შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მოძებნე სხვა" [1]


27-04-2016, 22:36
ავტორი კასინაი
ნანახია 1 594

რაღაც უაზრო გაცნობის საიტზე შევედი უაზრო ხასიათზე მყოფი. ინფორმაციულ ველში „ვარ გოგო“ და „ვეძებ გოგოს“ მოვნიშნე. კონტაქტზე მალევე გამოვიდა ვიღაც. მკითხა, გეი ხომ არ ხარო. ისე გამეცინა, წლების სიცოცხლე მომემატა მგონი. მოტყუებას ვაპირებდი, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრე, არა-მეთქი ვუპასუხე და კითხვა შევუბრუნე. არც მეო, მითხრა.
შუაღამე იყო. რატომ არ გძინავსო, რომ მკითხა, დავიჭყანე. სულელურ კითხვებს სვამდა, მაგრამ ვატყობდი, გამამხიარულებდა ეს ყველაფერი. მერე მეც კითხვის შესაბამისი ბანალური პასუხი დავაბრეხვე, არ მეძინება და იმიტომ-მეთქი.
-გინდა, შევხვდეთ? - წამებში მომწერა.
-აფრენ? -კითხვა დავუბრუნე თვალებდაჭყეტილმა.
-კი.
-ხშირად?
-ყოველთვის.
-აქ იმისთვის ხარ, რათა შუაღამისას გოგოებს შეხვედრები დაუნიშნო? - უაზროდ ვიღიმოდი. უკვე მომწონდა გოგონა ვირტუალური სამყაროდან.
-ნამდვილად არა, მაგრამ თუ ამის შანსი მექნება, უარს არ ვიტყვი.
ნაწერს ბოლოში თვალის ჩაკვრის სმაილი ახლდა.
-აბა არ ვარო?
-მართლა არ ვარ, დედას გეფიცები.
მუცლის ატკივებამდე ვიცინე.
-სასაცილო ვინმე ხარ.
-თუ შენს სახელს გამოვიცნობ, შემხვდები?
აზარტში შევდიოდი. თან, რაც მთავარი იყო, არათუ უაზრო ხასიათზე, არამედ ძალიან კარგ განწყობაზეც კი დავდექი. ლოგინზე კომფოტულად მოვთავსდი. კი -მეთქი, ცოტა ხნის შემდეგ მივწერე და პასუხს დაველოდე.
პირობები წამომიყენა, თუ მესამე ცდაზე გამოვიცნობ, ზეგ შემხვდი,თუ მეორე ჯერზე - ხვალ და თუ პირველივეზე - ცოტა ხანში ჩემს სახლში მოხვალო. ვიცოდი, არც ერთ პირობას არ შევასრულებდი, მაგრამ მაინც დავთანხმდი. შანსი არ იყო, თვითონაც რომ ჩემს მსგავსად არ ეფიქრა.
ქეთაო, რომ მომწერა, სისხლმა თავში ამასხა და რაღაც პერიოდი აზრზე ვერ მოვედი. გამორიცხული იყო, მართლა პირველივე ცდაზე გამოეცნო ჩემი სახელი, თუ წინასწარ არ ეცოდინებოდა. არაფერი მიმიწერია. აივანზე გავედი და ღრმად ჩავისუნთქე. რატომ არ თქვა, მაგალითად, მარი, რომელიც ასე გავრცელებული სახელია? რატომ მაინც და მაინც ქეთა?
ვხვდებოდი, რომ სისულელე იყო ჩემი საქციელი, მაგრამ მეგონა, მითვალთვალებდა. ეზო დაკვირვებით მოვათვალიერე, ღამის ოთხ საათზე მხოლოდ შორიახლოს მყოფი კორპუსის ერთადერთი ფანჯრიდან მოჩანდა სინათლე.
მართლა სიგიჟე იყო ჩემი ფიქრები და ოთახში დავბრუნდი. რამდენიმე წერილი დამხვდა, რატომ აღარ მწერ და ხომ კარგად ხარო, მსგავსი შინაარსებით. ვუთხარი, რომ საპირფარეშოში ვიყავი. ჩემი ჭკუით დავაგოიმე.
-კაი , - იყო მისი პასუხი.
აქეთ დავრჩი დაგოიმებული, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე.
-აბა, ქეთა, რომელი გირჩევნია, ჩემი ბინის მისამართი გითხრა, თუ მე მოგაკითხო? - რატომ იყო ასეთი დარწმუნებული, რომ მე მართლა ქეთა მერქვა, არ ვიცი.
გადავაგდე. რა თქმა უნდა, არც მე მივედი მასთან და არც ის - ჩემთან. მერე კიდევ ვილაპარაკეთ რაღაცებზე და მალე კავშირიც გაწყდა. მთელი ღამე არ მიძინია. მაინტერესებდა, რა ვაწყენინე ასეთი, რომ გამთიშა. ისე დამათენდა თავზე, რომ ვერაფერი მოვიფიქრე.
ერთადერთი რამ, რაც მასზე გავიგე, ის იყო, რომ გიჟდებოდა ისე უყვარდა სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“. სხვა არაფერი. მერე, რომ გავაანალიზე, მივხვდი, მე უფრო ბევრი რამ დავფქვი ჩემზე, ვიდრე მან მითხრა და ჩვენი უცნაური საუბრიდან ორი დღის შემდეგ დავასკვენი, რომ ნაწყენი ვიყავი ვიღაცაზე, რომელიც არც კი შემხვდებოდა ცხოვრებაში.
სისულელე იყო, დიდი სისულელე, მაგრამ მაინც ჩავრთე იგივე გაცნობის საიტი ერთ კვირიანი პაუზის შემდეგ, ისევ ის ინფორმაცია მოვნიშნე შესაბამის გრაფებში, რაც მაშინ და დაველოდე.
აზრი არ ჰქონდა. არ გამოჩენილა, ან რისი იმედი მქონდა?!
ძალიან მაინტერესებდა, ვინ იყო და რატომ გადაწყვიტა, რომ ქეთა მერქვა. უნივერსიტეტში ყველა გოგოს ვაკვირდებოდი სახეზე, იქნებ ვინმეს რაიმე უცნაური შევამჩნიო ჩემთან ახლოს რომ იქნება-მეთქი.
ვერც კი ვაანალიზებდი ისე ვწერდი ყოველ ღამე იმ საიტის სახელს და ველოდებოდი, რომ გამოჩნდებოდა. უნივერსიტეტში შუალედური გამოცდები მქონდა და გვიანობამდე ვმეცადინეობდი, ან არც ვმეცადინეობდი და მხოლოდ და მხოლოდ საიტს ვაახლებდი მისი პოვნის იმედით.
***
-ერთ რამეს თუ გთხოვ, შემისრულებ? - გამოცდები დამთავრებული მქონდა, აპრილის ბოლო იქნებოდა, ეს შეტყობინება რომ მომივიდა. არ ჩავძიებივარ ვინ იყო, არც მაინტერესებდა.
კი-მეთქი,დავპირდი. მთხოვა, რომ ჩემი სახელი მეთქვა.
-არ გინდა, გამოცნობა სცადო? - არ ვიცი, რატომ მივწერე ეს. ალბათ, ჩემს ქვეცნობიერს სჯეროდა ან უბრალოდ უნდოდა, რომ ის უცნაური გოგო ყოფილიყო, რამდენიმე კვირის წინ რომ „გავიცანი“.
მისი მოწერილი რომ წავიკითხე, თუ გამოვიცნობ, შემხვდებიო, ისტერიული სიცილი ამიტყდა და აივანზე გავედი. ჯერ კიდევ არ მჯეროდა, რომ ის იყო. მინდოდა, ძალიან მინდოდა, ყოფილიყო. უბრალოდ ყოფლიყო და ჩემთან ელაპარაკა, თუნდაც არაფერი ეთქვა მნიშვნელოვანი.
ისევ შუაღამე იყო და ისევ ერთადერთი ფანჯრიდან მოჩანდა სინათლე. წყალი შევისხი სახეზე და კომპიუტერს მივუჯექი.
-ექსტრასენსი ხარ? - არაადეკვატური კითხვა დავუსვი, მაგრამ კიო, რომ ეთქვა, არ გამიკვირდებოდა.
-შეიძლება.
-იცი, გეძებდი იმ ღამის შემდეგ. - მეზიზღებოდა, როდესაც გულწრფელად ვამბობდი რაღაცებს. არ ვიყავი მიჩვეული და იმიტომ.
მრავალწერტილი. მხოლოდ და მხოლოდ მრავალწერტილი. რატომღაც ვფიქრობდი, რომ ის ამჯერად მაინც მოინდომებდა ჩემთან ლაპარაკს, მაგრამ მრავალწერტილი?! ამას არ ველოდი.
აივანზე გავიტანი ლეპტოპი და სავარძელზე ჩამოვჯექი. არ ვაპირებდი რამის მიწერას, ყოველ შემთხვევაში, ჯერ მაინც. მეძინებოდა.
მუსიკის ლინკი გამომიგზავნა. გავხსენი. არ წამიკითხავს ვინ მღეროდა. რაღაც უცხო ენაზე რომ გაისმა ხმა, დავასკვენი, იდიოტობა იქნება-მეთქი და გამოვრთე.
-თავი მტკივა.
-მოუსმინე. გაგიყუჩებს.
მაინც არ მომისმენია. კიდევ ნაწყენი ვიყავი მასზე და თითქოს ამით ვუხდიდი სამაგიეროს.
-რამე გჭირს?
-გამოცდაზე მაღალი ქულა ვერ ავიღე და უხასიათოდ ვარ.
რომ მივწერე, მერე დავუკვირდი, რას ვამბობდი. სულაც არ მაინტერესებდა იმ წუთას გამოცდის ქულა და თანაც, შედეგები არ იყო დადებული.
-ყავას რომ სვამდე და გითხრან ჩაიაო, დაიჯერებ?
-ეგეთ რაღაცებზე არ ვგოიმდები. - გამეცინა.
-არც მე. - ისევ თვალის ჩაკვრის სმაილი.
მეორედ ვეცადე მის გაბანძებას და აქეთ აღმოვჩნდი დაგოიმებული. მივხვდი, რომ მიხვდა, მაგრამ მაინც არ მივაქციე ყურადღება და რომ გავიაზრე, წინა ლაპარაკზე ზუსტად მსგავსი სიტუაციის შემდეგ გამთიშა, სწრაფად მივწერე:
-გნებდები. გამოცდის ქულა არაფერ შუაშია.
-აბა?
-რა აზრი აქვს?
-პრინციპში, არანაირი.
რაღაც ჯაგაჯუგებს ვუსმენდი გასამხიარულებლად. არც ის თიშავდა სასაუბროს, არც - მე. მინდოდა, მას მოეწერა, რადგან არ ვიცოდი, რაზე მელაპარაკა. საერთოდ, საკმაოდ კომპლექსიანი ვინმე ვარ. აი, სხვა რომ წამოიწყებს საუბარს, მერე კი შემიძლია აყოლა. ამის იმედი მქონდა ახლაც, მაგრამ, როგორც ჩანს, სულ ტყუილად.
-ყველაზე მეტად რა გიყვარს?
რომ მომწერა, სიხარულისგან კინახამ გავგიჟდი. არც ერთი წამით არ დავფიქრებულვარ, ისე ვუპასუხე, ყავა და ფორთოხალი-მეთქი.
იგივე ვკითხე მეც.
-„თამაში ჭვავის ყანაში“, „5 სანტიმეტრი ყოველ წამში“ და „თაიგერ ლილის“.
-ცუდი კომბინაციაა, შუას გარდა ყველა ვიცი.
გიჟივით ვიცინოდი და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ისიც ჩემსავით იყო. გაატარა. არაფერი უთქვამს ჩემს მიწერილზე. ცოტა ხანი ველოდე და რომ არაფერი მომწერა, მე დავაპირე რაიმეს თქმა.
კავშირი გაწყდა.
„მოძებნე სხვა“.
არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა მის გარდა. სანამ ლეპტოპს გამოვრთავდი, ჩვენს მიმოწერას ავყევი, ყველაფერი თავიდან წავიკითხე და მის მიერ გამოგზავნილ ლინკზე გადავედი. Soundtrack-ი აღმოჩნდა, One more time, One more Chance ერქვა.
ლამაზი, მელოდიური სიმღერა იყო. უცნობი მართალი აღმოჩნდა, თავისტკივილი გამიყუჩა.
არც იმ ღამით მძინებია. მთელი ღამე იმ სიმღერას ვუსმენდი და მოპირდაპირე მხარეს მყოფი კორპუსის ფანჯარას მივშტერებოდი, რომლიდანაც შუქი გამოდიოდა.



№1 სტუმარი ……………

gaagrdzele :3

 


№2  offline წევრი isterichka123

Gaagrdzele kaia

 


№3 სტუმარი Guest ნუცა

მესმის შენი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent