შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭაობის ქალღმერთი –1–


24-04-2016, 15:57
ავტორი sopiko
ნანახია 2 763

[თავი 1]
თვალმოუშორებლად უყურებდა რამდენიმე წუთი ორსულობის ტესტს, თუმცა ვერაფერზე ფიქრობდა... ამ პატარა, გაწითლებულმა ჩხირმა თუ ჯოხმა მის გულში მოაფათურა ხელი... ფერიას ხომ არ დარჩაო, წაუოცნება წამით, თუმცა რომელი კონკია ის იყო... გონს რომ მოვიდა, ბავშვობა გაახსენდა... დილის ექვს საათზე ლოგინიდან წამოგდება, კართან ჩამწკრივებული ბოთლები... გადატყავებული ზურგი... უძილობა... ტკივილი, ტკივილი და ისევ ტკივილი! ბოროტულად ჩაეღიმა... რამდენს მიაღწია! ახლა ქალღმერთია, მაშინ მონა იყო... ახლა ყველაფერი შეუძლია, მაშინ ამ სიტყვის განმარტებაც არ იცოდა... ეს ყოველივე დაენგრია? გაეცამტვერებინა? ლაღი და თავისუფალი ცხოვრებისთვის კარი მიეხურა? კი, მაგრამ ის არ ჯობდა, რომ ვიღაცის შვილისთვის ახლავე გამოეტანა სასიკვდილო განაჩენი? ხო, რა თქმა უნდა, ეს ბევრად აჯობებდა! აი, ამაზე მის ''მშობელ'' დედასაც რომ ეფიქრა, ერთხელაც ვერ ჩაისუნთქავდა ამ ბინძურ, საზიზღარ ჰაერს და... და... იქ დარჩებოდა, სადაც მისი ადგილი იყო! რა თქმა უნდა... რა თქმა უნდა... განა ამას კითხვა უნდოდა? მარტოხელა დედობა? ეს სტატუსი ვიღამ მოიგონა? რატომ უნდა გაწირო თავი ახალი სიცოცხლისთვის? შენ ვერ ცხოვრობ? ვერ ხარ ბედნიერი? ხარ და ამ ბედნიერებაზე უარი არ უნდა თქვა! ალბათ ორსულადაც იმ ზეთით გაპოხილი ფეხსაცმლის მქონე იდიოტისგანაა, მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გამო სასტუმროში ერთი თვის ხელფასი რომ გადაიხადა... ნაიამ კი რაღაც სიამოვნება მაინც მიიღო... მშვენიერი ლეიბი იყო და მშვენიერი საბანიც! ბალიშიც ისეთი ფუმფულა, თავი დამადე და დაიძინეო, დისტანციურ შეტყობინებას რომ გიგზავნის. და საუზმე? დილით პომიდვრის ომლეტი, ცეზარის სალათა და ფორთოხლის წვენი! ერთმანეთს აკვდებოდა! ის სულელი კი დილით სახლში დაბრუნებისას რიღათ აღარ იმართლებდა თავს ცოლთან... რა საძაგლობაა! გიყვარს ერთი და თან ღალატობ! სიყვარული! ესეც სიცრუის მთელი თაიგული!
–ნაია, გამოდი, თუ არ გინდა, რომ შემოსასვლელში ტბა დავაყენო.–აწიკვინდა კარს იქით თეკო. კიდევ ერთი შტერი! იქნებ ჰგონია, რომ ნაია მსგავსი რამის ჩადენის შემდეგ აცოცხლებს...
–გამოვდივარ, ხო!–გასძახა და ფეხზე წამოდგა. აჩაჩული კაბა დაბლა ჩამოიწია და საკეტი გადაატრიალა.
–როგორც იქნა! ამიხსნი, თუ რას აკეთებდი ამდენ ხანს?–ხელები გაუშალა ქერათმიანმა გოგონამ და საპირფარეშოში შევარდა.
–თეკო, ასეთ კითხვებს მხოლოდ სულელები სვამენ! შენ ხარ სულელი?–ისე ჰკითხა, ვითომ ამ კითხვაზე პასუხი არ სცოდნოდა.
–რა თქმა უნდა, არა!–კისკისით გამოსძახა თეკომ.
''ხო, არა! ნამდვილად...''–გაიფიქრა ნაიამ და სამზარეულოში გავიდა. ნაგვის ურნაში ჩააგდო გამოყენებული ტესტი და ხელები იქვე გადაიბანა. აბა, სხვა რა გზა ჰქონდა? შეუჭამა ტვინი ''დაქალმა''!
მაგიდაზე ფინჯნები იდო. ნაიამ თავისი ფინჯნის ბოლოში ჩარჩენილ ნალექს ჩახედა.
''რას მიქადის მომავალი?''–გონების ძალით გაუგზავნა კითხვა და თავში ხელი შემოირტყა, რა სისულელეებზე ვფიქრობო.
–მეც გამასულელა იმ შტერმა!–ხმაურით ჩადო ნიჟარაში ფინჯანი და მოღუშული შეეგება სახეზე ფერგადასულ თეკოს.
–გიჭირს?–დაცინვით შეეკითხა.
–ცოტა.
–რატომ ვფიქრობთ ადამიანები ასეთ სისულელეებზე?–მოულოდნელად რაღაც გადაუბრუნდა ტვინში და სკამზე ჩამოჯდა.
–სისულელეებზე?–გაეღიმა გოგონას.–ეს ცხოვრება სულაც არ არის სისულელე.
–არის და თანაც ძალიან...–შეეკამათა ნაია.
–ეს შენ ფიქრობ სისულელეებზე, ნაია, თორემ მე ხომ ხედავ, რა კარგად ვარ. ვერთობი, ვიცინი, დავქრივარ, დავფარფატებ. ვცდილობ სიკეთე ვაკეთო, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო მეგობრებთან. ვცდილობ თავი შევაყვარო იმ ადამიანს, ვინც მიყვარს და რატომ არის ეს სისულელე?–წარბები შეკრა თეკომ.
–აჰა, მაგალითი უკვე მოყვანილია!–თითები ერთმანეთს გაჰკრა და ტკაცუნის ხმა გამოსცა.–ახლა მთხარი, რამდენი ხანია, რაც ცდილობ იმ ბიჭს შეაყვარო თავი, რომელიც ჩემთანაა?
თეკოს ელდა ეცა. გაწითლდა, გაყვითლდა, გაყავისფერდა...
–გეგონა, არ ვიცოდი? ისე ხშირად მეჭუკჭუკებოდი გიგოზე, რომ მაშინვე მივხვდი, რაც გამოძრავებდა. თურმე როგორ შეგყვარებია, ამდენი წლის მეგობარიც კი დათმე.–აღნიშნა ნაიამ და მხრები აიჩეჩა.
–არ მინდოდა შენი დათმობა! ამიტომაც...
–ამიტომაც რა? არც ჩემი დათმობა გინდოდა, არც გიგოსი. რა გააკეთე? სულში ჩაიმალე! გაბოროტდი! გაეშმაკდი!–უემოციოდ ლაპარაკობდა ის.–მე იმიტომ მიყვარდი, რომ სუფთა იყავი... ჩემგან განსხვავებით! მე შენით ვსუფთავდებოდი, მაგრამ თურმე უფრო ვბინძურდებოდი... ჩემი თეთრი მხარეც კი შავი ხდებოდა! დღეს სულ შავი ვარ! სხვათა შორის შენც...
–ვიცი.–ასლუკუნდა თეკო. ნანობდა? არა, რას ამბობთ... უბრალოდ არ იცოდა, რაში გამოადგებოდა მომავალში ნაია და ამ ''რაშის'' დაკარგვას გლოვობდა...
–ის თუ იცი, რომ მე გიგო საერთოდ არ მაინტერესებდა, მაგრამ შენ ხომ არ მოგცემდი ბედნიერების უფლებას? არა, არა და არა! ხოდა მას შენს თვალწინ ვკოცნიდი, ვეფერებოდი, ნებას ვაძლევდი, რომ შემხებოდა... სინამდვილეში კი გული მერეოდა! რისთვის ვიტანჯებოდი? შენს გამო!–დაიღრიალა ბოლო სიტყვები.–აეთრიე და წადი! წადი ჩემი ცხოვრებიდან... შენც და შენნაირებიც გაიყოლე! ასეთი ხომ ბევრია...
თეკო მართლაც ადგა. იცოდა, ნაია რისი ჩამდენიც იყო. შეეშინდა, არ მომკლასო... მერე განა დაიმალებოდა? არა, ნაიას არც ციხის ეშინოდა! წავიდოდა და ჩაბარდებოდა! თავდახრილი გაიძურწა და ბოლოს კარი ბრახუნით მოხურა. ვითომ შურისძიების მიზნით? ეჰ, ნეტავ, მას ვისზე უნდა ეძია შური...
–რატომ?–ჩაიბუტბუტა ნაიამ და ამოიოხრა.
''არა, ცრემლებო! არა, არ იდინო!''–შეუძახა ცრემლებს და ჭურჭლის რეცხვას შეუდგა.

გამომწვევად გამოეწყო. შინდისფერი, გულამოღებული კაბა და თანაც ძალიან, ძალიან მოკლე. მისი განძეულობა ყველას თვალს მოჭრის, როგორც ყოველთვის... ერთი თვითონ აღარ უკვირს არაფერი! არც კაცი, არც ქალი და არც არანაირი უბედურება!
''გინეკოლოგთან უნდა ჩავეწერო. არ დამავიწყდეს.''–შეახსენა საკუთარ თავს და კარი გამოიხურა.
ისე, როგორ შეიძლება დედას შვილის არსებობა დაავიწყდეს? მაგრამ ნაიას საკუთარი არსებობაც არ ახსოვდა და რა შვილი, რის შვილი...
''მე ცუდი დედა ვიქნები! ან დედა უნდა ვიყო, ან ქალღმერთი! არა, არა, მე დედობას ვერ შევძლებ... ვერ გამოვუცვლი შვილს საფენებს... აბღავლებულ ბავშვს გულში ვერ ჩავიხუტებ და იავნანას ვერ ვუმღერებ. ხო, მე ვიცი, რომ თუ ის ღამით ატირდება, ისე წავუთაქებ თავში, როგორც დიდ ადამიანს. ან ღამე კლუბში როგორღა წავალ? ვის დავუტოვებ ჩვილს? რასაკვირველია, ამ ბავშვის გზა მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის... სიკვდილისკენ...''–ფიქრები ქაოსურად უტრიალებდა გონებაში და ისე მსუბუქად მიაბიჯებდა ბორდიურზე, თითქოს არანაირი სადარდებელი არ ჰქონოდა.
–თუ შეგიძლია, დამეხმარე, შვილო...–დაბლიდან სუსტი ხმა მოესმა და თავი დახარა.
–დახმარება თქვენზე მეტად მე მჭირდება, ქალბატონო, მაგრამ ვმათხოვრობ? მგონი უკვე მოდაში შემოვიდა ფულის მარტივი გზით შოვნა!–უხეშად მიუგო ჩადრებიან ქალს და გზა განაგრძო.
''ხო, ასე უფრო ადვილია... როცა ყველაფერს მარტივად უყურებ, არც არავინ გეცოდება და არც სინდისი გქენჯნის!''–გაამართლა თავისი საქციელი და კლუბის შენობასაც მიადგა.
''ნეტავ, ჩემთვის შეიძლება ცეკვა? დაახლოებით რამდენი თვის ვიქნები?''–შესასვლელში გახიდულმა უნებურად წაიღო ხელი მუცლისკენ და სუნთქვა შეეკრა.
''რასაკვირველია, ამაზე ფიქრი არ ღირს! ეს ბავშვი ხომ მაინც მოკვდება...''–დაიმშვიდა თავი და უზარმაზარ დარბაზში შებიჯებისას მუსიკის ხმამ ლამის სმენა დააკარგვინა.
ერთი აქ არ დაბადებულა, თორემ ჩვიდმეტი წლიდან კლუბს ყოველ საღამოს სტუმრობს. მაინც ვერ მიეჩვია მისი ყურები ამგვარ ხმას... ამგვარ ჟრიამულს... ყოველთვის ჰგონია, რომ მუსიკა ასეთი მაღალი იმიტომაა, სხვა ხმა რომ გადაფაროს... ხმა, რომელიც დაგცინის! ხმა, რომელსაც უნდა, რომ ჭკუა გასწავლოს! ხმა, რომელიც რაღაცაზე მიგანიშნებს!
–რასაკვირველია!–გაიმეორა სიტყვა, რომლითაც შინაგან მეს სხვადასხვა რამეში არწმუნებდა ხოლმე და ცენტრში მდგარი მაღალი სკამი დაიკავა.
იჯდა და ანათებდა... მზის დისკოსავით. მოდიოდნენ და ქალღმერთს პატივს სცემდნენ... ბედნიერი იყო ის ადამიანი, ვისაც ნაია ხელის წელზე მოხვევის უფლებას მისცემდა და მასთან ერთ ღამეს გაატარებდა... მხოლოდ ერთი! თუ მეორედაც შეხვდებოდა იგივე პიროვნებას, თვალს აარიდებდა და მერე მთელი დღე რაღაც ჰქონდა ყელში გაჩხერილი. ის ერთიც ძალიან ძვირად უღირდა... როცა ბოლო ხმაზე ღრიალი უნდებოდა, იღიმოდა... როცა საკივლელად დააღებდა პირს, ხარხარებდა! ''იმათაც'' ეგონათ, რომ განსხვავებულნი იყვნენ... ეგონათ ხელში ჩაიგდებდნენ ლამაზმანს, მაგრამ მეორე დღეს ნაია არც ერთს ხვდებოდა საწოლის მეორე მხარეს... აკრეფდა ხოლმე ტანსაცმელს და ზოგჯერ შიშველიც კი გარბოდა სასტუმროს ნომრიდან...
–გუშინ აქ მე ვიჯექი!–ფიქრებიდან ვიღაცის წიკვინმა გამოაფხიზლა.
–ხო, იჯექი, მაგრამ ეს მხოლოდ გუშინ.–დააკონკრეტა ნაიამ. სულაც არ მოშლია ნერვები.–დღესაც მე ვზივარ, ხვალაც მე ვიჯდები და თუ ძალიან გაინტერესებს, ზეგაც არ დაგხვდება ეს ადგილი თავისუფალი.
–ამას შენ საზღვრავ?–დაბალმა, მოკლეფეხება გოგომ ტუჩები გაბუშტა.
–ასე ნუ შვრები. სულელიც კი მიხვდება, რომ პლასტიკური ოპერაციის წყალობით გაქვს ბუშტივით ტუჩები.–ურჩია და ხელი მთელი ძალით ჰკრა.–ახლა ან მომეშვები, ანდაც დაცვას დავუძახებ და აქედან წიხლით გაგაგდებენ.
ტუჩებდაბერილი წავიდა. ღმერთო, როგორი სულელებითაა ეს ქვეყანა სავსე! რომელი დაცვის გამომძახებელი ნაიაა, მაგრამ ყველას ეშინია მისი! იმიტომ, რომ ქალღმერთია!
ბიჭები შორიდან უყურებდნენ და ტკბებოდნენ. არავის უნდოდა შერცხვენილიყო და ამიტომ ერთ ნაბიჯზეც კი არ უახლოვდებოდნენ მომღიმარ ქალს. რაღაცას ბუტბუტებდნენ, მაგრამ ნაიას სულაც არ აინტერესებდა მათი საუბრის თემა.
–გამომყევი!–უეცრად წინ მაღალი, მხარბეჭიანი მამაკაცი ჩამოუდგა. არა, გამხდარი არ ეთქმოდა... თითქოს ეცნო ნაიას, მაგრამ ეს შეგრძნება სულაც არ მოეწონა! ცხვირი შეჭმუხნა და კისერი მოიღერა.
–ჩვენ შევხვედრივართ ერთმანეთს?
–დიახ, შევხვედრივართ და ახლა იმიტომ მოვედი შენთან, რომ მაინტერესებს იმ ღამით როგორ მოგეწონე!–მწარედ ჩაიცინა მან, მკლავზე ხელი სტაცა ნაიას და სკამიდან ჩამოაგდო.
–ხელი გამიშვი! როგორ ბედავ? დაცვა! დაცვა!–აკივლდა ქალი, მაგრამ უცნობი უკვე გასასვლელისკენ მიათრევდა. ბევრმა დაინახა თავმომწონე ქალღმერთი ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ არაფერი მოუმოქმედებიათ. ლაჩრები!
მამაკაცმა ნაია კლუბის უკან მდებარე სკვერში წაიყვანა და ბალახზე მიაგდო.

^^^
მკითხველების თხოვნით...
მე ისევ თქვენთან ვარ!
წინასწარ გეტყვით, რომ ეს არ არის სახარხარო ისტორია! არ არის უბრალოდ გოგოსა და ბიჭის სიყვარულის ისტორია... არ არიან იდეალური გმირები! ის კი არა, იდეალურობამდე ბევრი უკლიათ...
გაფრთხილება:მამაკაცის ბოლო სიტყვები სერიოზულად არ მიიღოთ. ანუ ის არც ნაიას ბავშვის მამაა და არც ერთ–ერთი ღამის მოგონება.
ეს იმიტომ, რომ ასეთი ისტორიები ბევრია და არ მინდა გეგონოთ, ერთი ჩვეულებრივი, ბანალური ისტორიააო...
შემდეგი თავიდან ყველაფერი გაირკვევა!
მე ვერ გაიძულებთ, რომ შეიყვაროთ ნაია... იმიტომ, რომ მეც მძულს!
მოკლედ... ველი თქვენს შეფასებებს! მოგეწონებათ კი ისტორია, რომლის მთავარი გმირიც საშინელი ადამიანია?
არ ვიცი, არ ვიცი...
მაგრამ ის კი ვიცი, რომ...
უყვარხართ სოფიკოს!
პ.ს. სულ არის ოთხი თავი...



№1 სტუმარი Teo...

Mec miyvarxar hemo shokolado.shemdeg tavs rom wavikitxav mere gagiziareb hems azrs,naias mimart.warmatebebi hemo kargo sofiiiiii....

 


№2  offline წევრი cisa

uhuhuuu pirvelii varr..momwoons da velodebi shemdeegss♥♥♥♥

naia sulac araa sashinelii..chemi azrit asea tu iseaa kvela saqciels aqvs gamartleba rogorc cuds ise kargs..kvela ertnairi ... xo ar iqneba :* sheidzleba ariis sashineli mara chemtviis araa maiinc

es chemi azriia ravici ravicii..shen ro kargi xaar xo ar ginda shexseneba♥♥♥

 


№3 სტუმარი Black

Mtlad nu gagvigijeb sopachkaa:Dkaia dzaan da veli shemdeg tavs chveno pozitivo;)

 


№4  offline წევრი Tamuna Gabrichidze

ძალიან მომწონხარ წერ საინტერესოდ ხარ... ხარ ძალიან პუნქტუალური...მოკლედ ძალიან კარგი ხარ შენ❤️❤️❤️

 


№5  offline მოდერი sopiko

Teo...
Mec miyvarxar hemo shokolado.shemdeg tavs rom wavikitxav mere gagiziareb hems azrs,naias mimart.warmatebebi hemo kargo sofiiiiii....

როგორი ტკბილი მყავხარ შენ... შოკოლადო love
cisa
uhuhuuu pirvelii varr..momwoons da velodebi shemdeegss♥♥♥♥

naia sulac araa sashinelii..chemi azrit asea tu iseaa kvela saqciels aqvs gamartleba rogorc cuds ise kargs..kvela ertnairi ... xo ar iqneba :* sheidzleba ariis sashineli mara chemtviis araa maiinc

es chemi azriia ravici ravicii..shen ro kargi xaar xo ar ginda shexseneba♥♥♥

გეთანხმები, ცისა... ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა love
Black
Mtlad nu gagvigijeb sopachkaa:Dkaia dzaan da veli shemdeg tavs chveno pozitivo;)

კარგი ახლა... ცოტათი შეგიცოდებთ კიდეც lol გმადლობ, ბლექ!
Tamuna Gabrichidze
ძალიან მომწონხარ წერ საინტერესოდ ხარ... ხარ ძალიან პუნქტუალური...მოკლედ ძალიან კარგი ხარ შენ❤️❤️❤️

გმადლობ, თამუნა! love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent