თუნდაც შემთხვევით (3)
დილით საშინელი კაკუნის ხმა გავიგე...არა კარის ჩამოღება და იქვე ახლოს მისი მიყუდება უფრო სწორი ნათქვამია...თვალები ძლივს გავახილე...ვიცოდი ეს ჩემი დეგენერატი დაქალი უნდა ყოფილიყო მაგრამ რა უბედურებაა ამ დილაადრიან...უი 2 საათი ყოფილა...არა უნდა ჩამოვხსნა საძინებელში მუქი ფარდები... სასტიკი შესახედაობის ზომბივით გავბანცალდი შემოსასვლელამდე და კარი გავაღე...სახეგადაბრდღვიალებული ჩემი დაქალი სულ კუსკუსით შემოვიდა სახლში... -დიდება შენს გამოჩენას- ამოვილუღლუღე და იქვე დივანზე პირქვე დავემხე... -ნიაააა... ის ბედნიერი ჩანდა...ზედმეტად! -სად ეგდე? -ნიკუშასთან -მთელი ღამე? -ჰოოო ნია... -დაა? -არაფერი...არა ზედმეტი მართლა არაფერი...უბრალოდ ყავა დავლიეთ... შევრიგდით და მიხარიაააააააააა -მოიცა მთელი ღამე ნიკუშასთან ერთად იყავი და ესე უბრალოდ არაფერი? -ჰოოოოო -ორივე იდიოტები ხართ!-დავამტკიცე აინშტაინურად. -შენ სად ბრძანდებოდი? -მე?-გამოვფხიზლდი... -ჰო შენ -ერთ ბიჭთან ერთად ვიყავი- -მოიცა მოიცა მოიცა ბიჭი? -არა ცხენი - -ვინ ბიჭი? -აკა... -აკა ცეცხლაძე? გაგიჟდი? -რაიყო გრიპი აქვს და გადამდებს? -არა მეგობარო მაგრამ ფრთხილად იყავი... -ვცდილობ! -კარგი წავედი მე, უნდა ვიბანაო, ყავა გამიკეთე სანამ გამოვალ -აახვიე!!! -Okay!!! ყოველი შემთხვევისთვის ტელეფონი შევამოწმე...დებილი ვარ მან ხომ ჩემი ნომერიც კი არ იცის. როგორც კი ნატამ აბაზანიდან გამოაღწია მაშინვე შევვარდი შიგნით. დღის განმავლობაში უამრავი რამ მოვასწარი: მაღაზიაში წასვლა, ფილმის ყურება, მილიონი ჭიქა ყავის დალევა, ნატა კი მოწესრიგებიდან ერთ საათში უკანმოუხედავად თავის პრინცთან გაიქცა. აკა არ გამოჩენილა...ხანდახან ფანჯრიდან გადავიხედებოდი ხოლმე თუმცა სულ ტყუილად... მომბაზრდა ამდენი ლოდინი...საწოლზე პირაღმა დავემხე და როგორც ჩანს დამეძინა. მზე უკვე ჩადიოდა როცა გამეღვიძა...უფრო სწორად ტელეფონის რეკვის ხმამ გამაღვიძა.ზარი საზღვარგარეთიდან -დედაა როგორ ხარ?- ჩვეული ინტონაცია და არანაირი აღფრთოვანება მხოლოდ იმიტომ რომ გამაღვიძა! - ნიაკო ჩემო გოგო როგორ მომენატრე, კარგად ხარ?- გაისმა დედაჩემის წკრიალა ხმა ყურმილში. -როგორც ყოველთვის, შენ როგორ ხარ? -არამიშავს, როგორი ხმა გაქვს? გეძინა? არ მითხრა რომ გაგაღვიძე- შეშფოთდა რატომღაც გეგონება ჯერ არ გავუღვიძებივარ. -არ გეტყვი- ხომ არ „გავუტეხავდი“ არა? -უხ რა ცუდი გოგო ხარ, მომიყევი რას შვები? რა ხდება ახალი? -რომ გამაღვიძე ეგ მოხდა ყველაზე ბოლოს ახალი. -კარგი რა ნია სულ ძილი არ შეიძლება! -რომელი მეცნიერი იყო ეგ ფრაზა რომ დაამტკიცა ენა უნდა ამოვაძრო- მართლა მომინდა ეს გამეკეთებინა. -კარგად ატარებ ზაფხულს? -უკეთესად რომ არ შეიძლება- „რა ზაფხული ესაა ვიხრუკები ამ ქალაქში“გავიფიქრე ჩემთვის. -თუ დასასვენებლად გინდა სადმე წასვლა ახლავე გადმოვგზავნი ფულს. -უკეთესი იდეა მაქვს დეე- როგორც იქნა ცოტათი გამოვფხიზლდი. -რა იდეა? აბა მითხარი -ფულის გამოგზავნის ერთგვარი ხერხია... -მაინც როგორი? -მანქანა გამომიგზავნე და შიგნით ჩადე ფული! -ოხ რა საშინელი ბავშვი ხარ ნიაკო! -მართლა გეუბნები მაკუშ -ხუმრობის გარეშე, თუ გინდა მართლა გამოგიგზავნი ფულს. -მანქანა მეთქი არ გესმის? -მესმის ნიაკო და მალე მანქანაც გეყოლება უბრალოდ ახლა ვკითხულობ გინდა თუ არა რომ ფული გაოგიგზავნო?! -გამოუშვი ჩემი რა მიდის?! -ახლავე გავალ და გადმოგირიცხავ -ბევრი რა- ისე საყვარლად შევეხვეწე ჩამყლაპავდა ჩემთან რომ ყოფილიყო ალბათ. -რა გაუმაძღარი ხარ?! -თვითონ ფურცლის შემადგენლობაა საინტერესო, თორე პირადული არაფერი გეფიცები! -ცანცარა ხარ ამხელა გოგო! -ნუ რას ვიზამთ?! -კარგი წავედი ფულს გადმოგიგზავნი უახლოეს ერთ საათში. -მთელი გულით ველი. -ჭკუით! ტელეფონი გავთიშე. ისევ საწოლზე დავემხე თუმცა თვალები უკვე აღარ მეხუჭებოდა... დედაჩემზე ვფიქრობდი რომელიც უკვე მეორე წელია არ მინახავს. მამამ დიდი ხნის წინად მიგვატოვა. მისგან წლებია არაფერი ისმის. 5 წლის ვიყავი დედა მეორედ რომ გათხოვდა, ცოტნე უდაოდ კარგი ადამიანია ჩემთვის არაფერი ენანება, შვილივით მიმიღო და გამზარდა. ძირითადად მისი მოღვაწეობა ესპანეთში მიდინარეობს ამიტომ მე და დედაც გავყევით. დედა მარტივად შეეგუა, მაინც ახალი მეუღლე, ახალი სახლი, მისთვის ეს ბედნიერება იყო მე კი ოდნავ დეპრესიაც მქონდა იმის გამო რომ საკუთარ მამას არ ვახსოვდი, სრულიად უცხო ადამიანი კი ბოლომდე ჩემზე ზრუნავდა. ვერ მივეჩვიე ესპანეთს, ვერ მივეჩვიე დიდ ქალაქში ცხოვრებას, და სასწავლებლად მაინც თბილისში დავბრუნდი, ჩემს პატარა თბილისში. არავინ თქვას რომ არ მოენატრება საქართველო „ლიჟბი“ აქედან წავიდეს...მეც მასე მეგონა მაგრამ სწორედ საქართველლო აღმოჩნდა ჩემი სისუსტე. როგორც კი შანსი მომეცა მაშინვე გამოვიქეცი. უბრალოდ აქ დაბრუნება ჩემთვის ბევრს ნიშნავდა... მეორე წელია დავბრუნდი... უკვე 20 წლის ვარ და ოჯახის გარეშე ცხოვრებას მივეჩვიე. ესპანეთში შეყვარებული მყავდა, ისიც ემიგრანტი საქართველოდან, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა როგორც მე, თუმცა თინეიჯერული სიყვარული მაინც და მაინც არ აღმოჩნდა ისეთი ტკბილი როგორიც მეგონა. ალბათ ის არ იყო ვინც მინდოდა, მჭირდებოდა, ამერიკაში სასწავლებლად წავიდა და ერთი ხელის მოსმით დამტოვა ჰაერში, არც კი მითხრა რომ წასვლას აპირებდა, რამოდენიმე დღის შემდეგ გავიგე. და აი კიდევ ერთი მიზეზი რატომაც დავბრუნდი აქ. იმ ქვეყანაში უკვე ყველაფერი მის თავს მახსენებდა, მაკამ და ცოტნემაც იფიქრეს რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა თუ წამოვიდოდი თბილისში. ბავშვურად დამწყდა გული და მაგიტომაა რომ სულ ვიმეორებ „აღარ ვიხედები მეთქი უკან“ ეს ცოტნეს სიტყვებია, ის მარიგებდა ყოველთვის რომ წარსული, ეს ისაა რისი გახსენებაც უბრალოდ არ ღირს. აქ კი სიმართლე გითხრათ ახალი თავგადასავლების საძიებლად უფრო დავბრუნდი. მართალია ისინი ევროპაში მეტია, თუმცა ჩემს საქართველოს მაინც სხვა გემო აქვს. ---- ბავშვებოო უკვე მესამე თავი დავდე :3 ვინც თვლით რომ კარგი ისტორიაა და უნდა გაგრძელდეს აკას და ნიას ურთიერთობა მაშინ უბრალოდ დამიკომენტარეთ :3 მივიღებ და გავითვალისწინებ ყველა შენიშვნას <3 მადლობა წინასწარ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.