შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღირსების საფასური ( 14 )


4-05-2016, 23:39
ავტორი ლილიანა
ნანახია 4 235

კალთაში დავარდნისას იგრძნო,რომ ტელეფონი გაუარდა ხელიდან.იმდენად მოულოდნელი და ამოუხსნელი იყო ეს ზარი,დრო დასჭირდა სიტუაციაში გარკვევისათვის.საზურგეს მიყრდნობილი ფიქრებში ჩაიძირა,თვალებს,ხან ძირს დახრიდა , ხან კი წინ გაიხედავდა,აშკარად გადაფასებას და დახარისხებას ახდენდა გონებაში ის სიტყვების თუ მოვლენებისა,რომელიც რამოდენიმე წუთის უკან მოხდა.
საშინელი წვა იგრძნო ნესტოებში,ყელში თითქოს გორგალი გაეჩხირა,მის და უნებურად აუცახცახდა ნიკაპი და იგრძნო,როგორ დაუსველა ცრემლმა ღაწვები.თვალები ძლიერ მოჭუტა,ღრმად ჩაისუნთქა და საკუთარ თავს შემოსძახა.
_ დამშვიდდი ლიკა,ჯერ გავერკვათ…..ჯერ გავერკვათ_ ხელის მტევნები განზე გაზიდა და რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა.
_ რატომ განვიცდი,რატომ,რატომ?_ საკუთარ თავს უჯავრდებოდა და ჰკიცხავდა.წამით შედგა,თავისივე სიტყვებს ჩაუღრმავდა,მერე ისევ მოეღუშა სახე,თვალები ცრემლით აევსო და დანანებით ჩაილაპარაკა;
_ გიყვარს_თითქოს დაამშვიდა ამ აღიარებამ, კმაყოფილმა გაიღიმა და საბანში ჩაძვრა.
მთელი ღამე ბორგავდა,ვერ ისვენებდა,გონებაში კვლავ და კვლავ ტრიალებდა ერთიდსიგივე სიტყვები,რომელიც ნათიასგან მოისმინა.ტანჯვით დაათენდა.
არც დემნას ძილი იყო უშფოთველი,საშინელ შინაგან უკმაყოფილებას გრძნობდა ნათიასთან შეხვედრით და მისი სახლში მიცილებით.ვერ ხვდებოდა რა და რატომ ,მაგრამ გრძნობდა,ეს შემთხვევითი არ იყო.მეორე მხრივ კი ისეთი განცდა ჰქონდა,რომ ამით ლიკას უღალატა,მართალია ფიზიკურად არა,მაგრამ სულიერად.
მეორე დღეს გათენდა თუ არა ჯერ ტორტების მაღაზიაში და სანაყინეში შეიარა და მაშინვე გეზი ბექასთან ერთად სოფლისკენ აიღო.
_ რა ტელეფონზე ლაპარაკი აგიტყდა გუშინ საღამოს,რას დამტოვე იმ ბ...სთან_თითქოს ბექა იყო დამნაშავე.
_ ძიძად,როდის მერე დამნიშნე? არ იცი რა სულის პატრონია ნათია? ალბათ თავისი საძინებლისკენ გიტყუებდა_ არ შეიმჩნია მეგობრის სიფიცხე და მშვიდად უპასუხა_ იმედია არაფერი მიგიქარავს.
_ გასულელდი?როცა მივქარე ის არ მეყოფა?_ მთელს სიბრაზეს საჭეზე ანთხევდა ჩაფრენილი_ ლიკას მაგაში გავცვლიდი?
მის სიტყვებზე ბექას გაეღიმა,მსუბუქად გააქნია თავი,მეგობარს მხარზე მოუთათუნა ხელი.
_ ოჰ ჟოფრეი ჟოფრეი.
_ კიდევ ერთხელ დამიძახებ ასე და ალაზანში ჩაგახრჩობ_ მოჩვენებითი სიბრაზით დაუბღვირა.
ეზოში შესულებს მოფუსფუსე თამილა შეეგებათ.გემრიელად დაყკოცნა ლოყები ჯერ შვილს,მერე კი ბექას.მიუხედავად უამრავი გაფრთხილებისა,რომ პატარა აღარ იყო,დედა მაინც თავისას არ იშლიდა.
_ დე ლიკა სადაა?_ მოავლო თუ არა მისაღებს და სამზარეულოს თვალი მაშინვე მისკენ შებრუნდა.
_ ოთახშია შვილო,ჯერ მხოლოდ 9 საათია.
_ კარგი მე ზემოთ ავალ_ დაიბარა და კიბეებს სირბილით აუყვა.
ლიკას არ ეძინა.სავარძელი ფანჯარასთან დაედგა და ფეხებაკეცილი და კოხტად მოკალათებული სივრცეში იყურებოდა.კარის ხმაზეც არ ჰქონია რეაქცია,მანამ ,სანამ მხარზე ძლიერი და თბილი ხელის შეხება არ იგრძნო.
ოდნავ შეკრთა,აშკარად არ მოელოდა ვინმეს იქ ყოფნას ასე ადრიანად,მითუმეტეს დემნას.
_ მოხვედი?_ დაბნეულმა ჩაილაპარაკა და უმისამართოდ გაიღიმა.
_ როგორ ხარ ლიკუ?_ მსუბუქად შეეხო მის კულულა თმებს ,მისკენ დაიხარა და ლოყაზე ფრთხილად აკოცა.
ქალი უხერხულად შეიშმუშნა ,თითქოს არ ესიამოვნა მისო შეხება,თუმცა არ გაუპროტესტებია.
_ რაც მთხოვე ყველაფერი მოგიტანე,თამილამ მაცივარში შეინახა ,სანამ ჩავალთ,რომ არ გალღვეს_კმაყოფილმა უთხრა და ზედატანი გადაიძრო.
_ მადლობა_ როგორც იქნა შემობრუნდა მისკენ_ როგორ ჩაიარა პრეზენტაციამ?
_ ძალიან კარგად,მომხმარებელი კმაყოფილი დარჩა.
_ მიხარია,მამაც იყო?
_ კი მირზაც იყო რათქმაუნდა.
_ სხვა არავინ იყო ნაცნობი?_ კითხა და დაიძაბა,თავადაც არ იცოდა რა სურდა პასუხად მოესმინა.
_ შორიდან ყველას ვიცნობ თითქმის ვინც იქ იყო,ზოგს სალამითაც_ კარადა გამოაღო და სპორტულები გამოალაგა.ცოტა პაუზა გააკეთა,თითქოს ორჭოფობდა,მერე ისევ ლიკასკენ შემობრუნდა_ ერთი ძველი ნაცნობი ვნახე,დიდად არ აღვფრთოვანებულვარ მაგრამ ,რას ვიზამთ ასეთი შემთხვევისგან არ ვართ დაზღვეულნი.ნათია ქვია,ადრე ვიცნობდი.
_ ბექაც იცნობს?
_ კი ბექაც,მაგარი გაცვეთილი გოგოა,იმდენი ქნა,რომ თავი სახლამდე მიმაყვანინა,მთელი გზა გულში ბექას ვლანძღავდი,მაშინ მოუნდა თეოსთან ტელეფონზე ჭუკჭუკი._ შინაგანად საოცარი კმაყოფილება იგრძნო,თითქოს ამ უბრალო სიმართლის თქმით მხრებიდან ტვირთი ჩამოხსნეს.
_ შეყვარებულია ბიჭი_ ხმაში სილაღე დაუბრუნდა,თვალები ისევ აუბრწყინდა,საშინლად ესიამოვნა დემნას გულწრფელობა,იმდენად სუფთა და ალალი იყო მისი საუბარი თი ხმის ტონი წამითაც არ დაეჭვებულა ქალი,რომ შეიძლება ქმარი ტყუილს ეუბნებოდა.
_ წავიდეთ ტორტი ვჭამოთ,სული მელევა უკვე_ თვალები საყვარლად დაკვესა და ქმრის გამოწვდილ ხელს ჩამოეყრდნო.
მაგიდასთან ყველა მოკალათდა_ დემნა,ლიკა,თამილა,ქეთო,ბექა და თეო.
_ ნუ რძალო,როგორ განებივრეს შენი ქმარი რა,მაგრამ დემნა ასე არ შეიძლება გასუქდება გოგო ამდენი ტორტით_ თქვა და დიდი ლუკმა პირისკენ გააქანა.
_ შენ ჩვენზე ნუ მოცდები შენი იდარდე,შენ რითი ანებივრებ ჩვენს სარძლოს? _ არ ჩამორჩა დემნა.
_ ვაიმე შვილო საცოლე გყავს?_ სიხარულისაგან შეიცხადა თამილამ.
_ საცოლე ნაადვევი ნათქვამია,თუმცა სასიამოვნოდ ჟღერს_ უხმოდ გადახედა დამორცხვებულ გოგონას.
_ ვინ არის შვილო?_ არ ეშვებოდა ქალი.
_ ტორტი ხომ არ დაგიმატოთ?_ ფეხზე წამოხტა თეო,სურდა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა,მაგრამ ბექას ხელმა,რომელიც მაჯაზე მოეჭიდა გასაქანი არ მისცა.
_ აი ეს_ სიამაყით სავსემ ახედა გულისწორს,ეს უკანასკნელუ კი მორიდებისაგან,სულ აღაჟღაჟდა ლოყებზე.
_ რას ამბობ? რა მაგარია_ ერთად შეიცხადა თამილამაც და ქეთომაც.
სამზარეულოში სადღესასწაულო განწყობა სუფევდა.
თამილა უკვე ვეღარ ისვენებდა,რადგან დემნა სახლში ეგულებოდა უკვე წასვლაზე ეჭირა თვალი.არავის თხოვნა არ გაიგონა და შუადღისკენ უკვე ჩაბარგებული დემეტრეს მანქანაში მოკალათებულიყო,მას უნდა წაეყვანა.
როგორც კი შორს დაიგულა ქმარი ლიკამ,საკუთარ ოთახში ავიდა და ტელეფონზე ნათიას ნომერი აკრიბა.ცოტა ხნიანი პაუზის შემდეგ ქალმა გადაპრანჭული და ცოტაც შეზარხოშებული ხმით გაწელილი ფრაზით უპასუხა:
_ ალოოო
_ნათიას ვესაუბრები?
_ დიახ
_ მე ლიკა ვარ დემეტრე ხუციშვილის მეუღლე ვარ.
_ ჰოო? და რა ხდება?_ აშკარად დააბნია მისმა ზარმა.
_ კარგი იქნებოდა ფხიზელი,რომ ყოფილიყავით,უფრო საინტერესო საუბარი გვექნებოდა,თუმცა არაუშავს,ვფიქრობ თქვენი გონება და ინტელექტი დიდ სხვაობას არ მოგვცემს თუ ფხიზელი იქნებოდით.მოკლედ და კონკრეტულად აგიხსნით ჩემი ზარის მიზეზს.პირველ რიგში გეტყვით რომ გითანაგრძნობთ,ქალებს ერთერთი ძვირფასი ღირსება ,რაც გაგვაჩნია ჩვენი პატიოსნება და სიწმინდეა,თქვენ კი საკუთარი ფეხის ტილოდ აქციეთ,მეორე რაშიც გითანაგრძნობთ ისაა,რომ საკუთარი ენის და სურვილების კონტროლი არ შეგიძლიათ და თავადვე იხლართებით საკუთარ ტყუილებში,რაც გალპობთ და მესამე რაშიც გითანაგრძნობთ ისაა,რომ ჯერ კიდევ ილუზიებში ცხოვრობთ იმის იმედად,რომ ჩემი ქმარი თქვენია.მინდა დაგამშვიდოდ და გაგახაროთ,ის ჩემია კანონით,გრძნობით და ფიზიკურად.მეორედ არ შეცდე და ან მე ან ჩემს ქმარს არ დაგვორეკო ან არ შეგვხვდე ,თორემ თავად დაზარალდები,იმიტომ,რომ დემეტრე ნარწყევს არასოდეს უბრუნდება._ ისე გათიშა,რომ მის პასუხს არ დალობედია,თუმცა ნაკლებად სავარაუდოა,რაიმეს თქმის თავო ჰქონოდა ნათიას.
შინაგანად საოცარ კმაყოფილებას გრძნობდა,ტელეფონს ძლიერად უჭერდა თითებს და იღიმოდა.თუმცა არა მარტო ამ გამარჯვების გამო,არამედ იმ გადაეყვეტილების გამო,რომლის განხორციელებასაც იმ საღამოს აპირებდა,რომელიც მის მომავალს საბოლოოდ შეცვლიდა.





№1 სტუმარი Teo...

Vaime martla gavgijdebi ,radros gawyvite cota kide ver moumate? Dzalian magari xar hemo avtoro.

 


№2  offline წევრი Marusia123

სიტყვები არ მყოფნის ისეთი მაგარი ხარ ♥♥♥♥ უკომენთაროდ: ** ერთს გეტყვი მხოლოდ ვგიჟდები მე შენზე ♥♥♥

 


№3  offline წევრი kora

ოჰო, აი მესმის თბილობა და ტკბილობა ლუკმა, იმ ტორტივით გემრიელი, რომლითაც ასე ანებივრებს დემნა ჩვენს გოგოს. ერთი რამაც უკმაყოფილების გრძნობა გამიჩინა ისაა, რომ მინდოდა დემნასაც გაეგო ნათიას ხრიკებზე და ლიკას ეჭვიანობაზე. საბოლოო ჯამში დამატკბო და გამაბედნიერა ამ სასიამოვნო თავმა და ახლა მშვიდად დავიძინებ <3
--------------------
kira.G

 


№4  offline წევრი Gone With Dreams

პაწაწინა იყო,მაგრამ კარგია რომ გაირკვა ყველაფერი და ლიკა არ აჰყვა ინტრიგებს :3 მომეწონა,მომეწონა. სასწაული ხარ love
--------------------
...

 


№5 სტუმარი )))

auuuuuu ra ubedurebaa ese dagvainebaaaa (( magram magari ikoo sad gawkvitee raaa .gazarde taveebi saswaul :dd

 


№6 სტუმარი lizazu

პირველ რიგში საოცრად კარგი და თბილი ისტორიაა და შენ ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ, მარგამ ამხელა დაგვიანების შემდეგ ამაზე უფრო დიდ თავს ვიმსახურებდითჩემი აზრით. ასე ძალიან რატომ აგვიანებ, დაგველია სული sad

 


№7  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

eseigii amm istriam chamitria dzalian gamatenebina ,... velodebi axal tavsssss imedia ar daagvianebb

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

ისე აგვიანებ რომ მავიწყდება წინა თავში რა წავიკითხე ასე მკითხველს ნამდვილად დაკარგავ თან ძალიან პატარა თავებს დებ.

 


№9  offline წევრი kiko

ო ბოჟე მოიიი. ძაან მაგარია მაგრამ საშინლად იგვიანებ. ვერ ვიტყვი რომ მავიწყდება რა მოხდა წინა თავში ამ შენი დაგვიანებებით მაგრამ მაინც. მიყვარს მე ეს ისტორია და ნამდვილად ვერ ვეგუები იმას რომ ამდენას აგვიანებ ახალი თავის დადებას. თუმცა ვაღიარებ და ღირდა ლოდინად. ოჰო იმედია ეს ის იქნება რასაც მე ვფიქრობ შემდეგ თავში

 


№10  offline მოდერი ლილიანა

სათიტაოდ ვერ გპასუხობთ,დიდ კომენტარს არ მადებინებს პროგრამა,ყველანი მიყვარხართ,მიხარია თქვენი თითოელუი სიტყვა საყვედურიც და შექებაც,მომდევნო ისტორიას სრულად დავდებ არ დავყოფ თავებად,იმედია ასე გამოვისყიდი ამ დანაშაულს <3 <3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№11  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუ რა საყვარლები არიან რა არ შემიძლია feel love

 


№12  offline აქტიური მკითხველი grafo

უიმეეე, ამ ლიკას გამოსვლა ბოლოს რა სიქაჯე იყო?! ქალი ფხიზელიც კი არ არის და...ბოლო ფრაზაზე ლამის მეც ცუდად გავხდი. არ მომწონს, როცა თავის გამოჩენის ან თუნდაც საკუთრების დაცვის მიზნით იმის დონემდე ეცემი, ვისაც თავს არც კი უნდა უყადრებდე!

 


№13  offline მოდერი ლილიანა

grafo
უიმეეე, ამ ლიკას გამოსვლა ბოლოს რა სიქაჯე იყო?! ქალი ფხიზელიც კი არ არის და...ბოლო ფრაზაზე ლამის მეც ცუდად გავხდი. არ მომწონს, როცა თავის გამოჩენის ან თუნდაც საკუთრების დაცვის მიზნით იმის დონემდე ეცემი, ვისაც თავს არც კი უნდა უყადრებდე!
რას ვიზამთ ყველა ადეკვატურად არ იქცევა ასეთ დროს
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№14 სტუმარი Black

Shemdeg tavs iqita tveshi vnaxav?:Dkaia rogorc yoveltvis da dzalian mainteresebs ra gegma aqvs aseti:D

 


№15  offline მოდერი ლილიანა

Black
Shemdeg tavs iqita tveshi vnaxav?:Dkaia rogorc yoveltvis da dzalian mainteresebs ra gegma aqvs aseti:D

რა კარგი იდეა მომაწოდე :-) :-) :-) :-) აბა დროებით იქით თვემდე :-)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№16 სტუმარი Black

Ox liliana!:-)

 


№17  offline მოდერი bibo

უხ უხ შოკუნიები მივიღეეეე ჩემი სასწაული ხარ შენ ლოდინი კი ღირსს მაგდენად მაგრამ ნამეტნავზე ნამეტნავი ციცქნა თავია ქალბატონოოო და რა ვქნა ეს ღორმუცელა რო ვარ დაა არაპერი რო არ ყოფნის ამ კუჭს ვახმე wink wink აი ვაფრენ ამ დემნუკაზე მე ბიჭი სასწაული ბიჭი საოცრება ბიჭი ჩემი ველურული და აღვირახსნილი ვახმეეე ვაფრენ მე დემნუკაზე რამფრა დატკბაა რა ტორტებით მოძრაობსსს ვახ მეც მინდა დემეეე გადმომიგდე რაააა love tongue არავის თვალი არ დაედოს ჩემ ბიჭს თორე ტიტუუუ თქვენ რო მოგივათ request request დაგწელავთ ელარჯივით რუსულ ბარაბანს არ მოხვდება იმდენი რამდენიც თქვენ wink wink ჩემო ხარჩო გოგოვ აი ვაფრენ შენზეე ჩემო ტკბილო ჩოკოლატოოო ნამცხვაროოო ბომბონეროოო და კორკაკოლავვვ ჩემო ერთადერთოოოოოოო უხ ჩემი დოხრუკული კარტოპილიი და ამოდღვლეფილო ლობიოვვვვ love love

 


№18  offline მოდერი ლილიანა

bibo
უხ უხ შოკუნიები მივიღეეეე ჩემი სასწაული ხარ შენ ლოდინი კი ღირსს მაგდენად მაგრამ ნამეტნავზე ნამეტნავი ციცქნა თავია ქალბატონოოო და რა ვქნა ეს ღორმუცელა რო ვარ დაა არაპერი რო არ ყოფნის ამ კუჭს ვახმე wink wink აი ვაფრენ ამ დემნუკაზე მე ბიჭი სასწაული ბიჭი საოცრება ბიჭი ჩემი ველურული და აღვირახსნილი ვახმეეე ვაფრენ მე დემნუკაზე რამფრა დატკბაა რა ტორტებით მოძრაობსსს ვახ მეც მინდა დემეეე გადმომიგდე რაააა love tongue არავის თვალი არ დაედოს ჩემ ბიჭს თორე ტიტუუუ თქვენ რო მოგივათ request request დაგწელავთ ელარჯივით რუსულ ბარაბანს არ მოხვდება იმდენი რამდენიც თქვენ wink wink ჩემო ხარჩო გოგოვ აი ვაფრენ შენზეე ჩემო ტკბილო ჩოკოლატოოო ნამცხვაროოო ბომბონეროოო და კორკაკოლავვვ ჩემო ერთადერთოოოოოოო უხ ჩემი დოხრუკული კარტოპილიი და ამოდღვლეფილო ლობიოვვვვ love love

რა გიჟი ხარ❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№19  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ვაიმეე ჩემო ტკბილო ლილიანა როგორ მომენატრე!!
ისეთი გადატვირთული ვარ სკოლიდან რომ წამიც აღარ მცალია :(
დღეს შემოვედი და 13-14 თავი წავიკითხე❤
ვიცოდი რომ ლიკა გონიერი ქალი იყო და არ გაებმებოდა ნათიას მახეში.
დემნა ამ თავის შემდეგ უფრო შემიყვარდა❤
გულწრფელობაზე კარგი არაფერია ურთიერთობაში❤
რაც შეეხება ბექუნიასი, რომლის გამოჩენამ შემაშინა ეხლა მაბედნიერებს ბექუსის და თეოს წყვილი.❤❤❤
შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მომენატრეთ!❤❤❤❤❤

 


№20  offline მოდერი ლილიანა

gvanciko_gvancunia
ვაიმეე ჩემო ტკბილო ლილიანა როგორ მომენატრე!!
ისეთი გადატვირთული ვარ სკოლიდან რომ წამიც აღარ მცალია :(
დღეს შემოვედი და 13-14 თავი წავიკითხე❤
ვიცოდი რომ ლიკა გონიერი ქალი იყო და არ გაებმებოდა ნათიას მახეში.
დემნა ამ თავის შემდეგ უფრო შემიყვარდა❤
გულწრფელობაზე კარგი არაფერია ურთიერთობაში❤
რაც შეეხება ბექუნიასი, რომლის გამოჩენამ შემაშინა ეხლა მაბედნიერებს ბექუსის და თეოს წყვილი.❤❤❤
შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მომენატრეთ!❤❤❤❤❤

ჩემი გვანცუკრლა❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№21  offline წევრი Diosa Dela Tristeza

grafo
უიმეეე, ამ ლიკას გამოსვლა ბოლოს რა სიქაჯე იყო?! ქალი ფხიზელიც კი არ არის და...ბოლო ფრაზაზე ლამის მეც ცუდად გავხდი. არ მომწონს, როცა თავის გამოჩენის ან თუნდაც საკუთრების დაცვის მიზნით იმის დონემდე ეცემი, ვისაც თავს არც კი უნდა უყადრებდე!

არ ვიცი ეს სიქაჯეა თუ არა,მაგრამ მე მაინც კმაყოფილი დავრჩი.
რაღაც მხრივ შეიძლება ზედმეტიც მოუვიდა, მაგრამ შეყვარებული ქალი სახიფათოა როგორც ატომური ბომბი :დდდ

 


№22  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

eseigiii yovel dgee vatvaliereb shen profilss imis imedidd rom axal tavss vixilavv :( memgoni girss amdeni lodinii .... dzan dzannmagatii istoriaa ...... raa gacc tbili tbilii ..... orivee sayvarlebii ariannn venacvalee magat mee love malee dadee raa axalii tavii toremm movkvdi lodinit diniitt love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent