შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარასხოდება (2)


20-04-2016, 00:01
ნანახია 2 070

წვიმის დროს უყვარს ელისოს ქუჩაში სიარული.მოსწონს როცა წამოსულ წვიმის წვეთებს ხელების გაშლით ხვდება და გზაზე არსებულ დაგუბებულ გუბეებში პატარა ბავშვივით ფეხებს ატყაპუნებს.რამდენჯერ უჩხუბია ნატოს ამის გამო,შვილო აღარ ხარ პატარა უკვე დიდი გოგო ხარ და ცოტა გამოსწორდიო,მაგრამ სულ ტყუილად.ყოველი ასეთი საუბრისას ელისო დინჯად დაუქნევდა დედამისს თავს და მორჩილი ბავშვივით თბილად გაუღიმებდა კიდეც,მაგრამ გამოსცდებოდა თუ არა თავის სახლს, მაინც იმას აკეთებდა რაც თვითონ სურდა და იმ დროს სწორედ მიაჩნდა.ახლაც ქუჩაშია,ახლაც წვიმს, მაგრამ ისე ძლიერ არა როგორც მას უყვარს.ელისოს აზრით არსებობს სუსტი და ძლიერი წვიმა,რათქმაუნდა ეს ორივე ძალიან სასარგებლოა ქალაქისთვის,მაგრამ განსხვავება ისაა,რომ ძლიერ წვიმას სუსტისგან განსხვავებით ბოლომდე შეუძლია თბილისს დაგროვილი ,ჭუჭყიანი, ბნელი ლაქები ჩამორეცხოს და ხალხს ახალი ,სუფთა ქალაქით მისცეს დღის დაწყების ან გაგრძელების უფლება.კარგი იქნება ელისოს ფიქრები რეალობა რომ იყოს,მაგრამ ყოვლად წარმოუდგენელია ბნელი თბილისის ჭუჭყის ასე მარტივად ჩამოშორება და სადრაც შორს გასტუმრება..
_რატომ დაიგვიანე?!გაბუსხული დაუდგა წინ ანა და კითხვისნიშნიანი თვალები მიაპყრო კართან მდგომ გოგოს,რომელიც ჩუმად იდგა და ოთახში არსებულ გარემოს დაკვირვებით აკვირდებოდა
_გილოცავ დაბადების დღეს!კბილებდაკრეჭილმა აათვალიერა დაქალი,რომელიც თვალებით რაღაცას ანიშნებდა.უცებ მიუხვდა ელისო,ახლოს მივიდა დაქალთან და ძლიერ ჩაეხუტა_აქ არის და გთხოვ თავი შეიკავე!ჩურჩულით უთხრა ანამ ელოს და მავედრებელი მზერა მიაპყრო.გაშტერებულმა, სწრაფად მოაშორა ანას ხელები და თვალებგაფართოვებულმა დაიწყო სტუმრების ხელახლა დათვალიერება_უბარლოდ წამოდი!ხელი მოკიდა ანამ და სტუმრებისკენ ძალით წაიყვანა სახემოღუშული გოგო. ძალიან არ ესიამოვნა ელისოს როცა შეკრებილ სტუმრებში ნიკა დაინახა,ან როგორ უნდა გახარებოდა როცა მის წინს ის ბიჭი იდგა,რომელსაც ძალით ურიგებდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ ელისოს იმ ბიჭისკენ გადაბირებას.მოწყვეტით დაეშვა დივანზე და ნიკას დაჟინებული მზერა არ შეიმჩნია,თავისი თაფლისფერი თვალები გვერდით მჯდომ კლასელს მიაპყრო და ისე გაუბა ლაპარაკი თითქოს კარგი ორი წელი საერთოდ არ ენახახათ ერთმანეთი.როგორც ყველა დაბადებისდღეზე აქაც ითქვა უმარავი სადღეგრძელო მეგობრობაზე,სიყვარულზე,მშობლებზე,ნათესავებზე და ყველაფერზე რაზეც კი შეიძლებოდა ეთქვათ.შეზარხოშებული სტუმრები უკვე დადუმებულები იჯდნენ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩუმად საუბრობდნენ რაღაცას ერთმანეთში.დაინახა ელენამ როგორ გადაუჩურჩულა ნიკამ ნინას,ისიც უცებ წამოხტა ფეხზე და იუბილარის განკუთვნილ ადგილას, გაჯგიმული დადგა
_მოდით რაიმე ვითამაშოთ!მტკიცედ გამოაცხადა და ბავშვებს ინტერესით გადახედა
_რა ვითამაშოთ?გახალისებულმა ანამ კმაყოფილმა გახედა ნინას და მის პასუხს მოთმინებით დაელოდა
_ამის პატრონმა რა ქნას ვითამაშოთ!თავისი ნათვამით კმაყოფილმა ტაში შემოკრა და ბავშვების თანხმობას დაელოდა.ყველა დაეთანხმა ნინას და ყველამ საკუთარი პატარა ნიშნის ძებნა დაიწყო.ზოგმა ქაღალდი მოხია,ზოგმა ასანთის ღერი აიღო და ზოგმა რა.ელისომ გვერდით გაიხედა და იქვე დაგდებული ბლის კურკა გაღიზიანებულმა გააქანა ნინას ხელში.სიწყნარე სუფევდა.ყველანი დადუმებულები იყვნენ ისეთი დაძაბულები უყურებდნენ თამაშს თითქოს რაღაც გასაოცარი ხდებოდა მათ თავს.ელისო ჩუმად იჯდა და მის წინ მჯდომ ნიკას მკვლელის თვალებით უყურებდა.ნიკა უბრალოდ იჯდა და იცინოდა ელისოს ბავშურ საქციელზე
_ამის პატრონმა რა ქნას?!ძლიერად მომუშტა ხელი ნიკამ და პასუხს დაელოდა
_რა ქნას და ნიკას ჩეხუტოს!კატეგორიულად გამოცხადა ნინამ და ნიკას კმაყოფილმა გახედა_ვისი იყო ბლის კურკა?ვითომ ინტერესით იკითა და თვალებით ელისოს ძებნა დაიწყო.ნერვიულად გადაიწია ელისომ სახეზე ჩამოცვენილი შავი თმა და თაფლისფერი თვალები ანას შეანათა
_ელისო მიდი სურვილია..ხელით უბიძგა ანამ
_რას მეუბნები ანა?თვალებგაფართოვებულმა კითხა დაქალს
_იმას გეუბნება, რომ უნდა ჩამეხუტო!ხელები გაშალა ნიკამ და ირონიული სიფათით გახედა სახემოღუშულ ელისოს
_იოცნებე!მოკლედ მოუჭრა და ენა გამოუყო
_სურვილი უნდა შეასრულო!მტკიცედ თქვა ნიკამ
_მაგ სურვილის არ შევასრულებ!უცებ წამოხტა,ხელებგდაჯვარედინებული დადგა ნიკას წინ და ნაგლური მზერა მიაპყრო ყველას_მაგას მირჩევნია ნებისმიერ გამვლელის მაქნანას კალათით სავსე კვერცხები დავუშინო!ყელმოღერებულმა გამოცხადა და როცა მიხვდა რაც თქვა, გაოცებისგან დაღებული პირი ხელით მოკუმა
_ძალიან კარგი, იყოს ნება შენი!გაიცინა ნიკამ.უცებ წამოდგა მაღალი ბიჭი,მხრებში გაიმართა და სახლი დატოვა.კი იფიქრა ელისომ დაავიწყდა და წავიდაო, მაგრამ როცა კალათით მოსული ნიკა დაინახა თვალები გაოცებისგან შუბლზე აუვიდა_წავედით, რას მიყურებ!თბილად გაუღიმა გაკვირვებულ ელისოს და კალათა ხელებში მიაჩეჩა.დაჰიპნოზებული ჩავიდა ქვემოთ გოგონა და შუა გზაზე დადგა.ბავშვები ირგვლივ ჩამწკრივდნენ და ნიკასთან ერთად დაელოდნენ ელისოს ქმედებას.ხელებაცახცახებული იდგა შავგვრემანი,სიფრიფანა გოგო კალათით ხელში შუა გზაზე და მანქანას ელოდა.ხვდებოდა როგორ უკანკალებდა ფეხები მაგრამ როცა ნიკას სახე ახსენდებოდა,მაშივე ცდილობდა არსებული შიშის ჩაცხრომას
_ჰომ არ გეშინია?!როცა ელისოს ანერვიულებული სახე დაინახა ,მაშინვე გადადგა ნიკამ რამოდენიმე ნაბიჯი, მაგრამ ნინამ შეაჩერა და უთხრა სურვილის ასრულებაში ხელს ნუ უშლიო.ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ უკან დაიხია ნიკამ და შეეცადა დაძაბულობა მოეშორებინა
_არ მეშინია!ხმამაღლა დაიყვირა და ისეთი სიამაყით გახედა გზას თითქოს რაღაც არამქვეყნიურად საჭირო საქმეს აკეთებდა.
_გოგო მოდის მანქანა!უცებ დაუყვირა ელისოს ნიკამ და მანქანაზე ანიშნა.დაბნეულმა გახედა მანქანას,რომელიც მისკენ მოდიოდა,ინსტიქტურად წაიღო ხელი კალათისკენ და სწაფად გაუქანა კვერცხი.მაშინვე იგრძნო როგორ მოეკვეთა ფეხები როცა მანქანა პირდაპირ მის წინ გაჩერდა,უნდოდა წასულიყო, გაქცეულიყო, მაგრამ ახლა ამას ვერ გააკეთებდა.მთელი ძალები მოიკრიბა,ამაყად გადახედა ნიკას,რომელიც გაოცებული უყურებდა,ნაზად გაუღიმა,ირონიული მზერით გამარჯვება აცნობა,შემდეგ მოტრიალდა, ღრმად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი და ახლა ახალი იერიშს დაელოდა დაზარალებულებისგან
_უზრდელო,რა გააკეთე?!ყვირილით წამოვიდა მაღალი სილუეტი მისკენ და პირდაპირ ელისოს წინ დადგა.შეშინებულმა ახედა ბიჭს და მისი განრისხებული სახის დანახვისას მალევე დაასერიოზულა თვითონაც სახე.წელში გაიმართა,კოპები შეკრა და მეტი დამაჯერებლოსბისთვის ხელებიც გადაიჯვარედინა
_რა გაყვირებს? აქეთ შეუტია ბიჭს და მისი გაკვირვებული სახის დანახვაზე ლამის გაეცინა
_გოგო კიდე ბედავ და ყვირიხარ?!გაცოფებული ბიჭი აქეთ-იქით დადიოდა და მომუშტულ ხელებს უკან მალავდა.ერთი კი იფიქრა ელისომ ახლა აქ რამე რომ გადამარტყასო,მაგრამ შემდეგ გაახსენდა იქ ნიკაც რომ იყო და უფრო გათამამდა_სურვილი იყო...
_ფეხებზე შენი სურვილი!ხმამაღლა დაიყვირა ბიჭმა
_თვითონ ხარ უზრდელი მე, რომ მაბრალებ!ზიზღით შეხედა უცნობს ელისომ
_უნდა გიხაროდეს დღეს კარგ ხასიათზე ,რომ ვარ!კბილებსშორის გამოსცრა გუგამ
_უბრალოდ გაიარე!ხელი ცხვირწინ აუქნია გაცოფებულ ბიჭს და ანიშნა წადიო.ბიჭმა ჯერ ხელს დახედა,შემდეგ გოგო აათვალიერა,ბოლოს კი გაკვირვებული ბიჭებს მოუბრუნდა და ისეთი სახე მიიღო თითქოს რაღაც არაამქვეყნიური რამ ეკადრებინათ მისთვის_გუგა,შეეშვი პატარაა!დამთბარი ხმით უთხრა საბამ გუგას
_ლამაზია ტოო!ხმადაბლა გადაულაპარაკა რატიმ ბიჭებს და გუგას სახის დანახვისას უცებ გაჩუმდა.წყნარად იდგა ელისო ქუჩაში და უცხო ბიჭებს ჩუმად აკვირდებოდა.არ ესმოდა რას საუბრობდნენ, მაგრამ ხვდებოდა, რომ ძალიან დიდ შარში იყო.იქ მყოფ ბავშვებს გადახედა და ვერავინ,რომ ვერ დაინახა ანას გარდა ლამის ინფაქტი მიიღი.ნელი ნაბიჯებით წავიდა შეშინებული ანა ელისოსკენ და ბიჭებს შეუმჩნევლად, ჩუმად მიუტანა ტუჩები ყურთან
_ეს ბიჭი გუგა დვალიშვილია,აი ის ბიჭი...მძირედ გადააგორა ანამ ყელში გაჩხერილი ბურთულა და ელისოს ანიშნა წავიდეთო
_რას ამბობ ანა ეს ის ბიჭია?გაოგნებულმა ძლივს წარმოთქვა სიტყვები_კი ეს არის..თბილად გაუღიმა ანამ და მავედრებელი მზერა მიაპყრო
_შეუძლებელია ის იყოს.უცებ გადმოსცვივდა ცრემლები ელისოს.უნდოდა არ ეტირა, მაგრამ მაინც ატირდა
_კაი რა გატირებს ტოო,არაუშავს რა!როცა რატიმ ელისოს ცრემლები შენიშნა ბიჭებს გამოეყო და მისკენ წავიდა_მართლა არაუშავს გაირეცხება ეს მანქანა ტო,რა გატირებს!
_გაირეცხება კი არა გარეცხავს!ელისოს გასაგონად გამოცხადა გუგამ და ღრმა ნაფაზი დაარტყა.ფრთხილად აათვალიერა ელისო,რომელიც ხუთი წუთის წინანდელი თამამი და უზრდელი გოგოს სახეს ძალიან მოშორებოდა_ყველაფერთან ერთად კარგი მსახიობიც ყოფილხარ!უხეშად მიუგა ელისოს და მისი ცრემლების დანახვისას უფრო გაბრაზდა_ბოდიში მოიხადე დროზე!
_გუგა...
_რა გუგა ბოდიში მაინც მოიხადოს იმისთვის რაც გააკეთა!
_ბოდიში..ხელით მოიწმინდა ცრემლები ელისომ და გამარჯვებულ გუგას ზიზღით სავსე თვალები მიაპყრო
_ლაწირაკი!ისევ გოგოს გასაგონად გამოაცხადა გუგამ და ბიჭებს ანიშნა წავიდეთო.მალევე დაიკავა თავისი ადგილი გუგამ,მომენტალურად გახედა ელისოს ცრემლიან სახეს და წამით მართლაც ძალიან ეპატარავა ასეთი სიტყვებისთვის ეს პატარა ციცქნა გოგო,რომელიც გაბუსხული,პატარა ბავშვივით ეკვროდა თავის დაქალს.ჩუმად ჩაეცინა გუგას, მაგრამ როცა მასზე მიშტერებული,ჩაფიქრებული ბიჭები შენიშნა,მაშინვე მიიღო თავისი საფირმო სახე და ადგილს სწრაფად მოწყდა.

სათაური შევუცვალე ისტორიას,რაღაც ეს უფრო ახლოა :დდ
ველი თქვენს შეფასებებს <3



№1  offline წევრი talamani

ძალიან მომეწონა მაგრამ პირველი თავი ვერ ვნახე . რომ წამეკითხა . გააგრძელე დიდი ინტერესით ველოდები .

 


№2 სტუმარი lile

Mal male dadae da didi tavebi ra

 


№3  offline წევრი niino

კარგიაა კარგიი..რაღაცნაირად განსხვავებული მგონიაა..აუ მალე დადე რაა..და თავები გაზარდეეეე გთხოოვვ..საშინლად მომწოონსსს:):):):)):

 


№4 სტუმარი m

augazarderatavebi)) dzalianmomwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent