შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ კი დაბრუნება გიწერია.... (თავი 3)


23-04-2016, 21:46
ავტორი tsn
ნანახია 2 648

--ბელა--

დაღლილი ვიყავი, თუმცა სავახშმოდ ჩასვლა გადავწყვიტე.. მაგიდასთან ისე დავიკავე ტაიას ადგილი, რომ არც შევიმჩნიე.. ტაიაც ''სხვა რა გზა მაქვს'' გამომეტყვრლებით სხვა ადჰილზე დაჯდა, ლევანიც მის გვერდით მოთავსდა..
- ყველაფერი კარგად გამოიყურება, იმედია გემრიელიცაა - ვუთხარი მათ..
- უბრალოდ გასინჯე - ჩაისისინა ლევანმა.. მეც მხრები აბიჩეჩე და სასურველი კერძი თეფშზე გადავიღე.. როდესაც მოვრჩი, სამზარეულოში გავედი და გადავწყვიტე საკუთარი თავოსთვის გემრიელი ყავა მომემზადებინა... ფეხისწვერებზე ავიწიე, რათა ზევითა თაროზე არსებულ ყავის ყუთს მივწვდომილიყავი.. ის ის იყო ავიღებდი, რომ იკნიდან ლევანის შეხება ვიგრძენი, მან ჩემმაგიერ აიღო ყუთი და მაგიდაზე დადგა.. მისმა საქციელმა გამაღიზიანა, მაგრქმ თავი მოვთოკე და გავიღიმე
- გმადლობ - მივუგე გულგრილად და ყავის მპმზადებაა შევუდექი.. ის კი იდგა და მიყურებდა.. ყავის დალევა ჩემს ოთახში გადავწყვიტე და ასეც მოვოქეცი.. გვიანი იყო, მეც დაღლილი ვიყავი და დაძინება გადავწყვიტე.. მოკლე საღამური ჩავიცვი და დაწოლას ვაპირებდი, როდესაც კარზე დამიკაკუნეს.. ხალათი მპვიცვი და კარი გავაღე.. კართან ლევანი იყო, კედელს ცალიხრით მიყრდნობოდა და ასე ვთქვათ, დიაგონალზე იდგა..
- ანაბელ, მობილური დაგრჩა - გაიღიმა ამაზრენად..
- შენც დამიბრუნე - ვუთხარი და ხელი გავუწოდე.. მან კი ტელეფონი ჯერ ხელთანომითჭტანა, მერე კი მაღლა ასწია
- შენთან ბავშვურ თამაშს არ ვაპირებ, თუ მასე ძალიან მოგწონს დაიტოვე - ვუთცარი და კარს ვკეტავდი, როდესაც შემაჩერა, ტელეფონი გამომიწოდა და ცალი ხელი ჩემი თმისკენ წაიღო.. მე კი მისი ხელი ჰაერშივე შევაჩერე..
- ჩემთან თამაშს არ გირჩევ ლევან, რადგან აუცილებლად დაგამარცხებ - ვუთხარი ნაგლად და კარი ცხვირწინ დავურეკე..
- ამაზრზენი - ჩავილაპარაკე ჩემთვის.. ადრეც ასე იცოდა იერიშზე გადასვლა.. ვერც კი დავითვლი, რამდენჯერ უცემია ნიკას ამის გამო.. განა რამე იყო, უბრალოდ ნიკასი შურდა და ყველაფერი უნდოდა, რაც მას ეკუთვნოდა, მათ შორის ქალიც.. გაღიზიანებულმა როდის როდის ჩავიძინე.. გვიან ღამით კი გამეღვიძა.. ვიწრიალე, მაგრამ ვერ ვიძინებდი, ამიტომაც ავდექი.. ჩემს ჯერ კიდევ ამოულაგებელ ჩანთას მივწვდი და თაბაძის ფურცელი, ასევე შავი უხეში ფანქარი ამოვიღე.. ფანჯრის რაფაზწ ჩამოვჯექი და უცნობი თან ნაცნობი კონტურების გავლება დავოწყე.. სურათზე ბოლო შტრიხი შევიტანე და თვალები დავხუჭე, მინდოდა სურათი თვალებს რომ გავახელდი მთლიანობაში აღმექვა.. ასეც მოხდა.. და იცით? სურათიდან გიორგის სახე მიმზერდა..
- ასე რატომ გგავს - ავხედე ზეცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავს, იდეაში კი ნიკას.. - არა.. ასე არ შეიძლება- შემოვუძახე თავს და თავი აქეთ იქით გავაქნიე, თუმცა ფიქრები ვერ გავფანტე.. ფაქტი ერთი იყო, გიორგის ისეთივე თვალები ჰქონდა, როგორც ნიკას.. ნიკას ნახატიც ამოვიღე და გიორგისას გვერდით მივუდე.. შეიძლება ორი ადამიანი ასე ჰგავდეს ერთმანეთს და თან ასე განსხვავდებოდეს?.. იქნრბ მე ვხედავ მარტო ამ მსგავსებას და ისიც იმიტომ, რომ შინაგანად მინდა ასე იყოს.. უცებ ისიც კი ვიფიქრე, რომ ნიკა და გიორგი ერთი და იგივე პიროვნებაა, მაგრამ არა.. მსგავსება არც ასეთი დიდია.. თანაც ნიკა რომ ყოფილიყო, შეხვედრის დღესვე მეტყოდა ყველაფერს.. აქამდე ამაზე რატომ არ დავფიქრდი.. იქნებ ისიც ისევე ''გარდაიცვალა'', როგორც მე.. ან იქნებ უბრალოდ... იქნებ.. იქნებ... იქნებ... ათასი ''იქნებ'' მომივიდა თაავში, მაგრამ ზუსტად ვერაფერს ვფიქრობდი.. მხოლოდ ერთი რამ გადავწყვიტე ურყევად, გიორგი, თუ ნიკა.. ამას აუცილებლად გავარკვევდი.. ისევ წამობწექი და როდის დამეძინა ვერ მივხვდი.. როდესაც გამეღვიძა, მივხვდი, რომ მაგვიანდებოდა და სწრაფად მოვემზადეე. მანქანაში ჩავჯექი და დავიძარი..
სულ ცოტა ხანს ვიარე და ისე გადმოირბინა პატარა გოგონამ, გააზრებაც ვერ შევძელი.. სწრაფად დავამუხრუჭე და საჭე.სხვა მხარეს ავიღე.. ბავშვს მილიმეტრებით ავცდი.. გოგონა შეშინებული იდგა და თვალებზე ხელი აეფარებინა.. სწრაფად გადავედი და გოგონას მაგრად მივეხუტე
- მაპატიე საყვარელო.. - ვეჩურჩულებოდი მას.. მას შემდეგ, რაც საკუთარი შვილის დაკარგვის ტკივილი განვიცადე, ვერავის გავიმეტწბდი ამისთვის.. გოგონას არც ისე სუფთად ეცვა, თმა გასწეწვოდა და დიდ თაფლისფერ ყვალებს აბრიალებდა.. - შეგაშინე - ვკითხე თავად შეშინებულმა, მან კი თავი დამიქნია - მაპატიე, კარგი? - ვუთხარი და ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი.. მანაც ენის ჩლიფინით მითხრა კარგიო.. ვკითხე შაიდან მოდიოდა და გული ჩამწყდა, როდეშაც იმავე თავშესაფრის სახელი მითხრა, რომელშიც მე გავიზარდე.. გოგონა ჩავისვი მანქანაში და წავიყვანე.. შორიდან შევნიშნე, როგორ მოდიოდა ჩემი საყვარელი აღმზრდელი ლილი.. გაოცებული მიყუღჭრებდა, თვალებს ვერ უჯერებდა.. თვალზე ცრემლი მომადგა.. მსოფლიოს მოვატყუებდი, მაგრამ მას ვერა..
- ბელა შვილო - გაოცებულმა თქვა ლილიმ..
- დიახ ლილიკო - ვუთხარი და ჩასახუტებლად გაშლილ ხელებში ჩავუვარდი.. კისერშიის ცრემლებს ვგრძნპბდი.. საოცარი სითბო და სიყვარული ვიგრძენი.. თითქოს შიგნით ძველი ბელა გაცოცხლდა..
- ეს როგორ შვილო, თვალებს ვერ ვუჯერებ - ამბობდა ქალი გა მკოცნიდა..
- მოგვიანებით აგიხსნი ლილი.. უბრალოდ ახლა აი ამ პატარას ლამის დავეჯახე - ვაჩვენე ბავშვი
- ნინა შვილო, ისევ გაიპარე, როგორ გვანერვიულე - გაუჯავრდა ქალი - თან როგორ დასვრილხარ...
- მე დედა უნდა ვიპოვო - ცრემლები წამოუვიდა პატარას.. ჩემი თავი გამახსენდა, ამიტომ წამებში მივიღე გადაწყვეტილება..
- იქნებ იპოვე უკვე დედა - მის წინ ჩავიმუხლე, ჩავეხუტე და სახეზე მივეფერე...- გინდა, რომ მე ვიყო შენი დედიკო
- მათლა? - აჩლიფინდა პატარა.. მეც თავი დავუქნიე, ის კი სიხარულისგან კისერზე დამეკიდა..
- ლილი მინდა ნინა ვიშვილო.. თუ შეიძლება, ყველა საჭირო საბური მოამზადე.. მხოლოდ და მხოლოდ ანაბელ ნორტონის სახელზე
- მაგაზე დიდ სიკეთეს ვერ იზამ შვილო..
- კარგი ლილი, ახლა მეჩქარება, საღამოს მოვალ და ვისაუბროთ.. - ლილის დავემშვოდობე, ნინას ავუხსენი, რომ მალე დავბრუნდებოდი და სამსახურში წავედი.. დავიგვიანე, თუმცა არ მანაღვლენდა, უჩვეულოდ ბედნიერი ვიყავი.. ოფისში შევედი თუ არა ყველას მზერა ჩემკენ მოიმართა.. მშვიდად გავიყევი გზას და კაბიმეტი უნდა შემწღო, ზურგიდან ლევანის ხმა რომ გავიგე
- დაგაგვიანდა ანაბელ - საშინლად გამაღიზიანა მისმა ტონმა..
- რა იყო ლევან, ხომ არ გინდა ანგარიში ჩაგაბარო, სად, როდის და რატომ მივდივარ, ან რატომ ვიგვიანებ ჩემს ოფისში სადღაც ნახევარი საათით
- არა, არაწორად გაიგე..
- არ მაინტერესებს, არ შემაწუხო.. - შევედი და კარი მივიჯახუნე... კაბინეტში შესულს თვალები შუბლზე ამივიდა.. ინტერიერი შეეცვალათ, თანაც გემოვნებით.. ისე, როგორც მინდოდა, ისე, როგორც შტატებში მქონდა მოწყობილი..
- მოგწონთ? - მომესმა გიორგის ბარიტონი.. ემოციები დავმალე და შევუბრუნდი..
- ეს შენ გააკეთე?
- დიახ
- დაგავალა ვინმემ?
- არა.. უბრალოდ აი ეს ქაღალდი ვიპოვე.. - გამონიწოდა ქაღალდი, რომელზეც გუშინ დავწერე • გავაკეთო რემონტი კაბინეტში.. - და ვიფიქრე..
- მოკლედ, სხვა დროს იმას ნუ იზამ, რასაც მე არ დაგავალებ.. მაგიდასთან მისულუ კიდევ ერთხელ გავოცდი, ჩემი საყვარელი ყავა და შოკოლადი
- ესენი საიდან - ვიკითხე ისევ მკაცრად
- თქვენთვის მოვიტანე..
- შენ საიდან იცოდი, რომ ესენი მიყვარს?
- რამდენიმე თვის წინ, პაპარაცებმა საყვარელი ყავით და შოკოლადით დაგაფიქსირეს და იქიდაბ - მხიარულად თქვა მან..
- გასაგებია, კიდევ გიმეორებ, არაფერს გააკეთებ ჩემი მითითების გარეშე, თორემ თავად დაწერ განცხადებას წასვლზე..
- დიახ..
- შეგიძლია შენს ადგილზე დაბრუნდე - ვუთხარი და საქაღალდეებში ქექვა დავიწყე.. ის კი გაუნძრევლად იდგა
- რა ხდება? - ვკითხე თითქოს გულგრილად
- ჩემი ადგილი არ მაქვს..
- გასაგებია - ლევანთან დავრეკე.. - ლევან, თავისუფალი კაბინეტი მჭირდება თანაშემწისთვის.. ჩემი კაბინეტის გვერდით, ან პირდაპირ, იზრუნე ამაზე
- ამას დრო დასჭირდება, მანამდე შენს კაბინეტში იყოს
- ამას მე თავად გადავწყვეტ - ვუთხარი და გავთიშე.. შემდეგ ბრძანება გავეცი და მისთვის მაგიდა შემოვატანინე..
ვცდილობდი გიორგიზე ნაკლებად მეფიქრა და საქმეში ცხვირით ჩავეფალი.. იცებ მობილურზე ლილის ზარი შემოვიდა, საპირფარეშოში გავედი და ვესაუბრე.. გავთიშე და შევბრუნდი, როდესაც გიორგი დავინახე
- ქართული გცოდნიათ მის - გაიღიმა მან
- მისის - შევუსწორე - თანაც ეს შენ არ გეხება
- კი მაგრამ ამაზე არავინ იცის
- ჩემთვის არავის უკითხავს, ვიცი თუ არა ქართული, მესაუბრებიან ინგლისურად? ვესაუბრები მეც - ავიჩეჩე მხრები და გამოვეცალე.. სამუშაო დღეს მოვრჩი თუ არა ბავშვთა სახლში მივედი...

ლევანთან..
- ძალიან კარგი, გაგიმართლა, რომ აგიყვანა.. ახლა მისი ნდობა უნდა მოიპოვო - გველივით სისინებდა ლევანი
- რა თქმა უნდა - კვერი დაუკრა გიორგიმ..
- იცოდე, თუ საქმეს არ შეასრულებ, ჩემი ხელით გაგითხრი სამარეს..
- ნუ მემუქრები ლევან, ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა..
- იმედია, მაგაში შენი თავი დაარწმუნე, მისი ყველა ნაბიჯი უნდა ვიცოდე, ისიც კი, რა ჰაერით სუნთქავს
- გასაგებია შეიძლება საქმეს ჩემთან პირველად იჭერ, მაგრამ იცოდე, , ეს ჩემი სამუშაოა და დაკონკრეტება არ მჭირდება - თქვა გიორგიმ და გავიდა, კარში კი ტაია შემოეტია
- ამ ბიჭს არ ვენდობი - უთხრა ქალმა
- არც მე, ამიტომაც დავიქირავე მეორეც - გაიღიმა ბოროტულად და კაბინეტი დატოვა..

......
ბელა ბავშვთა სახლში მივიდა, მას ნინა და ლიი შეეგებნენ.. უჩვეულო სიხარულს გრძნობდა ბელა..
- უნდა ვისაუბროთ - უთხრა ლილიმ და გოგონა გვერდით მოისვა, ხელები ჩასჭიდა და გაუღიმა. ბელამაც მთელი თავისი ისტორია მოუყვა.. მთელი ეს დრო ცრემლი არ შეშრობიათ ორივეს..
- ღმერთი დიდია შვილო, ის ყველას დასჯის - გაამხნევა ლილიმ..
- ვიცი ლილიკო, ვიცი, მაგრამ მას ვერ დაველოდები - ჩაილაპარაჟა ბელამ..
- შვილად აყვანის საქმეზე რა ხდება? - ჰკითხა ქალს
- ხო, შვილო.. შენ თუ აქ დარჩენას აპირებ მოგიწევს სახლი იყიდო, რადგაბ ეს აუცილებელია..
- მაგას ახლავე მოვაგვარებ ლილი - უთხრა და გიორგისთან დარეკა..
- გიორგი, სასწრაფოდ მომიძებნე სახლი, რომელიმე მყუდრო უბანში.. ისე, რომ ხვალვე ჩემს სახელზე იყოს.. - დადებოთი პასუხის მოსნენის შემდეგ ტელეფონი გათიშა და ხალხს მიუბრუნდა.. ლილის შეპირდა, რომ ყოველთვიურად დაეხმარებოდა მატერიალურად.. შემდეგ დაემშვიდობა და წავიდა.. ''სახლში'' წასვლა არ უნდოდა, ამოტომ ქაშუეთში ავიდა.. ცოტა ხანს საყვარეკ ადგილზე იყო და სახლში ემოციებით დახუნძლული დაბრუბდა.. ის ბედნიერი იყო.. ახლა მოს ცხოვრებას აზრი ექნებოდა.. მერე რა, რომ ის ბიოლოგიური დედა არ იქნებოდა.. ის ნინას ყველაფერს მისცემდა.. სიყვარულს, კარგ განათლებას, ლამაზ მომავალს, წარმოიდგინა, როგორ დავარცხნიდა თმას, როგორ მიიყვანდა სკოლაში და როგორ ივლიდა მშობელთა კრებაზე.. იმ საღამოს აღარაფრის თავი ჰქონდა, მიწვა და ბედნიერს ჩაეძინა






***

ესეც შემდეგი თავი.. იმედი მაქვს მოგეწონებათ და შთაბეჭდილებებს გამიზიარებთ . შეცდომებისთვის ბოდიშიი ♥♥



№1 სტუმარი anita

shemdegs male dadeb? sauketesoa!!

 


№2  offline მოდერი tsn

anita
shemdegs male dadeb? sauketesoa!!

ხვალ აუცილებლად დავდებ.. ♥♥

 


№3 სტუმარი m

sauketesoaa vgizhdebi

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმე რა კარგია როგორ მაინტერსესბ შემდეგი love

 


№5  offline მოდერი tsn

m
sauketesoaa vgizhdebi

გმადლოობ ♥

aanamaria
ვაიმე რა კარგია როგორ მაინტერსესბ შემდეგი love

შემდეგ თავსაც მალე დავდწებ ♥.

 


№6 სტუმარი Black

Dzalian kargi istoriaa,veli shemdeg tavs;) <3

 


№7 სტუმარი lanu

Mshvenieri istoriaa dzn davinteresdi da veli moutmenlad shemdeg tavs

 


№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუ ძაან დამაინტერესა და მალე დადე რა

 


№9  offline მოდერი tsn

ყველას დიდი მადლობა.. მიხარია, რომ მოგწონთ და თქვენს აზრებს მიზიარებთ.. შემდეგ თავს საღამოს დავდებ love love

 


№10  offline წევრი kora

ემოციებით სავსე ისტორიაა, იმედია ის დესპოტები დასახულს ვერ მიაღწევენ და ჩანასახშივე მოუსპობს ეს გოგო ყველა მათ ბოროტულ გეგმას. ეგოისტურად მინდა, რომ გიორგი და ნიკას მსგავსება უბრალოდ დამთხვევით არ შემოიფარგლოს... ველოდები მოვლენების განვითარებას
--------------------
kira.G

 


№11  offline მოდერი tsn

kora
ემოციებით სავსე ისტორიაა, იმედია ის დესპოტები დასახულს ვერ მიაღწევენ და ჩანასახშივე მოუსპობს ეს გოგო ყველა მათ ბოროტულ გეგმას. ეგოისტურად მინდა, რომ გიორგი და ნიკას მსგავსება უბრალოდ დამთხვევით არ შემოიფარგლოს... ველოდები მოვლენების განვითარებას

გპირდები, რომ მოლოდინით იმედგაცრუებული არ დარჩები ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent