შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქმრის ვალი გავისტუმრე (8 თავი)


5-05-2016, 15:25
ავტორი zia-maria
ნანახია 4 224

---არ შემაწყვეტინოთ, -დაიწყო ბებომ და ღრმად ამოისუნთქა- წლების წინ, როცა ოჯახი შევქმენი ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ნიკოლოზ გაბუნიასთან, ბედნიერად ვცხოვრობდით, მაგრამ ჩვენს ბედნიერებას რაღაც აკლდა, ის რაღაც იყო, ის რომ წლების განმავლობაში შვილი არ გვიჩნდებოდა. როცა იმედი გადაგვეწურა გაგვიჩნდა ჩვენი ცხოვრების აზრი და მარგალიტი ჩემი მარიამი. სულ მალე კი, მის ტიტინსაც ვერ მოესწრო. ვერც მისი პირველი ნაბიჯები ვერ დაინახა და ვერც მისი პირველი კიჭი ამოსვლას, უეცრად ჩემი ნიკოლოზი გარდაიცვალა. მე მშობლებისაგან წამოსული ვიყავი, რადგან მათი სურვილის წინააღმდეგ გავთხოვდი ღარიბ ადამიანზე. ჩემთვის არ ქონდა მნიშვნელობა მის სიღარიბეს, ჩემთვის მის ადამიანობას ქონდა დიდი მნიშვნელობა და თავად ის ადამიანი იყო ჩემი ცხოვრების დიდი საჩუქარი. დაქორწინებიდან ზუსტად ათი წლის თავზე გაგვიჩნდა შვილი, მხოლოდ ამ სახლის აშენება და დახურვა მოასწრო, შვილებო ჩემმა ნიკოლოზმა .ერთი ოთახი მოვახლაფორთეთ და შიგ ვცხოვრობდით. დავრჩით მარტო მე და ჩემი პატარა გოგო. მარტოდ-მარტო არავის იმედად. არ მიტირია, ცხოვრებამ ძლიერი გამხადა. სამეზობლოში მეძახდნენ ხან უთოზე, ხან სარეცხის დასარეცხად. ზოგს არც ქონდა არაფერი გასაკეთებელი, მაგრამ მაინც მეძახდა. იცოდნენ ფულს ისე ხელს არ მოვკიდებდი. აქვე ვტრიალებდი ყოველ დღე. შორს მაინც ვერ წავიდოდი და ასე გავიტანე თავი მანამ, სანამ მარიმ ფეხზე არ გაიარა. შემდეგ ბაღში მივიყვანე და მუშაობა დავიწყე ერთ- ერთ სამკერვალოში. კაპიკებზე, კაპიკებს ვადებდი და სამ-ოთხ თვეში თითო ოთახს ვაკეთებდი. სამი ოთახი რომ მოვაწყვე კარგად, გავაქირავე. ცოტას იქედანაც ვღებულობდი . ასე ვიყავით წლების განმავლობაში მე და ჩემი შვილი. მაღლაც გაქირავებული მქონდა ყველა ოთახი და დაბლაც ორი ოთახი. რა მექნა სხვა პატრონი მე არ მყავდა, როცა მარი შეიქნა 15 წლის მითხრა.
---დედა, აღარ გვინდა სახლში ამდენი ხალხი და ნელა-ნელა გავუშვათ. სახლი გვაქვს რაც მთავარია, საჭმლის ფულს კი შოულობ და მალე მეც დავიწყებ მუშაობას და აღარ გაგვიჭირდებაო.
--შენ უნდა ისწავლო დედას ხატებავ. შენ ხარ მხოლოდ დედის სიხარული და მე სანამ შევძლებ ვიმუშავებ. 17 წლის იყო სკოლა რომ დაამთავრა ფრიადებზე და იმ წელსვე მოეწყო აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში. მიხაროდა, შევხაროდი ჩემს მერცხალს. ორი კურსი კარგად დახურა.შემდეგ გამომიტყდა რომ შეყვარებული იყო ერთ ბიჭზე, ვთხოვე მოეყვანა ჩემამდე და გაეცნო ჩემთვის. დღეს, ხვალ, დღეს, ხვალ მაგრამ ეს დღე არ დადგა. ეს არ მომწონდა ვეუბნებოდი ნუ მიეძალები შვილო. ალბად მისი მხრიდან არ არის მყარი მისი სიყვარული შენს მიმართ და ნუ მიაძალებ მეთქი.
--მიყვარს დედი, მიყვარს. ის ჩემს გვერდით უნდა იყოს, მითუმეტეს ეხლა!- მითხრა ერთხელ ცრემლ მორეულმა.
--რას ნიშნავს მითუმეტეს ეხლა მარიამ?- ვიცოდი რაღაც ცუდი რომ ხდებოდა, დედა ვიყავი და ვხვდებოდი.
--დე, ვიცი ცუდი შვილი ვარ. ცუდად მოგექეცი, არ იმსახურებდი ჩემგან ასეთ მოქცევას, მარტომ გამზარდე, მახსოვს როგორ წვალობდი, მაგრამ შევცდი. დე შეცდომა დაუშვი, თუ მეტყვი რომ წავიდე შენგან, ამ სახლიდან ახლავეს ავდგები და წავალ. მე არ ვიმსახურებ აქ ყოფნას!- ტირილით ვერ იმაგრებდა გულს. მივედი ახლოს დავუჯექი.
---მითხარი რა გჭირს დედა? რა შეცდომაა ისეთი, რომ დედამ შვილს ვერ გაუგოს? გისმენ მარიამ, მითხარი რა გტკივა და რა გჭირს!
--დე, მე ფეხმძიმედ ვარ ჰამლეტისგან. ჰამლეტი ერქვა იმ ბიჭს რომელმაც მიატოვა ჩემი მარიამი შუა გზაზე, ორსული და მარტოსული.
--დაჯექი და დაწყნარდი. მართალია არ მიხარია ეს რომ მოხდა. მე შენთვის კარგ ქორწილს ვნატრობდი. მინდოდა თეთრ კაბაში ბედნიერი მენახე, სიხარულით და სიყვარულით გაბრწყინებული. მაგრამ ეს შენივე არჩევანი იყო. ეხლა შენში რომ პატარა ზის, მასზე ვიზრუნოთ. მე აქ გყავარ შვილო და შენს გვერდით ვიქნები.
---მაპატიებ დე? შენ მაპატეიბ, დედა ხარ და შვილს ვერ გაიმეტებ. მაგრამ მე ჩემს თავს ეს როგორ ვაპატიო?- ჩემს კალთაში ჩაედო თავი და გულ-ამომჯდარი ქვითნებდა ბოლო ხმაზე.
---უნდა აპატიო და ეხლა შენს შვილზე და ჩემს შვილიშვილზე ვიზრუნოთ! -ნელა-ნელა იბერებოდა მარი. იანვრის ბოლოს ველოდით პატარებს. ტყუპები იყო. ეხომ რომ აჩვენა ლამის სიხარულმა შემშალა. ძალიან უჭირდა ბოლო თვეებში სიარული, ყველაფერი კარგად იყო. ანალიზები კარგი ქონდა. მხოლოდ გემოგლობილი უვარდებოდა ხშირად. ამ დროის მანძილზე არ მოუკითხია ბავშვების მამას, არც გვარი ვიცოდი და არც საცხოვრებელი ადგილი, ანდა რად მინდოდა, კაცს რომელსაც არ შეუძლია თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და გაურბის პრობლემებს, ის კაცი, კაცი არ არის, ამიტომ არც მიძებნია. მარისაც ვამხნევებდი რომ არ ენერვიულა, ბავშვებისთვის ზიანი არ მიეცა, ერთ დილას სუსხიანი 31 დეკემბერი იყო, ქარი წიწკნიდა ყველაფერს, ადრე ავდექი იმ დილას საახალწლოდ ვემზადებოდით. მოულოდნელად მარიმ მითხრა ლავაში და მაწონი მინდა დედიო. მე რა დედა ვიქნებოდი რომ ქარს შევშინებოდი და მოვიხურე პალტო და წავედი. ქუჩის თავში გვქონდა თონე, ეხლაც იქააა ისევ ის თორნე. ბევრი მცხობელი გამოიცვალა თორე თავად ისევ ისე ურყევად დგას.. ვუყიდე ლავაში, მაწონიც და წამოვედი ჩქარი ნაბიჯით სახლში. არ დამგვიანებია 20 წუთიც კი, რომ მივედი ჩემი მარიამი სისხლის გუბეში ეგდო გონდაკარგული.-აქამდე უემოციო დალი ბებო, რომელიც ხან ნათიას ხან საბას შეყურებდა სახის ნერვიც კი არ შეტოკებია, აქ, კი ვეღარ შეიკავა ცრემლი დალი ბებომ- ვაი, შვილოვო- და ცრემლებს გზა მისცა. ნიკამ წყალი მოუტანა და დაალევინა.
---ბე, თუ გიჭირს სხვა დროს დაამთავრე, ჩვენ განა მივდივართ სადმე?- ნიკამ მხრებზე მოხვია ბებოს ხელები.
--არა ნიკოლოზ, ეს ეხლა უნდა ითქვას და აქვე დასრულდეს. შემდეგისთვის ეს თემა აღარ განიხილება, კარგად ვარ ჩემზე ნუ დარდობ, შენი ბებო ძაღლია შვილო, ცხოვრებამ ძაღლივით აყეფა და აწაწკანა!- თქვა ეს და თხრობა გააგრძელა.
---არ დავბნეულვარ, ან რამ მომცა ამხელა ძალა, მეც არ ვიცი, მთავარია არ დავიბენი, გვერდით მეზობელთან გავარდი და დაუძახე სასწრაფოს დაუძახეთქო. მთელი უბანი ფეხზე დადგა. ვიღას ახსოვდა ახალი წელი. ბევრი სისხლი ქონდა დაკარგული და ძალიან იშვიათი ჯგუფის სისხლი ქონდა. რეზუს მესამე უარყოფითი, რაც ძალიან ძნელი საშოვნია, სასწრაფო ოპერაცია გაკეთდა და გაჩნდდა ორი ანგელოზი ნიკოლოზი და ნია, ეს სახელები შერჩეული ქონდა, მადლობა ღმერთს რომ ბავშვები ჯამრთელები იყვნენ, ერთ საათში მარიამმა დამიტოვა თავის სხეულის და სულის ნაწილები და თავად დამტოვა, -ბებომ ღრმად ამოისუნთქა, არ უნდა ეტირა, ამდენი წლის ნაგროვები დარდი და ცრემლი ერთიანად მოტეხდა- რა მექნა? ტირილის დროც არ მქონდა, ორი თოთო ბჟღარტი მყავდა გასაზრდელი. ისევ მარტო დავრჩი, ისევ ისე ზამთრის სუსხიან დღეს, დრო უკან შემომიბრუნდა და ეხლა მხოლოდ ჯამრთელობას ვთხოვდი უფალს, რომ ძლიერი და ჯამრთელი ბავშვები გამეზარდა. მეორე დღეს როცა ბავშვებს მივაკითხე მითხრეს რომ გოგონას ვირუსი შეეყარა და გარდაიცვალა, აქ კი ვეღარ მოვითმინე და მწარე ხმით ავტირდი, ვერ დავიცავი, ვერ მოუარე, ჩემი შვილის მიერ დატოვებულ განძსს. გულდამძიმებულმა ნიკოლოზი წამოვიყვანე და წამოვედი სახლში. ეხლა ნიკა იყო მთელი ჩემი სამყარო, ძალაც და სისუსტეც. ნიჭიერი ბავშვი დადგა. როგორც დედამისმა აიდგა თუ არა ფეხი ისიც ბაღში შევიყვანე. მე კი ვმუშაობდი იმ სახლში სადაც შენ მოგიყვანეს ნათია შვილო. ერთ საღამოს როცა უკვე ჩემი წამოსვლის დრო იყო სახლში მოიყვანენ პატარა წაბლისფერთვალება, კულულებიანი გოგო, რომელსაც საკმაოდ ძვირადღირებული ტანსაცმელი ეცვა. ის ჩემსკენ გამოიქცა და ჩამეხუტა. ჯერ კიდევ ვერ ლაპარაკობდა კარგად. დაუყვავე, მოვეფერე და საწოლში ჩავაწვინე, მითხრეს, რომ მისი მშობლები ავარიაში მოხდენ და დაიღუპენ. ძალიან უჭირდა იმ სამყაროს შეგუებოდა, სულ ცდილობდა, ჩემს მკლავებში ეპოვნა სითბო და სიყვარული, მე რაც კი შემეძლო ვუნაწილებდი მას. მერე ეს გოგონა გაიზარდა, შესანიშნავი გოგო დადგა,- შემდეგ ბებომ ნათიას თვალებშ ჩახედა, მზერა გაუსწორა- ჩემო ნათი ის პატარა გოგო ნიკას ტყუპიცალი ნია და იქ მოყვანილი კულულებიანი გოგო შენ ხარ შვილო. შენ ნიკას ტყუპისცალი ხარ. ჩემი მარიამის შვილი და ჩემი შვილიშვილი. ჩვენი სისხლი და ჩვენი ხორცი. ამიტომ მოგიყევი ყველაფერი დაწვრილებით.
---მე, მე, მე ეს როგორ.განა მე და შენ- ნიკას გახედა, თვალებში ცრემლი ქონდა უკვე ვეღარაფერს ვერ ხედავდა, ნიკა მიუახლოვდა, ცრემლები მოწმინდა და ანალიზის პასუხი ხელში მისცა.
--ეს რა გამოდის, მე ბურჯანაძე კი არა გაბუნია ვარ?- ცრემლების მის სახეზე მიიკვლევდნენ ბილიკებს ისევ.
---ეს კიდევ დასადგენია ვინ არის ჩვენი მამა- ნათია გაშტერდა ერთ წერტილს მიაჩერდა და მერე ნიკას მიუბრუნდა.
---რაღაც უკვე ერთ ადგილზე ვარ და ერთი და იმავე ადგილს ვტკეპნი, მგონია, რომ ჩავწვდი მთავარ აზრსს და მაინტერესებს ეს ყველაფერი რაც აქ ითქვა ნიკა, ოღონდ ნუ მომატყუებ, გაგიგებ, მაგრამ სიმართლე მითხარი სიზმარია თუ ცხადი? თუ სიზმარია, არ მინდა გამომეღვიძოს ნიკა-განა მარტივია, აი, ასე უცებ ერთ დღეში, ერთ წუთში შეცვალო შენი ცხოვრება, ისე რომ წარსულის გადახედვისას გრძნობდე, რომ იქ მხოლოდ სიცარიელე დატოვე, მხოლოდ ხვდები რომ წინ დიდი გამოცდა გელის, რომ ბედნიერება ხელის გაწვდენაზეა და უნდა მიიღო,- მერე ხელები გაშალა და თხოვა მათან მისულიყო, ნიკამ ხელში აიტაცა და აფრიალა. იცინოდნენ, ტიროდნენ. ეს იყო რაღაც საოცარი გრძნობა, და-ძმის საოცრად თბილი ჩახუტება. მერე დალი ბებო მივიდა მათთან და ნიკამ ორივე გულში ჩაიხუტა. მაღლა აიხედა ცრემლიანი თვალებით და თქვა.
---ჩემო გოგო, ვიპოვეთ ჩვენი ანგელოზი, ჩვენ ვიპოვეთ ერთმანეთი, ამიერიდან ერთად ვართ- დალი ბებოს ჯეროდა, სწამდა რომ ყველა მის ტკივილს, შეცდომას, სიხარულს, ბედნიერებას, მისი მარიამი მასთან ერთად იზიარებდა.
.---ჩემი სულის ნაწილი ხარ ნათი, გიპოვე და დღეიდან აღარსად აღარ გაგიშვებ- ღიმილიანი ნიკა გულში იკრავდა ცრემლინ გოგოს.
---მპირდები? იმ წლებს, მარტოობაში რომ გავატარე, ვერ დავივიწყებ, მინდა გავიგო იქ როგორ მოვხვდი? ვინ იყო ჩემი აღმზრდელები?
---გავიგებთ ნათი, ყველაფერს გავიგებთ, ეხლა კი დროა მაგიდას მივუსხდეთ, მე მომშივდა და მეშინია შენ არ შემომეჭამო.- უფრო ძლიერად მიიკრა გოგონას სხეული მკერდზე.
---მე კიდე შენ.- გოგონას მხიარულმა კისკისმა დაფარა დაძაბული გარემო და ერთიანად აავსო სიხარულით ყველა.
ექიმი რომა და მისი მეუღლე, მშვენიერი ნატალია ბედნიერი ღიმილით შესცქეროდნენ ამ ყველაფერს, ბედნიერებაა, აბა რა არის, წლების წინ დაკარგულს რომ იპოვი, იქ სადაც არც კი ეძებდი, გულში ჩაიკრავ და იგრძნობ რომ უკვე სხვა ხარ, რომ უკვე შენი თავი შენ არ გეკუთნის, ახლა გყავს გვერდით ის ვინც, მთელი ცხოვრება გვერდით გეყოლება და მეგზურობას გაგიწევს შეცდომების მიუხედავად.
ნოე... ნოე კი, როგორც არასდროს მშვიდად იდგა, ბედნიერების ღიმილით, ხელში ტელეფონით და ამ ყველაფერს მალულად აფიქსირებდა.
---შთამომავლობას უნდა ვაჩვენო ეს ყველაფერიო.
---ბე, მე ვერ გეხმარები ახლა, მაგრამ გპირდები რომ ავანაზღაურებ ყველაფერს- ნათია ნიკას გვერდით მოკალათებულიყო და მხიარულად კისკისებდა.
გემრიელი სადილი, მხიარულ ვახშმად გადაიქცა, დალი ბებოს დაავიწყდა თავისი ასაკი და ისიც აყვა ბავშვებს მხიარულებაში. რომა ექიმი კარგი მხიარული ადამიანი აღმოჩნდა, მშვენივრად დაამღერა გიტარაზე, ამათაც მეტი რა უნდოდა და შეიქნენ ერთი მჭიდრო და კარგი სამეგობრო წრე. უბედნიერესი დღე იყო ყველასთვის და მითუმეტეს ამ სამეულისთვის, წინ იმედით ყურება, მაღლა რწმენით და ირგვლივ სიყვარულით. ოცი დღე ყოველდღიურ მხიარულებაში გავიდა. ხშირი სტუმარი იყო ერთმანეთის ბესო, ნუკრი და ერთად შეკრული მჭიდრო სამეგობრო. ძალიან ახლოს გაიცვნეს ერთმანეთი რომას მეუღლემ ნატალიამ და ნათიამ, ხშირად სტუმრობდნენ ბავშვებს, ისინიც ამათი სამაგობროს ნაწილი გახდნენ. მოწონდათ ერთად ყოფნა და ორი ინვალიდის ხელით ტარება ამ თავიდან, იმ თავში, მაგრამ დამთავრდა ფუფუნებაში ყოფნა და მოვიდა თაბაშირის მოხსნის დღეც, ერთად წავიდნენ საავადმყოფოშიც და ერთად გამოვიდნენ იქედან ორივე თავისივე ფეხით, ხელი-ხელ ჩაკიდებულები მხიარულები და ბედნიერი სახეებით.
---ვაიმეეე ჩემი ფეხით დავდივარ, რა კარგიააა,- ნათია ისეთი ბედნიერი იყო, ლამის შუა ქუჩაში ეცეკვა- არ მომიწევს ცალ-ცალკე სახელების ძახილი. ნიკააა, საბააა, ჯაბააა, ნოეეე, მოდი წამიყვანეეთ.
---შენ წარმოიდგინე და მეც ეგრე ვარ, ნუკრი დაიძინებს ეხლა გემრიელად, მაგრამ რაღაც უნდა მოვიფიქრო, მაგას მასე მარტივად ვერ დავტოვებ.
---რა? მოატყუებ?- გაოცება ვერ დამალა ნათიამ.
---დაიცა ჩემთან ერთად წამოხვალ- და ნათია მოულოდნელად ბესოს მანქანაში აღმოჩნდა. ნიკამ და ნოემ ხელით შეიყვანენ ბესო ნუკრის კაბინეტში და მდივანზე რასაც ქვია დააგდეს, .ნუკრიმ შეხედა და გაუკვირდა.
---შენ რა თაბაშირი არ მოიხსენი?- გაოცებისგან შუბლზე აუვიდა თვალები.
---არა ძვალი არ არის კარგი შეხორცებული, არ უნდა გაგევლო ფეხზე, წოლითი რეჟიმი არის წოლითი რეჟიმი და უნდა იწვეოოოო. - სიცილს ძლივს იკავებდა ბესო, მაგრამ თამაშობდა ბოლომდე.- რომელმა იდიოტმა აგაყენა ფეხზეო, ასე მითხრა ექიმმა აბაააა? შენ კი ეს ვერ გაგაგებინე მე და აი კი ვარ ეხლა აქ ისევ თაბაშირით! მოისაწყლა თავი ბესომ.- სულ შეენი ბრალია ყველაფერი, შენ რომ მოგეტანა ის ერთი ჭიქა წყალი, ხომ არ მომიწევდა კიდევ ორი კვვირა შენს მხრებზე წოლა.
---ღმერთო რა შეგცოდე, ეს ხისთავიანი მე რატო მომაწებე- ნუკრის ძარღვები დაბერვოდა- ძვალი კი არა თუ სიმართლე გინდა შენ ტვინში გაქვს დაზიანება და არა ფეხში, - შემდეგ კი ფანჯარასთან მდგომ ბიჭებს მიუბრუნდა რომლებიც ჩუმად რაღაცაზე იცინოდნენ- კარგით ბიჭებო წაყვანით მე წავიყვან სახლში ანდა აქ დაიძინებს!
---აქ რა დამაძინებს, როგორ უნდა მოვისვენო- ბესომ დივნის სიმყარე მოსინჯა ხელით.
---ნუ ბუზღუნებ ბესო, აგიყვან მოსამსახურეს და ეგდე ლოგინში, ჯობია ცოტა ხნით თვალში არ მომხვდე.- ცოფებს ყრიდა ნუკრი
---ნუ იღრინები, შემიცოდა უფალმა და შენი სათრევი არ გამხადა- უთხრა ბესომ და ფეხზე წამოდგა, გაიარ გამოიარა და შეეკითხა.
---კარგად დავდივარ ხო?
---სექსუალური ხარ, კარგად აქნევ უკანალს.
---იდიოტო!.
---მატყუარა, სანამ შენ მაგ გეგმას დასახავდი, მე უკვე ვიცოდი თაბაშირი რომ მოგხსნეს. ექიმს შენს აქ მოსვლამდე ველაპარაკე! -ნათია და ბიჭები იცინოდნენ ამათ კინკლაობაზე
---არ გამოგვივიდა ნათუშ, სხვა დროს ვეცდები გული აგიჩვილო საყვარელო.-უთხრა და ჰაროვანი კოცნა გაუგზავნა ნუკრის. რომელმაც ფანქარი გაუქიანა და თავში მოახვედრა
---აბა წავედით და ავღნიშნოთ ორი ავადმყოფის გამოჯამრთელება?-და წამოდგა ჯაბა.
მთელი ღამე სიცილ-ხარხარში გაატარეს, უკვე წასვლის დროც იყო და ნათიამ უთხრა ნიკას.
---ნიიკ წავიდეთ რა დავიღალე!
---წავიდეთ, ხვალიდან თავისუფალი ცხოვრება მთავრდება და ყველას ჩვენი საქმეები გვაქვს.- ერთმანეთს დაემშვიდობნენ, დიდი ზარ-ზეიმით, გამომშვიდობებით და ჩახუტებებით.
მეორე დღეს გაბრუებულები იყვნენ, მაგრამ კაფეტერიაში არ წაუსვლელობა არ შეიძლებოდა. ნათია მოგვიანებით მიდიოდა ამიტომ დილის ძილი გააგრძელა რომ კარგად გამოეძინა და ენერგიას იკრებდა მუშაობისთვის. ბიჭები კი დილიდანვე, ნაბახუსევზე შეუდგნენ მუშაობას.
---ჯაბა რას აკეთებ მანდ? -კითხა საბამ, რომელიც დახლს შეშინებული დაყურებდა გაოგნებულ-გაოცებულ-გაკვირვებული თვალებით.
---მე რა ვიცი, რას ვაკეთებ და შენ რა გითხრა, თავი მისკდება- დახლზე საშაქრე იყო. საბამ ხელი გაწია, შაქარი უნდა ჩაეყარა ყავაში რომ გუშინდელ საშაქრეს მარილი ეწერა. არადა შიგნით შაქარი ყრია. გაუკვირდა და ჯაბას კითხა.
--ჯაბა, ამ საშაქრეს გუშინ შაქარი ეწერა, დღეს მარილი და ვერ ამიხსნი რატომ აწერია მარილი?- აშკარად გაკვირვებული ჩანდა.
---რა გიკვირს შე ჩე…ა ჭიანჭველებს მოვარიდე, რომ შაქარს არ დასეოდნენ-უპასუხა სერიოზულად და თავისი საქმე გააგრძელა.
--რაააა?- ბოლო ხმაზე ახარხარდა- ,ვაიმე ცუდად ვარ- იყვირა საბამ და სიცილისგან ლამის ძირს გაწვა.
--გადი ბავშვი იქით ნუ იჭაჭყები, ყველა აქეთ იხედება იდიოტო- უთხრა ჯაბამ სიცილით საბას.მაგრამ საბას სულ დაავიწყდა სად იყო, ისე გემრიელად იცინა, ასეთი პოზიტიური დილით დაიწყო სამუშაო დღე საბამ და ჯაბამ.
სწორედ იქ სადაც შენ ფიქრობ რომ დასასრულია, შეიძლება იწყებოოდეს შენი მთელი ცხოვრება.
კაფეტერიაში დიდი თეთრი ვარდების თაიგულით კურიერი შემოვიდა, საბას რაღაც კითხა, მერე რაღაც ქაღალდს ხელი მოაწერა და ვარდების თაიგულიც გვერდზე გადადო .
---საბა ვისია ეს თაიგული?- ინტერესით იკითხა ირმამ, ადამ და ჯაბამ.
---ნათიას მოუტანეს და მე მოვაწერე ხელი. ალბად ბესომ გამოუგზავნა.
კაფეტერიის კარები გაიღო და უცნობი უსიმპატიურესი მამაკაცი შემოვიდა, განაპირა მაგიდასთან მივიდა და დაჯდა, თბილი ამინდი იყო და მოკლე, თხელი ტყავის პიჯაკი ეცვა. ცისფერი პერანგი ისე უხდებოდა მის მკაცრ სახეს და კეხიან ცხვირს, რომ ერთი სიტყვით არცერთი გოგო გულგრილი არ ჩაუვლიდა გვერდს. მაღალი, სპორტული აღნაგობის, ეტყობოდა სპორტის დიდი მოყვარული იქნებოდა, თმები არც ისე დაბალზე, წვერი ოდნავ მოშებული. სახეზე ოდნავ მაცდური ღიმილით. მაგრამ არწივისებური მზერით. ნათიამაც შემოანათა ამასობაში და ტაშის კვრით შეხვდა მას სამეგობრო. მიკითხვა-მოკითხვის შემდეგ საბამ უთხრა თაიგულის შესახებ.
---ნათუშ ეს თაიგული შენთვის მოიტანეს.- და დიდი თაიგულის მისამართით გაიშვირა ხელი.
---ვისგანაა? ან ვინ მოიტანა?
---არ ვიცი კურიერი იყო. ბარათი ექნება და ნახე.- ნათია ვარდებში ბარათს ეძებდა რომ განაპირა მაგიდიდან უცნობი დაძაბული ადევნებდა თვალს ნათიას ყოველ მოძრაობას.
----ვინ არის ნათია, ვისგანაა?- იკითხა ჯაბამ.
---არ ვიცი არ აწერია და არც მაინტერესებს- ღიმილით, ყოველგვარი შესავლის გარეშე, აიღო თაიგული გარეთ გაიტანა და პირდაპირ სანაგვე ყუთში ჩააგდო. .დაბრუნდა და ჩვეულებრივად გააგრძელა მუაობა. ასე გრძელდებოდა თითქმის ორი თვე ყოველ დღე, ნაი-ნაირი თაიგულები. უკვე ეს მომაბეზრებელი ხდებოდა. ბიჭები უკვე ნერვიულობდნენ. ვერ გაეგოთ ვინ იყო ნათიას უჩინარი თაყვანისმცემელი. ერთ საღამოს როცა საბას ბევრი ხალხი არ ყავდა, დრო გამონახა და ნათიასთან მივიდა.
---ნათ წამო რა იქეთ დავჯდეთ, რაღაც უნდა გითხრა!
---წამო. კოკა-კოლას წამოვიღებ!
---ნათიუშ, ეჭვი არავისზე არ გაქვს?- მოგიდასთან მოკალათებულმა საბამ თვალები მიანათა გოგონას.
---არა საბა, მე ვისაც ვიცნობ შენც იცნობ იმათ, მართლა არ ვიცი ვინ არის!- ფიქრებს მისცემოდა ნათია.- სიმართლე გითხრა, უკვე მეც მაინტერესებს მისი ვინაობა.
---ნათი, საუკეთესო მეგობარი გყავს? აი ვისაც მთელი გულით ენდობი?
---საუკეთესო მეგობარი? მმმმმმმ- თვალი ჩაუკრა ნათიამ- აი, პირველი ვინც მომაფიქრდდა შენ ხარ!
---ხოდა თუ რამე არ დამიმალავ ხო?- ძალიან გაუხარდა საბას, ნათიას სიტყვები- შეიძლება ყველაფერი ნიკას ვერ უთხრა, ამიტომ არ მოგერიდოს, როცა გინდოდეს დალაპარაკება, მე ყოველთვის მოგისმენ კარგი? იცი დღეს მეგობრის დღე არის და მე ეს მცირედი და პატარა საჩუქარი მინდა გადმოგცე. -პატარა,ლამაზი კოლოფი გაუწოდა ნათიას და მის რეაქციას დაელოდა.
---ყოველთვის ვატარებ ამ ულამაზეს სამაჯურს, შენს სახელზე საბა, დიდი მადლობა- ლოყაზე აკოცა ნათიამ.
---უჩემოდ არ წახვიდე დღეს კარგი?
---კარგი ერთად გავიდეთ. მთელი ეს საუბარი მათთან ახლოს მჯდარ უცნობს ესმოდა და ნათიას ტიტინი, მისი თბილი და ტკბილი ხმა გულს უფანცქალებდა. კაფეტერია შეივსო ხალხით, ისევ კურიერმა შემოანათა ეხლა წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგულით და პირდაპირ საბაასკენ წავიდა. საბამ ხელით ანიშნა ნათიასკენ და დაუძახა რომ მას ელოდნენ.
----დიახ გისმენთ!
---თქვენ ხართ უკარება ნათია ბურჯანაძე?- ღიმილით კითხა უცნობმა
---ვისთვის როგორ, მაგრამ დიახ მე გახლავართ, ნათია ბურჯანაძე.
---ეს თაიგული თქვენთვისაა და ამჯერად მაინც მომიწერეთ ხელი. ნათიამ ამრეზით ახედა თაიგულს, ჯერ ჩაფიქრდდა და მერე წარბი აწია. ამჯერად ბარათი იდო შემდეგი სიტყვებით;,,უამრავი ადამიანი გაივლის შენს გულში, მაგრამ მხოლოდ მე დაგიტოვებ ნაკვალევს. დრო მოვა და ეს სიტყვები გაგახსენდება'', აიღო დახედა ,ხელში ატრიალა და უკანვე დააბრუნა.
---არა,ხელს არ მოვაწერ.- მკაცრი და შეუვალი იყო მისი ხმა.
--რატომ? -გაოცება ვერ დამალა კურიერმა- იცით რა ღირს ეს თაიგული?- გაოცდა, გაუკვირდა კურიერს.
---ჩემთვის უცნობია, არ ვიცნობ და მორჩით, აღარ დაიღალეთ? სულ არ მაინტერესებს, რა ღირს და რამდენი გადაიხადა, მე არავინისთვის მითხოვია ვარდები მომიძღვენითქო. თუ ასე მაგარი ბიჭია აქ მოვიდეს და წინ დამიდგეს.და კიდე გადაეცი შენი ვარდებით ვერ მომთაფლავ რადგან მე ფულში და ძვირად ღირებულ ნივთებში არ ვეძებ ბედნიერებასთქო!
---კი მაგრამ როდემდე, ეს მერამდენეა უკვე უკან რომ აბრუნებ.
---უამრავჯერ ასე წაიღებ უკან რამდენჯერაც მოიტანთ. ნუღარ დაიღლებით, აქ აღარ მოხვიდეთ ასეთი თაიგულებით თორე დაცვას ვაგაფრთხილებთ რომ აღარ შემოგიშვათ ასე ხელდამშვენებული თაიგულებით.- კურიერს პასუხის გაცემა არ აცადა ისე მიბრუნდა უკან და სამუშაოს დაუბრუნდა.
საბამ ჯაბას გადახედა. თვალი ჩაუკრა და ცერა თითი აუწია ნათიას საქციელის მოწონების ნიშნად. უცნობი კი შეუმჩნეველი ღიმილით იღიმოდა. მოსწონდა ნათიას უდრეკი და შეუვალი ხასიათი. სასიამოვნო ფიქრები ნათიას ნარნარა ხმამ შეაწყვეტინა.
---გამარჯობათ, რა მოგართვათ? - მშვიდი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე- ისევ ისე, როგორც ყოველთვის თუ დღეს შეცვლით გემოვნებას?
---ისევ ის - ჩვეულად უპასუხა უცნობმა- და თუ თქვენი უფროსი მოვიდეს შემატყობინეთ.
---დიახ შეგატყობინებთ- თავი დაუკრა ნაზად და გაეცალა მაგიდას
---ჯაბა ირმას რატომ დააგვიანდა ხომ არ იცი?
---არ ვიცი და ეგ უნდა შევაშინო დღეს. აი მობრძანდა!- კაფეტერიის კარი გაიღო და ირმა შემოვიდა.
---ირმა რატომ დაგაგვიანდა? ჩქარა გამოიცვალე. შენს მაგიდებს მივხედეთ მე და ადამ, კიდე კარგი არავის შეუმჩნევია.
---ჩემს მოხუც ნათელა ბებოსთან შევირბინე ნათი, წნევა გავუსინჯე, წამლები დავალევინე!- სწრაფად საუბრობდა ირმა.
---კარგია მაგ სამსახურიც რომ გაქვს ირმა!
---შვილი ჩამოუვიდა მივლინებიდან და ისეთი გახარებული იყო საწყალი ქალი სულ მარტოა ხოლმე.
---კარგი ბიჭია? სიმპატიურია? თვალები აუთამაშდა ნათიას.
---ვინ?- უცებ დაიბნა ირმა
---ვინ და პაატა ბურჭულაძე. ვიზე შეგეკითხები? გოგო ნათელა ბებოს ბიჭზე გეკითხები!
---უიიი შენ რა გითხარი რა გამაცინე? სად გაგახსენდა ბურჭულაძე! -ირმამ გულიანად გადაიკისკისა
---არც კი შემიხედია ისე ..........!
----დააგვიანე და ეხლა ტლიკინს უნდებით. საქმეს მიხედე დროზე.- დასჭექა უცებ მამაკაცის ხმამ და გოგოებს შიშისაგან ენა ლამის ჩაუვარდათ. გაიხედეს და კარში გულზე ხელებდაბჭდომილი ჯაბა იდგა და ეშმაკური ღიმილით უყურებდა მათ.
---რა საზიზღარი ხარ, ენა ლამის გადავყლაპე კრეტინო. -გაუბრაზდა ირმა
---სანამ მართლა შეამჩნევდნენ თქვენს ბეზდელნიკობას, გაინძერით ლამაზებოოო! ხმა დაინაზა ჯაბამ და კოცნა გაუგზავნა ორივეს.
---ნათია მზადაა შენი შეკვეთა და გამოფხიზლდდი დღეს.- დაუძახა საბამ. ნათიაც წამში გაჩნდა მასთან.
---აი თქვენი შეკვეთა. გემრიელად მიირთვით.- მიართვა უცნობს შეკვეთა და უცებ თვალიც შეავლო ახალგაზრდა მამაკაცს.
---უფროსი არ მოსულა კიდევ?- ახედა უცნობმა- ან მოვა დღეს საერთოდ?
---საერთოდ ამ დროს მოდის ხოლმე!- ცოტა ოდნავ დააბნია უცნობმა ნათია, ისიც სწრაფად გასცილდა უცნობის მაგიდას და ბარისკენ გაემართა, რომ უცნობ გრძნობას მასში ფესვები არ გაედგა.
---რა უცნაური ტიპია იქ რომ ზის იცნობთ? იცით ვინ არის? ის ყოველთვის ჩემს მაგიდასთან ჯდება. -ჩასჩურჩულა ჯაბას და საბას ნათიამ
.---არ ვიცი, ეს უკვე კარგა ხანია აქ რომ შემოდის და მხოლოდ შენ გაკვირდება ნათიუშ,
---საიდან მოიტან ხოლმე ასეტ ინფორმციებს?, ვანგა ხარ?- სიცილით უთხრა ნათიამ
---იცინე შენ და შევამჩნიე რამდენჯერმე და იცი? უფრო მეტიც მე ეს მგონია იმ ყვავილების გამომგზავნი, რადგან ყოველ ჯერზე უკან რომ აბრუნებ თითქოს სიამოვნებს შენი ეს ფიცხი და მიუკარებელი ხასიათი. -თვალი ჩაუკრა საბამ.
---რას ამბობ ერთი სიტყვა არ დასცდენია არასდროს, ისე არ დაიწუნება ლამაზია, სიმპატიური და ეტყობა ფულიანიც -გამოაჯავრა საბა და თვალები აუჟუჟუნა. გაეცინა საბას მაგრამ უცებ დასერიოზულდა.
---საქმეს მიხედე ყველამ, ილო მობრძანდა, გაახსენდა სამსახური რომ აქვს. -გააფრთხილა საბამ ყველა. ილო კი შემოვიდა თუ არა ხელის აწევით მიელამა ყველას და კაბინეტისაკენ წავიდა.
---საბა ორმაგი ექსპრესო, უშაქრო, გამოატანე ვინმეს.- მკაცრი იყო მისი ხმა
---ახლავე.- შემდეგ კი ჩუმად უთხრა- ილო გელოდებიან უკვე დიდი ხანია!
---ჩემთან შემოვიდეს უთხარი რომ მოვედი.
----უკაცრავად უფროსი მოვიდა და გელოდებათ!- ისევ ნათია მიუახლოვდა უცნობის მაგიდას.
--ოჰო ეღირსა მოსვლა?- წამოდგა უცნობი ორი თავით მაღალი იყო ნათიაზე თუმცა დაბალი არც ნათიას ეთქმოდა.
---მადლობთ და შეგიძლიათ მიმიყვანოთ მის კაბინეტამდე?
---წამობრძანდით მიგაცილებთ- წინ წაუღვა უცნობს. მინარნარებდა ნათია მისი უზადო ტანის რხევით და უკან მიყვებოდა უცნობი. თვალი გააყოლა ყველამ. ზოგმა ისიც კი ჩაიჩურჩულა ,,რა კარგი წყვილიაო“ რაზედაც ორივეს ჩაეცინა ერთმანეთის შეუმჩნევლად. უცნობს უნდოდა ხელი მოეხვია და მისი განიერ მკლავებში დაემალა ეს პატარა არსება. მისი სითბო ეგრძნო ის ხომ ერთი ხელის გაწვდენაზე იყო, მაგრამ მისი არ იყო. არ ქონდა უფლება არანაირი. მხოლოდ მისი ყურების უფლებას ვერ დაუშლიდა ვერავინ. დარწმუნებული იყო რომ ეს დღეც დადგებოდა. ფიქრებიდან ისევ ნათიამ დაიხსნა.
---შეიძლება ბატონო ილო?თქვენთან არიან.- ნათიამ ფრთხილად შეაღო კაბინეტის კარი
---შემოვიდეს ნათია- საბუთებიდან არც აუწევია თავი ილოს ისე უპასუხა.
---მობრძანდით, .რა მოგართვათ, რას ინებებთ?
---მე როგორც ყოველთვის ნათია- უთხრა ილომ.
---მეც თქვენთვის ნაცნობი თუ არ შეწუხდებით- ბოხი მაგრამ სასიამოვნო ხმით უთხრა უცნობმა. უცნობის ხმის გაგონებაზე, ილომ კეთილი ინება და თავი აწია
---შეეენ?- ფერი დაეკარგა ილოს სახეზე და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
---ეხლავეს მოგართმევთ.- ჩუმად თქავა ნათიამ და გავიდა კაბინეტიდან. ნათიას შეუმჩნეველი არ დარჩენია ილოს შეშინებული და გაფითრებული სახე.



№1 სტუმარი tasss

Auu ra kai iyo cota nati da demetrec aalaparakee raaa

 


№2 სტუმარი A

Au magari tavia dzalian mainteresebs shemdegi da moutmenlad veli. Ase gaagrdzele. Warmatebebi.....

 


№3  offline მოდერი zia-maria

tasss
Auu ra kai iyo cota nati da demetrec aalaparakee raaa

მადლობა საყვარელო.მოვა მაგათი საუბრის დროც სულ მალე.

A
Au magari tavia dzalian mainteresebs shemdegi da moutmenlad veli. Ase gaagrdzele. Warmatebebi.....

ხვალ დაიდება აუცილებლად,რადგან თავად მეც ვჩქარობ.რადგან ახალ ისტორიასაც ვამთავრებ.მალე მასაც შემოგთავაზებთ.მიყვარხართ ძალიან,ძალიან.

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან მომწონს მე ეს ისტორია, მეც დავიტანჯე და ეს პერსონაჯებიც... wink მალე გვაგირსე რა დასასრული

 


№5  offline მოდერი zia-maria

terooo
ძალიან მომწონს მე ეს ისტორია, მეც დავიტანჯე და ეს პერსონაჯებიც... wink მალე გვაგირსე რა დასასრული

მოგკლავ იცოდე.დასასრულამდე ჯერ წინ დიდი სიურპრიზები არის საყვარელო.

 


№6  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Auu rogor momcoons.jer ar daasruloo ra drosiaa?malmale dade tavebi raa ro ar gvalodino.kargi xar dzalian.tavebic kargi zomisaa ar sheamciro mtavaria tu gazrdi ufro gamaxareb :)

 


№7  offline მოდერი zia-maria

tatuka20
Auu rogor momcoons.jer ar daasruloo ra drosiaa?malmale dade tavebi raa ro ar gvalodino.kargi xar dzalian.tavebic kargi zomisaa ar sheamciro mtavaria tu gazrdi ufro gamaxareb :)

მახარებ ძალიან,ძალიან.დაგამშვიდებ რომ ჯერ არ დამთავრდება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent