შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვტრანსფორმირდი


4-05-2016, 14:40
ავტორი toroo
ნანახია 1 224

ღამეს ვათევდი , უკვე მერამდენეს დამღალა ცხოვრებამ 19 წლის გოგო, არც შეგონებები ჭრის აღარც მორალი არავინ არ მინდა ,მხოლოდ დასვენება იმ სამყაროში სადაც მე ვარ .. ოღონდ მე ამოუცნობი და ყველასთვის ერთადერთი სადაც ყველას მე ვუყვარვარ ,პატივს მცემს ,ამაყობს, იბრძვის ჩემთვის ... დავიღალე ამ სიმახინჯით აღარ შემიძლია , თენდება და ბოღმით სავსე ძალით ვიცვამ იმ ტანსაცმელს ,რომელიც ვერა და ვერ მოვიხდინე ,ან რა მომიხდება შკაფივით ვარ , რამდენჯერ მიფიქრია ეჰ ნეტავ ფიცარი მაინც ვიყო და სულ ფეხებზე დავიკიდებდი იმას ,ორმ სახლში პოლის ჯოხი ყველას აქვს-მეთქი მაგრამ ამაშიც არ გამიმართლა მუდმივი დეპრესიისგან სულ ვჭამ
-რა ვაკეთო ?
-მოდი შეჭამე - მპასუხობს ჩემი საზიზღარი და მახინჯი "მე"
მერე თავს ვსჯი ,მაგრამ არ ჭრის მეორე წამს კოვზით ხელში ისევ ვიკიდებ ის 2 წუთი სანამ ვჭამ ჩემზე ვის რა აზრი აქვს
ვნებდები... ცხოვრებას ვნებდები .... ალბათ სუსტი გამოვდექი
სუიციდზე არ მიფიქრი ეგეც დამეზარა იმდნეად არარაობა ვარ , ჰაჰ დამცინეთ ჯობია ,მაგრამ არ შემიცოდოთ ამას არ გაპატიებთ


თქვენი მონა მორჩილი მახინჯი ლიდა
მთელი ცხოვრება , მუდამ იმაზე ვფიქრობდი როგორ გავმხდარიყავი სასრუველი , ფსიქიატრთან წამიყვანეთ თუ გინდათ სიგიჟედ ჩათვალეთ ,მაგრამ ვიცი მე ხომ ვიცი ,რომ მხოლოდ ლამაზებს უმართლებთ ამ ცხოვრებაში , სულ ყურადღებას დავეძებდი ,რომლის მიღმაც ვრჩებოდი , საშულად ვსწავლობდი ვერც ამას დავიკვეხნიდი , ყველაფერში სულ საშულო ,საშუალო ,საშუალოო ... მომბეზრდა მინდა საუკეთესობა მინდა პირველობა- ჩემს თავს ვეჯუჯღუნები , ალბათ რამე გადატრიალება უნდამოხდეს მე ,რომ შევიცვალო....

უნივერსიტეტში ჩავაბარე ესეც ასე , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსისკენ მივაბიჯებ დღეს პირველი სემინარი მიტარდება , სასაცილოა ყველაფერი პირველია თითქოს ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო
-რატომ ვერაფერს ვერ ვგრძნობ ? -ვეკითხები ჩემს თავს და აუდიტორიის კარებს მთელი ძალით ვაჯახუნებ ,ოპა აშკარად ყველა მე მიყურებს არ ვიბნევით ლინდა არა , უბრალოდ შედი რა მოხდა

-უკაცრავად- ჩემდა გასაკვირად ძალიან თავდაჯერებული ტონით ვამბობ და გვერდულად ვუყურებ არაჩვეულებრივ სემინარისტს ,არც კი ვიცი რომელი საგანია , ან ამ კაცს რა ჰქვია ასე მწარედ ,რომ მომეწონა ძალიან სიმპატიურია ,ზედმეტადაც კი დახვეწილი გემოვნება ,რომ აქვს ფაქტია , ესეც საქორწინო ბეჭედი მაშინ ვამჩნევ თითებს წვერზე ,რომ იტარებს სექსუალურად და იმედები წამში ქრება ანდა რა იმედები სულელი ვარ , ჩემი თავი ვითომ ამ დილით არ შევათვალიერე სარკეში .
- პირველკურსელი სავარაუდოდ ხო ? - აი ხმაც მესმის , თავდაჯერება რომელიც არსაიდან მოვიდა ასევე სასწაულებრივად გაქრა და სანამ პირს გავაღებდი დამეხმარა ბატონი... მმმ რა ქვია ? არჩილი მოუხდებოდა ..რეებს ვბოდავ...
- მოკლედ რაც შეეხება ბოლო კონცეფციას - ბლა ,ბლა ,ბლა ვითომ არ ვდგავარ აქ ჩემთვის ჩუმად შევდივარ და აუდიტორიას ვათვალიერებ ,დიდი არაფერი უბრალოდ ყველაფერი სუფთაა , სიცარიელის შეგრძნება მაქვს ალბათ მომშივდა , კარგი რა კარგი სულ გშია ,ჩემს თავს ვტანჯავ...
-დაგვიანებულო თქვენი სახელი ? - 2 წუთი ვერ ვიაზრებ მე ,რომ მომმართეს და აქეთ-იქეთ დებილივით ვიყურები ,რა უნდა ამ კაცს აშკარად მაგიპნოზებს
-შენი,შენი - მომეჩვენა თუ გამიღიმა , სულ 15 ბავშვი ვისხედით და ყველას თავი ჩემსკენ იყო , ღრმად ამოვისუნთქე
-ლინდა - ისევ სიმტკიცე ხმაში , ჩემი თავი მაოცებს
-გოგონა ძალიან დაბნეული ხართ - გოგონაო ? ან ამას ვინ ეკითხება როგორი ვარ ან სახელი რაღას მკითხა თუ გოგონათი უნდა მოემართა ,ჰმ ესეც განათლებული გამომივიდა რა ... არადა ხმა როგორი აქვს თავდაჯერებული , ანდა ტემბრი, თვითკმაყოფილია ,მაგრამ იდიოტი ნამდვილად არა , სიმპატიურია პაჩწი ალენ დელონი , ისე გავს არა არა ნამდვილად გავს , ვარჯიშობს ? კი აუცილებლად ვერც კი მივხვდი რატომ მომინდა "ბლატნოი" გოგოს როლის თამაში ალბათ რაღაც ალღომ მიკარნახა ,რომ დროა ეს ის დროა როცა შემიძლია ცხოვრება ახლიდან დავიწყო და დავივიწყო ის უფერული დღეები სკოლაში ,რომ გავატარე იქნებ მეც მივხედო ჩემს ცხოვრებას და ყველას სხვა კუთხით დავენახო საკმარისია ამდენი კომპლექსი ... საკუთარი თავის მოტივაცია ,რომ დავასრულე შემდეგ ვუპასუხე
-არა ბატონო .. მმ უკაცრაფვად თქვენი სახელი ? - გაუკვირდა , არა გაშრა , არა გაფითრდა , ჰაჰა რა სასაცილო იყო იმწამს
-გეგა - ახლა უნდა მოვუგო ვაიმე სულ მავიწყდება სად ვარ ის ხომ ავტორიტეტულია , ჩემს თავს როგორც ყოველთვის არ ვუსმენ და ვაგრძელებ
- ბატონო , (სახელი არ გავიმეორე ) სულაც არ ვარ დაბნეული ,როგორც თქვენ აღნიშნეთ პირველკუსრელი ვარ პირველი დღეა და ადაპტირებას ვახდენ ,ჩემზე ნუ მოცდებით გააგრძელეთ სემინარი ძალიან საინტერესოა - ეს რეჩი რომც არ მეთქვა იმდენად ირონიული ღიმილი ავიკარი მხოლოდ ეგეც საკმარისი იქნებოდა, წარბები ზემოთ აზიდა ბატონმა გეგამ და გააგრძელა


არაფერი საინტერესო მხოლოდ 1 სემინარიღა მქონდა , არავინაც არ გამიცნია ,არც მქონდა სურვილი უბრალოდ მეძინებოდა სწრაფად მივედი სახლში დედაჩემს ყურადღება არ მივაქციე რახან ისევ მთვრალი ეგდო მდივანზე და სიგარეტს აბოლებდა , ღმერთო რას დაემსგავსა არაყმა დედა უტირა ერთ დროს ტოპ მოდელ ნანკა ქავჟარაძეს , მამაჩემი წავიდა არა წაეთრა , სულ ჩვენ ვართ 3 მე , ლეში დედა , მარტოობა ... ხანდახან შემოგვიერთდით ჩვენც გვაქვს ხოლმე სიახლეები
ისე კარგი ყოფილა უნივერსიტეტი 1 პლუსი ის არის ,რომ არანაირად არ მშია ნახევარი დღე არც მიჭამია ახლაც დავიძინებ არაფრის თავი არ მაქვს ...


1 კვირა გავიდა და მეც 1 კილო დავიკელი რაშია საქმე ? ნუ ძალიან სწრაფად ავინაზღაურებ მჯერა ,მაგრამ მაინც საინტერესოა , სხვა ისეთი არაფერი მხოლოდ ბატონი გეგა მესიზმრა ძალიან ინტიმურ სიზმარში , ქალიშვილობა მას ჩავაბარე საინტერესო აი ესეცაა...
-რა მჭირს ? სულ გავსულელდი , ისევ არავინ გამიცვნია უნივერსიტეტში ეული ვარ როგორც ყოველთვის !




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent