მაპოვნინე სიყვარული (სოფის თავგადასავალი)
ავტორის მინაწერი სანამ კითხვას დაიწყებთ მინდათ გაცნობოთ, რომ თქვენი აზრი გავითვალისწინე და ნაწარმოებს სახელი შევუცვალე. იმედი მაქვს წინას სჯობს. რაც შეეცება შემდეგ როდესაც ავტვირთავ დავარწერ მაპოვნინე სიყვარული 3 და ასე შემდეგ ნუმერაციით მივყვები. მადლობა რომ მოგეწონათ ისტორია და იმედი მაქვს ამჯერადაც იმავე შთაბეჭდილებას დავტოვებ თქვენზე _____ თავი მეორე იმედგაცრუება ფრანკო ნავარო ესპანელი მაგნატის, ვალენტინო ნავაროს ერთადერთი ვაჟიშვილი იყო, რომელიც 24 წლის ასაკში უკვე "ნავარო ენტერპრაიზ ჰოლდინგის" სეო გახდა. იმ დღიდან მოყოლებული რაც მამამ სადავეები შვილს გადაულოცა, ფრანკო სრული სერიოზულობით ეკიდებოდა თავის საქმეებს. დილის რვა საათზე, არცერთი წუთით გვიან და არც ადრე, თავის კაბინეტში მიბრძანდებოდა, მდივანს ყავა ექსპრესოს მოტანას ავალდებულებდა, თავს ფურცლებში რგავდა და ცხვირს იქიდან მანამ არ სწევდა, სამან უკვე მზე "ნავარო თაუერის“ ბოლო, ოცდამეთერთმეტე სართულიდანაც კი აღარ ჩანდა. ფრანკო გადატვირთული დღის შემდეგ, ან სახლში ბრუნდებოდა და ძილს მიეცემოდა, ან ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟული ღამის კლუბებიდან ერთ-ერთს სტუმრობდა და შემდეგ საღამოს რომელიმე სასტუმროს ძვირად ღირებულ ნომერში ქალთან, ან სულაც ქალებთან ერთად აბოლოებდა. რადგან ფრანკო ღმერთმა გარეგნობითაც და შეძლებითაც კარგად დაასაჩუქრა, სადაც არ უნდა გაევლო, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს კლანჭები ყოველთვის დაფჩენილი ქონდათ მისთვის საბრძოლველად და საწოლში ჩასაგდებად, თუნდაც სამუდამოდ. ის ხომ ქვეყნის საუკეთესო სასიძოების სიის პირველ ათეულში ირიცხებოდა. მაგრამ ქალბატონებისთვის საუბედუროდ ნავაროს თავში აზრადაც კი არ მოსდიოდა ცოლის მოყვანა. სიამოვნებდა თავისი მარტოხელა, თავისუფალი ცხოვრება. ამ ფაქტით ყველაზე უკმაყოფილოები მისი მშობლები იყვნენ. განსაკუთრებით კი ქალბატონი ანდრეა ნავარო, ფრანკოს დედა, რომელიც 26 წლის ვალენტინოს 24 წლის ასაკში გაჰყვა ცოლად და ერთი წლის შემდეგ კი უკვე პატარა ფრანკოც შეეძინა, რომელსაც უკვე სულ რაღაც რვა თვეში 30 წელი უსრულდებოდა. შვილის მომავლით აღელვებული დედა რას არ ცდილობდა, რომ ფრანკო შინაბერად არ შემორჩენოდა. მაჭანკლობა რომ პროფესია ყოფილიყო, ამ დარგში ყველაზე გამოცდილი იქნებოდა თავისი ეშმაკური ხრიკებით. მაგრამ ფრანკო რის ფრანკო იყო, რომ თითოეული მათგანისთვის ორმაგი ეშმაკობით არ დაეძვრინა თავი და ანდრეა პირში ჩალა გამოვლებული არ დაეტოვებინა. ასე თუ ისე თავი დღემდე მშვიდობიანად, ყველანაირი ქორწინებების და არასასურველი ურთიერთობების გარეშე მოაღწია. ეს დღეც ერთი ჩვეულებრივი დღე უდნა ყოფილიყო მის ცხოვრებაში. დილით როგორც ყოველთვის ყველაზე ადრე მივიდა, უკაცრავად თავის მდივან ლილის მაინც ვერ დაასწრო, ასე რომ ოფისში ლილის შემდეგ ყველაზე ადრე ის მივიდა, თავის კაბინეტში ექსპრესოსთან ერტად შეიკეტა, ფაილებში ცხვირი ჩაყო და წკაპ! შეაწყვეტინეს. გაბრაზებულმა ამოიხედა ფურცლებიდან და მობილურის ეკრანს დახედა. მისი ბიძაშვილი ვინსენტი ურეკავდა. „ახლა რაღა ჯანდაბა უნდაო“ თავისთვის გაიფიქრა და ზარს უპასუხა. -რა მოხდა, - მკაცრად ჩასძახა მეორე მხარეს. -სასწრაფოდ ესპანეთში უნდა დაბრუნდე, ბიცოლა ანდრეას გულის შეტევა აქვს, საავადმყოფოში წევს. ფრანკომ ფერი ერთანად დაკარგა, სისხლი ძარღვებში გაეყინა. მაშნვე აეროპორტში გადარეკა პირადად, მისი თვითმფრინავი მზად არ იყო და პილოტებიც ურჩევდნენ, რომ დღეს და შემდეგი კვირების განმავლობაში თავი ფრენებისგან აერიდებინა რადგან 20 მარტს ისლანდიაზე ამოქმედებული ვულკანი - ეიაფიალაიეკული კიდევ შეიძლებოდა ამოქმედებულიყო, ოღონდ ამჯერად უფრო დიდი მასშტაბებით. როგორც სჩანს დრო არ ითმენდა, სანამ ყველა რეისი არ გადაუდიათ ჯობდა დროზე ემოქმედა და ბილეთები უახლოეს ფრენაზე დაეჯავშნა. დაახლოებით ორმოც წუთში უკვე აეროპორტში იყო და სწრაფი ნაბიჯებით მიაბიჯებდა მის დერეფნებში. ტელეფონი ამოიღო და სასწრაფოდ ვინსენტს დაურეკა. -ვინსენტ, როგორ არის დედა? -ექიმი ამბობს მდგომრეობა სტაბილური არისო, მაგრამ ჯერკიდევ საავადმყოფოშია. -კარგია, მე უკვე თვითმფრინავში ვჯდები და მოვდი.. - საუბრის დამტავრება ვერ მაოსწრო, რომ რაღაც ზურგზე შეეჯახა და მობილური ხელიდან გააგდებინა. განრისხებულმა უკან სწრაფად მოიხედა და მის წინ, მეტად უხერხულ პოზაში გაწოლილი გოგონა დაინახა. მისი მუქი მბზინვარე თმები იატაკზე გაშლილიყო, მკერდი კი მეტად მოშიშვლებული დეკოლტედან ზევით-ქვევით სწრაფად აუდი-ჩაუდიოდა. ფრანკოს ამ სცენის შემხედვარეს წამიერად ყველა პრობლემა გადაავიწყდა, სანამ გოგონამ ტკივილისგან არ დაიკვნესა, რამაც უფრო გადარია, მაგრამ საბედნიეროდ ჰიპნოზისგან გამოარკვია. დაიხარა გოგონა სწრაფად წამოაყენა და თან მობილურიც აიღო. ნაუცბადევი აღგზნების დასაფარად სწრაფად შეაქცია ზურგი და კბილებში გამოსცრა. -ვინსენტ! ვიღაც თინეიჯერი ბავში დამეჯახა და მობილური გამივარდა, რაზე ვსაუბრობდით? როგორც მოსალოდნელი იყო ისლანდიაზე ვულკანი ამოიფრქვა და მისმა კვამლმა მთელი ევროპა მოიცვა. საბედნიეროდ ფრანკოს თვითმფრინავმა მადრიდში ჩაასწრო, მაგრამ ყველა რეისი გაუქმდა და იმავე დღეს სევილიაში ვეღარ ჩაფრინდებოდა. სტრესისგან და გადაღლილობისგან გაქანცულმა შუბლი მოისრისა და ჯიბიდან მობილური ამოიღო. -ვინსენტ, როგორაა დედა? -სად ხარ? - ახლა რა ჩემი ადგილსამყოფელის გაგების დროაო, გაიფიქრა ფრანკომ, მაგრამ მაინც უთხრა, რომ მადრიდში იყო. -ახლა კი მითხარი როგორა დედა? -შესანიშნავად, ბიცოლა ანდრეა ძალიან კარგად გრძნობს თავის და სახლშია. -რა? - თვალები გადმოეკარკლა ფრანკოს, - შენ არ მითხარი საავადმყოფოშია და მდგომარეობა სტაბილურიაო? -ჰო, მაგრამ ჰოი საოცრება, ბიცოლა გამომჯობინდა და უკვე სახლშია. -ვინსენტ დამცინი?! - მოთმინების ფიალა ავსებულმა ფრანკომ დაიყვირა, მაგრამ მალევე ხმას ჩაუწია, - იცი რამდენი საქმე და დაუმთავრებელი პროექტი მივატოვე?! - და ამ ვულკანსაც მაინცდამაინც ახლა მოუნდა ამოფრქვევა. ამერიკაშიც ვერ დაბრუნდება და ვინ იცის როდემდე. -ვინსენტ კოკო დამალაპარაკე, - მეორე მხრიდან მოისმა ანდრეას ხმა. ფრანკომ თვალები აატრიალა, რამდენი ხანია ეხვეწება რომ ასე არ დაუძახოს, მაგრამ ვინ უსმენს. -კოკო, - ახლა უფრო ახლოდან გაისმა დედამისის გახარებული ხმა, - უკვე ესპანეთში ხარ? -კი დედა, - ცხვირის წვერი მოიფხანა თითით, - შენ როგორ გრძნობ თავს? -მშვენივრად, თან გაბრიელაც აქაა და მივლის, თავის მზრუნველობას არ მაკლებს. -ვინ? - თვალები გადმოეკარკლა ბიჭს. -გაბრიელა ველასკო, ჩვენი ბიზნეს პარტნიორის ქალიშვილია. ამ ბოლო დღეებში ისე დავვახლოვდით, იცი რა კარგი გოგონაა? ფრანკო მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე. დედამისის მომდევნო ოინი, რომ რომელიმე გოგო მიეთხოვებინა. „წმინდაო მარიამ შენ დამიფარე“ გაიფიქრა თავისთვის და საწყალი სახით მიმოიხედა გარშემო. შესანიშნავია! ახლა უკანაც ვერ დაბრუნდება, ეშმაკმაც არ იცის რამდენი ხნითაა გამომწყვდეული ესპანეთში. -კოკო, კოკო გესმის ჩემი? -ჰო დედა, - მძიმედ ამოიხვნეშა. -სევილიაში რამდენ ხანში იქნები? -ხვალ საღამოსთვის, ალბათ. ღამეს აქ გავათევ და ხვალ მატარებლით ჩამოვალ. -კარგი კოკო, გელოდები. -კარგად დედა. მობილური დაკიდა თუ არა თავი ხელებში ჩარგო და მაგრად ამოიხვნეშა. ახლა რა უნდა ქნას? გაიფიქრა თუ არა ისევ რაღაც შეეჯახა. * * * ალხა რა უნდა ქნას? სახიდან ფერი წაუვიდა, როდესაც განრიგს შეხედა და ყველა რეისი გაუქმებული დაინახა. იტალიაში როგორ ჩავიდეს? ლიამი როგორ დაიბრუნოს? ო, არა! თან საკმარისი ფულიც არ აქვს თან. პანიკაში ჩავარდნილი, ისე რომ არც უფრიქრია რას აკეთებდა, მაშნვე მიმღებისკენ გაიქცა. ბახ! ისევ მიწიაზე ამოყო თავი. -ოღონდაც ისევ ეს ბავშვი არა! - მოესმა მკაცრი ხმა და თვალები მაშნვე ჭყიტა. -ბავში არ ვარ! - კბილებში გამოსცრა და ფეხზე წამოდგომა სცადა, რომ ვერ მოახერხა ისევ ფრანკო დაეხმარა. -ბავშვი თუ არ ხარ, აბა ყოველ ფეხის ნაბიჯზე რატო იქცევი? - წარბაწეულმა კითხა. -ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ ვიქცევი! - გაბრაზებულმა ფეხი მიწას დაარტყა, რაზეც ფრანკომ წარბი უფრო მაღლა აზიდა, - უკვე ოცდაერთი წლის ვარ მისტერ, ოცდაერთის! ფრანკოს ახლა ორივე წარბი შუბლზე აუვიდა. ოცდაერთის? სადღაც ჩვიდმეტი-თვრამეტი წლის ეგონა, მაგრამ არა ოცდაერთს. თვალები მოჭუტა და მისი სხეული კიდევ უფრო აათვალიერ-ჩაათვალიერა. მაღალი იყო, მაგრამ მასთან შედარებით მაინც დაბალი ჩანდა, გრძელი, სწორი ფეხები ჰქონდა, კარგი უკანალიც და მკერდიც მას რომ უყვარდა ზუსტად იმ ზომის ჰქონდა. -მაშინ ყოველ წამს რატომ მეჯახები? არ გეცოდები მაინც? -მეცოდები?! კლდესავით ხარ, რამდენი დაგეჯახე იმდენი მე დავზარალდი, - მის თვალებში არსებული ბრაზი და ცეცხლი უფრო მაცდურს და სანდომიანს ხდიდა. ფრანკომ უკვე იცოდა, რომ ეს ქალი უნდოდა, თან უკვე შანსიც ჰქონდა. მის წინაშე პატარა ბავში კი არა 21 წლის, საკუთარი აზრის მქონე პიროვნება იდგა. სოფი, რომ მიხვდა ფრანკოსგან, რომელიც გაშტერებული მოჭუტული თვალებით უყურებდა, პასუხს ვერ მიიღებდა, ამოიგმინა და მიმღებისკენ გაეშურა. სოფის გაუჩინარებამ ფრანკო თავისი ციდვილი ფიქრებიდან გამოარკვია და მაშნვე კუდში დაკარგული ლეკვივით აედევნა. -სად მიდიხარ? -მიმღებში! -იქ რა გინდა? -უნდა გავარკვიო ჩემი რეისი როდის აღდგება,- ამაზე ფრანკოს გულიანად გაეცინა. -რას დამცინი? ! - გამწარებული მოუტრიალდა. -ვულკანი ამოიფრქვა, მთელი ევროპა თავისი კვამლით დაფარა. დღეები, კვირები და შეიძლება თვეებიც კი წაიღოს ამ ამბავმა. ამ დროის განმავლობაში კი აქ ვართ გამოკეტილები. ვერსად ვერ წავალთ. -ჰა? - ისედაც დაკარგული ფერი, კიდევ უფრო წაუვიდა სახიდან, ისე რომ ფრანკოს წამით შეეშნდა კიდეც გული არ წაუვივდესო, - ახლა რა ვქნა? იტალიაში როგორ მოვხვდე, ღმერთო! - თავი ხელებში ჩარგო და სკამზე ჩამოჯდა, - არც ფული მაქ, არც არაფერი, სამ დღეში კი უკან ამერიკაში უნდა ვიყო. -სამ დღეში უკან ვერ დაბრუნდები, - მკვახედ მიახალა ფრანკომ. -ო, არა, არა, არა! - ამოილუღლუღა სოფიმ. -ფული თუ არ გქონდა ამხელა მოგზაურობაში, მარტო როგორ მოდიოდი? - გაუკვირდა ფრანკოს და ცოტა არ იყოს გარბარზდა იკიდეც. რაც არ უნდა დამოუკიდებლებად მოჰქონდეთ ამ ქალებს თავი, მაინც ჩერჩეტები არიანო, თავისთვის გაიფიქრა. -ჩემი შეყვარებული უნდა მენახა. ნუ ექს-შეყვარებული და დამერწმუნებინა, რომ შემრიგებოდა. შემდეგ კი ნიუ-იორკში დავბრუნებულიყავი, რომ გამოცდები ჩამებარებინა და ისევ იტალიაში ჩამოვიდოდი. ფრანკო სოფის ისე მიაჩერდა, თითქოს ერთის ნაცვლად ორი თავი ჰქონდა, - ექს შეყვარებულისთვის გამოიარე ამხელა გზა? რომელი ჭკვიანი იქცევა ასე? -შენ არ გესმის! ლიამი სკაიპით დამშდა! ოთხი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს და სულ რაღაც ექვსთვიანი განშორების შემდეგ დამშორდა! აუცილებლად უნდა ჩავიდე და გავიგო მიზეზი. ისე ვერ მოვისვენებ! -სისულელეა იმ კაცისთვის ბრძოლა, რომელიც სკაიპით დაგშრდა. მაგრამ თუ ასე გინდა მისი ნახვა მატარებლით შეგიძლია ჩააკითხო. -ვერ ჩავაკითხავ, - ამოილუღლლუღა გოგონამ, - ამდენი ფული თან არ მაქვს. მატარებლით იქ, რომ ჩავიდე სასტუმროს ფულს გავხარჯავ და ლიამს სახლში ის გოგო რომ ყავდეს მერე რა ვქნა? ფრანკომ გაგების ნიშნად თავი დაუქნია, შემდეგ კი უცბად გონებაში ერთი მეთად სასიამოვნო და ჭკვიანური აზრი დაებადა. -მე ფრანკო მქვია, - ეშმაკური ღიმილით უთხრა უცებ. -სოფი, - ნაზად გაუღიმა გოგონამ. -შენთან შემოთავაზება მაქვს, - ნელა დაიწყო და სოფის რეაქციას დაელოდა, რომელმაც მოსალოდნელი საფრთხე იგრძნო და წარბებ შეკრული რამდენიმე სანტიმეტრით უკან გაიწია, - დაგეხმარები რომ იტალიაში მოხვდე, თუ შენც დამეხმარები რაღაცაში. -რაში? - იდეით დაინტერესებულმა სოფიმ მაშინვე ყურები ცქვიტა. -რამდენიმე დღით ჩემი შეყვარებული უნდა იყო. _______________ იმედი მაქვს ისიამოვნეთ, გთხოვთ არ დაიზაროთ და გამოხატეთ თქვენი აზრი ჩემს ნაშრომთან დაკავშრებით. ელენე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.