შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კარამელივით ტკბილი –2– (დასასრული)

23-04-2016, 12:18
ავტორი sopiko
ნანახია 2 482

[თავი 2]
სახლში კარამელის კამფეტებით და შოკოლადებით დახუნძლული შეფორთხიალებაა და ყველაფერი დაბლა მეყრება. რატომ ვერ დავინახე შემოსასვლელში გახიდული ფეხსაცმელები? რატომ წავიბორძიკე? რატომ მომიწევს ახლა ტკბილეულის აკრეფა? იმიტომ, რომ იმაზე ვფიქრობ, რაზეც, მომიტევეთ, ვიზეც არ უნდა ვიფიქრო... სანთებელას ჯიბიდან თავი ამოუყვია. მისი ანთება უკვე შეუძლებელია, რადგან შიგნით სითხე აღარ ჩანს. გამოუსადეგარი ნივთი საჩუქრად რა ბედენაა!
სანთებელას ტუმბოს უჯრებიდან რომელიღაცაში ვაგდებ, სავარძელში ვკალათდები და ტელევიზორს ვრთავ. სასაცილო, კომედიურ ფილმს ვაწყდები და შიგა და შიგ პირგამოტენილი ვიცინი. ერთ–ერთ კადრში მოდების ჩვენებაზე გოგონას საცვალი აცვია ზედ გამოსახული უკანალით, ამას ბიჭი ხედავს და აღარ იცის, როგორ უთხრას მას, მგონი საცვლის ჩაცმა დაგავიწყდაო.
ბოლოს ჩემი კარამელების მარაგი თავდება, ფილმიც სრულდება და მეც შიშველი ფეხებით დავბოდიალობ ოთახებში, დაკარგული საღამურები რომ ვიპოვო. აივანზე გავდივარ იმ იმედით, რომ გარეცხილი თოკებზე დაკიდებული დამხვდება, მაგრამ არ არის და მე ხომ არ გავაჩენ!
კარებისკენ ვტრიალდები, რომ ოთახში შევბრუნდე და ბოლო ხმაზე ვკივი, შუქი ჩამქვრალი რომ მხვდება.
–იქნებ არ ამინთია?–საცოდავად ვკვნესი და საძინებლის კუთხეში ვიტუზები.
–არა, სწორად გახსოვს! ნამდვილად აანთე.–მაწყნარებს უცნობი და... მოიცა, მოიცა, აქ უცნობს რა უნდა?
მართალია სრულყოფილად არ ვიცნობ, მაგრამ ის მაინც ვიცი, რომ ჩემი მომკვლელი ეგ არაა. ლეოპარდის ნახტომისთვის ვემზადები, მკლავზე ხელს რომ მავლებს და კვლავ კუთხეში მაბრუნებს.
–მგონი შენ ღამის მოჩვენება ხარ...–მის ხელებში მომწყვდეული ვუმხელ ვარაუდს და იატაკზე ვიმუხლებ.
–მგონი ძალიან ბევრს ფიქრობ ჩემზე. რამდენიმე წამში ამას ვერ დაასკვნიდი.–ისიც ფეხმორთხმით ჯდება და ჩემს სახეს ხელებში იქცევს.
–შენ მოგწონს, რომ მაწვალებ...–უკვე საკუთარ მეშიც ვეღარ ვერკვევი... თან მინდა, რომ ერთ დღეს გამოჩენილი აღარასდროს გაქრეს ჩემი ცხოვრებიდან და თან მინდა, რომ ამ ლაბირინთს თავი დავაღწიო...
–ეს მესამეა.–გონებაში ითვლის მამაკაცი და მერე მეუბნება.
–მესამე, მაგრამ არა ბოლო, ხო?–უკვე საუბარიც მიჭირს მისი ზეგავლენის ქვეშ.
–გინდა, რომ ბოლო იყოს?–ხმა უსევდიანდება და თან ოდნავ ზრდის დისტანციას.
–მე მინდა, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც ჩვეულებრივ. ვიცოდე შენი სახელი, გვარი, წარმომავლობა... თუ რამდენი წლის ხარ, გაქვს თუ არა განათლება, სად მნახე პირველად, რა მიზანი გაქვს ჩემთან მიმართებაში, შენი აზრით რა ჰქვია ამ ურთიერთობას და საერთოდ, ყველასთვის ხომ ასე ხდება, არა?–ხელებს ვასავსავებ და თავს ვაიძულებ, რომ ის ვთქვა ბოლომდე, რასაც ვფიქრობ.–რომელი ნორმალური კოცნის გოგოს პირველივე შეხვედრისას? რომელი ბიჭი ჩუქნის გოგოს გამოუსადეგარ სანთებელას? რომელი წესიერი უვარდება სახლში მარტო მყოფ მდედრობითი სქესის წარმომადგენელს გვიან ღამით? თანაც ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველ შემთხვევას შორის გარკვეული შუალედია! თითქოს გინდა, რომ მე ყველაფერი გადავხარშო, უფრო მეტად ავიხლართო შენს დაგებულ ბადეში და მერე... მერე ის მოხდეს, რის გამოც ეს ამბავი წამოიწყე! მე შენი თვალების ფერიც კი არ ვიცი... ხშირად ვფიქრობ, თუ როგორი შეიძლება იყო შენ... შავგვრემანი თუ ქერა... მაღალი თუ... უფრო სწორად სიმაღლე სიბნელეშიც გეტყობა... თუმცა ამის ჩამოთვლას ახლა რა აზრი აქვას? აქვს აზრი? მიპასუხე!
–არა, შენთვის არ აქვს... ჩემთვის კი.–გამტყდარი მპასუხობს და ფეხზე დგება.
''ახლა წავა! არ უნდა გეთქვა!''–მტუქსავს შინაგანი ხმა.
''არა, უნდა მეთქვა! ერთხელ მაინც უნდა მეთქვა!''–ვეწინაამღდეგები მას და უკვე კართან მისულ მამაკაცს ვეძახი:
–ასე ვერ წახვალ!
უცნობი მხოლოდ თავს ატრიალებს ჩემკენ და მიუხედავად სიბნელისა მე ვხედავ, რომ მის გულში მუდმივად მოგიზგიზე ცეცხლი ჩამქვრალია.
–რატომ? იმიტომ, რომ მე პირველივე შეხვედრისას ის გავაკეთე, რაც მინდოდა? იმიტომ, რომ შენ ჩემთვის უბრალო გოგო არ ხარ! შენ კარამელი გქვია! რა მნიშვნელობა აქვს მე ქერა თმა მაქვს თუ შავი? რა გაინტერესებს არსებითად მკითხე და მეც გიპასუხებ. იქნებ შუქიც ავანთო? არა, უარი რატომ უნდა გითხრა! თუ გინდა მითხარი და ავანთებ, არ მოგერიდოს.–წყობიდან გამოსული უკვე ყვირის ის და ხელი შუქის ასანთებისკენ მიაქვს.
–არა!–მის გვერდით ვჩნდები და ხელზე ხელს ვჭიდებ.–არ მინდა... არ მინდა... არა! მე ასეთი მინდიხარ, ბნელი და იდუმალებით მოცული... როცა შენზე ვფიქრობ ხოლმე, მინდა წარმოვიდგინო სხვანაირი უცნობი, მაგრამ ვხედავ მხოლოდ სიშავეს, მერე კი ნელ–ნელა იკვეთება შენი სილუეტი... არ აანთო!
მამაკაცი ისეთი ძალით მიკრავს გულში, რომ ლამის ყველა ძვალი ერთიანად დამემსხვრას. ისიც ხვდებას ამას და ცდილობს ჩემი სიტყვებით გამოწვეული ბედნიერება რამით გადაფაროს.... ტუჩებზე ოდნავ მახებს ბაგეებს და სასწრაფოს ტოვებს სახლს.
''პირველად წასვლა მისი ჩვევაა!''–სასიამოვნო ფიქრებზე მეღიმება. რკინის კარებს ვკეტავ და შეხურებული ვეყრდნობი მას.
...დილით შემოსასვლელში გაშოტილს მეღვიძება. ჩამძინებია... ოცნებებში ჩამძინებია, რომელთა ფესვიც, რაღა თქმა უნდა, უცნობი იყო...

ჩემი სიხარული უნდა გენახათ, დირექტორმა რომ მითხრა, ამ ერთი წლის განმავლობაში შვებულება საერთოდ არ აგიღია და ახლა გეკუთვნისო. მაშინვე ავიკრიფე გუდა–ნაბადი და სახლში სამუშაო დღის დასრულებამდე წამოვედი. მართალია ჩემი სამსახური ძალიან მიყვარს, მაგრამ დასვენება მაინც დასვენებაა, რისგანაც არ უნდა ისვენებდე...
ტროტუარზე მივდივარ და თან მაღაზიის ვიტრინებს ვათვალიერებ. აი, ორმოცდაათპროცენტიანი ფასდაკლებაც! მგონი ცუდი არ იქნება, თუ რამე ახალს ავარჩევ ჩემთვის. ტანსაცმლის მაღაზიაში შევდივარ და საკიდებზე შეკიდულ კაბებს სათითაოდ ვნახულობ.
–ეს მოვიზომო თუ ეს?–ჯერ ერთ საკიდს ვწევ ზევით, რომელზეც წითელი ფერის გაშლილი კაბა კიდია თეთრი ყვავილებით, მეორე კი მოყავისფრო, მოკრემისფრო ფერის სარაფანაა შავი ვარდებით.
მოულოდნელად ჩანთაში ჩემი მობილური იწყებს სიმღერას. კაბებს ცალ ხელზე ვიკიდებ და ჩანთიდან მობილურს ვიღებ.
–ამაზე ფიქრიც არ უნდა გჭირდებოდეს, კარამელო! რა თქმა უნდა იმ ფერის კაბა, რომელიც შენთვისაა დაბადებული! მგონი ძალიან იოლი მინიშნებაა... დროებით, ძვირფასო!–უცნობის ხმას უმალ ცვლის ''ტუ–ტუ–ტუ'' და უკვე გაოგნებაც აღარ შემწევს.
–ოჰ, უცნობო! ოჰ!–ხან ერთ მხარეს ვიხედები, ხან მეორე მხარეს, მაგრამ ალბათ არც გაგიკვირდებათ იმის გაგება, რომ ვერც ახლა დავინახე ისეთი ადამიანი, რომელიც მაინც და მაინც დიდი დაკვირვებით მიყურებდა მე.
ბევრი ფიქრის გარეშე შევდივარ ორივე კაბით გასახდელში და ჩანთაში ვტენი კარამელისფერ კაბას. წითელს ტანზე ვირგებ და ტრიალ–ტრიალით გავდივარ გარეთ. მერე ისევ უკან ვბრუნდები, კაბას ვიხდი და მოლარესთან მივდივარ.
–აი, ეს კაბა მინდა!–ხმამაღლა ვამბობ და შემდეგ ჩურჩულით ვამატებ.–ჩანთაში მიდევს კაბა და ვერ ამოვიღებ. აი, ნახეთ და გთხოვთ, ასე გამიტარეთ.
მოლარე მიგებს და როგორღაც ატარებს ჩანთაში ჩაკუჭულ კაბას.
ესეც ანკესის პირველი გასროლა, რომელიც უცნობისთვისაა განკუთვნილი!

ლიფტში ასჯერ მაინც ვაგდებ ხუთ თეთრს, ჩემს კაბას ვიხდი და უცნობის ''გამოცანის პასუხს'' ვიცმევ. სულიერად შეცნობილი მყავს იდუმალი კარამელისტი და დაზუსტებით ვიცი, რომ სახლი მთლად ჩაბნელებული და ამ სიბნელეში გამეფებული უცნობი დამხვდება.
საკეტში გასაღების გადატრიალება საჭირო აღარაა. კარი ღიაა...
მისაღებში ისე შევდივარ, ოდნავადაც არ მეშინია. მხოლოდ მაშინ ვკივი, უკნიდან ნაცნობი სურნელის მატარებელი მამაკაცი რომ მიტაცებს და სავარძელზე მაგდებს.
–წვერი ბოლომდე გაპარსული არ გაქვს! მეღუტუნება...–ვკისკისებ და უცნობს კისერზე ვხვევ ხელებს.
–ღირსი ხარ!–კალთაში მიგორებს სიცილით ის და ახლა ხელებს მუცლის მიდამოებში დამიტარებს.
–არა, არა, მანდ არ მომიღუტუნო!–წიხლებს ვთავაზობ გვერდში და უკან–უკან ვიწევ.
–ერთხელაც მიიწევი, გადავარდები და დაგებეგვება ეგ მიმზიდველი სხეული.–მაფრთხილებს მამაკაცი და თავისკენ მაჩოჩებს.
ძალიან არ მინდა, მაგრამ ხვნეშა მაინც მხდება... აბა, როგორია! ის გხედავს, შენი სხეულის თითოეული აღმართ–დაღმართი იცის... შენ კი...
–ავდგე და ავანთო შუქი, თუ...–თმებში თითებს მიხლართავს ის და მათ ზემოთ–ქვემოთ დააცოცებს.
–შენ ხომ მაინც იცი, რომ მე ის კაბა ვიყიდე და ახლაც მაცვია...–თავს მუხლებზე ვადებ და მაისურზე ვეჭიდები.–თავიდან ჩემთვისაც რთული იყო შენი შეცნობა სიბნელეში, მაგრამ ახლა შემიძლია ბრმადაც კი მოვძებნო უცნობის ყოველი ნაკვთი, დავინახო შენი ფიქრები, ვიგრძნო ის, რასაც განიცდი...
–მაშინ რა საჭიროა სინათლე, კარამელო, როცა ჩვენ ვანათებთ!–შუბლს შუბლზე მაყრდნობს და უფრო კომფორტულად მათავსებს.
წინადადება ჯერ არ დაემთავრებინა, რომ მე მართლაც დავინახე ის! მისი სახე კი არა, უბრალოდ ის!

ორი დღის შემდეგ სახლში მეზობელი შემომივარდა. ყოველ ღამით ვხედავ, როგორ გადის ვიღაც მამაკაცი შენი ბინიდან და ეს ამბავი ძალიან არ მომწონსო... აქ ბავშვები ცხოვრობენ და მათთვის ცუდი მაგალითი ხარო... აქამდეც ვიცოდი, ვითომ ანგელოზი რა ჭიაც იყავიო... შენნაირებისთვის ერთი ადგილი არსებობსო... გასვლისას ცოტა მოლბა და მითხრა, ის კაცი გამოგიყენებს და მიგაგდებსო. მე მხოლოდ თავი დავუქნიე. არც ის მითქვამს, გავითვალისწინებ_მეთქი და არც ლანძღვა დამიწყია... დავდუმდი.
დაღამდა, მაგრამ უცნობი არ მოსულა. არც დაურეკავს, თუმცა იმისთვის ზარი არასდროს განუხორციელებია, რომ მაგვიანდებაო, ეთქვა. სიმართლე რომ ვთქვა, არც ყოფილა ამის საჭიროება. ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ მეზობელი ქალის სიტყვები აცხადდა. კარამელი იმიტომაც ვიყავი, რომ ეს არ გამეფიქრა...
მთელი ღამე სინათლე არ ამინთია. სიბნელის მოჩვენება სინათლეში ვერ გამომეცხადებოდა, მაგრამ უკვე აღარ მინდოდა, რომ უცნობი მოჩვენება ყოფილიყო...
შუადღე იყო, აღარ მახსოვს რომელი რიცხვის, რომ დამირეკა და სიყვარულით გაჟღენთილი ხმით, მომენატრეო, ჩაიჩურჩულა. მონატრებას ამას არ ეძახიან_მეთქი, ნაწყენმა ჩავილაპარაკე და გავუთიშე. იმის მერე აღარ დაურეკავს. სამსახურიდან სახლში მიმავალს მუდამ მესმოდა ნაბიჯების ხმა, თუმცა უკან არ ვიხედებოდი. რომ გამეხედა, ალბათ მოვკვდებოდი. პირველი ყოველთვის ის მიმჩნევდა და პირველიც ის მიდიოდა... პირველობას ვერ წავართმევდი!
კვლავ ის თამარა ვიყავი. ხალისიანი, ლაღი თამარა, რადგან კარამელს ამას ვერავინ დააკარგვინებდა. არანაირი ტკივილი. მხოლოდ ღამით, უკუნ სიბნელეში შემომაწვებოდა ხოლმე სევდა და ხანდახან ცრემლებიც კი მცვიოდა. ზოგჯერ მეგონა, რომ უცნობი ჩემს წინ იდგა. თვალებს ვაჭყეტდი და იმედგაცრუებას ვაწყდებოდი.
დღისით ყველაფერი უფრო ადვილი იყო. ძველ ცხოვრებას დავუბრუნდი. ლელი, ჯეკო, გივი, სამსახური, კარამელი, ფილმები და ძილი... მე ესეც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, ოღონდ ისევე არა, როგორც ადრე.
როგორც ადრე? ჰმ, ასე აღარაფერი იყო, რადგან ჩემს გულში, უწინ თავისუფალში და სიმსუბუქეს შეჩვეულში, ახლა ციხესიმაგრესავით აღმართულიყო უცნობი და თავის ''სამეფოს'' კბილებით იცავდა. ის რომ მშიშარა აღმოჩენილიყო, მე შემოვარტყამდი ყოველ მოგონებას გალავანს! ვერ დავთმობდი ვერც ერთ კოცნას, ვერც ერთ ჩახუტებას და ვერც ერთ ზარს...
დავთმობდი ყველაფერს, მაგრამ უცნობს ვერა!
რატომ? კარამელი ვიყავი და ამიტომ!

ყოველ ნაბიჯს ისე ვდგამ, რომ ჩემი ფეხსაცმელი ქვაფენილის ფილაში ჩაეტიოს. აქედან გამომდინარე ჩქარა ვერ მივდივარ და თან ნაბიჯებს ვითვლი. ეს გასართობად!
იქვე, კორპუსის კედელზე ვიღაცას წითლად მიუჯღაპნია, მიყვარხარო.
–მეც მიყვარხარ!–გააზრებასაც ვერ ვასწრებ, ისე წყდება ჩემს ბაგეებს ეს ორი სიტყვა.
–მეც.
''არ უნდა შეტრიალდე! არა! არა!''–რამდენჯერმე ვუმეორებ საკუთარ თავს და ჯიუტად მივაბიჯებ.
–მიყვარხარ!
–მეც.
–მიყვარხარ!
–ნუ მიწვევ, კარამელო!–თავისკენ მაპროწიალებს მამაკაცი და მკერდზე მიკრავს.
მისი გულის ფეთქვას ჩემი გული გრძნობს... მისი ამონასუნთქი ჰაერი ჩემსას ერწყმის... და ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ მე ყველაზე მეტად კარამელი კი არა, კარამელივით ტკბილი უცნობი მიყვარს!
უცნობი, რომლის სახელის პირველი ასოც კი არ ვიცი! მისი ერთი ნაკვთისაც კი არაფერი გამეგება, თუმცა... თუმცა ეს ისე, რეალურად რომ შევხვედოთ! ჩვენ ხომ ფანტაზიებში დავიბადეთ და წარმოსახვით, უჩინარ სამყაროშივე ვაგრძელებთ არსებობას!

დ ა ს ა ს რ უ ლ ი!

^^^
''კარამელივით ტკბილი''–ს რითაც გამოვარჩევდი, ეს დასასრულია!
გუშინდელი თქვენი კომენტარებიდან მივხვდი, რომ ელოდით ყველაფრისთვის სინათლის მოფენას.... გეგონათ, რომ უცნობი აღმოჩნდებოდა თამარას ახალი მეზობელი ან თუნდაც ბავშვობის მეგობარი... ისე, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, მაგრამ მე მინდოდა არაჩვეულებრივობას შევხებოდი... ეს ისტორია ჩემმა დამ რომ წაიკითხა, იმდენი მეხვეწა და დღესაც მეხვეწება, რომ მეორე ნაწილი დავწერო, სადაც გამოჩნდება, თუ როგორი იყო უცნობი, ვინ იყო, საიდან იცნობდა თამარას... თავიდან კი ვიფიქრე, მართლა ხომ არ დავწერო_მეთქი, მაგრამ არა! ბოლო წერტილი ზუსტად იქ დავსვი, სადაც უნდა დამესვა! პერსონაჟები კი უსასრულოდ გააგრძელებენ არსებობას... იმასაც ვიტყვი, რომ ეს არ არის ფანტასტიკა! არის უბრალოდ სიყვარულის ახალი სახე, რომელზეც აქამდე არაფერი დამიწერია!
ვიმედოვნებ, რომ თქვენ ეს არ შეგაშინებთ და უკმარისობის გრძნობაც არ დაგრჩებათ... ველი შეფასებებს! გამიზიარეთ შთაბეჭდილებები...
დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს იმ სითბოსთვის, რასაც მე მიზიარებთ!
დიდი სიყვარულით ს ო ფ ი კ ო!
პ.ს. ბლექ, ''ჩკა'' დაბოლოება მხოლოდ სოფოს უხდება, შენ ნუ შემეცილები {ბევრი, ბევრი გაკრეჭილი ღიმილაკი!}

№1  offline მოდერი Amalthea

შენს ისტორიებს პრინციპულად არ ვკითხულობდი ხოლმე, უბრალოდ ვერ ვიტანდი როცა შენს ნიკს მაკერებდნენ მხოლოდ იმის გამო რომ მეც სოფო მქვია. ჰო... საზიზღარი ვარ.
ახლა კიდე თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ორი თავი იყო, ვიფიქრე გადავხედავ, რაიცი რა ხდება თქო.
ხოდა საკუთარ უიღბლოობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. როგორ შეიძლება ამხელა სიამოვნებაზე უარის თქმა? ტფუჰ.
შენ ზუსტად იცი, როგორ დაიწყო, როგორ დაასრულო, როგორ განავითარო მოვლენები ისე რომ ისტორიას ხიბლი არ დაუკარგო. არ უნდა შემოიფარგლო 6-7თავიანი ისტორიებით, უფრო მეტი მინდა, უფრო დიდი ისტორიები.
შენი სახით ახალი ფავორიტი მწერალი მყავს საიტზე love

პ.ს ახალს რომ დაიწყებ გაითვალისწინე რომ უფრო დიდი იყოს wink ძააალიან დიდი wink love
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მეც შენი დის აზრს ვემხრობი. მეორე ნაწილი დაწერე

№3  offline მოდერი sopiko

Yvavi.

ყვავოო, შენი ნაწერები რომ მაქვს წაკითხული და ვიცი, როგორ წერ და რა სიმაღლეზე დგახარ, შენმა კომენტარმა ძალიან გამახარა... ისეც გამახარებდა, მაგრამ... love ისე, მე ყველგან ერთადერთი სოფო ვარ და შენ ერთადერთობა მომპარე, იცი? lol
ანი ანი
მეც შენი დის აზრს ვემხრობი. მეორე ნაწილი დაწერე

უკვე ვთქვი, რომ ვერ დავწერ... მაპატიეთ, ვისაც გული დაგწყდათ... ჩემი დის თამადობით!

№4  offline მოდერი Amalthea

sopiko
Yvavi.
შენს ისტორიებს პრინციპულად არ ვკითხულობდი ხოლმე, უბრალოდ ვერ ვიტანდი როცა შენს ნიკს მაკერებდნენ მხოლოდ იმის გამო რომ მეც სოფო მქვია. ჰო... საზიზღარი ვარ.
ახლა კიდე თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ორი თავი იყო, ვიფიქრე გადავხედავ, რაიცი რა ხდება თქო.
ხოდა საკუთარ უიღბლოობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. როგორ შეიძლება ამხელა სიამოვნებაზე უარის თქმა? ტფუჰ.
შენ ზუსტად იცი, როგორ დაიწყო, როგორ დაასრულო, როგორ განავითარო მოვლენები ისე რომ ისტორიას ხიბლი არ დაუკარგო. არ უნდა შემოიფარგლო 6-7თავიანი ისტორიებით, უფრო მეტი მინდა, უფრო დიდი ისტორიები.
შენი სახით ახალი ფავორიტი მწერალი მყავს საიტზე love

პ.ს ახალს რომ დაიწყებ გაითვალისწინე რომ უფრო დიდი იყოს wink ძააალიან დიდი wink love

ყვავოო, შენი ნაწერები რომ მაქვს წაკითხული და ვიცი, როგორ წერ და რა სიმაღლეზე დგახარ, შენმა კომენტარმა ძალიან გამახარა... ისეც გამახარებდა, მაგრამ... love ისე, მე ყველგან ერთადერთი სოფო ვარ და შენ ერთადერთობა მომპარე, იცი? lol

ოჰ, ერთი-ორი ჩანახატი თორე მეც ხო ვიცი რაც ვარ wink
ერთადერთობის მოპარვა არც მიცდია, ბოდიში wink lol
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

№5 სტუმარი Black

Nu exa magashi ver shegewinaagmedegebi rom,'chka' shen upro gixdeba;) rac sheexeba istorias,egeti ram arc mipiqria martla!metic movelodi gansxvavebul dasasruls,shenc xom aseti xar ara?!hoda minda gitxra rom, idealuria sopachka,chemo lamazo<3chveno idumalo gogonav!

№6  offline წევრი teddy))

Me ar vemxrobi sheni dis azrs :D agar iqneba iseti nu es chemi azria magram... Vtvli rom ese jobs da es ufro kargi dasasrulia, imitom rom gansxvavebulad damtavrda da sachiro araa misi wyvdiadi tvalebi an zgvisferi tvalebi shevicnnot :D mokled ravi me ar minda meore nawili, gana imitom rom ar momewona nu xo avxseni ra :D dzalian momewona da me vtvli ro ramden tavsac wer dzalian kargia, imitom rom ar welav da es kargia da yvelafers amomwuravad wer :* karamelisavit tkbili iyoo sopikoo :* velodebi axals da dzalian momewona es gmirebi, dzalian saxaliso iyo! Ox, es mezoblebi... :D

№7  offline წევრი cisa

rogorc koveltviiis sheudarebelii ♥♥♥♥♥ axaliis molodinshi var xo icii ♥♥♥♥

№8  offline მოდერი sopiko

Black
Nu exa magashi ver shegewinaagmedegebi rom,'chka' shen upro gixdeba;) rac sheexeba istorias,egeti ram arc mipiqria martla!metic movelodi gansxvavebul dasasruls,shenc xom aseti xar ara?!hoda minda gitxra rom, idealuria sopachka,chemo lamazo<3chveno idumalo gogonav!

იდუმალო? აი, ეს მომწონს lol გმადლობ, ბლექ!
teddy))
Me ar vemxrobi sheni dis azrs :D agar iqneba iseti nu es chemi azria magram... Vtvli rom ese jobs da es ufro kargi dasasrulia, imitom rom gansxvavebulad damtavrda da sachiro araa misi wyvdiadi tvalebi an zgvisferi tvalebi shevicnnot :D mokled ravi me ar minda meore nawili, gana imitom rom ar momewona nu xo avxseni ra :D dzalian momewona da me vtvli ro ramden tavsac wer dzalian kargia, imitom rom ar welav da es kargia da yvelafers amomwuravad wer :* karamelisavit tkbili iyoo sopikoo :* velodebi axals da dzalian momewona es gmirebi, dzalian saxaliso iyo! Ox, es mezoblebi... :D

უხ, მართლა love ჩემო თედ'უნია, გულში მიზიხარ ხოლმე რა... love
cisa
rogorc koveltviiis sheudarebelii ♥♥♥♥♥ axaliis molodinshi var xo icii ♥♥♥♥

გმადლობ, ცისა love ახალიც მალე, ძალიან მალე იქნება!

№9  offline წევრი cisa

moutmenlad velodebii ♥♥♥♥

№10  offline აქტიური მკითხველი terooo

ყოველ ნაბიჯს ისე ვდგამ, რომ ჩემი ფეხსაცმელი ქვაფენილის ფილაში ჩაეტიოს. აქედან გამომდინარე ჩქარა ვერ მივდივარ და თან ნაბიჯებს ვითვლი. ეს გასართობად!
იქვე, კორპუსის კედელზე ვიღაცას წითლად მიუჯღაპნია, მიყვარხარო.
–მეც მიყვარხარ!–გააზრებასაც ვერ ვასწრებ, ისე წყდება ჩემს ბაგეებს ეს ორი სიტყვა.
–მეც.
''არ უნდა შეტრიალდე! არა! არა!''–რამდენჯერმე ვუმეორებ საკუთარ თავს და ჯიუტად მივაბიჯებ.
–მიყვარხარ!
–მეც.
–მიყვარხარ!
–ნუ მიწვევ, კარამელო!–თავისკენ მაპროწიალებს მამაკაცი და მკერდზე მიკრავს.

ყველაფრისთვის ფარდა რომ აგეხადა ასეთი კარგი არ გამოვიდოდა, რა კარგი იყო, მინდოდა კიდევ გაგრძელებულიყო...

№11  offline მოდერი sopiko

terooo

მეც ასე ვთვლიდი, ხოდა უცნობი საბოლოოდაც ინკოგნიტოდ დავტოვე heart_eyes
ძალიან მიხარია, თუ მოგეწონა!
პ.ს. ჩემი ისტორიები დალაშქრე? :დდ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent