შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღიმილი ჰქონდა სასწაულად სევდიანი (სრულად)


17-04-2016, 11:53
ავტორი mariami17
ნანახია 4 464

წვიმის წვეთების შხარუნი ისმოდა ოთახში, ფანჯრის რაფაზე შემომჯდარიყო ლილე და ნამიანი ქუჩებისთვის გაესწორებინა მზერა. უყურებდა ქალაქს... ქალაქს სადაც სიყვარული ყველა კუთხე კუნჭულში ახწევდა და ხალხს აბედნიერებდა, უყურებდა წყვილებს რომლებსაც ღიმილი გადაჰკვროდათ სახეზე და თვალებიც სრულიად განსხვავებულად უელავდათ.
-გეყრები გიორგი!.- ყვიროდა გამწარებული ხმით ქალი და ოთახიდან ოთახში დადიოდა.- დავიღალე გესმის ? საშინლად დავიღალე, არ მემეტება ჩვენი შვილისთვის ასეთი ცხოვრება!
-ელენე გთხოვ უნდა მომისმინო. არ შეგიძლია ამდენ წლიანი სიყვარული ერთი ხელის მოსმით დაასრულო და გაანადგურო!.- არც მამაკაცი ჩამორჩა და ბაგეებიდან გაპობილი მძიმე სუნთქვა მიაფრქვია ისედან აწითლებულ ქალს.
-შემიძლია!.- ირონიულად ჩაიცინა ქალმა და ოთახი სწრაფად დატოვა.
მხოლოდ ოთახი კი არა, სახლიც, ქალაქიც და ლილეც...
-ლილე...- მოესმა მამის გაბზარული ხმა ლილეს, თავი ოდნავ შეაბრუნა და მკრთალად გაიღიმა.- ლილე დედაშენი...
-მივხვდი.- სწრაფად ჩამოხტა ფანჯრის რაფიდან და მამამისს მთელი ძალით მოჰხვია გაკნაჭული ხელები კისერზე.- მიყვარხარ მა...
-ჩემი ანგელოზი... ჩემი პატარა ლილე...- ბურტყუნებდა გიორგი და ლილეს თავზე კოცნიდა.
მწარე იყო ლილესთვის...
უდედოდ გატარებული წლები და მამის თვალებში დაკარგული სხივები...
სტკიოდა
განიცდიდა
ალბათ სწორედ მაშინ დასჩემდა ეს "სევდიანი" ღიმილი.
კიოდა... მთელი გონებით კიოდა და ყვიროდა, სახეზე გარეგნულად რა ემჩნეოდა ? არც არაფერი. სრულიად ჩუმად იჯდა აუდიტორიის დარბაზში და ცარიელ სივრცეს შეჰყურებდა.
-შეიძლება ?.- მოესმა მამაკაცის ბოხი ბარიტონი, ფიქრებიდან სწრაფად გამოერკვია და ბიჭს ახედა. არ დაბნეულა თავი დაუქნია და გვერდით მიიწია.- ლექცია რომელზე იწყება ?
-10 წუთში დაიწყება.- ისევ მკრთალად გაიღიმა ლილემ და აუდიტორიაში შემოსულ ლექტორს თავის დაკვრით მიესალმა.
რაღაც იგრძნო, ამდენი უემიციო წლების შემდეგ, გულში ძლიერად გაჰკრა რაღაცამ. გრძნობდა როგორ ჩხვლეტდა და ბრწკენდა შიგნიდან რაღაც. მთელი სხეული დაეჭიმა, ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა. ცდილობდა გვერდით არ გაეხედა, მთელი დღის მანძილზე მიყინული იჯდა სკამზე და დაფას შესცქეროდა.
-ლილე შენ არ მოდიხარ ?.- კითხა კურსელმა და ხელი თვალწინ აუფრიალა.- ლილე არ გესმის ?
-ქეთა დღეს არ მცალია.
-კარგი რა...- ამოიგმინა გოგონამ და ახლა ლილეს გვერდით მჯდომ ბიჭს შეხედა.
-დემეტრე.- ღიმილით გაუწოდა ბიჭმა ქეთას ხელი და ფეხზე წამოდგა.
-ქეთა.- ქეთამაც ღიმილით უპასუხა და მალევე დატოვა აუდიტორია.
დემეტრე ისევ გაშეშებული იდგა და გოგონას შესცქეროდა. დაჟინებულმა მზერამ მთლიანად აახურა ლილე, ბიჭს ახედა და სევდიანად გაუღიმა. ფეხზე წამოდგა და უხმოდ დატოვა აუდიტორია.
გაშეშებული იდგა დემეტრე და ლილეს სევდიანი ღიმილი გონებიდან არ ამოსდიოდა.
-ვიბლიანი... ოეეე.- სიცილით დაჰკრა ხელი სანდრომ და მეგობარი ოდნავ შეაჯანჯღარა.- დემეტრე...
-შეყვარებულია მგონი.- ღიმილით გაჰკრა მხარი ლაშამ
-ღიმილი ჰქონდა სასწაულად სევდიანი...
-რა ?.- გაკვირვებულმა ამოიგმინა ლაშამ და ძმაკაცს თვალი გაუსწორა.- ვიზე ამბობ ?
-ვინ არი?
-მხოლოდ მისი სახელი ვიცი... ლილე
-ჩვენს ძმაკაცს დაენძრაოო
-ეხლა მოგდებ ნაკაშიძე და მერე შენ დაგენძრევა.- კბილებში გამოსცრა დემეტრემ და თავი საზურგეს მიადო.
-ჰო კაი ფისო რას მემუქრები.- სანდრო ისევ გახევამდე იცინოდა. ნერვებ მოშლილი წამოდგა ფეხზე ვიბლიანი და სწრაფად გაშორდა ადგილს. მიუყვებოდა თბილისის ქუჩებს და წინ ისევ სევდიანი ღიმილის ავტორი ედგა. კორპუსებს შორის უგზო უკვლოდ დაბორიალობდა და აქეთ-იქით იხედებოდა. საყვარელ თაფლისფერებს რომ წააწყდა ჩაეღიმა და რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა.
-გამარჯობა.- დაიჩურჩულა დემეტრემ და ლილეს გვერდით ჩამოჯდა
-გამარჯობა.- ისევ სევდიანად გაუღიმა ლილემ და მაღლა აიხედა.- წვიმას აპირებს...
-გიყვარს წვიმა ?
-მიყვარდა ადრე...- ბიჭს შეხედა და თვალებში ჩააჩერდა.- შენი თვალები ზღვას გავს. სპეტაკია და ბობოქარი, ერთდროულად სიმშვიდეს და აღელვებას ქმნის და საოცარი ნაზავი გამოდის.- საყვარლად მოჭუტა თვალები ლილემ და ბიჭს სახეზე უფრო მონდომებით დააჩერდა.
-ოჰო... კიდევ რას მეტყვით ჩემზე ქალბატონო ?.- სიცილით ჰკითხა ვიბლიანმა. ლილემ მხრების ჩეჩვით უპასუხა და თავი დაბლა დახარა.- სევდიანი ღიმილი გაქვს... საოცარი ღიმილი, შენ რომ გიყურებ დედაჩემი მაგონდება მასაც შენნაირი თვალები ჰქონდა. ორივეს ერთი და იმავე მიზეზით გიკრთით სხივი თვალებში.
-შენ არაფერი იცი ჩემზე.- ბრაზ მორეულმა ჩაიდუდღუნა და ფეხზე წამოდგა.- უნდა წავიდე
-შეხვედრამდე...- თბილი ხმით დაუჩურჩულა ყურთან და იქვე აკოცა.
**************************************
-ლილე შენც მოდიხარ!.- წინასწარ დაუყვავა ქეთამ და გვერდით მიუჯდა.
-ქეთა ხო იცი რო არ მიყვარს ეგეთი რაღაცეები.
-ეხლა შეგიყვარდება არაუშავს.- ღიმილით გაჰკრა მხარი მხარზე და აუდიტორიაში შემოსულ ბიჭზე მიანიშნა.- შენი პრინცი მოვიდა
-ქეთა გეყოს... არ არის ჩემი პრინცი
-ოხ ლილე შემომაკვდები ერთხელაც.- გაბრაზებული წამოდგა ფეხზე და დემეტრე გადაკოცნა.- გთხოვ მითხარი რომ შენ მაინც მოდიხარ პიკნიკზე.- მავედრებელი თვალებით შეხედა ბიჭს ქეთამ
-მოვდივარ.- გაუღიმა დემეტრემ და ლილეს გვერდით დაიკავა ადგილი.- როგორ ხარ ?
-მშვენივრად.- მხრები აიჩეჩა ლილემ და ყურსასმენები გაიკეთა. აღარაფერი უთქვამს დემეტრეს, თვითონაც მობილურს ჩააჩერდა და სანამ ლექცია არ დასრულდა თავი მაღლა არ აუწევია.
-ხვალ დილით 9ზე გელოდებით იცოდეთ.- დაიკივლა ქეთამ და აუდიტორიიდან შტურმივით გავარდა.
-იმენა ჰიპერაქტიური ბომბია ეს გოგო.- სიცილით წამოდგა ფეხზე დემეტერე და დაუმშვიდობებლად გავიდა გარეთ.
*არც კი დამემშვიდობა* დაიჩურჩულა თავისთვის ლილემ და სახლისკენ გზას თავჩახრილი გაუყვა. მუსიკა ყოველთვის უყვარდა, ალბათ იმიტომ რომ სევდას მთლიანად მასში ახრჩობდა. სახლში შესულს მამამისი ისევ მთვრალი დახვდა, გიორგი დივანზე გაშოტილიყო და ფშვინავდა. კარგად იგრძნობოდა სიგარეტის სუნი ოთახში, ლილეს ხველება აუტყდა და აივნის კარები გამოაღო
-მამა გაიღვიძე... მამა...
-5 წუთიც ელენე რა
-მამა მე ვარ... ლილე ვარ.- დაიჩურჩულა ლილემ და გიორგის გვერდით ჩამოუჯდა.
-მაპატიე... არ მინდოდა ეს ყველაფერი გენახა...- დამნაშავესავით ჩაეხარა თავი გიორგის და ბურდღუნებდა, ჩაწითლებულ თვალებზე ხელი მოისვა და ფეხზე წამოდგა, ბანცალით გაუყვა ოთახისკენ გზას თუმცა წამით გაჩერდა და ლილეს შემოხედა.- პიკნიკზე შენც წახვალ... ღამით კოცონი, ვარსკვლავები და მეგობრები ყველაზე მაგარია დამიჯერე.- გაიღიმა გიორგიმ და ოთახის კარები მოიხურა.
***************************************
მართალი იყო გიორგი...
ვარსკვლავებით მოჭედილი ცის დანახვისას გული გაორმაგებული ძალით აუძგერდა, პირველად ცხოვრებაში თვალები ზუსტად ისე უკაშკაშებდა როგორც მზე კაშკაშებდა ახლად ამოსვლისას.
-ლამაზია არა ?.- ნაცნობი ხმის გაგონებისას სასიამოვნოდ დავლილი ჟრუანტელი ვერც საკუთარ თავს და ვერც დემეტრეს ვერ გამოაპარა.
-ლამაზია.- დაეთანხმა ლილეც და იქვე ჩამოჯდა. ისევ სევდიანად იღიმოდა თუმცა ამჯერად ბავშვურად და რაღაცნაირად მიამიტურად.
-ისევ ისე იღიმიხარ.- ჩაიღიმა დემეტრემ და გოგონას გვერდით დაიკავა ადგილი
-და მაინც როგორ ვიღიმივარ ?
-სევდიანად და ბავშვურად... მე უკვე შემიყ...- სიტყვის დასრულებაც კი არ აცადა ლილემ ისე ააფარა ხელი პირზე.
-არ თქვა! ეგ სიტყვა არ თქვა...- ამოიტირა ლილემ და ფეხზე დენდარტყმულივით წამოვარდა
-რატომ ლილე ?.- დაიღრიალა ბიჭმა და გარშემო მყოფების ყურადღებაც მიიქცია.- სულ რატომ გამირბიხარ ? ვცდილობ რო ეს დედა აფეთქებული გრძნობა როგორმე შენამდე მოვიტანო და არც კი მაძლევ ამის საშვალებას... გამაგებინე რატომ ლილე ?
-იმიტომ რომ სიყვარული არ არსებობს! ყველაფერი ეს მიამიტური ზღაპარია რომელსსც ერთმანეთს ახვევენ ადამიანები... არ მჯერა არც სიყვარულის და არც შენი!.- დაუყვირა ლილემ და სწრაფად გაშორდა ადგილს.
სახლში აქოშინებული დაბრუნდა, საკუთარი თავი ეზიზღებოდა და გულმკერდზე ხელებს ძლიერად ისმევდა, თითქოს უნდოდა ის გრძნობა ამოეგლიჯა დემეტრეს მიმართ რომ გრძნობდა. ტირილი ყვირილში გადაუვიდა, ყვირილი ღრიალში. დაფეთებული გამოვარდა გიორგი ოთახიდან და ლილეს დანახვისას თვალები გაუფართოვდა.
-დავკარგე... მხოლოდ იმიტომ დავკარგე რომ ვერ დავიჯერე...
-რა ლილე ? რა ვერ დაიჯერე ?
-სიყვარულის და დემეტრესი ვერ დავიჯერე...- ამოისლუკუნა და გადაღლილი თვალებით ახედა მამას.
მეორე დილით მობილურის გამაყრუებელი ხმის გაგონებისას თვალები ძლივს დააშორა ერთმანეთს და მობილურს გადასწვდა.
-გისმენთ...
-ლილე... გუშინ... დემეტრე...
-რა მოუვიდა დემეტრეს ?.- აღელვებული ხმა ძლივს ამოაძვრინა ბაგეებიდან
-ავარიაში მოყვა... გესმის ლილე ? ლილე!
-მოვდივარ...- ტირილით წამოდგა ფეხზე და სწრაფად ჩაიცვა. გზაში მთელი სხეული უკანკალებდა, ხელებს ნერვიულად ისრესდა და იმ ცრემლების შეკავებასაც აღარ ცდილობდა მთელ სხეულს რომ ასე უღრღნიდა შიგნიდან.
-მე....
-ლილე ხარ ?.- იკითხა ლილესთვის უცნობმა ბიჭმა. ლილემ მხოლოდ თავი დაუქნია და აქეთ-იქით დაიწყო თვალების ცეცება.- მე ლაშა ვარ დემეტრეს მეგობარი...
-როგორ არის ?.- იკითხა ხმის კანკალით
-ოპერაციას უკეთებენ... უკვე 2 საათია.- დაამატა ბოლოს და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
-ჩემი ბრალია...- ამოიტირა ლილემ და კედელს მიეყრდნო.
-არაფერიც არ არის შენი ბრალი.- ახლა მეორე ბიჭი მიუახლოვდა და თავის ძლიერ მკლავებში მოიქცია ასრუტუნებული გოგონა.- დემეტრემ ეგეთი თვალებით რომ გნახოს გაგიჟდება იცოდე.- გაუღიმა ბიჭმა და ცრემლები მოწმინდა.- დამშვიდდი... დაწყნარდი...
-გუშინ მე რომ... მე რომ მისთვის დამეჯერებინა დღეს ის ასეთ დღეში არ იქნებოდა.- ისევ ტირილი აუვარდა ლილეს და ახლა უკან მდგომმა ლაშამ გამოიყვანა გვერდზე.
-შენი ბრალი არ არის! პირიქით შენ შეცვალე დემეტრე უკეთესობისკენ, შენ გგონია მხოლოდ ეს 1 თვეა გიცნობს ?.- ჩაეღიმა ბიჭს.- შენი სევდიანი ღიმილი უკვე 2 წელია გაგიჟებით უყვარს... გუშინ კოცონზე გვიყვებოდა როგორ დაგინახა ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი, ისევ ისეთი სევდიანი ღიმილი აქვსო ამბობდა...
-სწორედ იმ დღეს როცა დედა წავიდა...- ამოიჩურჩულა ლილემ და ლაშას შეშლილი თვალებით შეხედა.- ხომ გადარჩება ?
-გადარჩება და ამ ბინძურ სამყაროში მარტო არ დაგტოვებს!.- გაიღიმა ლაშამ და საოპერაციოდან გამოსულ ექიმს მიუახლოვდა.
-ლილე თქვენ ხართ ?.- ლილემ უხმოდ დაუქნია თავი.- რაც გამოფხიზლდა მის მერე იძახის თქვენს სახელს...
-ხო ვთქვი...- ლაშას ხმა გაიგონა თუ არა გაეღიმა.
ისევ სევდიანი ღიმილით შევიდა პალატაში და დემეტრეს გვერდით საწოლზე ჩამოჯდა.
-ლილე...- ამოიხავლა ბიჭმა და გოგონას ხვეულ თმებში ნაზად აბლანდა თითები.
-ჩშშ... დემე მჯერა... სიყვარულის და შენი მჯერა...- ღიმილით დაიხარა ბიჭისკენ და ნაზად შეეხო ბაგეებზე.
-ჩემი ლილე... ჩემი სევდიანი ლილე...
-და როგორ უთხარი შენს მეგობრებს ჩემზე ?.- გაეცინა ლილეს
-ღიმილი ჰქონდა რაღაც სასწაულად სევდიანი
-შემიყვარდი...
-შეგიყვარდი...- გაეღიმა დემეს და ახლა თვითონ წაეტანა გოგონას გამობურცულ ტუჩებს.
***************

სიმართლე გითხრათ აზრზე არ ვარ როგორი გამოვიდა. უცებ მივაფიჩეჩე და წინასწარ ძალიან დიდი ბოდიში. ძაან ნუ გამკიცხავთ.



№1 სტუმარი .......................

debiloba mara sayvarlobac iyo :333

 


№2  offline წევრი Pepper

ცუდი ნამდვილად არ იყო <3
შინაარსობრივად საყვარლობა იყო
უბრალოდ ცოტა დაჩქარებულად მომეჩვენა რომ გაგევრცო უკეთესი იქნებოდა^^
თუმცა მაინც მომეწონაა ^^

 


№3 სტუმარი hipo

ametira :( xo gaagrzeleb, ??

 


№4  offline წევრი Ignifex

"გულმკერდზე ხელებს ძლიერად ისმევდა, თითქოს უნდოდა ის გრძნობა ამოეგლიჯა დემეტრეს მიმართ რომ გრძნობდა." აი ეს,აი <3
დაჩქარებულად მომეჩვენა მეც,მაგრამ თბილი,საყვარელი ისტორია იყო <3
P.S სახელი დემეტრე მიყვარს ძალიან <3

 


№5  offline წევრი მოლურჯო

რამოდენიმე სიტყვა ფიფქებით ან წერტილებით რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა
ცოტა არ იყოს უზრდელობაა
რაც შეეხება ისტორიას არ იყო განსხვავებული რაღაც
ბანალური სიყვარულის ისტორია და მორჩა
როგორ მინდა მეც მჯეროდეს სიყვარულის
მაგრამ არ მჯერა
--------------------
მარიამი

 


№6 სტუმარი მარო

არ იყო ცუდი. ,,ახწევდა" ,,საშვალებას" ,,ისმევდა" ასეთი სიტყვები არ დაწერო. წერე გრამატიკულად და გამართული ქართულით. ბეჭდვის დროს სიჩქარეში დაშვებულ შეცდომებს გპატიობ

 


№7 სტუმარი Lapi

Patara iyo tumca saaashinlad emociuri<3

 


№8  offline წევრი mariami17

Pepper
ცუდი ნამდვილად არ იყო <3
შინაარსობრივად საყვარლობა იყო
უბრალოდ ცოტა დაჩქარებულად მომეჩვენა რომ გაგევრცო უკეთესი იქნებოდა^^
თუმცა მაინც მომეწონაა ^^

ძალიან დიდი მადლობა ❤

მარო
არ იყო ცუდი. ,,ახწევდა" ,,საშვალებას" ,,ისმევდა" ასეთი სიტყვები არ დაწერო. წერე გრამატიკულად და გამართული ქართულით. ბეჭდვის დროს სიჩქარეში დაშვებულ შეცდომებს გპატიობ

კომპიუტერით რომ დამეწერა იმდენად ბევრ შეცდომას ალბად არც დავუშვებდი თუმცა რაც არის არის ❤ მადლობა რომ წაიკითხეთ ❤ სერიოზულად არც დამიწერია უბრალოდ მეგობარს მივუძღვენი რომელსაც ლილე ერქვა

სევდიანი გიჟი
რამოდენიმე სიტყვა ფიფქებით ან წერტილებით რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა
ცოტა არ იყოს უზრდელობაა
რაც შეეხება ისტორიას არ იყო განსხვავებული რაღაც
ბანალური სიყვარულის ისტორია და მორჩა
როგორ მინდა მეც მჯეროდეს სიყვარულის
მაგრამ არ მჯერა

შემდეგში აუცილებლად გავითვალისწინებ დიდი მადლობა ❤

Ignifex
"გულმკერდზე ხელებს ძლიერად ისმევდა, თითქოს უნდოდა ის გრძნობა ამოეგლიჯა დემეტრეს მიმართ რომ გრძნობდა." აი ეს,აი <3
დაჩქარებულად მომეჩვენა მეც,მაგრამ თბილი,საყვარელი ისტორია იყო <3
P.S სახელი დემეტრე მიყვარს ძალიან <3

მადლობა ❤ დემეტრე სახელი მეც ძალიან მიყვარს ❤

 


№9 სტუმარი anita

saswaukad sayvareli istoria iyo ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent