიბეებზე , უცებ ვიღაცას შეეჯახა და ინსტიქტირად მოხვია ხელი ,იგრძნო როგორ დაეცა ზურგით და ზემოდან ვიღაც დაეცა. ხელს ინსტიქტურად უჭერდა თვალები რომ გაახილა ლურჯთვალება გოგონა დაინახა, აწითლებული ლოყებით , მისი მკლავებიდან დახსნას ცდილობდა .უცებ მოეგო გონს და წამოდგა მასთან ერთად
-მე მაპატიეთ ვერ დაგინახეთ
-არა პირიქით მეც გასაღებს ვეძებდი და თქვენ რომ არ დაგეჭირეთ უკან დავგორდებოდი - მშვიდად უთხრა გოგონამ და დაამშვიდა აღელვებული მათე რომელიც თავს დამნაშავედ გრძნობდა . გოგონას არაფერი უთქვამს გზა განაგრძო მშვიდად და მატეს ყურადღებაც დაიმსახურა. სხვა მის ადგილას აუცილებლად წაეჩხუბებოდა მან კი საოცრად მსვიდად სეაფასა მდგომარეობა და ცივილიზებულად გადაჭრა. მანქანაში იჯდა როცა შეტყობინება მოუვიდა ლიკუნასგან რომ წასვლას ვერ ახერხებდა რადგან უმცროსი და ესტუმრა .ჯერ გაუკვირდა რომელი და ის ხომ წასული იყო სასწავლებლად გაცვლითი პროგრამითო ,მერე ასვლა გადაწყვიტა ლიკუნას დაჟინებული თხოვნით როგორც იქნა ჩამოვიდა და უნდა გაგაცნოო მაგრამ სამსახურში ეჩქარებოდა და სხვა დროისთვის გადადო .
ლუკა და ლიკუნა ერთმანეთზე აკრულები იყვნენ კარზე ზარი რომ დარეკეს.
-მოკლედ რა დღეიდან ჩემთან მოხვალ
-დამიანეს რას უშვები
-ის ხელს არ შეგვიშლის არასდროსაა სახლში
-გავაღებ თორემ სირცხვილია- სწრაფად გავიდა და კივილი რომ დაიწყო ლუკა შეშინებული გავარდა. ვიღაც გოგოს რომ ეხვეოდა და კოცნიდა დამშვიდდა და გაეცინა
-ღმერთო რა გადარეული გოგოა
-ჩემმიიი სიცოცხლეე. ჩემი პატარა გოგოო როგორ მომენატრე ჩემო ლამაზთვალებავ ,რატომ არ მითხარი თუ მოდიოდი გაგებუტე
-ისევ ისეთი გიჟი ხარ
-გოგო! როგორ ელაპარაკები უფროს დას შე ლაწირაკო ჩემს ხელში ხარ გაზრდილი და როგორ ხარ ასეთი სერიოზული . მგონი შეგცვალეს ,ისედაც არ მგავხარ საერთოდ
-ლიკუნა კარგი რა ... უი სტუმარი გყოლია - ლუკას შეხედა და გაუღიმა
-გამარჯობა როგორც მივხვდი ლიკუნას უმცროსი დაიკო ხარ მგონი ამერიკაში იყავი ხო? მე ლუკა ვარ შენი გადარეული დის შერეკილი შეყვარებული
-ლუკა? თან შეყვარებული? კი მაგრამ გუშინ მეწუწუნებოდი ლამის გონება დავკარგე და
-არ მაცდით შევირგო და რა გავაკეთო ჯერ მათე შემომივარდა ახლა შენ
-სასიამოვნოა თქვენ თუ გაუძლებთ ამას თორემ მეეჭვება ამ ენერგიის მატარებელ ქალს ვინმემ ნაბიჯი აუწყოს
-მართლა როგორი დინჯი და გაწონასწორებული ყოფილხარ სულაც არ გავხარ 19 წლის გოგოს
-ეს ვის ელაპარაკება ამდენს - ლიკუნას გახედა რომელიც მათეს დარწმუნებას ცდილობდა და ბოლოს გაბრაზებულმა მიაგდო ტელეფონი დივანზე-რა მოხდა ლიკუ?
-მათემ არ მცალია ვერ ამოვალო
-მათე ის არაა შენ რომ მეუბნებოდი უნდა გაგირიგოო? კარგი რა ლიკუნა ისევ არ იშლი სენსას?
-რა გინდა ორი წელია სიტყვა არ მითქვამს ,დავივიწყე ეგ ამბავი ნუ ღელავ- ვითომდა სერიოზულად უთხრა და ლუკას ჩაუჯდა - აბა ხომ ვუხდებით ერთმანეთს
-როგორი კითხვებით ხარ რა
-მომენატრეე ბაჭია
-ლიკუნაა
-კარგი რა შენ სულ ჩემი ბაჭია იქნები , ძალიან მიყვარხარ ჩემო ნამცეცა
-საერთოდ ვერ ვიფიქრებდი დები თუ იყავით საერთოდ არ გავხართ ერთმანეთს შენ შავგვრემანი ხარ შენ თეთრი თოვლივით , შავი თმა და ჟღალი ,ხასიათზე ხო არაფერს ვამბობ
-მე ბებოს ვგევარ ჟღალთმიანი . ხასიათი ამოუცნობია , მართალია ასეთი სერიოზული არცერთი არ არის მაგრამ ჩემსავით არც დედას უქრის და არც მამას სამაგიეროდ ჩემი პატარა გოგო მგავს ჟღალი თმით ისე ორივეს გვგავს ხასიათით არც ძალიან დასტოინია არც გადარეული .
-იმედია მალე გავიცნობ მასაც . მე დაგტოვებთ ახლა ბევრი სალაპარაკო გექნებათ- გაიღიმა ლიკუნას აკოცა შემდეგ ქეთის დაემშვიდობა და წავიდა. დები დიდხანს ჭორაობდნენ, შემდეგ მშობლებთან წავიდნენ და საღამომდე ერთად იყო მთელი ოჯახი. თუმცა ლუკამ ვერ მოითმინა და საღამოს მაინც გამოიტყუა თავისთან ლიკუნა .
-უკვე მომენატრა შენი კოცნა ,რაღა დღეს მოუნდა ყველას შენი მიტაცება - წელზე მოხვია ხელი და ტუჩებზე დააცხრა
-რას მშვები ასეთს სულ ვიფიტები და მინდა არასდროს შეწყვიტო კოცნა - ყელში აკოცა და თითები მაისურის ქვეშ შეუცურა ,იგრძნო როგორ დაეხორკლა კანი და გაიღიმა
-დროა დამი გავასახლო აქედან- კარი ჩაკეტა და მაისური გადაიძრო , ლიკუნა სხეულზე აეკრო და ვნებიანად აკოცა .
დამიანეს სად ჰქონდა წასასვლელი ,ჯერ კაფეში დაჯდა ფიქრებმა გაიტაცეს. მას მერე რაც ნიამ გაიგო მის ორიენტაციაზე საერთოდ აღარ ეკონტაქტებოდა, ზარებს არ პასუხობდა ან თუ უპასუხებდა თავს არიდებდა ყოველგვარ შეხვედრას. ახლა ლუკაც დაკავებული იყო ,სანდრო არ ჰყავდა და დაბოდიალობდა უგზო უკვლოდ .ბოლოს ლიკუნამ და ლუკამ არ მოასვენეს და სახლში ავიდა ნიასთან . გოგონა მეგობრებთან ერთად იყო ,ლილის ესაუბრებოდა რომ შემოფრთხიალდა ,საოცრად იღიმოდა
-დე დავბრუნდიი ძალიან მინდა ნამცხვარი და გავაკეთოთ რაა -უცებ გაჩერდა დამიანე რომ დაინახა ,აიწურა და ძლივს გაუღიმა- გამარჯობა
-დე მე უნდა გავიდე ბავშვები მელოდებიან შენ გამოაცხე ,დამიანე დაპატიჟე . იცოდე მეორედ, რომ მოხვალ არაფერი მოიტანო თორე გავბრაზდები -ბიჭს გახედა თბილად აკოცა და წავიდა- დაგირეკავ მოგვიანებით დე სეიძლება დარჩენა მომიწიოს და შეგატყობინებ კარგი? -გოგონას თმაზე მოეფერა და გაუღიმა.ის კი დამფრთხალი იდგა და უბრალოდ ეთანხმებოდა
-კარგი დე ნახვამდის ბავშვები მომიკითხე - გააცილა და უკან დაბრუნდა . დამიანე აკვირდებოდა მის მოქმედებებს და თანდათან რწმუნდებოდა ლუკას სიტყვების ნამდვილობაში. ცდილობდა თავისუფლად ესაუბრა ,სამზარეულოსი გადაინაცვლეს, მაგიდასთან დაჯდა და უყურებდა როგორ დაბნეული დაფუსფუსებდა აქეთ- იქით.ლამის დაამსხვრია ყველაფერი . ბოლოს ვეღარ მოითმინა და ზურგიდან აეკრო.მისი ხელი თავის ტორში მოიქცია და დანა გამოართვა
-მე დავჭრი,მეშინია თითი არ გაიჭრა - ღიმილით უთხრა თუმცა როცა მიხვდა რომ უარესად ააფორიაქა ამ სიახლოვით გოგონა მხარზე თავი ჩამოსდო , ხელი მუცელზე შეუცურა და მხარზე აკოცა- დამშვიდდი უბრალოდ ისუნთქე არაფერს დაგიშავებ .უბრალოდ მინდა ისევ ისეთი ურთიერთობა გვქონდეს და თავისუფლად იგრძნო თავი . ასეთი ძნელია ჩვეულებრივ დამიანესთან ურთიერთობა?
-არ შემიძლია... უბრალოდ დავტოვოთ ყველაფერ ისე როგორც იყო- ჩუმად თქვა და შეეცადა ხმაში სეპარული ბზარი დაემალა . დამიანემ შეაბრუნა და მისი სახე ხელებში მოიქცია
-რატომ არ შეგიძლია არ მენდობი? გეშინია თუ
-პირიქით
-აბა რა არის პრობლემა რა გვიშლის ხელს რომ ვიმეგობროთ
-გრძნობა რომელსაც განვიცდი მე არ შემიძლია შენთან მეგობრობა , საერთოდ არ უნდა გამოჩენილიყავი ჩემი ბავშვობის გატაცებად დარჩებოდი და მოგონებიდან შენს სახესაც კი ამოვშლიდი .არ შემიძლია ასე ,გთხოვ ეს ჩემთვის ძალიან ძნელია მე თვალთმაქცობა არ შემიძლია და ვერ ვიტყვი რომ ისე მიყვარხარ როგორც მეგობარი ან უბრალოდ ნაცნობი - თვალს ვერ უსწორებდა და დასჯილი ბავშვივით ბუტბუტებდა ისეთი საყვარელი იყო, ლოყები აუწითლდა თავი დახარა და თითებს იმტვრევდა . დამიანეს გული გაუთბა, მთლიანად მოიცმა მისი არსება ამ პატარა გოგომ და ახლა როცა ეუბნებოდა რომ ისიც იმავეს გრძნობდა სამყარო თავისი ეგონა . ნიკაპქვეშ ამოსდო ორი თითი და თავი ააწევინა
-შემომხედე პატარავ ,უბრალოდ შემომხედე და მითხარი რას ხედავ ჩემს თვალებში
-დამიანე გთხოვ - ტუჩები დაბრიცა და სატირლად მოემზადა
-შემომხედე პატარავ -ისე ეუბნებოდა ისიც ინსტიქტურად ასრულებდა მის მოთხოვნას, თვალები გაუსწორა დიდხანს უყურებდა -ვერაფერს ხედავ?
-რას უნდა ვხედავდე
-სხივებს რომლებიც მხოლოდ შენი დანახვისას ჩნდებიან ,შენზე ფიქრისას, შენი სახელის წარმოთქმისას და მხოლოდ შენ გეკუთვნის .ეს ერთი უბრალო ბიჭი რომელსაც პატარა თინეიჯერივით ურევ გონებას ისიც შენ გეკუთვნის მიიღებ თუ არა მაინც პატარა ქალბატონო ძალიან მიყვარხარ-შუბლზე მიაკრა ტუჩები და თვალებამღვრეული გოგონა, რომელსაც ზღაპარში ეგონა თავი, გულში ჩაიკრა-უბრალოდ მიეცი თავს საშუალება იყო ბედნიერი. დაივიწყე ჩემი ასაკი პირველ რიგში თორემ პედოფილი მგონია ხოლმე თავი შენზე ფიქრს რომ ვიწყებ
-უზომოდ მიყვარხარ დამიანე - ქვემოდან ახედა და გაიღიმა.
-ჩემი პატარა - ნაზად ეამბორა და პირველი კოცნის ავტორიც გახდა -ნუ გრცხვენია ჩემი ,ამას უნდა შეეჩვიო თორემ არაფერი გამოვა
-ნუ დამცინი მე უბრალოდ...- თავი მის ყელში ჩარგო და ასე დაიმალა
-უბრალოდ პირველად აკოცე ბიჭს -თმებში შეუცურა თითები, გვერდზე გადაუწია და ყელში აკოცა .
ის საღამო მასთან გაატარა ,ლიკუნა და ლუკა ურეკავდნენ მერე მიწერეს თუმცა არაფერი უპასუხა . ლილი სახლში ვერ ბრუნდებოდა ამიტომ იმ ღამით მასთან დარჩა. ნია უარზე იყო თუმცა მერე დაითანხმა თავიდან დივანზე იწვა ,მერე ვერ მოისვენა და მის საძინებელში შეიპარა ,ძალიან ცხელოდა სახლში, აივნის კარი ღია იყო თუმცა მხოლოდ თხელი ზეწარი ეფარა რომელიც ნახევრად უფარავდა სხეულს. ფრთხილად მიუწვა გვერდით და ჩაეხუტა.
დილით იმხელაზე დაიკივლა ნიამ დამიანე ლამის გადმოვარდა საწოლიდან
-რა რა ხდება
-აქ რა გინდა შენ ხომ დივანზე იწექი
-ვერ დავისვენე იქ და გამოვედი - სიცილით შეხედა და წარბები შეკრა-ნუ გრცხვენია ჩემი ,ჩემს გარდა მაინც ვერავინ გაკოცებს, ჩაგეხურება,მითუმეტეს გვერდით ვერ დაგიწვება ასე რომ ჩამოსწიე ეგ ზეწარი შუბლამდე რომ აიტანე წუხელ ისე ტრიალებდი მაინც ყველაფერი დავინახე
-რა? რა ყველაფერი
_შენ წარმოიდგინე პირველად არ დამინახავს სექსუალური ქალი გამჭვირვალე საცვლებში - უფრო აწუთლებდა ზეწარი ხელიდან გამოაცალა და ზემოდან მოექცა -ვგიჟდები შენს აწითლებულ ლოყებზე მინდა დაგიკოცნო და არასდროს მოგშორდე
-დამიანე... გთხოვ
-რას მთხოვ არ ჩაგეხუტო ?- თავი მის ყელში ჩამალა და იქვე აკოცა -ყელში კოცნაც არ შეიძლება?
-დამიანე ნუ იცინი მე არ ვარ შეჩვეული, უფრო სწორედ არც ვაპირებდი შეჩვევას და ...
-ნუ ბუზღუნებ თორემ მაგ დაბურცულ ტუჩებს მოგაჭამ- დაბრეცილ ტუჩებზე შეხედა, თავი ვერ შეიკავა და ვნებიანად დაუკოცნა,ისე რომ გოგონა ხელებში ჩაადნა-გემრიელი ხარ -თვალი ჩაუკრა გოგონას საწოლიდან სწრაფად წამოდგა ფეხზე ჩაიცვა და ისევ აკოცა- ახლა მივდივარ დაგირეკავ მოგვიანებით და იცოდე რომ არ შემხვდე აქ ამოგივარდები და სამუდამოდ წაგიყვან
-კარგი ხოო
-რაოო?ისე მეუბნები შე პატარავ თითქოს არ გინდა ჩემი ნახვა
-როგორ არ მინდა
-ნუ წითლდები-თქო
-აუ ვწითლდები და რა ვქნა
-კარგი ვიმუსავებ მაგაზე -გაიცინა და გაუჩინარდა.
ბინის კარი გააღო და რამდენიმე ნაბიჯი როგორც კი გადადგა მაშნვე დაიყვირა
-მოვედი და სადაც ხართ რასაც შვებით შეწყვიტეთ, ან კარები ჩაკეტეთ ხმა ჩაიგდეთ და იატაკზე გადაწექით საწოლმა რომ ხმა არ გამოსცეს თორე გეფიცებით შემოვალ და გისვრით ორივეს მაგ აივნიდან- უცებ მიაყარა და ორივემ რომ გამოყო თავი მისაღებიდან გაიცინა-უი გაცვიათ მშვიდობა გაქვთ? ლუკა ხომ ხარ ჯანზე
-ოჰ ეს ისეთ ხასიათზეა უეჭველი ნიასთან იყო რა მოხდა დაგატკბო იმ გოგომ?
-ნუ ხარ რძალო შენ ტუტუცელა ბავშვია ის ჯერ
-ვაიმე ბავშვია აბა რა არის შენ როგორ შეიძლება ადამიანს გეი ეგონო წარმოუდგენელი ფაქტია ,ისე აშკარად უნდა დაუმტკიცო ეგ ამბავი იქნებ კიდე ეჭვი ეპარება
-კარგი ახლა არ გააგიჟო თორემ შენს მაგივრად მე გამიგდებს
-მაგის გასაგდებს დავხატავ
-მესმის ლიკუნა და ნუ გამომიყვან ახლა -სააბაზანოდან გამოსძახა და მერე წყლის ხმამ დაფარა მისი ხმა.
-აუ მგონი მართლა შერიგდნენ
-ხო ეშველა ამასაც . მთავარი პრობლემა დაგვრჩა მარიამი და სანდრო
-მარიამს რას ერჩი გოგომ ყველაფერი გააკეთა ის შენი ძმაკაცი წავიდა და ლამის ერტი თვეა არ ჩანს თუ ეგონა გაეკიდებოდა ძალიან შეცდა.
-მიდი შენ საუზმე მოამზადო ჯობია თორე სანდროს გალანძღვას შენც კი არ გაპატიებ და ვატყობ მაინც მომიწევს შენი დასჯა
-დამიიი რას შეჭამ ძეხვი შევწვა თუ კვერცხი, ყველთან ერთად თუ ისე ავთქვიფო თუ მთლინად
-უბრალოდ რამე გააკეთე რომ ვჭამო -დაიყვირა იქედან და რამდენიმე წუთში გაფრატუნდა სამზარეულოში- საღოლ რძალოო უუჰ რა კაი სუნია მშია ძალიან. დღეს რა დღეა რატო არ ხარ სამსახურში თუ არავინ მშობიარობს დღეს
-კვირაა კვირაათუ დაეწყო ვინმეს მსობიარობა და ჩემი მისვლა ითხოვა გამომიძახებენ და წავალ ისე კი ვისვენებ . ხო მართლა მათე ხომ ვერ შევახვედრე ამ ჩემს დებს დამაწყდა ნერვები ,ორ დღეში ქეთუსიას დაბადების დღე არის და დაპატიჟებულები ხართ რესტორანში სად არ ვიცი ქეთუსია აირჩევს თვითონ მერე გეტყვით, ნია წამოიყვანე შენ კიდე საჩუქრის ასარჩევად უნდა გამყვე, კაბაც შესარჩევი მაქ ,იმ საზიზრარმა გადამაგდო. ხომ გყავს უკვე შეყვარებული წაიყვანე მერე მე რას მერჩიო არადა გემოვნება აქ ისეთი ,კაბებს მირჩევდა საოცარს,ისე მისიც მესმის რაც გაიგეს მისი ჩამოსვლის შესახებ უბრალოდ რიგებია , ახალ ექიმს ეძებენ და მოკლედ მარიამი და ეგ გაწამაწიაში არიან. იმ გოგოს კიდე საქმე არ ეზარება ,ხო ვერ დაღლი და ჩემი მათე ჩამოხმა სულ მთლად ისედაც ჯოხივით იყო ახლა სულ აღარ ჭამს არაფერს
-მოკლედ რამდენი სადარდებელი გქონია პირდაპირ არ ვიცი
-ოჰ მოვიდა ეს ხასიათზე და ხუმრობს
-კაი რძალო არ გამებუტო, მეც წამოვალ თუ გინდა- ჩაეხუტა და ლოყაზე ხმაურით აკოცა
-შენ წამოდი და აგარჩევინებ კაბას ნიასთვის გაუხარდება . ქალებს მითუმეტეს მის ასაკში ყურადრება საოცრად სიამოვნებთ მითუმეტეს საყვარელი მამაკაცისგან
-გავითვალისწინებ .ხელს თუ შეგიშლით არაა პრობლემა მარტო წავალ ოღონდ კაბას ვერ ვუყიდი მაგაში ვერ ვერკვევი საერთოდ
-ნუ სულელობ ხელს როგორ შემიშლი პირიქით გავერთობი-ახლა კი წავედი მიყვარხართ - დამიანეს ლოყაზე აკოცა ლუკას ტუცებზე ეძგერა ლამის მოაჭამა ტუჩები და წავიდა საჯდომის რხევით.
-ვინმე თუ ენერგიას გამომაცლიდა იფიქრებდი ოდესმე?- მის გავლილ გზას უყურებდა და იღიმოდა...-მიდი მომიყევი რა მოხდა გუშინ ,რომ გირეკავდი და არ პასუხობდი კინოში ვიყავით და ვიფიქრე წამოვა ისიც გავერთობითთქო,მერე კლუბში წავედით ,მთელი ღამე ვსეირნობდით და შენ რას მაიმუნობდი ამ დროოს
-რა უნდა მემაიმუნა
-კარგი ხო გავიგე პატარაა და მზად არაა . ის მითხარი მთავარი რაცაა
-ვუთხარი რომ მიყვარს, მანაც მითხრა .,მართალია ყველაფერზე წითლდება მაგრამ მიეჩვევა მალე
-შენ რას არ მიაჩვევ . გაწვრთნი ერთ თვეში . მაგიდა აალაგე ცუნცუუულ
-შენ სად მიდიხარ
-უნდა მოვწესრიგდე საქმეები მაქვს, სანდროკომ დარეკა და მისი დავალებები უნდა შევასრულო
-რა დავალებები
-ვიღაცის ნომერი უნდა გავუგო რაში ჭირდება არ მითხრა არაფერს ამბობს საერთოდ, სულ გაგიჟდა ბედნიერების არაფერი ეტყობა მაგას, იქნებ ჩავიდეთ ცოტა ხნით მაინც
-არა! მოვენატროთ და მიხვდეს რომ ადგილის გამოცვლა არაფერს უშველის. ის ქალიც ჩამოიყვანოს საქართველოში და იცხოვროს ბედნიერეად. მიხვდეს რომ მარიამი უყვარს და დაიმსახუროს მასთან ყოფნა
-ჩამოაყალიბა. ყოჩაღ , და ამ დროს რომ იტანჯება და ცუდადაა მარტო ჩვენ ას ეუნდა ვიგულაოთ ?
-ყველაზე კარგი ვარიანტია .დაფიქრდება და ვიცი რომ ჩამოვა, დარწმუნებული ვარ ვერ გაძლებს, შეიშლება მარიამის გარეშე ,ჩვენ გვხედავს და გველაპარაკება ,ყველაფერს იგებს მაგრამ მას საერთოდ ვერ ხედავს ფოტოს თუ ნახავს მხოლოდ.
-რომ ვუფიქრდები მართალი ხარ . მეც მგონია რომ დაბრუნდება , რაღაცნაირად ვგრძნობ რომ ჩამოვა- საფულე ჯიბეში ჩაიგდო სათვალე აიღო და წავიდა. დამიანემ სახლის მილაგება დაიწყო იმ კვირაში მისი მორიგეობა იყო. მხოლოდ შორტი ეცვა ხელში ჩვარი ეჭირა და მტვერს წმენდდა ,კარზე ზარი იყო .
-გასაღები დაგრჩა იდიოტო?- კარები სიცილით გამოხსნა და ნია რომ დაინახა უფრო გაიბადრა-პატარავ აქ რას აკეტებ?
-მე .. მე უბრალოდ- უყურებდა და თვალს ვერ აშორებდა
-შენ შენ უბრალოდ მოგენატრე ხო?- სწრაფად შესვა სახლში კარი მიხურა და ტუჩები დაუკოცნა - მეც მომენატრე პატარავ
-მარტო ხარ?
-ნახევრად შიშველი რადგან ვარ აუცილებლად ვიღაც უნდა მყავდეს? არც ეგეთი ბაბნიკი ვარ
-არც ეგეთი?
-სიტყვებზე ნუ მიჭერ - ცხვირზე თითი დაჰკრა და გაუღიმა - სახლს ვალაგებ უბრალოდ და ტანსაცმლით არ მომწონს ასე კომფოორტულად ვარ
-შენ ალაგებ?
-ხო ასეა ორი მარტოხელა ბიჭი რომ ცხოვრობს ერთად, ეს კვირა ჩემია .
-დაგეხმარო ?
-უბრალოდ ყავა გამიკეთე
-კარგი - სამზარეულოში შევიდა და წყალი დადგა ყავისთვის. შემდეგ გავიდა იდგა და უყურებდა სიცილით სახლში მოფუსფუსე დამიანეს. რომელმაც თეთრეული სარეცხ მანქანაში შეყარა, ერთ ნაწილი გამოიღო და გასაშრობად გაფინა . იქ რაც იყო ტანსაცმელები ჩამოიღო და დალაგება დაიწყო . საწოლებზე ახალი თეთრეული გადააფარა ბოლოს ბალიშები დააწყო და გამოვიდა. ტანსაცმელი საკუჭნაოში ჰქონდა დახვავებული ვინაიდან უკვე მტვრის ნაწილაკები გამქრალი იყო ყველგან, ხელები დაიბანა და ყავის ბინჯანს დაწვდა. თან ტკბილეული გამოიღო და ნიას მიაწოდა შემდეგ მასთან ერთად დაჯდა დივანზე და ყელში აკოცა
-შენ როგორი ფუსფუსა ყოფილხარ ძალიან კარგი ერთად თუ ვიცხოვრებთ ოდესმე შენ დაალაგებ მე მეზარება ყოველთვის .
-თუ რას ნიშნავს ჯერ ეს ერთი, მერე მეორეც მზარეულობაც მეხერხება და მთავარია შენ იყავი ჩემთან და მე პრობლემა არ მაქვს ხელი ფეხზე ააცოცა და ისევ აკოცა-სულ“კაცი ვიცი მე კუხნაში “ნუ მეტყვი ოღონდ.თან შენ ხომ კარგად სწავლობ ამიტომ დროც არ გექნება
-სამ წელში ვასრულებ სწავლას
-სამი წელი ცოტაა? მე დიდხანს ვერ გავძლებ შენს გარეშე ასე ორ დღეში არა მაგრამ მალე უნდა გადმოხვიდე ჩემთან
-დამიანე
-ვიცი მეტყვი რომ ადრეა მაგაზე ლაპარაკი მაგრამ არ მიყვარს საქმის გაჯანჯლება .შევეშვათ მაგას დრო მოვა და ყველაფერი მოხდება ახლა მაკოცე თორემ ცუდად გავხდები
-მასხარა თუ იყავი ამდენად არ მეგონა - გაიღიმა და აკოცა
-ლუკას გავლენაა
-ვინ მახსენა? უიი ნია აქ ხარ? ხელი ხომ არ შეგიშალეთ?
-მოიცადე - ნიას წამოდგომა უნდოდა მაგრამ ისევ უკან დააბრუნა- რა გაარკვიე?
-მოვაგვარე ის საქმე დავურეკე მაგრამ არაფერი უთქვამს . დაგასწარი და მე ვუთხარი რომ ერთად ხართ. გაუხარდა და ქორწილი არ გამომაპაროთო გადმოგცათ,უი თუ ჯერ ბაღში ხარ შენ ვინ მოგაწერნებს ხელს არაუშავს არაოფიციალურ ქორწინებაში იქნებით
-ბაღის მოსწავლეს ვინ ჰგავს კარგად ჩანს
-ოჰ შეხედეთ ერთი ამ ნამცეცას როგორ მომიხაზა? საღოლ ბავშვი ...დავიმახსოვრებ მე მაგას-თმა აურია და თავზე აკოცა-მანქანამ დაასრულა რეცხვა და არ გამოგაქ სარეცხი? სხვათაშორის ჩემი პერანგები და მაისურები დასაუთოებელია
-თუ მიყურებ დაკავებული ვარ და მე ხელს არ გიშლიდი ლიკუნა რომ იყო აქ
-მე და ლიკუნა ფიზიკურად ვერ მოვახერხებდით სხვა საქმით დაკავებას და მე როგორც ვხედავ თქვენ იმ საქმით დაკავებას არ გეგმავთ დღეს მაინც და გააკეთე რა რაც გითხარი..უჰ რა ჩამოვაყალიბე? რას აკეთებ ცუნცუუულ მიდი დატრიალდი ხვალ რესტორანში ჩემი მომავალი ცოლის დის დაბადების დღეზე სადაც სასიდედრო და სასიმამროც იქნებიან დაჭმუჭნული პერანგით წავიდე?
-ღმერთო ტრაგედია შექმნა რა .მივდივარ და დავწვავ ყველა პერანგს , ხვალ მაინც ახალს იყიდი ყველაფერს და რატომ მაწვალებ?
-რამდენს ლაპარაკობ დამუსიიი
-შენ მე ხომ გითხარი ნე მელაპარაკები ასეთქო
-რა ჩემი ბრალია ახლა შენ თუ ვერ არწმუნებს შენს „კაცობაში“ ნიაკოოს?
-სულ უნდა დამცინოს ახლა?
-რა გავაკეთო საოცარი ამბავია ვიღაცას ეს ხისთავიანი პიდარასტი რომ ჰგონია თორემ შენს გაბრაზებაას ეს გავაგიჯო მირჩევნია.რაა მამული დამიანე თუ არ შეიშალა
-ლუკა შენს პერანგს ვაუთოებ და იცოდე სიტყვები შეარჩიე დიდი ხნით არ დამრჩეს უთო
-ნუ მაშანტაჟებ და იცოდე ჩემს პერანგს არაფერი დაემართოს
-თქვენ სულ ასე ხართ თუ ჩემმა მოსვლამ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი
-არა ჩემო კარგო ახლა კარგი ბჭები ვართ და ცუდ სიტყვებს არ ვამბობთ გამიგია პატარებთან არ უნდა იუზრდელო გაიმეორებენო და მერე რა ვქნათ? მე წავედი ჭკვიანად იყავით არ იცელქოთ, ან თუ იცელქებთ ჩემს საძინებელს არ გაეკაროთ -გაიქცა და აიცდინა დამიანეს ნასროლი ბალიში.
-იდიოტი...არ მიაქციო ყურადღება ასე გელაპარაკება მანამ სანამ ახალ გასართობს არ იპოვნის. თუ არ გინდა ისევ დაიწყოს ჩემი და მისი სიყვარულის ..
-არაა მაგას ყველაფერი მირჩევნია
-რომ არ გითხრა მოვკვდები მე როგორ გეგონე გეი გამაგებინე არა მე როგორ შეიძლება რა შემატყვე გამაგებინე
-რამე რომ შემეტყო კი არ შემიყვარდებოდი მაგრამ ისე ლაპარაკობდა ლუკა თან ერთად ცხოვრობთ და ოოო დამანებე შენ მაინც თავი რა მრცხვენია რომ ვიხსენებ
-თავი დაგანებო კი არა ტუჩების წვალებას შეეშვი გაფრთხილებ იცოდე
-რაღაც გიყურებ და არ მეშინია ისეტი სანდომიანი სახე გაქ ოთოობის დროს
-ტყუილად ცდილობ ჩემს გაშაყირებას დაჭმუჭნული სამოსით სიარულს მირჩევნია გავაუთოო ,სხვათაშორის ლილის სკოლაა. ჩვენ სამივემ რაც ვიცით სახლის საქმე ყველაფერი მან გვასწავლა თორე დავიხოცებოდით შიმშილით ან ვივლიდით მოუწესრიგებლები
-კარგი ვჩუმდები -გაიცინა და იქვე კარადაზე დასკუპდა -სანდრო სად წავიდა? ან რატომ?
-ამერიკაში წავიდა საქმეების გამო და არ ვიცით როდის ან საერთოდ თუ დაბრუნდება
-თქვენ სამნი ერთმანეთის გარეშე ვერ წარმომიდგენიხართ
-ხო სანდროს წასვლამ ძალიან იმოქმედა მენატრება მაგრამ წასვლას არ ვაპირებ თავად ჩამოვიდეს
-რომ არ ჩამოვიდეს?
-ჩამოვა! მას კარგად ვიცნობ და ვიცი რომ დაბრუნდება .დამეხმარე რა თორემ შენთვის სიურპრიზი მქონდა და ჩამეშლება
-დავაწყო?
-არა ჩემი პერანგები დააუთოვე
-არა რა ორი დღეა გამომიტყდა სიყვარულში და პერანგებს მაუთოებინებს უკვე
-დავიჯერო სხვა რამ უფრო გინდა?
-მიგქონდა შენ ეგენი და გაიტანე დროზე
-ჩემი პატარა გოგო თანდათან ჯიუტდდება მგონიი- ლუკას ტანსაცმელი აიღო და მის ოთახში გაიტანა . მალე დაბრუნდა თავისიც დაასრულა ,ჩაიცვა და ერთად წავიდნენ სასეირნოდ.
ლუკა და ლიკუნა კინოთეატრს არ შორდებოდნენ,მიშო და ლიზის აიყოლიეს .მთელი დღე დაბორიალობდნენ .მისო წუწუნებდა ვიღაც მიცნობს და ხვალ ააჭრელებენ ყველაფერსო მაგრამ ლიზი ყურაადღებას არ აქცევდა. ბოლოს ნაყინებით დახუნძლულები დასხდნენ პარკში და ყელის გაყინვამდე ჭამეს.
მარიამი და მათე ამ დროს საქმეებს აგვარებდნენ. ხელშეკრულებებს აფორმებდნენ და ბოლოს დაქანცულები მიესვენნენ
-დავასრულეთ როგორც იქნა , სტუდენტებს სასწავლო წყის დაწყების სემდეგ მიიღებ მანამდე ერთი ექიმი გეყოლება,მოკლედ დანარჩენს აარჩევ ნელ-ნელა . დავიქანცე
-ლიკუნა არ მინახავს ვინ იცის რამდენი ხანია სამსახურის გარეთ. უკვე მომკლავს მის დას თუ არ გავიცნობ. წარმოგიდგენია? ამდენი წელია ვიცნობ და მისი ოჯახის წევრები ზეგ უნდა გავიცნო. იქაც თუ დაიწყო ჩემს ორიენტაციაზე შეიძლება მისი რომელიმე სტუმარი გავაშიშვლო იქვე ,დამღალა უკვე
-არ გინდა! მისი დები პატარები არიან ადრეა მაგათთვის ნუ რაღა ადრე მაგრამ მაინც- გაიცინა და ყავა მოსვა -სხვათაშორის მე გავიცანი ორივე გუშინ. ძალიან მაგარი ბავშვები არიან საერთოდ არ გვანან ლიკუნას ,სულ პატარა ლენა ცოტა ჰგავს და ქეთი საერთოდ განსხვავებული გოგონაა. ასაკთან შეუსაბამოდ ჭკვიანი ,ზრდილობიანი, მოწესრიგებული და ჩამოყალიბებულია .ვერ იფიქრებ 19 წლის თუ არის .
-მაგას ვერ დავიჯერებ ალბათ იმ დღეს იყო მშვიდად
-კარგი თავად გაიცნობ და დარწმუნდები. ახლა კი წავედი უნდა მოვემზადო,როგორც ვიცი ლიკუნა საკმაოდ დიდ წვეულებას გეგმავს .
მარიამი სახლში დაბრუნდა.მიშიკო და ლიზი ვახსმობდნენ მათ შეუერთდდა, მერე გამოიცვალა და ეზოში დასხდნენ. საუბრობდნენ , ლიზი მარიამზე მიხუტებული იწვა ჰამაკში ,ისე როგორც ბავშვობაში.მარიამი ეფერებოდა თმაზე,იხსენებდნენ ბავშვობის ამბებს და ხალისობდნენ.
-ჩაეძინა .გახსოვს სულ ასე ეძინებოდა პირველს და შენი წასაყვანი ხდებოდა - მარიამმა მძინარე ლიზის აკოცა და გაიღიმა- თქვენ ორნის დამსახურებით მაქვს კარგი მოგონებები მხოლოდ თქვენ
-ლიკუნას დის წვეულებაზე ხომ მოდიხარ
-რა თქმა უნდა . აბა ხომ გადავიმტერე საშვილიშვილოდ- ჩუმად თქვა და ძმას გაჰყვა უკან რომელსაც მძინარე ლიზიკო მიჰყავდა-ისევ ბავშვივითაა ,ნახე როგორ გეხვევა -გაეცინა და გვერდიდან მოეხვია მიშოს- ძალიან მიყვარხარ მიშიკო
-მეც ჩემო სიცოცხლე
დილიდან ქარიშხალივით შეიჭრა ბიჭებთან ლიკუნა , რა თქმა უნდა ლუკას საძინებელში შევარდა პირველი დაკოცნით დაახრჩო
-დილამშვიდობის ჩემო გემრიელო
-შენმა გემრიელმა შეიძლება შეგახრამუნოს ახლავე
-არც კი გაიფიქრო
-უკვე ფიქრზე მეტს ვშვები
-მიდი და დამიანე გააღვიძე ,ათასი საქმე მაქვს ყველაფერთან ერთად შოპინგიც უნდა მოვასწრო დროზეე
-კარგი ხო გავაღვიძებ
-რას აკეთებ ეგ ყინულიანი წყალი რათ გინდა
-ეფექტური გაღვიძების ხერხი. გაიწიე რომ გამოვარდება ხომ უნდა გავიქცე-სწრაფად შევიდა ოთახში უკვე დაცდილი პოზიცია დაიკავა და წყალი გადაავლო . დამიანე რომ წამოფრინდა და დაედევნა მართლაც დასჭირდათ სარბენი ტერიტორია.ბოლოს დაიჭირა ,ლიკუნამ იმდენი იცინა ლამის დაიხრჩო.
-ღმერთო რა კარგები ხართ
-ლუკა ნაკაშიძეეეე დაგბრიდავ
-მოდი გიჟო გაგაგიჟოოოო ვაუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
-კაი გეყოთ ახლა მოშორდით ერთმანეთს - დამიანე გასწია და შუაში ცადგა- მოწესრიგდით რა და წავიდეთ, საქმეები მაქვს
-მე მოგვიანებით შემოგიერთდდებით დამირეკეტ რომ იყიდით და მერე გამოვალ მე
-კარგი როგორც გინდა
-ესეიგი სააბაზანოში პირველი მე შევდივარ
-მიბრძანდი მე უნდა დავიძინო
-ჩემს ოთახში რა გინდა
-სველ საწოლში ვერ დავიძინებ, ამ სუნამოს როდიდან იყენებ
-ჩემიაა
-უიმე .. კარგი ხო - ბალიში გადააგდო და ისე დაიძინა . კარი ჩაკეტეთ რომ გახვალთ
-კარგი გატოცეეეე
-დაახვიე
ლიკუნა და ლუკა სავაჭრო ცენტრში ქარბორბალასავით დაქროდნენ,ყველა მათ უყურებდა .საჩუქრებიც შეარჩიეს, შემდეგ ლუკასაც მოუნდა ახალი ტანსაცმელები და მოაწყო იქ ჩვენება. ბოლოს ლიკას ერთი კაბა მიაჩეჩა რომელიც დიდი ხნის წინ შეამჩნია და ლამის ენა გადაყლაპა რომ დაინახა
-ოოო მაიი გოოდ ეს ნაშა ვისიააა- ტუჩები გაილოკა და დაატრიალა- ვისია თუ არა ჩემი ,მარტო ჩემი- ხელი მოხვია და ტუჩებზე დააცხრა-გემრიელი ყოფილა ყველაფერთან ერთად
-შენზე გემრიელი არავინაა- ყელში აკოცა და გასახდელში შევიდა-არც იფიქრო- ფარდა გადააფარა და ლუკა დატოვა პირდაღებული
-იმედები გამიცრუე
-მართალია ამას ვერ დავუსვებ- საყელოში წვდა შიგნით შეიყვანა და ეძგერა
-საოცრება ხარ
-ვიცი გემრიელო- თმებში წვდა და ტუჩზე იკბინა კვნეა რომ შეეკავებინა ...
როცა ერთმანეტის მიმდევრობით გავიდნენ გასახდელიდან რამდენიმე გაოცებული მზერა დაიმსახურეს თუმცა მშვიდად განაგრძეს გზა და კაფეში დაელოდნენ დამიანეს.
-უკვე ვიცი როგორი კაბა უნდა უყიდო ,გაჩვენებ და იმედია მოგეწონება
-მოიცადე ერთ წუთს რაღაც ვუყიდე და თქვენი აზრი მაინტერესებს-ჯიბიდან კოლოფი ამოიღო გახსნა და ულამაზესი კულონი აჩვენა წყვილს
-ასეთი გემოვნება თუ გქონდა მე რატომ არ მყიდულობდი საჩუქრებს გული მომიკალი ნუთუ მეტი სიამოვნება არ მომინიჭებია შენთვის
-აუ ლიკა მომაშორე ეს იდიოტი და მიტხარი რამე თორემ გავგიჟდი
-უმაგრესი ბიჭი ხარ - ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა- წამომყევი შენი ფერია გავაოცოთ
-სად მიგყავარ ერთი კვირის წინ წამიყვანა ამ გიჟმა და მტელი კარადა გამივსო
-ეგ ისე საბოდიალოდ და მე საოცარი საღამოსთვის უნდა მოგამზადო. ქეთუსიას დაბადების დრეზე ყოველთვი ყველაზე მაგარი ამბები ხდება ,ჩემი გოგო ნამდვილი საოცარია და იცოდე არ ჩაგაშლევინებ ტრადიციას .
ლიკუნამ იმდენი გააკეთა რომ დამიანესაც შეურჩია სამოსი ,შემდეგ კი ულამაზესი ატმის ყვავილისფერი კაბა აჩვენა ,წელიდან გაშვებული, უზურგო, ძალიან სადა და ლამაზი ,სწორედ ისეთი როგორიც ნიას შეეფერებოდა, საშუალო ზომის ქუსლზე ფეხსაცმელი და დამიანეც დახუნძლული გამოვიდა .
-ახლა საით?
-ლილი უნდა ვნახო, ბავშვთა სახლში მივდივარ
-მეც წამოვალ
-კარგი მე სახლში უნდა წავიდე მეჩქარება იცოდე სხვა დროს მეც წამიყვანეთ-,ბიწებს დაემშვიდობა და წავიდა.
-უნდა დაელაპარაკო ხო?
-ხო მგონი დროა თორე მერე დავაგვიანებ
-ძალიან კარგი. როგორც იქნა გასწავლე რომ მარტივად უნდა მოაგვარო პრობლემები . სანდროს ხომ ვერ სევაგნებინე ეგ . ვურეკავ დღეს დილიდან და არ მპასუხობს შენთვის ხომა რ დაურეკავს, გუშინ შუადღეს რომ დარეკა აღარაფერი ვიცი
-მეც დავურეკე მაგრამ არ მიპასუხა ვიფიქრე ლუკას ელაპარაკათქო . გამოჩნდება სად წავა
-უცნაური შეგრძნება მაქ და არ ვიცი რატომ.იმედია რამე ხიფათში არ გაეხვევა იქ მარტოა ,მაგათი დამქაშების არ მჯერა მე
-კარგი რა ცუდზე ნუ იფიქრებ ახლა თორე შეიძლება ფეხით წავიდე
-კარგი ხო არ გვინდა მაგაზე დაგვირეკავს აუცილებლად .
ლილისთან მივიდნენ,ბავშვებს უამრავი ტკბილეული და საჩქრები მიუტანეს, შემდეგ დამიანე ესაუბრა , კიდევ კარგი არ ჰქონია ცუდი რეაქცია .ან როგორ ექნებოდა დამიანე მისი გაზრდილი იყო და ძალიან კარგად იცნობდა.პირიქით ბედნიერი იყო.
დილიდან დაიწყო მზადება . ბატონი დამიანე ოთხ საათზე ეწვია ნიას
-მომენატრე
-მეც.. ეს რა არის?
-საჩუქრები შენთვის .. ამ საღამოს ლიკუნას დის დაბადების დღის წვეულებაზე მივდივართ და მინდა ესენი ჩაიცვა, ნუ თუ არ მოგეწონება არაა პრობლემა შეგიძლია გადააგდო დაჭრა რა ვიცი
-რა საჭირო იყო
-აუ ახლა არ მითხრა არაფერი უბრალოდ ნახე მაინტერესებს თუ მოგეწონება. ისე ცოტა ხანში კი უნდა დაიწყო მომზადება . მე წავალ და ცხრაზე გამოგივლი - უცებ მიაყარა აკოცა და წავიდა. თავად მოემზადა, თუმცა ჯერ ლუკას ამზადებდა
-აუ შე ცემა რა ქალიშვილივით ემზადები ქორწინების პირველი ღამე გაქ? გამოადგი ფეხი მეც ხო მინდა შესვლა
-მადროვე ბიჭო მომავალ სიდედრს და სიმამრს ყოველ დღე ხომ არ ვიცნობ პირველიი შთაბეჭდილებაა მთავარი. აუ დღეს ცოტა სერიოზულად უნდა მოვიქცე ხომ არ გავაგიჯებ ხალხს
-იმ ადამიანებს როგორ გააგიჯებ ვისი შვილიც ლიკაა რა უნდა გააკეთო ეგეთი
-გამოვალ და გაგიტეხავ თავს ვნახოთ მერე ვინაა გიჟი
-ოჰ გაბრაზდა ბიჭი -ლუკა საცვლის ამარა გამოტანტალდა- რას დატანტალებ ნეტა
-რაო სიხ მოგეწონე?
-მოკლედ სულ მზად ხარ საღ..
-სულ მზად ვარ შენს დასატკბობად
-ხანდახან ეჭვი მეპარება შენს ორიენტაციაში დავიჯერო ლიკასნაირი ქალის მერე მეც გიზიდავ?
-ეეე შენ როდიდან დაიწყე ხუმრობა ბრატ? ასე არ შეიძლება რა აქ ვღადაობ მე
-გადი ჩაიცვი მადროვე მშვიდად ყოფნა და საერთოდ რას გავს აქაურობა იატაკზე იბანდი?
-ნუ წუწუნებ დაასუფთავე მერე რა დრო არ გაქ თუ რა მთელი ერთი საათი
-რააა? გაქაფულმა დაიყვირა და მდუღარე წყალი გამოუსვა ცივის ნაცვლად
-ხო რა რვა საათია უკვე
-მოგკლავ საათი გადაწიე ისევ ხო? არ ვიფიქრე ასე ადრე როგორ იქნებათქო? მოგკლავ აქედან თუ გამოვაღწიე
-ნუ ღელავ ნიაკო დაგელოდებაა.. მე წავედიი სიცოცხლეეე- ბოლო სიტყვა გაწელა , საკუთარი თავი სარკეში შეათვალიერა ამოისუნთქა და წავიდა. გზაში სანდროსთან რეკავდა, მაგრამ ისევ გათიშული ჰქონდა. მანქანა რესტორანთან გააჩერა და ლიკას დაურეკა
-შესასვლელთან გელი ჩემო გემრიელო ამ წამს მოვედი და გიყურებ
-ვნერვიულობ იმედია პრეტენზიული მშობლები არ გყავს
-ჰმ ჩემზე პრეტენზიული არსებები არ არსებობენ - უკვე მიახლოებულს გაუთიშა მობილური და შეათვალიერა - ჯანდაბაში წასულა წვეულება მინდიხარ პატარავ- ხელი პერანგის საყელოში ჩასჭიდა და თავისკენ მიიზიდა
-ლიკა ნუ მაგიჟებ გევედრები
-კარგი ხო წავედით რა გეშინია .ყველაზე მაგარი მშობლები მყავს დედამიწის ზურგზე და იმიტომ ვარ ასეთი კარგი -ხელკავი გამოსდო და შეაბიჯა ყელმოღერებულმა. კოჭამდე შავი კაბა ეცვა მთელს სიგრძეზე ჩახსნილი ,მოძრაობის დროს ფეხის ნაწილი ჩანდა, საკმაოდ დიდი დეკოლტე . საოცრად გამოიყურებოდა ,ნამდვილი ღვთაება იყო ჟღალი თმა მხრებზე ეფინებოდა . ლუკა ისეთი სიმპატიური იყო ყველას ყურადღება მიიპყრეს, კლასიკურ სამოსში ნაკლებად კომფორტულად იყო მაგრამ მეტად მომხიბვლელად გამოიყურებოდა.
-აი ისინიც
-დედას გავხარ ლამაზი მაგრამ შავი თმები?
-ბებოა ჟღალთმიანიიი- ჩურჩულით უთხრა და როგორც კი მიაღწია ოჯახისწევრებთან გაიღიმა-ჩემო საყვარელო დედიკო მამიკო, დებო გაიცანით ჩემი ლუკა ნაკაშიძე
-ბევრი გვსმენია თქვენზე ყმაწვილო იმედია მოლოდინს სხვა საკითხებშიც გადააჭარბებთ - პირველად მამამ გაუწოდა ხელი . შემდეგ დედამ , ქეთოს დაბადებისდღე ამჯერად პირადად მიულოცა დილით კი დაურეკა ასე რომ არ უჩქარია და პატარა ლიკას შეხედა გაოცებულმა, ძალიან ჰგავდა თუმცა ასლიაო ვერ იტყოდით ლენა ნამდვილად ჰგავდა ლიკუნას. რამდენიმე წუთში დაძაბულობა მოეხსნა და მიხვდა ასეთი კარგი როგორ იყო ლიკა. მომენტალურად შეუყვარდა მისი ოჯახი , ალბათ იმიტომ რომ ლიკა უყვარდა ძალიან არ გასჭირვებია .
დამიანემ როგორც იქნა გააღწია, სწრაფად ჩაჯდა მანქანასი და ლამის გადასვლის დროს ჩაიცვა , კიბეები სწრაფად აირბინა შემდეგ დამშვიდდა და კარზე დააკაკუნა. რამდენიმე წამში გააღო კარი ფერიამ ატმის ყვავილისფერ კაბაში ,ქერა კულულებით, საოცარი ღიმილით და ცისფერი თვალები რომლებიც საოცრად ბრწყინავდნენ უკვე სუნტქვასაც უძნელებდა
-წავედით?
-მე.. შენ ... ძალიან ლამაზი ხარ არა საოცრად ...
-გმადლობ შენც ძალიან კარგად გამოიყურები- საყელო გაუსწორა და გაიცინა. მანქანას რომ მიუახლოვდნენ მერე გაახსენდა ყელსაბამი
-ნია მე რაღაც უნდა გადმოგცე , მინდა რომ სულ ატარო .მანამ სანამ გეყვარები - კულონი დაიჭირა, თმები ფრთხილად გადაუწია ერთ მხარეს და ყელსაბამი მოარგო. ნია ფრთხილად შეეხო ყელზე დამაგრებულ კულონს და კოცნით დააჯილდოვა დამიანე
-მმ ეს უკვე მომწონს .მოწონების ნიშნად მივიღებ .გთხოვთ ქალბატონო- კარი გამოაღო და ისიც ჩაჯდა.
ყველაფერი მშვიდად იყო, მარიამი ანათებდა თავისი გრაციოზულობით, ლიკა სექსუალურობით, ნია სინაზითა და ბავშვურობით. ლიზი კი ერთდროულად იყო დახვეწილი, მომხიბვლელი და ღიმილი ისეთივე უმწიკლო ჰქონდა როგორც პატარა ბავშვს. მიშო თვალს არ აშორებდა და შიგადაშიგ კოცნას ჰპარავდა.
-იგვიანებს კიდევ ხედავ? მოვკლავ რომ არ მოვიდეს
-კარგი რა რას ერჩი მაგ ბიჭს ლიკუ ხომ იცი საქმეები აქვს და გადაღლილია - ლუკამ დაამსვიდა
-მხარი დაუჭირე ხო შენ. კაცური სოლიდარობა
-კარგი რა ლიკუუ დამშვიდდი- მხარზე აკოცა და ყელამდე მიაღწია
-ასე მამშვიდებ შენი აზრით?
-მე კი ვიცი რასაც ვაკეთებ მაგრამ სხვა სახის გაგიჟებას ეს სჯობს ვიცი
-რატომაა ასეთი გაგიჟებული? -ქეთა მივიდა მათთან და გაიღიმა
-რავი ქეთო ერთი მეტად მნიშვნელოვანი სტუმარი იგვიანებს
-და ეგ სტუმარი ვინ არის ამის სათაყვანებელი მათე? კარგი რა ლიკა არ დაიღალე? არარაა უკვე სასაცილო მართლა
-მგონი საღამოს მთავარ გმირს დაუსწრებლად არ ვეხატები გულზე და რატომ შემაწუხე ლიკა? -ზურგს უკან გაიგო ბოხი ბარიტონი და შეკრთა, იმდენად ეცნო ხმა გონება დაებინდა ,ვერ გაიხსენა და სწრაფად შებრუნდა
-ასე არ .... თქვენ? თქვენ ხართ მათე ?
-ვაიმეეე არ მითხრათ რომ იცნობთ ერთმანეთს - უცებ აღსდგა მკვდრეთით და მიეჭრა წყვილს ერთმანეთს რომ უყურებდნენ-მმმ მოდი დავფიქრდე სად შეიძლება გაგეცნო სადმე სეირნობთ ერთ ადგილას ? ბოულინგს თამაშობ ქეთო? არააა აბა სად სადარბაზოსთან? არააა შენ დაეჯახე ბიჭო ჩემს გოგოს?
-ლიკა გეყოფა ... გთხოვ
-კარგი ჩუმად ვარ ... საჩუქარი სად არის? - თვალებდაწვრილებულმა შეხედა მათეს მან კი გვერდით გასწია ქეთო რომ დაენახა
-შენი დაბადების დღეა?
-მოიცა მე რაც გითხარი ის არ იყიდე?
-ვერ მივხვდი ბეჭედი რატომ უნდა მეყიდა 19 წლის გოგოსთვის
-ლიკა ეს რას ნიშნავს?
-არაფერს. ჩაშალა ყველაფერი .... აბა რას ჩუქნი დათუნიას? - მაინც ჩადგა მათ შორის თუმცა მათემ პატარა ყუთი რომ ამოიღო ჯიბიდან გაჩერდა.
-არ იყო საჭირო მე ...ლიკამ უბრალოდ გამაბრაზა და -ქეთი გაბრაზებული საუბროდბა და ახსნას ცდილობდა არ უნდოდა გაურკვევლობას დაესადგურა ისედაც უხერხულად გრძნობდა თავს , დაინახა თუ არა ძალიან ნაზი და ლამაზი სამაჯე გაჩუმდა ,უკვე რცხვენოდა კიდეც
-დაბადების დრეს გილოცავ ქეთო
-გმადლობთ ძალიან ლამაზია
-ლიკა ვიცეკვოთ- ლუკამ გამოაცალა იქაურობას , საცეკვაო მოედანზე გაიყვანა და სხეულზე აიკრა- ნუ გააბრაზებ მათეს და მითუმეტეს ქეთოს ხომ ხედავ ორივე ისეთი სერიოზულია ცოტაც და მოგკლავენ. თან მართლა უხერხულად იგრძნობს თავს ,ცოდოაა
-კარგი აღარაფერს გავაკეთებ საერთოდ - ხელები ყელზე მოხვია და აკოცა - მაბედნიერებ იცი?
-შენ წარმოიდგინე იგივეს ვგრძნობ -გაიცინა და თავზე აკოცა

მარიამი მთელი საღამო მშვიდად იდგა და აკვირდებოდა მეგობრებს. მიშოს ეცეკვა ისიც მისი დაჟინებული მოთხოვნის გამო , ლუკამ ჩაანაცვლა მიშო და ძლივს დაუსხლტა იმათ. ცოტა ხნით დარჩა მაინც, როცა ყველანი ცეკვავდნენ შეუმჩნევლად წავიდა. საშინლად მოუნდა აგარაკზე ასვლა, სანდროს წასვლის შემდეგ იქ არ ყოფილა, ახლა კი სურვილს ვერ გაუძლო. უკვე აღარ შეეძლო გაძლება . სახლში შეიარა ნივთები აიღო და აგარაკისკენ დაიძრა. სახლში შევიდა თუ არა მაშინვე გამოიცვალა ,ძალიან ცხელოდა ამიტომ უბრალოდ თავისუფალი მაისური გადაიცვა და ნახატს მიუჯდა . კონტურები ჰქონდა მოხლოდ გაკეთებული ,ისევ წამოიდგინა მისი სახე და ისე დახატა გონს ვერ მოვიდა. საშინლად ენატრებოდა ,იმდენად რომ მზად იყო უკვე თავად წასულიყო და ეთქვა რომ მის გარეშე ვერ ძლებდა , სისუსტედ მიაჩნდა მაგრამ მაინც არ ანაღვლებდა. ტილოზე გამოსახულ სახეს შეხედა და თითები ნაზად შეახო. თვალები დახუჭა თითქოს ნამდვილად სანდროს ეფერებოდა ,იგრძნო როგორ დაენამა სახე თუმცა ცრემლების შეკავება არ უცდია .პირველად ტიროდა და მთელი ტკივილი ერთიანად გადმოსცა ცრემლების საშუალებით. მკრთალად განათებულ ოთახში, ნახატის წინ ,სავარძელში მოკეცილი იჯდა და ფიქრობდა ყველაფერზე. რა იქნებოდა დროულად რომ შეეწყვიტა თამაში და უბრალოდ დალაპარაკებოდა, თუმცა მხოლოდ მისი ცდა არაფერს ცვლიდა სანდროს არ სურდა ნაბიჯის გადადგმა და ეს ტკენდა. ახლა რომ ჩასულიყო უბრალოდ თავს დაიმცირებდა სამაგიეროს ვერ მიიღებდა და უარესად დაიტანჯებოდა. თუმცა განთავისუფლდებოდა და ცხოვრებაში ერთხელ მაინც იტყოდა რომ უყვარს ,აღიარებდა და დამშვიდდებოდა. იქვე დაეძინა ,დილით ხერხემლის ტკივილმა გამოაღვიძა , ძლივს წამოიზლაზნა და ეზოში გავიდა. საქანელაზე დაჯდა და უყურებდა ეზოში მიმავალ მიშიკოს და ლუკას
-რა ხდება?
-არაფერი უბრალოდ გირეკავთ,გეძებთ არ გვპასუხობ არ ვიცით სად ხართ და ჭკუიდან გადავდივართ . ჩაიცვი ვბრუნდებით
-ასეთი კატეგორიული რატომ ხარ? ლუკა შენ რაღა დაგემართა ,რაღაცას მიმალავ ამისგან განსხვავებით სხვა მიზნით ხარ აქ
-საიდან მოიტანე უბრალოდ ვიღაც ბიზნეს პარტნიორი ჩამოსულა და მიშოს უნდა წახვიდე
-ვინ ჩამოვიდა ასეთი
-თავად ელენე ფილფანი შეხვედრას აწყობს და შენ მიგიპატიჟა პირადად,გადმომცეს რომ აუცილებლად უნდა იყო .სულაც არ მინდა მაგ ქალის გადამტერება ძალიან კარგად იცი როგორია და წამოხვალ? საღამომდე გვაქ დრო უნდა ბრწყინავდე
-ელენე ჩამოვიდა აქ? ბოლოს რომ ვნახე საერთოდ არ აპირებდა საქართველოში დაბრუნებას ,სიტყვის გაგონებაზეც კი გამომეტყველება ეცვლებოდა
-იცნობ? იმ ქალს იცნობ?- ლუკა ჩაერია და ინტერესიანი მზერა მიაპყრო
-რა თქმა უნდა ვიცნობ . ზაფხულს ამერიკაში ვატარებდი და ხშირად ვხვდებოდი
-ერთნაირი ჯმუხი ,ამაყი და „უგულო“ ხართ ორივე და იმიტომ .თუმცა შენგან განსხვავებით ის მართლა ტირანია
-არ არის ასე
-სად მიდიხარ
-ავიღებ ტანსაცმელს, საცვლით და მაისურით ხო არ წამოვალ
-მიდი ...დროზე ჩამოდი არ დარჩე მანდ
-მიშო რატომ ხარ ასეთი აღელვებული ვერ ვხვდები -სახლიდან ეძახდა თან ნივთებს იღებდა . ყველაფერი ჩააქრო დახურა და გავიდა. ლუკა რაღაცას ელაპარაკებოდა მიშო კიდე უფრო გაბრაზდა აშკარად
-რას ჩურჩულებთ?
-არაფერს ვამშვიდებდი რომ მალე გამოხვიდოდი. წავედით მარუს- ლუკამ გაიცინა და თავზე აკოცა
თბილისში ჩასვისთანავე დიზაინერი ათი კაბით, სტილისტი ,ვიზაჟისტი მოკლედ თავი ატკინეს ,ბოლოს ყველაფერი მათ გააკეთეს და სულ ბოლოს სარკის წინ იდგა ,უინტერესოდ უყურებდა საკუთარ გამოსახულებას .



№1  offline წევრი Xati Zaalishvili

Vaimee ra xdebaa ? :o ra moicdiss xvalamde ♡♡♥♥

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

Xati Zaalishvili
Vaimee ra xdebaa ? :o ra moicdiss xvalamde ♡♡♥♥

არაფერი ინტრიგნული და ცუდი wink ყველაფერი მოგვარდება

 


№3  offline წევრი Mariami)

უმაგრესიაა!!!! <3 როდის დადებ შემდეგს ?აღარ შემიძლია მოთმენა უკვე :3

 


№4  offline წევრი batkuna1

ეეეე აბა ყველაფერი გაირკვევაო??

 


№5 სტუმარი lizazu

ეჭვი მაქვს რომ სანდრო იმ ქალთან ერთად ჩამოვიდა. აუ რა ცუდია დღეში ორჯელ რომ არ შეგიძლია დადება რა. ხვალამდე რა მოიცდის no

 


№6 სტუმარი darina

Damtanja me am bichis intrignobam, arada magrad momwons es situacia, sandro iseti idumali da miuwvdomeli chans, cota nervebs ki mishlis magram araushavs mainc matyvevebs misi idumalebit, am tavshi damaklda mariami da sandroooo imedia momdevmoshi agvinazgavreb, rogorc yoveltvis umagresi tavi iyo.

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

საოცრება ხარ ადმინ wink აი როგორ მესიამოვნა იცი სხვა პერსონაჟებიც რო გამოაჩინე აი ძალიან გამიხარდა მომწონს ეს გიჟი გადარეული პერსონაჟები... ისეთი სასიამოვნოა უბრალოდ ვერ გადმოვცემ request მითუმეტეს რო არ აგვიანებ თავების დადებას და საკმაოდ დიდ თავებს დებ ეგ უფრო მაგარია love ველოდები შემდეგ თავს... ისე მაგრად მიდის ყველაფერი რო არ მინდა დამთავრდეეეს wink

 


№8 სტუმარი taso

love love ოხ რა თავი გველის, ეს ქალი სანდროს დედა მგონია. მალე მინდა სანდრო რომ გამოჩნდეს. მომდევნო თავი დაუთმე მათ რა love ახალი წყვილი, როგორც ყველა დანარჩენი ძალიან მომწონს smile

 


№9  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

batkuna1
ეეეე აბა ყველაფერი გაირკვევაო??

ვაცადოთ ჯერ ვაცადოთ wink

 


№10 სტუმარი taso

ანი ანი
batkuna1
ეეეე აბა ყველაფერი გაირკვევაო??

ვაცადოთ ჯერ ვაცადოთ wink

ამ ვაცადოში კი დაგვაცყდა ნერვებიდა wink wink

 


№11  offline წევრი თათულიTN

dzaan pozitiuri tavi iyo, bolis intriga shemogvapare mainc :D ar ginda mshvidad ro damedzinos ra :D veli shemdegs :*

 


№12  offline წევრი natia-natia

Magrad momwons dzaan kargad wer

 


№13  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

taso
ანი ანი
batkuna1
ეეეე აბა ყველაფერი გაირკვევაო??

ვაცადოთ ჯერ ვაცადოთ wink

ამ ვაცადოში კი დაგვაცყდა ნერვებიდა wink wink

რაც მთავარია სასიამოვნოდ wink

 


№14  offline წევრი Pepper

საოცარი თავი იყო <3
ლუკაა დააა ლიკაააა ორი გიჟი გადაეყარა ერთმანეთს. საოცრად საყვარლები არიან <3.
ნია რა ტიპიააა საყვარელი <3
გამიხარდა ნიას და დამის დაწყვილება
მიშოს და ლიზის სიყვარულზე ვაფრენ^^
ქეთოს და მათეს ბედნიერების სუნი მცეეემს^^
მარიამზე მწყდება გული მხოლოდ
რასაკვირველია ბოლოში ინტრიგააა :დ
საოცარიიი ხაარ შეეენ რაააა
ველოდები ახალ თავს <3

 


№15  offline მოდერი bibo

Ox ox ramfra gamixarda wuxel ro vnaxe :* vgijdebi iseti tavi iyo saocreba saswauliii.ramfra velurulia chemi likuna da lukuna vafren mag wyvilze sigijis matarebeli wyvilia.nia da deme eg orii bunchula punchula wyvilia ai lizi da mishoze vgijdebi vafren guls eketebaa saswauli wyvilia calcalke xo saocreba arian magram ertad sastiki wyvilia ux.au mariam ic mindoda am tavshiii gamego ra schirda im shter virtagva sandros mara vici sheni xelic da chemi gulic ver gaudzlebda amdens :D :D uf mate da qetos suni migitinebs ushnod:D :D erti sityvit ori gagebit da sami wakitxvit saswauli tavi iyo.bolo intriguli damtavreba xo saertodd mgonia shtormi gviaxlovdeba da godouvlis aq bevrs vatyob simon :D :D chemi margaliti saocrebaa sawauliii vici chem guls bgavili mouwevs sandros istoris mosmenis dros vemzadebi sulierad:D chemi zetisxilo da ikrav .chemo unichieroso gogov marwyvo

 


№16  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმე რა მაგარი იყოო love ლუკა და ლიკა არის საოცარი წყვილიიიიი wink love

 


№17  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

aanamaria
ვაიმე რა მაგარი იყოო love ლუკა და ლიკა არის საოცარი წყვილიიიიი wink love

უსტად, აბსოლიტურად გეთანხმები wink

მარიამი თუ ეტყვის,პირველი რო უყვარს ალბათ გავგიჟდები angry

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

ახლა შემოვედი და ამდენი კომენტარი რო დავინახე სიხარულისგან სადღაც ავფრინდი და ახლაც ვლივლივებ wink wink wink მაპატიეთ ასეთ დროს რო დავასრულე განგებ მართლა არ ვაკეთებ უბრალოდ მეტი ვერ მოვასწარი მერე მაინც გაუგებრად დავასრულებდი და ამ საღამოს რო დავდებ მართლა ყველაფერი გაირკვევა. ახალი იდეები მომაწვა თორე ამ თავით დასრულებას ვგეგმავდი ,ალბატ ორ სამთ თავს კიდე დავდებ და ეს ისტორიაც დასრულდება. ნუ არ ვიცი რამდენჯერაც ვთქვი ასე იმდენჯერ რაღაც ახალი მომაგონდა და დავდუმდები სჯობს wink
მიყვარხართ ჩემო ტკბილებო ,თბილებო, შოკოლადებო გულს მიხარებთ და სტიმულს მაძლევთ

 


№19 სტუმარი qeti

midi tu rame ideebi gaq am istoriasran dakavshirebit dawere :-D chven ae mogvbezrdeba sheni nawerebis kitxva ♡♡♡

 


№20  offline წევრი masu

Vaimee male dade axali ra <3 dzaan magari iko <3 imedia male gairkveba yvelaperi <3 damianeze da lukaze vgijdebi <3

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

masu
Vaimee male dade axali ra <3 dzaan magari iko <3 imedia male gairkveba yvelaperi <3 damianeze da lukaze vgijdebi <3

qeti
midi tu rame ideebi gaq am istoriasran dakavshirebit dawere :-D chven ae mogvbezrdeba sheni nawerebis kitxva ♡♡♡

უიმე რა დავწერე არ ვიცი დავდებ ოც წუთში და შეაფასეთ რაც იქნება იქნება

 


№22  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Auu rogor velodebiii axal tavs rodis dadeb?

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

ერთი საათის წინ უნდა ატვირთულიყო და არ ვიცი winked მე გავგზავნე უკვე

 


№24 სტუმარი ;)))

აუუ რაცუდიაა (( და არ დადებენ ?

 


№25  offline წევრი კალლ აია

❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№26  offline აქტიური მკითხველი terooo

Ელენე ფილფანიიი????სანდროს და დედა მამიდა თუ ვინმ ნათესავია????
Ალბათ უფრო დაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent