შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული კარზე არ აკაკუნებს


5-05-2016, 14:25
ავტორი Stay Strong Baby
ნანახია 1 708

I თავი
ბარიდან გვიან დავბრუნდი სახლში,, ძალიან დაღლილი, არაფრის თავი აღარ მქონდა ,, წყალი გადავივლე და დასაძინებლად წავედი. ძალიან რთულია იყო დრამერი თან ამხელა ქალაქში. ძილშიც კი მუსიკაზე ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების ნაწილია. ჩემი ჯგუფი ქალაქში ცნობილია, ბევრი მსმენელი გვყავს. ორი დღის წინ ამერიკელები იყვნენ ბარში შემოსულები, მეგობარმა მოიყვანა. მოეწონათ ჩვენი შესრულება და ამერიკაც გარანტირებული გვაქვს. იმედია ყველაფერი გამოვა. კარგია როცა მუსიკას თავად ქმნი და უფრო მაგარი იცით რა არის, ამ მუსიკაზე შესრულებული ცეკვა, ხო მოცეკვავეც გახლავართ,, ვცეკვავ Hip-hop-ს, სხვა ცეკვებიც ძალიან მხიბლავს მაგრამ ეს უფრო ჩემშია,, თან დრამზე ბაგაბუგს უხდება :D მრავალი პირველი ადგილი მაქვს აღებული სოლო გამოსვლებში და ძალიან კმაყოფილივარ ჩემი თავით.
როგორც იქნა ამდენი ფიქრის შემდეგ ჩამძინებია. და აი გათენდა შაბათი დღეც, დღეს ბარში სხვა ჯგუფი იქნება, მართალია შაბათს ბევრი კლიენტი ( მაყურებელი) იქნება მაგრამ არაუშავს ჩვენ ისედაც არ გვაკლია ხალხმრავლობა :D როგორც ყოველთვის და როგორც ყველას მეც მეზარებოდა ადგომა,, მაგრამ ტელეფონი არადა არ ჩერდებოდა, თავი გაბრუებულმა ავწიე ბალიშიდან, ერთი სული მქონდა გამეგო ვინ აწრიპინებდა ამდენხან ტელეფონს. ხელების ფაცუნით მოვძებნე ტელეფონი, ზედ დიდი ასოებით აწერია ნიკა ( აბა სხვა ვინ იქნებოდა თუარა ჩემი გადარეული მეგობარი, რომელმაც რათქმაუნდა იცოდა რომ დღეს დასვენება მექნებოდა ) რათქმაუნდა არ გამკვირვებია მისი ასეთი საქციელი, ერთმანეთს უარესადაც ვექცევით, ამ დილით გაღვიზებასაც ამას მივაწერ :D ტელეფონი უხმოდ ავიღე და ველოდები გავიგო რისთვის რეკავს.
-ძილისგუდა გაემზადე 15 წუთში გამოგივლი ბათუმში მივდივართ
-ჯერ გამიკვირდა რა ბათუმი, რამ მოუარათქო, სანამ რამის თქმა დავაპირე ტელეფონი გაითიშა, არა რა იქნებ სხვამ აიღო ტელეფონი და რომ მოვიდეს მე ბომჟის ქალივით დავხვდე ჯერ არუნდა მომიკითხოს??, მაგრამ რატომგაც ძალიან გვიან ვაცნობიერებ რომ სახლშიც მარტო ვცხოვრობ და ცხოვრებაშიც ჩემი ჯგუფისა და ნიკას გარდა არავინ მყავს , ვის უნდა ეპასუხა ასე დილა უთენია თუ არა მე . როგორც ყოველთვის ბევრს ვფიქრობ და ამდენი ფიქრის შემდეგ გამახსენდა ნიკას ნათქვამი,, დათქმულ დრომდე 8 წუთი იყო დარჩენილი, რა მალე გადის ეს ოხერი დრო. უცებ მოვემზადე, თან ისიც არ ვიცოდი სად ან რამდენიხნით მივდიოდით.
კარებზე ზარია , ვა ეს ნიკა არამგონია იყოს ,როდის იყო ზარს რეკავდა. კართან მივდივარ, ვაღებ და რას ვხედავ ნიკა დგას დიდი ჩემოდნებით ხელში . გაშტერებული ვუყურებ, ჯერ თუ მისი ტანსაცმელია რატომ მანქანაში არ დატოვა , მერე ვფიქრობ თუ მართლა ტანსაცმელია ამდენი რათ უნდა . სანამ მე ვფიქრობ ნიკა გაწითლებული მიყურებ.
-ჰა აბა რას იზავ შემომიშვებ სახლში თუ ასე უნდა იდგე და ისე მიყურო თითქოს პირველად მხედავ?
-რა? აჰ ჰო, ჰო შემოდი. ნიკა შემოდის და ორ დიდ ჩემოდანს დიდი სიხარულით დებს მისაღებ ოთახში.
- კარგი ხო ვიცი თეკო რომ ძალიან სიმპატიურივარ და ისიც ვიცი რომ როგორც ყოველთვის მაგარ ფორმაში ვარ ( იცინის ) მაგრამ სიმპატიური ბიჭის მოფრთხილება უნდა იცოდე, რადგან ჩემოდნები ძალიან მძიმეა.
- ხო მაპატიე ჩემო სიმპატიურო ბიჭო , მაგრამ ამ ჩემოდნებში მკვადრი ადამიანი გიდევს?
- ხო თეკო, ოღონდ ამაზე ასე ღიად და თამამად ნუ საუბრობ , ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია რომ კედლებსაც ყურები აქვთ
- კარგით ბატონო, ანუ ეს თემა სხვადროს უფრო დახურულ ადგილას განვიხილოთ ვიდრე ჩემი ოროთახიანი სოროა?
-კარგი ხუმრობა იქით იყოს, თუ რათქმაუნდა ნამდვილად გსურს გაიგო რა დევს ამ ორ ჩემოდანში რომელიც მთელი ტანჯვით ამოვათრიე აქამდე.
-კი,კი ნამდვილად მსურს ამის გაგება რათქმაუნდა.
-ძალიანაც კარგი.
ნიკა იხრება ღიმილით ჩემოდნისკენ, ორივეს ხსნის და ჩემსკენ ბრუნდება.
- შეგიძლია იხილო ჩემო ძვირფასო საუნჯევ
ჩემოდნებთან მივდივარ, ორ ნაბიჯშია მაგრამ სანამ ამ ორ ნაბიჯს გადავდგავ ინტერესი მახრჩობს.
- რაა?? ჰეიი არ მჯერავს, ეს .. ეს .. ეს რა არის? არა კი ვიცი რაც არის მაგრამ ეს ჩემთვის??
- კი რათქმაუნდა თეკო , შენ ხომ ამაზე ოცნებობდი. აღარ მოგიწევს ბარის ინსტრუმენტებზე დაკვრა, შენ უკვე შენი გაქვს. (მიღიმის)
- ღმერთო სიტყვები არ მყოფნის . ნიკას მთელი ძალით ვეხუტები რაც გამაჩნდა . არ მჯეროდა მთელი ცხოვრება ხან ვის ინსტრუმენტთან ვიჯექი, ხან ვისი. ახლა კი მან ეს ოცნება ამიხდინა და საკუთარი მუსიკალური ინსტრუმენტები მაჩუქა.
- ჩემო გოგო ეს მცირედია, მანქანაში კიდევ ერთი დავტოვე , ის მინდა რომ ბათუმში წავიღოთ , რადგან გამოგვადგება.
- ამაზე მეტი რაღა უნდა იყოს ნიკუშ. როგორც ყოველთვის ასეთ მომენტებში ჩემს გვერდით სულ ჩემი ქვითინია, აი ახლაც არ დამტოვა და ნიკას დაკუნთულ ხელებში ამაქვითინა
…….
ნიკა 24 წლის არის, ჩემზე სულ რაღაც 4 წლით დიდია .. ჩემი ცხოვრების ნაწილია, ყველაზე რთულ მომენტშიც ჩემს გვერდით იყო . შეყვარებული რომ დამეღუპა ნიკამ და მუსიკამ შემიმსუბუქა ეს ტკივილი. მე ოჯახი არ მყავს,, არავინ არ მყავს, როგორც ავღნიშნე ჯგუფის და ნიკას გარდა. მისი ოჯახია ჩემი ოჯახი. მას ჰყავს 2 ძმა და 1 და, ისინიც ძალიან თბილები არინ. ასევე ჰყავს შეყვარებული ნანკა ( უკვე საცოლე , მაგრამ ჯერ დანიშნულები არ არიან , ნიკას ეს ყველაფერი სხვანაირად უნდა ) ხო ნიკაც მუსიკოსია , მომღერალი, არაერთ პროექტში მიუღია მონაწილეობა და ყველა წარმატებული იყო. რათქმაუნდა როგორც ის მეც სულ მის გვერდით ვიყავი,, საზღვარგარეთაც ჰქონდა გასვლები სადაც ჩემი ჯგუფის გამო ვერ მივდიოდი. მოკლედ ნიკაა ჩემთვის ყველაფერი, მის გარეშე არაფერი არ ვიქნებოდი.
.............
ბათუმში ნიკას მანქანით წავედით, არც მიკითხავს რატომ მივდიოდით, მასთან ერთად ყველგან დიდი სიამოვნებით წავიდოდი, ასერომ ჩვენ, მუსიკა და წინ გრძელი გზა.



№1  offline წევრი Stay Strong Baby

ნეტავ გაგრძელებად ღირს?? feel

 


№2  offline წევრი Educated

Stay Strong Baby
ნეტავ გაგრძელებად ღირს?? feel

კარგი რა... winked ამას კითხვა უნდა??
უბრალოდ გაითვალისწინე ძალიან გთხოვ, რომ
რათქმაუნდა-უმართებელია, მართებულია-რა თქმა უნდა. არც ეს ":D"-ებია სასიამოვნო.
ისე კი, რა თქმა უნდა, გააგრძელე. კარგი გოგო ხარ. smile winked

 


№3  offline წევრი isterichka123

Kaia male dadeee

 


№4  offline წევრი Stay Strong Baby

Educated
Stay Strong Baby
ნეტავ გაგრძელებად ღირს?? feel

კარგი რა... winked ამას კითხვა უნდა??
უბრალოდ გაითვალისწინე ძალიან გთხოვ, რომ
რათქმაუნდა-უმართებელია, მართებულია-რა თქმა უნდა. არც ეს ":D"-ებია სასიამოვნო.
ისე კი, რა თქმა უნდა, გააგრძელე. კარგი გოგო ხარ. smile winked

სიმართლე გითხრა ჩემთვის პირველია ,, მაგრამ შევეცდები გამოვასწორო შეცდომებიი ,, დიდი მადლობაა love

 


№5  offline წევრი Educated

Stay Strong Baby
Educated
Stay Strong Baby
ნეტავ გაგრძელებად ღირს?? feel

კარგი რა... winked ამას კითხვა უნდა??
უბრალოდ გაითვალისწინე ძალიან გთხოვ, რომ
რათქმაუნდა-უმართებელია, მართებულია-რა თქმა უნდა. არც ეს ":D"-ებია სასიამოვნო.
ისე კი, რა თქმა უნდა, გააგრძელე. კარგი გოგო ხარ. smile winked

სიმართლე გითხრა ჩემთვის პირველია ,, მაგრამ შევეცდები გამოვასწორო შეცდომებიი ,, დიდი მადლობაა love

კარგად დაიწყე. მომეწონა სხვათა შორის.
ველოდები შედარებით დიდ და უკეთეს თავს! ძალიან საინტერესოა. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent