შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Da Vinci's demons / დავინჩის დემონები [1]


4-05-2016, 22:02
ავტორი SUNNY.
ნანახია 1 997

ბავშვებო, აწმყოს და წარსულის ეპიზოდები არის არეული და ალბათ, მიხვდებით თვითონ <3

Da Vincis demons / დავინჩის დემონები 1

-ტატა, - ტელეფონში ისმოდა ძალიან დაბნეული ხმა, - შეგიძლია ჩემს სახლთან, ქუჩის კუთხეში, პატარა ბარში მოხვიდე?
-რატომ?
-რომ მოხვალ, მერე რომ დაგელაპარაკო ..
-მანდ არ მინდა, რა .. - გული მოეკუმშა ტატას, - სხვაგან რომ შევხვდეთ? ჩემთან ამოდი.
-ტატ, გთხოვ.
-ელე, კარგად ხარ? - ჭკუიდან გადაჰყავდა მეგობრის არეულ-დარეულ, გაბზარულ და ძალიან ნანერვიულებ ხმას.
ელეს სახლის ქვემოთ პატარა ბარი იყო, წითელ ფერებში გაწყობილი. იქაურობას ადრე ხშირად სტუმრობდა. ხშირად კი არა, საერთოდ არ არსებობდა ის ბარი მის გარეშე. ჩვეულებრივი, თბილისური სიტუაცია იყო, როგორც ხდება ხოლმე.
-მოვალ.
20 წუთში კუთხის პატარა, მრგავლ მაგიდასთან იჯდა. წინ, რა თქმა უნდა, ელე ეჯდა. დაბნეული, გაფითრებული, ენაჩავარდნილი და მან იცოდა, რად უღირდა ტატას ახლა, ამ გარემოში ყოფნა. იცოდა, როგორ აწვებოდა ყელში ბურთი და როგორ ცდილობდა ცრემლების შეკავებას.
-აქ იყო.
-რა? - გაეცინა ტატას.
-აქ იყო, - თვალები დააწვრილა ელემ, - სანამ მოხვიდოდი, აქ იყო, იკასთან და კოტესთან ერთად. დამინახა, მგონი ისიც გაიგო, რომ დაგირეკე და 5 წუთში გავიდა.
ტატას კანი აეწვა.
-ქალაქშია. - სახეზე ჩამოისვა თითები ელემ, - აქ არის. ისევ ისეთია,როგორიც წასვლამდე, უფრო სიმპატიურიც ..
-ელე, ნუ მეუბნები!
თავი დაუმძიმდა. 4 წლის განმავლობაში გონებაში დალექილი, ღრმად დამარხული ფიქრები ერთანად წამოეშალა. ფილტვები შეეკუმშა.
-დამელაპარაკე? - მეგობრის სიჩუმეს ვერ იტანდა ელე.
-აქ ჩამოსვლა ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო, რისი მიღებაც საერთოდ შეეძლო.
არ უნდოდა შემჩნეოდა, რომ გული ასტკივდა ისე გაუხარდა, რომ ყველაზე უთავმოყვარეო გოგოსავით შეეკვრა სუნთქვა და რომ ხელები ეყინებოდა, ისე უყვარდა.
-4 წელი გავიდა. - ტუჩი ნერვიულად მოიკვნიტა ელემ, - ახლა რა იქნება?
-არაფერი, ელე, არაფერი არ იქნება.
-ასე უბრალოდ? - არ ცხრებოდა ის.
ვერ იტანდა, იმიტომ, რომ სიცოცხლე გაუმწარა ტატას .. იმიტომ, რომ იყო წარმოუდგენლად რთული და მძიმე ადამიანი. იმიტომ, რომ 4 წელი მის გამო ჩუმად ტიროდა ტატა და რომ ცხოვრება მთლიანად დაამხო თავზე.
-ხომ იცი, ელე, არ იქნება სწორი, ახლა მისი ლანძღვა დავიწყო და გითხრა, როგორ ვერ ვიტან. არაფრის თქმა არ მინდა და გთხოვ, ნურც შენ მეტყვი რამეს.
-მხოლოდ ის მითხარი, რას აპირებ ..
აგიჟებდა ტატას ერთგულება მისდამი. აგიჟებდა ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ერთხელაც არ უთქვამს, რომ ეზიზღებოდა, რომ იტანჯებოდა, რომ ჯობდა საერთოდ არ გაეცნო.
-არაფერს, რა თქმა უნდა, - თავია სწია ტატამ, - თვითონ წავიდა, თვითონ დამტოვა . იცოდა, მისი ყოველ წამს მესმოდა და ისე მიყვარდა, ასე არავის არავინ რომ არ ჰყვარებია. მე არსად წავსულვარ. მე სულ აქ ვიყავი, ელე. ისე მიყვარდა, როგორც შემეძლო. ისიც იცოდა, ყველაფერს ვაპარიებდი ოდესმე.
-და იქნებ ის "ოდესმე" , აი, ახლა დგება .. ის, რაც თქვენ გადაიტანეთ, ტატა, ის რაც საერთოდ თქვენ გქონდათ, ეგეთ დასასრულს არ იმსახურებდა.
-ეგეთ დასასრულს არავინ იმსახურებს.
-ტატ ..
-ელე გთხოვ, შენთვის არასდროს არაფერი მითხოვია და ახლა გთხოვ, რომ ამაზე ნუღარ მელაპარაკები. გთხოვ, არ დამირეკო, თუ სადმე ნახავ. არ მითხრა, რომ ისევ ისეთია, როგორიც წასვლამდე იყო. არ მითხრა, რომ ისეთი მშვიდია, თითქოს არაფერს ნანობდეს .. რომ საერთოდ არ აინტერესებს სად ვარ, ან საერთოდ ვარ თუ არა. არ მითხრა, რომ ისევ ისე აფრენს. არაფერი მითხრა. 4 წელი გავიდა. 4 წელი უმისოდ. 23 წლის ბიჭი აღარ არის, რომ აქ ჩამოვიდეს და ისე გააფრინოს, როგორც მაშინ. არც მე ვარ ის 19 წლის გოგო, რომ ყველაფრი დავივიწყო. მაშინ ჰო .. მაშინ ალბათ ვაპატიებდი, მაგრამ ახლა არა. ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ წავიდეს. ალბათ საქმე აქვს, ან არ ვიცი, შეიძლება რამე მოხდა. წავა. აუცილებლად წავა.
ელე ხვდებოდა, რომ ამ სიტყვებით მხოლოდ თავს იიმედებდა ტატა და რომ არაფერი კი არა, ყველა დეტალი აინტერესებდა მასზე. და შეიძლება იმაზე მეტადაც უყვარდა, ვიდრე მანამდე.
ცხოვრებაში ალბათ ყველაზე საშინელი რამ იმის შეგრძნებაა, რომ პატიება აღარ შეგიძლია. იმის გააზრება, რომ 4 წელიწადში ცხოვრება ყირაზე დაგიდგა და სამყარო თავზე დაგემხო. მხოლოდ ტირილი უნდოდა ხმამაღლა. ღრიალი უნდოდა იმიტომ, რომ ისევ ყველაფერს ერჩივნა.. რომ ისევ ედგა თვალწინ მისი ღიმილიანი თვალები და რომ 15 წლის რომანტიკოს გოგოს ჰგავდა, სახურავზე ჩამომსხდარნი ვარსკვლავის ჩამოვარდნას და ოცნებების ახდენას რომ უცდიან. აგიჟებდა ის, რომ მთელმა ოთხმა წელიწადმა ვერაფერი მოუხერხა. ჭკუიდან გადაჰყავდა ყელში მოწოლილ ნერვებს. აღარაფერს ელოდა. მხოლოდ ტირილი უნდოდა, ძალიან.
ტკივილი, რომელსაც არ იცი, რატომ გრძნობ და ცრემლები, რომელსაც იმისთვის ღვრი, ვინც ამას ყველაზე ნაკლებად იმსახურებს.
სახლში წავიდა და ბალიშში თავჩარგულმა იმდენი იტირა, სანამ ღონეგამოცლილს არ მიეძინა.

იყო და არა იყო რა, ამ ქვეყნად რა არ ხდებოდა.

888

-ღმერთო, რა უბედურებაა ბოლო ხმაზე გინება? - აღშფოთდა ლელი და მოპირდაპირე კორპუსის აივანზე მოსიარულე, გაუჩერებლად მოღრიალე, წელს ზემოთ შიშველ ბიჭს შეუბღვირა, ტელეფონში ბოლო ხმაზე რომ უყვიროდა ვიღაცას და თვალები ჰქონდა სულ ჩაწითლებული. ცეცხლებს ყრიდა.
კარგად არ იყო.
-მერე, რა მოხდა? - თვალები გადაატრიალა ტატამ.
-ის, ტატა, რომ აქ ხალხი ცხოვრობს.
-და შენ მართლა გგონია, რომ როცა ადამიანები მწყობრიდან გამოდიოან, აინტერესებთ აქ ვინ ცხოვრობს?
გულწრფელად ეცინებოდა მას.
-შენ იცი, რომ ამის გამო საჩივრის შეტანა თავისუფლად შემიძლია? - არ ცხრებოდა ლელი.
ტატას სახე მოერყა.
-იმის გამო, რომ ადამიანი გააგიჟეს, შენ საჩივარი უნდა შეიტანო?
-აქ ბავშვებიც არიან!
-და მერე? ისე შეიყვანე ბავშვები სახლში, რომ არ დაანახო როგორ შეგვიძლია ადამიანებს გამწარება, როგორ გვინდება, რომ ერთმანეთს სულში ვაფურთხოთ და როგორ გვეწყება აფრენები, ჩვენ, დიდებს.
-გიჟი ხარ?
-რა შუაშია? - თვალები დაიწვრილა ტატამ.
-მგონი, შენ ვერ იგებ რას გეუბნები. არსებობს კანონები, ტატა და პიროვნული ღირსებები, რასაც ადამიანმა უბრალოდ არ უნდა გადააბიჯოს.
-არა, ლელი, ეს შენ ვერ იგებ რას გეუბნები.
-შენ მეუბნები, რომ არაფერია, თუ ადამიანი მწობრიდან გამოვა, საკუთარ აივანზე ბოლო ხმაზე იღრიალებს, ისე, რომ მთელ ქალაქს გააგონებს და მათ შორის ბავშვებსაც. - სახე აელეწა ლელის.
-ღმერთო, ლელი, შეიყვანე ბავშვები სახლში და ნუ აჩვენებ, როგორ გიჟდებიან დიდები.
-რა უნდა გელაპარაკო? - აგიჟებდა დის ხასიათი.
ჭკუიდან გადაჰყავდა იმას, რომ ტატას ყველაფერი სხვანაირად ესმოდა.
-შენ ან ისეთი უპრობლემო ცხოვრება გაქვს, რომ არასდროს გაგიფრენია, ან ძალიან დებილი ხარ.
-შენ გიჟი ხარ! - ხელები გაშალა მან.
-გავიგე, ლელი.
მშვიდი იყო ტატა. აუღელვებელი, ჰარმონიული და ძალიან, ძალიან გაწონასწორებული, როგორც ყოველთვის.
-რამე არის ცუდი იმაში, რომ არ მინდა ბავშვმა ეს მოისმინოს? - არ შეეშვა ლელი:) ამ გოგოსთან საუბრისას, თუ ჩხუბისას, თუ კამათისას .. ნუ, როგორც იყო, ავტომატურად შედიოდა აზარტში. გონებას აურევდა ტატა, წამოიწყებდა ჩხუბს და მერე ჩუმდებოდა. აი, მერე უკვე ლელი გიჟდებოდა, ან ნებისმიერი სხვა მის ადგილას.
ის ბიჭი კიდევ უფრო ხმამაღლა ყვიროდა.
-არა, ლელი, რა თქმა უნდა, არაფერი. - სახე გაატრიალა ტატამ.
-ტატა, მითხარი რა არ მოწონს?
-რამეს ვამბობ?
-მითხარი.
-შემეშვი, რა, ლელი. - გადაირია ის.
-ტატა!
-არ მომწონს, რომ 11-12 წლის ბავშვებს ზღაპრების სამყაროში აცხოვრებთ, თქვენ, დიდები. არ მომწონს, რომ ისე იქცევით, თითქოს სამყაროში ყველაფერი კარგად იყოს. არ მომწონს, რომ არ ელაპარაკებით. არც ის მომწონს, რომ თქვენ შორის არსებობს ტაბუდადებული თემები, რომლებსაც არასდროს განიხილავთ და არ მომწონს, რომ 12 წლის ბავშვებმა, ოთხ კედელს თავს რომ დააღწევენ და რეალობა ერთბაშად შეეხეთქებათ, არაფერი იციან და საერთოდ, მერე ჭკუიდან გადადიან, იმიტომ, რომ ამ დაწყევლილ სამყაროზე აქამდე არაფერი სმენიათ. მერე, წამიერად მასში აღმოჩნდებიან და გარშემო იყურებიან გაოცებულები. პირველად იგებენ, რომ თურმე აქ ხალხი გიჯდება, თურმე აქ ყველაფერი არც ისე ფერადია და თურმე, აქ ადამიანებს ერთმანეთი მწყობრიდან გამოჰყავთ. ამ დროს ხდება ყველანაირი უბედურება, ლელი. როცა ადამიანმა აქაურობაზე არაფერი იცის. როცა ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა გაგაგიჟოს ვიღაცამ ისე, რომ აივანზე გადმოდგე და ხმამაღლა იღრიალო. და შენ გგონია, რომ ამ ბიჭმა, მთელი ძალით რომ ღრიალებს, პიროვნულ ღირსებებს გადააბიჯა? შენ რა იცი რატომ ყვირის ... იქნებ პიროვნულ ღირსებებს მაშინ გადააბიჯებს, რომ არ იყვიროს.. არ მომწონს, რომ ყველაფერს მხოლოდ ერთი მხრიდან უყურებ, ლელი. და ჰო .. ყველანაირი უბედურება მაშინ ხდება, როცა ადამიანს ჰგონია, რომ პრინცესაა და სახლთან თეთრი ეტლი ელოდება!
-რაზე გინდა, რომ შვილებს ვესაუბრო? - ისევ გადაირია ლელი რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ.
-ყველაფერზე მინდა, რომ ესაუბრო.
-ისიც ჰყოფნით, რაზეც თვითონ ელაპარაკები. - ხელი აიქნია და სახე შეაბრუნა.
-ლელი, თავი დამანებე, რა. - გაოცდა ტატა.
მართლა ვერ იგებდა, თუ მისი მოსმენა არ უნდოდა, საერთოდ რატომ ეკითხებოდა რამეს.
-ვიცი, შენ გარდა ამას არასდროს, ა რ ა ვ ი ნ მეტყოდა. - ვერ მოითმინა ლელიმ და ისევ დას მიუბრუნდა, ოდნავ შეფაკლული სახით.
როგორც უნდა ეუარა, მაინც ანაღვლებდა ყველაფერი, რასაც და ეუბნებოდა . გულის სიღრმეში, რა თქმა უნდა, იცოდა რომ რასაც ტატა ლაპარაკობდა, შეიძლებოდა ძალიან დიდი უხეშობა, არაადამიანობა და ეგოიზმი ყოფილიყო, მაგრამ ეს იყო სიმართლე.
-ხომ ხედავ, ერთადერთი ვარ, სურვილი ჩაიფიქრე.
-საგიჟეთი. - ჩაილაპარაკა ლელიმ და აივანი დატოვა.
ის ბიჭი კიდევ დიდხანს ყვიროდა.
ცეცხლებიც კარგა ხანს აფრქვია და ღონე რომ გამოეცალა, გადაღლილი დაესვენა ხის ტაბურეტზე. რამდენიმე წამში ისევ წამოხტა და აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა. რამდენჯერმე მუშტი მიარტყა კედელს და ტატას ძალიან მოუნდა დაენახა, წამოუვიდა თუ არა სისხლი. მთელი სამყაროს სევდა ეტყობოდა თაფლისფერ თვალებში და იყო წარმოუდგენლად იმპულსური, საოცრად ფიცხი და მგონი, ცოტა გიჟი.
ტატამ ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილა გონებაში, ისეთი რა უნდა მოსვლოდა ამ ბიჭს, ასეთ მდგომარეობამდე რომ მისულიყო. ან, თვითონ მას რა უნდა დამართნოდა ისეთი, ოდესმე ასე რომ გაგიჟებულიყო. იმიტომ, რომ ზოგადად თვითონ იყო ძალიან გაწონასწორებული, სტაბილური და ყველაზე გამოუვალ სიტუაციებშიც კი - მშვიდი.

888

-კოტიკოოო, - სახლში სიცილით შექანდა ტატა და იქაურობა, როგორც ყოველთვის, გაანათა, - გილოცავ, ჩემო დიდო! ხომ იცი, ყველაფერი საუკეთესო რომ შენთვის მინდა.
მთელი სულით, გულით, სხეულით ჩაეხუტა მეგობარს და ხმაურიანად აკოცა ლოყაზე.
კოტემ რომ მოისიყვარულა, როგორც იქნა გაუშვა ხელი და ოთახში შესვლის უფლება მისცა. ისე უყვარდა, როგორც არავინ.
სახლი სავსე იყო სტუმრებით. ყველანაირი გარეგნობის, ყველანაირი სტილის, ჩაცმულობის და ხასიათის ადამიანი შეეკრიბა კოტეს. ტატას მთელი გულით აინტერესებდა, ამდენი მეგობარი ან საიდან აღმოაჩნდა ამ ბიჭს, ან როგორ შეკრიბა. ან .. ყველასთან ისე ახლოს როგორ იყო, რომ დაბადების დღეზე დაეპატიჟა.
დაქალებს ჩაუხტა შუაში.
გამოპრანჭვა საერთოდ არ უციდია, მაგრამ იმ დღეს მაინც განსაკუთრებულად ლამაზი იყო. მთელი საღამო გრძნობდა მზერებს. მთელი საღამო უწევდა უაზროდ ღიმილიც და ყველაზე, ყველაზე სულელური საუბრების მოსმენაც, ზოგჯერ იძულებით, მაგრამ მათში ჩართვაც კი. ლაპარაკი ზოგჯერ ამინდზე მიდიოდა, ზოგჯერ შეყვარებულებზე, ზოგჯერ ქმრებზე, დანგრეულ ოჯახებზე, სამსახურებზე და ასე შემდეგ.
საერთოდ, ტატა კოტესაც ატყობდა, რომ აქედან ნახევარზე მეტს თვითონაც ძლივს იცნობდა. მხოლოდ გამარჯობა თუ ექნებოდა მათთვის ნათქვამი და მართლა მთელი გულით აინტერესებდა ტატას, რატომ ამოხვეტა ამდენი ხალხი სახლში, ან საერთოდ რატომ მოუნდა ყოველთვის ძალიან სასაცილო, მასხარა და საკუთარ წრეში „გამოკეტილ“ კოტეს ამდენი ადამიანის დაპატიჟება.
იმ დღეს, კოტე საერთოდ არ იყო მხიარული. არც გახსნილი, არც მასხარა და ზოგადად, ეტყობოდა, რომ დროს საერთოდ ვერ ატარებდა.
იმდენი ხალხი იყო, ზოგჯერ ტატას მხედველობიდანაც კი ეკარგებოდა კოტე.
-მგონი, რაღაც ძალიან აირია სიტუაცია. - გადმოულაპარაკა ელემ.
ტატამ მხრები აიჩეჩა და ვისკი მოსვა. აქედან წასვლას ჯერ, რა თქმა უნდა, არ აპირებდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენლად უაზრო სიტუაცია იყო და ასეთი დაბადების დღე კოტეს არ შეეფერებოდა, ის მაინც ჯიუტად იყო დარჭობილი საკუთარ ადგილას.
რამდენჯერმე ატყდა ჩოჩქოლი. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, თითქოს ჩხუბობდნენ, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა .. ბიჭები გროვდებოდნენ ერთ ადგილას, რაღაცას განიხილავდნენ და მერე იშლებოდნენ, ისევ.
-არ წავიდეთ? - ერთ ადგილას ვეღარ ჩერდებოდა ელე.
ასეთ სიტუაციას მიჩვეული არ იყო. ისეთი სამეგობრო წრე ჰყავდათ, რომ მსგავსი არეულობა მათთვის ძალიან არადამახასიათებელი და საერთოდ, წარმოუდგენელიც იყო.
ტატა რომ მიხვდა, აქ მართლა ვერ გაერთობოდა და კიდევ დიდხანს მოუწევდა დანგრეული ოჯახების ტრაგიკული ისტორიების მოსმენა, წავიდეთო, თავი დაუქნია ელეს და ის იყო უნდა ამდგარიყო, რომ ლელი გამოვიდა სიტყვით.
-შეხედე, ეს ის ტიპია, გუშინ რომ მოგიყევი, ერთი ამბავი ჰქონდა გამართული აივანზე მეთქი. - დაქალს ბოლო ხმაზე ესაუბრებოდა ლელი და ტატას მთელი გულით მოუნდა, რაღაც ჩაერტყა იმ წამს დისთვის.
-ყურში თუ არ ჩაჰკივლებ, ლელი, კარგს იზამ. - ელემ მიარტყა მხარი ლელის და ტატას ანიშნა, გავიდეთო.
სანამ სტუმრებს დაემშვიდობნენ და სანამ კოტიკო მოძებნეს, სიტუაცია ცოტა ჩაწყნა. ტატამ რამდენჯერმე შეხედა გუშინდელი დღის „გმირს“, მკვლელი მზერით რომ ათვალიერებდა ლელი. სახე ისევ აფორიაქებოდა და ისეთი დაკვირვებული თვალი, როგორიც ტატას ჰქონდა, აუცილებლად შეამჩნევდა, რომ ეს ბიჭი არც ახლა იყო კარგად.
სანამ ის და ელე სტუმრებს ემშვიდობებოდნენ, მან რამდენჯერმე მოასწრო ოთახში გავლა-გამოვლა. თითქოს ვიღაცას ეძებდა .უცნაური იყო. ძალიან სიმპატიური .. წარმოუდგენლადაც კი, მაგრამ იმდენად დაძაბული, რომ რთულიც კი იყო , მისი საოცარი ნაკვთებისთვის შეგეხედათ. თვალები გაყინული ჰქონდა. რაღაცნაირად, უემოციო, მაგრამ მაინც დაძაბული.
ტატას ყელში ეჩხირებოდა ბურთი მისი ასეთი სახის დანახვისას. იმაზე მგრძნობიარე იყო, ვიდრე წესით უნდა ყოფილიყო და საერთოდაც, ყველა მიმიკას აქცევდა ყურადღებას.
ნერვებს უშლიდა ის, რომ აქ რაღაც ისეთი ხდებოდა, რაც არ იცოდა.
უკვე კარში იდგნენ, ელეს რომ უთხრა, ცოტა ხანს კიდევ დავრჩეთო და გაოგნებული შეაბრუნა ოთახში.
სკამზე ჯდებოდა, ვიღაც რომ დაეჯახა და უკან ინერციით გადააგდო. საერთოდ ვერ გაიაზრა რა მოხდა, ან საერთოდ, ასეთი ძალით ვინ დაეჯახა. მერე ჩხუბი ატყდა. რთული მისახვედრი არ იყო, რომ ამ აყალმაყალის ეპიცენტრში ის იდგა, ვინც ასე ძალიან აინტერესებდა ტატას.
შუაში ისე იჭყლიტებოდა, სუნთქვა ეკვროდა. ვიღაცამ დაავლო ხელი და სახლიდან გაიყვანა. გონს რომ მოვიდა, ტროტუარზე იჯდა და ყველაფერი უკვე დამთავრებულიყო.
გვერდით ელე ეჯდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ...
ოდნავ მოშორებით კოტესაც ხედავდა, აყალმაყალის „ეპიცენტრს“ რომ ურტყამდა მხარზე ხელს ძალიან მეგობრულად და რაღაცას უხსნიდა მთელი მონდომებით. როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, მეგობრები უნდა ყოფილიყვნენ და საერთოდ, კოტე აშკარად ძალიან კმაყოფილი ჩანდა დღევანდელი ჭიდაობით.
ტატამ გადაწყვიტა, რომ ეს ბიჭი ცოტა გიჟი იყო.
-ტატ, ელე, ხო კარგად ხართ? - ისეთი ბედნიერი მიუახლოვდა კოტე, რომ ტატამ მართლა ვერ გაიგო აქ საერთოდ რა ჯანდაბა ხდებოდა.
-ასეთი გახარებული, მგონი დღეს სულ არ ყოფილხარ. - გაოცა ტატამ .
მხარი სტკიოდა, მაგრამ ძალიან ცდილობდა არ შეემჩნია.
-სამართალმა იზეიმა, ტატუშკი.
-გიჟი ხარ? - გულწრფელად გაეცინა, - შენს საკუთარ დაბადების დღეზე, არაჩვეულებრივი სამართლის ზეიმი გქონდა გამართული.
კოტემ წიწაკისფერი მიიღო სიცილისგან.
-ვინმე სახლში წამიყვანს, თუ კიდევ დიდხანს ვუყურო როგორ ხოხავ ასფალტზე სიცილისგან? - ცოფებს ყრიდა ელე, - ან საერთოდ, ის ბიჭი ვინ არის, დაბადების დღე რომ ჩაგიშალა და შენც ძალიან ბედნიერი იღიმები. ხომ არ აფრენს? ან შენ ხომ არ აფრენ?
-სახლში მე წაგიყვანთ. - ღიმილით არ შეიმჩნია კოტემ მეგობრების გულწრფელი ფორიაქი.
საჭესთან კოტე იჯდა, გვერდით ის ბიჭი ეჯდა, სამართლის ზეიმი რომ მოაწყო კოტეს დაბადებისდღეზე და როგორც გაიკვა - ალექსანდრე რქმევია.
გოგონები უკან ისხდნენ. მთელი გზა უყრებდა ტატას მხარს კოტე. გალურჯებული ჰქონდა ოდნავ და რამდენჯერმე ხელი ისე მოიკიდა, არც შეუმჩნევია. კოტემ შეამჩნია, რა თქმა უნდა, და არც ალექსანდრეს გამორჩენია რამე.
ტატას და ელეს დაზარალება სამართლის ზეიმის პატარა, უსამართლო ნაწილი იყო, რომელიც არც კოტეს სიამოვნებდა და თუ სანდროს გამომეტყველებით ვიმსჯელებდით, არც ის ჩანდა ბედნიერი .. მაგრამ ტატამ მართლა არ იცოდა, როგორი იყო ამ ბიჭის მშვიდი, უდარდელი გამომეტყველება და უკვე ავტომატურად შეერაცხა ასეთად. ანუ, შეეგუა, რომ კისერზე და მკლავებზე აუცილებლად ეტყობოდა ძარღვები .. საფეთქელთანაც უთამაშებდა ძარღვი ოდნავ და იშვიათად, მაგრამ ხანდახან ყბებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს. ყველაზე ცუდი ცხოვრებაში ალბათ ის არის, როცა ასეთი მდგომარეობა ადამიანს უკვე ჩვეულებრივად გექცევა და ამაში საოცარი საერთოდ არაფერია. ანუ, „ჩვეულებრივი ამბავია“, თუ დაჭიმული ძარღვებითა და ჩასისხლიანებული თვალებით მოძრაობ ქუჩებში. ჩვეულებრივი ამბავია ისიც, თუ რაღაც გამუდმებით გაწუხებს და თითქმის არასდროს ხარ ბედნიერი. აი უჩვეულო კი ის არის, თუ კარგად ხარ.
გააჩერა თუ არა კოტემ მანქანა, ელე ისეთი ქოთქოთით გადახტა იქიდან, არც არავის დამშვიდობებია. ალეწილი სახით შევარდა ტატას სადარბაზოში. აცინებდა ტატას მისი ხასიათი.. ძალიან ფეთქებადი, ფიცხი, საყვარელი და სასაცილო ელე.
-ნახვამდის. - ბიჭებს დაემშვიდობა ღიმილით და ის იყო კარი უნდა გამოეღო, კოტემ რომ გააჩერა.
-ტატ, ბოდიში რა .. მხარი გაქვს დალურჯებული .. თუ დაგჭირდება რამე, დამირეკე, ვნერვიულობ. - ისეთი შეწუხებული ხმა ჰქონდა, ტატას ეცინებოდა მთელი გულით.
-კოტე, ისეთი ხმა გაქვს, მგონია, რომ საოპერაციოს მაგიდაზე ვწევარ გათიშული. - ისე გულწრფელად გაეცინა, ღიმილი ვერც კოტემ შეიკავა და ვერც სანდრომ, თუმცა, რა თქმა უნდა, თავი არ შეუტრიალებია.
-მაგრად მიტყდება, არ მინდოდა, ეგრე გამოსულიყო. პროსტა მართლა ისეთი სიტუაცია იყო, რომ სხვანაირად არ გამოდიოდა. - არ ცხრებოდა კოტე.
სახეზე ეტყობოდა, რომ მართლა ძალიან დარდობდა.
-არაუშავს, კოტე, ზოგჯერ სხვანაირად არ გამოდის, - გაუღიმა მეგობარს . ალექსანდრეს მწარედ გაჰკენწლა გულში რაღაცამ, ეს გოგო ძალიან , ძალიან მაგარი ვინმე იყო .. - ჯერ 10 საათია, იმედია, შენი დაბადების დღის დარჩენილ 2 საათს მაინც გაატარებ ისე, როგორც შენ გინდა. მთელი დღე მოღუშული დადიოდი.
-ტატ, მაგრად მიყვარხარ.
ტატამ გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა.
მხოლოდ ერთ წინადადებაში იმდენი დადებითი თვისება გამოამჟღავნა ამ გოგომ, რომ მეტი უბრალოდ შეუძლებელი იყო. მხოლოდ რამდენიმე, ძალიან გულწრფელ სიტყვაში ჩაატია გაგებაც, ნერვიულობაც, ზრუნვაც და მეგობრების უზომო სიყვარულიც. ტატა ამჩნევდა ყველა ვერ ნათქვამ სიტყვას და მეგობრების საფეთქლებზე ყველა, სულ ოდნავ ათამაშებულ ძარღვსაც კი.
სანამ საკუთარი სადარბაზოს კიბეები აირბინა მსუბუქად, თვალი გააყოლა ალექსანდრემ.
-ვინ არი? - ჰკითხა კოტეს მას შემდეგ, რაც ტატა სიბნელეში გაუჩინარდა.
კოტემ მხოლოდ გაუღიმა და მანქანა დაძრა. ღიმილი არც მთელი საღამოს განმავლობაში მოშორებია სახიდან და, მგონი, ღამითაც გაღიმებულს ეძინა

888

-ტატა, ფეხიდან სისხლი მოგდის? - ისეთი შეშინებული დაჰყურებდა ელე მის ფეხს, ტატამ სანამ დაიხედა, მართლა ეგონა, რომ 10 სანტიმეტრიანი ჭრილობა დახვდებოდა იქ.
-ნუ ხარ ისტერიკაში, - დაამშვიდა დაქალი, - არაფერია.
ელემ კარგა ხანს იქოთქოთა. გადარეული დადიოდა აქეთ-იქით და იქამდე ბურტყუნებდა, სანამ მინდელი მდგომარეობიდან არ გამოიყვანა.
-მაინც როგორ გაბედეს ამხელა ამბის ატეხვა?
-რატომ აბუქებ ასე ძალიან? - თვალები გადაატრიალა ტატამ.
ელეს აგიჟებდა მისი წარმოუდგენლად მშვიდი ხასიათი და მართლა ვერ ხვდებოდა, რატომ ესმოდა ტატას ის ყველაფერი, რაც ერთი საათის წინ მოხდა. რატომ იტანდა ასე მშვიდად, რომ მხარი ჰქონდა დალურჯებული, ფეხიდან სისხლი მოსდიოდა და საერთოდ, უბრალოდ რატომ არ შეეძლო, ნორმალური ადამიანივით გაბრაზებულიყო, მოჩვენებით მაინც.
-ნეტავ რა მოხდა? - ცნობისმოყვარეობა მოსვენებას „ვერ“ აძლევდა ელეს.
-არ ვიცი, ელე, გინდა, რამეს ვუყუროთ?

888

-როგორი მშვიდია, გაწონასწორებული, სერიოზული, საქმიანი, - უზარმაზარ ეკრანს მიშტერებოდა აღფრთოვანებული ელე, - ისეთი ქალია, თითქოს მისნაირი მეორე არ დადიოდეს.
-ელ, ვისკი სად გაქვს?
-გიჟი ხარ? - ინერციით შემობრუნდა ის, - არ მისმენ, რომ ვლაპარაკობ?
-გისმენ, ელე, მაგრამ ვისკი მაინც სად გაქვს?
-ვისკი არ მაქვს, - თვალები გადაატრიალა ელემ, - და საერთოდ, არანაირი ალკოჰოლური სასმელი არ მაქვს დილის 10 საათზე, ტატა.
ტატამ მობეზრებულმა განაგრძო უზარმაზარ, ღია შუშებში სასმელების თვალიერება.
-ვგიჟდები, წარმოუდგენელი ქალია!
-ელე გთხოვ, გაჩუმდი და ვისკი მაპოვნინე. - მწყობრიდან გამოვიდა ის.
-მეღადავები?- ადგილიდან წამოხტა ელე, - მეორე რიგშია, მესამე თაროზე. მაგრამ არ მომწონს, რომ რაც სანდროს ჩამოსვლის ამბავი გაიგე, მას შემდეგ ოფიციალური ალკოჰოლიკი გახდი. - მიახალა პირდაპირ და ტატას რეაქციას დააკვირდა.
სახე ჯერ გაუწითლდა, მერე გაულურჯდა, გაუმწვანდა და ბოლოს გაუფითრდა.
ელემ ძალიან ინანა, საერთოდ ხმა რომ ამოიღო. ისევ ტელევიზორს მიუჯდა.
ქალი საუბრობდა. მაღალი, სუსტი, საოცრად კლასიკურად ჩაცმული, სერიოზული, ლამაზი და ძალიან საქმიანი.
-მე ჩაი მინდა, - ბრძანება გასცა ელემ, - გამიკეთე, რა.
ძალიან დაეზარა, მაგრამ გაუკეთა.
რამდენიმე წამში გვერდით მიუჯდა და ფეხები აკეცა სავარძელზე.
-არ ჩუმდება, ხო? - ტელევიზორს მობეზრებული გამომეტყველებით შეხედა და გადამრთველს რომ დასწვდა გასათიშად, ელემ ოფიციალური ისტერიკა დაიმართა.
-შენ რა გინდა? - აღშფოთდა ის, - მე ვუყურებ და ნუ მითიშავ, ვა.
-ელე, ასე ძალიან თუ გინდა დედაჩემის ყურება, წამოდი ჩემთან, დაუჯექი და უყურე, ხომ იცი, ჩემზე მეტად მაინც შენ უყვარხარ.
-ტატა, ნერვებს მიშლი.
-გეყო, ელე, სწავლა-დარიგებები, იყავი მისი შვილი ორი დღით და მერე ვილაპარაკოთ. - ვისკი მოსვა ტატამ.
ელე გაჩუმდა. ისედაც ხევდავდა, რომ ტატა ყველაფერზე ბრაზობდა, ყველაფერი ძალიან უშლიდა ნერვებს და გიჟდბეოდა ელე, ამის მიზეზი ისევ ალექსანდრე რომ იყო. არ აცდიდა ამ გოგოს ცხოვრებას. ხან წასვლით ურევდა თავგზას, ხან ჩამოსვლით. ნერვები ეშლებოდა იმიტომ, რომ დათას ეგონა მართლა ყველაფრის უფლება ჰქონდა. ეგონა ისე ჩამოვიდოდა, აურევდა ტატას ცხოვრებას და მერე ისე გაქრებოდა, თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარიყოს.
-მგონი, აბუქბ. - წამოიწყო ორ წუთიანი დუმილის შემდეგ ელემ ძალიან მკაცრად, - აგიჟებთ, ჭკუიდან გადაგყავთ ეს ქალი და მეორე დღეს სამსახურში ისე მიდის, თითქოს სახლში თქვენ სულ არ ყავდეთ. ისეთი მშვიდია, თითქოს საერთოდ არაფერი ..
-ჰო, ეგ შეუძლია.
-მერე, ეგ ძალიან მაგარია! - აღფრთოვანდა ელე, - უმაგრესი ქალია მანჩო.
ტატამ არაფერი უთხრა. მხოლოდ ტელევიზორს მოარიდა თვალი.
-წამოდი, აივანზე? - უთხრა ელემ მას შემდეგ, რაც შეამჩნია, რომ ტატას ისედაც გაფუჭებულ ხასიათს ტელევიზორიდან მომზირალი დედამისი უფრო მეტად ამძიმებდა.
პუფებზე ჩამოსხდნენ. გრძელი ფეხები მოაჯირზე შემოაწყეს და 21-ე სართულიდან გადახედეს ქალაქს.
-დიდი ხანია, ჩემთან არ ყოფილხარ. - გაუღიმა ელემ. გულს ტკენდა დაქალის თითოეული გამოხედვა.
-ხო. - თქვა ორაზროვნად მან.
-ტატა, ნერვებს მიშლი. უნივერსიტეტში რატომ არ დადიხარ?
-ელე, რა გინდა?
-მაინტერესებს, ჩემი დაქალი რატომ არ დადის უნივერსიტეტში, რატომ აღარ მნახულობს, რატომ არ გამოდის სახლიდან, რატომ ჩამოსტირის სახე და საერთოდ, მაინტერესებს, რა ვუთხრა ბავშვებს როცა მეკითხებიან, სად ჯანდაბაში ხარ ..
-აქ ვარ, ელე და გთხოვ, ნუ ქმნი ტრაგედიებს. - თვალები გადაატრიალა მან.
-ტატა, ის შეიძლება საერთოდ არ წავიდეს და შენ სულ ასე ხომ ვერ იქნები?
-რა? - თითები გაეყინა. რომ არ წასულიყო, ეს იქნებოდა ნამდვილი ტრაგედია.
მის გაყინულ თითებზე სულ ეცინებოდა სანდროს
-გუშინ კოტეს ველაპარაკე, რას აპირებს მეთქი, ვუთხარი .. არ ვიცი, შეიძლება საერთოდ აღარც დაბრუნდეს, აქ თუ ყველაფერი ისე აეწყო როგორც უნდაო.
-და როგორ უნდა?
-არ ვიცი, ტატა, - ხმა გაებზარა ელეს, - მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება. ტატაზე გეუბნებათ რამეს მეთქი? კოტეს ვკითხე .. საერთოდ ხმას არ იღებს და რამდენჯერაც ვახსენეთ ისე შემოგვხედა, იმის მერე საერთოდ არაფერი გვითქვამსო.
ელემ ვერ გაიაზრა, როგორ ატკინა ამ სიტყვებით გული ტატას. მხოლოდ მისმა გახშირებულმა სუნთქვამ მიახვედრა, რომ მდგომარეობა უფრო დაუმძიმა და საკუთარი თავი ჯანდაბაში გააგზავნა, საერთოდ ხმა რომ ამოიღო.

888

აბა, გავაგრძელო?



№1 სტუმარი აფროდიტე

და ვინჩის დემონები? ისტორიას მონაკვეთებში გადავავლე თვალი და რატომღაც ვერ მივხვდი რატო შეურჩიე მაინდამაინც ეს სათაური.
სიმართლე, რომ ვთქვა პირველი თავისითვის დიდიც კი მომეეჩვენა, (ისეთი თავები უნდა იყოს რომ არ დაღალო მკითხველი)
რავიცი, გააგრძელე იქნებ სხვებს მოეწონოთ.

 


№2  offline წევრი SUNNY.

აფროდიტე
და ვინჩის დემონები? ისტორიას მონაკვეთებში გადავავლე თვალი და რატომღაც ვერ მივხვდი რატო შეურჩიე მაინდამაინც ეს სათაური.
სიმართლე, რომ ვთქვა პირველი თავისითვის დიდიც კი მომეეჩვენა, (ისეთი თავები უნდა იყოს რომ არ დაღალო მკითხველი)
რავიცი, გააგრძელე იქნებ სხვებს მოეწონოთ.


გამარჯობა. ამხელა იმიტომაა, რომ ყოველდღიურად ვერაფრით მოვახერხებ დადებას და ვეცადე პატარა არ გამომსვლოდა. რაც შეეხება სათაურს, ნელ-ნელა გამოჩნდება. მადლობა შეფასებისთვის <3

 


№3  offline წევრი tatalia

Cota gaugebrad wer veraferi gavige tatas 4 wlis dangreuli sikvaruli vinaa is bichi vinc aivanze idga ??wer rom aleksandre tavgzas ubnevdao da mere vigac datas axseneb chamokalibdi))))imedia sataurs gaamartleb tumca tavidan ragac mistikurtan davakavshire.

 


№4 სტუმარი Nino

Roca kote da sandro manqanashi isxdnen eg albat carsuli iyo, magas mere mivxvdi. Istoria zalian kargi da saintereso iyo. Yvelaferi momecoa

Roca kote da sandro manqanashi isxdnen eg albat carsuli iyo, magas mere mivxvdi. Istoria zalian kargi da saintereso iyo. Yvelaferi momecoa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent