შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებებს მიღმა 1 თავი


27-04-2016, 02:50
ავტორი კაიზერ სოზა
ნანახია 1 503

ისევ ეს საშინელი სიზმრები... თათია... არა, სულ მესიზმრება ხოლმე მაგრამ ამ ბოლო დროს მარტო კოშმარებია, კი აღარ ვხედავდი ამ კოშმარებს წამლებს რომ ვიღებდი... არა, ეხლაც ვიღებ მაგრამ ეგეც ვეღარ მშველის ეტყობა... მარტო სიზმრებში თუ შემიძლია ვნახო ჩემი თათი, ისეთივე ხალისიანი და კეთილი, სპეტაკი როგორც ერთი წლის უკან მაგრამ ეხლა, უკვე სულ კოშმარებია... ისევ ჩვენ საყვარელ პარკში ვსეირნობდით, მშვენიერი მზიანი ამინდი იყო , თათია თავის ჰასკს მოასეირნებდა , თან ნაყინს მივირთმევდით . მე ვუყვებოდი ჩემი ბავშობის ძმაკაცების ბენოს და შუბაშას სასაცილო ისტორიებს... ეს ღიმილი... კიდევ ერთხელ ნახვის შესაძლებობა რო მქონდეს ყველაფერს დავთმობდი...უეცრად შავი ღრუბლები მოეფინა არემარეს თათიმ ნელ-ნელა გაქრობა დაიწყო, წამის მეასედში ავღმოჩნდი საფლავთან ყვავილებით ხელში...საშინლად თქეშდა, ქარს მიჰქონდა ყველაფერი, საფლავი ქვაზე კი ისევ ის ღიმილი, არაამქვეყნიური, ალბათ ღმერთიც ასე იღიმის ჩემო თათი...ქარმა უცნობი ფოტოები მიმოფანტა, ერთი ავიღე და მე და თათია ავღმოჩნდით, ჩახუტებულები მე თან პიანინოზე ვუკრავ და რაღაც სიმღერას ვღიღინებ შენი ლამაზი სახე, ჩემს მკერდზე გაქვს, რა ბედნიერი იყავი... შენი ბოლო დაბადების დღე...სხვა, კიდევ უამრავი ფოტო ჩვენი მოგონებების ამსახველი, ერთი ფოტოც დავინახე გახსოვს მე, შენ ქეთი და ბენო რომ ვიყავით ,პიკნიკზე ღამის ორი საათზე , თამარ მეფის საფლავი რომ აღმოვაჩინეთ, შენ ხიდან რომ ჩამოვარდი და ერთი კილომეტრი ხელში ატაცებული გატარე, რომ გაშინებდი შეიძლება საერთოდ ფეხის ამპუტაცია დაგჭირდეს მეთქი, რამდენს ვიცინოდით ჩემო თათი...ყველა ფოტო ერთ მუშტად შეიკრა და რაღაც ტორნადოს მსგავსი წარმოიშვა ყველაფერი ჰაერში აიტაცა, და მეც შიგნით შემითრია, ამდროს გამეღვიძა... 22 წლის განმავლობაში რამდენ ადამიანს შეაყვარე თავი.. შენ იყავი პირველი ჩემი გოგო მეგობარი და შემდეგ სხვები , პირველი გოგო ვისთვისაც ყველაფრის თქმა შემეძლო , ჩვენ ვიყავით მეგობრები, ძმაკაცები, და-ძმა და ყველაფერი... კარებზე ზარია, ვინ უნდა იყოს დილის შვიდ საათზე... რათქამუნდა ბენო და შუბაშაა, თათიას გარდაცვალების შემდეგ, თითქმის ყოველდღე მაკითხავენ მაგრამ ესე დილას არასდროს მოსულან...
- მარტო ხარ ? - მკითხა ბენომ
-არაა , მონიკა ბელუჩი და შერონ სტოუნი მყავს საწოლის ქვეშ დამალული - ვუპასუხე მე
- ეგენი საწოლის ქვეშ კიარა საწოლში უნდა გყავდეს შე არიფო ! - ხარხარით მითხრა ბენომ და სახლში შემოვიდა, შუბაშა ჩუმად შემოყვა
ისევ ისე ხუმრობის ხასიათზე იყვნენ მაგრამ მაინც ეტყობოდათ რომ თან რაღაც საქმე ჰქონდათ. ყავა დავადგი, მაგიდას მივუჯექი სიგარეტი გავაბოლე და დაწყება არ დავაცდე , ლაპარაკი მე წამოვიწყე...
- რა იყოთ, ბიჭო ამ სისხამდილით რო დამადექით?
-აბა ძმაო, შენ როდის სვავ კაცმა არიცის, მერე უნდა გადაგვიშვა აივნიდან და დილას ვარჩიეთ რა, ბედს მივენდეთ მაინც ,იყო ალბათობა რომ დილას ძაან მთვრალი არ ყოფილიყავი ! - მიპასუხა შუბაშამ და თან ტელეფონი ამოიღო
-ხო მაგაში მართალი ხართ , საერთოდ არ დამილევია მაგრამ კაკრას ეხლა ვაპირებდი - ვთქვი და ავდექი - ეხლა მოვალ - დავტოვე სიტყვა
- დაიცა რა, ნიკუშ ! - ჩვეული ხმით მიპასუხა ბენომ - რადროს, დალევაა სერიოზულ საქმე გვაქვს შენთან - ხელები გაასავსავა ბენომ
- თქვენ და სერიოზულობა
- კაი ნიკუშ მართლა ტო . სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა ! - მიპასიხა შუბაშამ
ბენო და შუბაშა ორივე მასხარა იყო სულ ღადაობდნენ მაგრამ, დილის შვიდ საათზე საღადაოდ არ ამოვიდოდნენ...უეჭველი რაღაც შარში გაეხვნენ ! , მოვბრუნდი . თან, ყავა გადმოვდგი და დავჯექი
- რა მოხდა? - ნამძინარევი თვალებით შევხედე ბიჭებს
- კაროჩე , ბარგი ჩაალაგე მიდიხარ ! - შუბაშა საქმიანი სახით მომჩერებოდა
- სად მივდივართ?!
- ჩვენ არა, შენ მიდიხარ! - მიპასუხა ბენომ



№1 სტუმარი anastasia

mec makvs ranodenine istoria da ver vaqveyneb . ver vregistrirdebia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent