ვერ ვხვდები როგორ შემიყვარდი(8)(თვით უჟმურებავ)
-თაკო-ძილბურანში ხმა ჩამესმა. -თაკო!-ისევ იგივე ხმა, რაუნდათ დამაცადონ მშვენივრად მძინავს. ეს დათი მაღვიძებს ალბათ, ჰო დათი, ვაიმე დათი! დათის წარმოდგენაზე თვალები ვჭყიტე. მხარზე ხელი ედო და მსუბუქად მანჯღრევდა. -ძლივს!-ღრმად ამოისუნთქა დათიმ-შენ გუშინ ისე ტკბილად ჩაგეძინა ჩემს მხარზე პირველი დაიწყო და ვერ იღვიძებ.-თქვა დათიმ მე კიდევ ნახევრად მძინარე შევცქეროდი ა უცებ აზრზე ვერ მოვედი. -შენს მხარზე? -ჰო ადექი პირველი დაიწყო უკვე. -მოიცა რა დამაძინე....თავი ბალიშში ჩავრგე. მაგრამ ორწამშივე გიჟივით წამოვყავი თავი.-რააა??? პირველიიი???? დაგავაგვიანდა! გვეჩქარება! დროზე! უნდა ავდგე-ლამის ლოგინიდან წამოვხტი მერე გამახსენდა რომ ოთახში დათი იყო. -ჰოო გააბი ძილი და-სერიოზული სახით მიყურებდა დათი და რატომღაც გასვლას არ ჩქარობდა, მე რომ წარმოვიდგინე ჩემი ახალგაღვიძებული შეშლილი სახე ცოტა მომერიდა მისი. რა წესია ვინმე გოგო ვერ გამაღვიძებდა რომ დამადგა თავზე! -კარგი, უნდა ჩავიცვა ეხლა.-თვალებგაფართოებულმა შევხედე. სახე რღაცნაირად მოეღუშა. -ისედაც გაცვია. -რაა?-ჩემს თავს დავხედე და მართლაც ჩაცმული ვიყავი. გუშინდელი საღამო ბუნდოვნად მახსოვდა, ბოლოს ფილმს ვუყურებდით მერე კი ჩამეძინა. -მოიცა...-დაეჭვებით ვთქვი და დათის შევხედე-გუშინ შენ ამომიყვანე. -რამნიშვნელობა აქვს მალე ჩაიცვი გავდივართ ზუსტად ათ წუთში.-გასცა ბრძანება და ოთახიდან გავიდა. -დიქტატორა-კბილებში გამოვცერი და ავდექი. ლოგინი მივალაგე აბაზანაში შევედი თავი მოვიწესრიგე და ქვემოთ ჩამოვედი სადაც უკვე ყველა შეკრებილიყო და ჩაისთან ერთად ხაჭაპურებს მიირყთმევდნენ. -მაინც გაგაღვიძა ხომ?-თვალებმოჭუტულმა წარმოთქვა ნატამ და დათის გახედა თითქოს მისგან პასუხს მოელისო. დათიმ ჯერ მე შემომხედა კარგად შემათვალიერა, მერე კვლავ ნატას გახედა ის კი კვლავ იგივე მზერით შესცქეროდა დათის. -ნტ...-უკმაყოფილოდ თვალები გადაატრიალა დათიმ-გვაგვიანდება და შეწყვიტე ეგრე ყურება. -ოჰო აგვიანდება ბიჭს-ჩაიბუტბუტა გიორგიმ. -შეენც?-სერიოზული სახით მიაშტერდა დათი გიორგის. ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს და სიცილი დაიწყეს. დაახლოებით ოც წუთში უკან წამოვედი გზაში ხმა არ ამომიღია მხოლოდ დღევანდელა დღეზე ვფიქრობდი და გონებაში გეგმებს ვაწყობდი. ვერც გავიგე როგორ მივედით სასტუმრომდა, ჩაფიქრებული გადმოვედი მანქანიდან და დათის გვერძე ამოვუფექი რობოტივით მივყვებოდი. მხოლოდ მაშინ მოვედი გონს ლიფტის კარი რომ დაიკეტა. ღმერთო რამდენი საქმე მქონდა საღამოს შვიდამდე მოსასწრები! სულ რაღაც ხუთი საათი მრჩებოდა. მობილური ავიღე წვეულების ორგანიზატორებს გადავურეკე და ყველაფერი დეტალურად დავგეგმე. კიდევ კარგი კაბა თბილისში ვიყიდე და ეგ საქმე მოცილებული მქონდა. გრძელი ტანზე მომდგარი კაბა იყო ძალიან ლამაზი, წინაც და უკანაც საკმაოდ ამოღებული , ფეხთან კი ჩახსნილი. საკმაოდ მნიშვნელოვანი საღამო იქნება და მეც განსაკუთრებულად უნდა გამოვიყურებოდე. დათი, დათის რაც შეეხება ალბათ პიჯაკი და შარვალი ნაყიდი ექნება. ალბათ? რა ალბათ თაკო შენ ყველაფერში დარწმუნებული უნდა იყო, ყველაფერი წინასწარ უნდა გქონდეს გათვლილი შენ კი ისიც არ იცი რა ეცმევა შენს უფროსს. ღმერთო იქნებ თვითონაც არ იცის დათიმ და ფიქრობს რომ ყველაფერი მე მაქვს მოგვარებული? კვლავ მობილურს ვტაცე ხელი და დათის გადავურეკე. -ბოს! გთხოვთ მითხარით რომ გადაწყვეტილი გაქვთ რას ჩაიცმევთ!-ვუთხარი მუდარა ნარევი ტონით, თან ისევ მრავლობითში ლაპარაკი გავაგრძელე, მართალია ერთი დღე სამუშაოს გარეთაც ერთად გავატარეთ მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა, მე მისი მდივანი ვარ ის კი ჩემი უფროსი. -ბოს?-იკითხა და ვიგრძენი რომ გაერღიმა. -დიახ ბატონო დათი გადაწყვეტილი თუ გაქვთ რას ჩაიცმევთ? -ისე არაა პღობლემა თუგინდა ბოს დამიძახე.-მითხრა, წარმოვიდგინე როგორ აიჩეჩა მხრები.-მოიცა და მე უნდა მქონდეს მომზადებული? წვეულებასთან დაკავშირებით ყველანაირი საქმის მოგვარება შენ გევალება. -ო არა-ხელი შუბლში ვიტკიცე და აღელვებისგან ოთახში წინ და უკან დავიწყე სიარული.-იცით ბოს...-დავიწყე ბუზღუნი-არვიცი თავიდან როგორ ამომივარდა თქვენი ამბავი.... თუმცა რას ვბოდავ...რათქმაუნდა ვიცი მეგონა წვეულებისთვის თქვენს კოსტუმს თქვენთვოთონ აარჩევდით თქვენი გარდერობიდან.-ვთქვი და ჩვეულად ტუჩის კუთხეების კვნეტა დავიწყე პასუხის მოლოდინში. -ჰო მაგრამ ბათუმში ჩემი გარდერობის ნახევარს ვერ წამოვიღებდი მხოლოდ ორი პიჯაკი მაქვს წამოღებული და წვეულებისთვის არც ერთი არ გამოდგება.- ჯადნაბა ესღა მეკლდა! -კარგი მაშინ სხვა გზა არ არის უნდა ვიყიდოთ. თუმცა თქვენს გარეშე მე ვერაფერს ავარჩევ, გცალით? -კი გაარკვიე სად შეიძლება კარგი შარვალკოსტუმის ყიდვა და წავიდეთ. -კარგით მაშინ ზუსტად ათ წუთში გავიდეთ. -კარგი.-მითხრა და ტელეფონი გათიშა. მე რამდენიმეგან გადავრეკე და მალევე მიმასწავლეს ადგილი სადაც შევძლებდით ყიდვას. კაბა არ გამომიცვლია მხოლოდ ფეხსაცმელები ამოვიცვი და ოთახიდან გავედი. კედელზე ავეყუდე და დათის დავუწყე ლოდინი. რამდენიმე წამში დათიც გამოვიდა. -წავედით?. -კი კი წავედით ძალიან ცოტა დრო გვაქვს სულ რაღაც ოთხ საათ ნახევარი-ლაქლაქით და მაჯის საათზე ყურებით წავედი ლიფტისკენ-ამ დროში კი ბევრი რაღაც უნდა მოვასწროთ პირველ რიგში შენ უნდა მოგხედო და შარვალკოსტუმი გიყიდო მერე დანარჩენებს მივხედავ.- ვთქვი და ლიფტი გამოვიძახე -დანარჩენებს?-ჩამომხედა დათიმ. მაღლები არ მეცვა და ჩემზე ერყი თავით მაღალი იყო, ეხლა გავაანალიზე მისი სიმაღლე აქამდე ყურადღება არც მიმიქცევია, მეთვითონ პატარაობიდან მოყოლებული სულ მაღალი ვიყავი ჩემს ასაკთან შედარებით ეს ჩემზე კიდევ ერთი თავით მაღალი იყო ანუ ლამის ორმეტრიანი გამოდიოდა რა.ჩემს ფიქრებზე გამეცინა მერე დათის შევხედე რომელიც ჩემგან პასუხს ელოდა. -ჰო დანარჩენები, თმები მანიკური და ა.შ კიდევ კარგი წვეულების ორგანიზების საქმეებშიარ ჩავერიე და რაღაც რაღაცეები ჩემს თავზე არ ავიღე თორემ ვეღარაფერს მოვასწრებდი. მანქანაში ჩვჯექით. ამჯერად დათიმ აღარ მაცადა და პირდაპირ თვითონ გადმოიწია ღვედის შესაკვრელად. -შენი ამბავი რომ რომ ვიცი გაგეჭედება ისევ-თქვა და ხელი ღვედს მოკიდა, მისი სასიამოვნო სურნელი შევისუნთქე , თავი საყრდენს მივაკარი რომ მასთან ძალიან ახლოს არვყოფილიყავი. რაიყო დაეცდია იქნებ მეთვითონაც ნორმალურად შევიკრავდი ღვედს ეხლა რომ გავინძრე შეიძლება ცხვირი მივარტყა. ღვედი გამოწია და ოდნავ გაიწია თუმცა ღვედმა გაჭედა. გამეცინა რადგან როგორც წეაი მასზე არ ჭედავდა ხოლმე. -ხედავთ მე არაფერ შუაში ვყოფილვარ-გაღიმებულმა წარმოვთქვი. კიდევ ერთხელ სცადა გამოწევა თუმცა კიდევ ერთხელ გაიჭედა. -ვაა-უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა. მომდევნო ცდაზე აღარ გაჭედილა წარმატებით შეიკრა. ჩემს ტელეფონში ჩაწერილ მისამართზე მივედით. შენობაში შევედით, სადაც საკმაოდ დიდი არჩევანი იყო მამაკაცის კლასიკური ტანსაცმლის. -გამარჯობათ დახმარება ხომ არ გინდათ?-იკითხა ახალგაზრდა გოგომ რომელიც ჩვენს წინ გაღიმებული დადგა. -კი ჩვენ ვეძებთ შარვალკოსტუმს წვეულებისთვის.-გავუღიმე მეც. -შავს. -ჰო შავს-დავეთანხმე დათის. გოგონამ მალევე შემოგვთავაზა რამდენიმე ვარიანტი დათის არჩევა დიდად არ გასჭირვებია არჩევანი სასურველ პიჯაკზე და შარვალზე გააკეთა და იყიდა. -ძალიან კარგი ნახევარი საათიც არ დაგვჭირდა-კმაყოფილმა ვთქვი მე. სასტუმროში დაბრუნებიდან მალევე სილამაზის სალონში წავედი წვეულებამდე ორი საათიღა იყო დარჩენილი და უნდა მოვმზადებულიყავი. ფრჩხილები გავიკეთე არჩევანი ვერცხლისფერ ფრენჩზე შევაჩერე რადგან სინქრონში ყოფილიყო ჩემს ვერცხლისფრად მბრჭყვინავ კაბაში. ვარცხნილობაც ძალიან მომიხდა შუაზე გადაყოფილი თმა უკან თავისუფლად მქონდა შეკრული და თმის წინა რამდენიმე ნაწილი ბუნებრივად "ჩამომშლოდა" მკვეთრი მაკიაჟი გამიმეთეს და საკუთარი თავი ჩემს კაბაში რომ წარმოვიდგინე კმაყოფილების ღიმილი მომერია. წვეულებაზე წასასვლელად სრულიად მზად ვიყავი. სკამზე ვიჯექი თან ჩემს თავს სარკეში ვათვალიერებდი კარზე რომ მომიკაკუნეს. დათია ალბათ. ავდექი კარი გავუღედა წინ გამოწყობილი დათი დამხვდა . კარგად შევათვალიერე მშვენივრად გამოიყურებოდა. თვითონაც მათვალიერებდა, სერიოზული სახით თუმცა თვალები რაღაც სხვანაირად, ეშმაკურად იყურებოდნენ , აი ის გამოხედვა გამრჭოლად რომ გათვალიერებს. დავაკვირდი და ჰალსტუხი ისევ მოღრეცილი ჰქონდა ოდნავ. -წავედით?-თქვა და ნახევრად შებრუნებული იყო.. -კიი.. ოღონდ-ჩავილაპარაკე და მისი შემოტრიალების მიზნით ხელზე ხელი ჩავჭიდე შემთხვევით, მართლა შემთხვევით მომივიდა, როგორცკი მის თითებს შევეხე შემაჟრჟოლა რამის საკუთარ თავს სილა გავარტყი ხელი რამმოფაკიდინათქო, უცებვე შემობრუნდა, ხელი სასწრაფოდ გავუშვი, რომ შემომხედა გაეღიმა, არ ვიცი რატომ ალბათ სახეზე მეწერა ყველაფერი, პირდაპირ თვალებში შემომხედა მე საკმაოდ დაბნეულს სულ გადამავიწყდა რა უნდა მეთქვა. -ჰალსტუხი გაქვს შესასწორებელი -კიდევ კარგი ორწამშივე მოვედი გონს და დაბნეულობა დიდად არ შევიმჩნიე. დათი იდგა ჩემს წინ და როგორც ერთ წამში მივხვდი ალბათ ელოდებოდა როდის შევუსწორებდი. ორივე ხელი მისკენ წავიღე ჰალსტუხი შევუსწორე, თვალებში აღარ შემიხედავს მხოლოდ ჰალსტუხს ვუყურებდი თუმცა ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას, ჯიურად არ მაშორებდა თვალს. და საერთოდ რა მჭირდა?! ან რახდებოდა ჩემს თავს ეს რა რეაქციები მაქვს? თითქოს რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდეს. ჩემი ოთახის კარები ჩავკეტე და უკვე წინ მიმავალ დათის კაკუნით ამოვუდექი გვერდში. ისედაც ცოტა აფორიაქებულს ლიფტში ჩვეული რაღაცეები დამეწყო. -ამ ყველაფერს ორი საათი გიკეთებდნენ?-უცებ მკითხა დათიმ და ჩვეული მზერა მომაპყრო. ჩანაფიქრს მივუხვდი, სავარაუდოდ ჩემი ყურადღების გადატანას ცდილობდა სხვა ნებუსმიერ რამეზე რომ ლიფტში რამოდენიმე წუთით გამეძლო. -ჰო და არ მითხრათ რომ არ მოგწონთ-სუნთქვააჩქარებულმა წარმოვთქვი და თან გამეღიმა. -რათქმაუნდა, შესანიშნავად გამოიყურები-მითხრა მობილურში შემომავალ ზარს უპასუხა და კვლავ ჩვეული გამრჭოლი მზერით დამიწყო თვალიერება. გულში გამეცინა. "შესანიშნავად გამოიყურები" კი აბასულ ეგრე ფიქრობს რასამბობ, ვითლმ ჩემზე უკეთესები არ ყავდეს ნანახი. მობილურზე ვიღაცას ესაუბრებოდა. არ ვიცი ვის მაგრამ აშკარად შევამჩნიე რომ ის პიროვნება დიდად გულზე არ ეხატებოდა. სახე მოეღუშა. მობილური მალევე გათიშა, სასტუმროსთან მძღოლი გვიცდიდა. დათიმ მანქანის კარი გამიღო, ასე პირველად მოიქცა, ჩავჯექი, მერე თვითონაც შემოუარა მანქანას და ჩაჯდა. წვეულებაზე რომ მივედით პირველი რა გრძნობაც დამეუფლა იქიდან გამოქცევის სურვილი იყო. საკმაოდ ბევრი ხალხი იყო თან სულ ერთნაირები გამართულები და თავაწეულები რომ დადიოდნენ და შენელებული კადრივით რომ სვავდნენ შამპანიურს. მე ასეთ რაღაცეებს არ ვარ შეჩვეული და ასეთ საღამოზეც შეიძლება ითქვას პირველადვარ. ალბათ ჩემი ფიქრები სახეზე დამეტყო ან დათიმ ამოიკითხა ჩემს თვალებში რადგან, ოდნავ გაღიმებული შემომცქეროდა. -წამოდი რაიყო-მითხრა და ხელი ოდნავ გამოწია იმის ნიშნად რომ ხელმკლავი უნდა გამომედო. მეც აღარ დავაყოვნე და ხელმკლავი გამოვდე. ჩვენს მაგიდასთან სადღაც ათი კაცი ისხდებოდა. მრგვალი მაგიდა იყო მე ადგილი დათისა და ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცის შორის მერგო. ჩვეს მაგიდასთან მხოლოდ ერთი ადგილიღა იყო თავისუფალი და ალბათ ამ ადგილსაც მალევე შეავსებდნენ. ჩემს გვერძე მჯდარი მამაკაცი სასიამოვნო პიროვნება აღმოჩნდა ალბათ ძალიანაც მოვიწყენდი ის რომ არ ყოფილიყო ჩემს გვერდით. დათიც ხომ ტიპიური უჟმური იყო განსაკუთრებით მაშინ თუ საქმიან თემებზე საუბრობდნენ. ოცი წუთიც არ იყო გასული რომ დემეტრესთან, ჩემს გვერძე მჯდომ მამაკაცთან ლაპარაკში ჩაბმულმა დავლანდე როგორ შეივსო უკანასკნელი ადგილი ჩვენს მაგიდასთან. მაგამ ყურადღება არცერთს არ მიგვიქცევია მგონი ლაპარაკში გართულმა დემეტრემ ისიც ვერ შეამჩნია როგორ მოემატა მაგიდას ერთი წევრი, ჩემგან განსხვავებით. რანდენიმე წუთი არ შემიხედავს თუმცა შკარად ვგრძნობდი ჩემსკენ მიმართულ დაჟინებულ მზერას რომელიც ახალმოსულს ეკუთვნოდა. ვეღარ მოვითმინე და მისკენ გავიხედე. ეგრევე მეცნო ეს ამაზრზენი თვალები რომელიც საშინლად მიმზერდნენ. ეს ის ადამიანი იყო რომელიც რამდენჯერმე ჩვენს კომპანიაში ვნახე და მისი ამაზრზენი მზერა დღემდე მახსოვს. ლაპარაკობდა, სახეზე ოდნავ ირონიული და საშინლად ღვარძლიანი ღიმილი ეტყობოდა , თან მე მიყურებდა. დათის გავხედე აშკარად შევამჩნიე რომ ყბების ძვლები დაჭიმული ჰქონდა, რატომღაც თავში მისი წეღანდელი მობილურზე საუბარი ამომიტივტივდა და ეს საუბარი იმ არსებას დავუკავშირე რომელსაც ასეთი ამაზრზენი მზერა ჰქონდა. არ ვიცი როგორ მაგრამ შევამჩნიე რომ დათის მოთმინებას საზღვრები მელ ნელა ქრებოდა, არვიცი რატომ იყო დათი ასეთი გაბრაზებული მე ამ მამაკაცის საუბარი არც კი მომისმენია. თვალი დათის ხელისკენ გამექცა თითები ისე ჰქონდა დაძაბული ავფორიაქდი, ვერ გამეგო რა ხდებოდა. აი იმ დროს რა ვიფიქრე არ ვიცი, ისიც არ ვიცი ტვინში რა ამომიტრიალდა მაგრამ ხელი დათის მაჯაზე ნაზად დავადე თითქოს ვიცოდი რომ ძალიან იყო გაბრაზებული და დავამშვიდე. დათის ისეთ სწრაფი და მკვეთრი რეაქცია ჰქონდა როგორიც ლოკოკინას აქვს მაშინ როცა ვინმე მას თვალებზე შეეხება, უცებ სრულიად უცებ მოდუნდა თითქოს შეხტაო, მაგრამ ეს მხოლოდ მე შევამჩნიე, შევამჩნიე კი არა ვიგრძენი, ყველა კუნთი მოადუნა და გამომხედა. კითხვისნიშნებით სავსე მზერა მქონდა , თვალებით უამრავ კითხვას ვუსვამდი, ისიც თვალებში მიყურებდა და მივხვდი რომ ბოლომდე დამშვიდდა. ხელი მოვაცილე. -კარგად ხარ?-დავიჩურჩულე. -კი საიდან მოიტანე რომ ცუდად ვარ?- მანაც ხმადაბლა მითხრა წამოდგა და გავიდა. თვალი ბოლომდე გავაყოლე, ვერანდაზე გავიდა. მოვიბოდიშე და მეც წამოვდექი უკან გავყევი. ვერანდაზე რომ გავედი მოაჯირზე იყო დაყრდნობილი და სიგარეტს ეწეოდა. გვერძე დავუდექი მეც იგივე პოზაში. თვალი სიცარიელეს გავუშტერე. შემომხედა, მერე მეც შევხედე რამდენიმე წამით და ისევ სხვამიმართულებით გავიხედე. თუმცა მას თვალი არ მოუშორებია. -რამე მოხვდა?-ვიკითხე ისე რომ მისთვის არ შემიხედავს. -რაგჭირს?-მკითხა, კვლავ მე მიყურებდა. -მეე? არაფერი, ეგ კითხვა მე უნდა დამესვა თქვენთვის. -საიდან დაასკვენი რომ რამე მჭირს?-წყნარად ლაპარაკობდა. -არვიცი უბრალოდ მომეჩვენა რომ... -მართალი ხარ მოგეჩვენა...ახლა კი წადი.-მითხრა ცივად, მას შევხედე კვლავ მე მიმზერდა. შევხედე არაფრისთქმელი მზერით და უსიტყვოდ დავბრუნდი შიგნით. რომ შევედი უკვე მუსიკა ჩაერთოთ და წყვიდებად ცეკვავდნენ. მოცეკვავე წყვილებს თვალი მოვავლე ყველა დახვეწილად და ლამაზად ცეკვავდა. -ვიცეკვოთ?-გაღიმებულმა ხელი გამომიწოდა დემეტრემ. -რათქმაუნდა-ღიმილით დავთანხმდი მე. მუსიკას ნელა ავაყოლეთ სხეულის მოძრაობა. ერთი ხელი მხარზე დავადე მეორე ხელი საკუთარ ხელში მოიქცია და ზურგზე ხელი მომხვია. -შესანიშმავი საღამოა.-კმაყოფილად ჩაილაპარაკა დემეტრემ.-დარწმუნებული ვარ ამ საღამოს დაგეგმვაში თქვენი ხელიც იქნება. -არა ჩემი ხელი არ ურევია ყველაფერი ნიჭიერი ორგანიზატორების წყალობით ხდება.-გავუღიმე მას ცეკვა უხმოდ გავაგრძელეთ, სანამ ყველაზე არასასიამოვნო ხმა არ მომესმა. -შეიძლება?-წინ ის ამაზრზენი არსება გვედგა და ჩემს თავს ითხოვდა. -რათქმაუნდა-თქვა დემეტრემ ხელზე მაკოცა და ისე მოგვშორდა ხმისამოღება ვერ მოვასწარი. ამ არსებამ გაღიმებულმა მომხვია წელზე ხელი და თავისთან ახლოს მიმწია, საშინლად არ მესიამოვნა. ყველაზე დიდი დისკომფორტი ვიგრძენი, დემეტრესთან ასე ახლოს არ ვყოფილვარ ამან კიდევ მიმიკრა. -მე ალექსანდრე ვარ-ჰო ეგ კარგი სახელია უფროსწორად იყო აქამდე. -ვერ ვიტყვი რომ სასიამოვნოა-ოდნავ ღიმილნარევმა წარმოვთქვი ამ ადამიანის მიმართ არ ვიყავი კარგად განწყობილი და რატომღაც გადავწყვიტე რომ ჩემი პოზიცია არ უნდა დამემალა. -თავიდან ყველა ასე ამბობს-წარმოთქვა ეს სიტყვები და მის სახეზე ამაზრზენ ღიმილს რომ მოვკარი თვალი დათი ვინატრე, ჰო დათი ვინატრე! თვალების ცეცება დავიწყე იქნებ დათისთვის მომეკრა თვალი. -აქ არ არის-ეშმაკური ღიმილით თქვა. -ვინ? -იქნებ შენი სახელი გეთქვა-ყურთან ძალიან ახლოს ჩამჩურჩულა არასასიამოვნოდ დამბურძგლა. ხელებს ჩემს წელზე და ზურგზე აცურავებდა უცებ თვალი მოვკარი დათის რომელიც ჩვენსკენ მოდიოდა. ერთდროულად ამოვისუნთქე და თან დავიძაბე ისეთი სახით მოდიოდა გაფიქრება არ მინდოდა რა შეიძლება მომხდარიყო.... ---------- ჩემო საყვარლებო ძალიან ძალიან გამიხარდა თქვენი დადებითი შეფასებები როგორც ჩანს მოგწონთ ამან კიდევ უფრო სტიმული მომცა და მგონი საკმაოდ დიდი თავიც გამომივიდა♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.