შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარასხოდება


17-04-2016, 23:34
ნანახია 2 330

მოსაბეზრებელია უკვე ის,რომ ყოველდღე ერთი და იგივე ხდება და შენც უაზროდ უქნევ თავს გასული დროის ყოველ მონაკვეთს.წამით შეიძლება ხვდები კიდეც რაოდენ ბერვს ნიშნავს შენთვის გასული უაზრო დღეები, მაგრამ მაინც ცდილობ დროსთან ერთდ გაუჩინარებას და სასოწარკვეთილი,მოდუნებული მიყვები ცხოვრების ტემპს,რომელიც ზოგჯერ ძალიან სწრაფად, ზოგჯერ კი ძალიან ნელა მიედინება.ზოგჯერ გინდა შეჩერდე, გინდა გაგიჟდე, ზღვარს გახვიდე, რომ წუთიერად რაიმე არსებად იგრძნო თავი და შენი სხეული ცოტახნით მაინც მოაშორო მიგდებული ნივთის სტატუსს.გინდა ხმამაღლა დაიყვირო, რომ შენ ადამიანი ხარ.ადამიანი,რომელსაც უბრალო სხეულისა და გასვრილი სულის გარდა კიდევ აქვს უამრავი რამ,რითაც შეიძლება გადარჩეს ან უბრალოდ იარსებოს
_რომელ სულელს მოუვა თავში აზრად,რომ ღამის პირველ საათზე სრულიად მარტო გამოვიდეს სასეირნოდ,ღმერთო გვიშველე!გზად მიმავალ ბიჭების გჯუფს უცებ გამოეყო გუგა და დაწვრილებული თვალებით გახედა საპირისპირო მხარეს მდგომ სილუეტს,რომელიც უმისამართოდ იქნევდა ხელებს და გზაზე არსებულ პატარა კენჭებს მომენტალურად ისროდა_აი კაცი მესმის,მებრძოლი და უშიშარი!ჩაფიქრებული გუგა ისევ მოეგო გონს და ბიჭებს წარბაწეულმა გადახედა
_შევეშვათ რა!უარყოფის ნიშნად თავი გააქნია რატიმ და კბილებდაკრეჭილ საბას წინ აესვეტა_მომე ჩემი გამითავდა..
_გამომართვი!მაშინვე გაუწოდა სიგარეტი საბამ.სახემოღუშულმა რატიმაც მაშინვე კბილებს შორის მოიქცია სიგარეტის ღერი და კმაყოფილმა გამოათავისუფლა დაგროვილი ბოლი გარეთ
_რატო ცოტა გავერთოთ..მხრები აიჩეჩა გუგამ და ნელი ნაბიჯებით წავიდა სასურველი ობიექტისკენ_არ გამომყვეთ ბიჯო!უცებ მოუტრიალდა უკმაყოფილო სახით მდგომ ბიჭებს და ანიშნა უკან წადითო.ისინიც მაშინვე დათანხმდნენ მის ნებას და უკან დადგენენ სეირის საყურებლად,გუგამ კი ისევ ნელი ნაბიჯებით განაგრძო სვლა და როცა უცხო მამაკაცს მიუახლოვდა,ყურადღების მისაცქევად ხმამაღლა ჩაახველა,მოტრიალებულ გაკვირვებულ უცნობს კი წინ დაუდგა,წელში ოდნავ მოიხარა,ხელები უკან გადაიწია როგორც სჩვევია ხოლმე, შეტყუპებული ფეხები ოდნავ დააშორა ერთმანეთს,მეტი ორიგინალურობისთვი კი ირონიული სიფათი აიკრო სახელე და ისე მიაჩერდა უცნობს, თითქოს ახლა უცებ თვითონ კი არა არამედ მის წინ არსებული მამაკაცი გამოცხადებულიყო გუგასთან და ურცხვად მიშტერებოდა სახეზე.სიჩუმე ჩამოვარდა.დაბნეული უცნობი თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და გონებაში გუგას მოსვლის დასაშვებ მიზეზს ფიქრობდა
_კენჭების სროლა არ შეიძლება!სიჩუმე გუგამ დაარღვია,ინტერესიანი მზერა მიაპყრო უცნობს და მისი ყოველი ქცევის და სახის მიმიკის შესწავლა დაიწყო
_რატომ? მხრები აიჩეჩა უცნობმა და კითხვისნიშნიანი თვალებით აათვალიერა მყარად მდგარი სხეული
_იმიტომ!
_ანუ?აშკარად ეტყობოდა უცნობს შიში და დაბნეულობა ყოველ სიტყვაში,რასაც გუგაც ამჩნევდა და გამარჯვებული სახით აგრძელებდა დადგმულ სპექტაკლს,რომლის კულმინაციასაც ალბათ სულ მალე იხილავდა მოშორებით მდგარი ორი სხეული,რომელიც გაფაციცებით აკვირდებოდა არსებულ სიტუაციას
_თუ მეტყვი რატომ არ შეიძლება მაშინ...
_იმიტომ არ შეიძლება რომ შეიძლება ვინმეს მოხვდეს და რაიმე დაუიზიანედეს!გაღიზიანებულმა კბილებს შორის გამოსცრა გუგამ და ახლაღა შეამჩნია უცნობის ჩაცმულობა,რაზეც ჩუმად ჩაეცინა _გაგიგე?!ისევ გაუსწორა მზერა უცნობს ისევ დაასერიოზულა სახე ,ჯიბიდან დანა ამოიღო და მოთმინებით დაელოდა ერთ ადგილზე გაშეშებული უცნობის პასუხს
_კი გავიგე და აღარ ვისვრი, მართალი ხარ უბრალოდ გაბრზებული ვიყავი..თავისთვის ბუტბუტებდა უცნობი და აკანკალებულ მუხლებს დაბნეული ხელით იზელდა
_შენ გაბრაზებული იყავი რა ჩემი ბრალია,კენჭი შიგ თვალში რომ მომარყი?!არტისტულად მოჭუტა ცალი თვალი გუგამ და დაბნეულ და სახეაწითლებულ ბიჭს ახლა ცალი თვალით დაუწყო შეთვალიერება
_როგორ მოგარტყი,ნამდვილად არ მომიტრტყვას სად შენ და სად მე,სულ სხვაგან იდექი არ მომირტყავს...დაბნეული, შეშინებული ლაპარაკობდა ბიჭი და ნერვიულად ხლართავდა თითებს ერთმანეთში.კმაყოფილმა გუგამ წინ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა,ბაგეები ერთმანეთს დააშორა,თეთრი ქათქატა კბილები ამაყად გამოაჩინა და უცნობს მშვიდად გაუღიმა.დაბნეულმა ბიჭმა მზერა მოაშორა გუგას და ყელში გაჩხერილი ბურთულა ძლივს გადააგორა. გუგამ გამომწვევად, ნაზად მიუტანა აცაცახებულ უცნობს ტუჩები ყურთან და უცნობის მდგომარეობით კმაყოფილმა, ჩურჩულით უთხრა_ კენჭი მომარტყი,შენ კი არ გახსოვსო!მართალი იყო უცნობი კენჭი არ მოურტყავს გუგასთვის, მაგრამ ეს გუგას სულაც არ ადარდებდა,ან რომც მოერტყა ერთი პატარა კენჭი რას უზამდა ამხელა ბიჭს.ეს უბრალო მიზეზი იყო იმისა რომ მსხევრპლი კარგად მოექცია კლანჭებში და შემდეგ მისი უბედურებით დიდი საზრდო მიეღო.ხმამაღლა ყვიროდა უცნობი და დანით დასერილი სხეულიდან წამოსულ სისხლის წვეთებს ხელით იცილებდა.დალურჯებულ ხელებს ცრემლიანი თვალებით უყურებდა და გუგას,რომელიც ცხოველივით ურტყავდა ბიჭის სხეულის ყველა ნაწილს წიხლს, ხელს ,დანას და ყველაფერს რითაც ტკივილის მიყენება შეეძლო,მუხლებზე მდგარი უცნობი პატიებას და შენდობას თხოვდა იმ საქციელისთვის რაც ფაქტიურად არც კი ჩაედინა.ასეთია ღამით თბილისი,სასტიკი და დაუნდობელი.მთავრობას, რომ კითხო ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ვაი ამ რიგს და წესრიგს.აბა მითხარით ღამით უბრალოდ გარეთ ,რომ გამოვა ახალგაზრდა ბიჭი და სულ უბრალოდ სასიკვდილოდ სცემენ ეს რა წესრიგია,მაგრამ ვის ადარდებს ახლა შენი წესრიგი.ადამიანების ცხოვრება უკვე ბრძოლაა,სადაც მათი მთავარი მიზანი მათზე სუსტის დაჩაგვრა და მიყენებული ტკივილით ყოველდღიური საზრდოს შევსებაა_დავაი ზბოგამ!კმაყოფილი სახით წამოვიდა გუგა ბიჭებისკენ,საბას მხარზე ხელი დაკრა და სიბნელეში უცებ გაუჩინარდა…
ნელა მიყვებოდა ოცი წლის გუგა თბილისის უბრალო ქუჩას,სადაც უკუნითი სიბნელე უფრო მეტ შიშსა და დაუნდობლობას მატებდა ასრებულ გარემოს.მოჭუტული თვალებით აკვირდებოდა ირგვლივ არსებულ ყოველ ობიექტს და მალმალე ათავისუფლებდა სიგარეტის ბოლს დაშორებული ბაგეებიდან.მაღალი ,შავგვრემანი, ძალზედ სიმპატიური ბიჭი ახლა თავიდან ბოლომდე სისხლით იყო შეღებილი და ასეთი მდგომარებით სრულიად მოწყვეტოდა თავის ყოველდღიურ სახეს.ვინმეს, რომ ეთქვა გუგა დვალიშვილზე ბიჭი სცემა და სასიკვდილოდ გაიმეტაო ,ერთი კარგად გალანძღავდნენ და ეტყოდნენ,რომ ისეთი ოჯახის შვილი როგორიც გუგა იყო ნამდვილად არ იკადრებდა მსგავს რამეს.მართლაც რომ კარგი ოჯახიდან იყო ჩვენი გუგა,მაგრამ ვაი რომ ცემის კი არა უფრო მეტის მკადრებელიც გახლდათ.არაფერი აკლდა ოჯახში,ფულიც ქონდათ,სახელიც,გავლენაც მაგრამ გუგა სხვა იყო,არც კი გავდა მდიდარი ოჯახიდან გამოსულ ბიჭს.ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა,ისეთი ცხოვრებით როგორიც იმ დროინდელ თბილიში სხვა დანარჩენებს ქონდათ.მაგალითად ძმაკაცებთან ერთად ყოველთვის მიდიოდა პურის რიგში ჩასადგომად მიუხედავად იმისა,რომ მის ოჯახს ეს საერთოდ არ სჭირდებოდა.განრისხებული სახით გახედავდა ხოლმე გუგა დედამისს,როცა პურის რიგში ჩადგომასთან დაკავშირებით ნანა პრეტენზიას გამოთქვამდა.ნანას, ქოთქოთის შემდეგ მშვიდად გაუღიმებდა, ნაზად აკოცებდა ლოყაზე ქალს და მაშინვე ღიღინით დატოვებდა ხოლმე სახლს
_დედაშენმა არ დაგინახოს ეგეთი თორე აიკლებს სახლს წიკვინით!მისაღებში დივანზე მოკალათებულმა გურამმა თვალებისბრიალით გადახედა შვილს და მოსვრილ ტანსაცმელზე ანიშნა_რა დაგემართა?!ცნობისმოყვარეობის გამო კითხა გუგას და ხელში არსებული გაზეთი ინტერესით გადაფურცლა
_ჰო იცი არ მიყვარს ჩემს საქმეში რომ ერევიან!თვალი ჩაუკრა მამამისს და აბაზანისკენ წავიდა.გურამმა ერთი ამოიხვნეშა,თვალები უაზროდ გადაატრიალა და ისევ გაზეთის კითხვა განაგრძო...
*****************************
მოგეხსენებათ თბილიში პურის გამო რამხელა რიგები იყო.წარმოიდგინეთ შუა ზაფხულში როგორ დგახარ ხალხის ბრბოში, სადაც ყვირილისა და უწმაწური სიტყვების გარდა არაფერი გესმის.არა ეს ნამდვილად საშინელებაა.ზოგი რიგზე ჩხუბობს,ზოგი ზოგადად ხალხზე,ზოგიც საერთოდ ყველაფერზე და ასე...პურის გამო რას აღარ აიტან კაცი
_არ მევასება ეს პურის რიგები ტო!უკმაყოფილო სახლით მიუტრიალდა საბა ბიჭებს და ირგვლივ მყოფი ხალახი კარგად შეათვალიერა
_წავიდეთ რა!სახედაღრეჯილმა რატიმ უკმაყოფილოდ ამოიღო სიგარეტის ერთი ღერი და გუგას გაუწოდა_სულ მე როგორ უნდა გაძლევდე სიგარეტს შე***!
_მოიტა და მოგცემ მერე...სიცილით გამოართვა გუგამ საბას სიგარეტი და კბილებს შორის მოიქცია_ნუ წუწუნებთ ცოტახანიც და წავედით!დაწვრილებული თვალებით აათვალიერა ბიჭები და მათი გადაღლილი სიფათების დანახვისას ჩუმად ჩაეცინა
_მიდი ბიჭო შენი რიგია!ხელით უბიძგა რატიმ საბას და ისიც დენდარტყმული წავიდა სასურველი ობიექტისკენ_რა ამბავია გოგოებო ამხელა რიგი,ცოტა შუსტრად რა!გაკრეჭილმა აათვალიერა ასაკოვანი ქალები და მათი გაბრაზებული სახის დანახვისას მალევე დასერიოზულდა_კაროჩე ესეც თქვენი რუსეთი!ძლივს შეკვაბული სიცილით გამობრუნდა უკან საბა და პურებით ხელში დადგა ბიჭების წინ_დავგაზეთ ეხლა ლელასთან!გამოუცხადა ბიჭებს და გუგას მანქანისკენ წავიდა
_ლელა მაგარი მასტია !სერიოზულად გამოცხადა რატიმ
_გზაში დავითრიოთ კიდე რაღაცები რა!გამოცხადა გუგამ და სიგარეტის ნამწვავი ხელით გასრისა...ბავშობიდან ერთად მოდიოდა ეს სამეული.მათი ყოველი დღე ერთმანეთით იწყებოდა და მთავრდებოდა.საბა და რატიც იგივე ასაკის ბიჭბი იყვნენ რამდენისაც გუგა,თუმცა მათ არ ქონდათ იმდენი ფული და შესაძლებლობა რამდენიც გუგას.ბიჭების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ხშირად ეხმარებოდა გუგა ბიჭებს და ბიჭეის გარდა ყველას, ვინც დახმარებას სთხოვდა
_ფრთხილად ბიჭო!უცებ დაუყვირა საბამ ჩაფიქრებულ გუგას და გზისკენ ანიშნა_გიჟია ტოო!გაფართოვებული თვალებით მიაშტერდა მათ წინ მდგარ გოგოს,რომელსაც ხელში დიდი კალათა ეკავა.უცებ აიმოიღო კალათიდან მანქანის წინ მდგარმა გოგომ რაღაც და ბიჭების მანქანას კმაყოფილმა გაუქანა.გაშტერებულმა ბიჭებმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს,შემდეგ კი გაკვირვებულებმა შეხედეს მანქანის წინა სარკეზე დაღვრილ ყვითელ სითხეს და ნაჭუჭებს, რომლებიც მათ წინ შუშაზე ეყარა_გიჟია კი არა უზრდელია!გაცოფებულმა გამოგლიჯა მანქანის კარი გუგამ და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა გოგონასკენ,რომელიც უშიშრად იდგა და არც არსად წასვლას არ აპირებდა.

გამარჯობა მეგობრებო..დიდი ხნის შემდეგ დავბრუნდი ახალი ისტორიით..
Dark-AngeL__ეს იყო ჩემი ნიკი აქ მაგრამ ამ ნიკით ძნელად შემოვდივარ საიტზე ამიტომ გავაკეთე ახალი..განსხვავებული იქნება ეს ისტორია ყველანაირად და ვინც წაიკითხვათ დამავალებთ თუ დაწერთ თქვენს შთაბეჭდილებებს..



№1  offline წევრი StrangerManiac

Kargia gaagrdzele <3

 


გააგრძელე❤✌

 


№3 სტუმარი Nino

Arvici rogor gaq chafiqrebuli magram imedia gogo zlieri xasiatis da ushishari iqneba, istoria ki zalian kargi iyo, mominda ro mec mand vyofiliyavi

 


№4 სტუმარი ;))

კარგია ძაან შემდეგს როდის დაამატებ? ❤️❤️

 


დიდი მადლობა <3 დღეს დავდებ მეორე თავს <3

 


№6  offline წევრი buzgu))

wink თავიდან რამდენჯერმე ვიფიქრე დავანეbო თავი თქო მაგრამ ბოლომდე მაინც ჩავედი და აი ბოლოში მომეწონა lol ამდენი აღწერები და გაგრძელება არ გინდა პირდაპირ და კონკრეტულად დაწერე ხოლმე love ვფიქრობ ძალიან კარგი ისტორია გამოდის winked წარმატებები love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent