სოფის თავგადასავალი
თავი პირველი -სანაგვეზე მოსროლილი ოცნებები- მეგაპოლისის თავზე მოქუფრული ცა ელვის ნათებამ გაკვეთა და წვიმამაც უფრო ძლიერად დაუშინა ქუჩაში უდროოდ გამოსულ ხალხს. დაახლოებით თხუთმეტ წუთში ქალაქის, რომელსაც არასდროს სძინავს, ქუჩები სრულიად დაცარიელდა და უშველებელი მანქანების საცობი დადგა. უსახლკაროები კარდონის ყუთებისგან გაკეთებულ „სახლებში“ უპატრონო ძაღლებთან და ფისოებთან ერთად შეყუჟულიყვნენ. ჩახუტებით სითბოს პოულობდნენ და სევდიანად გაჰყურებდნენ მანქანებში თბილად მოთავსებულ ადამიანებს, რომელთაც საცობში ამდენხნიანი ყურყუტი ყელში ჰქონდათ ამოსული და სიგნალით ყურთასმენას აყრუებდნენ. იყო რაღაც დამამშვიდებელი ამ სანახაობაში. ცის გრუხუნი, სიგნალების გაცხოველებული ღრიალი, წვიმის შხაპუნი და გოგონას ფეხსაცმელების კაკუნის ხმა, რომელიც ახლახანს გადმოხტა ტაქსიდან, იმიტომ რომ ჩათვალა ამ გზით სახლში უფრო სწრაფად მივიდოდა. -ჯანდაბა, - გაბრაზებულმა შეიკურთხა და ჩანთა თავზე გადაიფარა. ამ არაზანში სიარულს თბილ მანქანაში ჯდომა ბევრად ერჩივნა, მაგრამ თხუთმეტ წუთში სკაიპით ლიამს უნდა დალაპარაკებოდა. ლიამ ჯონათან ადამსი 23 წლის ყმაწვილი იყო, რომელმაც სულ რაღაც ერთი წლის წინ დაამთავრა კორნელის არქიტექტურის უნივერსიტეტი ნიუ-იორკში. დაახლოებით ექვსი თვის წინ კი იტალიაში გაიწვიეს სამუშაოდ. სოფისთვის ძნელი იყო შეყვარებულთან განშორება, მაგრამ თავს იმ იმედით იმშვიდებდა, რომ ყოველ დღე ერთამნეთს სკაიპით დაეკონტაქტებოდნენ, არდადეგებზე კი დროს ერთად გაატარებდნენ. ლიამთან ერთად იტალიას მოივლიდა, ულამაზეს ისტორიულ ადგილებს მოინახულებდა განა რა უნდა ყოფილიყო ამაზე რომანტიული? ორი წლის შემდეგ კი, როდესაც თვითონაც დაამთავრებდა უნივერსიტეტს და სამუშაო ექნებოდა, ალბათ რომელიმე ძველ ეკლესიაში მასთან ერთად დიდ ქორწილს გადაიხდიდა. მოიცადეთ, გუშინ მოკრძალებულზე არ ოცნებობდა? თუ რა მნიშვნელობა აქვს. ამის მოსაფიქრებლად ჯერკიდევ დიდი დრო აქვს. და აი ასე, ბედნიერად ოცნებებში გართულმა მიაღწია სახლამდე, ისე რომ ვერც კი შეამჩნია როგორი შემაწუხებელი იყო ცივი წვეთები და ტანზე აკრული სველი ტანისამოსი. კარი შეაღო თუ არა მაშნვე საათს შეხედა. ექვსის შესრულებას ორი წუთიღა აკლდა -ჯანდაბა! - კიდევ ერთხელ შეიკურთხა. ჩანთა იქვე სავარძელზე მოისროლა, ლეპტოპი ჩართო, სააბაზანოში გაიქცა და უკან პირსახოცით თავზე შემოხვეული დაბრუნდა. -ჰეი, - გახარებულმა შესძახა როდესაც სკაიპში ლიამის სახე დაინახა. -ჰეი, სოფი, - მეორე მხრიდან ლიამი ნაძალადევად იღიმოდა. -როგორი დღე გქონდა? - ნათელი სახით ჰკითხა გოგონამ და სხველი პიჯაკი, რომლის შიგნით მხოლოდ ბორდოსფერი ბიუსჰალტერი ეცვა, მოურიდებლად შემოიძრო. -სოფი, მე.. შენ.. ახ! - ლიამმა ამოიხვნეშა და თვალები მოიფშვნიტა. -რა იყო? - თმის გამშრალება შეწყვიტა და ლიამის რეაქციაზე ახითხითდა. -არაფერი, უბრალოდ აქ ღამის პირველი საათია და ძალიან დავიღალე. -აჰ, კარგი. მაშინ ხვალ დაგელაპარაკები. - კოპები შეყარა გოგონამ. -არა, არა. მოიცადე, რაღაცაზე მსურდა საუბარი შენთან. - სერიოზული სახით დაიწყო ლიამმა. -რაზე? - წარბები შეჭმუხნა სოფიმ. -მე.. უკვე დიდი ხანია მინდა ამ საკითხზე შენთან დალაპარაკება, - ლიამმა თავი მოიქექა. -რა ხდება? - დაბნეულმა ჩაიცინა სოფიმ. ლიამმა ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ ეკრანს შეხედა და სიტყვები სწრაფად, მაგრამ გარკვევით წრმოთქვა, - უნდა დავშორდეთ. თავდაპირველად სოფი ვერ მიხვდა რა ხდებოდა. მაგრამ როდესაც გაიაზრა ლიამმა რაც თქვა გულში რაღაცამ მწარედ გაჰკრა. შემდეგ იფიქრა ალბათ მეხუმრება და რამე ოინიაო, მაგრამ ლიამის სახეზე ღიმილის კვალიც რომ ვერ დალანდა ნერვიული სიცილი თვითონ წამოიწყო. -რა? - ბოლოს დაბნეულმა კითხა, - ხუმრობ ჰო? - ხუმრობს აბა რა! გამორიცხულია ოთხ წლიანი ურთიერთობა ასე ერთი ხელის მოსმით გაანადგუროს! თან სკაიპით! -არა, სოფი. ასე ურთიერთობას ვერ გავაგრძელებთ.. -ჰო, მაგრამ ჩვენ ხომ შევთანხმდით?! ვიცი ლიამ, ჩემთვისაც ძნელია ასე ცხოვრება, მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ! ვიცი რომ შევძლებთ, თან ერთ თვეში უკვე არდადეგები მეწყება და შენი ნახვა შემიძლია! -სოფი მაპატიე, - ლიამმა თავი ჩახარა და ხელებში ჩარგო. -ხუმრობ, ვიცი რომ ხუმრობ! და ეს თუ მართლა შენი ოინია გეფიცები მეთვითონ დაგშორდები. -მაპატიე, - თავი გააქნია ლიამმა. -ლიამ.. ლიამ მისმინე! ერთ თვეში ერთმანეთს ისევ ვნახავთ. -ამას მნიშვნელობა აღარ აქვს სოფი! - ხმას აუწია ლიამმა. -რატომ?! -ნერვებ მოშლილმა დაიყვირა, მაგრამ თავი ხელში აიყვანა, თვალები დახუჭა და დაიჩურჩულა - რატომ? -მე უბრალოდ.. - ლიამმა ამოიხვნეშა, პირი რამდენჯერმე სათქმელად დააღო და ისევ დაკუმა. -ვიღაც გყავს არა? - ბრაზით აღსავსე თვალებით ახედა მონიტორს. -სოფი მე.. -გყავს! მიღალატე? -სოფი მაპატიე. -როგორ გაპატიო, როდესაც უკვე ექვსი თვეა მე შენი ერთგული ვარ, არცერთი მამაკაცისკენ არ ვიხედები. შენ კიდე? -არ მიღალატია სოფი! - ხელები მაგიდას დაარტყა ლიამმა და მთელი ძალით იღრიალა, - უბრალოდ მივხვდი, რომ აღარ მიყვარხარ! - ამ სიტყვების გამგონე სოფი, ძალა გამოცილილი ჩაეშვა სავარძელში. - აღარ მიყვარხარ. მორჩა, დასრულდა ჩვენი ურთიერთობა. ნახვამდის სოფი. თქვა თუ არა ეს სიტყვები, ლიამის სახე ეკრანიდან გაუჩინარდა. თავზარდაცემული სოფი ერთ წერტილს გაშტერებული მისჩერებოდა, მაგრამ მისი ტვინი ათას ინფორმაციას ამუშავებდა. გაახსენდა მათი პირველი შეხვედრა, ჩვიდმეტი წლის იყო, ლიამი კი - ცხრამეტის. მას შემდეგ მოყოლებული სულ ერთად იყვნენ. დღეს კი ეს ყველა მოგონება, ყველ ოცნება რაც მასთან აკავშირებდა ნელ-ნელა ხელებიდან გამოეცალა, გაფერმკრთალდა და გაქრა. ლიამი დაშორდა. ერთადერთი ადამიანი რომელზეც ფიქრი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ერთი წუთითაც კი არ შეუწყვეტია დაშორდა, თან ისე რომ არც იკადრა პირისპირ დალაპარაკებოდა და ისე დაესვა ყველაფრისთვის წერტილი. ჰო, რა თქმა უნდა ასე უფრო ადვილია. მწარედ ჩაეცინა სოფის, შემდეგ კი ფიქრი დაიწყო რას შეიძლებოდა ისინი ერთმანეთისთვის დაეშორებინა. ალბათ ვინმე იტალიელი გოგო გამოჩდა, ვნებებით სავსე, დიდი მკერდით, გრძელი შავი თმით და დიდი ტუჩებით. ტიპური იტალიელი, თითოეულ კაცში რომ ვნებას აღძრავს. სულელი ლიამიც კი მის მახეში გაება და ვერც კი ხვდება, რომ ხორციელი სიყვარულის გარდა სხვა ვერაფერს მიიღებს იმ იტალიელისგან! სამაგიეროდ როდესაც ყველაფერი გვინი იქნება მიხვდებ რა დაკარგა. საყვარელი ქალი, თბილი ოჯახი და რაც მთავარია სიყვარული. არა, ამ ამბავს ასე არ დატოვებს! მზადაა სწავლაც კი მიატოვოს, ოღონდ თავისი სიყვარული დაიბრუნოს. რადგან კარგად იცის, რომ სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. გინდა ათას წარმატებას მიაღწიო, გქონდეს ფული, ავლადიდება, მაგრამ თუ საყვარელი ადამიანი გვერდში არ გიდგას, არ გექნება ფერები. ყველაფერი შავთეთრი იქნება და ვერასდროს ვერაფრის ხიბლს ვერ შეირგებ ბოლომდე. მაგრამ ყველაფერი ისეთი ადვილი არ ჩანდა როგორც სოფის წარმოედგინა და მეორე დილას ზუსტად ამ პრობლემას შეეჩეხა როდესაც ხარჯების დაანგარიშება დაიწყო. ნაქირავები სახლი, კომუნალურები გადასახადი, უნივერსიტეტის გადასახადი. იტალიაში, რომ წავიდეს მინიმუმ ორი დღე მაინც უნდა დარჩეს, ამიტომ სასტუმროც საშოვნელი აქვს. არა ისეთი თავზე ჭერი რომ შეიძლება ჩამოგენგრეს. ლიამთან დარჩებოდა დაშორებულები რომ არ იყვნენ. ვინიცის ალბათ უკვე თავის იტალიელტან ერთად ცხოვრობს. ამის გაფიქრებაზე ხელები ისე დამუშტა, რომ ფანქარი თითებში შემომეტვრა. -ჯანდაბა! - ამოოხრა და თავი ხელებში ჩარგო, შემდეგ კი ჩუმად აქვითინდა. გოდებიდან ტელეფონის ზარმა გამოარკვია. -გისმენთ, - ნომრისთვის არც დაუხედავს ისე უპასუხა. -სოფი? რა გჭრს? -მეორე მხრიდან სოფის დის შეცბუნებული ხმა გაისმა. სარა სოფიზე ხუთი წლით უფროსი და უკვე დაოჯახებული ქალი იყო. ყავდა მსოფლიოში საუკეტესო ჟღალთმიანი ირლანდიელი ქმარი და ყველაზე საყვარელი სამი თვის გოგონა - ჯემა. -სარა, - სოფი უფრო აღრიალდა, - ლიამი დამშორდა. -რა?! -გუშინ სკაიპში დამირეკა და დამშორდა, - სლუკუნ-სლუკუნით ჩასძახა მობილურში დას. -ნაბიჭავრი, -კბილებში გამოსცრა სარამ. -სარა, არ ვიცი რა ვქნა. იტალიაში უნდა წავიდე, მაგრამ საკმარისი ფული არ მაქვს. -რა?! - მისი დის სისულელით გაკვირვებულმა ტელეფონში კივილით ჩასძახა, - მერე სწავლა?! -მხოლოდ სამი დღით სარა. გთხოვ, თუ შეგიძლია დამეხმარე. უნდა გავარკვიო რა ხდება, ასე უბრალოდ ვერ დავტოვებ ამ ამბავს. -მოიცადე, მოიცადე, - სარამ შუბლზე ხელი შემოიდო, - დაახლოებით რა ჯდება? -რვაასი ევრო, სარა დამეხმარები? -ახ! არ ვიცი, ნიკს ვკითხავ. ოღონდ იცოდე, მხოლოდ სამი დღე! მეტი არა! უკან ბრუნდები და სწავლას აგრძელებ. -კი, კი სარა! მხოლოდ სამი დღე, ძალიან გთხოვ დამეხმარე. -კარგი, ვნახავ რა შემიძლია გავაკეთო. -მადლობა დაიკო. ჯემა და ნიკი მომიკითხე! ასე თუ ისე სოფიმ თავისი მაინც გაიტანა, ხუთ დღეში აეროპორტში სარასთან ნიკთან და ჯემასთან ერთად იდგა. -ვაგვიანებ, წავედი, - სწრაფად გადაკოცნა ყველანი და სირბილით გაექანა. ჩასხდომა უკვე გამოცხადებული იყო ამიტომ, რაც შეიძლება სწრაფად გაიარა შემოწმება. ის-ის იყო სტიუარდესასთან უნდა მიერბინა ბილეთის მისაცემად, რომ უცბად რაღაც ძალიან ძლიერს და მაგარს დაეჯახა და თავი იატაკზე გაშხლართულმა ამოყო. კედელს როგორ დავეჯახე? გაიფიქრა და ცოტათი წამოიწია, მაგრამ იდაყვი ეტკინა -აუჰ, - ამოიხვნეშა და უკან გადაწვა. თვალები ხამხამით გაახილა. წინ კი კედლის ნაცვლად შავ სმოკინგში გამოწყობილი მამაკაცი დახვდა. -მის, - შეჭმუხნული სახით დაიხარა ბერძნული მითებიდან გადმომხტარი ღმერთის მაგვარი მომხიბვლელი არსება, ცალი ხელი სოიფს წაავლო მკლავში და წამოაყენა, მეორეთი კი თავისი ბოლო გამოშვების მობილური აიღო. სოფი გაშტერებული მისჩერებოდა საპირისპირო სქსის წარმომადგენელს, რა დროსაც ის მოქუფრული სახით ათვალიერებდა მობილურს. შავგვრემანი იყო, ღაწვებზე პატარაზე წამოზრდოდა ბალანი, რაც „ვოგის“ მოდელის იმიჯს ძენდა. თვალები კი.. ოოჰ, ეს გულთამპყრობელი მწვანე თვალები. -ვინსენტ! - ისეთი ბოხი ხმით თქვა, რომ სოფიმ ლამის ისევ იატაკზე ამოყო თავი მისი შარმით მოჯადოებულმა, - ვიღაც თინეიჯერი ბავშვი დამეჯახა და მობილური გამივარდა. რაზე ვსაუბრობდით? „ვიღაც თინეიჯერი ბავშვი?“ ამის გამგონე სოფის წითელი აენთო. უკვე ოცდაერთი წლის იყო. ანუ იმდენად დიდი, რომ სასმლის ლეგალურად დალევაც კი შეელო. ეს კი.. უხ! ჯანდაბა ამის თავს! ჩანთა ზურგზე მოიგდო და სტიუარდესასთან მივიდა, ბილეთები გადასცა და გვირაბში „ვოგის“ მოდელთან ერთად გავიდა. ამ დროის განმავლობაში ვოგელს ერთხელაც არ შეუწყვეტია ტელეფონზე საუბარი. ნეტავ თვითმფრინავშიც აპირებს საუბრის გაგრძელებას? ბრაზით გაიფიქრა. მისი ბრაზი კიდევ უფრო გაორმაგდდა როდესაც აღმოჩნდა, რომ მამაკაცი ა კლასის მგზავრი იყო, თვითონ კი ეკონომ კლასის. თან იმდენად უიღბლო იყო, რომ ფანჯარასთან კი არა, არამედ მხვრენარასა და ბავშვს შორის მოუხდა დაჯდომა, რომელიც ყოველ წამს იდორბლებოდა. თავი საზურგეს მიადო და ერთიდან ასამდე თვლა დაიწყო. ვოგელს ახლა ალბათ ქოქოსის წვენს ართმევენ, რა დროსაც შენ ასე ჩაჭყუპნული სიმშვიდეს ეძებ, სოფი.გაიფიქრა გოგონამ. აი, ამიტომ უნდა იმუშაო ბევრი, რომ ერთ დღეს შენც ვოგელი გახდე. _________________________ -ავტორის მინაწერი- მოგესალმები მკითხველო. ეს არის ჩემი პირველი ნამუშევარი ამ გვერდზე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ. ვინც წაიკითხავთ და მოგეწონებათ ჩემი ნაწერი და ხართ ჩემსავით უზომოდ ზარმაცი, თან ისეთ იზარმაცი, რომ კომენტარის დაწერაც კი შეიძლება გეზარებოდეთ, უბრალოდ გული დამიწერეთ ( <3 ) რომ მივხვდე ჩემს შრომას ტყუილად არ ჩაიუვლია და მოთხოვნა არის. ხოლო ვისაც წერა არ გეზარებათ, შემიფასეთ, გამაკრიტიკეთ არ მოგერიდოთ. კრიტიკის არ მეშნია და არც მწყინს, პირიქით შევეცდები უფრო გავაუმჯობესო ჩემი შესაძლებლობები. სიყვარულით ელენე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.