შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც ჩემი გახდები სულელო! (2)


1-05-2016, 22:34
ავტორი ემილი ო.ო
ნანახია 2 366

წერილი გავხსენი და..

- რას შვები ლიზი? (გიორგი)
- რავი არაფერს, შენ? (მე)
- მეც. მისმინე, ერთი სიტყვით რომ გითხრა, არ უნდა მოვქცეულიყავი დღეს რომ მოვიქეცი ისე და ბოდიშს გიხდი რა. დღეს სადმე გავიდეთ თუ გცალია. მარტო ჩვენ ოღონდ (გიორგი)

ოჰოო როდიდან გავხდით ეს და მე "ჩვენ"?

- არა, არ მცალია. (მე)
- მიდი გთხოვ. თან დანაშაულს გამოვისყიდი. წავედი ეხლა და 5 საათისთვის შენს სახლთან ვიდგები და თუ არ ჩამოხვალ ძალით ჩამოგიყვან იცოდე :დ (გიორგი)
ეს მომწერა და გავიდა.
ჰმ.. როგორც ჩანს ჩემი მისამართი ცოდნია.
კარგი ამას მერე გავარკვევთ. შესაფერისი ტანსაცმელი ჩავიცვი, მაკიაჟიც შევისწორე. გახდა 5 საათი და ტელეფონზე მესიჯი მომივიდა.
"ლიზი ჩამოდი გელოდები"
გადამრევს ეს ადამიანი!! ნომერიც გაუგია.
დაბლა ჩავედი. გიორგი მანქანას იყო მიყრდნობილი. რომ დამინახა წამოვიდა, გამარჯობაო მითხრა. მანქნის კარი გააღო, მეც ჩავჯექი, კარი დახურა და საჭესთან დაჯდა.
- სად მივდივართ? (მე)
- სადმე კაფეში გავიდეთ, ვილაპარაკოთ. კარგი? (გიორგი)
- კარგი.-ვუპასუხე და ღვედი გავიკეთე.
10 წუთის სიარულის შემდეგ, ერთ მყუდრო კაფეში მიმიყვანა.
თავისუფალ მაგიდასთან დავჯექით და მაშინვე შეკვეთის ასაღებად მოვიდნენ.
- ლიზი შენ რას შეუკვეთავ? (გიორგი)
- ჰმ.. ერთი ყავა. (მე)
- მეც იგივე (გიორგი)
მალე ყავაც მოგვიტანეს.
გიორგის რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ შევაწყვეტინე.
- გიორგი, ჩემი სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი საიდან გაიგე? (მე)
- სკოლის შემდეგ გამოგყევი და..
წინადადება არ დავამთავრებინე
- რა ქენი? - გაოგნებულმა ვკითხე და მივაშტერდი.
- ჰო, სკოლის შემდეგ გამოგყევი,- მითხრა და გაიცინა,- ნომერი მარის ვთხოვე სკოლიდან რომ გავდიოდით და მანაც მაშინვე მითხრა.
- და ეს რატომ გააკეთე?
- სკოლაში ცუდად მოგექეცი და მაგიტო,- თქვა და მომაშტერდა.
- ასე ნუ მიყურებ ,- ვთქვიდა ვიგრძენი როგორ გავწითლდი.
- ძალიან ლამაზი ხარ.
მითხრა და გაიღიმა, მე სუნთქვა შემეკრა. ვეცადე არ შემემჩნია მაგრამ უარესად გავწითლდი.
მან გააგრძელა.
- დღევანდელის გამო არ მინდა ცუდი "ტიპი" გეგონო. რაღაცაზე გავბრაზდი და მერე ჯავრი შენზე ვიყარე. ბოდიში.
დავიბენი.
- არაუშავს.
მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და თვალებში შევხედე.
- ლიზი თუ გინდა ხვალ სახლთან გამოგივლი და ერთად წავიდეთ?
მითხრა და ისევ გამიღიმა.
მეც კარგი თქო, მხიარულად დავთანხმდი. ამის შემდეგ დაახლოებით 1 საათი ვიჯექით და ვლაპარაკობდით. გიორგი სასიამოვნო პიროვნება აღმოჩნდა და მეც მომწონდა მასთან საუბარი. ბევრი ვიცინეთ და გავერთეთ.

სახლში მისული ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი. ჩემს ოთახში ავედი და მაშინვე მარის დავურეკე
- გოგოო მიდი მალე გადმოდი ჩემთან სახლში რაღაც უნდა მოგიყვე (მე)
- ვაიმე რა გახარებული ხარ რამოხდა? (მარი)
- აფერისტო! ვითომ არ იცი! ამო გელოდები.
გამიცინა და დაკიდა.
10 წუთში ამოვიდა.
რომ მოვიდა პიცა გავაკეთეთ. ჩემს ოთახში დავსხედით, ყველაფერი მოვუყევი. ძალიან გაუხარდა.
მარი მალე წავიდა სახლში.
მეც დავიძინე.
დილით ისე ენერგიულმა გავიღვიძე მეც კი გამიკვირდა. მალე მოვემზადე და ველოდებოდი გიოს. ერთ ადგილას ვწრიალებდი და ვცდილოვდი აღელვება არ გამომეხატა, მაგრამ ჩემმა ძმამ მაინც შემამჩნია.
- ვინმეს ელოდები? (სანდრო)
- მეგობარს,-ვუთხარი და ენა გამოვუყავი.
ამ დროს გიორგიმ ტელეფონზე მომწერა, მეც დაბლა ჩავედი.
- როგორ ხარ გიო? -ვკითხე და მისკენ წავედი.
მოიცა ეხლა მე გიო ვთქვი?? ისე შევუმოკლე სახელი ვერც მივხვდი.
- კარგად ლიზ, შენ?
- კარგად. წავიდეთ?
- ჰოო,- მითხრა, ჩანთა გამომართვა,- მე ვატარებ.
გავუღიმე.
გზაზე ბევრი ვილაპარაკეთ. სკოლაში ჩემს გვერდით დაჯდა, ბევრს მელაპარაკებოდა და მაცინებდა, ამისთვის მასწავლებლის შენიშვნა და ნინის დაუნდობელი მზერაც დავიმსახურეთ. სახეზე ემჩნეოდა რომ გიორგი მოსწონდა მაგრამ ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. გაკვეთილები რომ მორჩა სახლისკენ წავედი თან ყურსასმენებით მუსიკებს ვუსმენდი. გიორგი ისე წამომეწია ვერც შევამჩნიე.
- ლიზი რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა...

---------------------------------------------------------
ისეთი ვერ გამომივიდა როგორიც მინდოდა მაგრამ შემიფასეთ



№1  offline მოდერი niako crazy

ოხ, ეს რა თავი იყო. მარტო ერთი რამ "არ მომეწონა" პატარა თავი იყო. თუ თავებს გაადიდებ უფრო მაგარი გოგო იქნები. wink ოფ ეს ჩვენი გიორგი რაღაც ძალიან სწრაფად მოთბა და ნეტავ რამე ხომ არ აქვს ჩაფიქრებული? belay ლიზის რაც შეხება მომწონს კარგი გოგოა ოღონდ მთლად ესე სწრაფად ნუ შეეჩვევა გიორგის.(გოგოა მაინც) request ეს მარი მარტოდმარტო დაიარება ჯერ-ჯერობით მაგრამ ეს გიორგის ძმაკაცი მოაბამს მაგას თავს, ჩვენ გიორგიზე და ლიზიზე ვიზრუნოთ მთავარია. ხომ, საერთო ჯამში რომ ვთქვათ მე მომეწონა და ბევრიც ვიხალისე. მეორე დღეს მეგონა არ მოაკითხავდა გიორგი. თუ მოვლენები ცოტა ნელა განვითარდება მთლად უკეთესი. ხო, მოკლედ მე ძალიან მომწონს და დაველოდები შემდეგ თავს, აბა შენ იცი წარმატებები love

 


№2  offline წევრი ubralod aravin

Kargi iyo dzalianyochag Giorgi maechvebs dzalian datba beta ra chaipikra kargia erti sityvit velodebi shemdeg tavs :*

 


№3  offline წევრი ემილი ო.ო

niako crazy
ოხ, ეს რა თავი იყო. მარტო ერთი რამ "არ მომეწონა" პატარა თავი იყო. თუ თავებს გაადიდებ უფრო მაგარი გოგო იქნები. wink ოფ ეს ჩვენი გიორგი რაღაც ძალიან სწრაფად მოთბა და ნეტავ რამე ხომ არ აქვს ჩაფიქრებული? belay ლიზის რაც შეხება მომწონს კარგი გოგოა ოღონდ მთლად ესე სწრაფად ნუ შეეჩვევა გიორგის.(გოგოა მაინც) request ეს მარი მარტოდმარტო დაიარება ჯერ-ჯერობით მაგრამ ეს გიორგის ძმაკაცი მოაბამს მაგას თავს, ჩვენ გიორგიზე და ლიზიზე ვიზრუნოთ მთავარია. ხომ, საერთო ჯამში რომ ვთქვათ მე მომეწონა და ბევრიც ვიხალისე. მეორე დღეს მეგონა არ მოაკითხავდა გიორგი. თუ მოვლენები ცოტა ნელა განვითარდება მთლად უკეთესი. ხო, მოკლედ მე ძალიან მომწონს და დაველოდები შემდეგ თავს, აბა შენ იცი წარმატებები love


მადლობა <3
ჩაფიქრებული აქვს თუარა რამე მაგას შემდეგ თავში გაიგებთ ;დ

ubralod aravin
Kargi iyo dzalianyochag Giorgi maechvebs dzalian datba beta ra chaipikra kargia erti sityvit velodebi shemdeg tavs :*


მადლობა <3
შევეცდები მალე დავდო ახალი თავი.

 


№4 სტუმარი eto

male dade axali tavi ar myopnis sashinlad pataraa gaazarde tavebi sayvarelo ❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი tamuna

Dzalian kargad wers ise giorgis ase male datbobam gamakvirva da damaintrigaaaa:Ddzalian kargi gogo xar<3

 


№6  offline წევრი ემილი ო.ო

eto
male dade axali tavi ar myopnis sashinlad pataraa gaazarde tavebi sayvarelo ❤️❤️❤️


ამის შემდეგ დიდ თავებს დაგიდებთ აუცილებლად❤️

tamuna
Dzalian kargad wers ise giorgis ase male datbobam gamakvirva da damaintrigaaaa:Ddzalian kargi gogo xar<3


კიდე ბევრი რამე გაგაკვირვებთ ამის შემდეგ :დ
მადლობა დიდი❤️

 


№7  offline წევრი მარიამი”

პატარა თავებს დებ.კარგი იყო სხვა მხრივ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent