შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ურთიერთობა გრძნობების გარეშე. ( 4 თავი )


5-05-2016, 00:25
ავტორი ninaa --
ნანახია 2 203

სხვა რა გზა მქონდა,ჩემს ბედს დავმორჩილდი და წასვლას ველოდებოდი,როდესაც ალექსის ხმა გავიგე..
-თავს როგორ გრძნობ?
-შედარებით უკეთ ვარ ,მაგრამ სახლში მინდა,ვერ ვიტან საავადმყოფოებს!
-ექიმმა ჯერ ვერ გაგიშვებთ ვერ გაიგე?ანალიზები უნდა გაგიკეთონ ყოველი შემთხვევისთვის.
-ხო კარგი კარგი სხვა რა გზა მაქვს გავძლებ როგორმე...შენ როგორ აღმოჩნდი გარეთ მე სახლში არ დაგტოვე?
-ჯერ ერთი სახლში კი არა აბაზანაში..რაც შეეხება შენც ამ საქციელს,ასე ადვილად ვერ დამიძვრები,მოგვიანებით აუცილებლად განვიხილავთ!!
დიდი ძალისხმევის მიუხედავად ტუჩის კუთხეში მაინც ჩამეღიმა რაც ალექსის არ გამოპარვია,ერთი შემომიღრინა და პალატიდან გავიდა,მე კი ისევ ჩემს მოგონებებს დავუბრუნდი...

რა მოხდა ჩემს წარსულში ისთი რომ ასე შევიცვალე? კარგით დავიწყოთ თავიდან..5 წლის ასაკში დავკარგე მშობლები,რის შედეგად ბებიამ გამზარდა...მთელი ბავშვობა გამიმწარა "-ხმამაღლა სიცილი არ შეიძლება, საკუთარი აზრის დაფიქსირება არ შეიძლება, მეგობრებთან წასვლა ან მათი სახლში მოსვლა არ შეიძლება..და უამრავი ასეთი არ შეიძლება"..ამ ყველაფრის შედეგად ჩაკეტილი გავხდი,ვერავის ვენდობოდი...როდესაც სკოლაში შევედი საკმაოდ "უცნაური" ვიყავი,სწორედ ამიტომ იყო რომ ჩემთან არავის უნდოდა მეგობრობა..ხან რა ჭორს იგონებდნენ ხან რას..მათი თქმით ხან ფსიქოლოგთან დავდიოდი ხან კი თავის მოკვლის მცდელობის შედეგად საავადმყოფოში ვიყავი..მოკლედ ასე გრძელდებოდა მერვე კლასამდე,სანამ ვიკა არ გადმოვიდა ჩვენს სკოლაში..სიმართლე რომ ვთქვა დანახვისთანავე ისიც სხვებისნაირი მეგონა,თუმცა შევცდი..რამდენიმე დღეში საკმაოდ დავახლოვდით,მაგრამ ბოლომდე ვერც მას ვენდობოდი..რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში მის მიმართ ნდობა და სიყვარული გაღრმავდა და საუკეთესო მეგობრები გავხდით..ბევრს შურდა ჩვენი,უფრო სწორად ჩემი,მაგრამ ერთმანეთის დაჩაგვრის უფლებას არავის ვაძლევდით,რის გამოც სულ დირექტორის კაბინეტში ვისხედით...
სკოლის ბოლო მეთორმეტე წელს უუუსიმპატიურესი კლასელი დაგვემატა,სანდრო დადიანი..პირველივე დანახვისას მოვიხიბლე მისით..მაგრამ არ ვაპირებდი აკიდებას და თავის უაზრო ოცნებებით გამოტენას,როგორც უკვე ავღნიშნე ცხოვრებას რეალურად ვუყურებდი და მისნაირი ბიჭი ჩემნაი "უცნაურ" გოგოს არასდროს შეხედავდა,მაგრამ ვაი რომ მწარედ შევცდი.

ერთ დღეს როდესც მასწავლებლისგან მოვდიოდი გზაში გამიწვიმდა.ბებიაჩემის წყალობით ტაქსის ფულიც არ მქონდა და ფეხით უნდა წავსულიყავი...თუმცა ბედმა გამიღიმა(მგონი ცხოვრებაში პირველად) და რამდენიმე წუთში მანქანამ გააჩერა სადაც სანდრო იჯდა,სახლში წაყვანა შემომთავაზა,სიმართლე გითხრათ ძალიან დავიბენი,თან გამიკვირდა..უარის თქმა გადავწყვიტე,რადგნ მეზობლების და ბებიაჩემის თავი არ მქონდა,კითხვებით დამახრჩობდა,თუმცა ჩემმა უარმა არ გაჩრა და მაინც დამითანხმა.გზაში უხერხული სიჩუმე სანდრომ დაარღვია..
-ასე გვიან არ გეშინი მარტო რომ დადიხარ?
-რა ვქნა სხვა გზა არ მაქვს...მთელი დღე მასწავლებლებით მაქვს გადატვირთლი და ამ დრომდე სახლში ვერ მივდივარ
-ყოჩაღ შენ ამ დრომდე თუ რეპეტიტორებთან ხარ... ერთი სული მაქვს გამოცდები ჩავაბაროთ და მოვრჩეთ ამ სკოლას აღარ შემიძლია ვეღარ ვიტან უკვე..
მისმა ასეთმა გახსნილობამ ძალიან გამაკვირვა და უფრო დამძაბა,რადგან მინდოდა მეგობრები ან რამე მაგდაგვარი გავმხდარიყავით,კლასელების ჭორაობა ისედაც არ მაკლია...
-ხო მართლა..ვიცი ამას არ უნდა გეკითხებოდე,რადგან რამდენიმე დღის გადმოსული ვარ თქვენთან,მაგრამ შენზე რაც ვიცი ხოლოდ ის არის რომ სკოლიდან ერთადერთი მეგობარი გყავს ვიკა..დანარჩენები შენზე ბევრს ჭრაობენ მაგრამ მათთან დაახლოვებაზე არ გიფიქრია? მაინც ბოლო წელია და იქნებ რამე საერთო ენაც გამოგენახათ...
-როგორ ფიქრობ 12 წლის განმავლობაში ვინმესთან საერთო ინტერესი რომ მაკავშირებდეს ვერ გავიგებდი?და საერთოდაც არ მინდა მათთან დაახლოება,მეგობრობაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი..შეიძლება ამ ლაპარაკის შემდეგ შენც არ "დაგევასო" მაგრამ არაუშავს სხვისი აზრი უკვე დიდი ხანია არ მაინტერესებს!!
-როგორც ვხვდები ბევრი მუშაობა მომიწევს..
-ვერ გავიგე??
-აა..ისა არაფერი დაიკიდე. სანამ მივალთ იქნებ შენზე მომიყვე რამე
-მოსაყოლი ისეთი არაფერია თუმცა დარწმუნებული ვარ მთავარი გეცოდინება ჭორიკნებისგან..
-მთავარი? აა იმას გულისხმობ რომ ბებიამ გაგზარდა?დიდი ამბავი ბავშვთა სახლს მაინც ჯობია..იმას არ ვამბობ რომ მე იქ გავიზარდე თუმცა საკმაოდ დიდი ხანია რაც მათთან მაქვს შეხება..
-არ ვიცი შენ როგორ ფიქრობ მაგრამ მასთან ერთად ცხოვრებას ყველაფერი მირჩევნია..5 წლიდან თავი პატიმარი მგონია..სკოლა-სახლი და ახლახანს დაემატა რეპეტიტორები...მეტი არაფერი ყოველდღე ასე ხდება..
იმის გამო რომ ჩემს სახლს მივუახლოვდით საუბარი ვერ დავასრულეთ...მადლობა გადავუხადე და მანქანიდან გადასვლას ვაპირებდი როდესაც შემაჩერა და მითხრა რომ არცისეთი უცნაური ვარ როგორიც ვჩანვარ და მითუმეტეს როგორც მახასიათებენ...სიმართლე გითხრათ მესიამოვნა..მანქანიდან სწრაფად გადმოვედი,გზაში კი გამახსენდა რომ არ დავემშვიდობე და უკან მივბრუნდი,ჩემს ამ საქციელზე გაეღიმა, მანქანა დაქოქა თუმცა იქამდე არ წავიდა სანამ სადარბაზოში არ შევედი...

წარსულის იდილია კარის დაჯახუნების ხმამ დამირღვია..ალექსი იყო რა თქმა უნდა.
-ბოდიში არ მინდოდა შენი შეშინება.
-არაუშავს
-ხო ექიმმა თქვა შეუძლია სახლში წავიდესო მაგრამ მიმღებში ხელი გაქვს მოსაწერი
-კარგი მადლობა..შეგიძლია გახვიდე გავემზადები
-ა ხო რა თქმა უნდა.
დაბნეული ბავშვივით იქცეოდა ალექსი რაზეც ძალიან ვხალისობდი,მაგრამ არაფრით მესმოდა რატომ იქცეოდა ასე..როდესაც გავემზადე მიმღებისკენ ავიღე გეზი,გზაში ალექსი შემეჩეხა და სახლში წასვლა შემომთავაზა.
-ალექს ყველაფრისთვის დიდი მადლობა ,მაგარ არ არის საჭირო,როგორმე მეთვითნ მივალ სახლში
მან კი მოჭუტული თვალებით შემომხედა ერთი ამოიხვნეშა და..
-კარგი როგორც გინდა ხვეწნას არ ვაპირებ.
თვალი ჩამიკრა და წავიდა..მე კი დამტოვა გაშტერებული..საბედნიეროთ გონზე მალე მოვედი და მიმღებში ერთ-ერთ გოგოს ტაქსის გამოძახება ვთხოვე..სანამ მოვიდოდა რაღაც ფურცლებზე ხელი მოვაწერე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი..5 წუთიც არ იყო გასული რომ ტაქსის მოსვლა მაცნობეს,გამიკვირდა რადგას ასე სწრაფად არასდროს მოსულა..გარეთ გასულს კი "ტაქსისთი" ალექსი დამხვდა..ბევრი ლაპარაკის შედეგად სხვა გზა აღარ დამიტოვა და მანქანაში ჩავჯექი..გზაში ხმას არც ერთი ვიღებდით და იმის გამო რომ ჩემი სახლიდან შორს ვიყავით მალევე ჩამეძინა..


-განოო ადექი სამსახურში დაგაგვიანდება !!
-ხოო მოიცა ცოტა ხანი
ჰეიი ერთი წუთით უკან გადავახვიოთ..რაო? სად ჯანდაბაში ვარ ან ვინ ცდილობს ჩემს სიზმრებთან დამაშოროს...დიდი ძალისხმევის შედეგად თვალები გავახილე და ხელში გაკრეჭილი ალექსი შემრჩა....



№1 სტუმარი nana

Kargia dges wavikitxe yvela tavi da aucileblad gaagrdzele <3

 


№2  offline წევრი ninaa --

nana
Kargia dges wavikitxe yvela tavi da aucileblad gaagrdzele <3

მადლობაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent