შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუმორჩილებელი მეძავი (6 თავი)


22-04-2016, 19:20
ავტორი nasia
ნანახია 4 179

სანდრო
ყველაფერი უცებ მოხდა,ნინა ისე წაიყვანეს მის დასაცავად ვერაფერი გავაკეთე.დარწმუნებული ვარ ზაზა არ მოისვნებს,სანამ არ დავთანხმდები ნარკოტიკების გადმოტანაზე.მას,რომ რამე დაემართოს საკუთარ თავს არასდროს ვაპატიებ.რუსეთსი ყოფნისას ძალიან მომენატრა.არ მეგონა ასეთ გადატრიალებას თუ მოახდენდა ეს ერთი ციდა გოგო ჩემს გულში,მაგრამ ფაქტია,რომ მის მიმართ გრძნობები გამიჩნდა.ახლა კი რადაც არ უნდა დამიჯდეს ნინას დავიხსნი და ჩემთან დავაბრუნებ,სამუდამოდ!
როგორც კი მანქანები ავიდნენ და მარტო დავრჩით მაშინვე დათოსთან გადავრეკე
-დათო,ახლახანს გზაზე დამხვდნენ სამი მაქანით,ზაზაც აქ იყო,ნინა გაიტაცეს
-რას ამობობ სანდრო,ეს,როგორ მოხდა?
-მოულოდნელად დაგვესხნენ თავს,ნინასთან ერთად კოჯორში მივდიოდი,მხოლოდ მძღოლი წავიყვანე დაცვის გარეშე,არ მეგონა ამდენს თუ გაბედავდა ამის დ*****ი
-კარგი სასწრაფოდ წამოდით აქ და ყველაფერს მოვაგვარებთ-უცებ მიაყარა დათომ და გაუთიშა,შმდეგ კი ლევანთან გადარეკა და ეგრევე მიაყარა
-ლევან შარში ვართ,ნინა გაიტაცეს
-ვაიმე,რას ამბობ სანდრო?-უცენბ იქითა მხრიდან სალომეს შეშინებული ხმა გაისმა-როგორ თუ გაიტაცეს?ვინ იყო?
-სალომე,ლევანი სადაა?
-ის...სააბაზანოშია და....-დაბნეული ალაპარაკდა-აქ ვარ სანდრო რა მოხდა სალომე რატომ ტირის?-ახლა ლევანის ხმა გაისმა ყურმილში
-ზაზამ ნინა გაიტაცა
-რა?კი,მაგრამ როგორ?
-არ ვიცი უცებ მოხდა ყველაფერი,მოკლედ ახლა დათოსთან მივდივართ და მოდი ყველაფერს იქ გავარკვევთ
-კარგი ახლავე გამოვდივარ.
ნინა.ნეტავ ახლა როგორაა?ალბათ განიცდის და ნერვიულობს,მას ხომ წარმოდგენაც არ აქვს რატომ წაიყვანეს უცხოადამიანებმა.არ დავუშვებ რამე დაემართოს,ზაზას საკუთარი ხელით მოვკლავ რამე,რომ ავნოს.ამ ცოტა ხანში ძალიან მივეჩვიე,ის ისეთი უშუალო და ხალისიანია,რომ ძნელია მასზე არ ფიქრობდე.
დათოს სახლამდე მალე მივედით.იქ ერთგვარი შტაბ-ბინასავით გვაქვს კომპიუტერებითა და სხვადასხვა მოწყობილობებით სავსე ოთახია ერთი,საიდანაც ყველაფერს მართავს და აკონტროლებს დათო.იმედია რაიმე ხელჩასაჭიდი იქნება და მათ ადგილსამყოფელს მარტივად დავადგენთ,მერე კი ზაზა ნამდვილად ვერ გადამირჩება.
სახლში შესვლისთანავე დათოს ოთახისკენ წავედი
-დათო აბა რამე ახალს ვერ მეტყვი?ჩვენს მანქანაზე ხომ კამერებია დამონტჟებული მათი მანქანების ამოცნობას ვერ შევძლებთ?
-მანქანები უკვე ამოვიანით,ნომრების იდენტიფიკაციაც მოვახდინე და ახლა მხოლოდ მათი გადაადგილების მარშრუტის გაგებაა საჭირო
-მერე რარაცს უცდი?-მოთმინებადაკარგულმა ვკითხე
-სანდრო გამიგე,მათ მაქნანებს ჯიპიესი ა აქვს,ამიტომ ქუჩის კამერების საშუალებით ვცდილობ.მათ გადაადგილებას კვალდაკვალ მივყვები,ცოტა უნდა მოითმინო?
-არ შემიძლია ამდენს ხანს ლოდინი და რა გავაკეთო?
-ზაზას ხომ არ აურეკავს? ვეცდები ზარითაც დავადგინო სად არიან,აქ იყავი იმედია დარეკავს საერთოდ.
ერთი საათი გავიდა,მაგრამ საუკუნედ მეჩვენებოდა,მალე ლევანიც მოვიდა
-სანდრო,რამე ახალი ხომ არ არის?
-არა ლევან ჯერ ვეძენთ ისევ-დამწუხრებულმა ვუთხარი და სკამიდან წამოვდექი,ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი
-სალომე გაგიჟებულია,უამრავი კითხვა დამისვა,არც კი მახსოვს რა მოვაბოდიალე და მოვატყუე.
უცწბ ჩემი ტელეფონი აწკრიალდა და ეკრანზე უცხო ზარი დაფიქსირდა
-უპასუხე და რაც შეიძლება დიდხანს ესაუბრე-დათომ დამარიგა და ყველანი გაისუსნენ.მეც უმალ დავაჭირე ღილაკს
-გისმენთ.
-რა მშვიდი ხმა გაქვთ ბატონო სანდრო,ნუთუ საერთოდ არ დარდობ ამ ჩიტზე?-ზაზას ამაზრზენი ხმა,რომ გაისმა მინდოდა სათითაო ძვალი დამელეწა მისთვის
-რა გინდა მითხარი?ხომ იცი ნინას მაინც ვიპოვი,მოგაგნებ და მერე ცუდათ წაგივა საქმე,ძალიან ცუდათ ზაზა,ჯობია დროზე მოვრჩეთ ამ თამაშს!
-მე არ ვთამაშობ სანდრო და იცი ეს შენ,მხოლოდ ის მინდა,რომ შენი სატვირთოთი ნარკოტიკების ერთი პარტია გადმოვზიდო,მერე გოგოსაც მოგცემ და თავსაც დაგანებებ
-ეგ შეუძლებელია,მაგ საქმეს მე არ ვიზამ....
-იცოდე,ამ გოგოსთან ჯერ მე გავერთობი,მერე სათითაოდ დავახლი ტყვიას და ტანჯვით მოვკლავ.მასთან,რომ მოვრჩები მერე სხვებზეც გადავალ
-ნინას თითი არ ახლო ზაზა კიდევ ერთხელ გაფრთხილებ
-რა იყო ადრე შენს ფისოებზე ესე არ დარდობდი,ანუ მნიშვნელოვანია ეს გოგო,ხო და თუ ასეა იფიქრე,დროს დღეს საღამომდე გაძლევ თუ არა და.....-სათქმელი არ დაასრულა ისე გამომირთო ტელეფონი.გამზარებულმა ტელეფონი კედელს შევანარცხე და ნაწილებად დაიშალა
-რა მოხდა ასეთი რა გითხრა-მკითხა ასევე განერვიულებულმა ლევანმა
-დათო დაადგინე საიდან დარეკა?- დათოს მივუბრუნდი მოთმინებადაკარგული დაველოდე მის პასუხს
-ზუსტი მისამართი ვერა,მაგრამ მიმდებარე ტერიტორია საიდანაც ზარი განხორციელდა დავადგინე,ახლა კი შევეცდები კამერების საშუალებით ვიპოვნო
-ძალიან კარგი ესეც გამოგვადგება,იმედია საღამომდე მოვასწრებთ-გამწარებულმა ჩავილაპარაკე და სკამზე ჩამოვჯექი.ლოდინი,ახლა მხოლოდ ესღა დამრჩენოდა.
* * * * * *
ნინა
შეშინებულს ცრემლებიც აღარ გადმომდიოდა.უკანა სავარძელზე მობუზული ვიჯექი და მხოლოდ იმას ვნატრობდი სანდროს ვეპოვნე.წინ კი საშინელად ცივი და ამაზრზენი ხმის პატრონი ზაზა მის მძღოლთან ერთად იჯდა.
დიდხას ვიარეთ,ზუსტად არც კი ვიცი რამდენ ხანს,აღქმის უნარი დავკარგე,ნერვიულობისგან ხელები და ფრხები მიკანკალებდა.ამ კაცის თითეული გამოხედვა მაშინებდა და მხოლოდ აქედან თავის დაღწევაზე ვფიქრობდი.
სანდროსტან გატარებული წუთები მომენატრა,იქნებ ამის მერე ვეღარც მენახა.
ის ჩემს მიმართ საოცრად თბილი და მოსიყვარულე იყი,ცხოვრებაში ბევრ ცუდ ადამიანს შევხვედრილავრ და არ მინდოდა კეთილი ადამიანები დამეკარგა.არ მისი დაკარგვა მსურდა,სანდრო მანაჟვლებდა და მასზეც ვდარდობდი.ნუთუ შემიყვარდა?
მაგრამ ეს ხომ დაუშვებელია.მე სულ სხვა ვარ სანდრო კი სულ ხვა.ჩვენ სხვადასხვა პოლუსებიდან ვართ,ამიტომ არამგონია ერთად ყოფნა გვეწეროს.მე ბავშვთა სახლში გაზრდილი,ბორდელიდან წამოყვანილი გოგო ვარ.ის კი მდიდარი და პატივსაცემი ოჯახის შვილი.არასდროს მიმიღებენ მის საზოგადოებაში.ამიტომ სჯობს ამაზა ფიქრი შევწყვიტო.
ფიქრებში გართული ვიყავი,როცა მანქანა მიყრუებულ ადგილას შენობის წინ გაჩერდა.აშკარა იყო აქ არავინ ცხოვრობდა და მიტოვებულს ჰგავდა.
-ჩქარა გადმოდი და წინ იარე-უხეშად მომმართა ზაზამ და დაელოდა როდის გადავიდოდი.მეც აჩქარებით გადავედი მანქანიდან და სხვა მამაკაცს გავყევი უკან.შენობაში შევედით,რომლის ოთახები საშინლად ყარდა.ზოგ ადგილას ჩამომტვრეული იყო და ფანჯრებიც ჩამსხვრეულ .რომ შევედი იქ სხვებიც დავინახე,ალბათ ესენი იმ მანქანებით ჩვენამდე მოვიდნენ.შემდეგ ზაზამ ერთს თვალით ჩემზე ანიშნა და თვითონ იქვე ჩამოჯდა.ამან კიდევ მკლავზე ხელი უხეშად მომკიდა და სადღაც წამათრია
-გამიშვი ხელი იდიოტა სად მიგყავარ?-ყვირილი დავიწყე მაგრამ ის არ განძრეულა
-მოკეტე შე ბ***ო-მიყვირა და სახეში გამარტყა,შემდეგ კი ოთახის კარი გააღო და შემაგდო-აქ ეგდე და შენი ხმა არ გავიგო!-მკაცრად გამაფრთხილა და კარი დაკეტა.
გარტყმული მეტკინა,ტუჩზე ხელი მოვისვი და სისხლი მდიოდა.ფრთხილად მოვიწ,იმდე და ოთახი მოვათვალიერე.მხოლოდ ბინძური ლეიბი და დამტვრეული,მტვრიანი სკამები იდგა.ერთი კედლის ზედა კუთხეში სარკმელი იყო,ისიც გისოსებიანი და უფანჯრებო.რა უნდა მექნა? იქვე ლეიბზე ჩამოვჯექი და სიბნელეს თვალი გავუსწორე.
რომ არ მოვეძებნე?იქნებ მისთვის არაფერს წარმოვადგენ დს თავიდანაც კი მომიშორა?იქნებ არც მომძებნოს და ამ კაცებს დაუტოვოს ჩემი თავი?ხომ შეიძლება ასე მოხდეს? ღმერთო,უკვე აღარ ვიცი რაზე ვიფიქრო.აქ ყოფნამ ისე გამაგიჟა სისულელეებზეც დავიწყე ფიქრი.ყველაფერი ამერია.შიშმა მოიცვა ჩემი გულიც და გონებაც.მაგრას გულის ღრმა კუნჭულში მაინც მჯერა,რომ ჩემი სანდრო არ მიმატოვებს,მოვა და წამიყვანს.
მე ვიჯექი დიდი ხანი,ფანჯრიდანაც ვხედავდი ნელ-ნელა,როგორ იპარავდა მთვარე მზის სხივებს და ბინდდებოდა.უცებ კარის ხმა გავიგე და იქით გავიხედე
-აბა როგორ გრძნობს თავს სანდროს ჩიტი?-ზაზას ზმა გავიგე და შევიშმუშნე
-ჩემგან რა გინდათ?ვიცი სანდრო მაინც მიპოვნის და წამიყვანს აქედან-ტირილი დავიწყე და მუხლებში ჩავრგე თავი
შენი სანრო თუ იმას არ შეასრულებს რასაც ვეტყვი,მხოლოდ შენ კი არა,სხვა ახლობლების დატირებაც მოუწევს-თქვა და ამაზრზანად გაიცინა
-არაკაცი ხარ-დავიყვირე გამწარებულმა და დავინახე,როგორ წამოენთო გამწარებული
-ეგ მეორედ არ გაიმეორე პატარა კა**ა,თორემ უარესი მოგივა ვიდრე სიკვდილია
-შენი არ მეშინია ნაგავო,თითსაც ვერ დამაკარებ-არ ვიცი რა დამემართა და ასე,რატომ ვეპასუხებოდი,მაგრამ მეტის მოთმენა უკვე აღარ შემეძლო.
უცებ მხრებში ხელი ჩამავლო და წამომაყენა,შემდეგ კი კედელზე ზრგით მიმანარცხა,საშინლად მეტკინა და ამოვიკვნეს
-მეორედ არ გაბედო ჩემთან ხმის აწევა,გასაგებია?-მიყვირა და კიდევ ერთხელ მიმანარცხა.სხეული მომიდუნდა,მაგრამ მას ისე ვყავდი დაჭერილი,რომ დაცემის საშუუალებას არ მაძლევდა-სულ დავიკიდებ ფეხებზე და ახლავე მოგკლავ გესმის?
გესმის თუ არა?-ხმას ვერ ვიღებდი.შემდეგ ისე მომიფრიალა და ძირს მისროლა ვერც კი მოვასწარი რაიმეს აღქმა.თვალები დახუჭული მქონდა მაგრამ მაიც გავიდე,როგორ გავიდა და მიაჯახუნა კარები.
* * * * *
სანდრო
-უკვე მოთმინება მეკარგეა,ნუთუ კიდევ ვერაფერს მიაგენი დავით?-აქეთ-იქით დავდიოდი და დაწყნარებას ვერ ვახერხებდი
-მოვრჩი,მოვრჩი,ქალაქგარეთაა ერთი შენობა,როგორც სჩანს ადრე მის საკუთრებაში ყოფილა,ახლა სხვის სახელზეა ამიტომ არ შემეპარა თავიდანვე ეჭვი,ეხლა კი დარწმუნებული ვარ,იმ მანქანის ნომრები კამერებმა ზუსთად შენობასთან ახლოს გზატკეცილზე დააფიქსირა
-რაღას ვუცდით შეკრიბე ბიჭები და წავედით
-ერთი პრობლემაა-დაიწყო დათომ-არამგონია ზაზა დაცვის გარეშე გაჩერდეს იქ,დარწმუნებული ვარ შეიარაღებლებიც იქნებიან.ვფიქრობ პოლიციაც უნდა ჩავრიოთ ამ საქმეში,მარტო ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ,საშიშია სანდრო
-ხო,მაგრამ ახლა ამის დრო აღარაა,მალე დაღამდება და ის ახვარიც დამირეკავს
-ვიცი სანდრო,მაგრამ ამის გარეშე შეიძლება ნინა ვერ გავათავისუფლოდ,ერთი ჩემი ნაცნობია გამომძებელი კახა, იმას დავურეკავ და ვეტყვი ყველაფერს.
-კარგი მაგრამ დროზე,ამდენი დრო აღარ გვაქვს.
დათომ მალევე გადარეკა კახასთან,სიტუაცია აუხსნა და მალევე აქ მოვიდა თავის ეკიპაჟთან ერთად.თურმე ზაზას აქამდეც დასდევდნენ,არამარტო პოლიციელები,არამედ მასზე გადამტერებული ზალხი,რომლებსაც ცხოვრება დაუნგრია.მათთვისაც სარფიანი საქმე აღმოჩნდა და დაუყოვნებლივ წავედით იმ ადგილისკენ.
გადაწყდა,რომ შეუმჩნევლად მივეპარებოდით და შტურმით აიღებდნენ შენობას,ამის შემდეგ სამხილებიც ექნებოდათ ადამიანის გატაცება და კიდევ ვინ იცის,რამდენ უკანონობას აღმოაჩენდნენ იქ.ახლა კი სამუდამოდ მოვიშორებდი და გავთავისუფლდებოდი ზაზას კლანჭებისგან.
* * * * *
ნინა
ისევ მიწაზე ვიწექი მარტო,სარკმელს ძლივს ავხედე და დავინახე უკვე დაღამებულიყო.ჭრიჭინას ხმა მესმოდა,მხოლოდ.უცებ კი ალიაქოთი ატყდა,ერთმანეთსი გინების ყვირლის და სროლის ხმა აირია.შემეშინდა,მაგრამ ადგილიდან ვერ ვინძრეოდი ისე მტკიოდა ყველაფერი.ხმა არ წყდებოდა.ნეტავ გარეთ რა მოხდა?იქნებ სანდრო უკვე მოვიდა და ჩემს დაზსნას ცდილობს?ვაიმე,ჩემს გამო თუ რამე დაემართება ამას საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ.
უცებ თითქოს ხმაური ცოტათი მიწყდა,მივაყურადე და ნაბიჯების ხმა გავიგე მალე კი კარის გაღბის ხმაც.ვიგრძენი,როგორ დამავლო ვიღაცამ კლავში ხელი და ბუმბულივით წამომაგდო.თავს ძალა დავატანე,რომ ისევ არ ჩავკეცილიყავი და თავი შევიმაგრე,მერე კი იმ ადამიანს გავხედე,ისევ საშინელი თვალები მიმზედა,ზაზა იყო
-წამოეთრიე ბევრი დრო არ გვაქვს-უცებ მითხრა და კარებისკენ წამიყვანა,ნაბიჯების გადადგმა მიჭირდა ის კი მაინც მიმათრევდა-სრაფად იარე გოგო,თორე დამიჭერს შენი სატრფო და შენც ეგ არ გინდა?-სატრფო?ალბათ სანდრო იგულისხმა.ეს კი იმას ნიშნავს,რომ ის აქ არის?მადლობა ღმერთო ასე,რომ არ გამწირე და განსაცდელის ჟამს კიდევ ერთხელ გამომიგზავნე ანგელოზად სანდრო.
ახლა დანებება არ ღირდა,მართალია მოძრაობა მიჭრდა მაგრამ მაინც შევეცადე თავი დამეხსნა ამ კაცისგან და ბოლო ზმაზე დავიწყე ვყვირილი
-სანდროო.....სანდროოო მიშველე.....-ვიყვირე და მისი მკლავებიდან გათავისუფლება ვცადე
-მოკეტე შე ბ**ო,გინდა გამცე არა?-მითხრა და სახეში გამარტყა შემდეგ კი შემოსასვლელ კარში გამათრია.
არ ველოდი,ალბათ არც ის ელოდა იმას,რაც შემდეგ მოხდა....



№1 სტუმარი tamo

ინტრიგააა... ესეთ დროს ნუ ამთავრებ ხოლმე რა :დ ძალიან მომწონს :-* :-* <3

 


№2 სტუმარი A

Scrapad dade shemdegi agar daagviano ra interesi mklavs.

 


№3  offline წევრი lamazmani

Vaime dzaan magari iyo ufrodaufro momwons kargia dzaan male dade veli moutmenlad

 


№4  offline წევრი gvanciii kereselidze

Oo esss intrigaa...dzaliannn kargii iyoo gaagrdzelee da at dagviano
--------------------
G.ke

 


№5 სტუმარი Teo..

Vaime ra moicdis exla.gtxov male Dade ra.

 


№6  offline წევრი ფენიქსი

აუ რა ინტრიგანი ხაარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent