შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სიყვარული" თუ "სიძულვილი"?! (1 თავი)


28-04-2016, 23:50
ავტორი Tiko_Elikashvili
ნანახია 2 247

"ნინა" 21 წლის,საშუალო სიმაღლის,შავ თმიანი,თაფლისფერ თვალებიანი,მხიარული ახალგაზრდაა.ყველას ძალიან უყვარს,მისი ერთ-ერთი ოცნებაა,რომ ცნობილი გახდეს და მსოფლიოში იმოგზაუროს,თუმცა ცხოვრება მოულოდნელად ერთ მკაცრ ადამიანს შეახვედრებს...
-დედა,თუ შეიძლება ყავა გამიკეთე?-ოთახიდან დაუძახა და კიბეზე ჩამოირბინა.-დღეს გვიან დავბრუნდები,ვაკანსიებზე უნდა ვიარო.(ნინა)
-შვილო,ხომ გითხარი,რომ ამაზე არ გეღელვა?(ირმა)
-ვიცი დედა,მაგრამ უსაქმოდ ვერ ვიქნები,თან მამასაც დავეხმარები(ნინა)-დედას აკოცა და წავიდა.
მთელი დღე სამსახურს ეძებდა,ყველგან დატოვა სივი და საღამოს დაღლილი პარკში სკამზე ჩამოჯდა,იჯდა და ფიქრობდა.ამ დროს დაინახა,რომ გვერდით სკამზე მომტირალე გოგო იჯდა.
-ჰეი,კარგად ხართ?(ნინა)-გოგონას გვერდით მიუჯდა.მან კი ცრემლიანი თვალებით ახედა და ჩაეხუტა.
-მაპატიეთ,არ მინდოდა...(თამო)
-არა,ნუ ღელავთ..მომიყევით რატომ ტირით?თუ,რა თქმა უნდა,გინდათ(ნინა)
-ერთი ბიჭი ძალიან მომწონს,მასაც.ერთად ვართ,თუმცა...-ამაზე ისევ ცრემები წამოუვიდა.-თუმცა,ჩემი ძმა წინააღმდეგია(თამო)
-ოო,რატომ?(ნინა)
-ის ყველაფერს სხვანაირად უყურებს.ლუკა მზრუნველია,მაგრამ ოდნავ უჭირს(თამო)
-ღმერთო,და ამიტომ არის წინააღმდეგი?-თამომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.-მისმინე,თუ მართლა გიყვარს მაშინ არ დათმო,შენი ძმა დაგეთანხმებათ,როდესაც დაინახავს,რომ მართალი გრძნობა გაქვთ(ნინა)
-შენ,მას არ იცნობ.ძალიან სასტიკი და ბრძანებლობის მოყვარულია(თამო)
-ისეთი ყოფილა,როგორ ბიჭებსაც ვერ ვიტან(ნინა)-გოგოებმა სიცილი დაიწყეს და ერთმანეთი უფრო ახლოს გაიცნეს.
-მადლობ,ძალიან მომენატრე.კეთილი და ჭკვიანი ხარ(თამო).
დილით ნინას დაურეკეს და სამსახურის თაობაზე დაიბარეს,როდესაც მივიდა გასაუბრება გაიარა და მიიღეს.
-მიღებული ხართ,თუმცა მინდა იცოდეთ,რომ აქაურობის პატრონი,ბატონი "აჩი აბაშიძეა"(ნია-თანამშრომელი)
-და,ის მკაცრი ადამიანია,ამიტომ გილოცავ და ამავე დროს ვწუხვარ,რომ მისი მდივანი უნდა იყვეთ.წარმატებებს გისურვებთ(ბექა-თანამშრომელი)-ხმა მაღალი განცხადებით მიმართა და გაეცნო.
-მართლა?(ნინა)-თითქმის შეშინებული ხმით უთხრა.
-ნუ,ეგრეც არ არის(ნია)
-არა ასეა!(ბექა)-ნიამ ხელი მიკრა და გააჩუმა.
-მაგრამ არ შეგეშინდეს(ნია)-სამუშაო მაგიდა აჩვენეს და დავალებაც მისცეს. ნინა გვიან გამოვიდა სამსახურიდან,გარეთ კი წვიმდა,როდესაც გზაზე გადადიოდა,მანქანამ გადმოუხვია და ძლივს მოასწრო გაჩერება,რომ არ დაჯახებოდა.ნინა კი ძირს დაეცა გულწასული. მძღოლი გადმოვიდა და ძლივს მოასულიერა.
-წინ არ უნდა იყურო,როდესაც დადიხარ?!(?-უცნობი)
-ამას მე უნდა გეკითხებოდე!სხვათაშორის შეგეძლო ჯერ გეკითხა,როგორ ვიყავი!(ნინა)
-ვალდებული არ ვარ!მე ჩემი მოვალეობა შევასრულე და მოგასულიერე!(?)
-იმედია ერთმანეთს პირველად და უკანასკნელად ვხედავთ(ნინა)
-იმედია!ღმერთმა დამიფაროს,რომ ასე არ იყოს!(?)-ერთმანეთს ეჩხუბნენ და დასცილდნენ.
-ჩემო გოგო,დაბრუნდი?(გიორგი-ნინას მამა)
-კი,მამა.ძალიან მომენატრე(ნინა)-მამას გადაეხვია.
-მეც.დედაშენმა მითხრა,რომ სამსახური დაიწყე(გიორგი)
-ჰო ასეა.გთხოვ არ შემეწინააღდეგო,მაინც არ დაგიჯერებ(ნინა)-გიორგიმ ჩაიცინა და შვილს ჩაეხუტა.
-ვიცი,შვილო და არ გეწინააღმდეგები(გიორგი)....

2 თავი.
მეორე დილით სამსახურში მივიდა,სამუშაო შეასრულა და როდესაც უფროსის შევიდა იქ....
-შენ?(უფროსი და ნინა)-ერთდროულად იკითხეს და ბიჭმა წარბები შეიჭმუხნა.
-შენ აქ რა გინდა?(ნინა)
-ეს ჩემი ოფისია!შენ რა გინდა აქ!(უფროსი)-გოგომ ნერწყვი ჩაყლაპა.
-ეს ჩემი უფროსის კაბინეტია...ანუ...თქვენ?(ნინა)
-როგორც ჩანს ყველაფერი უკუღმა ხდება!მისმინე,აქ იმუშავებ,მაგრამ ზედმეტად არაფერს იტყვი!("აჩი"-უფროსი)
-არვ თვითონ მინდა,თქვენთან დიდი დრო გავატარო(ნინა)-ოთახიდან გავიდა.
-აბა?გაიცანი უფროსი?(ბექა)-მხიარული ხმით შეეგება.
-ჰოო..მართლაც,რომ დაუნდობელი და სასტიკი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს(ნინა).... ნინა მუშაობდა და მისი მუშაობით აჩიც კმაყოფილი იყო,თუმცა არ იმჩნევდა.მალე კოლეგებთანაც გამონახა საერთო ენა და თავი შეაყვარა მათ.თამოსაც ძალიან დაუახლოვდა,ერთმანეთს გამუდმებით ესაუბრებოდნენ.
-მადლობ ნინა,ძალიან დამეხმარა შენი რჩევა.ძმას დავუპირისპირდი და ნელ-ნელა მთანხმდება(თამო)
-მიხარია თუ დაგეხმარე(ნინა)
-ერთმანეთს გაგაცნობთ.შენნაირი მხიარული გოგოს გაცნობა მოუხდება(თამო)
-არა,მადლობ.ჩემი უფროსიც მეყოფა უჟმური და სასტიკი(ნინა)
-კარგი,მაგრამ...(თამო)..
მეორე საღამოს,როდესაც სამსახურიდან გამოდიოდა გარეთ ერთი ბიჭი გაიცნო,რომელიც კარებთან იჯდა.
-უკაცრავად,აჩი წამოვიდა?(ლუკა)
-დღეს ბატონი არ ყოფილა.შემიძლია დაგეხმაროთ?(ნინა)
-სიმართლე გითხრათ...ერთი გოგო მომწონს და მე...(ლუკა)-უცბად გაჩერდა.
-ჩემი უფროსი რა შუაშია?(ნინა)
-უბრალოდ,გთხოვთ შემახვედრეთ და შემდეგ მოგიყვებით(ლუკა)-მუდარის ხმით უთხრა.
-იცით მაინც როგორია?(ნინა)-გაშტერებულმა ჰკითხა.
-კი ვიცი,მაგრამ მაინც უნდა დაველაპარაკო(ლუკა)
-კარგით.ხვალ დილით მოდით და შეგეხვედრებთ(ნინა)-ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
დილით ნინასთან ერთად ლუკა მივიდა სამსახურში და აჩისთან შევიდა.
-როგორ გაბედე აქ მოსვლა!(აჩი)
-აქ თამოზე სალაპარაკოდ მოვედი!რატომ არ გინდა,რომ დაგვთანხმდე?!(ლუკა)
-იმიტომ,რომ ეჭვი მეპარება გიყვარდეს!(აჩი)-მკაცრი ხმით უთხრა.
-ჩვენი გრძნობა ნამდვილია!დაგვთანხმდი!(ლუკა)-უუკვე მათი საუბარი ყვირილში გადადიოდა.
-წადი!აღარ მოხვიდე!(აჩი)-ლუკა მართლაც წავიდა,მაგრამ შემდეგ აჩიმ გაარკვია თუ ვინ შემოიყვანა და როდესაც გაიგო,თვალები მართლა აენთო ოღონდ ამჯერად ბრაზისგან.
-როგორ გაბედე!?(აჩი)
-რატომ ყვირით?(ნინა)-გაკვირვებულმა ჰკითხა.
-იმიტომ,რომ ჩემი ბრძანების მიუხედავად,ის ბიჭი შემოიყვანე!(აჩი)
-ნუ ყვირით!-ხელის აწევით გააჩერა.-მე არაფერი ვიცოდი ამ ბრძანების შესახებ,რადგან ახალი ვარ(ნინა)
-მართალია ახალი ხარ,ამიტომ არ გაბედო მისი შემოყვანა(აჩი)
-თქვენგან განსხვავებით მკერდში გული მაქვს და არა ქვა!მან მთხოვა და დავეხმარე,თუმცა როგორც ჩანს ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცით!(ნინა)-უკვე სერიოზულ ჩხუბზე გადადიოდნენ,მაგრამ აჩიმ არაფერი თქვა,უბრალოდ წავიდა.
-ოჰოო..როგორც ჩანს ვიღაცამ ჩვენი ბოსი გააჩუმა!(ბექა)-ტაშის კვრით მივიდა მასთან.
-ბოსი!მართლაც,რომ სასტიკია!(ნინა)
-იცოდე ზედმეტად არ გააბრაზო,თორემ გაგაგდებს(ნია)
-მისი არ მეშინია!(ნინა)-საუვრობდნენ როდესაც აჩი გამოვიდა და გამოაცხადა,რომ 1 კვირაში კომპანიის 10 წლის იუბილე იყო და წვეულება უნდა გამართათ,რომელიც მხიარული და ამავე დროს ძვირფასი იქნებოდა.
-ბატონო,ჩვენ მოვაგვარებთ(ანანო-თანამშრომელი)
-რა თქმა უნდა,ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება(ნინა)-გახარებულმა წამოიძახა. როდესაც აჩიმ მისი სიცილი და მხიარული საუბარი მოისმინა და დაინახა გულში უცნაური ბიძგი იგრძნო.უნებურად ეღიმებოდა,მაგრამ ამას არ იმჩნევდა.... ყველაფერი კარგად მიდიოდა ნინას და აჩის აღარ უჩხუბიათ,თუმცა კი ვერ ძლებდნენ.თამო და ლუკა ერთად იყვნენ ბედნიერად,აჩი ხედავდა ამ ყველაფერს და მათ შანს აძლევდა. წვეულების დროც დადგა...საღამოს ყველა მივიდა,ნინას ულამაზესი ლურჯი კაბა ეცვა,უკან ამოღებული და ფეხზე შავი ტუფლები,თმა დახვეული და გვერძე გადმოწეული ჰქონდა.წვეულება ძალიან ლამაზი იყო,ნელი მუსიკა ისმოდა,სტუმრები ნელ-ნელა იკრიბებოდნენ.
-ჰეი ნინა,გაიცანი.-ნიამ მოატრიალა,რადგან მისთვის აჩის "და" გაეცნო.-უფროსის და თამო(ნია)
-თამო?(ნინა)-გაკვირვებულმა შეხედა და გადაეხვია.
-შენ ხარ?(თამო)
-ღმერთო,ვერ წარმოვიდგენდი,რომ ჩემი უფროსის "და" იქნებოდი(ნინა)
-მეც ვერ წარმოვიდგენდი,რომ ის "სახელგანთქმული" უფროსი ჩემი ძმა იყო(თამო)-ერთობოდნენ,როდესაც აჩი მოვიდა,ნინას დანახვისას უბრალოდ გაშეშდა,მართლაც,რომ ულამაზესი იყ.
-ბატობო აჩი,ყველაფერი საოცრად გამოიყურება(ირაკლი-კომპანიონი).
-მადლობთ.იმედია ისიამოვნებთ(აჩი)-ცეკვები დაიწყო,ნინა და თამო სხვა თანამშრომლებთან ერთად ცეკვავდნენ,მხიარულოდნენ,აჩი კი მათ უყურებდა.
-ნინა,გაიცანი ეს ლუკაა ჩემი შეყვარებული(თამო)
-ერთმანეთს ვიცნობთ,თუმცა ის არ ვიცოდი,რომ შენი შეყვარებული იყო(ნინა)
-გახსოვს?გითხარი,რომ ერთი გოგო დამეხმარა-მეთქი,მაშინ მისი სახელი არ ვიცოდი.უბრალოდ მადლობელი ვარ(ლუკა)
-ორივეს დაგვეხმარე,მადლობ(თამო)
-არაფერს.ახლა კიიცეკვეთ(ნინა).. ნინაც ბექასთან ერთად ცეკვავდა,მაგრამ მისი მზერა აჩისკენ იყო მიმართული ისევე,როგორც აჩის მზერა მისკენ.მთელი საღამო ერთმანეთს უყურებდნენ. საღამოს შემდეგ ყველა დაიშალა,ნინა გარეთ ტაქს ელოდებოდა.
-მიგიყვანო?(აჩი)-მანქანა წინ გაუჩერა.
-ტაქს დაველოდები(ნინა)
-იგვიანებს,თან შენი უფროსი ვარ,ამიტომ ჩემი ვალდებულებაა,რომ უსაფრთხოდ მიგიყვანო ადგილას(აჩი)-უგრძნობლად ეუბნებოდა.
-გითხარი,არ მინდა-მეთქი(ნინა)
-ნუ მაიძულებ ძალა გამოვიყენო(აჩი)-გოგომ ყური არ ათხოვა,აჩი კი გადმოვიდა და ძალით ჩასვა.
-რას აკეთებ,გამიშვი!-მანქანაში ჩასვა,და თვითონაც დაჯდა...მთელი გზა გაჩუმებულები იყვნენ,ნინას გულის ცემა მატულობდა,მაგრამ ვერ გაეგო რატომ..-მისამართი საიდან იცი?(ნინა)
-ჩემი მოვალეობაა(აჩი)-ნინა გადავიდა და სახლში შევიდა,აჩის უნდოდა მადლობის თქმა მაგრამ ხმა არ ამოსდიოდა..
მთელი ღამე ერთმანეთზე ეფიქრებოდათ,უნებურად აჩის თვალწინ უდგებოდა ნინა,მისი ქცევები,ღიმილი,თვალები...ადგილს ვერ პოულობდა.. შეუმჩნევლად დაათენდა ფიქრებში გართულს........



№1 სტუმარი tamuna

Kargia da sainteresoa<3damaintriga da velodebi axal tavsssss<3

 


№2  offline წევრი Tiko_Elikashvili

Mixaria tu mogewona aucileblad davdeb shemdeg tavebs <3

 


№3  offline წევრი tatushki1995

kargia momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent