"სიყვარული" თუ "სიძულვილი"?! (7 თავი)
ნინა საავადმყოფოდან გაწერეს,სახლში იწვა და უვლიდნენ,აჩიც თითქმის სულ მასთან იყო.ელზას და გიორგის ოჯახები ესევ დაახლოვდნენ,ძველებური ურთიერთობა დაამყარეს. -ნინა,წამოდი გავისეირნოთ(აჩი) -ხელი მტკივა,თან...(ნინა) -ხელს მოევლება(აჩი)-ძალით თუ ნებით წაიყვანა და სეირნობდნენ. -როგორ გაიგე,რომ ავარიაში მოვყევით?(ნინა) -ოფისიდან შემატყობინეს(აჩი) -გონს სანამ მოვიდოდი ლაპარაკი მესმოდა,ბუნდოვნად...როდესაც გამოვფხიზლდი იქ იყავი...შენ..(ნინა)-ნინა შეპარვით ეუბნებოდა. -ჰო,მე ვიყავი(აჩი)-ნინას რაღაც უნდა ეკითხა,მაგრამ ხელი ყვავილების გამყიდველმა შეუშალა. -ძმაო,შეიძინე ვარდი და მთელი გულით აჩუქე(გამყიდველი) -ვფიქრობ...ჩვენ ერთად არ ვართ(აჩი) -ახლა არა,მაგრამ მალე იქნებით.ორივეს თვალებში ჩანს სიყვარული(გამყიდველი)-ამ სიტყვებზე ერთმანეთს შეხედეს,აჩიმ ვარდი აჩუქა. -შენ როგორ გგონია,მართალს ამბობს?(აჩი) -ჰმ..არ ვიცი,შენი აზრით?(ნინა) -ყველაფერი შესაძლებელია(აჩი)-მთელი დღე ერთად გაატარეს და საღამოს სახლში მიიყვანა.მარია გარეთ გამოდიოდა. -სტუმრად ელზა დეიდაა..(მარია) -შემოდი..(ნინა)-სახლში შევიდნენ და დასხდნენ.ერთად ივახშმეს,ისაუბრეს და შემდეგ წავიდნენ. -შვილო აჩი,მიასთან რამე ხდება?(ელზა) -დედა...რატომ მკითხე(აჩი) -ვხედავდი,როგორ ღელავდი როცა რეანიმაციასთან იდექი(ელზა)-აჩის ის დღე გაახსენდა. -არა დედა...უბრალოდ ვინერვიულე(აჩი) -ვიცი რაზეც ხარ ასე.აჩი,რაც წარსულში მოხდა...(ელზა)-აჩიმ გააჩერა. -არა დედა(აჩი) -შენ მამაშენის მსგავსი არ ხარ,არასდროს არ ატკენ გულს საყვარელ ადამიანს,არასდროს მოიქცევი მასავით!დამიჯერე,მიეცი თავს სიყვარულის და ბედნიერების უფლება(ელზა)-შვილს ხელი მოკიდა და თვალებში ჩახედა. -დედა,არ მგონია,რომ მიყვარდეს..არც ნინას..(აჩი) -გაერკვიე,სანამ გვიანი არ არის(ელზა)-ოთახში ავიდა და წინ მათი ფოტო დაუდო..მთელი ღამე ფიქრობდა,რას გრძნობდა უყვარდა,თუ არა?ნუთუ შეეძლო სიყვარული,იმის შემდეგ რაც წარსულში მოხდა.ერთი რამ კი ცხადი იყო,ნინას მიმართ ისეთი გრძნობა ჰქონდა,როგორიც აქამდე არ გამოუცდია. რამდენიმე დღე გავიდა,აჩი თითქმის დარწმუნდა,რომ ნინა მართლა უყვარდა,ნინასაც შეუყვარდა აჩი,თუმცა ბოლომდე არ იყო დარწმუნებული.თამო და ლუკა დაბრუნდნენ თაფლობის თვიდან,მარტო გადავიდნენ საცხოვრებლად ოცნების სახლში. -მეგობარო,როგორ მომენატრეთ..ჩემს არ ყოფნაში აქ რა ხდებოდა?(თამო) -არაფერი დაო,ყველაფერი ძველებურად(ნინა) -ქორწილში შენ და აჩი ერთად შეგამჩნიეთ...თქვენ ერთმანეთს უხდებით(თამო) -რას ამბობ დაო,აჩი თავისებური ადამიანია,ის მკაცრი და ამავე დროს თბილიც...-თბილი ღიმილით საუბრობდა მასზე,თან თვალები ნელ-ნელა უბრწყინდებოდა.-არ ვიცი...ის...(ნინა) -ის მკაცრი იმიტომ არის,რომ 10 წლის წინ,ოჯახში უბედური შემთხვევა მოხდა.მამაჩემი დედაჩემს ღალატობდა,სახლში არ მოდიოდა,მე და აჩისაც აღარ გვაქცევდა ყურადღებას..-თამოს ცრემლები მოსდიოდაა...-როდესაც დედამ სიმართლე გაიგო, სცადა,მაგრამ მამამ გადაარჩინა,რის შედეგადაც თვითონ გარდაიცვალა.ჩვენ აქედან გავემგზავრეთ,მაგრამ 3 წლის წინ დავბრუნდით(თამო)-როდესაც ამ ყველაფერს ყვებოდა ცრემლები მოსდიოდა და ნინაც მიხვდა რატომ იყო აჩი ასეთი. -თამო,ბოდიში..მე,არ ვიცოდი,რომ..(ნინა)-ერთმანეთს ჩაეხუტნენ. -ამ ყველაფრის შემდეგ,აჩის სიყვარულის ეშინია..არ აძლევს საკუთარ თავს ბედნიერების უფლებას..მაგრამ რაც შენ გამოჩნდი ჩვენ ცხოვრებაში,ის უფრო ხშირად იღიმის(თამო) -აჩი გულის სიღრმეში კარგი ადამიანია..(ნინა) საღამოს აჩისა და ნინას ოჯახები საცეკვაო წვეულებაზე წავიდნენ.. -ძალიან გამიხარდა,რომ დამთანხმდით(ელზა) -მოწვევისთვის მადლობ(ირმა)-წვეულება დაიწყო,ყველა ცეკვავდა. -შვილო,რატომ არ ცეკვავ?(ირმა) -დედა ვალსი ვის ვეცეკვო?(ნინა)-ირმამ გარ-შემო მოავლო თვალი,მაგრამ ვერავინ შეარჩია. -ძმაო,ეცეკვე ნინას(თამო) -ჰო,მაგრამ...(აჩი)-თამომ დედამისს თვალით ანიშნა,რომ ნინა საცეკვაო მოედანზე გამოშვა.აჩიმ აღარაფერი თქვა,მასთან მივიდა,უთქმელად მოკიდა ხელი და ცეკვა დაიწყეს. -რატომ?...(ნინა) -უბრალოდ(აჩი)-აჩი ყურში სიმღერის სიტყვებს ეჩურჩულებოდა,ნინას მისი სურნელი,სიახლოვე არანორმალურად იზიდავდა და აბნევდა. -მგონი ჩვენს შვილებს ერთმანეთის მიმართ გრძნობა აქვთ(ელზა)-გიორგისთან და ირმასთან დადგა. -ვითომ?(ირმა) -ვფიქრობ,კი(გიორგი)-ცეკვა დასრულდა და აჩიმ გარედ გაიყვანა ბაღში,ულამაზესი ღამე იყო,ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მოკაშკაშე მთვარე. -აქ რატომ მომიყვანე(ნინა) -მახსოვს,ერთხელ მითხარი,რომ ვარსკვლავების და მთვარის ყურება გიყვარს...-გოგოს გაუხარდა,რომ მისი ნათქვამი თითოეული სიტყვა ახსოვდა.-მითხარი,ნამდვილი სიყვარული გეწვია?(აჩი) -რატომ მეკითხები?(ნინა) -ბრალოდ..შენ ხომ თაიგული დაიჭირე(აჩი)-მხრების ჩეჩვით უთხრა და თან გვერძე იხედებოდა. -ჰოომ..დავიჭირე,იცი?ერთი ადამიანი მართლაც,რომ მომწონს,თუმცა ის..(ნინა) -მასაც მოსწონხარ,უბრალოდ...(აჩი)-გოგოს თვალებში უყურებდა და გაუცნობიერებლად ლაპარაკობდა.ნინა ყურებს ვერ უჯერებდა,ნუთუ ეს მართლა აჩი იყო?დაუნდობელი აჩი! -რას ამბობთ,თქვენ მას იცნობთ?(ნინა) -არა,მინდოდა მეთქვა იქნებ მასაც მოსწონხარ-მეთქი(აჩი)-უცბად გადააკეთა. -არ ვიცი..ის არასდროს არაფერს ამბობს გრძნობების შესახებ,რადგან ემოციურად შეზღუდულია(ნინა)-აჩიმ თვალები ჭყიტა,რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ მობილურის ზარმა გააჩერა.შეატყობინეს,რომ იმანი ჩამოდიოდა ხვალ და უნდა დახვედროდა..აჩიმ არაფერი თქვა. საღამო მალე დასრულდა,ყველანი დაიშალნენ..ნინა მთელი ღამე ოცნებებში და ფიქრებში იყო გართული. შუა დღით იამანს,აჩი დახვდა და სასტუმროში მიიყვანა. -აჩი,ის გოგო ნინა,რატომ არ დამხვდა?(იამანი) -ნინას არ ეცალა.რა მოხდა?(აჩი)-მკაცრად ჰკითხა,რადგან არ ესიამოვნა. -საჩუქარი ჩამოვუტანე(იამანი) მეორე დღით სამსახურში მივიდა მათთან,ნინას ესაუბრებოდა,თან საჩუქარი მისცა,ულამაზესი წითელი სარი. -დარწმუნებული ვარ,ძალიან მოგიხდება(იამანი) -მადლობ(ნინა) -წამოდი გავიაროთ.აქაურობა დამათვალიერებინე(იამანი) -ბატონი აჩი..(ნინა)-წასვლა არ უნოდა,რადგან აჩის სიახლოვეს უნდოდა ყოფნა. -აჩი დაივიწყე,წამოდი(იამანი)-ქალაქი დაათვალიერეს,დადიოდნენ,საუბრობდნენ.იამანს ძალიან შეუყვარდა ნინა.... რამდენიმე დღე გავიდა...იამანი მართლაც,რომ ძალიან დაუახლოვდა ნინას და მის ოჯახს.აჩის ეჭვიანობა დღითიდღე უფრო ძლიერდებოდა,ცდილობდა ნინა მიეხვედრებინა,მაგრამ... -დედა,მამა,ასეთი სახეებით რატომ ზიხართ?(ნინა)-საღამოს დაბრუნებულ ნინას მოღუშული მშობლები დახვდნენ. -დღს ბანკიდან იყვნენ.სასწრაფოდ უნდა დავფაროთ თანხა,თორემ სახლს გაყიდიან(ირმა) -რა ვქნათ?(გიორგი) -სამსახურიდა გამოვიტან,მთელი წლის ხელფასს(ნინა) -რას ამბობ,შვილო,ამის უფლებას არ მოგცემ(გიორგი) -დრო 1 კვირა გვაქვს.ხვალ უფროს დაველაპარაკები(ნინა)-ზემოთ ავიდა და ფიქრობდა თუ რა ექნა? იამანი და აჩი სასტუმროს ბაღში ისხდნენ. -აჩი,იცი?ნინა ძალიან მომწონს,მიყვარს...ალბად მალე ცოლობას ვთხოვ(იამანი)-გაბრწყინებული სახით უთხრა.აჩიმ ეს,რომ გაიგო გადაირია,თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. -რას ამბობ!ნინა რას ფიქრობს!?(აჩი)-კბილებში გამოსცრა. -არ ვიცი,მაგრამ არ მგონია აზრი ჰქონდეს!მის მშობლებთან მივალ ხელი სათხოვნელად(იამანი) -თუ არ უყვარხარ,როგორ უნდა შეირთო!ის..(აჩი) -შენ რატომ წუხარ აჩი?!ეს ნინას და მისი ოჯახის გადასაწყვეტია(იამანი)-აჩი მის სიტყვებზე უფრო გაბრაზდა,ხელს მუშტავვდა,რომ მისთვის არ დაერტყა. -ნინა არ დაგთანხმდება!ის უსიყვარულოდ არ გათხოვდება!(აჩი)-მაშინვე გარეთ გავიდა.. მთელი ღამე იამანის სიტყვებზე ფიქრობდა,თვალები ბრაზით ენობოდა,როდესაც მათ ქორწილს წარმოიდგენდა...ნუთუ ნინა მართლა დათანხმდებოდა?..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.