შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მორაგბე (თავი 1)


17-04-2016, 22:31
ავტორი ლოლიტა
ნანახია 2 925

ზოგჯერ მგონია ჩემს გარშემო ჩემზე მეტად არავინ იღლება . არადა ზუსტად ვიცი , რომ ეს ასე არ არის . ძალიან დაღლილი გამოვედი უნივერსტეტიდან , ფეხებს ძლივს მივათრევდი . ირგვლივ არც ვიყურებოდი , ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი და დამეძინა . დიდხანს ველოდე ტრანსპორტს , ბოლოს 59 -ე ნომერი მოვიდა . ნეტავ აფთიაქში გავსულიყავი,მაგრამ არაუშვს სახლში მექნება ''ციტრამონი'' . თვალები ხალხზე გამეშტერებინა . ზოგადად ეს არ მჩვევია , არ მიყვარს როცა ვინმეს ვაკვირდები .
სამარშუტო ტაქსიდან ვორონცოვზე ჩამოვედი . ფეხით დავუყევი სახლამდელ მისასვლელ გზას , მაღაზიაში შევიარე და პური ვიყიდე . საჭმელი არ მიყიდია გუშინ გააკეთა ვეკომ სალათები . ვერონიკა ჩემთან ერთად უკვე მეოთხე წელია რაც ცხოვრობს . ნაქირავებში ვართ , ქუთაისში ვსწავლობდით ერთი და იმავე კლასში . სკოლის დასრულების შემდეგ იმ გადაწყვეტილებამდე მივედით რომ ერთად უნდა გვეცხოვრა , ასე ფულსაც ვზოგავდით და ერთმანეთთან არ ვიწყენდით . მე არ მიყვარს ხმაური , ის კი მუდამ ხმაურიანია, სულ იმის ფიქრშია როდის რა უნდა გააკეთოს გასართობად .
სახლის კარები როცა გავაღე, ხმაური მომესმა. შიგნით შესული ვეკოს ძმაკაცები დამხვდნენ , თითქმის სულ არ ყავს მას მეგობარი გოგონები . ბიჭების წრეში ტრიალებს . მისაღებში ისხდნენ, მაგიდაზე მიწისთხილი და ლუდი დაეწყოთ . გაცხარებით საუბრობდნენ რაღაცაზე რაც ვერ გავიგე. ოთახში მყოფებიდან კარგად მხოლოდ დათოს , ნიკას და ვიტოს ვიცნობ , ზოგი სრულიად უცხო იყო.
ყველას მივესალმე , ფეხზე წამოდგა ნიკა , ვატო, დათო და ვეკო . გადამკოცნეს და სათითაოდ მომიკითხეს . მგონი მეტყობოდა კიდეც ახლა დასვენების მეტი რომ არაფერი მინდოდა , ცოტაც და თავი გამისკდებოდა .
- ვეკო, საჭმელი რამე არის? - კარგად ვიცოდი ამდენი ბიჭის ხელში არაფერი დარჩებოდა . ვეკოს დეიდაშვილს ვატოს ძალიან უყვარს ჭამა , როცა სახლში მოდის თითქმის არაფერს ტოვებს.
- რა ვიცი , თუ დატოვეს რამე იქნება , - სამზარეულოში გავედი , ოთახი ძალიან ვიწრო იყო . ნიჟარაში უამარავი გაურეცხავი ჭურჭელი ელაგა, მაგიდაზე საჭმლის ნარჩენები , ლუდის ქილები ეწყო . ყველაფერი ანგრეული დამხვდა . ვეკოზე ვბრაზობდი, ხომ იცის რომ ვერ ვიტან ხმაურს. მაცივარი სულ ცარიელი იყო , არც მაღაზიაში ჩასვლის თავი მაქვს . მაგიდაზე საწებელი ვიპოვე , ორი ცალი კვერცი შევიწვი და გემრიელად ვჭამე . თავის ტკივილმა მალევე გამიარა და აღარც წამალი დამილევია . მისაღებიდან შეძახილები ისმოდა " მიდით ბიჭებო " , "ჩემი ბიჭია ეს" , " ნახე თუ არ მოიგებენ" , "ლაშა , ჩემი ძმა ხარ მასე გააგრძელე" , ვერ ვხვდებოდი რაზე ლაპარაკობნენ . შიგნით შესული ყველა იატაკზე მსხდომი დამხვდა . რაგბს უყურებდნენ , გამეცინა მათი შემხედვარე. როგორ არ მიყვარს ეს სპორტი . ცხოველებივით იბრძვიან , ვერც კი ვხვდები რა მოსაწონს პოულობენ ამაში . ვეკომ ამომხედა , მოდი : - მოდი მომიჯექი . მეც სხვა რა გზა მქონდა და გვერდით მივუჯექი .
არ მომწონდა დიდად თამაში , დასაწყისში ძალიან არეულად თამაშობდნენ. ჯარიმაც გაუშვეს . ვერც კი ვხვდებოდი ასე რატომ გულშემატკივრობდნენ ან მოგების იმედი რატომ ჰქონდათ ვეკოს და ბიჭებს... მაგრამ მერე თითქოს ყველაფერი დალაგდა , მეც ყურების მეტი არაფერი მინდოდა . ჩვენმა კაპიტანმა ლელო გაიტანა . ვეკო გიჟივით ყვიროდა , არანაკლებ ბიჭებიც . მეც კი ძალიან გახარებული ვიყავი ამ ლელოთი . არც მინდოდა იმის აღიარება რომ მომწონდა თამაში , მომწონდა ბიჭების თავდაუზოგავი შრომა , მონდომება. ისიც მომწონდა როგორ იბრძოდნენ . გარდასახვაც ზუსტი იყო და ანგარიში მალევე 10:3 გახდა . წესები კარაგად ვიცოდი იმის მიუხედავად რომ რაგბის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ . მამაჩემი ბავშვობიდანვე მაყურებინებდა ყველანაირ სპორტს , განსაკუთრებით კი რაგბს . ერთ ძალიან ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი , ვერც კი ვხვდებოდი საიდან მეცნობოდა . ბიჭები მთელი მატჩის დროს იმას გაიძახდნენ რომ ლაშა მათი სიამაყე იყო . ვიზე ლაპარაკობდნენ ვერც კი ვხვდებოდი . თამაშის დროს ყველაზე მეტად ის ნაცნობი სახე მომწონდა , არანაკლებ თამაშობდნენ სხვები ,შეიძლება მეტადაც ,მაგრამ არ ვიცი რატომ... ყოველწამს იმაზე ვფიქრობდი მისი სახე ისევ დამენახა. გაშტერებით ვუყურებდი მის გაოფლილ სახეს , გაუხსნელ შუბლს , დავსრილ მაისურს . მასში ყველაფერ გაერთიანებულს ვხედავდი რაც მე მომწონდა . ბოლოს წუთებში ისე აღარ ვნერვიულობდი როგორ დასაწყისში . ბორჯღალოსნებმა ტონგა 17- 10 დაამარცხეს . ასეთ გრძნობას ჩემში არასდროს უპოვია ადგილი , ამაყი ვიყავი ბიჭებით , ცხოვრებაში პირველად მომეწონა რაგბი . რამდენიმე წუთი ყველა ერთმანეთს ულოცავდა და ეხუტებოდა . უაზროდ ვიჯექი... ცოტახანში სიტუაცია ჩაცხრა.
- აბა დეაკო , მოგეწონა თამაში ? - თვალები უციმციმებდა ვეკოს . არ ვიცი რატომ არ ვამბობდი იმას რასაც ნამდვილად ვგრძნობდი.
- რავიცი , დიდი ვერაფერი იყო , - ავდექი და საძინებელში გავედი. დიდხანს მესმოდა "ეს კარგადაა" , " ნორმალურია?" , '' საერთოდ რის აზრზეა" , " ბიჭები როგორ იბრძოდნენ და ამან დიდი ვერაფერიო , გველი " , " ბიჭებო გაჩერდით '' . არ ვბრაზობდი ბიჭების სიტყვებზე , არც ყურადღებას ვაქცევდი . ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ეს იმ უცნობი ბიჭის ნაცნობი სახე იყო . ვბრაზობდი ჩემს თავზე , ისევ მის მამაკაცურ სახეს ვხედავდი . ვხედავდი როგორ იბრძოდა გამარჯვებისთვის . მერე გამახსენდა რომ სამეცადინო მქონდა ,მაგრამ გული ვერაფერს დავუდე . მისაღებში ნახევარ საათში დავბრუნდი , ბიჭები ისევ მისაღებში დამხვდა . ყველა იცინოდა სანამ ჩემი სახე დაინახეს .
- ვეკო სად არის ? - თვალი მოვავლე ყველაფერს მაგრამ ვეკო ვერსად ვიპოვე.
- მაღაზიაში ჩავიდა ნიკასთან ერთად რაღაცებს ამოვიტანთო , - გაბრაზებულმა მითხრა ვატომ , გამიკვირდა მისი ასეთი ტონი. არასდროს გამიგია მისგან უხეში ტონი , მუდამ კარგად მექცეოდა. წლებია ერთმანეთს ვიცნობთ .
- კარგი , - იქვე დივანზე ჩამოვჯექი განმარტოებით . ვატო ისევ არ მიმჩნევდა , ვხედავდი რამოდენიმე ბიჭი გაბრაზებული როგორ მიყურებდა . მომბეზრდა ასე უაზროდ ყოფნა მერე გვერდით მივუჯექი , არც კი გამოუხედავს ჩემთვის , კვლავ ბიჭებს ესაუბრებოდა .
- ვატო , რა გჭირს ? - ვეღარ მოვითმინე და ვკითხე ,მაგრამ ისევ დამაიგნორა . გაბრაზებულმა აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა . წინ დავუჯექი და თვალებში ვუყურებდი , - რამე მოხდა?
- კიდევ ვერ ხვდები ? - გამეხარდა როცა პასუხის ღირსად ჩამთვალა .
- თუ ამიხსნი მივხვდები .
- როგორ იქცეოდი ცოტა ხნის წინ . უნდა ისწავლო რაღაცების და მითუმეტეს ასეთი ადამიანების და თამაშის დაფასება .
- აჰ , თურმე რაში ყოფილა საქმე . ჰო , რას ვიზამთ . ვაფასებ იმას რაც ადამიანმა უნდა დააფასოს . ყველას არ მოეწონება ის რაც შენ მოგწონს , მაგით არაფერი შავდება .
- ასეთი რამეს თუ არ აფასებ მაშინ რაღა უნდა დააფასო , - ვიღაც უცნობმა მიპასუხა.
- შენთვის არ მიკითხავს აზრი.
- კოსტა , შეეშვი აზრი არ აქვს , - ძალიან მეწყინა ვატოს საქციელი , ფეხსაცმელები ჩავიცვი და გარეთ გავარდი . აღარ მინდოდა სახლში დარჩენა ცოტახანს მაინც ...
მეც ვერ ვხვდებოდი ისე აუტანლად რატომ ვიქცეოდი. ვერ ვგებულობდი იმას რასაც ვამბობდი და ვაკეთებდი . ვფირობდი სხვას და ვამბობდი საპირისპიროს.


***
იმ თამაშის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა . ვერ ვიტყვი რომ არ მიფიქრია მომხდარზე, ზოგჯერ ვფიქრობდი ხოლმე , ვატო ისევ არ მცემდა ხმას ; ვეკო ისევ ისე იყო ჩემთან . მერე მეგონა თითქოს მომხდარი სულ გადავიწყებული მქონდა . სანამ სახლში დაბრუნებულს იგივე სიტუაცია არ დამხვდა . ისევ ისე ანგრეული სახლი , მაგიდას კვლავ ლუდი და მიწისთხილი ეწყო . ბიჭები კვლავ იატაკზე ისხდნენ , ვეკო სავარძელზე . მეც ვეღარ მოვითმინე და ბიჭებს მივუჯექი , ყოველთვის მსმენია ზელანდიის ჰაკაზე . მახსოვს მამაჩემი როგორი ბედნიერი უყურებდა მათ ჰაკას , ზოგჯერ მათთან ერთად თვითონაც იმეორებდა იმ ილეთებს . გამიკვირდა სტადიონზე ბორჯღალოსნები რომ დავინახე. ვხედავდი ჩვენი ნაკრების ბიჭების როგორი ღიმილიანი სახით უყურებდნენ მათ "ჰაკას" , სახეზე ვერანაირ ემოციას ვხედავდი სიხარულის და სიამაყის გარდა . როცა ჰაკა დასრულდა , ქართული ჰიმნი გაისმა სტადიონზე , ბორჯღალოსნებთან ერთად მეც ვმღეროდი . მთელ სხეულზე მედებოდა სიამაყის გრძნობა. განსაკუთრებით მაშინ ვერ შევიკავე გრძნობები როცა პირველო ლელო დავდეთ . იმის მიუხედავად რომ ჩვენი ბიჭები აგებდნენ ,მაინც მონდომებით იბრძოდნენ გამარჯვებისკენ . ჩვენ დავმარცხდით ,მაგრამ არ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ კარგად არ ჩავატარეთ ეს შესანიშნავი მატჩი . ეს ის მომენტი იყო როცა შეგიძლია დამარცხების მიუხედავად ამაყად გაიარო . ისევ იგივე მემართებოდა ''უცნობის '' დანახვაზე , მალავე გავიგე ,რომ მას ლაშა ერქვა . გულში მთელი თამაშის დრო გავიძახდი მიდი ლაშა , მიდი . ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს დიდი ხნის ნაცნობობა გვაკავშირებდა . მთელი ჩემი ცხოვრების განმალობაში ასეთი შეგრძნება არ მწვევია . მინდოდა მთელ ხმაზე მეყვირა ყველაფერი რასაც ვგრძნობდი . მერე შევამჩნიე როგორი გაკვირვებულები მიყურებდნენ ჩემს ირგვლივ მყოფები . შემრცხვა ჩემი გამომზეურებული გრძნობების . არასდროს მიყვარდა როცა ვინმე ამჩნევდა თუ რას ვგრძნობდი , ყოველთვის ვცდილობდი ჩემთვის ვყოფილიყავი . მერე ისევ იყო კითხვები ჩემთვის დასმული ... თუ როგორი იყო თამაში და ჩემი პასუხი ისევ იყო - არაუშავდა .
ვგრძნობდი რომ სრულიად ახალ-ახალი შეგრძნებები მეუფლებოდა . თითქოს ყველაფერი შეიცვალა. ოთახში ლეპტოპით ჩავიკეტე , '' youtube " გავხსენი . ახლა ზუსტად ვიცოდი რა ერქვა , რა გვარის იყო . საძიებოში ლაშა მჭედლიძე ჩავწერე , მალევე ამომიგდო ინტერვიუები , თამაშები . თითქმის მთელი დღე სხვა არაფერი მიკეთებია . ვიწექი და ვუყურებდი მის სახეს ... ძალიან ნაცნობი იყო ჩემთვის . მის ხმის გაგონებისას მეგონა რაიმე მშვიდ მელოდიურ მუსიკას ვუსმენდი. ვაკვირდებოდი მის ღიმილს . ჩაცინებისას ლოყები ეკეცებოდა , თვალებს ბოლომდე ხუჭავდა. ვიდეოებს რამდენჯერმე ვუყურე, თითქმის დავიზეპირე კიდეც . ვიცოდი რა მომენტში რას იტყოდა . თუ რაიმე კითხვას დაუსვამდნენ რაზეც პასუხი არ ჰქონდა მთელი გულით გაიღიმებდა ხოლმე . თვალები ყოველ წამს უციმციმებდა. უხერხულ მომენტებში შეეძლო თავის დაღწევა , თუ არ იცოდა რა უნდა ეკეთებინა იმ დროს ხელების, თითების წვალებას იწყებდა . თამაშის დროს ლომივით იბრძოდა , არ ნებდებოდა . რამდენიმე საათი გავატარე მისი ვიდეოების ყურებაში . ბიჭების ხმა აღარ ისმოდა მისაღებიდან . თვალებიდან ცრემლები მომდიოდა უკვე იმდენად მეძინებოდა ,მაგრამ თითქოს რაღაც არ მასვენებდა . ''Facebook'' ჩავრთე , რამდენიმე მონაწერი დამხვდა ,მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია . საძიებოში ლაშა მჭედლიძე ჩავწერე , მის კედელზე გადასულს სრული შოკი დამემართა .
მეგობრებში მყავდა...
მაგრამ არც კი ვიცოდი როდის დავამატე , არადა სულ ცოტახანია რაც მისი სახელი და გვარი გავიგე . ვფიქრობდი , ვფიქრობდი და საბოოლოდ აზრებს ერთმანეთს ვერ ვუყრიდი .
არასდროს ვამატებდი ისეთ ადამიანებს ვისაც არ ვიცნობდი , ყოველთვის უარს ვამბობდი ასეთ შემთხვევაში , უბრალოდ გამომწერები მქონდა დაყენებული . ყველა ფოტო დავათვალიერე , ვათვალიერებდი კომენტარებს ,მაინტერესებდა რას ფიქრობდნენ მასზე , არა და პასუხი ისედაც კარგად ვიცოდი . უმეტესად გოგონები უკომენტარებდნენ თუ როგორი სიმპატიური და მამაკაცური იყო . ბიჭები კი ლომს ეძახდნენ , წერდნენ რომ ასეთი ქართველებით ამაყობდნენ . ლაშას ფოტოების ყურებაში ჩამეძინა .


***

დილით გაღვიძებულს ლეპტოპი გადავარდნის პროცესში დამხვდა . კიდევ კარგი მივუსწარი თორემ კარგახანს მომიწევდა მის გარეშე ყოფნა , ბოლომდე იყო დამჯდარი და დასატენად შევაერთე . ხელ-პირი დავიბანე და წყალი ავადუღე ჩაისთვის . ყავა არ მიყვარს , ყოველთვის ცუდად მხდის როცა ვსვამ . ვეკოს ჯერ კიდევ ეძინა . სახლი ცოტა მივალაგე , გასარეცხი ჭურჭელი ვერონიკას დავუტოვე და ჩემს ოთახში დავბრუნდი ტანსაცმელების ჩასაცმელად , მთელი დღე თავისუფალი გვქონდა მე და ვეკოს ,მაგრამ ზუსტად ვიცოდი შუადღემდე ფეხზე ამდგომი არ იყო . ტელეფონში ''ფეისბუქი'' ჩავრთე , კედელს ჩამოვუყევი ყოველი მეორე პოსტი ''ბორჯღალოსნებს'' ეძღვნებოდა .ულოცავდნენ "ნამიბიასთან" მოგებას . ლაშას კედელზე ისევ გადავედი . თავიდან დავიზეპირე ყველა ფოტო . დიდხანს ვფიქრობდი მიმეწერა თუ არა მისთვის . არასდროს მიყვარდა როცა ადამიანს ეტენებოდნენ , მაგრამ რა მოხდება უბრალოდ თუ მივულოცავდი .
ბოლოს გულმა ვეღარ მომითმინა ,მოკლე შეტყობინება გავუგზავნე . ''გილოცავ , ასე გააგრძელეთ . '' დიდხანს ველოდე მომწერდა თუ არა პასუხს , კარგახანს ვუყურებდი გახსნილ ფანჯარას . ის ონლაინში იყო მაგარი პასუხი არ ჩანდა ... ნახევარი საათი მაინც თვალებგაშტერებული შევუყურებდი მომწერდა თუ არა . მერე გაბრაზებულმა ტელეფონი სავარძელზე მოვისროლე . რატომ მივწერე ვფიქრობდი .
მაგრამ რომ დავფიქრდებოდი იმ დასკვნამდე მივდიოდი რომ რატომ უნდა მოეწერა ... მალევე წავშალე შეტყობინება , რადგან ყოველ გახსნაზე ვიცოდი ცუდად იმოქმედებდა ...
თავს ვარწმუნებდი იმაში რომ არ უნდა მეფიქრა ლაშაზე , ვცდილობდი რამენიარად გულიდან ამომეშალა . მეცინებოდა ჩემს თავზე , ასე აცანცარებული ოცდაერთი წლის განმალობაში არასდროს ვყოფილვარ . განა ვინ იყო ჩემთვის ლაშა ... ამას ვერც კი ვგებულობდი . ერთხელაც არ მყავდა ნანახი და უკვე ასეთი გრძნობა გამიჩნდა . მინდოდა ამ გაურკვეველ შემთხვევაზე ვინმესთან მესაუბრა ,მაგრამ ვისთან არ ვიცოდი . ვეკოსთან ყველაზე ახლოს ვიყავი . ვიცოდი რომ არავის არაფერს ეტყოდა მონაყოლზე , უბრალოდ მრცხვენოდა...
წიგნები და რვეულები გამოვიტანე , ბევრი რამ დამიგროვდა რაც არ მესწავლა , გადავწყვიტე გამეგო გაუგებარი ყველაფერი . დიდხანს ვიჯექი და ვსწავლობდი , პირველი საათისკენ ვეკოც ადგა . თვალების ფშვნეტით გამოვიდა სამზარეულოში . დილამშვიდიობისაო მითხრა , უზარმაზარი ჩაის ჭიქა წყლით გაავსო და ბოლომდე დაცალე .
- რა იყო ჯანზე ხარ ? - გამეცინა მისი შემხედვარე.
- აუ , რა ვიცი . ისე მოწყურებულს და მოშიებულს გამეღვიძა ... ძალიან გვიან დავიშალეთ გუშინ . ბიჭებმა ცოტა დალიეს თან მერე კარგახანს ვსაუბრობდით .
- მოდი დაჯექი ყიყლიყოებს გავაკეთებ , მეც მშიერი ვარ . მარტო ჩაი დავლიე .
- უჰ , როგორ მიყვარხარ დეა , - ლოყაზე მაკოცა და სკამზე დაჯდა .
- აფერისტი , - გამეცინა . მაცივარი გამოვაღე კვერცხები გადმოვალაგე , პური დავჭერი და ყიყლიყოს გაკეთება დავიწყე .
- გოგო , იცი ამ დღეებში ბიჭები ჩამოდიან ჰოდა ჩვენი სასტავი უნდა დავხვდეთ , -აღფრთოვანებული მესაუბრებოდა ვეკო .
- ვინ ბიჭები ან მე რა სასტავი მყავს ?
- გამოშტერდი ახლა , - ამოიბურტყუნა , - ვინ ბიჭები და ბორჯღალოსნები , ჩემი ბიჭების ძმაკაცები თამაშობენ მანდ თან . ლაშა ხომ იცი მჭედლიძე ? - მისი სახელი ხსენებაზე წყალს ვსვამდი და გადამცდა. ჩემთან მოირბინა და ზურგი ხელები ჩამარტყა , - რა იყო გოგო , ცოტა წესიერად დალიე .
- ვინ ლაშა ?
- ო , ეს ვინაა . ნიკას ძმაა ლაშა, ეროვნულში თამაშობს , - ნიკა ვეკოს ძმაკაცი იყო .კარგახანია ვიცნობდი ნიკას ,მაგრამ ახლოს არა , - ყველა ახლოსაა ლაშასთან ჩვენები , - ყველა ''ჩვენიანი" გავიცანი ამ დღეებში . ძალიან გაკვირვებული ვიყავი ამ ფაქტით , ამავდროულად ძალიან აღელვებული , - შანსი არაა , უეჭველად გეცოდინება ლაშა . გაგაცანით კიდეც ორი წლის წინ მე და ნიკამ ვატოს დაბადების დღეზე .
აღარ ვიცოდი სიმართლე რა იყო და რა ტყუილი . ყველაფერი ერთმანეთში ამერია , ვცდილობდი გამეხსენებინა ვიტოს დაბადების დღე ,მაგრამ იქ მყოფ ლაშას ვერაფრით ვიხსენებდი . ფიქრები ერთმანეთს ყოველ წამს ცვლიდნენ . თავი ცოტაც და გადადუღდებოდა ...
- რამ გამოგაშტერა ? - ვეკო კვლავ აგრძელებდა ლაპარაკს ,მაგრამ აღარაფერი მესმოდა , ისევ საძინებელში ჩავიკეთე . მესმოდა როგორ ილანძღებოდა ვეკო დამწვარი ყიყლიყოების გამო ... საწოლზე წამოვწექი , ვცდილობდი ის კადრები გამეხსენებინა ,მაგრამ ვერაფერს ვიხსენებდი საერთოდ .
მაშინ მახსოვს ძალიან ბევრი არაყი დავლიე . კარგახანი დამცინოდა ჩემს ქცევებზე ვეკო და ვატო ,მაგრამ მე არაფერი მახსოვდა . დიდი ხნის ფიქრის მერე გამახსენდა რომ ვატო დაბადების დღის მეორე დღეს ძალიან ბევრი ფოტო და ვიდეო დაიდო . კარგახანს ვეძებდი სოციალურ ქსელეში რაიმეს რაც ლაშასთან იყო დაკავშირებული , მაგრამ ვერაფერს ვპოულობდი . მერე ფოტო ვნახე ...
სურათზე მე და ლაშა ვიყავით . თვალები ლამის ბუდეებიდან ამოცვივდა. მართალია არც ერთმანეთს ვესაუბრებოდით მაგრამ გამიკვირდა მისი სიახლოვე ჩემთან ასე ახლოს .
ცხოვრებაში ასეთი არაფერი დამმართნია . როგორ შეიძლება რაღაც კადრები ასე დაგავიწყდეს ადამიანს .



№1  offline წევრი Tekla Baqradze

Martla zalian kargia gaagrzele da axali tavi male dade magari xar

 


კარგია,დიდხანს არ მალოდინო :3

 


№3  offline წევრი PARVENU

Am sports rac ukavshirdeba da mit umetes 'borjgaosnebs' yvelaferi miyvars. Xoda warmatebebi shen))^_^
--------------------
Parvenu

 


№4  offline წევრი kiko

საინტერესოა.

 


№5  offline წევრი Lemon Cake

ძალიან საინტერესო ისტორიაა, თან კარგად წერ, კარგად აღწერ სიტუაციებს. ველი მომდევნო თავებს, დარწმუნებული ვარ, გამიმართლებს იმედებს ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent