დაუვიწყარი არდადეგები
დაუვიწყარი არდადეგები (თავი 1) ანი კანდელაკი. 17 წლის, საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი. გრძელი ქერა თმით, რომელიც წელზე ტალღოვნად სცემდა. მისი ცისფერი, მონაცრისფრო თვალები ისეთი იყო მასში ჩაკარგვას მოგანდომებდა... შეხედვისთანავე იტყოდი, რომ ეს გოგონა საოცრად ლამაზი სათნო და ნაზია. გრძელი ლამაზი ფეხები, წვრილი წელი, დიდი და ძალიან ლამაზი ფორმები, აპრეხილი ცხვირი და ოდნავ დიდი წითელი ტუჩები. ანი გარეგნობასთან ერთად გამოირჩეოდა ძალიან კარგი ხასიათით და საბოლოო ჯამში თავისუფლად იტყოდით, რომ ეს მართლაც იშვიათია, ლამაზ სხეულში ლამაზი სული. ყველაფერი სრულყოფილებისთვის ... --ანი-- ძალიან არ მინდოდა დილით ადრე ადგომა, მაგრამ სკოლის ბოლო დღეებს ვერ გავაცდენდი. ჩემი კლასელები და მათთან ერთად გართობა ნამდვილად ძალიან მიყვრას. გამოცდები უკვე ჩავაბარე, ისღა დამრჩენია დაველოდო რამოდენიმე დღის გასვლას და დაიწყება ის რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. ზაფხული და დაუვიწყარი არდადეგები. ყოველთვის ვცდილობ, რომ ყოველი ზაფხული განსხვავდებოდეს წინასგან და საუკეთესო იყოს, არც წელს იქნება გამონაკლისი. დედაჩემი და მამაჩემი ბიზნეს ფირმას აწარმოებენ. უამრავი საქმე აქვთ, თითქმის სულ მივლინებაში არიან ასე, რომ მიუხედავად მათი კეთილი განწყობისა ჩემს მიმართ ყოველთვის "ეულად" ვგრძნობდი თავს. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მტკიოდა გული მაშინ როცა ყველა ბავშვი ლაპარაკობდა იმაზე თუ როგორ გაატარა შაბათ-კვირა მშობლებთან ერთად. მართალია ფულით ყოველთვის განებივრებული ვიყავი, მაგრამ ასეთ ცხოვრებას მირჩევნია ისევ გვიჭირდეს და ნამდვილი ოჯახი გვერქვას. ჩემს მშობლებს დიდად არც ერთმანეთი აინტერესებთ. ან უბრალოდ ოჯახის დანგრევა არ უნდათ. ლევანის (მამაჩემს) ზუსტად ვიცი, რომ საყვარელი ყავს, მაგრამ მე თუ ვხვდები დარწმუნებული ვარ ლელაც (დედა) ხვდება, უბრალოდ არ იმჩნევს. მათ ისიც კი არ აინტერესებთ ვისთან ვმეგობრობ, სად მივდივარ, როდის ვბრუნდები სახლში ... მიუხედავაც ასეთი უყურადღებობისა ცუდი არც არასდროს გამიკეთებია. სკოლაში ყოველთვის ერთ მორცხვ გოგოდ ვრჩებოდი რომელიც ბიჭებისთვის ყოველთვის მიუწვდომელი იყო... ელენე ბარნოვი. ჩემი საუკეთესო დაქალი. ადამიანი რომელსაც შემიძლია ყველაფერი ვუთხრა. ლუკა და გუგა კი ჩვენი განუყრელი მეგობრები არიან. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ყველაზე მეტად მათთან ერთად მიყვარს დროის გატარება. 10 ივნისი. დილის 8 საათი მოსამსახურე ოთახში ორჯერ შემოვიდა და ჩემი გაღვიძება სცადა. როგორც იყო ავდექი და აბაზანაში შევედი. ვიდექი შხაპის ქვეშ, სახეზე სასიამოვნოდ მეთამაშებოდნენ წყლის შხეფები. დავიბანე, დილის პროცედურები ჩავიტარე და აბაზანიდან პირსახოც შემოხვეული გამოვედი, ახლა მთავარია შემერჩია რას ჩავიცვავდი. კარადა გამოვაღე. როცა ბევრი ტანსაცმელი გაქვთ ალბათ დამეთანხმებით ძნელია აარჩიო. მაღალწელიანი ოდნავ ღია ფერის ჯინსი მოვირგე, ტანზე მომდგარი თეთრი NY-ის ტოპი შავი წარწერით და შავი კეტები. ასევე შავი რუგზაკი ავიღე. თმები გავიშრე და ლამაზი გრძელი ქერა ლოკონები გავიშალე. მსუბუქი მაკიაჟი და იდეალურად გამოვიყურები. რუგზაკში ჩავდე ჩემი ტელეფონი, რომელიც სულ ცოტახნის წინ შევიძინე და ვუფრთხილდები ძალიან, დამტენი ჰიგიენური ნივთები, რამოდენიმე რვეული, საწერი კალამი, ფული და მზად ვარ. დიდი კიბეები მალე ჩამოვირბინე და სამზარეულოში გამზადებული საუზმიდან მხოლოდ ერთი ყლუპი ყავა მოვსვი. დედა და მამა მივლინებაში იყვნენ საფრანგეთში და როგორც ჩანს ჩამოსვლას დიდხანს არ აპირებდნენ. სახლში მხოლოდ მე და მოსამსახურეები ვიყავით. სასწრაფოდ ელენეს დავურეკე, რომელიც არც ისე შორს ცხოვრობდა ისიც მზად იყო, ჩემი მანქანით გავუარე და სკოლაში ერთად წავედით. ბოლო დღეებში არც გაკვეთილი ტარდებოდა, გამოცდებიც ყველას მოშორებული ჰქონდა, ამიტომაც ყველანი მასწავლებლებიანად ვერთობოდით და პატარაობას ვიხსენებდით. მეთერთმეტე კლასში ვარ, წინ კი მეთორმეტე, ალბათ ძალიან რთული წელი მელოდა. კლასში შესვლისთანავე მე და ელენემ შევამჩნიეთ უკან მჯდომი ლუკა და გუგა, მათთან გავემართეთ და გვერდზე მივუჯექით. დღემ ფაქტიურად ისე ჩაიარა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ნუ იმას თუ არ ჩავთვლით, რომ რათქმაუნდა ტრადიციულად ცხელ დღეებში წუწაობა გვიყვარს და არც ეს დღე ყოფილა გამონაკლისი. მთელი სკოლა, უნდა გენახათ რადღეში იყო. ზოგი სად გარბოდა, ზოგს ვედრო ეჭირა ზოგს ბოთლი, იქაურობა კარგად გავაპარტახეთ, ტუმცა ყველანი დირექტორმა დაგვშალა. ლუკა თავისი მანქანით იყო და ეგ და გუგა სახლში ერთად წავიდნენ. მე და ელენემ კი მხოლოდ მათი წასვლის მერე მოვიფიქრეთ სადმე ნაყინის საჭმელად წასვლა. მართლაც ჩემი მანქანით გავემართეთ უახლოეს კაფემდე და ორი პორცია ნაყინი ვჭამეთ. ბევრი "ვიჭორიკნეთ" კარგად გავაანალიზეთ და შევაფასედ დღევანდელი დღე, როგორც დაქალებს სჩვევიათ ხოლმე. მანამდე ვიჯექით ასე სანამ ჩვენი იდილია ერთმა გოგონამ არ მიიპყრო. დავინახე თუ როგორ უახლოვდებოდა ჩვენს მაგიდას ნინი მაღლაკელიძე. ჩვენი სკოლელი იყო თუმცა აქამდე არასდროს არ მომხვდრია თვალში. ისიც 17 წლის და თან საკმაოდ ლამაზი. -- ეს ადგილი დაკავებულია? (ნინი) გვკითხა ჩვენს გვერდით არსებულ სკამზე. -- არა, დაბრძანდი (ელენე) ნინისთვის დამატებით ნაყინი მოვატანინეთ. აქამდე რატომღაც არმეგონა ასეთი. არავინ ედაქალებოდა მეგობრები თითქმის არ ყავდა. ალბათ ამიტომაც მოვიდა ჩვენთან -- შენ ელენე ხარ შენ ნინი ხო ასეა? -- კი (ანი) სიცილით მიუგო ანიმ -- ძალიან მომინდა ნაყინი და აქ შემოვედი, თქვენი დანახვის შემდეგ კი მარტო ჭამის სურვილი ნამდვილად გამიქრა (ნინი) -- ხო ჩვენ სკოლაში ხშირად გხედავთ ხოლმე პარალელურ კლასში (ელენე) -- მე ბევრი მეგობრით თავს ვერ დავიკვეხნი, ძირითადად ვერავინ მეწყობა, ან უბრალოდ მე ვერ ვეწყობი. თქვენ წინააღმდეგი თუ არ იქნებით ვიმეგობროთ (ნინი) -- რათქმაუნდა ჩვენი წინააღმდეგი არ ვართ (ელენე) ამ დღის შემდეგ ნინი ჩვენი "სექტის" ნაწილი გახდა. მე გუგას დავურეკე -- გუგა ჩვენ კაფეში ვართ მე ელენე და ერთი ახალი გოგო გვყავს მოდი და გაგაცნობთ -- ..... -- კარგი გელოდებით -- ..... -- იცოდე შენებურად არ დააგვიანო. 10 წუთის შემდეგ ლუკა და გუგა მოვიდნენ. ნინი ბიჭებს გავაცანით. ჩემს გვერდით ლუკა დაჯდა ხოლო ნინის გუგა მიუჯდა. მოკლედ ამ საწყალ ნინის ნამდვილი დაკითხვა მოუწყვეს. უნდა გენახათ გუგა თვალებს როგორ უჟუჟუნებდა. ბიჭებმაც შეუკვეთეს ნამცხვარი და ნაყინი ხოლო წახემსების შემდეგ კი გუგამ გადაწყვიტა -- ანი შენ წაიყვან ელენეს და ლუკას, მე კიდევ ნინის გავაცილებ (გუგა) -- იოცნებე მახინჯო (ნინი) -- კარგი ეხლა არ გვინდა ეს თავის დაფასებები. (გუგა) -- არსადაც არ წამოვალ და საერთოდაც შენთვის არმითქვამს რომ ძალიან მაღიზიანებ? (ნინი) -- არა ალქაჯო არ გითქვამს იმიტომ, რომ ძალიან მოგწონვარ (გუგა) -- როგორ მეზიზღები ნეტა იცოდე (ნინი) -- რაიყო შენ დედაშენმა არ გასწავლა როგორ უნდა ელაპარაკო შენზე უფროსს? გამოსცრა გუგამ ამის მერე ნინის აღარაფერი აღარაფერი უთქვამს, ერთხანს უყურა გუგას, თითქოს რაღაც ჩაწყდა, მისი მწვანე თვალები უფსკრულს მოგაგონებდათ, რომელშიც ძალიან დიდი სევდა იგრძნობოდა. გაშეშებულ ნინის რამოდენიმე ცრემლი გადმოვარდა, ვერც კი გავაანალიზეთ რამოხდა ისჰე დასტაცა ჩანთას ხელი და ქუჩაში გაიქცა. ვხედავდით როგორ მირბოდა, რამოდენიმე წამში კი თვალს მიეფარა. გაკიდებას აზრი არ ჰქონდა მაინც ვერ დავეწეოდით. გუგაც გაურკვევლად იდგა, ფიქრობდა თუ რა უთხრა ასეთი -- ხედავ რა გააკეთე? გოგო გააქციე და ამის მერე უნდა დაიკვეხნო, რომ ყველა გოგოს დაკერავ? (ელენე) -- ისეთი არაფერი მითქვამს რომ ასე წყენოდა, ნამდვილად სხვა რაღაცაშია საქმე. -- ისეთი არაფერი მითქვამს რომ ასე წყენოდა, ნამდვილად სხვა რაღაცაშია საქმე. რ ნომერი გავიგოთ და მე დავურეკავ. (ნინი) -- მაგის ნომერს მე გავიგებ ადვილად. ადრე სანამ სალომე (ლუკას და) ევროპაში წავიდოდა დაქალობდა და ახლაც ხშირად ურეკავს (ლუკა) -- ძალიან კარგი. ახლა დროა სახლებში წავიდეთ, საღამოს ჩემთან გელოდებით ყველას და ბოლო-ბოლო გადავწყვიტოთ სად მივდივართ ამ ზაფხულს, იცოდეთ ეს დაუვიწყარი არდადეგები უნდა იყოს!! (ანი) ანის ყველანი დაეთანხმნენ. გუგამ ლუკა წაიყვანა ხოლო ანიმ ელენე. ძალიან ცხელოდა, სკოლაც ორდღეში მთავრდებოდა, მაგრამ ბავშვები არაპირებდნენ წასვლას, სწორედ ამიტომაც ანიმ გადაწყვიტა თავის დიდ სახლში რაიმე ფილმისთვის ეყურებინათ, თან გადაეწყვიტათ სად გაატარებდნენ ზაფხულს და ემხიარულათ. --ანი-- სახლში მისულმა ძალიან ცოტა შევჭამე, შემდეგ ჩემს ოთახში ავედი და გამოვიცვალე. მაღალწელიანი მოკლე და გაშლილი ცისფერი ქვედაბოლო მოვირგე, თეთრი ტოპი, ოდნავ გამჭირვალე, რომელიც ძალიან უხდებოდა ამ ქვედაბოლოს. თეთრი კეტები, თმები დავიწანი ცისფერი ყვავილი ჩავიმაგრე ნაწნავის ბოლოში, ფული ავიღე და მარკეტისკენ გავემართე. დიდი კალათა ავიღე და უზარმაზარ მარკეტში ჩემი სასურველი სექცია ძლივს ვიპოვე. გაზიანი სასმელები, ენერგეტიკულიც, სამი ცალი ჯეკ დენიელსი, მიწისთხილი, ჩიფსები. კიდევ მზესუმზირა, თუმცა შოკოლადის ბურთულები იქითა სექციაში იყო. როდესაც უკან გამოვბრუნდი და უნდა წავსულიყავი იქითა სექციისკენ, ზუსტად მაგ დროს გვერდზე მდგომ ბავშვს ბურტი დავარდნოდა, რას წარმოვიდგენდი თუ ჩემს ფეხებთან ეგდო, ფეხებში ამეხლართა და უკან გადავვარდი, ნამდვილად წავიქცეოდი, მაგრამ წელზე მკვრივი ხელები შემეხო. მის მკლავებში აღმოვჩნდი უსუსური, რომ არა ის ალბათ ახლა ძირს გავენთხეოდი მოკლე კაბით .... აბა რას ფიქრობთ დავდო შემდეგი თავი? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.