შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც ჩემი გახდები . (თავი 2)


3-05-2016, 12:51
ავტორი სოფა
ნანახია 3 055

მაინც ჩემი გახდები. (თავი 2)
მეორე დღეს სახლში გამწერეს .
ჩემდა გასაკვირად ლუკამ წამომიყვანა სახლში და მერე მთელი დღის განმავლობაში , გვერდიდან არ მომშორებია . ამ ბიჭში რაღაც განსხვავებულს და განსაკუთრებულს ვხედავდი , რაც ძალიან მომწონდა . ის არ გავდა სხვებს .
-ლიზა , გუშინდელზე მინდა , რომ ვისაუბროთ .- უცბათ დაიწყო ლაპარაკი და გაკვირვებულმა შევხედე .
-რაზე უნდა ვისაუბროთ? - ვკითხე და თვალებში ჩავხედე .
-აი , რომ გითხარი , ცემს გამო წაგივიდა გული-თქო ... ეგ არ უნდა მეთქვა რა . თან მერე ძაან დამცინავად შემოგხედე .. მინდა იცოდე უბრალოდ , რომ ეგეთი ტიპი არ ვარ . - ნერვიულად ლაპარაკობდა , რაზეც გამეღიმა .
-კარგი რა , დაივიწყე . ისეთი არაფერი არ ყოფილა . - თბილად გავუღიმე და მანაც ღიმილიანი სახით შემომხედა .
-არ მინდა ცოლი , ნუ ყოველშემთხვევაში ჯერ-ჯერობით . 23 წლის ვარ და სიმართლე თუ გაინტერესებს ჯერ შეყვარებული არ მყოლია . გოგოები კი მყავდა , თან რა ჩამოთვლის იმდენი , მაგრამ ს სიყვარული არ ვიცი რა არის . ცოტა არ იყოს და ძნელია ეს ჩემთვის და დარწმუნებული ვარ შენთვისაც . ახლა შენ ოჯახს სჭირდები და უნდა დაეხმარო , წელიწად ნახევარი ვიქნებით ,,ერთად“ და მერე ჩვენ ჩვენს გზაზე წავალთ რა .-ისე საყვარლად ლაპარაკობდა , თან ცოტა დაბნეული იყო ამიტომ, უცბად ჩახუტება მომინდა , მაგრამ თავი შევიკავე და უბრალოდ გავუღიმე.
-ჰო ჩემთვისაც ძალია ძნელია , მაგრამ ჩემი ოჯახისთვის ყველაფერს გავაკეთებ .-გამიღიმა და ჩემკენ წამოვიდა .
-ამიტომ , მოდი უბრალო ვიმეგობროთ რა . ხალხში ცოლ-ქმარი ვიქნებით , შინაურებში მეგობრები .- თვალი ჩამიკრა და გაჩერდა .-წამოდი ახლა , რამე ვჭამოთ , თორე კუჭი მაგინებს უკვე . სიცილით მითხრა და სამზარეულოსკენ წავიდა .
-საჭმლის გაკეთება იცი? -გამომცდელად შევხედე , მან კი თავი დამიქნია .
-ვიცი და თან , როგორი საჭმლის კეთება , ჩემო ლიზა , ნეტა იცოდე .-სიცილით მითხრა , მის სიცილზე კი მე გამეცინა .
-მოდი , მაშინ დღეს შენ იყავი მზარეული , მე კი დავაგემოვნებ შენს ნახელავს .-თვალი დამიქნია და წინსაფარი გაიკეთა .
-ახლა გავაკეთებ ომლეტს ხახვთან ერთად . - ეს თქვა თუ არა , მაშინვე სახხე დავმანჭე , რადგან კვერცხს ვერ ვიტანდი , მითუმეტეს ხახვთან ერთად შემწვარს .
-კარგი რა . სხვა რამე გააკეთე . მე მაგას არ შევჭამ .-პატარა ბავშვივით დავბრიცე ტუჩები , რაზეც ლუკას გაეცინა .
--კარგი , მაშინ მაკარონი მოვხარშოთ ხორცის ბურთულებთან ერთად , იმედია ეს მაინც გიყვარს .-შემომხედა და ჩემს პასუხს დაელოდა .
-ჰო კარგი , ეგ გააკეთე , მაგრამ ისე მაგის გაკეტებას რა უნდა . ტყუილად იბრალებ , მაგარი მზარეული ვარო რა .-სიცილით ვუთხარი და მისი სახის დანახვისას კიდევ უფრო გამეცინა .
-აუუ , რა ... იცოდე ახლა შენით მოგიწევს ხორცის გატარება , მერე სუნელების შეზავება , მერე ამ ხორცის ბურთულების შეწვა და მაკარონის მოხარშვა .-პატარა ბავშვივით ჩამოარაკრაკა გაბრაზებულმა და მანაც ტუცები დაბრიცა . ამ მომენტში მშობელი დამეფიცება , რომ უსაყვარლესი იყო ...
-კარგი მიდი , აღარ ვამბობ არაფერს . იცოდე ცხარე საჭმელი მიყვარს , რავი მაინც გაითვალისწინე . - თვალი ჩავუკარი და სიცილით გავედი სამზარეულოდან .
-იცოდე , მხოლოდ რეს გიკეთებ საჭმელს . ცოლად , რომ მოგიყვან მერე შენ მოგიწევს კეთება .-სამზარეულოდან გასულს ხმა დამაწია , რაზეც კიდევ გამეცინა .
-კარგიი , საქმროოვ ...-მეც დავიყვირე ბოლო ხმაზე . ამ დროს მშობლები დავინახე , რომლებიც გაკვირვებულები მიყურებდნენ .-რაიყოთ ხალხო ... რა გაშტერებულები მიყურებთ? -ახლა მათ სახეებზე გამეცინა .
-ახლა შენ , ლუკას ელაპარაკებოდი? - დედამ გაკვირვებულმა მკითხა , რაზეც კიდევ უფრო ხმამაღლა დავიწყე სიცილი .
-არა დე , რა ლუკას . საყვარელი მყავს სახლში და იმას .-ახლა უკვე სერიოზული სახლით ვუთხარი , მაგრამ სახეზე , რომ შევხედე მათ კვლავ სიცილი დავიწყე .
-რა გაცინებს გო.... -ლუკას სიტყვა გაუწყდა ჩემი მშობლების დანახვისას .-გამარჯობა ბაონო თემურ , ქალბატონო ელენე . -ხელი ჩამოართვა ორივეს და მე შემომხედა .
-აუუ , იცი რა სახეები ჰქონდათ , რომ ვუხარი საყვარელი მყავს სახლში და იმას ველაპარაკები-თქოო?? - კვლავ სიცილი გავაგრძელე , რაზეც ლუკასაც გაეღიმა და ჩემს მშობლებსაც .
-კარგი ახლა , ნუ გიჟობ . წამოდექი ფეხზე და გამოდით მისაღებში , რაღაც საქმე გვაქვს თქვენთან ბავშვებო .-როგორც იქნა დავწყნარდი და მისაღებში ლუკას დახმარებით გავედი .
-აბა გისმენთ ...- ლუკამ სერიოზულად შეხედა მათ , მეც დავსერიოზულდი და პასუხის მოლოდინში გავირინდე .
-ლიზა , ვიცით , რომ ქორწილი არ გინდა ... ყოველთვის მაგას გაიძახი პატარაობიდან , რომ ქორწილი საჭირო არაა-ო , მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაციაა და ამ ამბავს ქორწილი ნამდვილად სჭირდება .-მამას თავი დავუქნიე და გავუღიმე .
-არ არის პრობლემა , მზად ვარ , რომ ბოლომდე მხარში დაგიდგეთ .-გამიღიმეს და ლუკას შეხედეს .
-იმედია ამ გიჟს გაუძლებ , როგორმე ამ წელიწად ნახევრის განმავლობაში .-ლუკას გაეცინა და თავი დაუქნია მათ .
-იმედია ... ახლა დაგტოვებთ , თქვენს ქალიშვილს საჭმელს ვუკეთებ . იმედია თქვენც დაგვეწვევით ...- მამამ მხოლოდ თავი დაუქნია და გაიღიმა .
-ძალიანაც ნუ მიაჩვევ შენს საჭმელებს , გაუჭირდება მერე შენგან წამოსვლა .-დედამ გაიცინა და ჩემს დაბღვერილ სახეს , რომ შეხედა , უცბათ დასერიოზულდა .
ცოტახანში ლუკამ დაგვიძახა . საჭმელი იყო არაჩვეულებრივი ... ვაქე და ვადიდე , რაზეც მას მხოლოდ ეღიმებოდა . ზუსტად ისეთი იყო , მე როგორიც მიყვარდა . თან ცხარე , ცოტა მარილით და კარგად დაბრაწული . ჭამის შემდეგ მისაღებში გადავინაცვლეთ . მშობლებმა გვეძინებაო და საძინებელში ავიდნენ , ამიტომ მხოლოდ მე და ლუკა დავრჩით და ფილმის ყურება გადავწყვიტეთ .
-და რომელ ფილს ვუყუროთ?-ლუკამ ინტერესით შემომხედა .
-რავი ,,უბის წიგნაკი“ კარგია მგონი , თან არ მაქვს ნანახი და მაგას ვუყუროთ . -მან თავი დამიქნია და ფილმი ჩართო .
-მე ნანახი მაქვს , მაგრამ მაინც ვუყუროთ , რადგან მართლა ძალიან საინტერესოა .
ფილმმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ... მართლა ძალიან მომეწონა . ფილმს ვაქებდი და მის რეჟისორს ვაღმერთებდი , რაზეც ლუკას ეცინებოდა .
ბოლოს უკვე ძილი , რომ მომერია ლუკა გავაცილე სახლში . ძალიან მინდოდა აქ დარჩენილიყო , მაგრამ მითხრა ხვალ ბევრი საქმეები მაქვს , თან დილით სამსახურში ვარ წასასვლელი და ტანსაცმელი აქ არ მაქვსო , მაგრამ დამპირდა საღამოს აუცილებლად შემოგივლი და სადმე წაგიყვან, რომ ხალხმა ერთად დაგვინახოს , თან კარგ დროსაც გავატარებთ ჩემს მეგობრებს გაგაცნობო.
მისი სიტყვები მესიამოვნა , მეც ბედნიერმა თავი დავუქნიე , ჩავეხუტე და ოთახში ასული მშვიდად გადავეშვი მორფეოსის სამყაროში .



ესეც მეორე თავი .
არ ვიცი რამდენად საინტერესო იყო ... მინდა , რომ სხვა ასეთი ტიპის მოთხრობებისგან განსხვავებული გამოვიდეს . თუ არ მოგეწონებათ დაწერეთ აუცილებად და ამის წერას შევეშვები ... ჰო და კიდევ , ძალიან დიდი მადლობა წინა თავზე დაწერილი კომენტარებისთვის . მიყვარხართ ყველანი ძალიან !



№1  offline წევრი kiko

ძალიან ძალიან კარგია. ნუ მე უფრო ცუდი ლუკა მომწონს მაგრამ ესეც არაა ცუდი. ასე დამტკბარი საუბრით უფრო მარტივად შეუყვარდებათ ერთმანეთი მე კიდე ასე არ მინდა უფრო მინდა რაღაც იკინკლაონ იჩხუბონ და რაღაცა :დ თუმცა კარგია

 


№2 სტუმარი lanu

Dzn kai momewona.gaagrdzele veli shemdeg tavs

 


№3 სტუმარი tamuna

Me momwons mati urtiertoba da es motxrobac<3shenc dzalian kargi gogo xar<3aucileblad gaagrdzele tore gadamimtereb sashvilishvilod:)

 


№4  offline წევრი Livv

Pirveli tavi ufro saintereso iyo vidre es.. Jobia intriga da dadzabuloba daamato))) ise kargia)

 


№5  offline წევრი isterichka123

Kargia dzqlian momewona ase gagrdzele

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

თუ არ მოგეწონათ დაწერეთ და შევწყვეტო, ეს მაგრად არ მომეწონა. ჩვენს მოწონება/არ მოწონებაზე არ უნდა იყოს ისტორიის ბედი დამოკიდებული. ახლა იმის შიშით, რომ არიქა ვინმემ ცუდი კომენტარი დადოს და შეწყვიტო ისტორია აღარ ვიცი გავაგრძელო თუ არა. ზოგ ისტორიას საერთოდ არ აქვს კომენტარი ხოლმე და უამრავი ნახვა აქვს. ისტორიის ბედი კომენტარებზე ნამდვილად არ უნდა იყოს დამოკიდებული!

 


№7  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Getanxmebi grafo shemdegs veli amas imito ki ar vkitxulob rom xval da zeg shewyvito momwons da axal tavs veli

 


№8  offline მოდერი -ნინაკა

-ნინაკა
grafo
თუ არ მოგეწონათ დაწერეთ და შევწყვეტო, ეს მაგრად არ მომეწონა. ჩვენს მოწონება/არ მოწონებაზე არ უნდა იყოს ისტორიის ბედი დამოკიდებული. ახლა იმის შიშით, რომ არიქა ვინმემ ცუდი კომენტარი დადოს და შეწყვიტო ისტორია აღარ ვიცი გავაგრძელო თუ არა. ზოგ ისტორიას საერთოდ არ აქვს კომენტარი ხოლმე და უამრავი ნახვა აქვს. ისტორიის ბედი კომენტარებზე ნამდვილად არ უნდა იყოს დამოკიდებული!


მარიამ, გეთანხმები.


სოფა, შენ კიდევ წარმატებები და აღარ იკითხო მეორედ.. <3

 


№9  offline წევრი kiko

ხო ეგრე არის მაგრამ მე არ ვამბობ რომ ზუსტად იმ ისტორიებს დაამსგავსე მეთქი უბრალოდ თავიდანვე ასე დამთბარი ურთიერთობა მარტივად აყვარებს პერსონაჟებს ერთმანეთს და მარტივადვე უტყდებიან სიყვარულში რის შედეგადაც იწყება რიგი ბანალური ფრაზები და მოქმედებები. მარტივი სიყვარული კიდევ ჩემთვის რაღაც აი როგორ ვთქვა ძალიან ბანალურია. და აი სიყვარულს რომ ახლავს რაღაც უფრო სირთულეები, ჩხუბი და ასე შემდეგ უფრო საინტერესოა ვიდრე მარტივი და ბანალური სიყვარულის ისტორია.

 


№10  offline წევრი სოფა

არ ვწყვეტ ამ მოთხრობის წერას ! რადგან დავიწყე დადება , ბოლომდე დავდებ ! თქვენს შენიშვნებს მივაქცევ ყურადღებას და ვეცდები , რომ შემდეგი თავი უფრო საინტერესო გამომივიდეს ! ♥♥

 


№11  offline წევრი მოლურჯო

მსგავსი სათაურები არ მხიბლავს
არც მსგავსი შინაარსის ისტორიები
რადგან უკვე ვხვდები რაც მოხდება
მთავარია შენ მოგწონდეს ამის წერა
თორე რა ერქმევა როგორი შინაარსის იქნება ვის არ მოეწონება
ეგ ნამდვილად არ უნდა გაინტერესებდეს..
მთავარია შენ მოგწონდეს ამ ყველაფრის წერა
--------------------
მარიამი

 


№12  offline წევრი (((end)))

მომეწონა <3 ველი შემდეგ თავს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent