შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სიყვარული" თუ "სიძულვილი"?! (6 თავი)


3-05-2016, 00:41
ავტორი Tiko_Elikashvili
ნანახია 1 737

როგორც იქნა დადგა ნანატრი დღე...დილა ადრიან ნინა თამოსთან მივიდა და მზადებაში ეხმარებოდა.
-ნინა,შეგიძლია მისაღები ოთახი,რომ მოართვევინო?(ელზა)
-კი ახლავვე(ნინა)-პირველ სართულზე ეხმარეობდა ოთახის მორთვაში,როდესაც აჩი დაინახა.
-ნინა,შეგიძლია სკამზე ახვიდე და ის გაასწორო?(დამხმარე)-ნინა ავიდა,როდესაც ასწორებდა,სკამის ფეხი ყანყალებდა,აჩიმ უცბად დაინახა და დაუყვირა.
-ნინა,ფრთხილად!(აჩი)-ზუსტად ამ ყვირილზე დაიბნა და გადმოვარდა,საბედნიეროდ აჩი იქვე იდგა და დაიჭირა. ორივე გაინაბა,აღარავინ ახსოვდათ,მხოლოდ ერთმანეთს უყურებდნენ.
-დამსვი(ნინა)-გაუბედავად უთხრა.
-რატომ ახვედი,რომ ვერ დამეჭირე?წარმოგიდგენია რა მოხდებოდა?(აჩი)-ჩხუბი დაუწყო,თუმცა ეს სიყვარულით და ნერვიულობით იყო გამოწვეული.
-უბრალოდ...(ნინა)
-რა უბრალოდ,მართლა შეშლილი ხარ!(აჩი)-ძლიერად მოიუჭირა ხელი ხელზე.
-რატომ ინერვიულე!ასეთი რა მოხდებოდა!შენთვის რა მნიშვნელობა აქვს(ნინა)
-ძალიან დიდ!მე...(აჩი)-რაღაც უნდა ეთქვა,მაგრამ ელზა მივიდა მათთან.
-რა ხდება,რატომ ჩხუბობთ?(ელზა)
-იმიტომ,რომ რამის ძირს დაეცა.ზოგი ადამიანი სიცოცხლეს ეთამაშება(აჩი)-დაბღვერილმა უთხრა და ნინას შეხედა.
-დამშვიდდით,წადით და მოემზადეთ,სადაცაა სასიძო მოვა(ელზა)-ნინა გაემზადა,მაგრამ სამაჯური სახლში დარჩენოდა და არ ეკეთა.
-მეჯვარევ,მზად ხარ?(თამო)
-კი,მაგრამ სამაჯური დამრჩა(ნინა)-აჩიმ მოისმინა.
-წავალ შესაფერის ავარჩვ და მოგიტან(თამო)
მალე სტუმრები მოვიდნენ,ლუკაც მოვიდა,ყველა ცერემონიის დაწყებას ელოდა,ბაღში გავიდნენ.
-სიძევ,ნერვიულობ?(აჩი)
-კი,ძალიან(ლუკა)
-ბატონო აჩი,შეკვეთა მოგიტანეს(მსახური)-აჩიმ გამოართვა და ზევით ავიდა.
-შეიძლება შემოვიდე?(აჩი)-ნინასთან შევიდა.
-რამე მოხდა?(ნინა)
-გავიგე,რომ სამაჯური არ გაქვს.აიღე..(აჩი)-ყუთით მისცა,როდესაც ნინამ გახსნა და ნახა,ძალიან მოეწონა,ბრილიანტის თვლებით გაწყობილი სამაჯური,შუაში ლურჯი თვლით,თვალის მომჭრელი იყო.
-ლამაზია,მაგრამ ვერ ავიღებ(ნინა)-უკან გაუწოდა.
-ეს შენთვისაა.მე გაჩუქე(აჩი)
-თქვენ ჩემი უფროსი ხართ.საჩუქრის აღბა არასწორი იქნებოდა(ნინა)
-როგორც თქვი,შენი უფროსი ვარ,ამიტომ ნუ მეწინააღმდეგები(აჩი)-სამაჯური აიღო და გაუკეთა.. ქორწილი დაიწყო,ჯვრის წერა ჩატარდა,შემდეგ კი ცეკვები დაიწყო.
-ნინა,ვიცეკოთ?(მაქსი)-წინ დაუდგა და ხელი გაუწოდა.
-ვფიქრობ,ნინა დაკავებულია(აჩი)-შუაში ჩაუდგა და საცეკვაოდ წაიყვანა.
-თქვენ ხომ არ ცეკვავთ?(ნინა)
-ყველასთან არა(აჩი)
-ანუ?(ნინა)-დაბნუელმა ჰკითხა და პასუხის მოლოდინში გაირინდა,თუმცა აჩიმ პასუხი არ გასცა,მიიხუტა და ცეკვა განაგრძეს.ელზა მათ უყურებდა და უხაროდა.
-დეიდა,აჩის ნინა უყვარს?(მაქსი)
-ვფიქრობ კი,თუმცა ამას მხოლოდ მე ვხედავ.ისინი ვერ ხვდებიან(ელზა)
-მისვდებიან(მაქსი)-ცეკვის შემდეგ ნინა,თამოს ჩაეხუტა და მიულოცა. თაიგულის სროლის დროც დადგა,ყველას უნდოდა,რომ დაეჭირა,მხოლოდ ნინა იდგა მოშორებით და მათ უყურებდა.
-შენ რატომ არ დგახარ?(აჩი)
-ალბად იმიტომ,რომ გათხოვება არ მინდა(ნინა)
-ყველა გოგოს უნდა გათხოვება(აჩი)
-თუ ნამდვილად უყვართ მაშინ უნდათ.მე კი ჯერ არავინ შემყვარებია,ალბად ამიტომაც არ ვჩქარობ გათხოვებას(ნინა)
-ანუ უსიყვარულოდ არ გათხოვდები?(აჩი)
-არა,ვერ წარმომიდგენია იმ ადამიანის გვერდით ცხოვრება,რომელიც არ მიყვარს...(ნინა)-საუბარში გართულებს,თამოს ნასროლი თაიგული ნინას ჩაუვარდა ხელებში.ყველა მათთკენ იყურებოდა.
-როგორც ჩანს,ნამდვილ სიყვარულს მალე შეხვდები(აჩი)
-ალბად...(ნინა)-მათთან ელზა მივიდა.
-მალე შენც გათხოვდები...(ელზა)-თან შვილს შეხედა ეშმაკურად. საღამო მალე დასრულდა,თამო და ლუკა აეროპორტში გააცილეს,იქიდან კი აჩიმ ნინა სახლამდე მიიყვანა,როდესაც მანქანიდან გადადიოდა,ბიჭიც გადაყვა.
-ნინა..(აჩი)
-რა მოხდა?(ნინა)
-იცი?დღს..დღეს ძალიან ლამაზად გამოიყურებოდი(აჩი)-სიტყვებს ძლივს პოულობდა.
-მადლობ(ნინა)-აჩის ძალიან უნდოდა მისთვის ლოყაზე ეკოცნა,მაგრამ რაღაც ხელს უშლიდა.მათი საუბარი გიორგიმ და ირმამ დაინახეს,მოსწონდათ ეს ბიჭი და თითქოს ეცნობოდათ კიდეც,მაგრამ საიდან ვერ გაეგოთ.
-შვილო,ეს ბიჭი ვინ იყო?(ირმა)
-ჩემი უფროსი და თამოს ძმა..რა ხდება?(ნინა)
-არაფერი შვილო,მე და დედაშენს გვეცნო..კარგი ბიჭი ჩანს(გიორგი)
-კუდაბზიკა!(ნინა)-თავისთვის ჩაილაპარაკა და ოთახში ავიდა. მთელი ღამე აჩი ახსენდებოდა,მისი ხმა,ღიმილი.ცეკვის დროს როგორ უჩქარდებოდა გული,სუნთქვა ეკვროდა,როდესაც ის ეხებოდა.
მეორე დღს სამსახურში წავიდა,აჩის ნახვა ძალიან უნდოდა,თუმცა მთელი დღე არ გამოჩენილა.
-ჰეი,მია.ასეთი სახით რატომ ზიხარ?(ბექა)
-დავიღალე(ნინა)-ნაძალადევად გაუღიმა.
-დღს ბატონი აჩი არ არის და ყველა მშვიდადაა(ნია)
-რატომ არ არის?(ნინა)
-არ ვიცი,უბრალოდ დარეკა და თქვა,რომ რამდენიმე დღ არ იქნებოდა(ნია)-გოგო ამაზე უფრო დანაღვლიანდა..
საღამოს,როდესაც სამსახურს მორჩნენ,ნინა სეირნობდა,თან საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.
-"რას ვგრძნობ მის მიმართ?რატომ ვარ ასეთ ხასიათზე,როდესაც ვერ ვხედავ.-თავში ათასი კითხვა უტრიალებდა..-პირველად ვგრძნობს ასეთ რამეს,რა მჭირს?(ნინა)"...
დღეები გადიოდა,აჩი კი არ დაბრუნებულა,ნინას უკვე ძალიან ენატრებოდა,ამიტომ სულ ცუდ ხასიათზე იყო..ერთ საღამოს მაქსმა გაუარა სახლში მოტოციკლეტით და სასეირნოდ წაიყვანა.
-ნინა,ამ ბოლო დრროს რა გჭირს,სულ ცუდ ხასიათზე ხარ(მაქსი)
-არაფერია მაქსს(ნინა)-მოტოთი დადიოდნენ,როდესაც მოპირდაპირე გზიდან სატვირთო მანქანა გადმოვიდა და ეგრევე მათ შეეჯახა,ისინი კი ხევში გადაცვივდნენ. ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს და ახლობლებსაც შეატყობინეს..
-გამარჯობათ,ღმერთი გფარავდეთ(ელზა)-მათთან მივიდა,როდესაც გიორგი მობრუნდა თვალებს ვერ დაუჯერა.
-ელზა?აქ რა გინდა?(გიორგი)
-მაქსიც აქ არის,როგორც მითხრეს(ელზა)
-ანუ ნინა შენს ნათესავთან ერთად მოყვა ავარიაში?(ირმა)-გიორგიმ ერთმანეთს გააცნო ისინი.ექიმის მოლოდინში გიორგი და ელზა საუბრობდნენ.
-რამდენი ხანია რაც ერთმანეთი აღარ გვინახავს(გიორგი)
-იმ უბედური შემთხვევის შემდეგ..10 წლის წინ(ელზა)
-როდესაც ჩემი მეგობრის გარდაცვალების ამბავი გავიგე უნდა მოვსულიყავი,მაგრამ ჩემი ცოლი ავარიაში მოყვა და...(გიორგი)-ვეღარ დაასრულა.
-ვწუხვარ..(ელზა)
-თამო და აჩი როგორ არიან?(გიორგი)-მათ ხსენებაზე ორივეს გაახსენდათ,რომ ისინი ერთმანეთს უკვე იცნობდნენ.
-როგორ მიხარია.ჩვენი შვილები ერთმანეთს იცნობენ.ისე,რომ არც კი იციან წარსულში მათი ოჯახების ურთიერთობის შესახებ(ელზა)-ექიმი გამოვიდა.
-როგორ არიან?(გიორგი)
-ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია,მხოლოდ ხელი აქვს მოტეხილი და თავის მსუბუქი ტრამვა..მალე პალატაში გადავიყვანთ(ექიმი)
-ნინა?ჩემი შვილი?(ირმა)
-გოგონას მდგომარეობა შედარებით მძიმეა..როდესაც მოტოციკლეტი ამოყირავდა,გადმოვარდა და ძლიერად დაარტყა თავი,გონს არ მოსულა,მარჯვენა ხელი აქვს მოტეხილი და რამდენიმე ნეკნი დატვრეული,თუმცა...რეანიმაციაში გვიწევს,გულის ცემა სუსტი აქვს(ექიმი)-ამის გაგონებაზე გიორგი და ირმა გაშეშდნენ.
-ყველაფერი გააკეთეთ,რომ გადარჩს(ელზა). საღამოს ირმა და მარია სახლში წავიდნენ,ელზა და გიორგი კი დარჩნენ.
გამთენიისას ელზა რეანიმაციაში მივიდა და ცრემლ-მორეული აჩი დაინახა.
-შვილო,როგორ გაიგე?(ელზა)
-ოფისში დავრეკე და მითხრეს.როგორ მოხდა?მაქსმა წესივრად ვერ ატარა მოტო?(აჩი)-მისი ხმის ტონალობა იცვლებოდა,ხან წუხილი ხან კი ბრაზი.
-დამშვიდდი,აჩი.უბედური შემთხვევა იყო,მალე ორივე კარგად იქნება(ელზა)-შვილი,გიორგისთან მიიყვანა და ყველაფერი მოუყვა. მაქსი გონს მოვიდა,მალე დაწერდნენ კიდეც.
-ბატონო გიორგი,თქვენ წაბრძნდით დაისვენეთ.ამ ღამით მე დავრჩები(აჩი)
-კარგი შვილო(გიორგი). აჩი,მაქსთან შევიდა პალატაში.
-ძმაო,ნინა ნახე?(მაქსი)
-არა,რეანიმაციაში წევს..(აჩი)
-წადი ნახე...შეგიშვებენ(მაქსი)
-არა,აქ დავრჩბი(აჩი)-ჯიუტად იდგა,მაგრამ გული და გონება იქ იწევდდა,ნინასთან.
-მისმინე,ნინა შენს სახელს იძახდა,როდესაც სასწრაფოთი მოვყავდით(მაქსი)
-რას ამბობ,ალბად მოგეჩვენა(აჩი)
-არა!ზუსტად მახსოვს,მაშინ ჯერ კიდეც გონს ვიყავი.იმეორებდა:აჩი,აჩიო..შემდეგ კი გაითიშა.(მაქსი)-ბიჭი ამის მოსმენაზე გავარდა და დიდი შრომის მერე რეანიმაციაში შეუშვეს.მის გვერდით დაჯდა და ხელი ხელზე მოკიდა.
-"ნინა..გთხოვ გონს მოდი.ასეთ მდგომარეობაში ვერ გიყურებ...არ ვიცი,შიგნით რაღაც მტკივა..(აჩი)"-სიტყვებს ძლივს პოულობდა,ასეთ მდგომარეობაში პირველად იყო.ხელ ძლიერ მოუჭირა და შუბლზ აკოცა,როდესაც გასვლას აპირებდა რაღაც ხმა გაიგო.
-აჩი...(ნინა)-აჩიმ მიიხედა,ნინას თვალები ეხილა,მაშინვე მიბრუნდა და ხელზე აკოცა.
-კარგად ხარ?ექიმს დავუძახებ(აჩი)-ექიმმა გასინჯა და პალატაში გადაიყვანეს.
-საფრთხე აღარ ემუქრება.2 დღეში გავწერთ კიდეც(ექიმი)-აჩი მასთან შევიდა და სკამზე ჩამოჯდა.
-შენ...აქ იყავი?(ნინა)-დასუსტებული ხმით უთხრა და უხაროდა,რომ აჩის ხედავდა.
-კი,ვერ მოვისვენებდი.(აჩი)
-მაქსი როგორ არის?(ნინა)
-კარგად არის,სძინავს...შენც დაიძინე(აჩი)
-შენ?(ნინა)-თვალების დახუჭვა არ უნდოდა,რადგან ეგონა,რომ როდესაც გაიღვიძებდა მის გვერდით აღარ იქნებოდა.
-მე აქ ვიქნები(აჩი)-ნინას ხელი მოკიდა,მასაც დაეძინა.აჩი უყურებდა და ბედნიერი იყო,რომ ის სუნთქავდა და თვალებში უყურებდა.ხვდებოდა,რომ მისი გაშვება არ უნდოდა,ამას ვერ შეეგუებოდა...




თქვენი აზრი მაინტერესებს,მეგობრებო,მოგწონთ ჩემი მოთხრობა?გავაგრძელო დადება?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent