ბედისწერის ძალა(თავი 4)
თვალები რომ გავახილე პირველი რაც დავინახე მძინარე დათო იყო.მაშინვე დავხუჭე და მერე ხელახლა გავახილე და მივხვდი ომ გუშინდელი საღამო სიზმარი არ ყოფილა რაც იმას ნიშნავს რომ ყველაფერი არც ისე კარგადაა.მზერა დათოდან საათზე გადამაქვს რომელიც მიჩვენებს რომ 11 საათია და სკოლაში დავაგვიანეთ.დენდარტყმულივით ვხტები და გვერდით დივანზე მძინარე დათოს ვაღვიძებ ყვირილით. -რა ხდება სახლი იწვის?ამბობს მთქნარებით და პარალელურად ისე მიყურებს თითქოს გიჟი ვიყო. -დავაგვიანეთ.იცი რომელი საათია?ვეუბნები თუ არა ჩემსავით დაფეთებული დგება და თავზე ხელებს იწყობს. -ჯანდაბა.სალოც ალბათ სახლშია.ამბობს და სალის ოთახში შედის საიდანაც გახარებული გამოდის. -რა იყო?საათი წინაა თუ რა ხდება?ვეკითხები ირონიულად და გვერძე ვუდგები. -არა,მაგრამ როგორც ჩანს სალო წავიდა ისე რომ არ გაგვაღვიძა.თქვა კმაყოფილმა და ოთახიდან გავიდა.გაბრაზებული მობილურს დავწვდი რომელზეც სამი გამოტოვებული ზარი დამხვდა დედასგან.ერთი კი გავიფიქრე დავიღუპეთქო.ჩემ ჩანთას ხელი დავავლე და სახლიდან დათოსთან დაუმშვიდობებლად გავედი.კიდევ კარგი სახლის გასაღები ჩანთაში მეგდო თორე დავიღუპებოდი.ბებიაჩემის სახლში მივედი სადაც არავინ იყო.მაშინვე საძინებლისკენ ავიღე გეზი.არ მინდა ამ სახლიდან გადასვლა.არ მესმის რატომ არ უნდა დედას ჩემი გაგება.ნუთუ სულ ისე უნდა ვიცხოვრო როგორც მას უნდა.არ მესმის რატომ ხდება ყოველთვის ისე რომ მისი ცხოვრებით ვცხოვრობ და ჩემი მომავალი მის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.არ ვიცი რა უნდა გავაკეთო იმისთვის რომ ჩემი ცხოვრება მე ვაკონტროლო და მე გადავწყვიტო სად ვისწავლი ან სად ვიცხოვრებ.ხანდახან ძლიან მინდა რომ საერთოდ არავინ არ მყავდეს და თავშესაფარში ვცხოვრობდე სადაც ბევრი ჩემნაირია. ცოტახანი ოთახს თვალცრემლიანი ვუყურებდი. მალევე მოვიშორე ემოციები და მოვწესრიგდი.სახლიდან გასვლას ვაპირებდი რომ ჭიშკრის ხმაური გავიგე. ისევ მეორე სართულზე ავედი და ფანჯრიდან გადავიხედე.ბიძაჩემის ჯიპი უკვე ეზოში იდგა, თვითონ კი მანქანიდან გადმოდიოდა.შეწუხებულმა ამოვიხვნეშე და როცა თავის ოთახში შევიდა სწრაფად დავეშვი კიბეებზე და სახლიდან გავიპარე.თავისუფლება მოპოვებულმა გადავწყვიტე ფეხით მისვლა, ძალიან კი მინდოდა ავტობუსს გამოეარა და უცებ მივეყვანე სკოლამდე მაგრამ მე მაგის ბედი ვინ მომცა.რაც შეიძლება სწრაფად გავუყევი გზას და სკოლაში შესულმა კიბეები სწრაფად ავირბინე.კლასში ქოშინით შევედი და ისე ხმამაღლა ვსუნთქავდი რომ ყველა გაჩუმდა და მე მომაშტერდა. მე ვერავის ვხედავდი დათოს გარდა რომელიც ძალიან ცდილობდა არ გაღიმებოდა, მაგრამ ჩემგან განსხვავებით ცუდი მსახიობია.მისგან მზერა ლია მასწზე გადავიტანე რომელიც გაკვირვებული მიყურებდა.გამიმართლა მის გაკვეთილზე რომ მივედი.ძალიან საყვარელი და მხიარული ქალია, თანაც აშკარად ვესიმპათიურები და ყვირილს არ დამიწყებს, ისე როგორც ბევრი სხვა იზამდა მის ადგილზე.ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის და სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ ჩემი ადგილისკენ.მალევე ყველას გადააქვს ყურადღება დაფაზე და იწყებენ ერთხმად ყაყანს.ძალიან ვხალისობ ჩემ წინ მჯდარი არსების საუბარზე, მაგრამ არ ვიმჩნევ. -სად ეგდე ამდენხანს? გამკრა ხელი თიკამ და რვეულის უკანა ფურცელზე დაწერა”სანამ აქ არ ეგდე ისეთები მოხდაა” “რა მოხდა?” “ის ახალი გოგო, თათა ქვია მგონი, ლიკასთან ერთად მოვიდა ჩაკრასკული, ჯიპირველი გაკვეთილი მთავრდებოდა რომ შემოაბოტეს კლასში, თან დამრიგებლის გაკვეთილზე. ელზას სახე უნდა გენახა თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.” “რა ბატები არიან” გამეცინა და მაშინვე მათკენ გავაპარე თვალები.მთელი “სწერვების გუნდი” ერთად იჯდა და თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს.ყველაზე სასაცილო მანიც ის იყო რო ყოველდღე ერთნაირ სტილში და ფერებში იმოსებოდნენ, რათქმაუნდა ნიშნებიც ერთნაირი ჰქონდათ, თუმცა არამგონია ამ უკანასკნელს სპეციალურად აკეთებდნენ ჩაცმისგან განსხვავებით. ზარი როგორც კი დაირეკა ყველა დაიშალა. თიკამ ძალით გამათრია გარეთ და ფანჯარასთან დავდექით. ჩვენი კლასელი ბიჭები გიჯივით ყვიროდნენ და ერთმანეთს დასდევდნენ ეს აყლაყუდები.თიკა ბრბოში გაერია და მარტო დამტოვა.მე უკან შევტრიალდა და დაფას დავეყრდენი.თვალი გამიშტერდა და ვერც შევამჩნიე როდის ამომიდგა გვერდით დათო. -კაია რომ მოასწარი მოსვლა. მითხრა თითქმის ჩურჩულით.დაბნეულმა შევხედე და კლასისკენ წავედი. ალბათ მომენტი გავუშვი ხელიდან მადლობა გადამეხადა, მაგრამ ამაზე დიდათ არც ვფიქრობდი. კლასში რომ შევედი მეზობლის მერხი ცარიელი იყო.თვალებით თიკოს დავუწყე ძებნა და ისიც მაშინვე გამოემართა ჩემსკენ, მაგრამ ჩემ წინ დაჯდა ნიკას ადგილზე.ზარის დარეკვის შემდეგ კი ნიკა მომიჯდა გვერდით.მაშინვე თვალები დავუბრიალე თაკოს რაზეც გულიანად გადაიხარხარა.ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ვეცადე გაკვეთილზე მეფიქრა რაც არც ისე ადვილია როცა ნიკას ნაირი ხუმარა გიზის გვერძე. მიუხედავად იმისა რომ არც ერთხელ არ გავხედე ვგრძნობდი შიგადაშიგ მის მზერას, რომელიც ნერვებს მიშლიდა.და მაინც ვერ ვხვდები რატომ შეიცვალა წელს ყველაფერი? იქნებ გავიზარდეთ? ან იქნებ რაღაც მაგნიტური წელია და ამიტომ გაჩნდნენ ჩემით დაინტერესებული ტიპები…...როგორც არ უნდა იყოს სულაც არ მომწონს მათი აქტიურობა.ბევრად უფრო კარგია როცა შენ დაქალებს ყავთ პაკლონიკები და ამაზე ძალიან ბევრს ხალისობ, მითუმეტეს თუ ეს პაკლონიკები ძალიან მომაბეზრებლები არიან.ძალიან არ მომწონს რომ ამ ბოლო დროს პირიქით ხდება.თიკამ ტვინი შემიჭამა სულ ნიკაზე ლაპარაკით თუ სკოლაში და თუ მის გარეთ.ძალიან უსიმპატიურო რომ იყოს მაინც მომეწონებოდა ალბათ.ხო, ჩემ და გასაკვირად მომწონს ორი ერთმანეთისგან საოცრად განსხვავებით ადამიანი.ნიკა უბრალოდ კაი ტიპია, მხიარული, კარგ ტიპებში გარეული, უბნის მარგალიტი და აი ისეთი თავის მეგობრებს რომ სულ მხარში უდგას და ეხმარება. თუმცა არის საშინლად ზარმაცი და ცოდნით არ ბრწყინავს. ტიპიური “კაი ბიჭია”, აი ისეთი “შკოლნიკები” რომ არ ევასებათ. თუმცა მის დადებით ხასიათს საშინლად აფუჭებს ზედმეტი თავდაჯებულობა.ისე დაიარება დერეფნებში თითქოს სელებრითი იყოს.თუმცა ზოგისთვის შეიძლება არის კიდეც, მაგრამ ეს არ აძლევს იმის უფლებას რომ თავი ვინმეზე რამით მეტი ეგონოს.დათო მისი საპირისპიროა, წყნარი და ბეჯითია, მაგრამ კაი ტიპია რა, საოცრად სიმპათიური, არის მის მზერაში რაღაც ისეთი რაც აუცილებლად დაგაფიქრებს. ოქტომბერიც საოცრად სწრაფად გავიდა და ქარიანი ნოემბერი დადგა.წვიმის დაწყება მეჯავრებოდა, რადგან თუ დაიწყებდა აღარ და აღარ გამოიდარებდა ხოლმე, გადაბმულად წვიმდა და ყოველდღე მოღუშულ ცას მივჩერებოდით.სკოლაში წასვლა ჩემდა გასაკვირად არ მეზარებოდა პირველად ათი წლის მანძილზე, რაც დედაჩემს საოცრად ახარებდა და აოცებდა. მიუხედავად უამინდობისა, განწყობა იყო საოცარი. ყოველდილას ვიდექი ქარბუქში გაჩერებაზე და ავტობუსს ველოდებოდი.სიახლე ის იყო რომ მათემატიკაში დავიწყე მომზადება, რათქმაუნდა თაკოსთან ერთად და ის რომ არა საერთოდ ორი გავკვეთილის მეტს ვერ გავძლებდი. მასთან ერთად სიარული სკოლის შემდეგ არ მეზარება, თან კარგად ვერთობით ხოლმე გზაში. მართალია სულ ათი წუთის სავალი გზა გვაქვს ფეხით მაგრამ მცირე დროის მიუხედავად მაინც ვასწრებთ ერთმანეთს ნერვები მოვუშალოთ.მართალია ნიკა მოვიშორე და ჩვენთან ერთად აღარ დადის მაგრამ უბანში მაინც ვხვდები ხოლმე. ხუთშაბათს პირველი გაკვეთილი სპორტი გვქონდა და ეს დღე აბსოლიტურად ყველას უყვარდა. გოგოების უმეტესობა დავალებებს ვიწერდით და მერე ვჭორაობდით.ბიჭების უმეტესობა კალათბურთს თამაშობდა, დანარჩენები ლაპარაკში ჩაგვერთნენ.ყველანი ერთხმად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას ბიოლოგიის მასწავლებელზე.რათქმაუნდა რაგა სიტყვა ჩავაკვეხე აჭარბებთთქო,მაგრამ ამის შემდეგ უფრო ცხარე კამათი დაიწყეს. ვერც შევამჩნიე როგორ შემოგვიერთდა ლიკა, რომელსაც ხელმკლავი ქონდა გაყრილი თათაზე. რაგაცაზე დაიწყეს ერთხმად სიცილი და ამით მიიყციეს ჩემი ყურადღრბა. -თათას ხომ იცნობ?მომიბრუნდა ლიკა და მაშინვე თვალებიდან ვჭყიტე. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.ნუ პრინციპში ვიცოდი რომ თათა აბაშიძე ერქვა, სულ ლიკასთან ერთად დადიოდა და მათნაირ შთაბეჭდილებას ტოვებდა.ისე მისგან არასდროს არ მოდიოდა რაიმე სახის აგრესია,უბრალოდ სწერვის როლს კარგად თამაშობდა. -გთხოვ რაა,დღეს რუსულის წერაზე დაგვეხმარე.არც ერთი აწრზე არ ვართ რუსულის ხომ იცი."მარტო რუსულის"?გავიფიქრე გულში და საპასუხოდ ორივეს გავუღიმე. -რა პრობლემაა,მაგრამ არ მინდა მასწავლებელმა შეგვამჩნიოს,ხომ იცით მერე მეც მსჯის ხოლმე.ვთქვი და თავი გვერძე გავაქნიე.ამ დროს თაკო შევნიშნე რომელიც ბიჭებთან ერთად კალათბურთს თამაშობდა და გიჯივით დასდევდა ბურთს.ასეთი სპორტული დაქალის პატრონს არ უნდა მეზარებოდეს ერთი ადგილის აწევა.მაგრამ ისე ვარ რო სულ ყველაფერი ,თან არ შემილია ეს სპორტი და ნამდვილად არ გავხდები ამათი დასაცინი.ზარამდე კიდევ ცოტახანი ვისაუბრეთ გაკვეთილებზე და მერე ყველანი ჯგუფურად ავედით კლასში დაგვიანებით.ნატო მასწავლებელმა კლასში შესვლისას ყველა სათითაოდ გამოგვლანძღადა მკაცრი მზერით დახედა დანარჩენ ცარიელ ადგილებს,რომლის შევსებასაც ეტყობოდა რომ ტყვილა ელოდა.ლიტერატურის გაკვეთილი ყველაზე ნაკლებად მიყვარს.საერთოდ მეეჭვება ქართულ ენაზე რთული ენა კიდე არსებობდეს.ამ ძველტექსტების გადაქართულებამ ხომ საერთოდ სისხლი გაგვიშრო.ძალიან იშვიათად როცა რამე საინტერესოს აღმოვაჩენ ხოლმე სახელმძღვანელოში და თავამოუღებლად ვკითხულობ,მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ანუ წელიწადში სამჯერ.ლიტერატურას,მათემატიკის გაკვეთილი მოყვა,ამას ინგლისური,ხელოვნება და დადგა რუსულის გაკვეთილიც.ფსიქოლოგიურად მოვემზადე კარნახისთვის და ლიკას და მისი "სასტავის"უკან დავჯექი,თან გავაფრთხილე ნუ შემომხედავთ საერთოდთქო,არ შეიმჩნიოთ რომ თქვენს უკან ვზივართქო.ისე ძალიან უნდოდათ გადაწერა რომ ნამდვილი სამსახიობო ნიჭი გამოავლინეს,ისეთი მეც რომ გამაკვირვებდა.რვეულები დაარიგა თუ არა მარიმ,პარალელურად დავიწყე დაფიდან დავალებების გადაწერა და თან შპარგალკის წერა.ჩემ წინ მჯდარ ნინას დავავალე მასწავლებლისთვის ეთვალთვალა და ჩემსკენ წამოსვლის შემთხვევაში გავებრთხილებინა.მთელი გაკვეთილი დაძაბული ვიყავი,რომ არ გამოვეჭირე.ბოლოს დავამთავრე თუ არა შვებით ამოვისუნთქე და რვეული დავხურე.გოგოები მადლიერი გამომეტყველებით მიმზერდნენ და გაკვეთილის დამთავრების თანავე მადლობებით ამავსეს. -წამო რა ერთად წავიდეთ.გადამეკიდა ნინა,რომელსაც ისეთი ბედნიერი სახე ქონდა თითქოს ფული მოეგოს.ხუთივე დავიძარით გუსვილისკენ.იქვე შევჩერდი,რადგან სურვილი გამოვთქვი შიგნით შევლის. -რაგაცეების ყიდვა მინდა და შევალ.ვუთხარი და უნდა დავმშვიდობებოდი ყველას,რომ უცებ თათამ მეც წამოვალო.სხვებმა გზა გააგრძელეს რადგან ყველას სადღაც მიეჩქარებოდათ და მე და თათა დავრჩით.შიგნით შესულს თვალები ამიჭრელდა.რა მინდოდა საერთოდ ამომივარდა თავიდან.თათამ რაღაც სასუსნავები იყიდა მე კი საკანცელარიოსკენ დავიძარი.ორი საათი ვარჩევდდით მე და თათა რვეულებს.თურმე ერთნაირი გემოვნება გვქონია და ორივეს გვიჭირდა არჩევანის გაკეთება.ისე ვარჩევდით რვეულები ყლდების მიხედვით,თითქოს ეს რამეს წყვეტდდეს.მაგრამ ასეთია გოგოს ბუნება.როგორც იქნა გამოვედით გუდვილიდან პარკებით ხელში. -ავტობუსს დაველოდები თორე ამეების თრევის თავი არ მაქვს.ვთქვი შეწუხებულმა და თათას გავხედე. -წამო ჩემთან,აქვე ვცხოვრობ.შემომთავაზე.ისეთი მოულოდნელი იყო წამები თვალი გამიშტერდა თათას ჭრელ შარფზე,მერე მალევე მოვედი გონს და ვიუარე არ მინდა შეგაწუხოთქო. -არა,რას ამბობ თან დამეხმარები ინგლისურის დავალების დაწერაში.მითხრა და გამიღიმა.და მაინც რა დაშავდებოდა კლასელის წინადადებას რომ დავთანხმდებოდი?თან არ ჩანს ცუდი გოგო,ახალი მეგობრების შეძენა ცუდი იდეა არ უნდა იყოს.დავთანხმდი და გავუყვით მისი სახლის გზას და გზაში წამოვიწყეთ რაგაცეებზე ლაპარაკი,რამაც ორივე გაგვახალისა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.