შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭაობის ქალღმერთი –2–


26-04-2016, 14:55
ავტორი sopiko
ნანახია 2 279

[თავი 2]
მუცლის მიდამოებში ტკივილი იგრძნო, მაგრამ მაინც წამოდგა. თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა. ნეტავ, დასველებული ღაწვების მიზეზი ცრემლები იყო? თუ წვიმა წამოვიდა ისე, რომ ნაიამ ვერაფერი გაიგო....
–შენ... შენ ვინ ხარ, კლუბიდან ასეთი ხერხით რომ გამოგყავარ? შენ... შენ...–სიტყვებს ვეღარ პოულობდა, ისეთი გაბრაზებული იყო. რამდენი ხანია მისთვის მსგავსი რამ არავის უკადრებია... ეს როგორ გაუბედეს? ისევ პატარა ბარტყი ხომ არ ჰგონიათ?
–ის არ არის საინტერესო, მე ვინ ვარ. საინტერესო ისაა, შენ ვინ ხარ! ერთი ბინძური, საზიზღარი კახ*ა!–კბილებში გამოცრა მამაკაცმა და ხელები მომუჭა.
გგონიათ ნაიამ სილა გაარტყა? ანდაც ტლინკები გაყარა და შეურაცხყოფისგან დადუმდა? მაშინ თქვენ ცდებით.... მან უბრალოდ...
–ხო, მე ვარ კახ*ა, მაგრამ არა სხეულით! მე სულით კახ*ა ვარ და პატიოსნებაზე პრეტენზია არც მაქვს! ერთი შენ ვინ ხარ, რომ ჩემს დაკარგულ ღირსებას მედავები? ვინ ხარ? ოდესმე მაინც დამანებებთ თავს?–ლოყებზე თითები მოისვა და მუხლები მოეკვეთა.
–შენი წარსულის გადმონაშთი ვარ, ძვირფასო! წარსულის მოჩვენება! ჩრდილი! მოგონება! ნუთუ ვერა მცნობ? მე ის ვარ, ვისაც სიყვარულს ეფიცებოდი! მე ის ვარ, ვის მკლავებშიც თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობდი! მე ის ვარ, ვინც გულმხურვალედ გევედრებოდა, ნუ დამტოვებო... მე ის ვარ... ის ვარ... ის!–ბოლოს ხმა ჩაუწყდა კაცს. პირზე ხელი მიიფარა, სულის კივილს კარეთ რომ არ გამოეღწია.
ნაია კი იდგა გავეშებული... ნელ–ნელა უკან–უკან დგამდა ნაბიჯებს... მერე გიჟივით გადაიხარხარა! ხარხარით გარბოდა სიბნელეში და ვიღაც ჯაბას უხმობდა... თუმცა არა... კი არ უხმობდა, პირიქით... ამბობდა, შენ ჯაბა არ ხარო... არა, შეუძლებელია ჯაბა იყოო!
–რასაკვირველია, შენ ჯაბა ვერ იქნები... ჯაბა მოკვდა! ის მოკვდა! წარსულში დარჩა! მე ის სინანულთან, იმედგაცრუებასთან და სიყვარულთან ერთად დავასამარე! ამ ოთხი მცნების გულიდან ამოშლის შედეგად კი დაზომბებულ არსებად ვიქეცი... წადი, გამეცალე! მე მინდა ბევრი, ძალიან ბევრი მტკიოდეს, რათა ბოლომდე დავივიწყო ის ბედნიერება, რასაც უწინ შენთან ჩახუტებული განვიცდიდი!–უმისამართოდ დაბანცალებდა ის. კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და ძალა გამოეცალა... მოწყვეტით დაეცა და მიწას მუშტები დაუშინა.
მალევე იგრძნო, რომ მარტო აღარ იყო... ერთი წამიც და ჯაბა უკვე ეხებოდა. ფრთხილად წამოაყენა ფეხზე და ხელში აიყვანა. ნელა, მძიმედ მიყავდა სინათლისკენ აკანკალებული სხეული... რაღაც უჩვეულო სიამოვნებას განიცდიდა! კმაყოფილი იყო, რომ ნაიას სიარული არ შეეძლო და ახლა ჯაბას გულისცემას ითვლიდა... შემდეგ მშრალ ადგილას ჩამოჯდა და თავი ნაიას ყელში ჩარგო.
–რატომ? რატომ? რატომ?....–ამოიგმინა და ქალის კაბას ხელები მოუჭირა.
–მე ასეთი ვარ, ჯაბა... შენ ამას ვერ შეეგუები! უნდა წახვიდე, გესმის? წადი რა...–დუდუნებდა ნაია, მიუხედავად იმისა, რომ ერჩივნა ეყვირა...–იცი, რამდენჯერ მიფიქრია შენს მოძებნაზე? მაგრამ როგორც მიფიქრია, ისე გადამიფიქრია... შენ მართალი თქვი, ჯაბა... კახ*ა ვარ მე... ისეთი ბინძური, რომ ახლა მრცხვენია, შენი მოფერების ღირსი რომ გამხადე... მინდა წამოვდგე, მაგრამ შენგან კიდევ ერთხელ ვერ წავალ! ახლა შენ უნდა წახვიდე... საბოლოოდ და მეტჯერ ჩემზე ფიქრში ერთი წამიც კი არ უნდა დახარჯო!
-რატომ? რატომ გაგწირა განგებამ ასე? რატომ ჩაგაფლო ჭაობში იმ სიღრმეზე, რომ ამოსვლის სურვილიც კი აღარ გაქვს?–გამეტებით იკრავდა მკერდზე ჯაბა იასავით აცახცახებულს და ზეცისკენ აღემართა თვალები.–ამბობენ, ჭაობს ანგელოზები არ უყვარსო... შენ რა? შენ გამონაკლისი ხარ?
–ეს მე მოვინდომე ჭაობში ჩაძირვა! უწინ, როცა წმინდა და სუფთა ვიყავი, მტკიოდა კიდეც, მიყვარდა კიდეც, მეშინოდა კიდეც, მაგრამ ახლა... ახლა გრძნობები ზემოთ დარჩა, მე კი ჭაობის სქელმა ფენამ დამფარა! მე ქალღმერთი ვარ, მაგრამ არა სამოთხის! მე ჯოჯოხეთის ქალღმერთი ვარ, ჭაობის... ჭაობის!–საყელოზე ეჭიდებოდა მამაკაცს და ზემოთ აცოცებას ლამობდა.
–და მე?–წამოჯდომაში დაეხმარა ნაიას ჯაბა და თვალი თვალში გაუყარა.
–შენ წარსული ხარ! ჩემი შიში, სიფრთხილე, ტკივილი და სიყვარული!–საყვარელი მამაკაცით დამთვრალმა შესძახა და ბაგეებზე დაეკონა.
ფიქრობდა, რომ ბოლოჯერ იყოლებდა სიყვარულის და ვნების მორევი... იმედოვნებდა, რომ ეს ამბორი ბოლო და უკანასკნელი იყო! უნდოდა წასულიყო, თავის გზას დადგომოდა, მაგრამ ჯაბას ვერ წყდებოდა... მამაკაცსაც ისე ჩაებღუჯა ხელებში... არანაირი სიფრთხილე! არანაირი სინაზე! დამშეულ მხეცებს ჰგავდნენ... ერთმანეთი შიოდათ... თითქოს წყურვილს იკმაყოფილებდნენ და მაინც რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა რჩებოდათ... ეს სიგიჟე იყო! მათი პირადი სიგიჟე! იცოდნენ, რა დასასრულიც ექნებოდა ამას, მაგრამ ეჩვენებოდათ, რომ ჯერ ერთი წამიც არ გასულიყო... სინამდვილეში კი მთვარე ზევით და ზევით იწევდა და ბოლოს მათ თავზე მოექცა...
–უნდა წავიდე!–გვერდით ციებიანივით გახტა ნაია და სიბნელეში ხელები მოაფათურა.
–აქ არის.–მოკუჭული კაბა გაუწოდა ჯაბამ და თავი ჩაქინდრა.
ქალმა კაბა გადაიცვა და ფეხებზე აწებებული ფოთლები და ბალახები ჩამოიბერტყა. ისე დაესველებინა ცრემლებს, გასაწური იყო.
''ეს განშორება უფრო რთულია!''–გაიფიქრა და ტუჩი მოიკვნიტა.
–მშვიდობით, ჯაბა!
-ხომ იცი, რომ ეს დამშვიდობება მხოლოდ ფუჭი სიტყვებია... მე მაშინაც კი ვერ ვისუნთქებ მშვიდად, როცა დედამიწის სხვადასხვა მხარეს ვიქნებით და შენ გგონია ერთ, პატარა ქალაქში თან ერთმანეთით და თან უერთმანეთოდ ცხოვრებას შევძლებთ?–ხმას აუწია მამაკაცმა და წინ აესვეტა ნაიას.
–ძალიან გთხოვ, ჯაბა... მომეცი უფლება, რომ უბედური ვიყო!–ვედრებით აენთო თვალები ქალს, ანაზდად მუხლებზე დავარდა და აქვითინდა.–აი, ხომ ხედავ, გიჩოქებ და ისე გემუდარები! მე ის ნაია აღარ ვარ, შენ რომ გიყვარდი... წადი და უკან აღარასოდეს შემოტრიალდე!
ჯაბამ მომენტალურად შეუშვა ხელები მას და ღრმად ამოისუნთქა. ამ ამოსუნთქვით უნდოდა ყველაფერი უარყოფითი გარეთ გამოეშვა, მაგრამ არ გამოუვიდა... ეგონა დაიხრჩობოდა... გაგუდავდა ყელზე მოჭერილი შავი ხელები...
ფეხები უკან რჩებოდა ნაიას, მაგრამ ჯაბასთვის მეტჯერ აღარ შეუხედავს... თავი აეწია და ისე მიდიოდა, როგორც ქალღმერთს შეეფერებოდა! გზას რომ მიაღწია, ჩამოვლილ ტაქსს ხელი დაუქნია და შიგნით სწრაფად შეხტა, გამოდევნებული წარსული რომ არ დაწეოდა.

–ბავშვი ჯერ ძალიან პატარაა. მხოლოდ ერთი თვის. აბორტი არ გაჭირდება.–თითები ერთმანეთში საქმიანად ახლართა ექიმმა და გაიღიმა.
''ნეტავ, ჯერ არდაბადებული ბავშვის მკვლელობაც მკვლელობად ითვლება? მაშ, ეს ქალი ასეთ კეთილმოწყობილ კაბინეტში კი არა, კარცერში უნდა იჯდეს...''–ზიზღით შეათვალიერა ქალი ნაიამ და მუცელი შეეკუმშა.–''რატომ არ მეუბნება, რომ შვილის მოკვლა საშინელი ცოდვაა? მე კი მეგონა სახარებას წამიკითხავდა...''
–დღესვე ხომ შეიძლება?–სულ მთლად მოტეხილმა ჩაილაპარაკა და იგრძნო, როგორ შეირხა მუცელში რაღაც... თუ ვიღაც...
–შენი ხმალი და ჩემი კისერი. წამომყევი.–წამოიმართა ექიმი და თეთრი ხალათის ფრიალით მივიდა კართან.–ჯერ ანკეტა შევავსოთ, ხელი მომიწერე და მერე დავიწყებ ოპერაციას.
ხელი ისე უკანკალებდა, პასტა ძლივს დაიჭირა. ხელმოწერა კი არა, ერთი დაკლაკნილი ხაზი იყო გავლებული პაციენტის სახელის და გვარის გასწვრივ. ექიმმა ერთი კი ამოხედა მოჭუტული თვალებით, მაგრამ არ უკითხავს, ხომ არ გადაიფიქრეო. ეტყობა აბორტის საფასური დაენანა...
...უკვე საოპერაციო მაგიდაზე იწვა. გვერდით მაგიდაზე რაღაც იარაღები ეწყო. ერთ მხარზე ანგელოზი ეჭიდებოდა და ეუბნებოდა, ახლავე წამოდექი და გაიქეციო, მეორე მხარეს_ეშმაკი და სწორი გადაწყვეტილება მიიღეო, აქეზებდა.
''ხო, იმას, რომ ცუდი დედა ვიყო, სჯობს საერთოდ არ ვიყო დედა...''–აფორიაქებული ალტერეგოს დასამშვიდებლად გაიფიქრა ნაიამ და მუცელზე ხელები დაიწყო.
–იქით გადაიღე.–უთხრა ექიმმა, მაგრამ არ შეტოკებულა.
ის–ის იყო ექიმს ნაიასთვის ნარკოზი უნდა გაეკეთებინა, რომ საოპერაციოს კარი ვიღაცამ შემოგლიჯა და ოთახში ტორნადოსავით შემოვარდა.
–ბატონო, აქ შემოსვლა არ შეიძლება, თქვენ...–წინ გადაეფოფრა ექთანი შემოსულს და ნაიას გამოხედა. წუთის წინ თვითდაჯერებული ქალი უკვე ფეხზე ამდგარიყო და ტანსაცმელს დაწვდომოდა.
–აქ რას აკეთებ, ნაია?–ჯაბა მყის მივარდა მას და გონებადაბინდულმა ძლიერად შეაჯანჯღარა.–რატომ უხვევ ყოველთვის სწორი გზიდან? ეს ბავშვი ღმერთის საჩუქარია, შენ კი რას აკეთებ... ასე უხდი მადლობას მას? ასე მიმართლებ იმედებს? ასე ცდილობ გამოსწორებას?
–გამანებე თავი...–აფართხალდა ნაია და როგორც იქნა, მამაკაცის მკლავებს დაუძვრა.
–მიდიხარ, რომ მერე კიდევ მოხვიდე და უდანაშაულო ბავშვს სიცოცხლე წააერთვა? არა, არა! ეს უკვე ზედმეტია! შენ მართლა აღარ ხარ ის ქალი, რომელიც მე მიყვარდა! შენ ქალღმერთი ხარ, მაგრამ ამ ლამაზი სამყაროსი კი არა, არამედ ჭაობის!–თავისი ხელით გადააცვა სარაფანი და გასასვლელისკენ უბიძგა.
–ქალბატონო, თუ თქვენს პარტნიორთან შეთანხმებული არ იყავით, აქ რატომ მობრძანდით? პრობლემები ჩვენ არ გვჭირდება.–აჭიკჭიკდა ექიმი და საოპერაციოს კარი გამოხურა.–ახლავე მიბრძანდით აქედან.
–გაიგე, ნაია, რა გვითხრეს? წადითო! ხოდა მივდივართ.–ამ სიტყვებით ჯაბამ ატირებული ნაია წინ გაიგდო და თვითონაც უკან მიყვა.
–რამ შეგცვალა... ასე რამ შეგცვალა...–მოესმა ქალს მისი ბუტბუტი და კიბეებზე ჩაიკეცა.

^^^
ცოტათი შემაგვიანდა, თუმცა მეორე თავი უკვე თქვენს განკარგულებაშია...
ძალიან გამიხარდა, რომ ეს ჟანრიც მოგეწონათ და თანაც არც ისე უარყოფითად არ აფასებთ ნაიას პერსონაჟს...
ველი შეფასებებს... ახალი გმირიც გამოჩნდა და მგონი ცოტა გაერკვიეთ კიდეც სიტუაციაში... შეაფასეთ მოვლენები, პერსონაჟები და მათი გადაწყვეტილებები... ივარაუდეთ, რა მოხდება მომავალში და რა ვიცი კიდევ!
სიყვარულით სოფიკო...



№1 სტუმარი Black

Ohoo kidev kargi detalebshi ar sheiweri :Dkaia sagol,veli shemdegs sopachka<3

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვერ გავერკვიე რა ხდება რატო წამოვიდა ეს გოგო ამ ბიჭისგან თუ ასე ძაან უყვარდა?! belay მოკლედ ვერაფერი გავიგე და იმედია გაგრძელებებში გავერკვევი.. მალე დადე

 


№3  offline წევრი teddy))

Mec ver gavige an orsulad rom iyo saidan gaigo... Shemdegi tavebs velodebi, sadac idumalebit moculi sopiko yvelafershi gagvarkevs! :* mtavari gmirebi miyvars, ra tqma unda es gogoc, magram vfiqrob rom am gogos yvelaferze dafiqreba unda! Jaba unda misuliyo? Ar vici tan vfiqrob ki da tan vfiqrob rom aset kaltan ara...

 


№4  offline მოდერი sopiko

Black
Ohoo kidev kargi detalebshi ar sheiweri :Dkaia sagol,veli shemdegs sopachka<3

როგორ გეკადრება lol გმადლობ, ბლექ!
ანი ანი
ვერ გავერკვიე რა ხდება რატო წამოვიდა ეს გოგო ამ ბიჭისგან თუ ასე ძაან უყვარდა?! belay მოკლედ ვერაფერი გავიგე და იმედია გაგრძელებებში გავერკვევი.. მალე დადე

კი, აუცილებლად... შემდეგი თავი ყველაფერში გაგარკვევს love
teddy))
Mec ver gavige an orsulad rom iyo saidan gaigo... Shemdegi tavebs velodebi, sadac idumalebit moculi sopiko yvelafershi gagvarkevs! :* mtavari gmirebi miyvars, ra tqma unda es gogoc, magram vfiqrob rom am gogos yvelaferze dafiqreba unda! Jaba unda misuliyo? Ar vici tan vfiqrob ki da tan vfiqrob rom aset kaltan ara...

მართლაც, ნაია სულ დაუფიქრებლად იქცევა... ჩემო თედ'უნია love როგორ სულ ჩემნაირად ფიქრობ ხოლმე რა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent