დაუმორჩილებელი მეძავი (7 თავი)
ირგვლივ უამრავ ხალხს მოეყარა თავი,მანქანებიტ გავარჩიე,რომ პოლიციელები იყვნენ,იარაღ ასხმულები,რომლებიც ჩვენსკენ იშვერდნენ ამ უკანასკნელს.დავინახე სანდროც,რომელიც იქვე იდგა დ ანერვიულებული სახით მიყურებდა,ყველაფერი,რომ გადახარშა და გააანალიზა რა მდგომარეობაში ვიყავი ჩვენსკენ გამწარებული წამოვიდა -რა უქნენი?!!! მოგკლავ შე ცხოველო-მოახლოებას აპირებდა,როცა შუბლზე რაღაც ცივი ვიგრძენი,იარაღი იყო. -არ მომეკარო თორე ტვინს გავასხმევინებ ახლავე!-დაიყვირა ზაზამ და სანდრო შედგა,ერთი ადგილიდან აღარც განძრეულა. -მძევალი გამოუშვით და ჩაგვბარდით,აქედან მაინც ვერსად წახვალთ ტერიტორიას მთლიანად ვაკონტროლებთ-უცებ პოლიციის ხმა გავიგე -იარაღი დაუშვით თორემ გოგოს მოვკლავ,არ ვხუმრობ იცოდეთ დასაკარგი უკვე აღარაფერი მაქვს -სანდროო-ტრილით ამოვიჩურჩულე და მას გავხედე,მანაც შემოომხედა მერე კი გასროლის ხმა გავიგე,ვერ მივხდვდი საიდან ისროლეს,მხოლოდ მძიმე სხეულის მოჭიდება, უკან გადავარდნა და ვიგრძენი.ამას სანდროს არაადამიანური ხმა მოჰყვა -ნინაა....დაიყვირა და იმ წამსვე ვიგრძენო,როგორ ამიტაცა ხელში და გვერდით გამიყვანა-ხმა გამეცი ნინა-მისი ხმა მესმოდა,თავს ძალა დავატანე და თვალები გავახილე -სანდრო....შენ მოხვედი...-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვამბობდი დ ისევ მელულებოდა თვალები -ნინა მადლობა ღმერთს მეგონა შენც მოგხვდა ტყვია-ჩამეხუტა და სახეზე მაკოცა-უკვე ყველაფეროი მორჩა,დამთავრდა ახლა უკვე ჩემთან ხარ-ისევ მეფერებოდა და მეხუტებოდა-წამოდი ახლა სახლში წავიდეთ-ჩემს წამოდგომას შეეცადა,მაგრამ ძალიან მტკიოდა ზურგი და ვერ ავდექი -სადრო,არ შემიძლია ძალიან მტკივა -ვუთხარი და სიმწრისგან ცრემლები გადმომცვივდა -რა გჭირს ნინა,რამე გტკივა?მითხარი რამე დაგიშავეს?-კითხვები მომაყარა და პასუხის გაგონებას ვეღარ ითმენდა -ზურგი მტკივა-მხოლოდ ეს ვთქვი და შემდეგ,თითქოს აქაურობას გამოვეთიშე. ბუნდოვნად ჩამესმოდა ხმები,თითქოს ტალღებში ტივტივი დავიწყე,მაგრამ არ მეშინოდა,სანდრო ხომ ჩემს გვერდით იყო. **** თვალები,რომ გავახილე მივხვდი პალატაში ვიწექი,წვეთოვანი მედგა და წელი შედარებით არარ მტკიოდა.იქვე ფანჯარასთან კი სანდრო იდგა,როგორც კი შევიშმუშნე მაშინვე გამოიხედა და გაღვიძებული,რომ დამიგულა ეგრევე მომიახლოვდა -ნინა გაიღვიძე?ახლა უკეთესად გრძნობ თავს? -კი,კარგად ვარ.მადლობა სანდრო-ვუთხარი და ცრემლი გადმომიგორდა ერთი თვალიდან -რას ამბობ,მადობას ნუ მიხდი,ჩემს გამო აღმოჩნდი ასეთ მდგომარეობაში,შენი დაცვა ვერ შევძელი,პირიქით მე მაპატიე -ამას ნუ ამბობ გთხოვ,შენ მე გადამარჩინე-ვუთხარი და ახლოს მოვწიე,ნელა ვაკოცე და ისევ უკან გავიწიწ,მას ჩაეღიმა ჩემს ამ საქციელზე და გვედით მომიწვა -არ ვიცი მაინცდამაინც ვინმეს უნდა გაეტაცე ალბათ ეს ,რომ გამეთვიცნობიერებინა,მაგრამ ახლა დანამდვილებით ვიცი,რომ მიყვარხარ ნინა.აქამდე ასეთი რამ არავისტან მიგძნია.ბევრი გოგო მყოლია,მაგრამ შენნაირი სუფთა და წმინდა არავინ ყოფილა.ალბათ აქამდე იმიტომ ვიყავი ეულად,რომ შენ გიცდიდი.განგებამ ერთმანეთს შეგვახვედრა და ახლა არარ დავუშვებ ისევ დაგვაშოროს-მითხრა და ისევ მაკოცა. -სანდრო,მეც ძალიამ მიყვარხარ-სიყვარულში გამოვუტყდი და კოცნაში ავყევი. -გარეთ სალომე გველოდება,ისე ნერვიულობს ლამის გაგიჟდა-მითხრა სანდრომ და წამოდგა -აქედან მალე გამწერენ? -შენ თუ გინდა დღესვე წავალთ,წვეთოვანი დაიცალოს და წავიდეთ -ხო,ვერ ვიტან საავადმყოფოებს. -კარგი,წავალ მე სალომეს ვეტყვი,რომ გაიღვიძე და შემოვა.-სანდრო გავიდა და ხუთი წუთიც არ იყო გასული,სალომემ,რომ შემოანგრია კარი -ვაიმე ჩემო გოგო ხომ კარგად ხარ?როგორ გვანერვიულე,ლევანიც არაფერს მეუბნებოდა და ლამის გავგიჟდი.მერე დამირეკა და რომ მითხრა საავადმყოფოში იყავი ეგრევე წამოვედი.ექიმმა,რომ თქვა ნაცემიაო სანდრო სულ გაგიჟდა ძლივს დავაკავეთ,ახლა მოგეხმარები და ჩაიცვი,მერე კი ჩემთან წაგიყვან და გამოგაკეთებ-გამიღიმა და უსასრულო მონოლოგი როგორც იქნა დაასრულა. -მადლობა სალომე,ახლა მხოლოდ შენი გაკეთებული გემრიელი კერძები თუ მიშველის -ეგენი არ მოგაკლდება ხო იცი-მითხრა და ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა-აი წვეთოვანიც დაიცალა,ეხლა მოგხსნი და ჩავიცვათ. ჭვეთოვანი ნაზად მომხსნა,ტანსაცმელიც გამზადებული ჰქონდა და ჩამაცვა.გადაადგილება ცოტა მიჭირდა წელი მტკიოდა,მაგრამ ნელა სიარულს მაინც ვახერხებდი.სხვა ისეთი არაფერი მჭირდა,ტუჩზე ნაკაწრი და ოდნავ დალურჯებაც შეინიშნებოდა.ერთი სული მქონდა აქაურობას გავცლოდი.არასდროს მიყვარდა ასეთი ადგილები,განსაკუთრებით ბებოს გარდაცვალების შემდეგ.მახსოვს საავადმყოფოში იწვა და ბოლოჯერ მივედი მოსანახულებლად,მინდოდა დავრჩენილიყავუ,მაგრამ მამუკამ არ მომცა ნება.ბებო ისე გარდაიცვალა,რომ ბოლო წუთებში მის გვერძე არ ვყოფილვარ.ამიტომ ცუდ ასოციაციას იწვევს ეს კედლებიც და სუნიც. სალომე ცოტა ხნით პალატიდან გავიდა და უკან ეტლით დაბრუნდა -ამაში არ ჩავჯდები,ტყუილად არც ეცადო სალო-თვალები დავაბრიალე და უკვე ჩაცმულ-დახურული საწოლიდან ნელა წამოვდექი -კარგი რა ნინა,სუსტად ხარ ისევ,მანქანამდე სანამ მივალთ დაიღლები-აწუწუნდა სალომეც და ეტლი იქვე მიდგა -რა ხდება?-უცებ კარებში სანდრო გამოჩნდა და სახეზე ღიმილი მომედო,მესიამოვნა მისი დანახვა -ნინამ დაიჟინა ჩემით წამოვალო,არა და ძლივს ადგამს ნაბიჯებს შეხედე რა-ჩემზე მიუთითა სალომემ და სანდრომაც ეგრევე შემომხედა -არ მინდა ეგ რაღაც,ნელა წამოვალ და არ დავიღლები რამხელა ამბავი ატეხე გოგო-სიცილით ვთქვი და რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი კარისკენ-წავედით? -ერთმანეთზე უარესი ჯიუტები ხართ რა,ესე ერთნაირები,როგორ შეხვდით ერთმანეთს-ბუზღუნით თქვა და კარში გავიდა.სანდრო ისევ ჩემს უკან იდგა. მალევე ვიგრძენი მისი ხელები წელზე -ნინა ასვე მართლა ვერ ივლი ნუ ჯიუტობ რა -სანდრო შენც ნუ დაიწყე ეხლა,წამო რაც მალე გავალთ მით უკეთესი. ნელა მივდიოდი სანდროს კი ხელები ჰქონდა შემოხვეული და მეხმარებოდა,ლიფტით ქვედა სართულზე ჩავედით ლევანი და სალომე მანქანასთან გველოდებოდნენ,როგორც კი საავადმყოფოს კარებში გავედით სიმსუბუქე ვიგრძენი და უცებ ჰაერში აღმოვჩნდი -რას აკეთებ?-დაბნეულმა ვკითხე სანდროს და ხელები კისერზე მოვხვიე,თავ რომ შემემაგრებინა -ხომ ხედავ ვერ დადიხარ ნინა და ნუ ჯიუტონ,შენი ხმა არ გავიგო-ვითომ გაბრაზებულმა მითხრა და თან ტუჩის კუთხე ჩატეხა.მე კიდევ მეტი რა მინდოდა,უფრო კომფორტულად მოვთავსდი და თავი მხარზე ჩამოვადე,ჩვენს დანახვაზე სალომე ჩუმად იცინოდა. სახლში მალევე მივედით,მანქანიდან წესიერად გადმოსულიც არ ვიყავი ისევ ხელში,რომ ამიყვანა ჩემმა „პრინცმა“და სახლში ამიყვანა.მისაღებში დივანზე დამაწვინა და სალომემ პლედი გადამაფარა. -მოკლედ ჯერ სამსახურში გასვლას ისედაც არ ვაპირედი,ანაც დედაჩემთან გავუშვი ცოტა ხნით თან ჰაერსაც გამოიცვლის,აბა ლევანს,რომ კითხო ამოალპობს ბავშვს ამ თბილისში-ქმარს გახედა და დაუბღვირა -რა გინდა გოგო?როდის ვთქვი არ გავუშვათთქო?ამ ბოლო დროს სულ ბუზღუნებ და უკმაყოფილო ხარ ყველაფრით-მანაც გაბაზებულმა ჩაილაპარაკა და ოთახში შევიდა. -კარგი,წავალ ეხლა მე ხცელ წვნიანს მოვამზადებ და ჭამე-თქვა და სამზარეულოში გავიდა.სანდრო კი ჩემთან დაჯდა, ჩემი თავი თავის ფეხებზე დაიდო და თმაზე ფერება დამიწყო -ასე კიდევ დიდხანს თუ გააკეთებ ჩამეძინება სანდრო -არაუშავს,მე დაგაწვენ და მოგხედავ -კარგია,რომ ყველაფერი დამთავრდა,მაგრამ კითხვები მაქვს -ვიცი ნინა,ვიცი გაურკვევლობაში ხარ,გაინტერესებს ვინ იყვნენ ან ჩემგან რა უნდათ -ხო,მაინტერესებს შიშის საფუძველი უნდა მქონდეს თუ არა,მეშინია რამე აე დაგიშავდეს გამიცინა,დაიხარა და შუბლზე აკოცა -მოგიყვები.ზაზა ადრე მამაჩემის კომპანიონი იყო,თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა და ისიც კმაყოფილი იყო,მაგრამ მერე ხარბი გახდა,ნარკოტიკების გადმოტანაც დაიწყო.რამდენიმე პარტიის უპრობლემოდ შემოტანის შემდეგ აფრები აიშვა ასე,რომ ვთქვათ და „ბარიგა“გახდა.ცოტა ხანი საქმეები კარგადაც მისდიოდა,მამამ ამის შესახებ როგორც კი გაიგო,იმ წამსვე გაწყვიტა ურთიერთობა და ჩამოშორდა.ზაზას თავიდან არც არაფერი უთქვამს,მშვიდობიანად დაშორდნენ.მერე ჩვენი სატვირთოები,როცა დასჭირდა მოგვაკითხა და პარტნიორობის აღდგენა მოინდომა.მამამ უარით გაისტუმრა და მერე ჩემზე გადმოვიდა.რამდენიმე კვირის წინ დამჭრეს, მაგის თაოსნობით და მას მერე ვეძებ.ახლა კი,არ ვიცი რას გეგმავდა მაშინ გზაზე,მაგრამ შენ გეგმები შეუცვალე.იფიქრა უფრო გაუადვილდებოდა ჩემი დაყოლიება და შენ გაგიტაცა.მზად ვიყავი სატვირთო დამეთმო,მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ბიჭები გაარკვევდნენ შენს ადგილსამყოფელს.ასეც მოხდა გავიგეთ და გიპოვნეთ.ახლა კი ჩემთან ხარ და აღარასოდეს გაგიშვებ აქედან-დაასრულა და მოწყვეტით მაკოცა-მინდა,რომ დაივიწყო ყველაფერი რაც წარსულში იყო და ახალი ცხოვრება დავიწყოთ ნინა. -შენი ძალიან მადლიერი ვარ სანდრო,ვარსკვლავივით გამოანათე ჩემს ცხოვრებაში სიბნელის ჟამს და ახლაც თანმდევ,ძალიან მიყვარხარ -ნუ ამბობ მაგას,სამადლობელი არაფერი გაქვს.აი სიყვარულით კი მეც უზომოდ მიყვარხარ. * * * * * * ამ ყველაფრის შემდეგ ორი თვე გავდია.ნინა და სანდრო ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად.იმ ამბის შემდეგ სანდროც შეიცვალა,აღარც მოსაწევს ეკარება და ყველაფერ ამგვარს შეეშვა.ნინა უკვე სრულიად გამოჯანმრთელდა.დილაობით ერთად ვარჯიშობს ხოლმე წყვილი და შემდეგ სხვადასხვა რამით ერთობიან,ლევანი და სალომეც ხშირი სტუმრები არიან მათი პატარა ანასთან ერთად,ასევე დათოც.საღამოობით ხან კლუბში,ხანაც მეგობრებთან ერთად ატარებენ დროს.ნინას უკვე ყველა იცნობს და მეგობრობენ კიდეც.ერთი ნახვით დაიპყრო მათი გულები და სანდროც ამაყობდა ამით.სამწუხაროდ ოჯახისთვის მისი გაცნობა ჯერ ვერ მოახერხა,საზღვარგარეთ არიან წასულები საქმეზე,რადგან სანდროს შვებულება აქვს აღებული და უბრალოდ დროს ატარებს საყვარელ ადამიანთან ერთად. მისი დაც უფრო დაიტვირთა,ახლა ხომ ძმის საქმეები სულ მას აბარა.სულ პირდება მოვალ თქვენთან და ვნახავ ნინასაცო,მაგრამ რად გინდა მაინც ვერ იცლის. სანდროს მოთხოვნით ნინამ გადაწყვიტა შემდეგ წელს უნივერსიტეტში ჩაებარებინა და მასწავლებელი გამოსულიყო,ამიტომ მთელი დღეები თავისუფალ დროს იჯდა და მეცადინეობდა.არც ძველი ნაცნობები დავიწყებია,თავშესაფარში მივიდა და თავის საყვარელი ბავშვებიც მოინახულა.მამუკა იქიდან გააგდეს და ციხეში ჩასვეს კორუფციის გამო,ამიტომ ახლა ის ბავშვთა სახლი სრულიად შეიცვალა და სასიამოვნო ადგილად გადაიქცა. ერთ მშვენიერ დღეს,როცა სანდრო ვარჯიშის შემდედ საქმეზე იყო გასული,კარზე გადაბმულმა ზარმა და ბრახუნმა გააღვიძა ნინა,ნელა წამოიზლაზნა საწოლიდან და კარი გააღო,ხელში კი სალომე შერჩა -სად ხარ გოგო,ჩამოვიღე ლამის კარი -მეძინა სალომე რამე მოხდა?ხომ მშვიდობაა -დაწყნარდი მშვიდობაა-მითხრა და გაიკრიჭა-ვაიმე მემგონი ორსულად ვარ -მართლა?ვამე გილოცავ-ზედ შევახტი და ჩავკოცნე -არ ვიცი გოგო ჯერ,ტესტი მოვიტანე და გავიგებ ეხლა,სახლში მაინც მარტო ვიუყავი და მეთქი ბარემ ნინასთან გავალთქო -კარგად მოქცეულხარ,მიდი ,მიდი და ახლავე გავიგოთ-მეც მოთმინებადაკარგული ავხტუმავდი და სააბაზანოსკენ ვუბიძგე დიდხანს არ გვიცდია,ხუთ წუთსი კივილით გამოვარდა სალომე და გადამეხვია -დედა ვხდები ისეევ,ვაიმე რა მაგარია ,არ მჯერა -გილოცავ,გიოცააავ,წარმომიდგენია ლევანი,რომ გაიგებსმროგორ გაუხარდება -აბა გოგო,ცოტა ხნის წინ ამბობდა კიდევ მინდ ა შვილიო,ეხლავე დავურეკავ-ტელეფონი ამოიღო და ნომერს კრეფდა,როცა ხელიდან ავაცალე -მოიცა,მოდი ცოტა გავეხუმროთ,მე დავრეკავ და ვეტყვი,რომ ვითომ ჩემთან ცუდათ გახდი და გული წაგივიდა,რო მოვა კიდე ახარე -კარგი მიდი,მიდი და თუ გამიბრაზდა შენ დაგაბრალებ იცოდე-გაიცინა და შემომხედა -ოკ. ნომერი ავკრიფე,გავიდა და ლევანმაც მიპასუხა -ხო სალო -ლევან მე ვარ,ნინა,ჩემთან მოდი რა სალომეს გული წაუვიდა ძლივს მოვასულიერე ახლა წევს -რა....ახლა...ახლა კარგადაა?რა დაემართა?-გაურკვევლად ამოილაპარაკა -არ ვიცი ზუსტად. მოდი რა -ახლავე მოვდიარ-ჩამძახა და ყურმილი დამიკიდა -რაო?-ინტერესით მკითხა სალომემ -მოდის. ზუსტად თხუთმეტ წუთში კარების შემოგლეჯვის ხმა გავიგეთ.ამ დროს მე და სალომე ყავას ვსვამდით მისაღებში და შიშისგან ჭიქა ხელიდან გამივარდა.ოთახში კი ფერდაკარგული ლევანი და სანდრო გამოჩნდნენ -სალომე,რა დაგემართა კარგათ ხარ-ეგრევე მასთან გაჩნდა და წამოაყენა-რატომ არ წევხარ,ნინამ მითხრა...-სალომემ არც დააცადა ბოლომდე თქმა ისე გამცა -აუუ,ჩემი ბრალი არაა ნინამ თქვა გავეხუმროთო და...-ხელები გადახლართა ერთმანეთსი და მე გამომხედა -ანუ მომატყუეთ?-გაბრაზდა ლევანიც და მე გამომხედა-ნინა....-კიდევ აპირებდა თქმას,რომ ახლა მე გავაჩერე -მოიცა,ისეთი ამბავი გვაქვს რო გაიგებ აღარ მეჩხუბები-ვუთხარი და ორსულობის ტესტი ავუფრიალე წინ-ამაზე სანდრო გაჩნდა ჩემთან იმ წამსვე -ნინა,ორსულად ხარ?-მითხრა და თვალებში ჩამაშტერდა -არა,ნინა არა მე ვარ ორსულად-სალომემ ამოიღო ხმა,როგორც იქნა და ლევანს გადაეხვია-კიდევ ერთი პატარა გვეყოლება. მე კი ისევ სანდროს თვალებს ვუყურებდი,არ ვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ თითქოს გული დასწყდაო პასუხის გაგებისას.ნუთუ ბავშვი უნდა?სიმართლე,რომ ვთქვვა მამაზე არასდროს მიფიქრია სანდროსთან ყოფნის პერიოდში,მაგრამ მისგან შვილის გაჩენა კიდევ უფრო გამაბედნიერებდა -ეს ამბავი უნდა ავღნიშნოთ-დაიყვირა ლევანმა და უხერხულობაც სადღაც გაიფანტა.სანდრო ძმაკაც გადაეხვია და მიულოცა -აბა რა,ახლავე გავაგებინებ სხვებსაც და რესტორანში მივდივართ ყველაა. საღამოს გამოპრანჭულები და ბედნიერები უკვე მაგდასთან ვისხედით და ხან სადღეგრძელოებს ვისმენდით,ხანაც ცეკვით ვერთობოდით.მათთან ერთად მეც უზომოდ ბედნიერი ვიყავი,რატომღაც მომინდა მეც მყოლოდა შვილი სანდროსთან,რომელიც მას დაემგვანებოდა.პატარა ბიჭუნა ღამე,რომ არ დაგვაძინედა ხოლმე.ფიქრებში ისე გავერთე ვერც კი გავიგე,რომ სანდრო გვერძე აღარ მეჯდა,მოვათვალიერე და საპირფარეშოდან მომავალი დავინახე,გვერდით მომიჯდა, ხელი გადამხვია და მაკოცა -რა იყო,მე მეძებდი?-მკითხა და გამიღიმა -ვერც კი გავიგე,როგორ გამეპარე. უკვე ღამე იყო,როცა ჩვენს მაგიდას ვულგარულად ჩაცმული წითელპომადიანი ქალი მოუახლოვდა ქუსლების კაკუნით და სანდრო გადაკოცნა -როგორ ხარ სანდრიკო?არ მოგენატრე?-გადაკოცნა და მის წინ დადგა -ლიზი აქ რას აკეთებ-საკმაოდ მკაცრად უთხრა სანდრომ და დავინახე,როგორ დაებერა ძარღვები -რა იყო,შენი ცოლი არ მოგენატრა? „რაო? ცოლიო?!!!!“ პ.ს.იმედია მოგეწონებათ.ხვალაც დავდებ დიდ თავს აუცილბლად,დაგვიანებისთვის ბოდიში,ძალიან მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.