salvation/ხსნა (თავი 5)
გეგას ხმის გაგონებისთანავე სახეზე ფერები გადამივიდა. -ცუდ დროს მოვსულვარ.-გავიგე მისი ხმა, რომელიც საშილად არ მესიამოვნა. რაღაც ვიგრძენი, ოღონდ კარგი არაფერი. -შემოდი..-უთხრა ალექსანდრემ -რა იყო ფეხები გაგიშალა უკვე? თუ ჯგუფურ სექსში აპირებთ ჩემს ჩაბმას?-ამის გაგონებისთანავე ძლიერი დარტყმის ხმა გავიგე. უკვე სისხლიანი ცხვირ-პირით შემოვარდა და აცრემლიანებული, მოტეხილი ფეხით დამინახა თუ არა გამომეტყველება შეეცვალა. -გეგა წადი.-გარეგნულად არ მეტყობოდა ის რასაც შინაგანად ვგრძნობდი. -თაა, მაპატიე. -გეგა, წა-დი.-ყვირილით დავუმარცვლე ბოლოს სიტყვა. -მაგდებ? -ხო. -ბაზარი არაა.-ახლა ალექსანდრეს მიუბრუნდა და თავისი სისხლით დასვრილი ხელი მხართან დაადო -კიდევ შევხვდებით.-მერე გავარდა და მთელი ძალით გაიჯახუნა კარი. უხერხულად ვგრძნობდი თავს ამ "კონცერტის" შემდეგ. -ბოდიში. . -ბოდიში რისთვის?-გაკვირვებულმა გამომხედა ალექსანდრემ. -პრიბლემები შეგიქმენი გეგასთან. -კარგი ტოო.. დაიკიდე, რა..-არაფერი მითქვამს ისევ თვითონ გააგრძელა საუბარი, მაგრამ გეგაზე არაფერი უკითხავს. ის თუ რატომ გავაგდე, ან რატომ ელაპარაკა ჩემზე ასე. -ლანა სადაა ნეტა ამდენ ხანს? -დაურეკე აბა. -მობილური მოიმარჯვა და ნომერი აკრიფა -სად ხარ?.. ხო კარგი.. დაგელოდები მაშინ.. კარგი..-უთხრა და გათიშა. -ათ წუთში მოვალ, გზაში ვარო. სახლში გავიარე და მაგიტომ შემაგვიანდაო. -აჰ, კარგი მაშინ. -მომენატრები ეს რამდენიმე კვირა რომ ვეღარ გნახავ ოფისში.-საგრძნობლად დაუთბა ხმა. -მეც. -რაა?! -მომენატრება რამდენიმე კვირა რომ ვერ ვივლი სამსახურში. -და მე? -შენი ისეთი ცინიკოსი ხარ როგორ უნდა მომენატრო. პირიქით დავისვენებ.-სიცილით ვუთხარი, ოღონდ რა მაცინებს მეც არ ვიცი. ზარმა დარეკა და ვეღარაფერი მითხრა. ლანა იყო. რაღაცეები ამომიტანა და ჩემთან დარჩა. ალექსანდრე მალევე წავიდა. ----- გათენდა თუ არა უფროსის ნომერი მოვძებნე კონტაქტებში. -ქალბატონო ნანა.. იცით?!.. უი მართლა?!.. დიდი მადლობა.. კი, კი მალე დაგიბრუნდებით.. ნახვამდის.. -უკვე სცოდნია ჩემი ამბავი. ალბათ ალექსანდრემ ან ლანამ უთხრა. ლანა დილით ადრე გავარდა სამსახურში. საუზმე გამზადებული დამიტოვა. ვუთხარი ჩემით მივხედავ ყველაფერს-მეთქი, მაგრამ არაო. ქეთი კიდევ არ დაბრუნებულა. არც მე არ მითქვამს არაფერი ფეხთან დაკავშირებით. ტყუილად ინერვიულებდა. თერთმეტი ხდებოდა ლალი და გიორგი რომ დამადგა თავზე. პანიკებში იყო ლალი, თითქოს რამე სერიოზული ყოფილიყო. იმ დღესვე დამაბრუნეს სახლში. რა თქმა უნდა თაბაშირის მოხსნამდე. რამდენიმე დღეში თანამშრომლები ამოვიდნენ სანახავად. ალექსანდრე სულ მწერდა. ნიკა და ქეთიც იყვნენ მოსულები. მოკლედ, ყველა ახლობელი. --- გიორგი რაღაც საღამოზე მიდიოდა და ლალის წაყვანაც აუცილებელი იყო. მართალია არ უნდოდა დედას, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა. ნატა და თორნიკე მეგობრებთან იყვნენ. ზუსტად მაშინ მომწერა ალექსანდრემ -ქალბატონო, მენატრები. -ამოდი ჩემთან თუ გინდა. -შენი მშობლების სახლში?-წამებში მივიღე პასუხი. -კი. არ არიან სახლში. -გამოვდივარ.- ნახევარ საათში ამოვიდა. იმ დღეს ფილს ვუყურეთ. მის მუხლებზე მედო თავი და ლეპტოპში ფილმს ვეძებდი. -ჩახმოვანებულს ვუყუროთ, რა.-სიცილით მითხრა და ჩემ თმებში ახლარა თითები. ----- ეს ერთი თვე ტანჯვა-წვალებით გავიყვანე. ლალი და მე ფოიეში ვისხედით და ჩვენ რიგს ველოდებოდით. ალექსანდრეც რომ გამოჩნდა. ორივე გადაგვკოცნა მერე ლალის გავაცანი. -მახსოვს, ჩვენთნ იყო ამოსული შენ თანამშრომლებთან ერთად.-ალექსანდრემ გაუღიმა და გვერდით მომიჯდა. რამდენიმე წუთი უხერხული სიჩუმე იყო. რა თქმა უნდა ლალის გამო. მერე ალექსანდრემ გვკითხა -დალევთ რამეს? -წყალს.-ვუპასუხე და დედას გავხედე -თქვენ? -მე არაფერს შვილო, გმადლობ.-ალექსანდრე ფეხზე წამოდგა და წყლის კონტეინერისკენ დაიძრა. -თათია, შენი შეყვარებული გეგა არ იყო? -იყო.-ვუთხარი და წარბები შევკარი. -ეს ახალია?-ინტერესით მკითხა. -არა, დედა უბრალოდ მეგობარია და ერთად ვმუშაობთ. -სხვა მეგობრებიც გყავს, მაგრამ იმათ ვერ ვხედავ აქ.-თვისას აგრძელებს ლალი, ალექსანდრეც მოვიდა და გაჩუმდა. ლალი მიხვდა რომ უნდა გასულიყო და -მე წავალ, ექიმს მოვიკითხავ. -კარგი, მიდი. -დღეს უეჭველი გხსნიან ხო? -არ ვიცი. იმედია.-ვუთხარი და ფეისბუქზე ნიუს ფიდს შევავლე თვალი. ტელეფონი რომ გამომტაცა ხელიდან. -შენი ფბ-ია ჩართული ხო?-მკითხა და ჩემ პროფილზე გადავიდა შესამოწმებლად. -რას აპირებ? -ჩაჩექინებას. საავადმყოფოდან ჩავჩექინდეთ მე და შენ. -ნუ სულელობ. ვერ ვიტან ეგეთ რაღაცეებს. -გეგასთან კარგად იტანდი. -არ უნდა გეხსენებინა.- ვუთხარი და ტელეფონი გამოვართვი. ლალიმ ხელით მანიშნა მოდიო ალექსანდრეც დამეხმარა და ექიმის კაბინეტში შესულს მუცელი დამეწვა იმის შიშით რომ მეტყოდა კიდევ უნდა გედოს თბაშირი ან ოპერაცია გჭირდებაო. -დღეს მოვიხსნით. გაგიმართლა, ახალგაზრდა ხარ ადვილად შეხორცდა.-ღიმილით მითხრა ექიმმა. კოჭლობით გამოვედი საავადმყოფოდან. ალექსანდრემ მიგვაცილა ჩემი მშობლების სახლამდე ოღონდ არ ამოსულა. ჩემოდანში ვალაგებდი რაღაცეებს ლალიმ რომ შემოყო თავი. -დღეს დარჩი და ხვალ წადი. -ვერა დედა, ხვალიდან სამსახურში უნდა წავიდე. მოსაწესრიგებელი ვარ. -შენ ხომ ვერაფერს გაგაგებინებს ადამიანი.-ესემესის ხმა გავიგე. გავხსენი, ქეთი იყო.. -დღეს ხომ მოდიხარ? -ახლა ვაპირებ გამოსვლას. ჩემი ბინის კართან ვიდექი და უკვე იმდენჯერ დავრეკე ზარი ვეღარ ვითვლიდი. როგორც იქნა გააღო ქეთიმ-მეთქი უნდა მეთქვა და მთელი სამეგობრო შემრჩა ბუშტებით და ტორტით ხელში. ყველა სათითაოდ გადავკოცნე. გეგაც იყო. ოღონდ საიდან გაჩნდა აქ, ან როგორ აზრზე ვერ მოვედი. ალბათ არ იციან ერთად რომ აღარ ვართ გავიფიქრე და მათთან აღარაფერი შევიმჩნიე. ყველა აიშალა, მაგრამ გეგა ადგილიდან არ იძვროდა. -სადმე წავიდეთ და ვილაპარაკოთ. -ლაპარაკს რამე აზრი აქვს? -აზრი ნებისმიერ რამეს აქვს. -მანქანაში მაშინ.-მინდოდა ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე დამემთვრებინა. -კარგი.-უხმოდ მივედით მანქანამდე. როგორც კი ჩავჯექით მაშინვე დაიწყო. -თა, ხო იცი როგორ მიყვარხარ. -არ ვიცი, რომ გიყვარდე იმ კახპასთან არ გექნებოდა სექსი და ვინ იცის კიდევ რამდენთან. -უბრალოდ გავერთე. -უბრალოდ გართობა მე არ ვიცი რა არის. მე და შენ სექსი რომ არ გვქონოდა კიდე ხო, მაგრამ სექსი გვქონდა თან ხშირად და კიდევ სხვებთან გარბოდი? -ეგრე არაა თათა, მართლა. -აქ ჩვენი ურთიერთობის აღსადგენად არ ჩამოვსულვარ. ვერც მეგობრებად დავრჩებით, არ შემიძლია ეგეთი ურთიერთობები. უბრალოდ ბედნიერებას გისურვებ. გაკვეთილი ყოფილიყოს ეს შენთვის.-ვუთხარი და კარი გავღე გადმოსასვლელად ჩემი სახე თავის ხელებში რომ მოიქცია და მთელ სახეზე კოცნა დამიწყო. ხმის ამოღების საშუალებასაც კი არ მაძლევდა. ძალით მკოცნიდა. მერე ტუჩებზე გადავიდა ხელები მხრებზე დავადე და ვეცადე გამეწია, მაგრამ ვერ ვიშორებდი, წელზე ორივე ხელს ძლიერად მიჭერდა. ამაზე საზიზღრობა არაფერი იყო.ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა მეგონა მალე გავიგუდებოდი. ტუჩზე რომ ვუკბინე და ძლივს მოვიშორე. მანქანიდან გიჟივით გადმოვედი. კიდევ კარგი დღე არ იყო. სახლში რომ ავედი ქეთი ჭურჭელს რეცხავდა -აუ როგორ მომენატრე შენ ხომ არ იცი. -მეც ქეთ.. -ძაან უაზროდ ვიყავი მთელი საღამოები სახლში. -ახლა აქ ვარ.-გავუღიმე და სკამზე ჩამოვჯექი. -გეგასთნ რამე პრობლემა ხომ არ გაქვს? მთელი საღამო ისე ნეიტრალურში იყავით რომ. -ერთად აღარ ვარ.-ეს ვუთხარი და კითხვები დამაყარა. საშინლად არ მინდოდა რამის ახსნა, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვა და ყველაფერი მოვუყე. ბოლოს მითხრა კიდევ კარგი ახლა მიხვდი ვინც იყო. არ იდარდო არაფერზე მალე გადაგივლისო. --- საწოლიდან გიჟივით წამოვხტი შეშინებული, მაგრამ სიბნელის გარდა ვერაფერი რომ ვერ დავინახე მერე ნათურას გადავწვდი გვერდით და ავანთე. თთქოს გეგა ყურში დაბალ ხმაზე ჩამჩურჩულებდა „თაა.. თაა.. ჩემი თაა..“-იმდენად ცხადად მესმოდა ეს სიტყვები რომ გულუბრყვილოდ შემოსასვლელი კარიც კი შევამოწმე დაკეტილი იყო თუ არა. გათენებამდე ვწრიალებდი ლოგინში და ვერ ვისვენებდი. ვიცოდი უნდა მეტირა, მაგრამ ვერ ვტიროდი. სინამდვილეში კი საშინლად მტკიოდა გული. ვფიქრობდი არაფერზე და ამავდროულად ყველაფერზე. ფიქრებშიც კი ვერ ვახდენდი ერთ რამე კონკრეტულზე კონცენტრირებას. ერთმანეთში ირეოდა. ტყილად ვიწექი, ამიტომ დილით ადრე ავდექი. შხაპი მივიღე.. საშინელ სიამოვნებას ვგრძნობდი ისე მომნატრებოდა ნორმალურად წყლის გადავლება. კარადაში სიგარეტის კოლოფს შევხედე. 2 ღერირა იდო. ორივე ავიღე. ყავა გავიკეთე და აივანზე გავედი. ივნისის შუა რიცხვები იყო და დილიდან უკვე ცხელოდა. სამსახურში ერთი სული მქონდა ეს „მისალმების“ და „მოკითხვის“ დღე გადამეგორებინა. ვითომ ხომ არაფერი, მაგრამ საშინლად ვერ ვიტანდი. მიუხედავად იმისა რომ ერთ თვეზე მეტია არ ვყოფილვარ სამუშაო არ იყო ბევრი. სახლში წასასვლელად ვემზადებოდი უკვე ალექსანდრე რომ შემოვიდა. -დღეს არ გინდა სადმე წავიდეთ? -აუ, არაა.. -ყველაფერი ჩემთან ერთად რატო გიტყდება?-პასუხის გაცემაც არ დამამთავრებინდა კაბინეტიდან რომ გავიდა. ---- ესეც მეხუთე თავი. მაინტერესებს თქვენი აზრი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.