შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსი. #8


25-04-2016, 17:14
ავტორი ჯია
ნანახია 3 934

ბოლო წუთამდე დარწმუნებული ვიყავი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში, მაგრამ როდესაც თვითმფრინავში ავედი, წამით შიშის გრძნობა დამეუფლა. მივდივარ უცხო ქვეყანაში, უცხო ადამიანთან, რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა დავუკავშირო. ასე ბრმად ავდექი და მივდივარ ვიღაცასთან. ხანდახან ჩემს ადეკვატურობას ეჭქვეშ ვაყენებ. მალევე გადავიტანე ყურადღება სხვა აზრებზე, მაგალითად
როგორ გავუმწარებდი ცხოვრებას და გავუშრობდი სისხლს ჩემს საყვარელ ლაშიკოს. ისე გავერთე ამ ფიქრებში, ვერც კი შევამჩნიე როგორ გავიდა დრო და თვითმფრინავი რომში დაეშვა.
აეროპორტში მისი ქუცები დამხვდნენ.
-ჰმ, არც იკადრა დახვედრა. იდიოტი. -ჩავილაპარაკე, ჩემოდანი ერთ-ერთს მივუგდე და მანქანაში ცხვირაბზუებული ჩავჯექი.
ისეთი სახლის წინ გავჩერდით, გატყუებთ სახლის არა სასახლის, თვალები შუბლზე ამივიდა. მე კი მეგონა რომ მამაჩემი იყო მხოლოდ დახამებული ამ დიდ სახლებზე. მანქანიდან გადავედი და ერთ-ერთ ქუცას ამოვუდექი გვერდით.
-რას იპარავს ამდენს? წამიყვანოს ერთხელ ”ატასაზე”, ჩავუჯდები წილში, არ უნდა? -გადავუჩურჩულე დაცვას. დავინახე როგორ ჩაეღიმა, თუმცა არაფერი შეიმჩნია.
დიდი ულამაზესი ეზო გავიარეთ, გაზაფხულს ალბათ საოცრება იქნება აქ და მისაღებში შევედით, სადაც სავარაუდოდ 40ს გადაცილებული ქალი დამხვდა, მისი ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ აქაურობის დიასახლისი უნდა იყოს.
-გამარჯობათ, ქალბატონო კირა. -თბილად შემხვდა და გამიღიმა. ეს ქალბატონო ცოტა ცუდად მომხვდა ყურში, თან მეუხერხულა ჯერ მხოლოდ 19ის ვარ და ამხელა ქალი ასე მომმართავდა. ჩემს
სახლში ყველასთან შეთანხმებული ვიყავი, რომ უბრალოდ კირა დაეძახებინათ. ისიც გამიკვირდა, რომ ლაშას ყველა მომსახურე პერსონალი ქართველი იყო. -მე ლიანა მქვია, სახლის ყველა საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ მე მომმართოთ.
-სასიამოვნოა, ლიანა. თუ შეიძლება უბრალოდ კირა დამიძახე, კარგი? -მეც გავუღიმე და სახლს მოვავლე თვალი. თავი ანტიკვარიატის მაღაზიაში მეგონა, რაც საშინელ დისკომფორტს მიქმნიდა. იმის გარკვევაც გაგიჭირდებოდათ მუზეუმი იყო თუ სახლი. რა უბედურებაა!
-ბატონი ლაშა ჯერ არ არის, საქმეზეა წასული. დაიბარა, რომ საღამოს მოვა. წამობრძანდით თქვენს ოთახს გაჩვენებთ.
მეორე სართულზე ავედით, სადაც ლიანამ ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა. ეს ლაშას საძინებელს აშკარად არ გავს, მესიამოვნა, რაღაც კარგი ჰქონია ვაჟბატონს. საშინლად ნათელი ოთახი იყო, ავეჯიც თეთრი იყო, აქ გავგიჟდები, ნერვოზს ავიკიდებ. აუცილებლად უნდა გადავაკეთო. აბაზანაც და გარდერობის ოთახიც ღია ფერებშია, აქ ვერასდროს ვერ დავმშვიდდები. სასწრაფოდ მჭირდება ყველაფერი მუქი, რაც მთავარია მუქი ფარდები, რომ მზის ერთმა სხივმაც კი, ვერასდროს მოახერხოს ჩემს სამფლობელოში შემოღწევა. ჩემი პატარა ჩემოდანი დაცვამ გარდერობის ოთახში დატოვა და გავიდა.
-მხოლოდ ეს არის? -ცოტა გაკვირვებულმა მკითხა ლიანამ.
-დიახ, დანარჩენს აქ შევავსებ. -თვალი ჩავუკარი.
-კარგით, დამხმარეს ვეტყვი ამოალაგოს.
-იყოს, ამჯერად ჩემით დავლაგდები.
მარტო როგორც კი დავრჩი, საჭირო ნივთები ავიღე და აბაზანაში შევედი. შემდეგ მოვწესრიგდი, სპორტულები გადავიცვი და სახლის დასათვარიელებლად გავედი.
-აქ რომ მოვინდომო, ისე დავიმალები, ლაშა მთელი ცხოვრება ვერ მომძებნის. -ჩემთვის ჩავილაპარაკე და კიბეებს ავუყევი. გაოცებისგან პირი დავაღე, როდესაც მეოთხე სართულზე ავედი.
მთელი სართული ერთი დიდი გასართობი და დასასვენებელი ოთახი იყო, წინ ულამაზესი ხედით, რომელიც დიდი ვიტრინიდან იშლებოდა. ბუხრის წინ ეყარა რამოდენიმე პუფი, საბილიარდო მაგიდა იდგა ოდნავ მოშორებით. მეორე კუთხეში იყო ბარი ბევრი სასმელით, ბარის მაგიდასთან 3 გრძელი სკამი იდგა. ერთ ადგილას იყო განთავსებული ჟურნალის მაგიდა, ირგვლივ კი დივანი და სავარძლები ეწყო.
-აქ არის სამოთხე. -ვთქვი აღფრთოვანებით და ბუხრისკენ დავიძარი.
-გამარჯობა, დედიკო. -მომესმა ვიღაც გოგოს ირონიული ხმა და უკან გავტრიალდი.
ბიჭურად ჩაცმული გოგონა კედელს იყო მიყრდნობილი და დიდი სარკაზმით მიყურებდა.
-გამარჯობა. -ცალი წარბი ავწიე და ხელები გადავაჯვარედინე.
-ოოჰ, ჩემზე პატარა ყოფილხარ, იმედია დისკომფორტს არ შეგიქმნის დედიკოს, რომ
დაგიძახებ. -თვალი ჩამიკრა და კარისკენ დაიძრა, რომელიც ახლახანს შევამჩნიე.
-მთავარია შენს ნამდვილ დედას არ შეექმნას მაგისგან დისკომფორტი, თორემ მე პრობლემა არ მაქვს. -ვუთხარი თუ არა გოგონა გაშეშდა, უბრალოდ გამომხედა უცნაური სახით და კარს უკან გაუჩინარდა. ძალიან მაინტერესებდა იქ რა იყო, თუმცა შემდეგისთვის გადავდე და სამზარეულოში ჩასვლა გადავწყვიტე.
ლაშას თუ შვილი ყავდა არ ვიცოდი. ვაღიარებ ძალიან ლამაზია, ალბათ ლაშაც კაი ტიპია, თორემ ასეთი შვილი როგორ ეყოლებოდა.
პირველ სართულზე ჩავედი და სამზარეულოსკენ უნდა წავსულიყავი, როდესაც სახლში ლაშა შემოვიდა.
-კირა. -დამიძახა და ჩემკენ ღიმილით გამოემართა, ცოტა დაღლილი სახე ჰქონდა.
-აეროპორტში დახვედრა არ იკადრე, სახლშიც არ დამხვდი. -წარბები შევკარი და გაბრაზებულმა ავხედე. სიმართლე გითხრათ, მაგრად მე*იდა ეს ყველაფერი, მაგრამ ლაშას ნერვებზე დასაკრავად პირველი წამებიდანვე არ დავიშურებ ძალას და ენერგიას.
-მაპატიე, გადაუდებელი საქმე მქონდა. -თავი უხერხულად მოიფხანა. მივუახლოვდი, ავათვალიერ-ჩავათვალიერე და ერთი-ორი წრეც დავარტყი. შემდეგ წინ დავუდექი, ისევ ავათვალიერე.
-ჰმ. -ტუჩთან თითი მივიდე და ისეთი დაფიქრებული სახე მივიღე, გეგონებოდათ ფროიდის მოსაზრებებს განვიხილავდი გონებაში. -45 წლის კვალობაზე, კაი ტიპი ხარ. -დავუხეთქე ბოლოს და დივნისკენ წავედი. ლაშას ჩაეცინა და უკან გამომყვა.
-როგორ მოეწყვე? -მკითხა და ჩემ გვერდით დაჯდა.
-საშინლად. -უკმაყოფილოდ გადავხედე, დივანზე დაჯდომის მაგივრად ჩავწექი და ფეხები მაგიდაზე უტეხად შემოვალაგე. ლაშამ ჩემს ფეხებს გადახედა, თუმცა არაფერი უთქვამს. არადა სახეზე ვატყობდი, როგორ ცდილობდა ღიმილის შენარჩუნებას, რომ სიბრაზე არ დატყობოდა.
-რატომ?
-ყველაფერი ღია ფერებშია, გავგიჟდი!
-მეოთხე სართული და ემას ოთახია მხოლოდ მუქ ფერებში, მე სინათლე მიყვარს.
-ოჰ, შავი სამყაროს წარმომადგენელს ნათელი ფერები ჰყვარებია. -ირონიულად გადავხედე და ჩამეცინა.
-კირა, ვცდილობ კარგად მოგექცე და პირველივე შეხვედრაზე ნუ გააფუჭებ ყველაფერს. -მითხრა გაბრაზებულმა და შევამჩნიე როგორ გაუშავდა უცნაურად ნაცრისფერი თვალები.
-ნაცრისფერი უფრო გიხდებოდა. -თითით თვალზე ვანიშნე. -ახლა ურჩხულს გავხარ. არა, პრინციპში, აქ რომ მოვედი ეგრევე ”მზეთუნახავი და ურჩხული” გამახსენდა. მე
ვარ მზეთუნახავი. -ჩემთვის გავიცინე. -შენ ხარ ურჩხული, უფრო სწორედ, პედოფილი ურჩხული.
როგორც ჩანს ეს ბოლო წვეთი იყო, ლაშა წამოფრინდა, ხელები მკლავებში ჩამჭიდა და მეც ფეხზე წამომაგდო.
-რატომ გინდა ჭკუიდან გადამიყვანო? -გაშავებული თვალები, ირგვლივ სულ ჩაუწითლდა.
-გეჩვენება რაღაცეები, რა ვთქვი ახლა ისეთი? -უდარდელად ვუპასუხე, მკლავები საშინლად მტკიოდა, მაგრამ ამას ცოცხალი თავით როგორ შევიჩნევდი.
-პატარა ჭირვეული და აუტანელი ბავშვი ხარ, მაგრამ ეგ არაფერი. ჩემთან შენი რქები წაგატყდება. -ხელები შემიშვა და ნელ-ნელა სახეც დაულაგდა.
-ჩემი საძინებელი დროულად გადამიკეთე. -არ შევიმჩნიე წამის წინ მისი ნათქვამი, შევბრუნდი და კიბეებისკენ წავედი.
-ეგ მბრძანებლური ტონი მოიშორე. -მკაცრად მითხრა ლაშამ.
-ბრძანების გაცემას, ტონიც მბრძანებლური უხდება. -შევტრიალდი და თვალი ჩავუკარი, შემდეგ კი გზა განვაგრძე. წამებში გაჩნდა
ჩემს წინ და ხელებში ჩემი სახე მოიქცია.
-ახლა კარგად მომისმინე და შეუშვი მაგ პატარა თავში, რომ შენ მე ვერასდროს ვერაფერს მიბრძანებ. შენს ლაწირაკ მეგობრებში არ აგერიო და კარგად გაიაზრე სად და ვისთან ხარ. -ძალიან წყნარად და მშვიდად ჩამომიყალიბა და ხელიც გამიშვა. -ახლა კი წადი დაისვენე, ხვალ დილიდან შეგიძლია შეუდგე ოთახის გადაკეთებას, მანამდე კი სტუმრების ოთახში გადადი.
ვეღარ შევეპასუხე, რატომ არ ვიცი. ჩუმად ავუყევი ისევ კიბეს, ჩემს თავზე გამწარებულმა. რამ გადამაყლაპინა ენა? მისი ხელების შეხებამ ცოტა არ იყოს დამაბნია. გაცხარებული და მუჭებშეკრული დავიძარი ოთახისკენ. მირჩევნია სულ მეჩხუბოს, ვიდრე ასე მშვიდად მელაპარაკოს, მერე უფრო მარტივად შემიძლია ჯინში ჩავუჯდე.
-თვალებში ვერ იხედები? -უხეშად მითხრა, შეჯახების შემდეგ, როგორც მივხდი ემამ.
-ბოდიში. -უცებ ვუთხარი და გვერდი ავუარე, ოთახში შევედი, კარი მივიჯახუნე და საწოლზე სახით დავემხვე. მე თვითონაც არ ვიცი რა მინდა ან როგორ მოვიქცე. კაცი, რომელიც მამწარებდა, მემუქრებოდა და ჩემი მეგობრების სიკვდილით მაშინებდა, ახლა ისე თბილად მექცევა, ვითომც არაფერი. რა გავაკეთო? მინდა მძულდეს და პირველივე დღიდან აღარ გამომდის. არა, ჩემს გეგმას არ გადავუხვევ, შანსი არაა.
კარებზე კაკუნმა გამაღვიძა, როგორც ჩანს ფიქრებში ჩამძინებია.
-მობრძანდით. -ვუთხარი ნამძინარები ხმით და წამოვჯექი.
ოთახში ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა.
-ქალბატონო კირა, ბატონი ლაშა სავახშმოდ ქვემოთ გელოდებათ.
-გადაეცი, რომ არ მშია.
-იცით, -უხერხულად შეიშმუშნა. -ძალიან გაბრაზდება.
-ხოდა გაბრაზდეს. -ვუთხარი მკაცრად, წამოვწექი ისევ და ზურგი ვაქციე.
მოახლემ ოთახი დატოვა, ცოტახანში კი ლაშამ შემოგლიჯა კარები.
-შიმშილობას აცხადებ? -ირონიულად მკითხა. მე ხმას არ ვიღებდი და მისკენ არც გადავტრიალებულვარ. -კირა, რას ითხოვ ამიხსნი? -ხმაზე შევატყვე უკვე მოთმინება ეწურებოდა. ისევ დავაიგნორე, არც გავრხეულვარ.
-დამუნჯდი? -მომიახლოვდა და ისევ თვითონ წამომაჯინა. უემოციოდ ვუყურებდი. -ხმა ამოიღე, თორემ არ ვიცი რაც გიზამ.
-დამარტყი.
-რა? -აშკარად არ ელოდა ამას თუ ვეტყოდი.
-მცემე მეთქი, ერთი ეგ გაკლია და კიდევ უფრო გაამყარებ ჩემს სიძულვის შენდამი.
-და რატომ გძულვარ?
-ნორმალური ხარ? -გიჟივით წამოვხტი. -იძულებით ჩამომიყვანე, ჩემი მეგობარი დაიჭირე, გიოს მოკვლას აპირებდი, ყველა ჩემი მეგობრის გაუბედურება გინდოდა. საკმარისი მიზეზი არ მაქვს? -ნერვები ვეღარ გავაკონტროლე და ყვირილზე გადავედი.
-ხმას დაუწიე, ლაწირაკო. -ისეთი ხმით დამიყვირა, მოულოდნელობისგან შევხტი. -წესიერი ლაპარაკი შენთან არ ჭრიდა, ხოდა სხვა ზომებს მივმართე.
-რომელი წესიერი ლაპარაკი? მამაჩემი ახალ ბიზნესში, რომ მცვლიდა?
-შენთან თავის მართლებას არ ვაპირებ. შეგიძლია იშიმშილო, უშენოდ ვივახშმებთ. -მითხრა და გავიდა.
-ნაგავი, უგულო, ცივსისხლიანი, მკვლელი. -ვილანძღებოდი და თუ რამე ხელში მომხვდებოდა ყველაფერს კედლებს ვანარცხებდი.
-რაებს ამტვრევ? -ოთახში ემა შემოვიდა, გაოცებული სახით.
-შენ კარებზე დაკაკუნება არ გასწავლეს? -ვუთხარი უხეშად და კედლისკენ გასაქანებელი სურათის ცარიელი ჩარჩო უკან დავაბრუნე.
-მომისმინე, პრინცესა, ჩემს სახლში სადაც მინდა და როგორც მინდა ისე ვიმოძრავებ. -ისეთი სახით გამომხედა, სიამოვნებით დავაწიწკნიდი მის მოკლე თმას.
-უკვე ჩემი სახლიც არის, მითუმეტეს ეს ჩემი საძინებელია და აქ შენს ნებაზე ვერ იმოძრავებ.
-მოდი მაგას მე გადავწყვეტ, კარგი? -კიდევ უფრო ირონიული გაუხდა ხმა. -როგორც ჩანს, სახლმა მოგხიბლა და იმიტომაც ხარ აქ. -გასვლას აპირებდა, როცა მოვატრიალე.
-რა თქვი? -თვალები შუბლზე ამივიდა.
-კარგი რა იყო, რა დაგემართა? ბევრი მინახავს შენნაირი ფუფუნებაზე შეყვარებული ახალგაზრდები.
-კარგად მომისმინე, მამაშენის არ მჭირდება საერთოდ არაფერი.
-ყველა ეგრე იძახის. -ჩაეცინა და კარი გააღო.
-შენი ურჩხული მამიკოს მუქარის წყალობით ვარ აქ, ჩემი ახლობლების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო და ყოველდღე არც მუქარას იშურებდა და არც მათ ასრულებას, თორემ დამიჯერე ჩემი ნებით აქ არასდროს მოვადგამდი ფეხს. -უკვე მოთმინება დავკარგე და ყველაფერი ხმააკანკალებულმა მივახალე. ბოლოს ძალა გამომეცალა, ძირს ჩავჯექი, მუხლებში თავი ჩავრგე და ავტირდი.
არ ვიცი ემა რამდენ ხანს მიყურებდა, თუმცა ხმა არ ამოუღია, შემდეგ კი კარების დახურვის ხმა გავიგე.



№1  offline აქტიური მკითხველი aanamaria

რა კარგია შემდეგი დადე რა ძალიან მაინტერესებს love

 


№2  offline მოდერი ჯია

aanamaria
რა კარგია შემდეგი დადე რა ძალიან მაინტერესებს love


მადლობააა love
ხვალ დავდებ აუცილებლად winked

 


№3 სტუმარი ემი

ჰაჰა, მართლა რა ლაწირაკია კირა... არ მშურს ლაშიკოს... გამოიყვანს წყობიდან, ვატყობ...

უკვე იბნევა ქალბატონი მისი შეხებისას... წინ კირას დიდი დაბნეულობა გველის, აგიც ეტყობა....

გელი, გელი... მოგელი love

 


№4  offline მოდერი Eleniko13

ფუ რა ა ლაშა.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№5 სტუმარი lizazu

მეგონა ლაშა უფრო ახალგაზრდა იქნებოდა, მამისტოლა კაცი ყოფილა და ასაკი არ მომეწონა, angry

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent