შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერის ძალა(თავი 6)


29-04-2016, 19:29
ავტორი abigael
ნანახია 1 607

სკოლამ უკვე ერთი კვირაა რაც დაგვითხოვა.ნეტა თოვდეს მაინც, საერთოდ ვერ ვგრძნობ რომ ახალი წელი მოდის.მიხარია რომ ცოტა ხანი მომაბეზრებელ სახეებს არ ვიხილავ, თან დრო მექნება ყველაფერზე დავფიქრდე. დედამ შემომთავაზა ახალ წელს ოჯახში შევხვდეთო, ასე რომ საღამოს ისევ ჩვენს ძველ სახლში გადავალთ და ახალ წელს მთელი ოჯახი ერთად შევხვდებით. ისე მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში არ ჩხუბობენ ხოლმე ჩემი ოჯახის წევრები, თორემ არასადღესასწაულო დღეებში სულ ჩხუბის ხმა გადიოდა ხოლმე სახლიდან. თავიდან იწყება ხოლმე უბრალო რამეზე შეკამათებით, შემდეგ ამას მოყვება ორივე მხრიდან ტონის აწევა, მერე ყვირილი ბოლო ხმაზე და ბოლოს რაიმე ნივთის დამტვრევით მთავრდება ხოლმე და როგორც წესი ვინც ამტვრევს ის იხევს ხოლმე უკან.აი ასეთ დიდ და გიჟ ოჯახში გავიზარდე. თავიდან მართალოა პატარა და წყნაირი იყო, მაგრამ მატებასთან ერთად ნელ-ნელა სახლში ატმოსფეროც იძაბებოდა. მიყვარს ისეთი ყველა როგორებიც არიან, თავიანთი პლიუსებით და მინუსებით.განსაკუთრებით მიხარია ხოლმე ჩემს ბიძაშვილებთან შეხვედრა. ისინი უკვე სამნი არიან:ნია, სალი და მათე. აქედან ორნი ტყუპები არიან და ბაღში დადიან.ნია კი სულ რაღაც ერთი თვის არის.მისი ღიმილის დანახვაზე ყველაფერი ცუდი მავიწყდება და ეგრევე კარგ ხასიათზე ვდგები.რაც ცალკე გადავედით სულ მენატრებიან.
გოგოები შევხმიანდით და გადავწყვიტეთ ახალი წლის დადგომის შემდეგ შევხვდეთ ჩვენი სკოლის ეზოში.იდეა არ იყო ცუდი, თან ბებიაჩემის სახლიდან არც თუ ისე შორს არის სკოლა.დედას გავაცანი ჩემი გეგმა და მიკვირს ნება რომ დამრთო. აღარ ჩავეძიე და კმაყოფილი სახით ვეხმარებოდი ბიცოლაჩემს და ბებიაჩემს სუფრის გაშლაში. 12 საათის დადგომას ყველა ღვინით სავსე ჭიქებით შევხვდით. მეორე ჭიქაზე გავჩერდი რადგან ვიცი ჩემი სიმთვრალის ამბავი. 1 ის ოცი წუთი იყო სახლიდან რომ გავედი და თათას მივწერე, რომ 15 წუთში დანიშნულების ადგილთან ვიქნებოდი.სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდი და მაშხალების ხმა მაცილებდა.ერთ კორპუსთან ნაცნობი სილუეტი დავლანდე. რა საოცრებაა, მაინც და მაინც დღეს არის ასეთი განათებული ღამე. მეგობრებს გამოეყო და ჩემსკენ წამოვიდა ნიკა ბარბაცით.აშკარად შევატყვე რომ მოვენატრე ისე მიღიმოდა.მისი კეთილი სახის დანახვაზე რატომღაც წყენა დამავიწყდა და საპასუხოდ მეც გავუღიმე.
-ანა, როგორ მომენატრე. მეჩურჩულება ყურთან და ისე ძლიერად მომეხვია რომ წამით სუნთქვა შემეკრა.
-გილოცავ.ვეჩურჩულები გამტყდარი ხმით და ღიმილს სახიდან არ ვიშორებ (აშკარად იმ ორი ჭიქა ღვინის ბრალია ძალით რომ დამალევინა ბიძაჩემმა.)
-მეც გილოცავ.იმედია ეს წელი შეგცვლის და დაგანახებს ადამიანების ნამდვილ სახეებს.
-არამგონია, რადგან მე ბრმა არ ვარ.ვამბობ და მაშინვე ვტრიალდები, თუმცა ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ვასწრებ ისე მატრიალებს მისკენ.მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობ და ვიძაბები. წელზე ისე მიჭერს ხელებს რომ მოკვირს ეს ძალა საიდან.უცებ ის მომენტი ამომიტივტივდა გონებაში კლასში რომ მაკოცა,იმედი მაქვს რომ იგივეს არ გაიმეორებს. თითქოს ხვდება რაზეც ვფიქრობ. თითი ტუჩებზე ჩამომისვა და ჩემს რეაქციას დაელოდა. მე ისეთი დაბნეული ვიყავი არც გავნძრეულვარ, უბრალოდ ველოდებოდი რას იზამდა.წინააღმდეგობა რომ არ გავუწიე ისევ გაიმეორა ის მომენტი და სწრაფად დამაცხრა ბაგეებზე. დაიწყო ნაზად და უცებ გაქაჯდა. არ ვიცი ალბათ იმიტომ რომ მეც ავყევი ამბორში და რათქმაუნდა ესეც ღვინოს გადავაბრალე.აბა რომელი ნორმალური გოგო აყვება იმ ბიჭს კოცნაში ვინც არ უყვარს, მითუმეტეს თუ სხვაზე ფიქრობს? მაგრამ მე იმ მომენტში ნიკას გარდა საერთოდ ვერავიზე და ვერაფერზე ვფიქრობდი. თან ისეთი ტკბილი ტუჩები აქვს რომ წინააღმდეგობის გაწევის სურვილი მიქრება როგორც კი მეხება. უნდა ვაღიარო მეორეჯერ დამიარა იმ უცნაურმა გრძნობამ ტანში, არ ვიცი რა დავარქვა მაგრამ ეს ის გრძნობა ძარღვებში სისხლს რომ მიდუღებს. ბოლოს ისევ მე დავიხიე უკან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჰაერი აღარ მყოფნიდა. მას შემდეგ რაც პირით ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე სახეზე რაღაცის დაცემა ვიგრძენი. ცაში ავიხედე და კიდევ რამდენიმეჯერ დამეცა ფიფქები. ბედნიერმა შევხედე ნიკას რომელიც დამშეული ცხოველის თვალებით მიყურებდა.პირველი თოვლი! რამდენი ხანია ველოდებოდი და მიუხედავად იმისა რომ ზამთარი ყველაზე მეტად მძულს მაინც პატარა ბავშვივით მიხარია ხოლმე თოვლის მოსვლა.უსიტყვოდ გავტრიალდი თუმცა ისევ გამაჩერა, ამჯერად სიტყვებით.
-ამ ღამით სად დაბოდიალობ? მკითხა ეჭვიანი შეყვარებულის ტონით. მე გავხედე სახით “რა შენი საქმეა?”
-მიგაცილებ. მიხვდა ბოლოს რომ სიტუაცია არ უნდა დაეძაბა. -არა იყის, მივედი უკვე.გოგოებს უნდა შევხვდე. ვუთხარი და სწრაფად გავეცალე. რაღაც ჩაილაპარაკა თავისთვის მაგრამ ნაბიჯი არ გადაუდგამს.ალბათ აინტერესებდა საით შევუხვევდი.შეხვედრის ადგილთან რომ მივედი აქეთ-იქით დავიწყე თვალების ცეცება. სკოლას რამდენჯერმე დავარტყი კრუგი და ბოლოს სტადიოდისკენ დავიძარი.იქ მისულს მათი ხმა მომესმა. რომ მივუახლოვდი სიცილისგან ლამის ჩაბჟირდნენ.
-სად დაეხეტები აქამდე. აბა 15 წუთში მანდ ვარო? გამოემართა ჩემსკენ თათა და დოინჯი შემოირტყა. როგორც ჩანს მხოლოდ ის იყო ფხიზელი, რადგან სხვებმა ვერც შემამჩნიეს. ერთმანეთს უყურებდნენ და ისტერიულად იცინოდნენ.
-ნაცნობი შემხვდა. თათამ დაეჭვებით გამომხედა და სანამ რამის კითხვას მოასწრებდა მაშინვე ვთქვი -თქვენ აქ დასალევად შეიკრიბეთ კაცებივით?
-დაჯექი და მოეშვი.შემომთავაზა ნინამ და სიგარეტს მოუკდა.
-ეს წელი განსაკუთრებული იყო რადგან თქვენ გაგიცანით.თქვა მცირე პაუზის შემდეგ თათამ და მე გამომხედა ჭიქა აიღეო.
-2013 წელი იყო ჩემთვის სიახლეების წელი და გული მიგრძნობს რომ ეს წელი იქნება ყველაზე მაგარი, იმიტომ რომ გვერდით მყავს საუკეთესო ადამიანები. თქვენ გაგიმარჯოთ და თქვენთან ერთად მე.თქვა კაი თამადა კაცივით და ლუდის ბოთლი ერთი ამოსუნთქვით დაცალა(რათქმაუნდა ნახევარ ლიტრიანი).ბალახზე მოწყვეტით დაეცა და ისე დაწვა თითქოს დასაძინებლად ემზადებაო.
-თათა თოვს და გაცივდები. ვეუბნები და მის ვარდისფერ დუტს ვაწოდებ რომ ჩაიცვას.კიდევ კარგი სასმელი გათავდა და მეტს აღარ სვავენ, თორემ არასდროს არ დაეძინებიდათ.მე თვალი ვერ მოვხუჭე, სეტკას მიყრდნობილი ვდარაჯობდი ოთხივეს. ბოლოს რომ ვიგრძენი როგორ დამიმძიმდა თვალები, თათას თავი ჩემი მუხლებიდან ბრთხილად გადავწიე და ფეხზე წამოვდექი. დედას მივწერე რომ თათასთან ვრჩებოდი სახლში და სტადიონის კარი ჩავკეტე, იმის შიშით რომ ძაღლი ან კატა შემოვიდოდა. რა გიჟები ვართ, ზამთარში სტადიონზე გვძინავს, თან აქა-იქ თოვს.ნეტა ასე როდის მივასწარი შეცვლა. მართალია უცნაური წელი იყო. იმედია წელს ყველაფერი დალაგდები. ჩემს ადგილას დავჯექი და თათამ თავი ისევ ჩემ კალთაში ისე რომ თვალი არც გაუხელია.მე ფიქრებში ჩავიძირე და მალევე ჩამეძინა.უცნაირი სიზმარი მესიზმრა.თითქოს ჩემს სოფლის სახლში ვიყავი.სამზარეულოში მარტო ვიჯექი რომ ამ დროს ყველგან შუქები ჩაქრა.უკუნითი სიბნელე ჩამოწვა და მხოლოდ სანთლის შუქს ვხედავდი, რომელიც საცა იყო ჩაქრებოდა. საშინლად მინდოდა იმის დანახვა ვისაც სანთელი ეჭირა, თუმცა რატომღაც ვერ ვხედავდი მის სილუეტს, მხოლოდ თითებს რითიც თუ ვიმსჯელებთ მამაკაცი უნდა ყოფილიყო. ბოლოს სანთელი სანამ ბოლომდე ჩაიწვებოდა დავინახე მისი სახე. ნიკა... ღმერთო ჩემო როგორ ვერ მივხვდი, აბა სხვა ვინ იქნებოდა. სულ თვალში მეჩხირება და ახლა სიზმარშიც არ მანებებს თავს., ვფიქრობდი ჩემთვის. ვიცოდი რომ რეალობა არ იყო მაგრამ ნიკას სახემ მაინც შემაშინა.საფეთქელთან გახეთქილი ქონდა და სისხლი სდიოდა, სახე დალურჯებული იდგა და ისეთი თვალებით მიყურებდა თითქოს რამეში მადანაშაულებსო.ბოლოს სინათლე უნდა ჩამქრალიყო რომ შეშინებულმა ყვირილით გავიღვიძე.
-ანა, რა გჭირს. მანჯღრევდა კატო.ავიხედე თუ არა მაღლა თათას შეწუხებული სახე დავინახე.
-მთელი ერთი საათია შენს გაღვიძებას ვცდილობთ. ოფლში სრიალებდი და შეგვეშინდა.მითხრა ნინამ და წამოდგომაში მომეხმარა.
-კოშმარი მესიზმრა.არაფერია.ვთქვი და ძლივსძლიობით წამოვდექი ფეხზე. გზაში გოგოები რაღაცაზე ლამაპარაკობდნენ, ცოტაც და ვგრძნობდი როგორ გავიშხლართებოდი ასფალტზე.საკუთარ თავზე მეშლება ნერვები, საერთოდ არ უნდა გამოვსულიყავი გუშინ სახლიდან.ღამით მოუსწრია თოვლს დადება, სახლების სახურავებზე თეთრი მასა მახსენებდა, რომ ახალი წელია და ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო.სანამ გზაზე გადავიდოდა თათა ჩემსკენ შემოტრიალდა და მითხრა რომ გამაცილებდა.სხვები დაგვემშვიდობნენ და სხვა მხარეს გადავიდნენ.მე თათას გავუყარე ხელმკლავი, რომ არ წავქცეულიყავი.
-ცუდათ ხარ? მეკითხევა თათა და მათვალიერებს.
-სუსტად ვარ.ვთქვი და დუტის ელვა შევიხსენი.-მცხელა რაღაც.
-რა გცხელა გოგო ამ ყინვაში. არ გაიზადო, გაგიჯდი?დამიბრიალა თვალები და მაშინვე შემიკრა ელვა.სახლამდე როგორ მივედით არ მახსოვს,მხოლოდ მაშინ ჩაირთო ჩემი გონება როცა იმ ადგილას ჩავიარეთ სადაც გუშინ მე და ნიკა ვიდექით.ვყოყმანობდი მეთქვა თუ არა თათასთვის.მას ვენდობი მაგრამ ჩვენ სხვა დაქალებს არა.უფროსწორედ იმიტომ არა რომ ვიცნობ მათ რომ ჩემძე იჭორავებენ თან აუცილებლად ერთმანეთში მაინც.სახლში რომ მივდივარ დედას ვურეკავ,დღესაც მორიგეობა უწევს საავადმყოფიში.მდივანზე მოწყვეტით ვჯდები და ჭერში ვიყურები.
-აუ გთხოვ რა გათბობას ჩაუწიე ან საერთოდ გამორთე,ძაან მცხელა.ვეუბნები თათას,რომელიც ბუზღუნით დგება ფეხზე და მისაღებში გადის თხოვნის ასასრულებლად.იკან რომ ბრუნდება შუბლზე ხელს მადებს.
-სიცხის გასაზომი სად გაქვს,ცხელი ხარ.მეუბნება შეწუხებული ხმით და პასუხის მოსმენისთანავე სამზარეულოში გადის.იქედან აფთიაქის ყუთით ბრუნდება და შიგნით იქექება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent