შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი-ანი (2)


16-04-2016, 00:31
ნანახია 2 985

***

-მაშ, ჩამეხუტე რა..
-გადი გიორგი, გათხლეშილი მთვრალი ხარ..!
-გათხლეშილი მთვრალი არა ცოტა ნასვამი..!
-ნუ, რაც ხარ.. აუტანელი კი ხარ.
-რავიცი, რამდენიმე თვე არ ვიყავი აუტანელი და ეხლა გავხდი?
-აუ, დიდხანს აპირებ ბავშვობის უინტერესო წლების ყელში ამოდენას?
-რა იყო, უინტერესო იყო ჩემი შეყვარებულობა?
-ჭკუა ვაფშე არ მომეკითხებოდა 17 წლის ასაკში და შენც ისარგებლე, მეც აგყევი, ცოტა გავიარ-გამოვიარეთ და დავიშალეთ.!
-არ დავშლივართ,-შეუსწორა გიორგიმ.
-ხო, ნუ რას დავიშლებოდით შენს გამო დაქალს ხო არ დავკარგავდი?
-არა, დღეს ალბათ არც ერთი ვიქნებოდით ცოცხალი,-გაეცინა გიორგის,-არა, მაინც საუკეთესო თვეები იყო შენთან!
-რატო ნანიკომ, ლენკამ და ანამ არ გაგისწორეს?-ცალყბად გაეცინა მაშოს.
-ბიჭო, მაგათმა რო გამისწორეს ბაზარი არაა..მაგათ როგორ შეგადარო, ტო? ეგენი სხვა თემები იყვნენ, შენ-სხვა.
-სულ რამდენი თემა გაქვს, გიორგი?
-ერთადერთი თემა შენ ხარ მაშინკა ჩემთვის და სხვა დანარჩენი უთემოა,-უთხრა გიორგიმ და მიუახლოვდა მაშოს.
-გაიწიე! ხელს მიშლი ვერ ხედავ?
-კაი, ტო.. ეხლა რო არ დახეხო ეს გაზქურა მოკვდები?!
-ჩემი დაქალი მოკვდება და სოფო..!
-ნუ, ნერვიულობ სოფო და ანუკა შეჩვეულები არიან. თუ შენ მე მეპრანჭები?
-ეგღა მაკლია მაშო ცინცაბაძეს გალეწილ მთვრალ გიორგის ვეპრანჭო რა..!-შეიცხადა მაშომ.
-რატომაც არა?! ჩემზე უკეთეს ვის გაეპრანჭები?-ეშმაკურად გაუღიმა გიორგიმ.
-ვაიმე, ადამიანო ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენ ჩემზე. ვერ ხვდები? შენზე უკეთესი გასაპრანჭი მყავს რა,-უთხრა მაშომ და ენა გამოუყო.
-ხო, იმიტომაც გყავს გვერდზე დღეს..
-აუ, ნუ ერევი ჩემ ცხოვრებაში, კაი?
-დარჩები მაშო ეგრე გაუთხოვარი და ისევ მე უნდა მოგიყვანო ცოლად.
-აუ, რა „აბეზალოვკაა“ გათხოვება?!
-თავს იმშვიდებ?
-ვაიმე, გადი სამზარეულოდან ეხლა დროზე..!-წამოიყვირა მაშომ, რომელიც უკვე აშლილიყო.
-ჩემი სამზარეულოა და მინდა და აქ ვიქნები.
-შენი სხვა ოთახებიცაა და გადი..!-მწარდებოდა უკვე მაშო.
-კარგი, ჰო. გავდივარ,-ხელები აწია გიორგიმ დანებების ნიშნად,-მაგრამ მორჩი უაზრო გაპრანჭვებს შენი ბოლო ბედი მაინც მე ვარ ხო იცი, არა?
-გადი,თორემ არც მე მეყოლება ბოლო ბედი და არც შენ! დეგენერატო!-მიაძახა გაბრაზებულმა მაშომ და ამჯერად ჭურჭელს მიადგა. გიორგიც კმაყოფილი გამოვიდა ოთახიდან და მისაღებში შეკრებილ მეგობრებს შეუერთდა.
***

მაშო და გიორგის ერთად ყოფნა? ეს ძალიან სასაცილო იყო.
დათვრა ორივე, შეფიცეს ერთმანეთს სიყვარული და ერთმანეთის თაყვანისმცემლების გასაგიჟებლად ხან სად დადიოდნენ, ხან სად.
არაფერი განსაკუთრებული.

გიორგი მაშინ სტუდენტი იყო, პოპულარული უნივერსიტეტში და მაშოსთანაც მორიგი თამაში ჰქონდა, როგორც სხვებთან.
მერე კი მიხვდა, რომ მაშო სხვა არ იყო და არ იყო უბრალოდ ანუკას დაქალი და გაერიდა. ზედმეტი თავის ტკივილიაო.

მაშო იმდენად იყო გადართული ეროვნულ გამოცდებზე, რომ დიდად არ უდარდია გიორგისთან განშორება, მაგრამ მას მერე არასოდეს სიამოვნებდა გიორგის გვერდზე ქერა თმიანისა თუ შავგვრემანის დანახვა. მაგრამ არასოდეს იმჩნევდა.

ეს იყო და ეს მათი ამბავი, რომელიც დღემდე გრძელდებოდა..!


***
-არ მეგონა ასეთი მაგარი და თუ ჰყავდა გიორგის!-უთხრა ლიზამ ანუკას.
-მადლობა ლიზა, შენც ძალიან კარგი გოგო ხარ,-უთხრა ანუკამ და გაუღიმა ლიზას.
-სამსახური ვგეგმავთ სადმე ქალაქ გარეთ გასვლას და გიოს ვეტყვით, რომ წამოხვიდე რა.. ხომ მოიცლი?
-კი, დიდი სიამოვნებით. როდის?
-აი, იმ კვირაში. თან ამინდებიც იქნება წესით. ამ გაზაფხულმა გადამრია რა.. მართლა რა არეულია..
-ჰო, დიდი სიამოვნებით წამოვალ.
-აუ, მეც რო მინდა?-საუბარში მაშო ჩაერთო.
-ხო, მაშო აუცილებლად ორივე წამოდით!-დაეთანხმა ლიზა მაშოს.
-ნეტა, ჩვენი უფროსი თუ წამოვა?!-ჩუმად იკითხა თეკომ და თვალი გააპარა კაკისკენ, რომელიც ბაჩოს სადღეგრძელოს გულმოდგინედ უსმენდა.
-რატო? არ დადის?-იკითხა მაშომ და დიდი ინტერესით დაელოდა პასუხს.
-ვაფშე, აქ რომ მოვიდა ეგ გაგვიკვირდა ძაან. ისეთი მკაცრია სამსახურში, გეფიცები აი არ ვსუნთქავ ხოლმე რომ გამოივლის ან თათბირს რომ ატარებს,-ხმადაბლა თქვა თეკომ და გაეცინა.
-დესპოტია?-გაეცინა მაშოს. მაშოს ამ სიტყვაზე ყველამ გამოიხედა.
-ჩუმად, გოგო..-ფერი გადაუვიდა ლიზას.
-რა ხდება?-ჰკითხა ანუკამ.
-ჩვენ დესპოტი შევარქვით და გაიგო. ისე შეგვრცხვა 1 კვირა თვალებში ვერ ვუყურებდით,-თქვა ლიზამ და არანაკლებ ფერწასულ თეკოს გადახედა.
-უი, არადა არ მომეჩვენა ესეთი მკაცრი.
-მკაცრი კი არა, უმკაცრესია! პომადა ვერ წამისვამს სამსახურში, მუხლს ზემოთ ქვედაბოლო ვერ ჩამიცვამს,-უპასუხა თეკომ ლიზას.
-კაი, რა.. რომელ საუკუნეში ცხოვრობს?!-აღშფოთდა მაშო, რომელსაც ისევე ხმამაღლა მოუვიდა აღშფოთება, როგორც წეღან.
-21-ში მაშო,-უთხრა კაკიმ და სერიოზული სახით გამოხედა გოგოებს, რომლებიც შეკრულიყვნენ.
-ო, ძაან იცი ეხლა ვიზე ვლაპარაკობთ რა!-სიტუაციიდან გამოსვლა სცადა მაშომ.
-ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს,-თქვა ცინიკურად გიორგიმ.
-შენ რომ წინის წინის წინა ეპოქის გადმონაშთი ხარ მაგას არ უნდა ბევრი მსჯელობა!-უპასუხა მაშომ და თავისი ჩვეული კურტუმოს ქნევით დატოვა ოთახი.


*** -ანუკააა!-ისევ გიორგის ღრიალმა გააღვიძა ანუკა.
-აუ, რა ჯანდაბა გინდა!
-ადე რა. მოწესრიგდი და წავედით.
-სად მივდივართ? ან რომელი საათია?
-8 საათია და მივდივართ სიღნაღში.
-შენ ნორმალური ხარ შაბათ დღეს რომ მაღვიძებ დილის 8 საათზე?-დაიბუზღუნა ანუკამ და საბანი გადაიფარა თავზე.
-იმიტო გაღვიძებ რო მივდივართ, თორემ როდის გაღვიძებ ესე ადრე?-უთხრა გიორგიმ და დას მიუწვა გვერდზე.
-როცა პერანგს ვერ პოულობ ან გასაუთოვებელი გაქვს, ან დედა წასულია უკვე სამსახურში და იმის უნარი არ გაქვს რომ დილის საუზმე შენ თვითონ მოიმზადო!
-კაი, რა.. მიდი, ადე და მოემზადე რა. გველოდებიან!
-რა გველოდებიან ხელის მოწერას აპირებ, მაყარი მიგვყავს თუ რა ხდება?
-არ გივარგა იუმორი, დაო. არ მომყვება ჯერ შენი დაქალი და შესაბამისად ხელის მოსაწერად არ მივდივართ!
-არც შენ გივარგა დილის იუმორი ძმაო.-უთხრა ანუკამ და ზოზინით წამოდგა ფეხზე.
-ადე, ადე და მაშოს მე გავაღვიძებ,-უთხრა გიორგიმ და ეშმაკურად გაეცინა.
-აუ, ძალიან გთხოვ დილიდანვე ნუ მოუშხამავ ხასიათს ჩემს დაქალს, თორემ მოგვიწევს მთელი დღე მაგ ხასიათით მისი გაძლება..!
-კაი, როდის გამიფუჭებია ხასიათი მისთვის? მიდი, შედი ეხლა აბაზანაში თუ შედიხარ და წავედით რა. მანამდე დავურეკავ შენს ანტიკვარ დაქალს. გაითვალისწინე იქ ვრჩებით დღეს,-უთხრა გიორგიმ და თავის ოთახში შევიდა ტელეფონის ასაღებად.

ანუკა მოწესრიგდა და პატარა ჩემოდანი გადმოიღო, სადაც თავისი და გიორგის ტანსაცმელი ჩადო. თვითონ ჩაიცვა შავი შარვალი, კედები და გრძელმკლავიანი ზედა და ჯინსის ქურთუკი მოიცვა. უკვე მზად იყო, როცა გიორგი შემოვიდა მის ოთახში და პატარა ჩემოდანი გაიტანა. დაემშვიდობა საყვარელ დედას და მამას და მოკალათდა გიორგის მანქანაში.

-დანარჩენებს აეროპორტის ტრასაზე უნდა შევხვდეთ.
-მოიცა, მაშოს დავურეკავ ჩამოვიდეს უკვე, თორე მაგისი ამბავი ხო იცი? საათნახევარი დაგვაყენებს!
-არა!-წამოიყვირა გიორგიმ,-არ დაურეკო!
-აუ, გიორგი მოგკლავ იცოდე! რა ჩაიდინე?
-კაი, ანუკა რა ისტერიკაში ვარდები მოიცა რა. დავურეკავ ეხლა და ვეტყვი ჩამოვიდეს.

გიორგიმ ხმა დაისერიოზულა და მშვიდი და დაბალი ხმის ტონალობით უთხრა მაშოს რომ 5 წუთში იქნებოდა და ქვემოთ დახვედროდა. მივიდნენ მაშოსთან და ანუკამ დაინახა მაშო, რომელიც დიდი ჩემოდნით იყო და სახე ალეწვოდა. მანქანა მაშოს ფეხებთან გააჩერა გიორგიმ და გადავიდა. მაშომ ნაღვლიანი სახით შეხედა ანუკას. ეტყობოდა, რომ ნამტირალევი იყო. ბარგი ჩადო მანქანაში და მაშოც უკანა სავარძელზე მოთავსდა. მანქანაში ჩაჯდა თუ არა მაშომ ტირილი დაიწყო და უკანა სავარძლიდან მაქსიმალურად წინ გადაიწია და ანუკას ჩაეხუტა.

-რა გატირებს?
-რა მატირებს? არც იცი შე, უბედურო შენ! რა მეშველება, პროსტა...-ღნაოდა მაშო.
-მაშო, რა გჭირს?-ჰკითხა შეშინებულმა ანუკამ მეგობარს. გიორგიმ მაშოს გახედა:
-ვუთხარი მაშო, რომ გერქვა.-ხმადაბლა უთხრა და გაიხედა, რომ არ გამსკდარიყო სიცილით.
-ჩემი ანუკა.. ჩემი მხიარული გოგო! ეხლა როგორ იქნება ყველაფერი? არაუშავს! ყველაფერს დავიწყებთ თავიდან! მე მაშო ვარ, შენი ბავშვობის მეგობარი.. ყველაფერს გაგახსენებ გეფიცები.. ჩემი ანუკა.
-რა გჭირს გამაგებინე?!-ხმის ტემბრს აუწია ანუკამ და ჯერ მაშოს გახედა მერე კი-გიორგის.
-არაფერი ანუკ, ვუთხარი ფეხი რომ აგიცურდა გუშინ ღამე აბაზანაში და თავი ჩამოარტყი ნიჟარას. თუ გახსოვს რამე.. ექიმმა ხომ თქვა მცირე ამნეზიააო და ქალაქიდან გასვლა და დასვენება გირჩია..-ძლივს ლაპარაკობდა გიორგი.
-რა ამნეზია, რა აბაზანა! გიორგი გაგიჟდი შეენ?-აუტყდა სიცილი ანუკას.
-კიდე გეცინება ხო? აგერია ყველაფერი რაზე უნდა იტირო და რაზე უნდა იცინო?-მოსთქვამდა მაშო.
-ვაიმე, მაშო რა სულელი ხარ!-კვდებოდა სიცილით ანუკა, რომელსაც გიორგი აყოლოდა და ორ ხმაში იცინოდნენ.
-მოიცა! რა??-წამოიყვირა მაშომ,-მომატყუე ხო? შე, არანორმალურო! მომატყუე, ხო?
-ხო, მაშო მოგატყუე. აბა, როგორ ფიქრობ ამას რამე დამართნოდა ეგრევე არ გაგაგებინებდი?-კვდებოდა სიცილით გიორგი.
-აუ, პროსტა დროზე გამიჩერე დეგენერატო მანქანა! როგორ მითხარი პროსტა?-გამწარებული ყვიროდა მაშო და კარებს დაეჯაჯგურა.
-კაი, მაშო მაინც ვერ გადახვალ ჩაკეტილი მყავხარ,-უთხრა გიორგიმ, როცა სული მოითქვა.
-როგორ დაიჯერე მაშო?-ჰკითხა ანუკამ.
-რა როგორ დავიჯერე? შენ არ დაიჯერებდი ესეთ რაღაცას ზუკას რო დაერეკა?
-ზუკა ჯერ 10 წლისაა და არც იზამდა მაგას,-უპასუხა სიცილით ანუკამ.
-ხო, საქმეც იმაშია რო შენი დეგენერატი 25 წლის ძმაზე ჭკვიანი და აზრზე მოსულია ჩემი ძმა!
-კაი, დამშვიდდი, ტო..-უთხრა გიორგიმ სრული სერიოზულობით.
-აი, შენ პროსტა ხმა არ გამცე! აი, არასოდეს..! თუ გაპატიო ასეთი რაღაცა მე ვიყო უნამუსო რა..!-უთხრა მაშომ და გაბუსულმა შეკრა ხელები და ფანჯარაში დაიწყო ყურება.

***
ცოტა რამ მათ შესახებ:

გიორგი ლაკირბაია 25 წლის და ანუკა ლაკირბაია 23 წლის.
ჰყავთ დედა-სოფო და მამა-ილია.
ოჯახში ყველა დასაქმებულია ანუკას გარდა.
გიორგიც და ანუკაც ორივე იურისტები არიან განათლებით.
გიორგი მუშაობს ერთ-ერთ ფირმაში იურისტად.
სოფოს თავისი ბიზნესი აქვს. ქალაქში პრესტიჟული სალონი, რომელსაც ბევრი „სელებრითი“ სტუმრობს.
ილიას კი მეგობრებთან ერთად დაარსებული აქვს სამშენებლო კომპანია და წლების განმავლობაში უძღვება მას.


მაშო(მარიამ) ცინცაბაძე არის 23 წლის.
განათლებით დიზაინერია და დაამთავრა სამხატვრო აკადემია. თავისი გემოვნებით უკერავს ხოლმე ანუკას რაღაცებს და ყოველ თვე აპირებს თავისი სამკერვალო სალონის გახსნას, მაგრამ რატომღაც ეს შემდეგი თვე ჯერ არ დამდგარა!
ჰყავს დედა-ნანა, მამა-ნიკა, ძმა-ზუკა 10 წლის და პატარა და-თაია.
ანუკა და მაშო ბაღიდან ერთად მოდიან. შემდეგ იყვნენ კლასელები და სტუდენტურ გზაზე კი მათი გზები ორად გაიყო, მაგრამ ერთმანეთის გარეშე ვერ არიან.

მაშოსა და გიორგის დუეტი, აი როგორია იცით? ძალიან მაგარი! რომ შეხედავ და იტყვი, რომ ერთმანეთისთვის არის ეს წყვილი შექმნილიო..! ერთმანეთს რომ ავსებენ და ამავდროულად ყველაზე მეტად განსხვავებულები რომ არიან.

-მე პლუსი ვარ შენ კიდე მინუსი,-უთხრა გიორგიმ მაშოს.
-უცნობის სიმღერას მღერი და რამე?
-არა, ვუხდებით ერთმანეთს. შენ მაგარი მინუსი ხარ მე კიდე სერიოზული პლუსი.
-მინუსი შენ ხარ! უაზრო და დეგენერატი ადამიანი..!-ყოველთვის ასეთი პასუხი ჰქონდა მაშოს გიორგისთან და არასოდეს არაფერს არც ერთი არ თმობდა.

ვინ იცის, იქნებ მართლაც ოდესმე დაღლილიყვნენ და გაერკვიათ თავიანთი ურთიერთობა და ბოლოს და ბოლოს გადაკვეთებულიყვნენ გზაზე ერთმანეთს?

მაგ ფიქრებით იძინებდა და იღვიძებდა ორივე, მაგრამ არც ერთი არც თავს უტყდებოდა და არც-ანუკას!



№1  offline წევრი mani156

vaiihh rakargiiaa ^^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent