თუნდაც შემთხვევით (2)
ეს ადრენალინი იყო... რაღაც ძალიან მაგარი და ვერ გავიგე უბრალოდ რა მემართებოდა. თითქოს მივფრინავდი სადღაც შორს..და რაც ყველაზე დიდი სისულელე იყო ვენდე ადამიანს რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი, თუმცა ეს არ მანაღვლებდა. -სად მივდივართ?- ვიკითხე როცა საკმაო მანძილი გავიარეთ -გიტაცებ გამეცინა -კარგი სერიოზულად -უბრალოდ მენდე -რთულია ეს! -არა მარტივია...მერწმუნე ჩემი ნდობა მარტივია. -რატომ ფიქრობ ასე? -გაიგებ! -მოუთმენლად ველოდები წამს როცა ამას გავიგებ. აღარაფერი მიპასუხა...შემდეგ კი გზის მიმართულებამ მარტივად მიმახვედრა რომ მთაწმინდაზე მივდიოდით...არაფერი მითქვამს...ვეცადე უბრალოდ მივნდობოდი მას და ზედმეტი კითხვებისგან არ შემეწუხებინა. განათებული თბილისი ძალიან ლამაზი იყო... თითქოს ყვებოდა ამბავს ახალი ცხოვრების შესახებ... ვხვდებოდი რომ არაფერი მენატრებოდა წარსულში, მითუმეტეს ამწამს. სულ მალე, გზასთან ახლოს ერთ პატარა შეჭრილ აგილას გააჩერა.მე გადმოვედი და შლემი მოვიხსენი.მთელი ქალაქი ჩანდა, არაჩვეულებრივი იყო, ზაფხულის გრილი საღამო და უბრალოდ სიმშვიდე. -აქ ხშირად მოდიხარ ხოლმე?- განათებულ თბილისზე თვალი გამიშტერდა -საკმაოდ. ჩემი საყვარელი ადგილია, მხოლოდ აქედან ჩანს ყველაფერი კარგი. ეს ადგილი რატომღაც მამშვიდებს. კარგად შეხედე...- მან ხელი ფრთხილად შემახო და წინ მიმწია თან რაღაცნაირად შემომხედა. -გადაგდებას ხოარ მიპირებ?-ვიკითხე გაკვირვებულმა -რატომაც არა-ეშმაკურად ჩაიცინა -ვერ გაბედავ! -ვერა?-თვალები გააფართოვა...ისე შემომხედა ვიფიქრე შეურაცხყოფა ხომ არ მივაყენე მეთქი -ჰმმ...ალბათ უფრო „არა“- იმედს ვიტოვებდი. ყველაფერი ისე სასაცილოდ მეჩვენებოდა... უცებ ხელი მკრა ,პირდაპირ ხევში გადავეკიდე, სასტიკად შემეშინდა ინერციით კი კვლავ უკან დამაბრუნა რაღაცამ,სავარაუდოდ მისმა ხელებმა,რომლებმაც ორი წუთის წინ გადასაგდებად გამიმეტეს. თითქოს წამიერად გული გამიჩერდა...საშინლად ვიგრძენი თავი ეს ხუმრობა არ მომეწონა...სუნთქვა გამიხშირდა...არა ვიფიქრე საერთოდ ვერ ამოვისუნთქებ მეთქი...გული გამიჩერდა... -მშიშარა!- სიცილი აუტყდა აკას... -სულაც არ არის სასაცილო-უკმაყოფილოდ მივახალე -ნეტა შენი სახე დაგანახა-კვლავ აგრძელებდა სიცილს. -შემეშვი...-ვუთხარი და გამოვეცალე ამ უაზრო გადასავარდნს -კარგი ვიცი რომ საშინელი ვარ მაპატიე-კვლავ ვერ იკავებდა სიცილს -გეყოფა რა... -მოდი ჩემთან- მითხრა და ისე რომ არც ველოდი გულში ჩამიხუტა...მისმა სუნამოს სუნმა გამაბრუა...სასტიკად მესიამოვნა მისი ჩახუტება აკამ ყურს უკან თმა ფრთხილად გადამიწია, მის სუნთქვას ვფრძნობდი...ჩემი გული კი მალე გამოხტებოდა ალბათ გარეთ. -არ აპირებ მკლავები მაინც მომხვიო მადლობის ნიშნად? პასუხი მოქმედებით გამოვხატე...მის გახსნილ ქურთუკში ხელები ფრთხილად შევაცურე და წელზე მოვხვიე...თავი კი გულზე დავადე... არანაირი აჩქარება...არანაირი ზედმეტი იმპულსური გამოხტომა...მისი გული რითმში ძგერდა რასაც ჩემსაზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი. -მომიყევი რამე...-წამომცდა -რა მოგიყვე? -მართლა ასეთი ჩვეულებრივი ხარ? -არ ვარ ჩვეულებრივი, ზედმეტად არაჩვეულებრივი ვარ,აი შენ კიიი... მართლა ჩვეულებრივი ხარ. -ჰო...მე არავისგან გამოვირჩევი...უბრალოდ ვარ... ისეთი... -საყვარელი... -რა?-უკან გამოვიწიე... -საყვარელი ხარ!!! -არაა...-დავიმორცხვე -მე ხშირად არ მეკამათებიან! -ბოდიში... -არც ბოდიშები მიყვარს! ვეღარაფერი ვუპასუხე. ისევ გამიღიმა. მას ვუყურებდი და საკუთარ თავს ვეუბნებოდი: არა ასე ნუ უყურებ ნია! არ შეგიყვარდეს! გაფრთხილებ ადამიანს სიყვარული ღუპავს და არც შენ იქნები გამონაკლისი! არ გააკეთო ეს! არ დანებდე! გაუმკლავდი ამას თორე დაგტანჯავს ეს გრძნობა! მიუხედავად იმისა რომ ყველა ეს ფრაზა განუწყვეტლივ ყურში ჩამესმოდა და თითქოს ვიღაც ცდილობდა დავერწმუნებინე რომ ეს მომენტები უბრალოდ არაფრად ღირდა, უკვე აზრი აღარ ჰქონდა, მაინც აღარაფერი მესმოდა, ჩემმა თაფლისფერმა თვალებმა მისი თვალების სილურჯეს ვერ გაუძლეს, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წამში ერთხელ, მომავალი მანქანების ფარების შუქზე ჩნდებოდა...პეპლებმა გამოანათეს მუცელში ... და სხვანაირი გრძნობა დამეუფლა...ჩემი მისდამი სიყვარული კიარა, ჩემი თვალების სიყვარული მისი თვალებისადმი...და ეს დაიწყო! მთაწმინდიდან მალევე წამოვედით...ქალაქში დიდხანს ვიბოდიალეთ. ერთადერთი რაც მაკვირვებდა ეს მისი დამოკიდებულება იყო ჩემდამი. რაღაცნაირად თბილი...თითქოს ერთგული და აი ისეთი ადამიანს რომ დიდი ხანია იცნობ მასთან ყოფნა კი ყველაფერს გავიწყებს. ბოლოს სახლამდეც მიმაცილა. -მადლობა დღევანდელი დღისთვის. -არაფერს მშიშარა-ისევ მისი საყვარელი ღიმილი-მარტო ცხოვრობ?- უეცრად მკითხა -მეგობართან ერთად...მაგრამ მგონი სახლში არც არის, წვეულების შემდეგ არც კი მინახავს.ალბათ დღეს სადმე სხვაგან რჩება... -ფრთხილად იყავი ნია. -ვეცდები აკა. -ღამემშვიდობისა -კარგად... შემოვბრუნდი და გამიკვირდა რომ პადიეზდამდე ფეხი არაფერს წამოვკარი და მიწაზე სახით არ დავასკდი... გაისმა მისი მოტოციკლის გამაყრუებელი ხმა და ადგილს მოსწყდა... ამწუთას როგორც თქვენ გაგახსენდათ ლიფტი და მისი დანიშნულება ზუსტად მასე გახსენდა მეც... კიბეებს შევუყევი და ლამის სახლსაც გავცდი... სისულელე იყო ეს ყველაფერი...მე ეს დღე უნდა დამევიწყებინა...ის აღარც კი დარეკავდა. თუმცა წამითაც არ მინანია რომ ზუსტად ამ დღეს კატოს წვეულებაზე გავყევი და აკას ყველაზე ძლიერად ვენდე ამქვეყნად. იყო შიში, იმედგაცრუება, გაბრუება, ყველაფრის დავიწყება და თავიდან გახსენება მაგრამ არცერთი წამით შემპარვია ეჭვი ამ ორი მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.