შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

salvation/ხსნა (თავი 3)


30-04-2016, 00:09
ავტორი -ნინაკა
ნანახია 2 354

დილით ხელების მოძრაობით დავიწყე გეგას ძებნა, მაგრამ რომ ვერ ვიპივე ახლაღა გავახილე თვალები. არ დამხვდა, წასულა. ცოტა მეწყინა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს მხოლოდ სექსისთვის ვჭირდები. ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში გავედი. როგორც ჩანს ქეთი მართლა არ მოსულა სახლში. გამიმართლა. ეს დღეები მეტისმეტად არეულია ჩემთვის. ჩემი რუტინული ცხოვრების არევის პირველი ან უკნასკნელი ნაბიჯებია. მაგარი ყავა გავიკეთე, კარადაში ყოველი შემთხვევისთვის შენახული კოლოფი სიგარეტიდან 1 ღერი ამოვაძვრინე და აივანზე გავედი. ცოტა ცივა, მაგრამ სიამოვნებასაც მგვრის მაისის სიო. ჩემ გაკეთებულ ფერად სავარძელში მოვეწყვე კომფორტულად და აივანზე შემოვაწყე ფეხები. სიგარეტი..
ყავა..
დილის ნიავი..
სიჩუმე..
ყველაფერი რელაქსაციისთვის და ენერგიული დღის დასაწყებად. განტვირთვას მოვრჩი თუ არა ისევ სამზარეულოში გავედი, ყავის ფინჯანი ნიჟარაში ჩავდე და აბაზანაში ტილო შევიტანე შხაპის მისაღებად. გამოსულს ქეთი დამხვდა.
-ნიკასთან დარჩი?
-ხო, გუშინ რატო გამოვარდი შენ?
-ის ბიჭი რომ მანიშნე შენ უკანააო, ჩემი ახალი თანამშრომელია.
-მერე?
-რაღა მერე გამაგიჟა, ნერვები მიმიშალა.
-და გეგასთან დაიწყნარე ხო?-იღიმის
-ხო. -ვუთხარი და ჩემს ოთახში გავედი მოსაწესრიგებლად. სამსახურის შესაფერისად ვითომ კლასიკურ ფორმაში გამოვეწყვე. საროჩკა და შავი შარვალი. ფეხზე ქუსლიანებს თითქმის არასდროს არ ვიცვამ მიუხედავად იმისა რომ 1.68 ვარ. არაა ჩემი სტილი. თმაც დავისწორე და წასასვლედად უკვე მზად ვარ-მეთქი გავიფიქრე.
-ქეთ, წამოხვალ შენ? გაგიყვანო მე?
-არა იყოს ჯერ არ გავდივარ მე.
-კარგი.
------
ჩემთან კაბინეტში ერთი გოგოა კიდევ ეკა ჰქვია, მაგრამ დღეს არაა და შესაბამისად სამუშაო უფრო მეტია. საბუთები, საბუთები და მხოლოდ საბუთები. ხანდახან მირჩევნია საბუთების მოწესრიგებას აგენტად ვიარო და ხალხს სახლის, მანქანის, ან თუნდაც აგარაკის არჩევაში დავეხმარო, მაგრამ არა. უკვე მთელი დღეა ვმუშაობ რამის შესვენებაზე კაფიშიც გავიტანე, მაგრამ ვერ ვასწრებ. სახლში წაღებას აქ მირჩევნია ცოტა გვიანობამდე დავრჩე და ჩემი კუთვნილი საბუთები მივაწესრიგო, რაც ხვალისთვისაა საჭირო. დანარჩენს მერე მივხდავ. უკვე გამოშტერებულმა სახეზე წყლის შესხმა გადავწყვიტე და საპირფარეშოში გავედი. მგონი უფროსის გარდა ყველა წასულია. კაბინეტში შესულს თვალები შუბლზე ამივიდა.
-ალექსანდრე? აქ რას აკეთებ?
-არ ვიცი, შემოგიარე უბრალოდ.
-აჰ, სამუშაო რომ მაქვს?
-ხელს არ შეგიშლი, მხოლიდ გიყურებ.-თავის ნათქვამზე თვითონ გაიცინა.
-ვერ ვმუშაობ როცა ვინმე მიყურებს.-ხელით კარისკენ ვანიშნე.
-და რატო?-ფეხზე წამოდგა და კარისკენ დაიწყო სვლა სწრაფად ჩემკენ რომ მოტრიალდა და კითხვა გამიმეორა.
-ვკომპლექსდები, დაკმაყოფილდი? -ისეთი ხმამაღალი სიცილი დაიწყი პირზე ავაფარე ხელი უფროსი გაიგებს-მეთქი.
-ანუ კომპლექსდები?
-მერე?-წინ ჩამომიდგა და თვალებში დამიწყო ყურება
-უნდა დაგაკომპლექსო.-იცინის
-გადი ახლა.-მეც გამეცინა
-კარგი. -რამდენიმე წუთი ასე მიყურებდა, მერე გავიდა. რაღაც ცოტაა ვერა ეს ბიჭი გავიფიქრე და საქმეს მივუბრუნდი. მეგონა ბოდიშს მოიხდიდა კიდევ, მაგრამ შევცდი.
----
სახლში რომ დავბრუნდი ქეთი ტელევიზორთან დამხვდა.
-რამე ფილმს უყურებ?
-ხო რავი დავიღალე ისე ყოფნით და.. შენ რატო დაიგვიანე?
-ბევრი სამუშაო იყო. სახლში წამოღებას მერჩივნა იქ დამემთავრებინა.
-ააჰ, ყავას ან ჩაის დალევ?
-ვჭამოთ ჯერ და მერე ყავა იყოს. გამოვიცვლი და გამოვალ ახლავე.
-მიდი. -გამოვიცვალე თუ არა მობილურს დავხედე, მაგრამ რადგან ნეიტრალურ მდგომარეობაში დამხვდა აღარ ამიღია იქვე დავტოვე და ისე გავედი სამზარეულოში. რაღაცნაირად საუბრის ხასითზე ვიყავი, რაც არასდროს მეხერხებოდა, ან არ გამომდიოდა. ვცადე იმ თემასთან დაკავშირებით დამეწყო საუბარი რაც მაწუხებდა.
-ქეთ, შენ და ნიკა ერთმანეთის გარეშე ვერ წარმომიდგენიხართ.
-ჰო, თათ.. ალბათ ეგ რომ არ შემხვედროდა სხვას ვერც შევიყვარებდი. იმდენად ჩემია, არაფერი გვჭირდება ზედმეტი, ზედმეტი იმისათვის რომ ერთმანეთს გავუგოთ. უბრალოდ მის ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ ყალბი სიყვარული იქნებოდა ან არც იქნებოდა.
-ყალბი სიყვარული როგორია? მინდა პარალები გავავლო იმ სიყვარულს შენსა და ნიკას შორის რომაა და ყალბ სიყვარულს შორის. -აქ მინდოდა ჩემი და გეგას ურთიერთობა მეხსენებინა, მაგრამ გადავიფიქრე. არ მინდა წინასწარ რაიმე ისეთი ვთქვა. შემდეგ სანანებელი რომ არ გამიხდეს.
-ყალბი სიყვარული?! ყალბი სიყვარული არის.. არ ვიცი. იცი?! ძნელია თქვა ალბათ ძალით შექმნილი ურთიერთობა, რაღაც მიმზებების გამონახვა რომ ის გიყვარს ან უყვარხარ. ყალბი სიყვარული ალბათ მხოლოდ სექსია, რომელიც აუცილებლად მოგბეზრდება. ერთ დღესაც უბრალოდ სხვა მოგინდება ლოგინში. ყალბი სიყვარულია როცა მასში რაღაცის შეცვლა გინდა, როცა ვინმეს შთაბეჭდილების გეშინია მის მიმათ. ნუ მოკლედ ჩემი აზრით ესაა რა. არ ვიცი რამდენად დამეთანხმები.
-რაღაცეებში გეთანხმები, მაგრამ რაღაცაშიც შეგეწინააღმდეგები მე ხომ იცი არ შემიძლია ვინმეს სრულიად დავეთანხმო. -ვუთხარი და გავუცინე.
-ნუ ეგ ხომ თავიდანვე შენი სტილია ბერიძე.-წარბები მაღლა აქაჩა და ყავის ცარიელი ფინჯანი ამაცალა.
-----
მომდევნო რამდენიმე დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა საინტერესო არც არაფერი მომხდარა ყურადღების გამახვილება რომ ღირდეს. დილით ესემესი მაღვიძებს.
-წარმატებულ დღეს გისურვებ. იმედი მაქვს დღეს ჩემ გარეშე გაძლებ. -აზრზე ვერ მოვდიოდი ვინ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. უცხო ნომერი იყო. გეგა ნამდვილად ვერ იქნებოდა ეს, მაგრამ დღის მეორე ნახევარში მივხვდი ვინც იყო.
-ვაიმე, თათა დავიტანჯე.-გიჟივით შემოვარდა ლანა.
-რა ხდება? ხო მშვიდობაა?
-თავი მისკდება ჯერ ხო საბუთების გადახარისხების გამო და მერე კიდე ჩემთან კაბინეტში როა უჟმური გოგოს იმის ყურებით. თან ალექსიც არაა დღეს.
-ალექსანდრე რატომ არაა?
-არ ვიცი. უფროსს დაეთხოვა გუშინ.
-აჰ, კაფეში არ ჩავიდეთ?
-ხო გოგო მეც მაგიტომ შემოვედი.
-კარგი წამო.-ვუთხარი და ლეპტოპი დავხურე.
---
სამუშაოს ვამთვრებდი უკვე გეგამ რომ დამირეკა.
-რას შვრები?
-სამსახურიდან სახლში ვაპირებ წასვლას.
-სადმე დავსხდეთ გინდა?
-არა რა. სახლში მირჩევნია.
-მაშინ ჩემთნ ამოდი და რაღაცეებს ამოვიტან. მაგრად მშია.
-კარგი, შენ აღარ გახვიდე მე ამოვიტან.
-კარგი მიდი. ოქრო ხარ, რა.

სუპერმარკეტში გავიარე და ჩემთვის სალათა, გეგასთვის სოსისი ვიყიდე. ფორთოხლის წვენიც ავიღე და მანქანაში დავბრუნდი. გეგას კორპუსთან ვიყავი უკვე ტვინში რო დამარტყა
-ხუთ თეთრიანი, ათ თეთრიანი მაინც.- გაჭირვებული სახით დავიწყე საფულეში და ჯიბეებში ხურდის ძებნა, მაგრამ უშედეგოდ. რა ავა ახლა მეშვიდე სართულზე.
როგორც იქნა ავფრატუნდი და ზარი დავრეკე. მაშინვე გამიღო.
-რა იყო კართან იდექი?-სიცილით ვუთხარი და ვაკოცე. თვითონ არაფერი უთქვამს რაღცნაირად საყვარელი სახით იღიმოდა. წყალი გაზზე დავდგი სოსისისთვის და გეგასთან დავბრუნდი დივანზე იჯდა.
-მოდი ჩემთან.-მივედი და კალთაში ჩვუჯექი.
-ისე, არ გინდა რამდენიმე სართულით დაბლა რომ ჩახვიდე? მანამ ამოვედი ფეხები დამაწყდა.
-ლიფტი რისთვისაა შე კაი ადამიანო?
-ხურდა არ მქონდა.-თავი მოვისაწ...., კისერზე შემოვხვიე ხელები და ჯიბიდან მობილური ამოვიღე კამერა ჩვრთე და „ჩხაკ“.
-შე სელფის მონა.-სიცილით მითხრა და მობილური ხელიდან გაამომართვა ფოტოს შესამოწმებლად.
-მომწონს.
-მე ვარ ფოტოზე და რატომ არ მოგეწონება?!-ისევ გამოვართვი და facebook-ზე ასატვირთად გავამზადე. ეკრანი გამოვრთე თვისით აიტვიტვირთება-მეთქი და იქვე დავდე.
-წამო, წყალი ადუღდებოდა.- ვუთხარი და სამზარეულოში გავედი.

ვახშმის შემდეგ ჭურჭელი გავრეცხე და სახლში წასასვლელად უკვე მზად ვიყავი.
-არ წახვიდე რაა..
-ქეთი მარტოა.-ყველაზე უაზრო მიზეზი მოვიფიქრე.
-მერე რა.. შენ გარეშე ვერ ძლებს?-სიცილით მითხრა და გასასვლელ კარს ხელით მიეყრდნო.
-არა, ეგ რა შუაშია, უბრალოდ..- სიტყვა არ დამამთავრებინა კარი რომ შიგნიდან ჩაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო.
-წადი გიშვებ.
-ნაგავო.
-გმადლობ, ქალბატონო თათია.-სიცილით მითხრა და შესასვლელი დატოვა. მეც ისევ გავიხადე ჟაკეტი და იქვე ჩამოვკიდე.
პირველის წუთები იყო გეგას გვერდით რომ მივუწექი. მეგონა ეძინა და ვფრთხილობდი, მაგრამ ჩემკენ გადმობრუნდა, ხელი მუცელზე დამადო მერე დაბლა წაიღო და შევაჩერე
-დღეს არა.
-რატომ?
-მენსტრუაცია მაქვს.-აღარაფერი უთქვამს თითქოს ეწყინა. გვერდით გადაბრუნდა. მე უკნიდან მივეხუტე და მალე ჩამეძინა.

დილით 07:00-ზე გეგას მაღვიძარამ დარეკა. სწრაფად წამოდგა და მოწესრიგება დაიწყო მე მანამ ავდგებოდი მობილურის აღება გადავწყვიტე, მაგრამ რომ ვერ ვნახე გეგას გავძახე
-გეგააააა..
-ჰო.
-ჩემი მობილური დივანზე იქნება და მომაწოდე რა.-მომიტანა და იქვე დამიდო.
-წავედი მე.
-ასე ადრე?
-ჰო.-ცივად მელაპარაკებოდა.
-საშინლად ცვალებადი ხასიათი აქვს.- თავი უკმაყოფილომ გავაქნიე და მობილური ავიღე. რამდენიმე ესემესი და გამოტოვებული ზარები დამხვდა. ერთი ესემესი ალექსანდრესგან იყო.
-როგორ ჩაიარა დღემ?-ხასიათი უკვე გამიფუჭდა. გავიფიქრე და ახლა სოციალური ქსელი მოვინახულე. ჩვენ ფოტოზე კომენტარები დამხვდა „ყველაზე საყვარლები“ ვაიმეე როგორ უხედბით ერთმანეთს“ „აჰაჰაჰ გეგას რა სახე აქვს“ და მსგავსი ბანალურობები. შეტყობინებში მიჩვენა „ალექსანდრე ახალკაცი-ს და 76 oher people like your photo“. Facebook-იც სწრაფად დავტოვე და ავდექი.
-----
სამსახურში მივედი თუ არა ალქსანდრე შემეფეთა ფოიეში.
-დილამშვიდობის თათა.
-დილამშვიდობის.-ვუთხარი და გვედრი ავუარე. კი მინდოდა რამე მეთქვა, მაგრამ გავიფიქრე აქ ამის ადგილი არაა-მეთქი.

-უკვე შუა დღეა და შესაბამისად დაღლილი ვარ. საათს ავხედე შესვენება იწყება. რა ბედნიერებაა. ცოტას დავისვენებ. ახლა ეკას ვუყურებ, რომელიც გაფაციცებით მუშაობს ლეპტოპში.
-ეკოო, კაფეში არ ჩავიდეთ?
-აუ არ მშია თათ შენ ჩადი თან დღეს ადრე მინდა წასვლა და სულ უნდა მოვაწესრიგო ყველაფერი.
-კარგი, მიდი იმუშავე.-ვუთხარი და კაფეში ჩსასვლელად მოვემზადე.
ყავა და ღვეზელი ავიღე. ლანას დავუწყე ძებნა, მაგრამ რომ ვერ ვიპოვე ისევ მარტო მივუჯექი მაგიდას. ზუსტად ახლა გავიხედე შემოსასვლელისკენ როცა ალექსანდრე შემოვიდა ყურებამდე გაკრეჭილი. სწრაფად მიიღო სერიოზული სახე და ჩემკენ წამოვიდა.
----
ამ თავისთვის არ გადამიხედავს და შეცდომები მომიტევეთ.. :3 კარგი იქნება თუ თქვენს აზრს დააფიქსირებთ..



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzaliann kargiaa gaagrdzelee
--------------------
G.ke

 


№2  offline მოდერი -ნინაკა

gvanciii kereselidze
Dzaliann kargiaa gaagrdzelee


გმადლოობ love

 


№3  offline მოდერი Amalthea

შე არაადამიანო, დამპალო, საზიზღარო და ნაგავო. feel
ისტორიას რომ წერდი არ უნდა გეთქვა?
კაი ჰო, მე არ ვათვალიერებ სიახლებს, კიდე ხო, მაგრამ ეს როგორ გაამიკეთე >< no
მთელი კვირაა გეწუწუნები ისტორიას არ იწყებ მეთქი და შენ ისე აიგნორებდი კითხვას გეგონება არ წერდე.
არ გაპატიებ lol
---
ისტორიას რაც შეეხება, ხო იცი როგორ ვგიჟდები "ალექსანდრეზე"(სახელზე), ახლა უკვე ისტორიის პერსონაჟიც მომწონს.
ეს გეგა რაღა თქმაუნდა ღალატობს. (წავაჭრი თავს და ჩამოვკიდებ ჩემს ოთახში ) am
თათიას კიდე ცოტა "ეჭვიანობა" დაუმატე, თორე კაი ხანი ვერ მოტვინავს გეგას სიდამპლეს.
ქეთა საყვარელია.
ისე თათიას აღწერაში რატომღაც შენი თავი ამოვიცანი. fellow
---
ჰო კაი ხაარ love დიდი თავებია, ხო იცი როგორ მიყვარს ><
ხოდა ველოდები შემდეგს.
---
უუუუხ როგორ გამაბრაზე lol
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№4  offline მოდერი -ნინაკა

Yvavi.
შე არაადამიანო, დამპალო, საზიზღარო და ნაგავო. feel
ისტორიას რომ წერდი არ უნდა გეთქვა?
კაი ჰო, მე არ ვათვალიერებ სიახლებს, კიდე ხო, მაგრამ ეს როგორ გაამიკეთე >< no
მთელი კვირაა გეწუწუნები ისტორიას არ იწყებ მეთქი და შენ ისე აიგნორებდი კითხვას გეგონება არ წერდე.
არ გაპატიებ lol
---
ისტორიას რაც შეეხება, ხო იცი როგორ ვგიჟდები "ალექსანდრეზე"(სახელზე), ახლა უკვე ისტორიის პერსონაჟიც მომწონს.
ეს გეგა რაღა თქმაუნდა ღალატობს. (წავაჭრი თავს და ჩამოვკიდებ ჩემს ოთახში ) am
თათიას კიდე ცოტა "ეჭვიანობა" დაუმატე, თორე კაი ხანი ვერ მოტვინავს გეგას სიდამპლეს.
ქეთა საყვარელია.
ისე თათიას აღწერაში რატომღაც შენი თავი ამოვიცანი. fellow
---
ჰო კაი ხაარ love დიდი თავებია, ხო იცი როგორ მიყვარს ><
ხოდა ველოდები შემდეგს.
---
უუუუხ როგორ გამაბრაზე lol


ვაიმეეე wink
ისე სპონტანურად მოხდა ამ ისტორიის ატვირთვა რომ აგიხსნი ვიცი მაპატიებ wink
ნუ ხო იცი როგორ მიყვარხარ love
და გმადლობ feel

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent