შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქმრის ვალი გავისტუმრე (7 თავი)


4-05-2016, 19:27
ავტორი zia-maria
ნანახია 4 397

ბედნიერება პეპელას ჰგავს. რაც უფრო მეტად ცდილობ მის დაჭერას, უფრო გისხლტდება ხელიდან, მაგრამ თუ ყურადღებას სხვა რაიმეზე გადაიტან, მაშინ ის ჩუმად მოვა და მხარზე დაგაჯდება. ასე იყო ზუსტად ნიკასთვის ეხლა, ის ბედნიერების მეცხრე მწვერვალზე კი არა, მეათასე მწვერვალზე იყო ასული. ანალიზის პასუხი ხელში ეჭირა და თვალებიდან ზუსტად ის ბედნიერების ცრემლები გადმოდიოდა რომელსაც ეს ათი დღეა ელოდება და უკვე ლანდად იქცა მოლოდინში. ტიროდა, დიახ ტიროდა და არც უცდია, ეს მისი სისუსტე დაემალა. მის წინ ბედნიერების მთელი სამყარო გადაიშალა. მზემ გაანათა და ცაზე მშვენიერი ცისარტყელა გამოჩნდ და ამ დამღლელი ათი დღის შემდეგ.
---ვიცოდი, ვგრძნობდი, ვხვდებოდი.-ნიკა პატარა ბავშვს დაემსგავსა, ოთახში დარბოდა ფფურცლებით ხელში და არ იცოდა რა გაეკეთებინა- ის ჩემი სულის, ხორცის ნაწილია, ის ჩემი ტყუპის ცალია, ჩემი მანათობელი ვარსკვლავი! - მერე მივარდა დალი ბებოსთან და ლოყები დაუკოცნა, ვერ გაიგო რა ხდებოდა დალი ბებომ. მის წინ მდგარ ნიკას თვალებ გაფართოებული უყურებდა;
---მითხარი ბებო რა ხდება? გამარკვიე, დავიბენი, გული დამელია ლოდინით, ვერაფერი ვერ გავიგე!- ღონე მიხდილი მიესვენა დალი ბებო სკამს.
---ბე, ჩემი სულის ნაწილი ვიპოვნე. ის რაც ჩემი იყო, მაგრამ მაკლდა სულ ეს 19 წელი და გულს მიკლავდა, ბე დაჯექი და მომისმინე კარგად- სკამზე მაინც შეასწორა ბებო, კარგად მოკალათდიო- ბე, პირველად რომ დაინახე ნათია რა იგრძენი? მითხარი ბებო! - დალი ბებოს წინ მუხლებზე დაეშვა ნიკა
---ის 3 წლის კულულებიანი, პატარა და ლამაზი გოგო იყო იქ რომ მოიყვანეს, ის იმ წუთში საწყალ დედაშენს მივამსგავსე, მასავით ლოკონები ქონდა და მის მსგავსად აბრიალებდა თაფლისფერ თვალებს!
---მეტი არ შეგიმჩნევია მსგავსება ჩემთან?- უფრო მეტის გაგება სურდა ნიკას.
---დაიცა, რომ გაბრაზდებოდა შენსავით ეცვლებოდა თვალის ფერი, მიდიოდა და იმალებოდა, აი ისე, როგორც შენ იცოდი, შენთვის ჩაკეტვა!- დალი ბებო მიაჩერდა ნიკას, მერე ექიმს გადახედა და ნიკაპი აუკანკალდა.
---ექიმო ნუთუ ნათია ჩემი ნიკას დაა? მისი ტყუპის ცალია? ღმერთოოო ორივე ხელები მაღლა აღმართა და მუხლებზე დავარდა. ხმამაღლა ამოუშვა ტირილი და გულზე ირტყამდა მის წლებისგან და შრომისგან დანაოჭებულ ხელებს.
---ვინ, ვინ მომპარა ჩემი შვილიშვილი? რას გვერჩოდნენ? რატომ ეს ხომ უნდა ამიხსნას ვინმემ? თქვენ რა იცით ნათიამ რამდენი დამცირება და ტანჯვა გამოიარა? როგორ უჭირდა, თურმე ჩემი სულის ნაწილს და მე აქ სახლში თბილად მეძინა ღამით! -დალი ბებოს ტირილზე მართალი ყველა მამაკაცი იდგა იქ მის წინ, მაგრამ ვერცერთმა ვერ შეძლო ცრემლის დამალვა. ნიკა ჩაიჩოქა ბებოს ხელები მოხვია და უთხრა;
---ბე მთელი წლის განმავლობაში, წლიდან წლამდე, გაზაფხულიდან ზაფხულს ან შემოდგომიდან ზამთარს ველოდებით, მთელი სიცოცხლე კი ბედნიერებას, აი, უკვე ჩვენ ბედნიერები ვართ, დედაც გვიყურებს იქედან და ბაბუც, ის ჩვენთანაა, ჩვენს გვერდით და დღეიდან აღარსად არ გაუშვებ. სულ, სულ ჩახუტებული ვატარებ და აღარ გაუშვებ ხელს არასდროს. მხოლოდ ის მითხარით მას როგორ ვუთხრათ ეს ყველაფერი. რაღაც მოიფიქრე ბე.- ბებოს წლებისაგან დაღარული სახე ხელებში მოიქცი ნიკამ და თვალებში ჩახედა- მე უკვე დავიღალე ამდენი ფიქრისგან! ბებო, მიშველე რა, არ მინდა ისევ დავკარგო.- შემდეგ კი გადახედა იქვე მდგომ ნოეს და ჯაბას, ექიმ რომას რომელსაც არ უცდია ცრემლის დამალვა.
---ჯერ საავადმყოფოში წავიდეთ ნათიასთან ჩვეულებრივად და სახლში მოსულს აუხსენით ნელ- ნელა სიტუაცია, უმჯობესია დალი ბებო თუ დაელაპარაკება! დაარიგა ნიკა რომამ.
--მართალია. ბე შენსავით ვერავინ ვერ აუხსნის ნათიას სიმართლეს. გემრიელობები მოამზადე, შენ იცი რაც უნდა გააკეთო და ჩვენ ნათიას მოვიყვანთ.
---არაფერი არ უთხრათ არც ნამიოკით არ მიანიშნოთ, რამე, მე ვიცი რაც უნდა ვუთხრა, დასამალი არაფერია უკვე, მან და შენც ყველაფერი სიმართლე უნდა იცოდეთ და ამ სიმართლეს კი ორივე ერთად გაიგებთ- მხნედ წამოდგა დალი ბებო ფეხზე
---კარგი ბე მივდივართ, როგორც შენ იტყვი ისე გავაკეთებ ყველაფერს! -ნიკა გახარებული გავიდა სახლიდან, კართან მისული მობრუნდა, დალი ბებოს შუბლზე აკოცა და ბიჭებთან ერთად თვალს მიეფარა.

ნათია მოწყენილი იწვა და უკვირდა ამ დრომდე თითქმის შუადღე იყო და როგორ არ გაახსენდა ვინმეს, სად იყვნენ ამდენ ხანს, ნუთუ ასეთი მოუცლელები იყვნენ ყველანი? ამ ფიქრებში იყო რომ მოულოდნელად პალატის კარები გაიღო და ოთახში ილო შემოვიდა.
---შეიძლება მოვინახულო ლამაზი გოგო?- იკითხა ილომ და პალატაში შევიდა თანხმობას არც დალოდებია.
---მობრძანდით- გაკვირვებულმა უთხრა ნათიამ. ილომ ლამაზი ვარდების თაიგული გადასცა ნათიას.
---ეს შენ, შენსავით ლამაზი არაა, მაგრამ მაინც შევარჩიე რაღაც. ვიცი რომ ლამაზი ქალბატონისთვის ლამაზი თაიგულის არჩევა მეტად რთულია.
---მადლობა, არ იყო საჭირო!- დაიმორცხვა ნათიამ.
---როდის გწერენ? ან რამდენი ხანი უნდა გქონდეს ფეხზე თაბაშირი?- ილო იქვე სკამზე შინაურივით და ახლო მეგობარივით მოკლათდა.
---გაწერით დღეს მწერენ, მაგრამ თაბაშირს მეტყვის ალბად ექიმი კიდევ რამოდენიმე დღე უნდა ვატარო- ნათიას საშინლად ეუხერხულებოდა ილოსთან ასე ახლოს ყოფნა, ერთ ოთახში და ილოს უტიფარი მზერა.
---აა, ძალინ კარგ...! და სიტყვის თქმა შეწყვიტა ილომ რადგან მისმა ტელეფონმა არ დააცადა, დახედა და სახე გაებადრა.
--ხო საყვარელო გისმენ! -ისე თბილად უთხრა დადნა ილო.
---,, არ არსებობს“- გაიფიქრა ნათიამ და თვალს არ აცილებდა მის მოძრაობებს, მის მიხვრა-მოხვრას, -ილოს წუთიერად დაავიწყდა სად იყო და აშკარად ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაუმტკიცა ნათიას რომ მას ორიენტაციაში გადახრები ქონდა.
,,ეს რომ ბიჭებმა გაიგონ ან იქნებ უკვე იციან? ფიქრობდა მისით ნათია. ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია, ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვრებს, მაგრამ ილოსგან ასეთს არ ელოდა, ეს ხომ შეუძლებელია, ის ისეთი სიმპატიური, ისეთი აღნაგობის, გოგოებს თითქმის თვალი რჩება მასზე, აი თურმე რაშია საქმე? რატომ არ ეარშიყება იქ მომუშავე გოგონებს და ყველას ეს უკვირს, ვერ ვიტან ეგეთებს. როგორც იქნა ილომ დაასრულა საუბარი და სახე გაბადრული მიტრიალდა, ---აააჰ, როგორ მენატრები... ერთი ამოიხვნეშა და გაახსენდა სადაც იყო. სახე დაასერიოზულა მიხვდა რომ ნათიამ მოისმინა მისი საუბარი, მაგრამ თითქოს გაატარა და ისევ დაიბოხა ხმა. მამაკაცის ხმით უთხრა ნათიას.
---გამიხარდა რომ კარგად ხარ, რამდენ ხანსაც გინდა და შენს ჯამრთელობას სჭირდება გამოჯამრთელდი და მერე ჩვეულებრივ გამოხვალ სამსახურში
---მადლობა ბ. ილო და მადლობა რომ მინახულეთ!
---მე უნდა წავიდე ნათია, მაგვიანდება და გამოჯამრთელებას გისურვებ. დაემშვიდობა ილო. მიხვდა რომ მან თავისი თავი, თავადვე გაყიდა. ნათია ისევ ფიქრებში ჩაიძირა, ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა. მაგრამ რაც არ უნდა შეხედო და გაგიკვირდეს სიმართლეა, მწარე სიმართლე.
----როგორ არის ყველაზე ლამაზი, თბილი და ტკბილი დაიკო? -ოთახში შეიჭრა ნიკა და ნოე დაკაკუნების გარეშე.
---მოხვედით? სად ხართ ამდენ ხანს? თქვენ თუ არ გეცალათ ის მასხარა რატომ არ მოვიდა რომ მიმატოვეთ დღეს აქ ყველამ?- ნაწყენი ხმით უსაყვედურა ორივეს ნათიამ.
---მოიწყინე? აი, დღეიდან ყველაფერი შეიცვლება და შენს გვერდით ვიქნები საყვარელო!- ყურებამდე გაკრეჭილი ნიკა ადგილზე ცქმუტავდა.
---ნიკოლოზ კარგად ხარ?- სერიოზულად იკითხა ნათიამ- რამე მოწიე?
---კარგად ვარ კარგად, ასე კარგად, ჯერ არც კი ვყოფილვარ, ექიმი შემოვა ეხლა და დანიშნულებას შემოიტანს, გადასახადს გადავიხდით და წავიდეთ სახლში! მოწევით არაფერი მომიწევია- თითქოს იწყინაო ნიკამ- ხომ იცი საერთოდ არ მხიბლავს ეგეთები- ბოლოს კი მაინც ყურებამდე გაიღიმა
---კარგი და ტანსაცმელი მომიტანე?- ნათიასაც გადაედო ნიკას არანორმალურად მფრინავი პოზიტივი
---კი, კი აგერ არის. ადამ აარჩია და ჩააწყო. თუ არ მოგეწონოს, მე არ ვარ დამნაშავე. -ხელები ასწია მაღლა ნიკამ. ნათიას გაეცინა მის ბავშურ საქციელზე.
---მომეხმარები შარვლის ჩაცმაში?-თხოვნით შეხედა ნიკას და სახეზე წამოწითლდა.
---კი, კი როგორ არა,
---მაგრამ დაუკვირდი უკუღმა არ ჩაგაცვას. -ბოლო ხმაზე ახარხარდა აქამდე ჩუმად მყოფი ნოე.
---ახალგაზრდებოოო!- პალატაში ექიმი შემოვიდა.- ემზადებით? მოხმარება გინდათ? მედდას გამოუშვებ ახლავე -და გასასვლელად მოემზადა, რომ უცებ შემოტრიალდა.
---ხო ნიკა ყველაფერი გადახდილია, რაც გადასახდელი იყო.
---კარგი რა რომა რატომ გააკეთე ეს- ეწყინა ნიკას.
--ეს ჩემი დანაშაულია, ნათია რომ 10 დღე აქ იწვა და ეხლა 20 დღე სახლში რომ უნდა იწვეს- თქვა და ნათიას გადახედა.
---რაააააა? კიდე ოცი დღე? უი დედა რა ამბავია, ამდენი წოლა? უუუუფ.-აწუწუნდა ნათია
---აბა ძვალი ხომ უნდა შეხორცდეს!- უთხრა ექიმმა და გავიდა.
---ძვალი გაგიხმეს შენ და მიყვა მაგ უტვინო შენი თავი- ჩაიჩურჩულა ნათიამ რამაც ნიკას და ნოეს სიცილი გამოიწვია.
---ნიკა, ბესოს და ნუკრის ხომ ვნახავთ წასვლისას?
---ხო აბა, არ შემოსულა დღეს ნუკრი?
---არა, უი აქ იცი დღეს ვინ იყო? ილო იყო მოსული, აი ეს ვარდებიც მან მომართვა!
---ხოოო? რა უნდოდა? კი გამიკვირდა ვინ მოიმეტანა ასე კარგი თაიგული ვინ გაიმეტათქო?- სიცილი ატეხა ნოემ და ოთახიდან გავიდა.
---რა საზიზღარი ხარ ხანდახან, არაფერი არ უნდოდა, ისე მომიკითხა- ბეჭები აიჩეჩა ნათიამ.
---ჰე წავედიით, -ოთახში ნოე შემოვიდა ინვალიდის კრესლო შემოაგორა.
---აუ, როგორ მეზიზღება ეს სკამი!
--მოდი, მოდი დაჯექი აქ- სიცილით უთხრა ნოემ.
---ნათი, მე ექიმს ვნახავ და მოვალ, არ დავაგვიანებ.
---მალე მოდი ნიკა რა?-
---სანამ თქვენ იმ ორ უტვინოს ნახავთ, მეც მოვალ- ნიკა გამოვიდა და ექიმის კაბინეტში შევიდა.
---რომან მეგობრები ვართო ხომ მითხარი ასე ჰა?- ექიმის წინ სკამზე მოკალათდა ნიკა
---კი ვართ. მერე რა ეჭვი გეპარება, შენ ჩემს მეგობრობაში?
---არა რას ამბობ, ძალიან დამეხმარე, დღეს წვეულებას ვმართავთ სახლში და გეპატიჟები ჩვენს ვიწრო წრეში, ძმურად და მეგობრულად.
--მართლა? მოვალ ოღონდ მარტო არა!- ღიმილით უთხრა რომამ
--ვინც გინდა ის მოიყვანე, ოღონდ მოდი!
---მოვალ აუცილებლად და რომელ საათსაც მეტყვი იქ ვიქნები, ისე მე 6-ზე თავისუფალი ვარ!
---ხოდა პირდაპირ ჩვენთან, წავალ ეხლა.- მეგობრულად გაუღიმა დაემშვიდობა საღამომდე.
ნათია თუ მის პალტაში წუწუნებდა, მეორე პალატაში ბესო წუწუნებდა, დაიღალა წოლისაგან ისიც.
---კარგი რა ბესო, ტვინი შემიჭამე უკვე შენი წუწუნით და გული შემიწუხე უკვე რა! ეჩხუბებოდა ნუკრი.
---დავიღალე შე ჩე...ა ვააა- ტელეფონზე დაურეკეს ნუკრის და აღარ მიუქცევია ბესოს წუწუნისთვის ყურადღება.
--ხო,
---
-კი, არა ჯერ აქააა, დღეს გაწერენ!
---
---ვახ, ვახ, ვახ დაიწვა ჯიგარი შენი ცოდვით, ჩამოეთრიე პრიკაზებს რომ იძლევი მანდედან და შენ თავად სდიე აწი ბალვან- მიხვდა ბესო ვინც რეკავდა და სახეზე ღიმილ აკრული გასწორდა საწოლზე.
---დაიცა არ გათიშო, დღეს ილო იყო მისული და წითელი ვარდების თაიგული მიართვა.
---ჩაარტყი ეხლა მანდ მაგას თორე მე რომ ჩამოვალ ორმაგად ჩავარტყამ.-ბესომაც კი გიგონა ყურმილს მიღმა მამაკაცის ყვირილი
---კაი რა, ჩავარტყა ისედაც უტვინოა და ტვინი ისედაც გაულაყდება- უთხრა სიცილით ნუკრიმ მოსაუბრეს და სპიკერი ჩართო
---მიხედეთ მანდ საქმეს და სულ საქმის ყურში გყავდეთ გესმის?
---მომისმინე, ნათია ეხლა კიდევ 20 დღე სახლში იქნება, ამ დროში მე მგონი შენც მოაგვარებ საქმეებს მანდ და ჩამოხვალ, აბა შენ იცი, თავს მოუარე, ნებისმიერ მსხვერპლზე წავალ შენს გამო, თუკი ეს საჭიროებას მოითხოვს დემეტრე იცოდე- ნუკრი უკვე სერიოზულ ჩამოყალიბებულ მამაკაცს გავდა, რომელიც ძმად ნაფიცის გამო ყველაფერს გაიღებდა.
---გაიხედე შე უტვინო უცებ არ დაგადგეს თავზე რომელიმე და მერე უხსენი რა ხდება- სიცილი გაისმა ყურმილში
---თქვი რაღაც ჭკვიანური ხო იცი შენ.- ისევ აცანცარდა ნუკრი
---არა, თქვენ ხართ მარტო ჭკვიანები-შეუღრინა ბესომ ნუკრის, მაგრამ ნუკრიმ დემეტრესთან გააგრძელა საუბარი
--შენ ფიქრობ, რომ ხანგრძლივი სალაპარაკო არაფერია? სცდები დემეტრე, მე არ მინდა სიტუაცია დაიძაბოს, უშენოდ არაფერს არ ვაკეთებთ, მე დარწმუნებული ვარ ნათიამ იცის ვინ დაარტყა ბესოს.
---ეხლა ხომ ხვდები ნუკრი, რამხელა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდე, თუ რომელიმე მათგანს თვალში არ მოუხვალთ, მე რომ ჩამოვალ მწვანე მაშინ აენთება ილარიონს!
---და რას შვრები? რა გეგმები გაქვს?
---ასე, რომ მოემზადე საბრძოლველად, მაგრამ ჯერ სათანადოდ შეაფასე მოწინააღმდეგე, მთავარია დარწმუნებული იყო შენს ძალაში, ჩემს მოსვლამდე სწორი ნაბიჯი გადადგი, არ ინერვიულო, მოუგვარებელი არაფერია.
---როგორი მიდგომა იცი ადამიანზე, კაცის მოსაკლავად რომ იყო გამზადებული, შენთან საუბარი დაამშვიდებს ადამიანს!
---სიტუაცია აკონტროლე და მორიგი დარტმისთვის სათანადოდ მოემზადე, აი ესაა სულ ნუკრი.-- კარზე კაკუნი იყო, ბიჭები მიხვდენენ ვინც იქნებოდა
---დემე, მოემზადე შეხვედრისთვის არ გათიშო თვალს ჩავრთავ და შეხედე ჩუმად!- ნუკრიმ ტელეფონი სწორად დაიჭრა, ისე რო არავის არაფერი ეეჭვა და თან დემესაც კარგად შეძლებოდა მათი დანახვა.
---შეიძლება?- გაისმა ნოეს ბოხი ხმა.
---მობრძანდით კეთილო სტუმრებო!- ბესომ ღიმილით დაუძახა
--ავადმყოფის სანახავად, ავადმყოფი მოვიყვანე ბიჭებო! და ყველას გაეცინა ნოეს ამ ხუმრობაზე.
---როგორ ხარ ბესო ჩემნაირო! -ღიმილით უთხრა ნათიამ და საწოლს მიუახლოვდა ეტლს მიჯაჭვული.
---მტოვებ? მაგრამ დამპირდი რომ გამოვალ მეც აქედან ერთად ყავას დავლევთ, რომ გადამარჩინე ვალში ვარ შენთან!- უთხრა ბესომ.
---დახე ხალხო რა წუწურაქია? გადავარჩინე ნახევარი ჩემი სიცოცხლე იმ ღამით იქ დავტოვე და ყავით უნდა ეს რომ აღნიშნოს, ეხლა ხომაა ღირსი წავიყვანოთ და ისევ იქ დავაგდოთ უპატრონოდ ჰა?- თითქოს გაბრაზდაო ნათია და ღმილით მიაჩერდა ჯერ ნუკრის შემდეგ კი ნოეს
---ოოოხ გენაცვალე ნათია, ყავა კი არა ერთი კარგი მამა-პაპური ხო?- ნუკრი ადგილზე აცეტდა
--ხო აბა? შავი წყალი შენ დალიე მე არ ვსვამ მაგ შენს ნახშირიან წყალს.- მხიარულად გადაიკისკისა ნათიამ.
--გოგო დაიცა, ჯერ სწორად გავიაროთ ფეხზე და მერე ვიფიქროთ მამა-პაპურზე, მერე დავაწყოთ გეგმები. - ბესომაც ღიმილით გასცა პასუხი
---აი ეს მესმის, კიდე სხვანაირად ჟღერს- გაეცინა ნათიას და თვალი ჩაუკრა ნუკრის, მერე კი განაგრძო- იცით? მადლობა მინდა მოგიხადოთ ამ დღეებში სულ ჩემს გვერდით რომ იყავით, ასეთი მეგობრულები და ასეთი მხიარულები. მადლობა ყურადღებისთვის, რომ მოწყენის საშალებას არ მაძლევდით და ჩემი მშვიდი ნერვები დავიწყებას რომ მიეცით.
---ნათია, ჩვენ უკვე ეს სამეგობრო ერთმანეთის სამყაროს ვავსებთ. უკვე ისე ახლოს ვართ, მე მგონი დროა ერთმანეთს შენობით ვესაუბროთ და უფრო დიდი დრო გავატაროთ ერთად.- საუბარს ნიკაც შემოესწრო, რომელიც ის იყო დაუკითხავად შემოაღო ოთახის კარი და ბესოს სიტყვები მოისმინა, ომახიანა ხმამაღლა წარმოთქვა.
---ჩვენ ვიღებთ ნამდვილ მეგობრებს საკუთარ ტერიტორიაზე, ასე რომ თქვენ უკვე უფლება გაქვთ ამ ტერიტორიაზე შემოსვლის ბიჭებო,-ღიმილით უთხრა ბიჭებს, შემდეგ კი განსაკუთრებულად ბესოს მიუბრუნდა- ველოდებით შენს ადგომას და ერთად ჩაუჯდეთ სადმე. აბა ეხლა დროებით!
---აბა კარგად და შეხვედრამდე- ხელის დაქნევით დაემშვიდობა ორივეს კი არა და სამივეს ნათია. ნიკამ ეტლით გაიყვანა ნათია ოთახიდან.
---გაიგონე დემე? რა საყვარელია!- სიხარულს ვერ მალავდა ნუკრი
---გავიგონე პირველი ნაბიჯი გადადგმულია!- უჟმური სახე ღიმილს დაეფარა
---მე ნიკას დიდი ხანია რომ ვიცნობ, ისედაც არ გამიჭირდებოდა მასთან დაახლოება, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელიაო მართალია ნათქვამი რომ არის!-სასიამოვნო ბარიტონი ისმოდა ოთახში
---ვატყობ დროზე ადრე ჩამოხვალ შენ აქ..
---წავედი მე საქმეები მაქვს, - მერე ბესოს მიმართა- ბესო კატა ხარ, მერამდენედ მოხვდი წელს საავადმყოფოში. საერთოდ რამდენი სიცოცხლე მოგცა ღმერთმა ჰა? მართლა უმადლოდე ნათიას!
---შემჭამეთ ეხლა, ალბათ საყვედურს ეტყვით რომ ნახავთ ახლოს რატომ გადაარჩინეო. შურიანები ხართ ორივე შურიანები.
---შენი საქმე არ არის მე რას ვეტყვი პირველი ნახვისას, როგორმე რამეს მოვიფიქრებ შენ რომ არ გახსენო.
---ჩემი გოგოა და ვბლატაობთო?- ამჯერად ბესოს ხმამაღალი ხარხალი გაისმა.- ჯერ დაიჩემე და მერე იბლატავე.
---ჩემი რომაა ეჭვი გეპარება?- ხმა გაიმკაცრა დემეტემ
---არა, გოგო არ გიცნობს, შენი არსებობბის შესახებ არაფერი იცის და როგორაა შენი?
---გინდა მეორე ფეხიც მოგტეხო?
---არა, ნათიაც შენი იყოს და მისი დალი ბებოც- უცებ უშველა ნუკრიმ ბესოს.
---აბა დროებით და უჩემოდ ნუ გადაწყვიტავ ნურაფერს გესმით?- უცებ მოჭრა დემეტრემ
---მესმის ხო დროებით!

სავადმყოფონად გამოვიდნენ თუ არა, ნიკამ და ნოემ სიცილი ატეხეს, ეტლისთვის ორივეს ჩაევლო ხელი ხან იქეთ მიაგორებდნენ ხან აქეთ.
---გეყოთ, დავიღალე- ნათიამ შეუტიათ- მეც ვზივარ აქ
---აუ, შენ ძმობას გეფიცები დამავიწყდა აქ რომ იჯექი და ლამის დაგტოვეთ-ხმამაღლა ახარხარდა ნოე
---წინ იყურე, ხალხი დადის- ბრაზობდა ნათია- თქვენ დღეს რაღაც განსაკუთრებულად ხალისობთ და რა ხდება?
---რაა? ჩვენ? სად?- სიცილს უმატა ნიკამ
---ნიკა უკვე ვფიქრობ რომ მართალი ვარ- ნათიასაც ჩაეტეხა ტუჩის კუთხე
---მოთმინება, მოთმინება ნათიუშკა- ნოემ ნათიას ეტლი მანქანამდე მიაგორა და გააჩერა.
----აბაა გავგაზოთ ხო პირდაპირ სახლში ნიკუშ?
---აბა ეს ფეხმომტვრეული სად წავიყვანოთ?- გადახედა სიცილით ნათიას ნიკამ. -ბაზარი არაა ნიკუშ მეც ცოტა მომშივდასავით რა!
---კი ტო მეც მომშივდა. დალი ბებო გემრიელობებს ამზადებს, შენ დიეტაზე ხარ ქალიშვილო- ღიმილით დახედა ნიკამ ნათიას
---აბა კი როგორ არა. ათი დღეა მაწონზე და ბულიონზე დამაყენეთ. ვეტყვი ბებოს შენ რომ მიგზავნიდი საჭმელს ჩემთან მოტანამდე ჭამდნენ ეს მხეცებითქო და მე მარტო მაწონზე ვიყავითქო. აი ნახეთ!?
---შენ რა გინდა დღეს სახლში არ შეგვიშვას?
---ზუსტადაც გამოიცანით, ის ყველა გემრიელობები მე დამრჩება!
---აუ რა ღორია ეს ნახე, გასუქდები და არავინ აღარ გითხოვს მერე!
--სანამ ჩემს კარს შემოაკაკუნებს ვინმე, მეც მოვიკლებ, დიეტას მაშინ დავიცავ როცა შევატყობ რომ უკვე დრო მოვიდა!
--აი მოვედით ავადმყოფო და გადმოგიყვანო ეხლა!- ამდენ სიცილ-ხარხალში როდის მივიდნენ სახლამდე არც ერთს არ გაუგია
---ვაიმე როდის დავდგები ფეხზე, თქვენი სათრევი რომ აღარ ვიქნები, უკვე მოგბეზრდით ხო?- ნათიამ ვითომ ცრემლი მოიწმინდა თვალიდან
---ეს მეორედ არ გავიგონო თორე, შუა ეზოში დაგდგამ ბიუსტივით და ხომ იცი გამკეთებელი ვარ, კუსე მერე იქედან მაგ თაფლისფერი თვალები და იყავი!
--უჟმური წამიყვანე სახლში ეხლა
---რა ვქნათ ნოე წავიყვანოთ თუ აქ დავტოვოთ?-
---წავიყვანოთ, ვერ ხედავ შიშისგან ფერი დაკარგა?-ამ ხუმრობაში ჭიშკარს მეორე მანქანა მოადგა და გადმოვიდა რომა ულამაზეს ცისფერ თვალებიან გოგოსთან ერთად! ნიკა და ნოე რომას მიაშტერდნენ ჯერ და მერე უცნობ გოგონას
.---დაიცათ არ წამოაყრანტალოთ რამე, რა იცით ვინ არის!- ჩუმად ჩასჩურჩულა ნათიამ ორივეს.
---კიდევ გამარჯობათ. აი ჩვენც მოვედით.- ღიმილით უთხრა რომამ სამივეს
.---მობრძანდით, შიგნით შევიდეთ! -მიიპატიჟა ნიკამ სტუმრები, ნათია ხელში აიყვანა და ისე წააციმციმა სახლისაკენ როგორც ბუმბული!
---ბებოოო .მოვედით სად ხართ ხალხო. კუკუმალობანას ვერ ვითამაშებთ, ნათია ვერ ირბენს გამოდით!- სახლში სიცილით შევიდა ნოე
---მოდით ბებომ შემოგევლოს, მისაღებში შემოიყვანე ნიკა და იქ დასვი ფრთხილად. მობრძანდით ექიმო ჩვენს მოკრძალებულ სახლში!- ახალ მოსულ სტუმრებს მიეგება ბებო.
---რას ამბობთ, რა მოკრძალებული, ძალიან ლამაზია ყველაფერი, ადგილიც მომეწონა და სახლის ხედიც, გაიცანით ეს ჩემი ცხოვრების აზრია. ჩემი სიცოცხლე, ჩემი მეუღლე ნატალია იაცკევიჩი. წარმოშობით პოლონელია!- ექიმმა მშვენიერი ქალბატონი წარუდგინა მასპინძლლებს
---ღმერთმა გაბედნიეროთ შვილო და გაგაძლიეროთ .ნამეტანი შორს კი წასულხარ ექიმო ამ ლამაზი გოგოს მოსაყვანად, თუმცა უნდა გითხრა რომ ღირდა კი წასვლა იქ საიდანაც წამოგიყვანია.! -ხუმრობით უთხრა დალი ბებომ რომას.
--მე არსად წავსულვარ ბებო თავად მომაკითხა და აბა ღირდა გასაშვებად?- უთხრა ღიმილით - ხოდა დავიტოვე ჩემთვის!-
--- აქ დაბრძანდით არ მოიწყინო ჩემო ლამაზო ჩვენ ცოტა სასაუბრო გვაქვს!- დალი ბებომ მისაღებში დივანზე მიუთითა
---არა, არა მე აქ ვიქნები და აქედან მოგისმენთ!- შესანიშნავად საუბრობდა ქართულად.
---ნათია ბებო, შენთან მაქვს ძალიან სერიოზულ თემაზე სასაუბრო ჩემო მერცხალო- ყველანი ნათას ირგვლივვ, უფრო სწორად წინ ჩამოსხდნენ.
---მშვიდობაა?- ნათის ფერი დაეკარგა სახეზე
---არ შეშინდე და არ შეაწყვეტინო სანამ ის არ დაამთავრებს ამბის თხრობას.- ნიკა იჯდა მის გვერდი, ნათიას ხელები მის ხელებში მოიქცია და ოდნავ შესამჩნევად მოეფერა- დღეს შენც და ჩემს ცხოვრებაში დიდ საიდუმლოს ეხსნება ფარდა. ამ საიდუმლოს ახსნაში უდედესი წვლილი ექიმ რომას მიუძღვის, რომელსაც ყველას წინაშე უდიდეს მადლობას ვუხდი!
---მე შენ როგორც მეგობარს გვერდით დაგიდექი ნიკა და მერე სიმართლეს ავხადეთ ფარდა. იმ სიმართლეს რომლებიც წლების მანძილზე ჩრდილში იყო თაროზე მიდებული და ტაბუ ედო. - რომა ექიმმა მხნედ გაუღიმა, აქაოდა რა სამადლობელიაო.
---გისმენთ დალი ბებო.- მოგვიყევი ამბავი რომელიც ყველას ასე ძალინ გვაინტერესებს- ნიკამ გაუღიმა ბებოს.
---იცოდე არ შემაწყვეტინოთ- ბებოს ეტყობოდა რომ საკმაოდ ღელავდა.



№1 სტუმარი A

Agar daikargo da male dade shemdegi tavebi. Umagresia

 


№2  offline მოდერი zia-maria

A
Agar daikargo da male dade shemdegi tavebi. Umagresia

ეს კარგი დღეები დაემთხვა საყვარელო.ხვალ დაიდება მომდევნო თავი.

 


№3 სტუმარი Mari

magari gogo xar :* yochag

 


№4 სტუმარი tasss

Aiii zaaan magariaaa momwons da veloodebiii shemdeg tavs warmatebebiii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent