ემილის დღიურები (თავი 3)
კაცი ჩემს ფეხებთან ჯერ მუხლებზე დაეცა შემდეგ კი მიწაზე თავი დაარტყა და საბოლოოდ შეწყვიტა სუნთქვა, მოძრაობა, ყველაფერი, ასეთ სიტუაციაში პირველად ვიყავი და მიკვირდა პანიკაში რატომ არ ვვარდებოდი. ჩემი გადამრჩენელი ნელ-ნელა მიახლოვდებოდა და მალევე შევამჩნიე ყავისფერი თმა, ასევე ყავისფერი თვალები, შავი ტყავის ქურთუკი და იარაღი რომლითაც გადამარჩინა, ხელით მანიშნა მომიახლოვდიო, მე კი ისევ კედელზე ვიყავი აყუდებული და ცოცხალი თავით იქედან მოშორებას არ ვაპირებდი, როცა ამ ყველაფერს მიხვდა თვითონ მომკიდა ხელი მკლავზე და თავის შავი მოტოციკლეტისკენ წამიყვანა, დავჯექით და წავედით, თითქოს ეს სიტყვები სრულიად უფერულია მაგრამ იმ დროს ვერაფერს ვგრძნობდი რადგან უზარმაზარ გაურკვევლობაში ამოვყავი თავი, გზაში ვერც კი მივხვდი ისე ჩამეძინა. გავიღვიძე, დილაა, ლამაზი ოთახი, კომოდი და მასზე პატარა გოგოს ფოტო ალბათ დედასთან ერთად. თავი საშინლად მტკიოდა, თუმცა მაინც ვახერხებდი წუხანდელის გახსენებას, კარებთან მივედი რომელიც სავარაუდოდ ოთახიდან გასასვლელი უნდა ყოფილიყო, არ გაიღო, დიდხანს ვეჯაჯგურე მაგრამ არაფერი გამოვიდა, ყვირილი დავიწყე და უცბად კარებში რაღაც გაჩხაკუნდა და აი გაიღო კიდევაც. ის შემოვიდა, ანგელოზივით იყო თუმცა არ ვენდობოდი ამიტომაც ჯერ სახეში დავარტყი მერე ფეხებს შუა და გავიქეცი, ოთახიდან მისი ყვირილის ხმა გამოვიდა, კიბეებზე ვაპირებდი ჩასვლას და წელზე ძლიერი შემოხვევა ვიგრძენი, ფეხებს ვიქნევდი, არ ვისვენებდი გაქცევა მინდოდა მაგრამ ის ''ანგელოზი'' ჩემზე გაცილებით ძლიერი იყო, ოთახში შემათრია და ლოგინზე დამაგდო შემდეგ კი უცბად მომშორდა და მითხრა : - იცოდე არ მანანებინო რომ გადაგარჩინე! - ვინ ჯანდაბა ხარ?! - ფეხზე წამოვხტი და ხმამაღლა საუბარი დავიწყე - რომც არ გადაგერჩინე სულ ფეხებზე ჩემი ნაგავი სიცოცხლე! არ ვიცი რისთვის ვვარსებობ, შენ ცხოვრება დამინგრიე როცა ის შეწყვეტას აპირებდა- კივილით ვეუბნებოდი და კიდევ გავაგრძელებდი რომ არ ეკოცნა, ტუჩს მთელი ძალით მაჭერდა რომ მომეკეტა, სუნთქვა შემეკრა, არა, ამდენის გადატანა ასე მცირედ ხანში ძალიან ბევრია!გველნაკბენივით მოვშორდი. - კიდევ კარგი, ახლა დამშვიდდი და ყველაფერს აგიხსნი - მითხრა და მაგიდასთან მდგომ სკამზე მოკალათდა და დაიწყო იმ საშინელი ისტორიის თხრობა რომელმაც უზომოდ დამაინტერესა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.