შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და მაინც... (სრულად)


21-04-2016, 22:25
ავტორი მოლურჯო
ნანახია 3 767

... მშვიდობით მეგობარო, ნუ მოიტყუებ თავს,რომ კიდევ შევხვდებით სადმე
გეძახი და -
მოდი, თუ გინდა, ნერვები მომიშალე.
თუ გინდა საერთოდ ხმას ნუ გამცემ ოღონდ მოდი
- ყველაფერს ნუ იტყუები რა... საერთოდ რა გინდა ჩვენს სამეგობროში
- არ მომიტყუებია არაფერი

- შენი ბრალია კიბიდან რომ გადმოვვარდი
- შენი ბრალია დღეს იქ სხვებთან ერთად რომ ვერ წავედი
- შენი ბრალია ისინი რომ აღარ მემეგობრებიან
- შენი ბრალია ყველაფერი რომ გაფუჭდა სხვებთან
ამ სიტყვების მერე იყო ცრემლი მეტი არაფერი
რამდენი წელი გავიდა სალომე? რამდენი წელი?
მხედავ? შენ უნდა იყო მანდ და მე აქ?
იცი? შენ ისეთს მიღებდი როგორიც ვიყავი მე კი სულ გეჩხუბებოდი
იყავი ის ადამიანი რომელიც არასდროს მტოვებდა მაგრამ მე დღეს შენს გარეშე ვარ ამ სამყაროში ამ დამპლურ ბინძურ სამყაროში
შენი ღიმილის გარეშე ვარ
შენი ჩხუბის გარეშე
გახსოვს? რამდენჯერ დაცემულხარ მე კიდევ სად ვიყავი ამ დროს? სხვებთან!
გახსოვს რამდენჯერ დაგამცირე? რატომ? მაშინ ვერ ვხვდებოდი რას ვაკეთებდი ახლა მივხვდი
ყველაფერი იცვლება აბსოლიტურად ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში
მაგრამ შენ უნდა იყო აქ შენ მე მჭირდები დღეს მჭირდები ზუსტად დღეს
იცი რა ცუდია აქ? როცა ყველაზე ზედ გივლის როცა ყველა გამცირებს
ვიცი ახლა ფიქრობ მეც გამცირებდი მაგრამ ვინანე
იმდენად გვიან რომ ვერც გეტყოდი
იმდენად გვიან რომ ვეღარც დაგინახავდი
იცი? სავადმყოფოში ოპერაციის შემდეგ რომ დამირეკე სპეციალურად არ ავიღე არ მაქვს ამის თავი თქო მაგრამ რა მივიღე?
ჯობდა ამეღო ჯობდა ბოლოჯერ გამეგო შენი ხმა ვიდრე დღეს ასე ვყოფილიყავი
მენატრები
მართლა მენატრები
შენი ღიმილი მენატრება
შენი სიხარულით სავსე თვალები მენატრება
შენ მენატრები
რა უნდა გითხრა? არც კი ვიცი როგორ აგიხსნა ეს ყველაფერი
გესმის? მე დღეს უშენობა მტკივა
მე დღეს მტკივა...
უკვე დიდი ვარ ზედმეტად დიდი რომ მივხვდე ვინ დავკარგე
ყველა რომ ზედ მივლიდა შენ ჩემს გვერდით იყავი მაგრამ ვერ დაგაფასე
ვერაფერი ვქენი
დღესაც ვერაფერს ვშვები
ან რა უნდა ვქნა? ღმერთი მაპატიებს? ვიცი დავისაჯე იმისთვის დავისაჯე რომ ვერ გაფასებდი
მაპატიებ ოდესმე? მაპატიებ რომ ვერ დაგაფასე?
ვიცი შენ იმდენად სუფთა გული გაქვს მაპატიე
მაგრამ საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ
იცი რამ გამანადგურა? რომ დამირეკეს და მითხრეს ვერ გადარჩაო...
რატომ სალომე რატომ? მე უნდა ვიყო ცოცხალი მე უნდა ვიმსახურებდე სიცოცხლეს და შენ არა?
მართალია ნამდვილად მართალია როცა ამბობენ ღმერთს თავისთვის სულ კარგები მიყავსო...
ხოდა წაგიყვანა...
შენ დღესაც კი ვერ გაფასებ ისე როგორც საჭიროა
მტკივნეულია იმის გააზრება რომ აღარ ხარ ვეღარ მეძახი
ვეღარ მიღიმი
სალომე აღარ ხარ...
მიყვარხარ მე მაინც მიყვარხარ
გახსოვს რომ მეუბნებოდი ყველაფერი კარგად იქნებაო?
მჯეროდა... მაგრამ ახლა აღარაფრის მჯერა
მოდი თუ გინდა მეჩხუბე მიყვირე ოღონდ მოდი
გთხოვ
მე დღეს მარტო ვარ შენს გარეშე



№1  offline აქტიური მკითხველი Sofia-sofie

რას მერჩი. . . :((((

 


ხოო, ცოტა კიდევ რომ გაგრძელებულიყო მე ავბღავლდებოდი, საიდან ამდენი სევდა? ძალიან კარგი და სევდიიანი ისტორია იყო, მაგრამ მას მგონი ჩანახატი უფრო ჰქვია, მოკლედ მე ვისიამოვნე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent