შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამჭირვალე თვალები (1 თავი)


22-04-2016, 21:42
ავტორი wripawripa123456
ნანახია 1 302

გამჭირვალე თვალები ჰქონდა, აი ისეთი ყველაფრის წაკითხვა,რომ შეგეძლო.
დიდი დოზით სიყვარულის.
ბედნიერების.
სიხალისის.
მაგრამ ეს გამჭირვალეც საოცრად მუქი გახდა, ისეთი, რომ გინდა ისევ ამოიკითხო გრძნობები და არ გამოგდის.
მხოლოდ ერთადერთი რამ, რომ აწერია სახეზე, ისიც დიდი, უშველებელი ასოებით და ისიც ტკივილი.
„მე მტკივა განუკურნებლად’’
და ძალაუნებურად, მისი ისტორიის გაგების შემდეგ, შენც დამძიმებული, რომ დადიხარ.
და გეუფლება სასოწარკვეთა.
მისი ყველა ამოსუნთქვა, რომ შენი ხდება და ყველაფერს თავად, რომ ინაწილებ.
შენც, რომ გტკივა და ვერ ეხმარები, ვერც შენს თავს და ვერც მას, განსაკუთრებით.

ოხ ეს წარსული და მოგონებები.
ხანდახან, რომ ფიქრობ რა იქნებოდა, რომ შეიძლებოდეს მოგონებების ამოშლა.
ან ამნეზია, შემდეგ ყველაფერის გახსენება, ოღონდ იმ მომენტების გამოკლებით, როცა ყველაზე ცუდად იყავი, ყველაზე ძვირფასი დაკარგე.
ასე ფიქრობდა ლანაც.
ცდილობს ფეხზე წამოდგეს თავისი ბიჭის გამო, რომელიც გაჭრილი ვაშლივით გავს მამამისს.
რა იქნებოდა მოგონებების ამოშლა, რომ შემეძლოს?-ელაპარაკებოდა საკუთარ თავს 27 წელს მიღწეული ქალი.
ამოვშლიდი საშინელ მომენტებს და ვიცხოვრებდი ზღაპარში.
მაგრამ არც ეს ზღაპრები, რომ არ არსებობს?
ან ბედის საპირისპიროდ შებრუნება, რომ შემეძლოს.
ან ყოვლისშემძლე, რომ ვიყო.
ან.
ან.
და უამრავი დაუსრულებელი ან რჩება საბოლოოდ.
რა ვქნა, რომ ვერ გივიწყებ?
შენი თითოეული გაღიმება,
ყველა ნათქვამი მიყვარხარ
და ბედნიერი წუთები მახსოვს.
შეიძლება ბედნიერება ჩვენს ცხოვრებაში არ იყო იმდენი დოზით, მაგრამ მაინც.
რას არ დავთმობდი შენი ხმა ერთხელ კიდევ, რომ გამაგონა.
ალბათ ეშმაკსაც კი მივყიდიდი სულს
და გავყიდიდი ყველაფერს ისე, როგორც ერთ დროს იუდამ გაყიდა ქრისტე.
ყველაფერი იცის სიყვარულმა.
სიყვარულთან ერთად გაუსაძლისმა მონარტრებამ.
ძალიან ბევრი სიგიჟეები.
ყველა ჩვენი ერთად გატარებული დრო მახსოვს, კარგიც და ცუდიც.

როგორ გავიცანით ერთმანეთი?
შუადღე იყო, გოგოები, რომ დავსეირნობდით შარდენზე.
მე, ლიკა და ანა.
ლიკას უნდა ენახა თავისი „პაკლონიკი’’.
ჩვენც ძალით წაგვათრია.
მაგრამ მაინც მხიარულად მივუყვებოდით ქუჩას.
შარდენის 12-ში გველოდებოდნენ.
ნიკა, გაბრიელი და ვატო.
ფეხის დადგმისთანავე შევეჩეხე ვატოს ჭაობისფერ თვალებს.
ისეთი აღფრთოვანებული იყო ლიკა გაბრიელით, რომ არ ვიცი.
უკვე ოცნების კოშკებსაც აგებდა.
და მომავალში მართლაც ააგო.
ერთად იყვნენ ყველგან.
მთელმა თბილისმა იცოდა მათი ურთიერთობის შესახებ.
და ყველას უხაროდა, აბსოლიტურად ყველას.
დაახლოებული ვატო და ლანა და გაჭედვა მწარე რეალობაში.
არადა შეხედავ და არაფერი ეტყობა.
-ჩამო ლან დაბლა რა.
-კარგი. ისეთი ბედნიერი ჩადიოდა, ეგონა მთელი დედამიწა ხელის მუჭში ჰყავდა მომწყვდეული.
არც ვატო მოელოდ, მაგრამ დაეწყო „ლომკა’’.
შეშინებული იყო ლანა.
-ვატო, ვატო, რა გჭირს?
-სიდენიის უკან, წამალი დევს ამოიღე, მალე.
აღარ იყო ამ დროს მისი თვალები ჭაობისფერი.
სულ ჩაშავებოდა და უპეებიც გასწითლებოდა.
შეშინებულმა ამოიღო გოგომ ყველაფერი და ჯერ კიდევ აგონიაში მყოფი ვერ ხვდებოდა რაზე იყო საუბარი.
-რას აკეთებ ვატო, არ გადამრიო! გაჰკიოდა გოგო, როდესაც ბიჭი წამლის ორგანიზმსი შეშვებას აპირებდა.
-გაჩუმდი ლან ცოტახანი, რამე სისულელე არ ჩამადენინო გთხოვ.
გოგოს გონება კი ერთი და იმავეს იმეორებდა.
„კაიფობს’’.
„იჩხირავს’’.
რამდენიმე წუთში ყველაფერი დასრულდა, ვატოც ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა, მაგრამ იცოდა ყველაფერი შეიცვლებოდა.
რამდენჯერ სცადა ამ დედანატირები წამლის გადაგდება, მაგრამ ვერა.
ერთხელ გასინჯდა და შეჯდა.
ვერც ლანას სიყვარულმა უშველა.
ყველაზე მეტად მისი გაუბედურება არ უნდოდა, მაგრამ ვერ ელეოდა.
უყვარდა-გადაუყვარებლად.
-ყველაფერს აგიხსნი ლან.
-გისმენ. იყო გოგოს გამყინავი ხმა.
-სამი წლის წინ დაიწყო ყველაფერი, უჭირდა საუბრის დაწყება ვატოს.-ჩემი ძმა დაიღუპა, მამაჩემიც გადაჰყვა და დედაჩემი სიგიჟის პირას იყო მისული, მეც ვერ გავუძელი და გავდინჯე ნარკოტიკი. ვფიქრობდი, არ დავეჩვევი თქო, მაგრამ წარმოსახვაში ყოველთვის ლევანთან ვიყავი, იმდენად მიჭირდა მის გარეშე, შევჯექი და ვერ ველევი, შენს გამო ვცადე, მაგრამ ვერა ლანა, არ შემიძლია. ვერც გთხოვ მაპატიო და არ დამშორდე, არ ვარ მართალი თავიდანვე უნდა მეთქვა.
-ერთად გავუძლებთ, იყო გოგოს გულიდან წამოსული სიტყვები.
მაგრამ ეჭვნარევი.
უყურებდა ვატო ლანას თვალებში და ხვდებოდა, რომ მის ნაირი მეორე არ დადიოდა მსოფლიოში.
ყველაფერს მისი გამჭირვალე თვალებიდან კითხულობდა.
რომც არ ეთქვა გოგონას ეხლა რაც თქვა, მაინც ნათელი იყო ყველაფერი.
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ.

ყოველთვის მაბედნიერებს თქვენი კომენტარები და მეძლევა სტიმული ახალი ისტორიის დაწერის.
ველოდებიი თქვენს შეფასებას.
მიყვარხართ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent