წარმოუდგენელია, მაგრამ მიყვარხარ (12)
მარიამმა მშვიდად აიღო ხელჩანთა, მოთავსდდა მანქანაში და ელენეს სასახლისაკე გაემართა. დაცვამ მაშინვე შეუშვა. სახლთან მოსამსახურე დახვდა, როგორ ღლიდა ეს ყველაფერი. ქალმა მისაღებში შეიპატიჟა იქ არავინ იყო, სიცარიელე და მოწყენილობა სუფევდა ირგვლივ, სევდიანი გარემო იყო და მხოლდო დიდებულება იყო დარჩენილი. მალე გამოჩნდა ელენე , თვალები დაწითლებული ჰქონდა თუმცა არ შეიმჩნია ისე შეხვდა მარიამს როგორც იცოდა ხოლმე. თბილად მოეხვია -როგორ ხარ ჩემო კარგო? -კარად თქვენ -ასე ნუ მომმართავ რა უბრალოდ ელენე დამიძახე კარგი?-გაუღიმა , მარიამს ყოველთვის ხიბლავდა მისი ღიმილი ერთდროულად ნაღველს, დარდს, ტკივილს და სიხარულს რომ გადმოსცემდა, გულწრფელი იყო და მხოლოდ მისი ელენესეული იყო -კარგი ელენე ...ისა და ჩემი ნივთები მოვატანინე უკვე -ხო.. მე არ ვიცოდი ანუ სანდროც მოვა?-ჯერ დაიბნა შემდეგ კი პატარა ბავშვივით გაუბრწყინდა თვალები . მარიამს მისი ემოციების ამოცნობა ისე შეეძლო ხვდებოდა ყოველ წამს რასაც ფიქრობდა - მე ახლავე ვეტყვი ნათიას და ვახშამს მოამზადებს, რა კარგია რომ გადმოდიხართ. მე მეგონა ჩემთან არ გენდომებოდა, მართლა არ შეგიშლით ხელს თიტქმის სულ გარეთ ვარ იმხელა სახლია შეიძლება ვერც კი შევხვდეთ ერთმანეთს-მარიამს გაუკვირდა, ელენე ფილფანი განმარტებას აძლევდა თიტქოს დამნაშავე იყო -ნუ მიხსნი ელენე, რას ამბობ რატომ არ უნდა გადმოვსულიყავი ხომ იცით ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება ,მითუმეტეს ახლა როცა გავიგე რომ ჩემი საყვარელი მამაკაცის დედა ხართ . სანდრო მალე მოვა ალბათ -დაურეკე? იცი ის არ დარცენილა აქ არცერთხელ და მე არ ვიცი საერთოდ რას აპირებს -როგორ არ მოსულა ... -არ იცოდი? მე მაპაიე უბრალოდ ... -არა არაფერია ..ახლავე დავურეკავ ,სიურპრიზის მოწყობა მინდოდა მაგრამ თუ არ მოდის ვერც დავხვდები - მობილური აიღო და დაურეკა -გისმენთ ქალბატონო მარიაამ -სან... მთვრალი ხარ?- ელენეს გაეცალა და ისე უთხრა ,სად ხარ? -კლუბში ვართ ყველანი, შენ გირეკავდი მაგრამ არ მიპასუხე, მიშომ ნუ ღელავ სახლშიაო და ვიფიქრე არ გინდოდა მოსვლა .გამოხვალ? -არა ! ახლავე ადექი და ჩემთან მოდი -რა მკაცრი ხარ პატარავ? ახლავე წამოვალ -სად წამოხვალ გითხარი ჯერ? -რამე ექსტრავაანტული მოიფიქრა ჩემმა გოგომ -ნუ სულელობ სანდრო , ჩვენთან ვარ და მოდი -სად ჩენთან- უცებ გამოფხიზლდა თითქოს წვეთიც არ ჰქონდა მიღებული- ელენეს სახლში ხარ ტო? -გელოდები! გაუთიშა და ელენესთან მივიდა რომელმაც მაშინვე ჰკითხა -მოვა? თუ არა -რამდენიმე წუთში აქ იქნება . თქვენ დიდი ხნის ჩამოსული ხართ? -სამი დღეა დავბრუნდი და -ქალბატონო სუფრა სად გავაწყო? -მისაღებში ნათია ,სანდროც მოვა და ერთად ვივახშმებთ სამივე -კარგით ქალბატონო - ქალმა გაიღიმა და წავიდა. -ჩემს გოგონებს გაგაცნობ ,უნდა იცოდნენ რომ მათი ქალბატონი იქნები დღეიდან -გაიღიმა და ხელზე ხელი დაადო. რამდენიმე წუთიც არ იყო გასული სახლის კარი რომ შემოგლიჯა სანდრომ, ორივე წამოდგა გაბრაზებული იყურებოდა -აქ რა გინდა შენ! -დილით არ მითხარი გადმოდიო? ნუ მიყურებ ეგრე და ნუ ყვირი საერთოდ -ანუ გადმოხვედი - ტუჩის კუთხე ჩატეხა ,თავი გვერდით გადასწია და ისე შეხედა -გადმოვედი რა ,შენ აქ არ ხარ თურმე და -ოჰ მოგახსენეს უკვე?- ელენეს გახედა რომელიც იდგა და თვალებ გაბრწყინებული უყურებდა -მე უბრალოდ... მეგონა -კარგი არ მაინტერესებს რა უთხარი -წამოდი ოთახი მაჩვენე - უცებ ჩაკიდა ხელი და თვალების ბრიალით წაათრია საძინებლისკენ -სად გარბიხარ აქაა - უცებ გააჩერა და ოთახის კარი გააღო. მართლა ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი , თუმცა მარიამმა დატკბობა ვერ მოახერხა პირდაპირ დააცხრა სანდროს -როგორ ელაპარაკები ელენეს. ქალი ლამის აცეკვდა სიხარულით რომ გაიგო მოდიოდი,. შენ თურმე არც კი რჩები მასთან,აბა რატომ ცამოიყვანე აქ ,თუ იცი რომ არ უყვარს საქართველო და შენც ასე მოექცევი -მე ვიფიქრე ვნებიან კოცნას მაინც მაჩუქებდი და შენ ელენეზე მელაპარაკები?- პერანგი გადაიძრო და შარვლის ქამარს დასვდა - ჩემი საქმეა ვის როგორ მოვექცევი , რადგან შენთან ვარ თბილია რ ნიშნავს იმას რო დავტკბები და ყველას თავზე გადავუსმევ ხელს ...სააბაზანოში ვიქნები თუ გინდა შემომიერთდდი ჩხუბს თუ აპირებ ელენესთან ერთად ივახშმე -სანდრო ელენე ვიღაც არ არის სულ რომ ყველა დაიკიდო დედაშენია -არ მინდა ლაპარაკი -პატარა ბავშვი ხარ ... კარგი მერე დაგელაპარაკები - ოთახიდან გავარდა და პირდაპირ ელენესთან წავიდა, ქვემოთ არ იყო -ქალბატონი ელენე სად არის? -საძინებელშია ქალბატონო მარიამ -და რომელია მისი საძნებელი? -მეორე სართულზე დერეფნის ბოლოს მარჯვენა მხარეს -გმადლობთ- სწრაფად აირბინა კიბეები და მისი ოთახისკენ დაიძრა, ფრთხილად დააკაკუნა და პირდაპირ შევიდა. ქალი საწოლზე იწვა ემბრიონის ფორმაში და აშკარად ტიროდა. კარის მიხურვის ხმა გაიგო სწრაფად შეიმშრალა ცრემლები და წამოჯდა -მარიამ შენ ხარ? რა ხდება? -სავახშმოდ არ ჩამმოხვალთ?- საწოლისკენ დაიძრა და მის გვერდით ჩამოჯდა -მე არ მინდა თქვენ ივახშმეთ ხელს არ შეგიშლით -ხელს როგორ შეგვშლით ,პირიქით გამიხარდება -შენ კი მაგრამ სანდროს არ უნდა ჩემთან ყოფნა და მე არ მოვხვდები ზედმეტად თვალში -ხომ იცით როგორი ცივი და მკაცრია, უყვარხართ უბრალოდ გამოხატვა არ შეუძლია ,ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესშია თქვენ თუ დანებდებით ,დამორჩილდებით და შეეგუებით ასეთ ურთიერთობას არასდროს შეიცვლება . ახლა კი წამოდით ქვემოთ ერთად ვივახშმოდ -კარგი წამოვალ მარიამმა ლოყაზე აკოცა და წავიდა. სანდრო უკვე გამოსული იყო აბაზანიდან , გამოფხიზლებულიც , მაისურს იცმევდა ,მარიამი ბაგეებზე დაეკონა და ერთიანად მიაყოლა -ქვემოთ ჩამოდი მშია ძალიან -წავიდეთ- ხელი მოხვია და მასთან ერთად წავიდა. ელენე რამდენიმე წუთში შევიდა -მიდი და ისე შეხვდი როგორც საჭიროა თორემ გავბრაზდები - ჩუმად უთხრა და ხელით უბიძგა ელენესკენ,რომელიც პატარა ბავშვივით ელოდა მის ჩახუტებას . რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მოეხვია -დღეიდან აქ ვიცხოვრებ და იცოდე შენი კანონები არ მანაღვლებს -ვიცი ...ვიცი გავიგე და როგორც გინდა ისე მოიქეცი უბრალოდ აქ იყავი -მის მკლავებში ჩაიმალა და სურნელი სეიგრძნო , მერე სახეზე ეფერებოდა და ამღვრეული თვალებით უყურებდა -თვალებზე რა გჭირს ტო ,იტირე? - უცებ სეამჩნია მისი სახე ხელებში მოიქცია და დააკვირდა- შემომხედე ელენე იტირე? რას გეკითხები ფაქტი სახეზეა , მოდი ჩემთან ჩამეხუტე -ისევ ჩაიხუტა და თავზე აკოცა-რა გატირებს ტო ხო გირეკავდი ყოველ დღე -ეგრე ამერიკაშიც მირეკავდი აქ იმიტო ვარ რო ჩაგეხუტო გაკოცო ,შენი სურნელი შევიგრძნო დავტკბე შენით სანამ შემიძლია -სანამ შემიძლია რას ნიშნავს ,რა მოხუცი ქალივით მელაპარაკები 16 წლით ხარ ჩემზე უფროზი ხო არ გავიწყდება -თმაზე ეფერებოდა და კოცნიდა. მერე მარიამს გახედა გულაჩუყებული რომ უყურებდა დედა-შვილს - მოდი ქალბატონო შენც დაგიტევს ჩემი მკლავები -მარიამმა გაიცინა და მიკუსკუსდა. მერე ორივეს აკოცა და ხელი მოხვია- წამოდით ახლა მთელი დღეა არაფერი მიჭამია მგელივით მშია -ნათამ მოამზადა უკვე ყველაფერი ,წავიდეთ - მხარზე დაადო თავი და მიეხუტა . ერთად ივახშმეს შემდეგ მისაღებში ისხდნენ და საუბრობდნენ. სანდრო ვერ ისვენებდა ბოლოს ელენე მიხვდა და გაეცალა წყვილს. -ახლა მაინც წამოხვალ? -კი და დავიძინებ, ძალიან მეძინება ,დავიღალე დღეს თან ძალიან -სწრაფად მიაყარა და პირველი წავიდა საძინებლისკენ. პირდაპირ გაიხადა პერანგი გადაიცვა და შეწვა. სანდროს უყურებდა და სიცილს ძლივს იკავებდა- ლატო გაბაზდი სანდლიკო? -ნუ მელაპარაკები ეგრე ,ძაან გამითამამდი შენ - მოჩვენებითი სიმკაცრით უთხრა და გვერდით მიუწვა- მოიწიე ჩაგეხუტო მაინც - ხელი მოხვია და სხეულზე აიკრა -მომენატრე - თმები გადაუწია და ყელში აკოცა ,მერე მხარზე , თითებით მალებს ითვლიდა და ნელ-ნელა აშორებდა პენუარს . მარიამი გაიყურსა ,წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ შესწევდა უბრალოდ გატრუნული იწვა და სიამოვნებისგან თვალებმილულული თითოეულ მის შეხებას შეიგრძნობდა - მიყვარს ასე რომ ინაბები - ჩურჩულით უთხრა და მოშიშვლებულ მერდზე მიაწება ტუჩები.ისე ნაზად ეფერებოდა თითქოს პირველი იყო , წარმოდგენელია როგორ შეეძლო მისი ხასიათის ადამიანს ასე ნაზად მოპყრობა,თითქოს ფაიფურის თოჯინა იყო . ტკბილად ჩაეძინა ორივეს, ერთმანეთზე აკრულებს და დილაც ბედნიერად დაიწყეს. თუმცა მარტო მათ ურთიერთობაზე არ იყო ბედნიერება დამოკიდებული. სიმშვიდე სხვა ფაქტორებსაც უნდა შეეძნათ . ელენესთან ერთად ისაუზმეს, ქალი სიხარულისგან ანათებდა, შემდეგ დატოვა წყვილი და საქმეებზე წავიდა. მარიამი და სანდრო ბაღში იყვნენ ,ყველაფერს ათვალიერებდნენ და ერთმანეთს ეალერსებოდნენ. მთლიანად მოწყდნენ სამყაროს სადღაც ჩაიკარგნენ. ელენე საკმაოდ გვიან დაბრუნდა გაბრაზებული, დაბნეული და შეშინებული იყო. თავს არიდებდა სანდროს , არც კი უვახშმია ისე წავიდა დასაძინებლად. სანდრო როცა ავიდა კარი ჩაკეტილი ჰქონდა და იფიქრა რომ ეძინა, ამიტომ დაცვის უფროსს დაელაპარაკა. მარიამი უყურებდა როგორ გაბრაზდა, ერთიანად აენთო და მთელი სიჩქარით დაიძრა სახლისკენ. მისი შეჩერება ვერ მოახერხა, ელენეს კართან მივარდა და მჭები დასცხო -გააღე ვიცი რო გღვიძავს, სწრაფად გააღე ელენე თორემ შემოვამტვრევ -რა ხდება -მე მეკიტხები? რატო არ მითხარი ,მიპასუხე რატომ არ მითხარი -მკლავში წვდა და უღრიალა-ამიტომ იყავი გაგიჟებული და გინდოდა შენთან გადმოვსულიყავი ხო? თორე ფეხებზე გკიდია სად ვიქნები და როგორ . ჩვლი თუ მიმაგდე ახლა რაში განაღვლებ მარტო ანგარიშსწორება გაინტერესებს და ის რომ არავინ შეგეწინააღმდეგოს ახლა მე დაგრჩი ერთი მოსათვინიერებელი და ხერხებს ცვლი ხო? -სანდრო არაა ეგრე გეფიცები შემთხვევით ვნახე ,რომ მცოდნოდა არც კი წავიდოდი -ნუ მატყუებ -არ გატყუებ არაა ხომ შეიძლება ერთხელ მაინც მომისმინო და შეეცადო მაპატიო ,ხომ სეიძლება სხვას ხო არაფერს გთხოვ -არაფერს? როგორ არაფერს გინდა მიყვარდე, დედა დაგიძახო, შვილიშილები გაჩუქო და დაგიტკბო ცხოვრება . სიბერეში შენი კუდაბზიკობის ამპარტავნობის და სიამაყის გამო მარტო რო არ დარჩე იმიტო მოგინდა შვილის მოძებნა მთელი 34 წელი გავიდა 34 და შენნაირ ქალს რომ სდომოდა ათწლეულის წინ მიპოვიდა ,მაგრამ გეკიდა სად ვიქნებოდი ,ახლა ახალი მისწრაფება გაგიჩნდა , მოგინდა გაზრდი შვილი,თუმცა ის ვერ გაითვალისწინე სად გავიზარდე და როგორი ნაგავი შეიძლება ვყოფილიყავი.შენთვის ხო ყველა ნაგავია,არარაობა ვისაც საოცარი განათლება არ აქვს და სასახლეში არაა გაზრდილი, მე კი მიგდებულ თავშსაფარში გავიზარდე, ჭუწყში, სიბინძურეში, თაგვების და რწყილების გარემოცვაში .... ლაპარაკიც არ მინდა უკვე ,ზედმეტადაც კი გელაპარაკე . ხვალ ვნახავ გიორგის და ყველაფერს თავად ვეტყვი ,უნდა იცოდეს რომ შვილი ჰყავს შენ რაც გაუკეთე ისიც ეყოფა - ხელი გაუშვა და ისევე გამოვარდა როგორც შევიდა. მარიამი ხმას ვერ იღებდა, ისეთი გაგიჟებული იყო სანდრო არ იცოდა როგორ დაემშვიდებინა . ისევ დაძარღვული ჰქონდა ხელები, ყელზე ძარღვები დაებერა, თვალები ჩაუწითლდა და მზერა ურჩხულის გაუხდა. ვისკის ბოთლი აიღო და საძნებლიდან აივანზე გავიდა. საშინელი სიცივე იყო ნოემბერი იწურებოდა და გარეთ ლამის ყინავდა ის კი თხელი ზედით იჯდა და სვამდა. -სანდრო სიცივეა შემოდი რა სახლში გთხოვ - უკნიდან მოეხვია და ყელში აკოცა. იგრძნო როგორ მოდუნდა ,ნელ-ნელა დამშვიდდა,ისეთი დაჭიმული აღარ იყო. მის ხელებს თავისი მოხვია და ჩამწყდარი ხმით თქვა -შენი არსებობა მაძლიერებს , ნარკოტიკივით ხარ მარიამ. მიახლოვდები და ისე მამშვიდებ როგორც არაფერი და არავინ ამქვეყნად- ჩაიბურდღუნა და ხელები მოხვია . ოთახში დაბრუნდნე ,საწოლზე აძვრა და მარიამიც მიეხუტა ,ისევ სვამდა , მარიამიც შეენაცვლა .ცოტა ხნით ასე იწვნენ მერე კი გადმოხედა და სახეზე მოფერა-მზად ხარ ჩემი ისტორიის მოსასმენად ? გინდა გაიგო რა გზა გამოიარა შენმა ალექსანდრემ? -მე სულ მზად ვარ შენს მოსასმენად -ტუჩებზე აკოცა და მკრთალად გაუღიმა- -ახალი დაბადებული ვიყავი როცა ბავშვთა სახლთან დამტოვეს. რა თქმა უნდა იქ მიმიღეს და დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთი . საშინელება იყო, რაც მახსოვრობა მაქ სულ შავი კედლები, ჭუჭყიანი ძველი თეთრეული, სალაფავი საჭმელის ნაცვლად და სპარტანული აღზრდა მახსოვს. მასწავლებლები ნამდვილი სატანები იყვნენ, როგორც კი არ მოეწონებოდათ რამე ისე შეეძლოთ ცემით მოეკალი თითიც არ აუკანკალდებოდა, რომ წამოვიზარდეთ ათი წლიდან დაახლოებით ათას საქმეს გვაკეთებინებდნენ და შესაძლოა ორი ლუკმა საჭმელი მოეგდოთ. მონების და პლანტატორების ურთიერთობას მახსენებს ახლა რომ მაგონდება რასაც ვაკეთებდი. მახსოვს ლუკა და დამიანე ერთ დღეს მოიყვანეს მე შვიდის ვიყავი და უკვე ის სიტუაცია გაცნობიერეული მქონდა. ბავშვებს საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას. იმდენი ვიყავით მგონი რაც უფრო მეტი მოკვდებოდა ის უნდოდათ. ერთადერთი ლილი იყო უდაბნოში გაჩენილ ოაზის გავდა, როგორც შეეძლო გვეხმარებოდა, ბნელ ოთახსი მიგდებულ ბავშვებს ჭრილობებს უსუფთავებდა , რამდენჯერ დასაჯა უფროსმა მაგრამ მაინც გვაძლევდა ზედმეტ საჭმელს , წიგნებს გვიკითხავდა და გვასწავლიდა ყველაფერს. მე სულ მასთან ვიყავი როცა გარეთ არ მიშვებდნენ ლუკა და დამიანე ჩემს თვალწინ გაიზარდნენ , მარტო მე მიჯერებდნენ და სულ უკან დამყვებოდნენ. ჩემი გაზრდილები რომ იყვნენ ალბათ მაგიტო ვენდობოდი ასე ძალიან . დანარჩენებთან კი ისეთივე ურთიერთობა გვქონდა როგორც ხროვაში აქვთ „ ბრძოლა გადარჩენისთვის“ ბევრჯერ გავიქეცით . ქუჩაში გვეძინა და კაცმა არ იცის რას ვჭამდით , ზოგჯერ გვიჭერდნენ შენობიდან გასვლამდე , ერთხელ დიდი რკინის ჯოხით გვცემეს ლუკა და დამიანე ძალიან პატარები იყვნენ და მე გადავიტეხე მათი წილიც მერე გავითიშე და ტვინის შერყევით საავადმყოფოში ვიყავი. ახალი სისტემა იყო და აკონტროლებდნენ უკვე ყველაფერს, შეეშინდათ რომ მოვმკვდარიყავი ახალი უფროსი გაათავისუფლებდათ . ბოლომდე მაინც არ დავრჩი 16 ვიყავი მეოთხედ გამოვიპარე და დავრჩი კიდეც . ისევ ლილი დაგვეხმარა , ხან რას ვაკეთებდი ხან რას , ჩემი შრომით ვჭამდი ლუკმა პურს . თან წიგნებს მაძლევდა და ვკითხულობდი. გააზრებული მქონდა რომ თუ ვისწავლიდი შევძლებდი გონებით მემუშავა და არა ოფლისღვრით . საწარმოში ვმუშაობდი მუშად , ღამით კუთხეში ვიჯექი და ვკითხულობდი უფროსი რომ შემოვიდა , მეგონა გამაგდებდა ,საქმე ბოლომდე არ მქონდა დასრულებული ვისვენებდი მაგრამ რაღაცეები მკითხა და ცხოვრებაში პირველად ვიწამე კეთილი ადამიანის არსებობის შესახებ . მითხრა რომ სწავლაში დამეხმარებოდა ,წიგნებს მომცემდა და თუ ჩავაბარებდი სამუშაო საათებს მომიმატებდა დახარჯული თანხის ნაცვლად. ჩავაბარე არც კი ვიცი როგორ მოვახერხე ,მაგრამ არაფერი გაუკეთებია დახარჯული ფულის ნაცვლად . პირიქით ხელი შემიწყო და დამაწინაურა . მთელი დღე მუშაობა არ მიწევდა ხელფასიც გამიზარდა და ადამიანურ სახლში გადავედი ,ლუკა და დამიანეც თან გავიყოლე. მაგათ სულ ეზაებოდათ სწავლა, კი დაასრულეს როგორღაც სკოლა მაგრამ უკვე უნივერსიტეტში თავს არარ იკლავდნენ. ამ ყველაფერთან ერთად იყო ქუჩა ,მისი წესები და ცხოვრება სადაც ბევრი მეგობარი და მტერი შევიძნე. ბევრი ჭრილობა მივიღე, სხვას მივაყენე , ერთი წელი ციხეში ვიჯექი და უნივერსიტეტში ვერარ დავბრუნდი ასე რომ დიპლომიც არ მაქვს. იქედან გამოსვლის შემდეგ ქუჩა გახდა სახლი უფრო დიდი დოზით , უკვე იქ უნდა გავმხდარიყავი უფროსი და გამომივიდა .სხვებისგან განსხვავებით დედის კალთაში გაზრდილი არ ვიყავი და მმათ რომ სტკიოდათ ჩემთვის თამაში იყო. ტკივილის შეგრძნება დამიქვეითთდდა და მთლიანად ლოდად ვიქეცი. მაგრამ არასდროს არავინ მომილავს და სხვისი არაფერი მიმითვისებია , ჩემთვის დაუწერელი კანონები არსებობს რომელიც არასდროს დამირღვევია . 24 წლიდან საქმე დავიწყე და ნელ-ნელა გავზარდე .ბოლოს საცემოდ შემოტრიალდა საქმეები და საკმაო კაპიტალიც დავაბროვე . კიდევ ათასი რამ იყო რისი გახსენება და მოყოლა უაზროა ზედმეტად გაზგასმა არაა საჭირო .მოკლედ ასე გავიზარდე და კიდევ ერთხელ თუ მეტყვი ჩემი და ელენეს ურთიერთობაზე რამეს გეფიცები პრობლემები გვექნება - დაასრულა თუ არა ჩაეხუტა და ყელში აკოცა-მადლობა რო მომისმინე , არავისთვის მომიყოლია ჯერ. მარტო ჩვენ სამმა ვიცით დეტალურად ეს ყველაფერი. -მე კიდევ ჩემი ცხოვრება მეგონა გაუსაძლისი და ძნელი . დრესაც არის ეგეთი ადგილები ნეტავ? -როცა შენნაირი ფერია არსებობს არარ იქნება . კიდევ ერთ თავშესაფარს ავაშენებთ და ბავშვებს შეეძლებათ მშვიდად ცხოვრება ,სწავლა თამაში და ტკბილად დაძინება . სიზმარში ნახავენ კოშმარს და არა რეალურად. -ნარკოტიკს როგორ შეეშვი -18 ვიყავი რომ დავიწყე ,იქ ვინ არ ეწეოდა.ვიცოდი სხვებისგან განსხვავებით რა ზიანსაც მომიტანდა მაგრამ მაინც არ ვეშვებოდი. თავიდან ვაკონტროლებდი და ნამდვილად მწირდებოდა იმ გარემოში დაბოლება რომ მოვშორებულიყავი დროებით მაინც რეალობას. მერე მივხვდი რომ ღრმად შევტოპე ,ბიჭებს გადავაბარე საქმეები და რეაბილიტაცია გავიარე. ახლა რომ გითხრა საერთოდ შევეშვითქო მოგატყუებ მოწევით ვინ არ ეწევა მაგრამ ძლიერს არაფერს ვიღებ , ან თუ ვიღებ კრიტიკულ სიტუაციაში ჩემს ტვინსაც კი რომ აღარ შეუძლია გაძლება . თუმცა გამოთრობაც მშვენიერი საშუალება იყო. ახლა აღარაფერი მაქ სადარდებელი , რომც მქონდეს შენ მყავხარ და იმდენად მაბედნიერებ ყველაფერი ქრება -მიყვარხარ უზომოდ - ტუჩებზე დაეკონა და სანამ არ დაკმაყოფილდა არ მოშორდა - კარგი იქნებოდა ყველას შენნაირი ძალა ჰქონოდა . მაგალითად მამაჩემს და მეც ჩვეულებრივი ბავშვობა მექნებოდა, მიშოც არ დაიტანჯებოდა ზედმეტი ტვირთით და ორივე ცოცხლები იქნებოდნენ დღეს . -როგორ დაიღუპნენ ,ორივე ერთად? -დედა მამამ საშინლად სცემა ერთხელ , მერე გავიგე რომ მართლა ჰყავდა ვიღაც . ერთმანეთი არ უყვარდათ ფულის გამო დაქორწინდნენ და შედეგიც მიიღეს. დედა საჭესთან იყო, გონება დაკარგა , საჭე ვერ დაიმორჩილა და ხრამში გადაიჩეხა სოფელშ მიმავალ გზაზე. მამა რომ გამოფხიზლდა ,ვეღარ გაუძლო, სახლში ჩაიკეტა და ათას საშინელებას სჩადიოდა. იმდენად რომ მიშომ სახლიდან წამიყვანა , დღემდე ნანობს .ვიცი რომ თავს იდანაშაულებდა ,იმ ღამით საშინლად ეჩხუბა ხელი დამავლო და წამიყვანა. მეორე დღეს კი შეგვატყობინეს რომ მამამ თავი მოიკლა. სახურავიდან გადახტა . ყველამ იცის რომ გადმოვარდა ,რადგან სინამდვილე ჩვენი ოჯახის შესახებ ვერავინ გაოგო . მე კი მათთან ერთად იმედიც დავკარგე რომ ოდესმე მაინც ვიგრძნობდი მშობლის სითბოს და გავიგებდი რა გრძნობა იყო როცა დედა გეფერება, მამა გარიგებს და გრძნობ რომ უყვარხარ. სანდრო შენ გაქ ამის შანსი და იქნებ დაივიწყო ყველაფერი, სიმართლე იცი? რა ჰკითხე ელენეს -როცა დამიბარა ვიფიქრე რომ ბიზნეს შემოთავაზება ჰქონდა. დოკუმენტები მომაწოდა რის მიხედვითაც შევიტყვე რომ დედაჩემი იყო. მხოლოდ ის ვკითხე როგორ მოვხვდი თავშესაფარშითქო და მითხრა რომ თავად დამტოვა . სხვა არაფერი მიკითხავს . არ ვიცი რატომ მაგრამ მისი ნახვა მაინც მინდოდა . ამერიკაში წასვლა ამიტომ მქონდა გადაწყვეტილი, ერთ ქალბატონს რომ არ მოვეხიბლე იქ დავრჩბოდი საერთოდ -არ დარჩებოდი იმიტომ რომ ის ქალბატონი მაინც ჩამოგაკითხავდა და ძალით წამოგათრევდა -დარწმუნებული ხარ რომ შეძლებდა? -შეუძლებელსაც კი შევძლებ ,მთავარია ჩემთან იყო - ზემოდან მოექცა და აკოცა შემდეგ კომფორტულად მოეწყო და მის ყელში ჩარგო სახე- ვფიქრობ რომ ელენეს უნდა დაელაპარაკო. დღეს ასე რატომ გაბრაზდი -იქ მამაჩემის ვინაობაც იყო მოცემული რომ ვკითხე სად იყო მიპასუხა რომ არ იცოდა. მეც არ გამირკვევია არაფერი. მხოლოდ სახელი და გვარი ვიცოდი . ახლა კი შეხვდა , მე კი დამიმალა -იქნებ შემთხვევით შეხვდა .კარგი რა სანდრო რატომ გეშინია ნაბიჯის გადადგმის, იქნებ რა იცი წინ რა გხვდება. რატომ გეშინია გრძNობების გამოხატვის. მას ძალიან უყვარხარ და გულს ტკენ შენი სიტყვებით ,იქნებ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა -რა გამოსავალზე ლაპარაკობ მარიამ ,როგორ უნდა შეძლო შვილის დატოვება . ვუთხარი გიორგის ვნახავთქო მაგრამ არ ვიცი რა აზრი აქ -იქნებ ჯერ მოგესმინა მისთვის და მერე გენახა მამაშენი. -არ მინდა -ჯიუტი ბავშვივით იქცევი სანდრო .რაც უფრო მალე მოაგვარებ პროობლემას მით მალე შეეუყები და იპოვნი გადაჭრის გზას -დღეს არ შემიძლია ხვალ შეიძლება ,ჩამეხუტე და დავიძინოთ -გაიხადე ასე ხო არ დაიძინებ -მეზარება - მის ყელში ჰქონდა სახე ჩამალული და ისე ბურდღუნებდა . მარიამმა ზედა გახადა, მერე ზემოდან მოექცა , შარვლის შესაკრავი გახსნა და სანდროს ჭინკებათამაშებულ თვალებში ჩახედა -ტყულად მიყურებ ეგეთი თვალებით - შარვალი იატაკზე მოისროლა და მშორდა.-სააბაზანოში ვიქნები - გზაში დაიწყო გახდა და სანამ შევიდოდა ნახევრად გაშიშვლდა.არ შემცდარა სანდრო მალევე შევიდა და ზურგიდან აეკრო,ქაფიან კანზე თითები ჩამოუსვა და ყურთან აკოცა -ასე როგორ მოქმედებ? ყველაფერს როგორ მავიწყებ -მე ხომ შენი საოცრება ვარ, ყველაფერი შემიძლია ექსკლუზიურად შენთვის ,თუმცა უნდა დამიჯერო და დაფიქრდე, კარგად დაფიქრდე -დარმწუნებული ხარ რომ ახლა ფიქრს შევძლებ? -წყის წვეთებს თითები ჩააყოლა და ცხელი ბაგეები მიაწება სველ კანზე .რამდენიმე წამში შეაწყვეტინეს ალერსი , საძინებლიდან მოსამსახურე ქალის ხმა ისმოდა . -მაგდაა მგონი ... რა დ.. ტყვ .... ხდება - უცებ მოშორდა და პირსახოცი მოიხვია. მარიამიც სწრაფად გადავიდა ,ვერც კი მოასწრო თვალის მოკვრა ისე გავარდა სანდრო ოთახიდან -რა ხდება -ქალბატონი ელენე .. ის -რა .. რა დაემართა -გონება დაკარდა ...- მარიამი უცებ გავიდა , სანდრო ელენეს გვერდით იჯდა და თმაზე ეფერებოდა -ელენე რა დაგემართა? -არ ვიცი გადავიღალე ალბათ ,არ ინერვიულო კარგად ვიქნები - მკრთალად გაუღიმა და თვალები მილულა -კარგად როგორ იქნები ტო ძლივს იხედები, ჭამე დღეს რამე? ინერვიულე ხო? კაცმა რომ გკითხოს მაგარი ხარ ,არადა ყველაფერზე ნერვიულობ . ახლა ნათია საჭმელს ამოგიტანს და რომ არ შეგჭამ არ ვიცი რას გიზამ. ჩავიცმევ და დავბრუნდები -არ მინდა რა -ჩშ .მაგდა მიდი რა ამოიტანეთ რომელიმემ საჭმელი -ახლავე ბატონო სანდრო ჩაიცვა და ელენესთან დაბრუნდა. მარიამმა ლანგრით შეიტანა საჭმელი და გაუღიმა -შეიძლება? -შემოდი მარიამ , ორი დღეა აქ ხართ და ჩაგაშხამეთ ორივე დღე -რას ამბობ არ გრცხვენია ? გავბრაზდები იცოდე კიდე თუ იტყვი რომ გვაწუხებ, მერამდენედ თქვი უკვე -დამიჯერე შენზე მაგრა ბრაზდება - ჩურჩულით უთხრა სანდრომ ,ელენეს მის მხარზე ედო თავი ,ის კი მის დატალღულ თმაში დააცურებდა თითებს-მტერს ამის გაბრაზება -სანდროო -რა არ ბრაზდები? ჭამე ელე თორე ჩემი ხელით გაჭმევ იცოდე -მართლა არ მინდა -ნუ მიყურებ დაწვრილებული თვალებით არ ჭრის ეგ ჩემზე - ჩანგალი დაარჭო კერძს და წარბი მაღლა აწია- დააღე პირი -პატარა ხომ არ ვარ სანდროო -რა ვიცი პატარა ბავშვივით კი ბუზღუნებ და კრავ წარბებს ,ასაკი შენ არ გეტყობა 20 წლის გოგოსავით გამოიყურები -რაღა დროს ჩემი 20 წელია დავბერდი ქალი -ასეთი თავმდაბალი არ მეგონეთ, თან თვითკრიტიკა არ მომწონს შენი .სარკეში ჩაიხედე საოცრად გამოიყურები ვერასდროს წარმოვიდგენდი ამხელა შვილი თუ გეყოლებოდათ -ზედმეტად პატარამ გავაჩინე და მაგიტომ- სანდრომ პირი გამოუტენა- სანდრო დავიხრჩვი -კარგი ხო .. ასე რო ჭამთ იმიტო ხართ ორივე ჯოხებივით -ჯოხივით ვინაა ბიჭო- ორივემ ერთდროულად თქვა და სანდრომ თვალები გადაატრიალა- ღმერთო ეს ორი ერთნაირი რატომ გამომიგზავნე მე? -მადლობა თქვი რა - მარიამი გაიბუსხა და ტუჩები დაბრიცა -მარიამ ტუჩები - ეს რომ უთხრა თვალები დააწვრილა- თვალები გოგო ,რამდენჯერ გითხარი ვგიჟდები ეგრე რომ შვრები -დიდი ამბავი ისე ხომ ხარ დალაგებული რას ამბობ -არა რა ძაან გამიბლატავდი ხომ გეუბნები გვიანამდე იყვნენ მასთან შემდეგ კი გავიდნენ და დაიძინეს. დილით გაღვიძებულს სანდროს მკერდზე ედო თავი,ის ეფერებოდა და უყურებდა მძინარეს -დილამშვიდობის ქალბატონო მარიამ -დილამშვიდობის- წამოიწია და აკოცა -გადავწყვიტე -რა გადაწყვიტე ნახავ? -კი ვნახავ ხომ უნდა იცოდეს რომ შვილი ჰყავს -მის შესახებ გაიგე რამე? -არა ჯერ , რამდენიმე სათში მომივა ინფორმაცია და გავიგებ სად უნდა შევხვდე -მე სამსახურში არ ვარ დღეს , დამირეკე კარგი -კარგი- ჩაეხუტა და აკოცა -ღელავ? -მარტივი ხომ არაა „მე შენი შვილი ვარ „ როგორ უნდა ვუთხრა არც კი ვიცი , კიდევ კარგი პატარა არ ვარ და არაფერი ჭირდება მისგან თორემ პრობლემებთან ასოცირებას მოახდენდა ,იქნებ არც მას სურდა ჩემი დაბადება და იმიტომ მომიშორა ელენემ -არ ჰკითხე და როგორ გაიგებდი -გიორგი მეტყვის აი მერე ვკითხავ ელენეს თუ საჭირო იქნება -საერთოდ ორივეს ერთად რომ დაელაპარაკო? ასე უფრო სწორი იქნება -ელენე არ შეხვდება დარწმუნებული ვარ -ნუ ეტყვი ... მე დავურეკავ და ვეტყვი სად უნდა მოვიდეს ,მაგალითად რომელიმე კაფე დახურე , გიორგიც იქ დაიბარე და ისაუბრეთ . ან სულაც კომპანიაში დაიაბრე -არა მანდ ყველა ნახავს -აქ ვერ ნახავს ვერავინ , თავად გიორგი მოიყვანონ -ყველაზე კარგი ვარიანტია . ბოლოს და ბოლოს ყველაფერს გავიგებ და სამუდამოდ დავხურავ ამ თემას .იქნებ მერე მაინც დავმშვიდდე -გადაწყდა . ელეს მე გავაჩერებ სახლში , შენ გაარკვიე ყველაფერი და შემატყობინე როდის მოვა გიორგი ...გიორგი რა გვარია? -გიორგი სანიკიძე ....ანუ სვანი არ ვარ - გაიღიმა და ტუჩებზე ეძგერა-მთელი დღე უნდა გამყვეს შენი გემო ,რომ იმოქმედოს და არ დავიგრუზო- ზემოდან მოექცა და მარიამის კისკისიც გამოიწვია -ნუ მკოცნი მანდ მეცინება სანდროოო -ჩშ ხო იცი მე რა ბოროტი ბიჭი ვარ - თვალები დააბრიალა და ფეხებზე ხელი მოუჭირა -ისე ნუ იზამ მთელი დღე საწოლში გატარება რომ მომიხდეს სანდროო- ბოლოს წამოიკვნესა და ფრჩხილები წელზე ჩაარჭო ,რასაც ფილფანის ოხვრა მოჰყვა -ალქაჯი ფისოდ გადაიქცა - კოცნისას თქვა ბუტბუტით და „საქმე“ განაგრძო. რამდენიმე საათში მოკლე ინფორმაციას გაეცნო იმ დიდი საქაღალდიდან რომელიც მიაწვდინეს და ნომერი აკრიფა. გული საოცრად აუძგერდა რამდენიმე წუთში ბოხი ბარიტონიც გაისმა წამით შეცბა თიტქოს საკუთარი ხმა ესმოდა -გისმენთ -ბატონი გიორგი ბრძანდებით? -დიახ - აშკარად მანაც უცნაურად იგრძნო თავი მაგრამ მალევე განაგრძო- თქვენ ვინ ბრძანდებით ? -მე ალექსანდრე ფილფანი თუმცა ჩემი სახელი ვერაფერს გეტყვით, მე ძალზედ მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და იქნებ შევხვდეთ -ალექსანდრე... - ბოხი ხმა სადღაც გაქრა ისე თიტქოს სუსტი უძლური ადამიანი გახდა . სანდროს გაოცება გამოიწვია როცა მაშინვე დასთანხმდა- შევხვდეთ,სად და როდის -თუ გეცლებათ დღესვე ... ჩემს სახლში წინააღმდეგი თუ არ ხართ -მაგიდას დაეყრდნო და თითები ნერვიულად აათამაშა პასუხის მოლოდინში , რომელმაც ცოტა სეიგვიანა -იცით ...კარგი მისამართი მითხარით და მოვალ -ერთ საათში ჩემი მძღოლი მოგაკითხავთ და ის მოგიყვანთ ნახვამდის- სანამ უარყოფას დაიწყებდა მანამ გაუთისა და ამოისუნთქა. მარიამი კაბინეტში იჯდა მის გვერდით და უსმენდა -რაო? მოვა? -მოვა ... მეგონა არ დამთანხმდებოდა , უცნობი კაცი როცა გთხოვს შეხვედრას გაურკვეველ თემაზე რატომ უნდა შეხვდე არ მესმის...თან საჩქაროდ -იქნებ არც ხარ უცნობი, ხმაზე ვერ მიხვდი ვერაფერს? -ვერ დავაკვირდი არ ვიცი ვნერვიულობ , თუმცა როგორ არა აშკარად ისე გაიმეორა ჩემი სახელი თითქოს იხსენებდა ,მერე ტემბრიც შეეცვალა . მიცნობს - მაგიდაზე დაარტყა ხელი და ვისკი დაასხა- საიდან -იქნებ უბრალოდ ტელევიზიიდან თქვენი ფოტოებით იყო მთელი კვირა აჭრელებული ყველაფერი ვინ არ გიცნობს -ანუ იცის ვისი შვილიც ვარ..მითუმეტეს არ უნდა შემხვდეს -იქნებ სწორედ მაგიტომ გხვდება რომ იცის ვისი შვილიც ხარ. -შესაძლოა იცოდეს კიდეც რომ მისი შვილი ვარ? იმაზე დიდი ნაძირალა ყოფილა ვიდრე მგონია .მაშინ ტყუილად ავანერვიულებ ელენეს .მაგრამ არა ახლა უკან ვერ დავიხევ -კარგი დამშვიდდი, სხვა რამეზე ვისაუბროთ და ერთი საათიც მალე გავა ...დამიანეს დავურეკე და ვერც მელაპარაკა ნია ათას საქმეს ავალებს, გაწამაწიაში არიან, იმდენი რამე შემარჩევია დამღალა უკვეო წუწუნებდა . ლიკუნას ველაპარაკე და სულ გამაგიჟა ათასი ვინმე ჰყავთ დაქირავებული ვინ აღარა გეგმავს ქორწილს და კიდე წუწუნებს დამიანე ,ლუკას კიდე მაგრად აახალისებს ეს ყველაფერი და დამიანე აღარც უყურებს ლამის ლუკამ აარჩია ყველაფერიო . -ხო მაგათ ერთნაირი გემოვნება აქვთ, დამიანეს სულ ეზარებოდა საყიდლებზე წასვლა, ლუკა კიდე გიჟია ,სულ ის დადიოდა და ყიდულობდა ყველაფერს მერე ხუმრობდა ცოლი ვარ აბა ვინ ვარ ყველაფერს მე ვაკეთებო . „ჩემზე უკეთ ვინ გიცნობს პაწკუუუუ „-სანდროს გაეცინა და მართლა დაავიწყდა ყველაფერი- ჩემთან რომ გადმოვიყვანე 17 წლისები იყვნენ , ლუკა მაღალი იყო , დამიანე ძალიან პატარა და სულ დასცინოდა , ლილიპუტი ხარო, იმ წელს ისე აიყარა დამიანემ ტანი მერე იცინოდა მე რომ დაგცინოდი ხომ ხედავ ჯინაზე გაიზარდეო . სულ წუწუნებდა ქალივით ვარ ამის დე... ს... წვერი არ ამომდის გაპუტული ქათამივით ვარო მოკლედ ათას სისულელეს დაახეტქებდა. დამიანეს ეკიდა ეგეთი ამბები ეს კიდე ვერ ისვენებდა . „გოგონებს ღვლაპი ვგონივარ და რომ დავუმტკიცო რა ბიჭი ვარ რაღაცით ხო უნდა შევიტყუო საწოლამდეო“ ერთხელ ლუკას ჰქონდა პაემანი ვიღაც ძალიან ლამაზი გოგო იყო ,ნუ ემზადებოდა და იყო გაწამაწიაში, ორი საათი ტრიალებდა სარკის წინ , ჩვენ მშვიდად ვუყურებდით როგორ გამოიცვალა ათჯერ მაინც ნახევარ საათში და მერე მაინც დაგვიანებით მივიდა . დამიანემ დავაი უკან გავყვეთო და წამათრია მეც. კაფეში ძალიან მშვიდად შევედი და მოშორებით დავჯექი , არც ვუყურებდი ,ლუკა თვალებს მიბრიალებდა და ვაიგნორებდი, გაგიჟდა მაგრამ ძლივს რომ მიუჯდა გვერდით გოგოს გადახვია ხელი და „მოუშინაურდა“ დამიანე გამოჩნდა ფერადი სათვალით, თმები არეული ჰქონდა, რაღაც ჭრელი პერანგი ეცვა და მოტკეცილი შარვალი ისეთი რო როგორ ამოიცვა დრემდე ვერ ვხვდები . შეაბიჯა და რომ მიიქცია ყველას ყურადღება, ვითომ დიდი ინტერესით გადახედა ყველას ,ლუკას ფერი აღარ ედო სახეზე მიხვდა რო სამაგიეროს უხდიდა ყველაფრისთვის ,ისიც გაექანა და დაიწყო ეჭვიანობის სცენა. ნუ იქედან როგორ გამოვიყვანე ისინი არ ვიცი ჯერ იმის მეშინოდა იმ დროს ვინმეს არ ჩაექოლა ის ორი , გოგო გაიქცა მანამდე ისე გაარტყა ლუკას მთელი დღე ეტყობოდა თითები . ნაკაშიძე წამოიმართა და დამიანემ ნელ-ნელა იწყო უკან სვლა, ძლივს ჩავდექი მათ შორის მაგრამ მეც არ მომაქცია ყურადღება ისე დაედევნა , ძლივს შეასწრო დამიანემ მანქანაში, სახლში რომ სევიდა ლუკამ კარი ჩაუკეტა და ისე დასცხეს ერთმანეთს ჯერ სიცილისგან ლამის დავიგუდე და მერე გაზავებაზე დამაგჯა ნერვები . ბოლოს ორივე მიესვენა დივანზე, დაკაწრულები და დალურჯებულები და სამივე ერთხმაში ვიცინოდით . -მაგ შარვლის გახდას როგორ აპირებ შე ჩემა -გახდას> გაგიჟდი შენ? - მაკრატელი აიღო და პირდაპირ გაჭრა -ოოჰ ძლივს არ ამოვისუნთქე ტო? -ეგ ისე გიჭერდა ნახე ერთი ხო არ დაგიპტარავდა შე ჩემა -ისე ახარხარდა ლუკა მეორე წრეზე წავედით . უმაგრესი დღე იყო . მარიამმა რომ წარმოიდგინა ყველაფერი იმდენი იცინა გალურჯდა ,გაწითლდდა გამწვანდა. -ვაიმეე ცუდად ვაარ .აუუ დამიანე რომ წარმოვიდგინე ისეთ შარვალში რომელსაც ტანზე იჭრის რომ გაიხადოს აუ -მაგათ იმდენი სიგიჟე აქვთ განაკეთები ათი ტომეული გამოვა . დამი ერთს აკეთებდა და გლავნს . სახლში მიიყვანა ვიღაც გოგო ლუკამ ,დამიანე სამსახურიდან ახალი მოსული იყო და ისეთი დაღლილი იყო ფეხზე ვერ იდგა , მე მაგ დროს გავედი და ვიცოდი რომ დაბარებული ჰქონდა ვწვები და ხმა რომ გავიგო მოგკლავთო .ლუკას სხვა რა უნდოდა კიდე ახსოვდა ის ამბავი და მოიყვანა ვიღაც გოგო .დამიანე ამ ამბავს ისე დრამატიზებით ყვებოდა ლამის ვიპოვეთ მე და ლუკამ ის გოგო , თანხა გადავეცით ზარალის ასანაზღაურებლად და ინვალიდობის პენსიაც დავუნიშნეთ ,იმ ღამის შემდეგ მიღებული დეფექტის გამო. თან ეს რო იძახდა ახლა ხო არ შევუვარდებოდი პირდაპირ იმ დროს ბოლოს ყურზე ვეღარაფერი რო ვერარ მივიფარე და ჩამომენგრა ჭერი თავზე ავიკარი გუდანაბადი და წავედი სასტუმროში აბა რა მექნაო -ლუკა სულ ასეთი გიჟი იყო? როგორ ახერხებდა -ყოველთვის ასეთი იყო, პრობლემას ხალისით ხვდებოდა და ასე იცავდა თავს, თუმცა მარტო ეგ არაა იმის მიზეზი ასეთი გიჟი რომაა . სიმართლე გითხრა ლუკა არასდროს მინახავს იმდენად გაბრაზებული რომ ვინმეს ზედმეტად დაუშაოს რამე, სურისძიება დაისახოს მზინად და გააჯანჯლოს საქმე. თუ გაბრაზდა იჯხუბებს გაუერთიანებს თავ ყბას და იქ დაასრულებს ყველაფერს . დამიანე კიდე სვანივით ჭედავს ხოლმე , მართალია გულში ჩადება არ იცის მაგრამ თუ გაბრაზდა მტერს. მოკლედ ასეა ეგ ორი რომ არ გამოჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში აზრზე არ ვარ რა იქნებოდა ,შეიძლება ვერც გეპოვა ხელმოსაჭიდი ჩემს ხასიათში . ახლა კი დროა „მამიკოს“ შევეგებოთ. ელენე სადაა? -მოსამსახურეებს რაღაც საქმეებზე ესაუბრებოდა ,ქვემოთაა -ისიც მოვა ხუთ წუთში , ჩავიდეთ თავხვდეთ მართალია დრო მხიარულად გაიყვანეს მაგრამ გიორგის ნამდვილად ვერ დახვდნენ მშვიდად. ელენე კაბინეტში იხმო და გიორგიც იქ მიიყვანა მოსამსახურემ. კაბინეტში რომ შევიდა ელენეს ღიმილი წამში შეეცვალა გაბრაზებით, უფრო გაცოფებული იყო, ზიზღი, სიძულვილი ყველაფერი იკვეთებოდა მის მზერაში. სწრაფად წამოდგა და თვალების ბრიალით გახედა შვილს -ეს აქ რას აკეტებს ალექსანდრე! -არ ვიცოდი თქვენც თუ აქ იქნებოდით ქალბატონო ელენე - სანდრო და მარიამი უყურებდნენ 60 წლამდე მიღწეულ კაცს ოდნავ შევერცხილი თმით, რაღა ბევრი აღვწერო სანდრო იყო ასაკში ,თავზე თმითა და წვერით . ხმაც კი იგივე იყო, ირონიული ინტონაციაც ,გამოხედვა ,რაც მთავარია მწვანე თვალები .მართალია ელენესაც მწვანე თვალები ჰქონდა მაგრამ გიორგის ფერი სრულიად სხვა იყო . -საიდან უნდა გაგეგო ჩემს შესახებ ინფორმაცია მე ხომ ისეთი უბრალო ვარ -ისევ ისეთი ისტერიჩკა ხარ წლებმა ვერაფერი შეცვალა ... ჩემი ნახვა და ჩხუბი თუ გსურდა თავად დაგერეკა არ იყო საჭირო მოციქულის მოგზავნა -ეგღა მაკლია შენთან საუბარი მინდოდეს და თან სხვა გამოვგზავნო -იმედია დიდხანს არ გააგრძელებთ „ჟღურტულს“ ... მე დაგიბარეთ ბატონო გიორგი . ელენე გთხოვ დარჩი - კარისკენ მიმავალ ქალს გახედა და ისიც შედგა - უნდა ვისაუბროთ აუცილებლად .მინდა რომ სიმართლე ვიცოდე -რა სიმართლეზე საუბრობთ მეც რომ ვიცოდე -ანუ ჩემთვის რომ მოგესმინა ეს ვიგინდარაც აქ უნდა ყოფილიყო? აუცილებელი იყო? იმდენად არ გჯერა ჩემი რომ ისტორიის ორ ვარიანტს ელოდები -იქნებ მე არ მსურს არაფრის თქმა -შენ საერთოდ რა უნდა თქვა ,საამაყო ცხოვრებაში არაფერი ჩაგიდენია , დარწმუნებული ვარ არც შემდეგ გამოგიჩენია თავი გმირობით შვილს რომ უამბო და შენით იამაყოს ,როგორი იდიოტიც იყავი ისეთი დარჩი . ზედ გაწერია ყველაფერი -ჩემი შვილები არაჩვეულებრივად მიცნობენ და იციან როგორიც ვარ -ჩემი არ გიცნობს სამაგიეროდ და იმის მიხედვით თუ იმსჯელებს დედამისთან როგორც მოიქეცი დიდად არ იამაყებს შენით ,უბრალოდ შერცხვება რომ შენი სისიხლი აქვს. ახლა ვნანობ რომ არ გაგაქრე სამუდამოდ ,რათა ამერიდებინა მისტვის ეს დღე მაგრამ დროის უკან დაბრუნება არ შეგვიძლია სამწუხაროდ,თორემ მთელი 35 წლით გადავახვევდი და მანამ ამოგშლიდი ჩემი ცხოვრებიდან სანამ ფეხმძიმეს მიმატოვებდი .თავად წავიდოდი შენგან და სვილსაც არ წამართმევდა არავინ -რა შვილი ჩემი შვილი რომ მოკალი არ გახსოვს? მე ამ თემასთან დაკავშირებით რატომ მელაპარაკები ვერ ვხვდები . საერთოდ რა შუაში ვარ ...როგორ ახერხებ ყველაფრის ჩემზე გადმობრალებას მიკვირს -შენ ... შენ სულ გაგიჟდი ხო? ასე როგორ დაეცი იმასაც მეუბნები რომ -რას რომ ჩემთან იყავი და ერტდროულად სამი საყვარელი გყავდა? ცდიდი ვინ უკეთესი იყო მერე რომ აგერჩია? - იმ წამს ისე აუკიაფდა თვალები ბრაზისგან როგორც სანდროს. ორივე ერთნაირად იხედებოდა. სანდრო აქამდე თუ მაგიდასთან იდგა და ელოდა მათ გაჩერებას ახლა მანძილი გადაკვეთა და გახევებული ელენეს წინ დადგა -გაიმეორე რა თქვი - საყელოში წვდა და იღრიალა -შენი დამპალი პირით გაიმეორე რა თქვი სულ ყ... ვისი სისხლი მაქ ახლავე მოგკლავ მხოლოდ იმიტომ რომ ასე ელაპარაკები დედაჩემს და მართლა თუ მაგას აკეთებდა სირცხვილით დაწვის მაგივრად ,რომ გრცხვენოდეს რომ კაცის სიმულირება ხარ პირიქით ამაყად იძახი ყველა შენნაირის დ... შ... და ეს სისხლიც აორთქლდეს ნეტა და მარტო ელენეს წილი დარჩეს მართლა მრცხვენია რო შენნაირის სისლი მაქ ... რა .. რატო მიყურებ ასე დაკვირვებით რამე ხო არ გეცნო ... თუმცა რა გეცნო ტოო ის ხო ბოზ... იყო შენ ვაფშე არც ვიცი ვინ იყავი რომ გღალატობდა თურმე რამდენიმესთან და შეიძლება ყველასი ერთად ვარ რა იცი ჰაა -რა გამოდის რო შენ... ჩემი ..ჩვენი შვილი ხარ -დამცინი ხო? ნამდვილად დამცინი ... შეუძლებელია ნამდვილად ფიქრობდე ამის გარეგნობა ხასიათი ქცევა ყველაფერი რო გვერდით გადადო შეუძლებელია ფიქრობდე რომ გღალატობდი ... - ელენეს ჩამწყდარი ხმა გაისმა და სანდრომ უკან მიიხედა, ისეთი დაპატარავებული და დასუსტებული ეჩვენა ელენე ფილფანი , ძარღვები უარესად დაებერა, სისხლმა საოცარი სისწრაფით დაიწყო მოძრაობა, ცოტაც და დახეთქდა კაპილარებს -კარგი რა ელენე ახლა ხომ დასრულებულია ყველაფერი რომ აღიარო რა დაშადება ამით არ გიყვარდი და მორჩა ... უბრალოდ ,სანდრო ჩემი შვილია ? -კითქვისნიშანს ვერ აქრობ დავჯერო? შენს ახალგაზრდობას უყურებ სხვა სამოსში და კითხვისნიშანი არ ქრება კიდე? ასეთი ჩლუნგი როგორ დარჩი , რამ გამოგირეცხა ასე ტვინი ... არცერთ კითხვაზე არ გაგცემ პასუხს უბრალოდ ასე არ დავიმცირებ ტავს, საკმარისია ,მთელი ცხოვრება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მეყოფა შენტან როგორაც დავიმცირე თავი ის რამდენიმე წუთი მეყოფა ბოლომდე - სადღაც შემორცენილი ძალა მოიკრიბა, ისევ ისე შეხედა , რომ გააქვავებდა ნებისმიერს და სანდროზე გადაიტანა მზერა- შეგიძლია ამ არსებას გაესაუბრო თუ ასე ძალიან გინდა , მე არაფერს გეტყვი. შენთანაც კი არ დავიმცირებ თავს , მე დიდი ხნის წინ გითხარი რომ მოგიყვებოდი სიმართლეს მაგრამ არ მომისმინე , ამის თუ უფრო გჯერა მე წინააღმდეგი არ ვარ -ნურაფერს მეტყვი უბრალოდ აქ იყავი, ჩემთან უკანასკნელად გთხოვ იმის გაკეტებას რაც არ გინდა, გეფიცები თუ მოისურვებ ამ საუბრის შემდეგ ,თუ ისე იქნება რომ უფრო გეტკინება გული აქ დარჩენაზე სიტყვას არ დავძრავ . უბრალოდ აქ იყავი - ხელი ჩაკიდა და ისე შეხედა როგორც არასდროს. ელენეს არ შეეძლო შეწინააღმდეგება კიდევ ერთხელ დაიხია უკან მის გამო. მარიამმა ადგილი დაუთმო და წყალი მიაწოდა ,ყველაფერს აკვრიდებოდა ფხიზელი გონებით და ხვდებოდა რომ რაღაც ისე ვერ იყო . -რა გინდა რომ გითხრა შვილო -შვილო არა სანდრო ! ისტორია თქვენი სიტორია თავიდან ბოლომდე -აუცილებელია მოვყვე? არასასიამოვნო მოსასმენი იქნება შენთვის -ნუ ღელავ , არასასიამოვნო იყო მთელი ჩემი ცხოვრება ბოლო რამდენიმე თვემდე -უბანში ვიდექით ბიჭები ,როცა თავის მეგობრებთან ერთად გამოიარა. ყველა დანარჩენს ვიცნობდი მხოლოდ მას არა . ისე გაიარა ზედაც არ შემოგვხედა თითქოს დედოფალი იყო , გავგიჟდი და მანამ არ მოვისვენე სანამ არ გავიცანი. თავიდანვე უხეშად მელაპარაკებოდა , ნერვებზე თამაშობდა . ბოლოს შეგვიყვარდა ერთმანეთი , მეგონა რომ მასაც ისე შევუყვარდი როგორც მე . მიუხედავად იმისა რომ გავიგე მდიდარი იყო ყველაფერი დავივიწყე და ვიფიქრე,თავი დავარწმუნე რომ სიყვარულს ჩემი სიღარიბე ვერ შეაჩერებდა , მე ვუყვარდი და არა ფული . ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ რომ არაფერი გამოვიდოდა , რომ მდიდრებს გასართობად სჭირდებოდათ ღარიბები და ისიც მეთამაშებოდა მაგრამ სიყვარული აჩლუნგებს . როცა სახლიდან წამოვიდა ჩემს გამო ვიფიქრე რომ მართლა წრფელი იყო მისი გრძNობა. მე უკვე 23 ვიყავი და ვმუშაობდი ისეთივე ფუფუნებაში ვერანაირად მეყოლებოდა როგორშიც იზრდებოდა , მხოლოდ სიყვარულს ვაძლევდი რაც შეუფასებელი მეგონა მაგრამ არ დააკმაყოფილა ამან და მდიდარ მამიკოს ბიჭში გამცვალა როგორც კი წავედი ქალაქიდან . იქედან დაბრუნებულს მითხრეს რომ საავადმყოფოსი ჰყავდათ, როცა ვიკითხე რატომ გავიგე რომ აბორტი გაიკეთა, გართულებები მოჰყვა და ამიტომ იყო იქ რამდენიმე დღით . საშინლად გავბრაზდი სწორედ მაშინ როცა მის მშობლებტან უნდა ავსულიყავი ელენეს წამოსაყვანად მითხრეს რომ თავის ერთ-ერთ თაყვანისმცემელს წაჰყვა რუსეთში საცხოვრებლად ,რომ მასზე იყო დანიშნული თან დიდი ხნის წინ და საერთოდ ვინ ვიყავი მე არ იცოდნენ . -ეს ამბავი ახლა მოიფიქრე თუ დიდი ხანია ფიქრობდი. შენ რა გინდოდა ქუჩაში გარჩევებზე მსახიობი უნდა ყოფილიყავი - უემოციოდ , დაცარიელებულმა უთხრა და კანკალით დალია წყალი . -რა არ იყო ასე ? -რა იყო მარტო ასაკი იყო მართალი ის თუ როგორ გამიცანი , როგორ გამაბრიყვე, უარი მათქმევინე მშობლებზე, სწავლაზე, ყველაფერზე რაც კი მანამდე მქონდა და იმდენად გამასულელე რომ შენტან ერთად გადმოვედი. შენც ერთობოდი რა გენაღველოდა რაღა გერბინა წინ და უკან ერთი უბნიდან მეორეში შენს ლოთ ნარკომან და მკვლელ ძმაკაცებტან ერთად ქალების ასაგდებად. მშვენიერი თოჯინა ვიყავი, თან მაგრად გისწორდებოდა ასეთ იდიოტს ასეთი გოგო რომ გყავდა. ხანდახან საერთოდ სცენებს მიწყობდი რომელიმე ძველი მეგობარი თუ შემხვდებოდა და მომესალმებოდა იმაზეც კი ,თიტქოს გეშინოდა რომ სხვა წაგართმევდა ჩემს თავს. ბოლოს როცა წახვედი და მარტო დავრჩი გავიგე რომ ფეხმზმედ ვიყავი, ბავშვს ველოდებოდი თვითონ ბავშვი , წერილი გამოგიგზავნე გთხვე დაბრუნებულიყავი რადგან რთული ფეხმძმობა მქონდა და მარტოს გამიჭირდებოდა . შენ კი რა გააკეთე ვიღაც ბოზ... გამომიგზავნე რომელიც ცემზე უკეთ გართობდა იმ პერიოდში და ფული გამოატანე აბორტისთვის. არ დავიჯერე და შენს საყვარელ ძმაკაცებს მივადექი ,იმათ კი საერთოდ დამარწმუნეს როგორი ჩიტიც იყავი მინდა გითხრა არაჩვეულებრივად განახორციელეს შენი დანაბარები , ზედმიწევნით ცხოველურად, დაუნდობლად, არაადამიანურად ისე რომ პირდაპირ საავადმყოფოსი მოვხვდი ,მადლობელი ვარ ისე თავში ჩარტყმის დროს გამინათდდა რაღაც წერტილი და მივხვდი რომ მშობლებზე კარგი არავის უნდა შვილისთვის , რომ რასაც გეტყვიან უნდა დაუჯერო და მუცელში პეპლების ფარფატს არც კი მიაქციო ყურადრება .ისინი არიან ერთადერთი ვინც მიგიღებს განადგურებულს, სულიერად და ფიზიკურად დამახინჯებულს, ფეხმძიმე 16 წლის იდიოტს . დაივიწყებენ იმას რომ მთელს ქალაქში სახელი შეურცხვინე, გაანადგურე მათი რეპუტაცია, საჭორაო გახადე იმ ხალხის ვინც თავად განადგურებულია და უარესებს სჩადიან . სვავების ხროვაში ჩავარდნილი არწივი დამიდგა გვერდით . როცა ვიმშობიარე შეტანხმებული ვიყავი მათთან რომ სწავლას გავაგრძელებდი ბავშვი კი მანამდე საქართველოში დარცებოდა ჩვენს ნათესავთან , რათა რუსეთშიც არ დაეწყოთ ჭორაობა ჩემზე , პრობლემა შემექმნებოდა ბავშვთან ერთად თან ვერც მოვუვლიდი , მე ხომ მაინც სულელი ვიყავი და ერთი კვირის გაჩენილი შვილი რომლის სურნელიც არასდროს დამვიწყებია ჩემს დაქალს გადავეცი რადგან მოძრაობა არ შემეძლო ,ისე სუსტად ვიყავი. ჩემი მშობლები კი საქმეებზე იყვნენ წასულები და ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ უამინდობის გამო. იმ ზამთარს იმხელა თოვლი იყო როგორც არასდროს . ჩემმა საუკეთესო დაქალმა რომელსაც წლების შემდეგ გავარკვიე რომ სიგიჟემდე უყვარდი ჩემი შვილი ,ჩემი ერთი კვირის დაბადებული შვილი თავშესაფარში მიუგდია , ყინვაში, ქარბუქში კართან რომლის შიგნით უარესი ჯოჯოხეთი ელოდა . ყველაფერი იმიტომ რომ დედა ჰყავდა სულელი , სულელი ბავშვი რომელმაც ჭკუა ვერ ისწავლა მანამ სანამ არ დაკარგა ერთადერთი რაც გააჩნდა . ამ ყველაფერს მხოლოდ შენს გამო ვამბობ , დაიჯერებ თუ არა შენი გადასაწყვეტია, მე ბოლომდე დამნაშავე ვარ შენს წინაშე უბრალოდ აქ თუ იქნები და ნებას მომცემ გიყურო ბედნიერი ვიქნები - სავარძელს დაეყრდნო და ისე წამოდგა, მიაბიჯებდა და თან მიჰქონდა ორ წყვილ თვალში აკიაფებული სხივი , ორი გულის ძგერა . მარიამმა უბრალოდ ერთხანს უყურა ორივეს მერე კი ჩამწყდარი ხმით თქვა -სანდრო ... გააკეთე რამე ასე ნუ გაუშვებ გთხოვ-არ დალოდებია პასუხს . უკვე დერეფანშ მყოფ ელენეს დაეწია და მთელი ძალით მოხვია ხელები, ისე თითქოს სასწაულმოქმედი იყო. იცოდა რომ ვერაფერს გააკეთებდა ამით რომ მისთვის მხოლოდ სანდროს აზრს ჰქონდა მნიშვნელობა მაგრამ არ შეეძლო, თავად სტკიოდა და სურდა მისი ჩახუტება -მე...უნდა წავიდე , შეიძლება გინახულოთ ხოლმე ...დაგირეკავთ ხშირად. მაგრამ აქ ვერ დავრჩები ....არ შემიძლია - თავი დაიხსნა და გასასვლელისკენ წავიდა. სწრაფად გამოფხიზლდა ყველა. მძღოლს უკვე მანქანა ადგილზე ჰყავდა, დაცვაც ჯდებოდა თავად კი მიაბიჯებდა გამართული მაგრამ შინაგანად ჩამქრალი, განადგურებული, ტიროდა,უხმოდ, სახე მთლიანად დაღარული ჰქონდა ცრემლებით ,ხელები უკანკალებდა, მიტკლისფერი ედო სახეზე და ტუჩები თანდათან ულურჯდებოდა . -დედა მოიცადე გთხოვ მე სამი საყვარელი ქალი მჭირდება გვერდით რომ ბედნიერი ვიყო ქალი რომელმაც გამაჩინა, ვინაც სიყვარული გააჩინა ჩემთვის და მესამე რომელიც ამ სიყვარულის ნაყოფი იქნება და ბებოს დაგიძახებს . მთავარი თუ წავიდა ის ბედნიერება აღარ იქნება როგორიც უნდა ყოფილიყო - უკვე მის უკან იდგა, ელენეს ხელი მოხვია და აქვითინებული ქალი გულში ჩაიკრა - მადლობა დედა , მადლობა რომ ყველაფრის მიუხედავად გაუძელი და სიცოცხლის უფლება მომეცი ,მადლობა რომ მიპოვნე და მადლობა რომ ჩემთან იქნები . შენი ცრემლები ყველაზე ძვირად ფასობს და არ მოგცემ უფლებას დაღვარო ,მხოლოდ ბედნიერების დროს .- ცრემლები შეუმშრალა და სახე დაუკოცნა- მიყვარხარ დე, დედა ,დედიკო -მადლობა ღმერთო ... მადლობა რომ ასეთი კარგი ხარ ,რომ მაპატიე ,მადლობა რომ გიყვარვარ რომ არსებობს, რომ იბრძოლე და ასეთი ხარ ,ასეთი კარგი დე .... მარიამი ტიროდა , ეღარ გაუძლო და თვითონაც მოხვია ხელები დედა-შვილს . -მეც მიყვარხართ ორივე ,დღეიდან გიკრძალავთ მოწყენას, ცრემლებს, ჩხუბს , ყველაფერს ცუდს, დღეს ვასრულებდ შავ მოგონებებს და ნათელი სხივის გაბრწყინების დროა . გასაჩივრებაას არ ექვემდებარება მყუდროება მოსამსახურის კიილის ხმამ დაუღვია. ალექსანდრე პირველი შევარდა სახლში, კაბინეტში დაბრუნდა და დაინახა იატაკზე გაშოტილი გიორგი, გაფითრებული .არარც კი სუნტქავდა. ადგილზე მიეყინა ,ხელები აუკანკალდა გაახსენდა გასვლის წინ რაც უთხრა და დანაშაულის გრძნობამ შეაწუხა ცხოვრებაში პირველად. ელენე რომ შევიდა მაშინვე მასთან მივარდა -გიორგი ...გიორგი გამოფხიზლდი... არ მოკვდე აქ არა ...ახლა არა პასუხი უნდა აგო მაგრამ არა სიკვდილით . მარიამმა დაცვა გამოიძარა მანქანაში ჩასვეს და სასწრაფოდ წავიდნენ საავადმყოფოში იქ უკვე ელოდათ ექიმთა ჯგუფი. გულის შეტევა ჰქონდა , სასწრაფო ღონისძიებებს მიმართეს . -რომ მოკდეს ? ჩემი ბრალი იქნება, მე ვიქნები დამნაშავე -არ მოკვდება და შენ არაფერ შუაში ხარ.ყველა თავის ცოდვებისთვის ისჯება -ამათ აქ რა უნდათ- დერეფანში შემოჭრილ ჟურნალისტებს გახედა რომლებსაც მოესწროთ ფტოების გადაღება , დაცვა ძლივს აკავებდა. როგორც იქნა გაუშვეს შენობიდან .-ესენიღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის - ახლა მოუნდა სიკვდილი , აუცილებლად მე უნდა მიმეწეროს მაგის დამპალი სული . თუ ჰგონია ნებას მივცემ ძალიან ცდება.-ელენე გაავებული იყო. ექიმი გამოვიდა პალატიდან და მოახსენა რომ ყველაფერი სტაბილურად იყო. რამდენიმე დღით დარჩებოდა კლინიკაში და მკურნალობის კურსს ჩაიტარებდა. -გმადლობთ ქალბატონო თამარ - ექიმს გაუღიმა მარიამმა ისიც წავიდა . ექთანმა კი პროცედურები დაასრულა და შესვლის ნება დართოთ. შესვლისთანავე მისი თვალები მოხვდა თვალში, განადგურებული იყო , სწორედ ეს სურდა მთელი ცხოვრება თუმცა ახლა სარეთოდ არ სიამოვნებდა -არ მოკვდები , იმკურნალებ და კარგად იქნები . შენს შვილებს დაურეკეს და მოვლენ -მაპატიე... თუ შეგძლია მაპატიე გევედრები... მე არაფერი ვიცოდი რაც ვთქვი ის მიმაჩნდა მთელი ცხოვრება სიმართლედ .რომ მცოდნოდა ფეხმძიმედ იყავი აუცილებლად ჩამოვიდოდი -მაგაზე ლაპარაკი არ მსურს. ყველაფერი სანდროს გამო ვთქვი. რადგან არ კვდები აქ აღარაფერი მესაქმება. გამოჯანმრთელებას ვერ გისურვებ არ ვარ კეთილი სურვილებით დახუნძლული . კარგად ბრძანდებოდე , უკანასკნელად გიყურებ ვიმეოდვნებ -ელენე...- გიორგი უყურებდა მიმავალს თუმცა მას უკან არ მოუხედავს. ამაყად განაგრძო გზა და მშვიდად დაბრუნდა სახლში. გათავისუფლებული ტვირთისგან,თითქოს სიმართლის თქმით ყველაფერი დაივიწყა. შვილი დაიბრუნა და ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი იყო , სხვა ყველაფერი უფასურდებოდა. სანდრო კი პალატაში იყო. გიორგის უყურებდა შემდეგ კი ჩამწყდარი ხმით წარმოთქვა -მჯერა რომ არაფერი იცოდი ,შეუძლებელია თვალები ტყუოდნენ. ვის უნდა გაეცურებინეთ ასე მწარედ თუ არა ელენეს მშობლებს აბა ვის? -არ ვიცი ... -არ იცი მაგრამ ფაქტია რომ ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული წყვილი ვიღაცის ბოროტი ჩარევის გამო დაშორდა და სამუდამოდ დაღი დარჩათ. მეც ისევე დავიტანჯე როგორც თქვენ. ის სიტყვები... გაბრაზებულ გულზე ვთქვი ,ვერ გავიაზრე მომხდარი და ... -შემიძლია შეგხვდე ხოლმე? მე ორი შვილი მყავს გოგონები 23 და 18 მინდა რომ გიცნობდნენ -აუცილებლად გავცნობ მაგრმ არა ახლა. ისედაც ინერვიულებენ შენს გამო . მოგვიანებით შევხვდებით . სიმართლე შეგიძლიათ უთხრათ- ხელზე ხელი დაადო და წავიდა. მარიამს ხელი მოხვია და მასთან ერთად განაგძო მდუმარედ გზა. ესეც დასრულდა ,უკვე ვიცი რომ ბოროტი ადამიანების მსხვერპლნი ვართ და არა დედაჩემის უგულობის . მადლობა რომ წამაქზე, თორემ არასდროს გავარკვევდი სიმართლეს. -ყველაფერი კარგად იქნებათქო ხომ ვამბობდი- აიწია და ლოყაზე აკოცა-მიყვარახ ფილფანო -მეც მიყვარხარ ახვლედიანო. ერთი კვირა დამშვიდებას დასწირდა, ყველაფერი კაპოტში ჩადგა , გვირგვინი დამიანეს და ნიას ქორწილმა დასვა. ყველაფერი საოცრად იყო , ნამდვილი დედოფალი იყო ნიაკო. ბრწყინავდა , დამიანე კი მოუხერხებლად გრძნობდა თავს, ღელავდა კიდეც ბოლოს როცა ბაბთა მოიშორა ,პიჯაკიც მიაგდო და მეგობრებს შეერია უკვე დარწმუნებული რომ ნია სამუდამოდ მისი იყო გართობა დაიწყო. ლუკა ,ლიკუნას მოთხოვნებს ასრულებდა , რაღა ლუკა ლამის ყველანი დარბოდნენ აქეთ-იქით . საცეკვაო მოედანი უამრავ წყვილს ეჭირა, ვალსს ცეკვავდნენ . ცენტრში დედოფალი იდგა ნეფესთან ერთად. ულამაზესი კაბით ,ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო. ცეკვის დასრულების შემდეგ ჯერი თაიგულის სროლაზე დადგა, ვისაც უკვე გარკვეული ჰქონდა თავისი ამბავი მოშორებით დადგნენ, ლიკუნამ ორივე და დააყენა ახალგაზრდებს შორის , მათეს და ნიას გადახედა, ყველაფერი დასახული გეგმის მიხედვით უნდა წასულიყო. რამდენჯერმე გაითვალა. ქეთო უინტერესოდ უყურებდ ასიტუაციას . არც ცდილობდა დაჭერას. რამდენჯერმე მოატყუა ქეთომ ისინი.ბოლოს სწრაფად შებრუნდა და ქეთოს მიაჩეცა თაიგული რომელიც თვალეგაფართოებული უყურებდა და ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. სანამ მათე არ აესვეტა წინ. ამაზე სულ გაგიჟდა -ცოლად გამომყვები ქეთო?- დიდხანს უყურებდა,ყველა გასუსული იყო . ირგვლივ მიმოიხედა, ვერ აზროვნებდა, რაღაც დადგმა ეგონა,როგორ შეიძლებოდა ორ კვირის შემდეგ არანაირი ურთიერთობის, შესავლის, სიყვარულის ახსნის გარეშე ცოლობა ეთქოვნა კაცს რომელიც არ უყვარდა . თაიგული ხელში მიაჩეჩა და დარწმუნებულმა დაამატა -რა თქმა უნდა არა! კონცერტი დასრულდა შეგიძლია ქორწილს დაუბრუნდეთ და გაერთოთ- მათეს არც კი შეხედა ისე აუარა გვერდი და გასასვლელისკენ წავიდა -ხომ ვამბობდი -მეც ხომ სწორედ მაგიტომ შევასრულე გეგმა ბ პირველად რათა გეგმა ა განმეხოციელებინა - მათემ გაიცინა. დაემშვიდობა მეგობრებს და ლკუნას აკოცა- იცოდე დაივიწყე რომ და გყავს -ნამდვილად მომკლავს მაგრამ რა ვქნა რომ ვიცი ერთმანეთისთვის ხართ გაჩენილები -რა ხდება არ მეტყვით? -მათეს ქეთო უყვარს, მისი მოტაცება სურდა, მერე სულ გაგიჟდება ასე რომ დავავლო ხელიო, ცოტა ცივილიზებულად უნდა მოვიქცეო. ლუკამაც შესთავაზა ეს ამბავი, თუმცა ვიცოდიტ რომა რ დასთანხმდებოდა და აი ისევ მოტაცებაზე შევჯერდით -შენ კიდევ ასე მშვიდად ყვები ამ ამბავს? -ვიცი რომ კარგ ბედში ჩავარდება . ალექსანდრესთან მივიდა და ჩაეხუტა -მგონი ყველა გაგიჟდა ურჩხულო ... მათეც კი -მხოლოდ ჩვენ დავრჩით მარიამ - გაიცინა და ხელები მოხვია - გინდა გავიპაროთ? -სად გავიპაროთ -ყაზბეგში და ჯვარი დავიწეროთ -ცოლობას მთხოვ? -არ გთხოვ გთავაზობ წამოხვიდე , ცოლი ისედაც ხარ .უბრალოდ იქ რომანტიულ თაფლბისთვეს მოვიწყობთ. მხოლოდ მე და შენ -ასე რომ მიყურებ ხომ გეუბნები ყველაფერზე თანახმა ვარ -ანუ ვიპარებით ნეფე დედოფალთან ერთად- გასასვლელისკენ მიმავალ წყვილს გახედა და გაიცინა. ხელი ჩაკიდა მარიამს და სწრაფად გაეცალნენ იაქაურობას. ლენა გაოცებული იყო მომხდარის გამო. აზრზე ვერ მოვიდა ისე მოხდა ყველაფერი, შემდეგ ლიკუნამ ახარა ჩვენი და მოიტაცესო და ემოციისგან ძალაგამოცლილი მაინცადამაინც თორნიკეს მკლავებში ჩაესვენა -კარგად ხარ? -მე... მე არა ..გამიშვი თავადაც შევძლებ -რას შეძლებ ფეხზე ძლივს დგეხარ. ნუ გეშინია და ნუ თრთი ასე ჩემი შეხებისას -ახლა არაა მაგის დრო -ახლა არ მითხრა ვნერვიულობ ჩემი დის გამოო -მოიტაცა და როგორ არ ვინერვიულო -ეს ასე ვთქვათ მოვლენებს დააჩქარებს სხვა არაფერი .ადრე თუ გვიან მაინც ერთად იქნებოდნენ -ანუ წინასწარ ხვდები მაგას? იქნებ და არ უყვარს -უყვარს თან ძალიან-უყურებდა თვალებში და ეშმაკურად იღიმოდა -დავიჯერო ასე ხვდები ვინაა ერთმანეთისთვის გაჩენილი და ვინ არა? -დიახ. დარწმუნებული ვარ შენ მხოლოდ ჩემთვის გაჩნდი და სხვა არავისთვის- ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი გონებამ სიტყვების გააზრებაც ვერ მოასწრო როცა რაღაც რბილი იგრძNო ტუჩებზე, შემდეგ უფრო ძლიერი გახდა. ბოლოს კი მთელი გრძნობით უკოცნიდა ბაგეებს ბატონი თორნიკე ნიაკოს, ისიც გატრუნული იდგა, თიტები მის პერანგზე ჰქონდა ჩაჭერილი და ძლივს სუნთქავდა. როცა კოცნა შეწყვიტა ისევ ისე იდგნენ , მახალდიანმა შუბლზე მიაკრა ცხელი ტუჩები და ბოლო სიტყვები დაუტოვა“ მახალდიანის გოგო ხარ „-ბოლოჯერ გაიგო მისი ხმა როცა გონს მოვიდა მარტო იდგა , ირგვლივ არავინ იყო, შენობიდან კი ხმაური ისმოდა. მარიამი და სანდრო ყაზბეგის გზას გაუდგნენ. დამღლელი გზის მიუხედავად მხიარულად იყვნენ, მეორე დღეს ჩავიდნენ შესვენების, წახემსებისა და შოპინგის შემდეგ. საქორწინო სამოსით ვერ ივლიდნენ . სახლი იშოვნეს და დაღლილები დაბინავდნენ. საღამოს კი გერგეტის სამებაში ღვთის წინაშე ცოლ-ქმარი გახდნენ. საოცარი დღეები გაატარეს. ცივილიზაციისგან შორს, არავინ ციოდა მათი ადგილსამყოფელი,ვერც უკავშირდებოდნენ. ელენე გიჟს გავდა, სახლში იჯდა სიგარეტით ხელში და მერამდენე ღერს ეწეოდა ღმერთმა უწყის. მხარზე ხელის შეხება იგრძნო და მაშინვე უასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა -აქ რა გინდა -სანდროს ნახვა ... -არ არის -სად არის? -არ ვიცი... რომ დაბრუნდება შეგეხმიანება თუ სურს .არ ვიცი სად წავიდნენ , არც ის როდის დაბრუნდებიან და საერთოდ როგორ არიან. მშომაც კი არაფერი იცის ცოტაც და შევიშლები ასე რომ აორთქლდი აქედან შენი დანახვა უარესად მხდის -სად წახვიდოდი მათ ადგილას რომ იყო ... -როგორ მათ ადგილას -რომ გიყვარდეს და გინდოდეს მშვიდად ყოფნა, ამდენი აურზაურისა და დაღლილობის შემდეგ -ყაზბეგში... სანდროს ეყვარება დარწმუნებული ვარ ჩვენ ორივენი ვგიჟდებით ყაზბეგზე ...აქამდე როგორ არ გამახსენდა . ახლავე გავარკვევ - სწრაფად წამოდგა რამდენიმე ადგილას დარეკა. მიშოსაც შეატყობინა . ბოლოს კი ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ ყველანი ერთად წავიდნენ ყაზბეგში. მიშოს და ლიზის , ლუკა და ლიკუნაც მიჰყვნენ, დამიანეს და ნიასაც ერთკვირიანი განმარტოების შემდეგ ქალაქიდან გასვლა არ აწყენდათ. ასე რომ ყველანი გაემართნენ მეგობრების მოსანახულებლად. სანდრო და მარიამი ეზოში ,ჰამაკში იწვნენ ერთმანეთზე მიხუტებულები, სანდრო ეფერებოდა და მისი სურნელით ტკბებოდა, მარიამი კი გატრუნული იწვა და ულამაზეს მტებს გასცქეროდა. სიმშვიდე მანქანების ხმამ დაარღვია,რომელიც ასე იშვიათი იყო იქ .როცა მათ ჭიშკართან გაჩერდა წამოდგომაც ვერ მოასწრეს ისე გადმოფრინდა ლიკუნა -გვრიტებო გეგონათ დაგვემალებოდით? ვერ მოგართვით -აქ რა გინდათ თქვენ -აიიი გეგონათ ხო მოვტეხავთ სასტავს და ვიგულავებთო... ჩვენ რისთვის ვართ თუ არ გაგილამაზეთ დღეები -მიშიკო აჰყვა -არა პროსტა როგორ დამტოვე და როგორ წამოხვედი მითხარი რა-ლუკა აწუწუნდა და მოეხვიაა- მომენატრე ძმაა -ვაა თაფლობის თვე ჩაიშალეთ ? -არაა გენაცვალე იმდენი ხანია შეკეტილი ჰყავს ეს გოგო სოფთა ჰაერზე სექს. დავაკავო იქნებ ცოტა ძალა მიეცსო და გამოგვყვნენ რა -ლუკა ნაკაშიძე მთიდან დაგორებაზე რა აზრის ხარ -აუუ ბეიბი ნუ მეძაბები რააა -დედა როგორ ხარ?- ისე გათბა ორივე ამ სიტყვის წარმოთქმისა და გაგონებისას ესეც საკმარისი იყო. ელენე გულში ჩაიკრა და თავზე აკოცა- მეც მომენატრე ელე- ჩურჩულით უთხრა და ლოყაზე აკოცა -მაპატიე უბრალოდ ძალიან ვღელავდი,მიშოს ვუთხარი და ყველანი წამოვედით ბოლოს -ხოდა იწყებააა ქეიფი დო კანცააააა ორი დაქორწინებული გვყავს არ უნდა დავასველოთ?-ლუკას წამოძახილის შემდეგ ყველაფერი გამზადდა. სუფრა გაიწყო და ბუხართან სითბში მოკალათდდნენ კიდეც. გათენებამდე ილხენდნენ . ყველაფერი მაგრად იყო. ლიკუნა რომ გაქრა და რამდენიმე წუთში მათესთან და ნიასთან ერთად დაბრუნდა ნამდვილი აჟიოტაჟი მაშინ უნდა გენახათ. აქამდე მშვიდად მყოფი ლენაც კი წამოფრინდა და მონატრებულ დაიკოს მოეხვია -როგორც ვხედავ ორი კი არა სამი წყვილი ცოლ-ქმარი გვყააავს -ასე უცებ მოარჯულე მათიკო? საღოოოლ შენ -მოარჯულე რას ნიშნავს უბრალოდ ... -ქეთოოო -კარგი ხო აღარაფერს ვამბობ ყველაფერი სიყვარულის ბრალია მართლა ასულელებს. რას წარმოვიდგენდი ეს თუ მართლა შემიყვარდებოდა -წარმოუდგენელია მაგრამ გვიყვარდება ერთმანეთი ჩემო ქეთუსიი ერთი კვირა იყვნენ ყაზბეგში. თოვლიც მოვიდა და გართობის ახალი საშუალება გაუჩნდათ. ლენაც აიყოლიეს რომელიც დაღვრემილი იჯდა ხოლმე თავისთვის და ფიქრებით ისევ თორნიკესთან იყო. რომელიც ქორწილის მეორე დღესვე დაბრუნდა ესპანეთში. ........... ლიკუნა იბერებოდა და იბერებოდა . ბოლოს როცა ზედმეტად დიდი ჰქონდა მუცელი ,მეათასედ ჰკიტხა ექიმს დარღვევის შესახებ. როგორც იქნა პასუხი მიიღო. ტყუპებს ელოდა და შესაბამისად გაბერილიც ორმაგად იყო. ლენას საატესტატოების დასრულების დღეს, სახლში აღნიშნავდნენ როცა მშობიარობა დაეწყო. განწირული კიოდა, ლუკა რომ გენახათ ისე იყო გეგონებოდათ ის მშობიარობდა . ლიკუნა იქეთ ამშვიდებდა . ყველანი საავადმყოფოს დერეფანში იყვნენ და ელოდნენ პატარა ნაკაშიძეების დაბადებას. -ამდენ ხანს რატომ გრძელდება -ლენა ვერ ისვენებდა. ქეთომ კი იცოდა რაც ხდებდოა იქ შიგნით და ცდილობდა არ ჩავარდნილიყო პანიკაში, თუმცა საშინლად ღელავდა. -დამშვიდდი ყველაფეირ კარგად იქნება. ბუნებრივია რომ ამდენ ხნანს გაგრძელდა. -ის გიჟია რა მარიამი შეიყვანა კამერით , ხომ უნდა დავაფიქსირო ჩემი ბარტყების პირველი ჩასუნთქვაო -მთავარია კარგად იყვნენ და გადაიღოს რას დაეძებ კივილის ხმას ბავშვის ტირილიც მოჰყვა და დერეფანში ჟრიამული გაისმა, ამას მომდევნოც მალევე მოჰყვა .არც ერთი აპირებდა გაჩუმებას თიტქოს ერთმანეთს ეპაექრებოდნენ -ნამდვილად ლუკას ბავშვებია რიან რა ნახე როგორ ტირიან- დამიანე სანდროს ეხვეოდა , თვალები ამღვრეული ჰქონდა და სიხარულისგან ვეღარ მშვიდდებოდა. მალე ლუკაც გამოვარდა -ბიჭის და გოგოს მამა ვარ აზრზე ხართ ტოოო ბიჭიც მყავს და გოგოოოოც - დამიანეს და სანდროს ჩაეკრა და ვერარ მოშორდა. ბავშვებს იმდენი ფოტო გადაუღეს ნებისმიერ ფოტო მდოესლ შეშურდებოდა. დილამდე გაგრძელდა სხმა. ლუკა კი ცოლთან შეიპარა და გვერდით მიუწვა. მძინარეს სახე დაუკოცნა და მისი სურნელით აივსო ფილტვები“ჩემი გადარეული ნომერი პირველო უკვე ორი ჩვენნაირი გვყავს“ საოცარი სანახავი იყო ლიკუნა ორი ბავშვით ხელში, სრულიად სხვა ქალი იყო. თბილად იღიმოდა, ჩუმად საუბრობდა და ბავშვებს ეფერებოდა. ყველამ ერთად გადაიღო ფოტო და დატოვეს კლინიკა, უკვე საღამო იყო სახლში რომ მივიდნენ, დაქანცულები. ელენეც მათთან იყო დილიდან .დაისვენეს და ისევდაურეკეს მამიკოს. უკვე ყველაფერი მზად ჰქონდათ ბავშვებისთვის ასე რომ გამოყვანის დღეს სუფრის გაწყობაღა რჩებოდა, გოგონებმა სახლი მორთეს და დაელოდნენ ყველანი ერთად პატარა ნაკაშიძეების პირველ ვიზიტს თავიანთ სახლში. -მამა ვარ კიდე ვერ ვიჯერებ რომ ის ორი ციცქნა ცემები არიან -მეც ეგ არ მიკვირს? შენ როგორ გააკეთე ეს ორი საოცრება -შენ ვაფშე ჩუ რა ,მე ტყუპები მყავს ერთი გარტყმით ორი თქვენ კიდე თითო თითო ვერ გაგიკეთებიათ რაა -შენ არ ინერვიულო რვა თვეში მაისურაძეც დაიბადება - მათემ ამაყად თქვა და ქეთოს ხელი მოხვია მუცელზე -რააა?- კარშ მდგომმა ლიკუნამ ყველას დაასწრო კივილი და მივარდა ქეთოს- ჩემი ბაჭია, პატარას გააცენს? ღმერთო გაგიჟდებიან ჩვენები, დედაჩემი იმაზე გიჯდებოდა რა დროს ჩემი ბებიობა იყოო და ახლა წარმოიდგინე რა დღეში იქნება . ჩემი თოჯინა, აქ ხარ დიშვილო/ მე შენი დეიდა ვარ და იცოდე დედიკო ალ გააბაძ თოლე ალ ვიცი ლაც გიძამ . მათეეეე- შემდეგ მათე გამოწიწკნა ხელიდან ბიჭებს და შემოეხვია ზედ როგორც ჩვევიაა- ჩემი ყოჩაღი ბიჭი არა აღიარეთ ახლა ვისი დამსახურებაა თქვენ რომ ერთად ხართ -შენიიი დიდოოო ლიკუნაააა -ერთდროულად თქვეს მანაც შეიფერა -დიააახ რა თქმა უნდა.. გმადლობთ გმადლობთ სანდრომ გაბადრულ მარიამს მოხვია ხელი და ყელში აკოცა- მგონი დროა ჩვენც დავიწყოთ პატარა ფილფანზე მუშაობა -მე... მართლა? - არ გინდა?- ცხვირი გაუხახუნა და ისევ აკოცა ყელში -როგორ არ მინდა მე მეგონა ჯერ არ გინდოდა და... -ეგ როგორ იფიქრე -ასე ნუ მიყურებ.... იცოდე არსად წამოვალ ჯერ ... სულ აღარ მტოვებ კარგი რააა მიმარბენინებ ყოველთვიიის -კარგი ხო ნუ წუწუნებ მარიამ ....ტუჩები გოგო -მაკოცეეე- ტუჩებთან უჩურჩულა და მანამ არ შეეხო სანამ სანდრომ არ აკოცა - ჩემი გემრიელი ურჩხული -შოკოლადის ალქაჯიი -აბა თუ მოშორდეთ ცოტა ხნით ერთმანეთს -მიშოოო შენს მეუღლეს მიხედე რა -ჩემი მეუღლე მოვლილია ბავსვებთანაა და პრაქტიკას გადის რათა პროექტის დასრულების შემდეგ მოუაროს ამ პროექტს -ხედავ ლიკუნა? ყველა იწყებს უკვე პროექტზე მუშაობას ,ჩვენი ბარტყები მაინც დიდები იქნებიან ყველაზე -საინტერესოა პირველი რომელი იქნება- გაიცინა და სუფრას გადახედა. ლენა დაქანცული სახით იჯდა, ეროვნულებისთვის მზადება ბოლო ეტაპზე იყო და უკვე ისე ღელავდა ადამიასნ აღარ გავდა. ლიკუნა მის სხვა სადარდებელსაც კარგად ხვდებოდა და სულ სირბილით გაიქცა კარის გასაღებად. რამდენიმე წუთში მარტო დაბრუნდა -ვინ იყო? -სტუმარიი -ვინ მერე სადაა -აბა გამოიცანით ვინააა? -ნუ დაგვტანჯეე -ვინ გახდაოოო მამიკოოო ვინაოოო- ნატა შემოვარდა და ლუკას შემოეხვიააა -გილოცაააავ -ჩემი გადარეული ჩამოსულა. გოგო რატო არ დამირეკე თუ მოდიოდი დაგხვდებოდი... მარტო ხარ? -მომენატრეეეთ -ყველას მიესალმა ისე მოეხვია და ვეღარ მოშორდა. მერე ბავშვებთან აირბინა მოწესრიგების შემდეგ და დიდხანს არ გამოსულა იქედან . -მოკლედ ღვიძლი გამიდიდდა ამდენი გაუთავებელი ლოთობით. ვსიო ცოტა ხნით უნდა შევისვენო-მიშომ ბურტყუნით ტქვა და მორიგი ჭიქა გამოცალა -აბა შევისვენოო? -დრეს ბარემ დავლევ და აი ხვალიდან დავიწყებ ერთით ნაკლები სიამოვნების მიღებას - მთავარია გლავნი არ მოგწყინდეს და -ყველა შენნაირი მოხუცი კი არაა დამუსიიი -ამას მეუბნება 36 წლის კაცი 28 წლის ბავშვს -ჩემი სკოლაააა- ლუკამ გაიცინა და დამიანეს ხელი მოხვია -აუუუ კუუსკუსაააა მიდი რა ამ ზაფხულისთვის რამე მოიფიქრე მოვიხოდოთ და ერთად დავაწვეთ სადმე -ამ კუსკუსას რით ვერ შეეშვი შენ კიდე ქალმა ორი შვილი გაგიჩინე და კიდევ ვერ შორდები ხო დამიანეს- არარსებული ცრემლი შეიშრო ლიკუნამ და ეწვიანობის სცენა დადგა -აი ვისი ცოლია. ამას ჰქვია კლასი ,შესრულების უმაღლესი ხარისხი, რა ტემბრი, მანერა, მიმიკა ,ჟესტიკულაცია -ღმერთო შენ დაეხმარე ყველა გადარეულს -ეჰ საკუთარი და რომ ამას გეტყვის ახლა სხვისგან რას უნდა ელოდე -აბაა ნუ იტყვი- ქეთამ სიცილით თქვა და მათეს მიეკრა - მათე ალუჩა მინდა თუმცა არაა აუ წავიდეთ რა დავიღალე უკვე, სიგარეტის კვამლში აღარ შემიძლია დამეხრჩო ბავშვი -წავიდეთ ჩემო ბაჭია - ყელში აკოცა და წამოდგა. ლენაც მათ გაჰვა. ნატა რომ ჩამოვიდა და ლენა ვერ დაინახა მაშინვე იკითხა -რატო იკითხე ნატუშ? -არაფერი .... თორნიკე მოვა მალე რაღაც საქმე ჰქონდა და შეაგვიანდა ,მე კი გამოვვარდი მაშინვე -თორნიკეც ჩამოვიდა? ვა რა მაგარია -ახალი ამბავი მაქვს. გადავწყვიტეთ აქ გადმოვცხოვრდეთ , უნივერსიტეტში გადმოიტანს საბუთებს , მეც ჩემს საქმეს მივხედავ და აღარ ვიქნებით მარტონი ნატას ამბავმა ყველა გაახარა, როგორც იქნა დაბრუნდა ამდენი წლის შემდეგ . თორნიკე როგორც ყოველთვის ჯმუხი გამომეტყველებით მძრაობდა, ყველა მოიკითხა და მათთან ერთად მოთავსდდა. რამდენიმე ჭიქა დალია, მოწესრიგდა დაღლილობა მოიხსნა, კომფორტულად გამოეწყო და წავიდა. ლენას სახლში თავისუფლად შეიპარა, იცოდა მარტო იქნებოდა. უკანა კარიდან შევიდა და კიბეები აიარა. ერთ-ერთ ოთახში სანათი იყო ჩართული, სწორედ იქეთ წავიდა ,თუმცა მალევე ჩაქრა .კართან გაჩერდა შემდეგ ჩამოსწია,პირველივე ნაბიჯის გადადგმა და თავში ბლაგვი საგნის მოხვედრა ერთი იყო. წონასწორობა დაკარგა თუმცა ისე დაიკივლა შეშინებულმა ლენამ სწრაფად გამოფხიზლდა და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოახერხა მხოლოდ შეშინებულმა გოგონამ. მაშინვე დაიჭირა და ზურგიდან აეკრო, პირზე ხელი ააფარა და მის არეულ თმაში ჩამალა სახე .სურნელი ღრმად შეიგრძნო, სულ გადაავიწყდა ყველაფერი, ამდენი თვის შემდეგ ისე ჰყავდა მონატრებული,იმდენად რომ სურვილს ვერ იკმაყოფილებდა, მეტი უნდოდა , სწრაფად მოდუნდა, ლენაც დამშვიდდა აღარ ცდილობდა კივილს თუმცა უფრო ღელავდა ვინაიდან „ქურდის“ ვინაობა გაიგო. -ჩშ ... არაფერი თქვა - თმები გადაუწია და ყელზე მიაწება მხურვალე ბაგეები, იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტელმა, კანი დაეხორკლა, ღრმად სუნთქვა დაიწყო და ბაგეები ერთმანეთს დააშორა. იმდენად ტკბილი ეჩვენა მისი კანი ,ერთმა კოცნამ არ დააკმაყოფილა ,შემდეგ თავისკენ შეაბრუნა და ისე მიიკრა სხეულზე სუნთქვაც აღარ შეეძლო გოგონას -გეყოფა ... გთხოვ შეცდომაა აქ არ უნდა იყო საერთოდ ვერ ვხვდები რა გინდა ჩემგან - ხმა უკრთოდა, ტუჩები სატირლად დაბრიცა, თვალები აემღვრა ,გაბრძოლება სცადა მაგრამ არაფერი გამოუვიდა -ჩემს გარდა ვერავინ იქნება შესაბამისად არ მეყოფა - მისი სახე ხელებშ მოიქცია და თვალებში ჩახედა- გახსოვს ბოლოს რა გითხარი? -ჩემი ხაროო -მანამდე -შენ ჩემთვის გაჩნდიო- პატარა ბავშვივით პასუხობდა და უკვე ტიროდა -მერე რა გატირებს სულელო... აქ იმისთვის ჩამოვედი რომ შენთან ვიყო,მხოლოდ შენს გამო და შენ კიდევ ვერაფერს იგებ .რა გავაკეთო ვარდებით და საჩუქრებით დაგადგე ყოველ დღე სანამ არ მოგბეზრდება და გულები დაგინთო ცეცხლით? ასე ნუ მიყურებ რა არის იმაში დაუჯერებელი რომ მეც მიყვარხარ -რა იცი რომ მე მიყვარხარ -შენნაირი ბავშვი კი არ ვარ - გაიცინა და მის გაბუშტულ ტუჩებს თავისი მიაწება- როგორ მომენატრე ვერც კი წარმოიდგენ -მეც მომენატრე ... უფრო სწორედ არ ვიცი რა იყო მაგრამ მინდოდა მენახე თუნდაც ისევ მეშინოდეს -რა გეშინოდეს ტო ...ჩემი რა პონტში უნდა გეშინოდეს -ახლაც მაშინებ მეგონა ქურდი იყავი -და გამიტეხე თავი -არაფერი გეტყობა -მეთქი ვეტყვი მაკოცე და მომირჩებათქო-გაიცინა და ისეთი საოცარი სიცილი ჰქონდა ლენასთვის საოცარი რომ თვალს ვერ აშორებდა- ასე რატო მიყურებ -საოცარია -რა -შენი სიცილი -გმადლობთ- ისევ გაიცინა და სახეზე მოეფერა - მაგრამ საოცარი შენ ხარ ,შენი თვალებია, კაშკაშა თმა , ღიმილი და სული წმინდა და ანკარა რასაც შენი თვალები ირეკლენ ... ..... მარიამი და სანდრო სახლში დაქანცულები დაბრუნდნენ , სამუშაო დღის შემდეგ . ელენე ჯერ კიდევ საქმეებზე იყო. საძინებელში ავიდნენ. მარიამი მაშინვე საწოლზე დაწვა და თვალები დახუჭა -შხაპი მივიღოთ და გამოვფხიზლდებით- მხარზე აკოცა და გაუღიმა -არ შემიძლია ყველაფერი მტკივა, ყველა ძვალი, ასე მგონია წელს ვიღაც მიმტვრევს . სუსტად ვარ .ასე არასდროს ვყოფილვარ .მეძინება . ხვალ არსად წავალ- იხდიდა და ნელ ნელა ძვრებოდა საბანში. ბოლსო გაეხვია და დაიძინა ,ისე რომ სანდრომ ვერანაირად მოახერხა მისი შეფხიზლება ,რა მხრიდანაც არ მოუარა. ბოლოს დაიღალა ,თავად ივახშმა, იბანავა ,მოემზადა და გვერდით მიუწვა. დაიძინა მაგრამ შუაღამით გააღვიძა მარიამმა, რომელიც ვითომ მიიპარებოდა მაგრამ რაღაცას წამოედო და ლამის დაიმტვრა -სად მიდიხარ? -მშია საღამოს არაფერი მიჭამია მშიააა -მიბრძანდით - ბალიშს მოეხვია და ძილი განაგრძო. მაინც ვერ მოისვენა იცოდა რომ მარიამი არ ჰყავდა გვერდით თან დიდი ხნის ჩასული იყო უკვე. სწრაფად წამოდგა და სამზარეუოს მიაშურა . მარიამი კომფორტულად იყო დასკუპული სკამზე და მიირთმევდა ტორტის მსუყე ნაჭერს. ისეთი გატაცებით რომ საერთოდ ვერ შენიშნა სანდროს იქ ყოფნა. -ამდენი ხანი რას ჭამ მარიამ? -ვერ დავნაყრდი არ შეიძლება? -სულ ჩიტივით ჭამ და უბრალოდ გამიკვირდა-უყურებდა როგორ აგრძელებდა მეორე ნაჭერს და გაეცინა-მარიააამ -ჰო -შემომხედე -აუუ რაა -გახედა და ისე უყურებდა გაეღიმა-რატო მიყურებ ასე? -რატომ ჭამ ამდენს მარიამ? -მოიცა შენ რა ...ოო კარგი რა ასე უცებ ? ტყუილად ნუ შეიქმნი ილუზიას .ხვალ თორნიკეს და ლენას ნიშნობაა ,კაბა უნდა ვიყიდო საღამომდე -ეგ სულ დამავიწყდა...ასე უცებ თუ დაინიშნებოდნენ არ მეგონა. როგორ უყვარს წესების დაცვა ამ ბიჭს -ჯერ არ დაქორწინდებიან მაგრამ მალულად შეხვედრებს ვერ დავიწყებ, ყველამ იცოდეს რომ ჩემი საცოლე ხაროო -მართალია პატარები არიან ჯერ და ერთად ცხოვრება რთული იქნება ...ახლა რაღა გინდა? -წვენს დავლევ და წავიდეთ,მეძინება ისევ -ამ ბოლო დროს სულ გეძინება -დავიღალე და იმიტომ საძინებელში შესვლისთანავე დაიძინა და დილას ვერავითარმა ძალამ გააღვიძა. სანდრო შუადღეს დაბრუნდა სამსახურიდან და ისევ მძინარე რომ დახვდა გაგიჟდა. მისი დამსახურებით გაიღვიძა ,ისევ ზანტად წამოიზლაზნა და კაბაზე წავიდა. საღამოს ლიკუნას მშობლების სახლში იყვნენ,ყველანი ერთად. ნიშნობამ მშვიდად ჩაიარა შემდეგ კი სუფრას მიუსხდნენ. მარიამს ბავშვი ეჭირა ხელში და ეფერებოდა,როცა სუფრაზე წვნიანი დადეს,მისმა სუნმა საშინლად გახადა,იმდენად რომ ბავშვი ლიზის მიაჩეჩა და სააბანოსკენ გავარდა. დიდხანს ეხუტებოდა უნიტაზს, შემდეგ სანდროს დახმარებით წამოდგა ,პირიც მან დაბანა კიდევ ფერდაკარგული იყო და ქმრის მკლავებში გაიტრუნა -რა დაგემართა მარ -არ ვიცი რაღაც საშნელი სუნი იყო და ცუდად გავხდი -გინდა სახლში წავიდეთ -ხო რა თორემ ვერ ვარ კარგად,დავისვენებ მაპატიეთ ჩემო ტკბილებო . ჩემს შეუძლობას ინტერნეტის გათიშვაც დაერთო ,ისტორიას ისედაც ვერ დავდებდი ცუდად ვიყავი მაგრამ მოგწერდით მაინც . ძალიან მრცხვენია ასე რომ გალოდინეთ და გაგაბრაზეთ . არ ვიცი რა დავწერე, წუხელ და დღეს დავწერე . მიყყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.