შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ კი დაბრუნება გიწერია.... (თავი 1)


21-04-2016, 19:39
ავტორი tsn
ნანახია 2 977

.......
პირველ რიგში მოგესალმებით.. მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება პაწაწინა, გრძნობებით სავსე ისტორია, რომლის მთავარი გმირი არის ძლიერი ქალი, რომელიც მოულოდნელად ჩნდება.... იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ და თქვენს აზრებს გამიზიარებთ... ეს ''საცდელი'' თავია და მინდა გკითხოთ, ღირს გაგრძელება?.. თუ მოგეწონებათ დიდ თავებსაც ავტვირთავ..

......
ჩემს გადაწყვეტილრბაში დარწმუნებულმა, კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ჩემს ჩალაგებულ ბარგს და საწოლზე წამოვწექი.. ძილი არა და არ მომეკარა.. ასე ვიცი, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანისთვის ვემზადები ყოველთვის მოუსვენრად ვარ.. უკვე რამდენი ხანია წასვლას ვფიქრობ, მაგრამ სისრულეში ვერ მომყავს ეს იდეა.. ხვალ კი წავალ იქ, საიდანაც ჩემი ნებით არ წამოვსულვარ.. დავბრუნდები იქ, სადაც აღარავინ მელის, იმ ადამიანებთან, რომელთაც მომკლეს.. დიახ, მე მომკლეს, წამართვეს იდენტობა, ცხოვრების ხალისი, ბედნიერება.. ყველაფერი, რაც მაცოცხლებდა..
თუ ჩემს ცხოვრებას თვალს გადაავლებთ, მიხვდებით, რომ ბედნიერად ცოტა ხანს თუ მიცხოვრია.. მე ბავშვთა სახლში გავიზარდე.. ჩემზე ჯერ კიდევ მაშინ თქვეს ''მშობლებმა'' უარი, როცა ჩვილი ვიყავი.. მას მერე ბავშვთა სახლში ზრუნავდნენ ჩემზე.. ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში დავდიოდი და საკმაოდ კარგადაც ვსწავლობდი.. მეათე კლასში რომ უნდა გადავსულიყავი ერთ-ერთ პროექტში მივიღე მონაწილეობა და ცნობილ კერძო სკოლაში დაფინანსება მოვიპოვე.. იქ ყველა ამრეზით მიყურებდა, მე ხომ ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი, ისინი კი დიდ და მდიდრულ სახლებში... მადინ ეს მიმაჩნდა ბედნიერებად.. დიდი სახლი და მოსიყვარულე მშობლები.. კლასში ერთ გოგოს დავუმეგობრდი.. ერთ დღეს კი მან თავისი სხვა მეგობრებიც გამაცნო.. ერთ-ერთი იყო ნიკა, ჩემზე ერთი წლით უფროსი, სიმპატიური რუს-ქართვრლა ბიჭი.. გაცნობის დღიდან მოგვეწონა ერთმანეთი.. მოწონება კი ნელ-ნელა სერიოზულმა გრძნობამ - სიყვარულმა შეცვალა.. ნიკას ოჯახმა ჩათვალა, რომ მე ფულზე მონადირე გოგო ვიყავი.. მისმა დედამ ფულიც კი შემომთავაზა, სანაცვლოდ უნდა მიმეტოვებინა.. მაშინ ცხოვრებაში პირველად მოვექეცი უფროს ადამიანს უხეშად და ფული სახეში შევაყარე.. მე და ნიკამ ამ დაბრკოლებების მიუხედავად ურთიერთობის გაგრძელება შევძელით.. ცხრამეტი წლის ვიყაჩი, როდესაც მთხოვა ცოლად გამომყევიო და რა თქმა უნდა, მეც დავთანხმდით.. ნიკას ოჯახი ისევ წინააღმდეგი იყო, თუმცა ჩვენ მაინც ვიქორწინეთ, პატარა სახლი ვიყიდეთ და სრულიად ახალი ცხოვრება დავიწყეთ.. ნიკას მამა არ ჰყავდა, სანამ გავიცნობდი მანამ დაეღუპა, ბიზნესს დედამისი ხელმძღვანელობდა მანამ, სანამ ნიკას 18 წელი არ შეუსრულდა.. მისი ოჯახიდან ჩვენს ურთიერთობას მხოლოდ ბაბუა სწყალობდა, მასაც საკუთარი საქმე ჰქონდა და სამოცი წლის მამაკაცის კვალობაზე საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა და თავის ბიზნესს მართავდა.. ერთ დღეს კი ყველაფერი აირია.. რომ ამბობდნენ აფერისტია ბედნიერებაო არ მეჯერა, მაგრამ ასე მოხდა.. უცებ ყველაფერი გაქრა.. თანაცხოვრების ერთი წლის თავზე ბაბუა დაიღუპა.. გაირკვა, რომ ტაია სულაც არ იყო ნიკას დედა.. ის უბრალოდ მამამისის მეორე ცოლი იყო, ლევანი კი მისი ნახრვარძმა.. როგორც აღმოჩნდა (ეს მოგვიანებით გავიგე) ბაბუამ თავის მემკვიდრედ ნიკა დაასახელა.. ცოტა ხანს მშვიდობა ჩამოვარდა.. გვეგონა, რომ ბაბუას სიკვდილმა დაგვაახლოვა.. ფეხმძიმედ ვიყავი და მე და ნიკა სიხარულის ზენიტში ვიყავით.. იმ დაწყევლილ დღეს კი მთელი სამყარო თავზე დამექცა.. შემატყობინეს, რომ ჩემი ქმარი ავარიაში მოყვა და ხრამში გადავარდა, რომ ის დაიღუპა.. ეს დღე, 23 სექტემბერი ჯოჯოხეთური იყო ჩემთვის.. უფრო სწორად ჯოჯოხეთის დასაწყისი.. ნერვიულობის გამო მუცელი საშინლად ამტკივდა, საავადმყოფოში გადამიყვანეს... როცა პალატაში შემიყვანეს შევნიშნე, როგორ შემოვიდა პალატაში ექიმის თეთრ ხალათსა და პიბადეში გამოწყობილი ტაია.. ხელში ნემსი ეჭირა.. სწორედ მაშინ მითხრა, როგორც მოვიშორეთ ნიკა და ბაბუამისი, ისე მოგიშორებთ შენც და შენს შვილსაცო.. ვიუვირე,თუმცა წამლის შეშვება მოასწრო, მე კი გავითიშე.. არც კი ვიცი გონს რამდენ ხანში მოვედი.. პირველ რიგში ბავშვი მოვიკითხე და მითხრეს, რომ ის აღარ იყო.. იმ დღეს მართლა მოვკვდი.. მე აღარაფერი აღარ მქონდა, აღარავინ მყავდა.. მე ვიყავი ცოლი, რომელსაც ქმარი მოუკლეს, დედა, რომელმაც საკუთარი შვილის ხელდი.აყვანაც კი ვერ შეძლო, მე უბრალოდ აღარავინ ვიყავი.. მე ვსუნთქავდი, მაგრამ ყოველი ამოსუნთქვა მტკიოდა, ვცოცხჭობდი, მაგრამ მკვდარი უფრო ვიყავი.. ჩემს თავში ჩავიკეტე, აღარავისთან შევდიოდი კონტაქტში.. მეორე საღამოსვე გავიქეჩი საავადმყოფოდან.. ხიდზე დავდექი.და ვტიროდი, როდესაც ვიღაცამ ხელი ჩამჭიდა და შემანჯღრია.. ეს სტივი იყო, სტივ ნორტონი.. თავისთან წამიყვანა და მითხრა, რომ შემეძლო დარჩენა.. ვემთვის სულ ერთი იყო, მაგრამ მაინც დავრჩი.. საინტერესო ადამიანი იყო სტივი, აღარ გამიშვა.. მალევე ამალაპარაკა და ყველაფერი გაიგო, რაც გადამცდა.. მითხრა, რომ დამეხმარებოდა და პოლიციაში მივსულიყავი, მაგრამ ეს არ მინდოდა, რადგან ეს მე ბჭვერც ნიკას დამიბრუნებდა და ვერც ჩემს გოგოს.. მაშინ სტივმა მასთან ერთად წასვლა შემომთავაზა.. მეც დასაკარგი აღარაფერი მქონდა, აქ ყველა კუთხე მათ თავს მახსენებდა, ამიტომ წავედი.. სტივს დავუახლოვდი.. მაშინ კი, როდესაც საემიგრაციო სამსახურში პრობლემა შემექმნა, მომიწია სტივთან ფიქტიური ქორწინება გამეფორმებინა.. მე შევიცვალე, არა მხოლოდ შინაგანად, არამედ ფიზიკურადაც.. შევიცვალე სახელი და გვარი.. ახლა აღარ ვიყავი ბელა დადიანი, მე ანაბელ ნორტონი გავხდი.. მალე გავიგე, რპმ სტივს ბოლო სტადიის სიმსივნე ჰქონდა.. მითხრა, რომ ყოველთვის არასწორად ცხოვრობდა, ახლა კოდრო იყო რაღაც კარგი გაეკეთებინა და ამიტომაც დამეხმარა.. დამეხნარა სრულიად უანგაროდ.. მეტიც, როცა დაიღუპა, მთელი თავისი ქონება ჩემს სახელზე დატოვა.. მე თითქოს რკინის გავხდი, ვეღარაფერს ვგრძნობდი, სიძულვილსაც კი.. სტივის კომპანია ჩავიბარე და ცხვირით ჩავეფალი ამ საქმეში.. მეგონა რაც მეტს ვიმუშავებდი ნაკლებს ვიფიქრებდი წარსულზე, მაგრამ უშედეგოდ.. უკვე თითქმის ხუთი წელი გავიდა, მე კი წარსულს ვერ ვშორდები.. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ კი გადავწყვიტე, რომ უნდა დავბრუნდე.. შურისძიებას არ ვაპირებ.. ან იქნებ ვაპირებ კიდეც.. თუ კი ფულზე დახარბებულ ადამიანენს ფულს წაართმევ, ალბათ ეს არის კიდეც შურისძიება.. ფული.. არასოდეს ვყპფილვარ ფულის ხარბი.. მე მხოლოდ სიყვარულს ვითხოვდი.. ახლა კი უბრალოდ უნდა დავიბრუნო ის, რაც დავკარგე.. მართალია დაკარგულ სიცოცხლეს ვერ დაიბრუნებ, მაგრამ აუცილებლად დავიბრუნებ ყველაფერს, რაც მათგან დარჩა..

ადრიანად ავდექი, ტაქსი გამოვიძახე და აეროპორტში წავედი.. რამდენიმე საათში იქ დავბრუნდები, საიდანაც სიმხდალის გამო წამოვედი.. დავბრუნდები, როგორც ანაბელ ნორტონი..
ჩემს სავარძელში მოვთავსდი და ხელები ყელისკენ უნებუღლრად წავიღე.. ეს უკვე ჩვევად მექცა.. ყელზე წვრილ ჯაჭვზე ჩამობმულ საქორწინო.ბეჭდებს ვატარებ.. ბეჭედზე შიგნიდან წერია: if you were a library book, I will never bring you back''.. ეს სულელური ფრაზა ბავშვობიდან გვქონდა ამოჩემებული და ნიკამ ბეჭდებზეც დაატანინა.. ნეტავ როგორ შემხვდებიან.. შეიძლება ვერც მიცნონ, მე ხომ ასე შევიცვალე.. ჯიბიდან ჩემი და ნიკას ფოტო ამოვიღე და დავხედე.. ფოტოზე ასე ხუთი თვის ფეხმძიმე ვიყავი, მუცელიც მეტყობოდა.. ნიკას მუცელი გამოებერა, მე ხელს ვადებდი და დავცინოდი,.. ღმერთო როგორ მენატრება ის დრო.. სიმშვიდე, რომელიც მუდამ თან მდევდა.. მენატრება ნიკა, მისი სითბო.. ამდენი ხნის შემდეგაც კი ვერ დავივიწყე.. ჰმ.. ფოტოზე სულ სხვანაირი ვარ.. ქერა გრძელი თმით, ფრიალა სარაფნით.. ახლა კი სულ სხვა ვარ.. აღარც ისეთი გრძელი თმა მაქვს, თანაც მელირებული.. ხანდახან ვერც მე ვცნობ სურათზე ჩემს თავს..
უკვე დაგეგმილი მაქვს ყველაფერი.. მათ უკვე იციან, რომ ვინმე ანაბელ ნორტონი ხელშეკრულების დასადებად და მათ ფირმასთან სათანამშრომლოდ რამდენიმე თვიანი ვიზიტით მიდის.. როგორც ვვარაუდობდი, მათი ფირმა გაკოტრების პირასაა.. მე კი ერთადეღთი ვარ, ვინც მათი ''დახმარება'' განიზრახა.. ვთქვი, რომ შურისძიებას არ ვაპირებდი, ასეც იქნება, უბრალოდ კანონიერად დავიბრუნებ იმას, რაც ჩემს ქმარს ეკუთვნოდა..


პ.ს

თქვენი აზრი მითხარით რა.. მოგწონთ თუ არა.. არ გადამიკითხავს და ალბათ ბეჭდური შეცდომები იქნება.. ამიტომ , როგორც ყოველთვის, ბოდიში..♥♥♥



№1  offline მოდერი bibo

ვაფრენ მე შენზე საოცრება ხარ და სუ ვკითხულობ შენებს იმიტო რო კაი დასასრულიანი ხარ მაგიტო უპრო მიყვარხარ ჩიტო აქაც ჯერ კომი დავწერე ეხა წავიკითხავ მურაბააა love request

 


№2  offline მოდერი tsn

bibo
ვაფრენ მე შენზე საოცრება ხარ და სუ ვკითხულობ შენებს იმიტო რო კაი დასასრულიანი ხარ მაგიტო უპრო მიყვარხარ ჩიტო აქაც ჯერ კომი დავწერე ეხა წავიკითხავ მურაბააა love request

იმედი მაქვს მოგეწონება და შთაბეჭდილებებს გამიზიარებ''

 


№3  offline წევრი suicid

კაია ^_^^ არა არა ძააან კაია ^_^

 


№4  offline მოდერი tsn

suicid
კაია ^_^^ არა არა ძააან კაია ^_^

გმადლობ.. მიხარია, თუ მოგეწონა ♥♥

 


№5 სტუმარი Black

Yvela istoria kargi gaqvs,amitom arc esaa gamonaklisi..veli shemdeg tavs;) <3

 


№6  offline მოდერი tsn

Black
Yvela istoria kargi gaqvs,amitom arc esaa gamonaklisi..veli shemdeg tavs;) <3

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ♥♥

 


№7  offline წევრი kora

როგორც ყოველთვის საინტერესო და თბილი წასაკიხი ისტორიაა ❤️ ძალიან მინდა ნიკა ცოცხალი იყოს, ჩემი ფანტაზიით იმ დესპოტებს გამოკეტილი ეყოლებათ სადღაც მთლი ამ დროის მანძილზე
--------------------
kira.G

 


№8  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzaliannn magariaaa yochaggg...gaagrdzelee da at daagviano
--------------------
G.ke

 


№9  offline მოდერი tsn

kora
როგორც ყოველთვის საინტერესო და თბილი წასაკიხი ისტორიაა ❤️ ძალიან მინდა ნიკა ცოცხალი იყოს, ჩემი ფანტაზიით იმ დესპოტებს გამოკეტილი ეყოლებათ სადღაც მთლი ამ დროის მანძილზე

მიხარია, რომ მოგწონს და გმადლობ რომ შენს აზრებს მიზიარებ ♥♥

gvanciii kereselidze
Dzaliannn magariaaa yochaggg...gaagrdzelee da at daagviano

გმადლობ გვანციი... არ დავაგვიანებ ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent