შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიკუშა მახალდიანი (7)


29-04-2016, 18:32
ავტორი KGB
ნანახია 2 126

სასაცილოა ყველაფერი.ორ ერთმანეთზე შეყვარებულ ადამიანს ერთად ყოფნა უნდათ და შანსიც აქვთ,მაგრამ არაფერს არ ცდილობენ რომ სურვილი დაიკმაყოფილონ,იქ სადღაც,დედამიწის მეორე ბოლოში კი კიდევ ერთ წყვილს ერთმანეთი უყვართ,მაგრამ არ აქვთ საშუალება ბედნიერები იყვნენ.სასაცილოა არა?პირდაპირ ბედნის ირონიაა...


-ისე მომენატრეეეეე
-მეც ძალიან მომენატრე ნიაკო,რას შვები აბა რაარის ახალი
-არც არაფერი.ერეკლეს დავუახლოვდი ძალიან,თან ის გოგო რო გიყვებოდი ნინუცა,ისეთი საყვარელია...ძალიან ბედნიერები არიან
-ხოარ მოგწონს ერეკლე შენ?
ეჭვის თვალით შემომხედა ნატამ
-რა სისულელეააა!ეგ აღარ მითხრა ნანკა!კკაი რაა ეგ როგორ იფიქრე პროსტა
-რავიცი ისე დანანებით თქვი ბედნიერები არიანო
მხრები აიჩეჩა და ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა
-არა არ მომწონს,პირიქით ხელს ვუწყობ რო ნინუცას დაუახლოვდეს
-ნიკუშასთან რას შვები?გავიგე ნატას შორდებაო
-საიდან მოიტანე?სამი დღის წინ ვნახე რესტორანში სავახშმოდ იყვნენ
-მერე რა,იქნებ მეგობრულს იჭერენ
-სი-სუ-ლე-ლე ნუ!რით ვერ შეეჩვიე ამ ქალაქის აბსურდულ ჭორებს
გავიკრიჭე მე
-რავი ჭორს არ გავს,ბექამ მითხრა
-რააა?
თვალები გამიფართოვდა,წვენი გადამცდა და ხველება ამიტყდა
-ხო ბექამ
-ბექა არ მოგატყუებდა
-ხო
-ანუ?
-ანუ ის რომ შანსი გაქვს ნია და უნდა გამოიყენო
-არ ვაპირებ არაფერს,ნიკუშა მორჩა
-აი ნუ მაცინებ!მაგ ბიჭზე ლაპარაკს რომ ვიწყებ ტორიადორის ხარივით წითლდები და ნუ იტყვი იმას,რომ აღარაფერს გრძნობ ნია
-ხო რავიცი.მე პირადად არ ვცდი,თვითონ თუ უნდა ცადოს თავიდან
-აი ტიპური ქართველი,გოიმკა გოგოსავით იქცევი,რომელსაც მიაჩნია რომ პირველი ნაბიჯის გადადგმა სოფლელობაა
გაწიწმატდა ნანკა
-კაი ნუ მეჩხუბები დაქალი ვარ შენი თუ მტერი
-დაქალი რომ ხარ და არ მინდა დაიტანჯო და ცხოვრების ბოლო წუთები საქსოვ ჩხირებთან,მარტოდმარტომ სავარძელში გაატარო მაგიტომ გეჩხუბები!იქნებ მოხდეს სასწაული და შენს თავში შევიდეს რამე ნია!წავედი მე და სანამ რამეს არ გადაწყვვეტ ნიკუშასთან დაკავშირებით არ შემეხმიანო!
-კი მაგრამ
-მერე მადლობას მეტყვი
თვალი ჩამიკრა,ცივი ყავით სასვე პლასტმასის ჭიქას ხელი დაავლო და კაფე დატოვა


-ხო ნანკა
-მგონი გამოვიდა
-ჰაჰაჰაჰაა ჩემი გოგო!!ნიკუშას ვეტყვი იმოქმედოს
-ეს ამბავი არ უნდა გაიგოს ამან თორემ ხმას არ გაგვცემს მთელი საუკუნე
-კაი!ჭკვიანად


კმაყოფილმა გათიშა ტელეფონი,სიგარეტს გაუკიდა და დივანზე ჩამოჯდა.ფეხები ისევ შუშის მაგიდაზე შემოალგა,შავი სობრანიეც მასზე მიაგდო და დაიწყო ფიქრი არაფერზე.დიახ,ზუსტად ისე,როგორც მაშნ,როცა დაბრუნდა...არცერთი წაით არ უნანია თბილისში დაბრუნება,რადგან ნია გაიცნო,გაიცნო გოგო,რომელთანაც მთელი ცხოვრბის გატარებაზე ოცნებობდა.ბევრ შვილზე,დიდ სახლზე აუზით,ზაფხულის ერთად გატარებაზე და საერთოდ რასაც დიდი და ტკბილი ოჯახი აკეთებდა.აუცილებლად აისრულებდა ოცნებას...


-,,რომ შემძლებოდა მეფიქრა
სხვაზე იმ ერთი წამით
ალბათ გავცვლიდი ცხოვრებას
რომ არ მქონოდა დარდი
შევეცდებოდი მეცხოვრა
მთელი ცხოვრება ამ დღით
მოგნატრებოდი მინდოდა
სულ ერთადერთი წამით
მე ღმერთს შევთხოვდი შენს ნდობას
წამით დავთმობდი წადილს"

აივნიდან დავყურებდი სულ სხვანაირ ნიკუშას,რომელიც მიმღეროდა თავისი ტკბილი ხმით და აყოლებდა ბგერებს მთელ გრძნობას.
-მომენატრე კიდეც ნიკუშ
-ჩამოხვალ?
ერთი ამოსუნთქვით ჩავირბინე კიბეები და წამის მეასედში ნიკუშას წინ ავისვეტე.თავი ზღაპარში მეგონა,მე პრინცესაა ვიყავი,ნიკუშა ჩემი პრინცი...ეს გრძნობა მართლაც არ არაამქვეყიური იყო,რაღაც საოცარს ვგრძნობდი.ნიკუშას ცინ 15 წუთი ვიდექი გაუნძრევლად და ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა.ამ 15 წუთში გამახსენდა ყველაფერი რაც მასთან მაკავშრებდა,გამახსენდა ის საშნელი ღამე როცაუდიდესი შეცდომა დავუშვი,გამახსენდა როგორი გულნატკენი გავუშვი ზუსტად ამ ადგილიდან,ვგრძნობდი,რომ მისი შეხების უფლება არ მქონდა,ვერ ვინძრეოდი და მეგონა თუ შევეხებოდი ყველაზე წმინდას წავბილწავდი
-არ უნდა გამეშვი,მაპატიე
-ჩუუუ ახლა ხომ აქ ვარ ნიაკო
-გვიანია
-რა თქვი?
-ძალიან დაგვაგვიანდა,შენ ცოლი გყავს
-ვშორდები
-კი,მაგრამ ასე არა!ჩემ გამო არა ნიკუშ!არ ვიმსახურებ
-მისმინე,წლებია შენს გარეშე ვიტანჯები,ყველანაირად ვეცადე,რომ გეგრძნო ის,რაც მე ვიგრძენი იმ დღეს,გეგრძნო ის,რასაც მე ვგრძნობდი წლების მანძლზე,ვეღარ ცძლებ!კმარა ჩემი წვალება!ან თავს რატომ იტანჯავ ან მე რატომ მტანავ!არ გეცოდები?შენი თავი არ გეცოდება ნია?სიყვარული დანაშაული არარის!სისულელის გამო დავშორდით!კი,თავიდან მე დაგშრდი,მაგრამ როცა შესარიგებლად მოვედი გაიშვი ნია!ეს არ გაპატიე,მაგრამ ახლა გპატიობ!აღარ შემიძლია,კიევ ერთხელ აღარ გაგიშვებ ნია აღარ!
-მიყვარხარ
ისე ჩავეხუტე რომ მიკვირს ცოცხალი როგორ გადარჩა.შევრიგდით და ბედნიერებიც ვიყავით.სიბერემდე...


-დედა ჩემი ჩანთა არ გინახავს?
-რომელი?
-წითელი
-კი ჩემს კარადაშია,სად მიდიხარრ?
-სანდრო უნდა ვნახო დე.როგორ გამოვიყურები?
-ძალიან ლამაზი ხარ!მოდი მაკოცე და ისე წადი
ნინიამ კიარ მაკოცა ჩამპოშნა,ძალიან თილი გოგო იყო ჩემი ნინია
-მიყვარხარ დე,მალე მოვალ
-ხვალ ნათლიაშენი ჩამოდის და იცოდე არ დაგეგმო არაფერი,ისედაც წელიწადშ ერთხელ ნახულობ ერეკლეს
-გიოც ხო ჩამოდის?
-აბა რა
-ვაიმეეეე!ჩემი ბიჭი როგორ მომენატრა!!კაი წავედი დამაგვიანდა,მელოდება


სამი შვილი გვავს მე და ნიკუშას.ნინია 20 წლის,ტყუპები,ტატო და თორნიკე 25.თორნიკეს ცოლი ყავს და ტატო ცალკე ცხოვრობს,მაგრამ ხშირად ვნახულობ ორივეს.ნინია კი ჯერ ცხოვრება წინ აქვს,მაგრამ ამას და სანდროს რომ ვუყურებ ალბათ მალე მომტაცებენ მასაც (იცინის)
მე და ნიკუშა ძალიან ბედნიერები ვართ დღემდე.საკუთარი საავადმყოფო აქვს და მთავარი ექიმია.სამივე შვილმა მისი პროფესია აირჩია და მთელი ოჯახი ექიებითაა სავსე (ისევ იცინის)
-ანუ ყველაფერი კარგად დამთავრდა?
-დიახ,რომც ვერ ვიოცნებებდი ისე
-ნინია და სანდრო როდისთვის გეგმავენ ქორწილს?
-მათ რომ ვუყურებ სულ ჩემი და ნიკუშას ისტორია მახსენდება.ცოტახნით დაიცდიან,მაგრამ ეჭვიც არ მეპარება ჩვენსავით არ დაუშვებენ შეცდომას და არ დაკარგავენ წლებს
-მადლობთ ქალბატონო ნია მოყოლოსთვის,ორშაბათს დაიბეჭდება
-სტატიის სახელი?
-ჯერ ვერ მოვიფიქრე,იქნებ დამეხმაროთ?
-ნიკუშა მახალდიანისა და ნია ხვედელიძის სიყვარულის ისტორია,ძალიან ჩვეულებრივად
-კიდევ ერთხელ დიდი მადლობა


----------
ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის.დასვენებები დაიწყო და ძლივს მოვნახე დრო რომ დამესრულებინა.გეგმაში მაქვს შეწყვეტილი მოთხრობების დასრულებაც,რა გამოვა ვნახოთ,კიდევ ახალი მოთხრობის იდეაც მაქ :დდ
ასევე შეცდომებისთვის ბოდიში,იმდენად დავიღალე წერით ახლა ნამდვილად ვერ გადავხედავ.ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც ელოდებოდით და კიდევ ერთი თხოვნა მაქვს.ვისაც არ დაგეზარებათ ყველამ დააფიქსიროს საკუთარი აზრი,მაინტერესებს რას ფიქრობთ რომ გამოვასწორო შეცდომები
მადლობა რომ კითხულობთ <3



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

კარგი იყოო მაგრამ ცოტა გაგეგრძელებია უკეთესი იქნებოდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent