შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული კარზე არ აკაკუნებს


6-05-2016, 21:19
ავტორი Stay Strong Baby
ნანახია 1 441

II თავი
კარგი ამინდი დაგვემთხვა, ან ნიკამ შეარჩია სპეციალურად ასეთი ამინდი.
-ნიკუშ, გახსოვს რომ გითხარი ამერიკელებზე.
-კი მახსოვს
-ხო, როგორ ფიქრობ გამოვა რამე?
-რატომაც არა?
- რავი, ხომიცი სალოს მალე ბავშვი ეყოლება, ის წავა ალბათ ჩვენგან , ახლაც ჩვენ ვთხოვეთ ცოტახანს კიდევ დარჩენილიყო.
- მერე დაელაპარაკეთ, არამგონია ამერიკაში წასვლაზე უარი თქვას.
- ხო შეიძლება.. სიჩუმე ჩამოწვა, გარედან სასიამოვნო სურნელი შემოდიოდა, სიგრილეს შეპარებული ნიავი სასიამოვნოდ მელამუნება სახეზე, თითქოს და ძილი მომერია, მოვითენთე, მთლიანად გადავიკარგე სხვა სამყაროში. ძილში წასულს ათასი რაღაც მიტრიალებდა თავში, ყველაზე მეტად კი ამერიკაში გამგზავრებაზე ვფიქრობდი. ვერ გავიგე როგორ ჩავედით ბათუმში.
- თეკო სანამ ჩემს მეგობართან მივალთ წამოდი გავისეირნოთ , თან ჯერ ადრეა და ისე ვილაპარაკოთ.
- ხო ნიკუშ მასე სჯობს თორე შენი მეგობარი ასეთი სახით რომ დამინახავ რას იფიქრებს , ძილის მეტს არაფერს აკეთებსო. ნიკა როგორც ყოველთვის მიღიმის და გამამხნევებელი თვალებით მიყურებს.
- წამოდი აი იქით ხედავ ხალხმრავლობა რომ არის?
- კი და რახდება?
- ძალიან, ძალიან კარგ ნაყინს აკეთებენ.
- ვაა, მაგარია მიყვარს ნაყინი და იცოდე თუ მომეწონა, არა თუ ძალიან მომეწონა კიდევ დამპატიჟებ.
- კარგი მაგრამ არგინდა შემდეგ ჯერზე შენ დამპატიჟო? ( დამცინის )
- კი, რა თქმა უნდა . მეც როგორც ყოველთვის ვითომ და დანებების ნიშნად ენას ვუყოფ.
- ოხ თეკო, თეკო როგორც ყოველთვის ახლაც მე უნდა დამათმობინო ( კიდევ დამცინის )
- დიახთ ბატონო ნიკოლოზ. სწრაფად, თორე ვეღარ ვითმენ , ნაყინი მინდა . ხელს ვკიდებ და ვექაჩები სანაყინესკენ.
- მოიცა თეკო მანქანაში რაღაც დამრჩა , მიდი შენ დაჯექი და მეც მოვალ.
ნიკა მანქანასთან დაბრუნდა მე სანაყინესთან მივედი და ნაყინის შერჩვა დავიწყე, უკნიდან ნიკა მიახლოვდება
- თეკო თუ შეიძლება ნელა შემოტრიალდი ( ჩუმი ხმით მეუბნება )
- სწრაფად შევტრიალდი რადგან შემეშინდა. ხელში გიტარა ეკავა. გაშტერებული ვუყურებდი ხან ნიკას ხან გიტარას.
- უფრო ნელაც შეიძლებოდა შემობრუნება ( იცინის )
- ნიკუშ რა კარგი გიტარაა ,, შენი ძველი გიტარა რა უყავი? როდის იყიდე? ძლიან მომწოონს, მეც მათხოვებ ხოლმე ხოო.. გაბადრული სახით ვუყურებ გიტარას.
- კარგი რა თეკო დავიჯერო ახლა მართლა ვერ ხვდები თუ არიცი უბრალოდ ემოცია როგორ გამოხატო?
- ჰეი მაჩო რას გულისხმობ? .... კი არა და რააა?? არაა შეუძლებელია ეს ის არის რაც ჩემს სახლში მითხარი?
- დიახთ ჩემო ლედი ეს ის არის.
- ღმერთო. ემოციებს ვეღარ ვთოკავ და ცრემლები მომდის , არც ჩემი დაბადების დღეა, არც სხვა დღესასწაული, ერთი ჩვეულებრივი დღეა , მხოლოდ ბათუმში ნიკასთან ერთად წამოსვლა იყო ალბათ ჩემი დღესასწაული , მაგრამ ნიკამ ეს დღე საოცრებად აქცია. არც ჩემი ბიოლოგიური ძმაა, არც შეყვარებული, არც ნათესავი, უბრალოდ ის ამ ყველაფერზე მაღლა დგას. ძმაზე მეტია ჩემთვის.
- ნიკუშ არა იმიტომ რომ დღეს ასეთი საჩუქარი გამიკეთე, არამედ იმიტომ რომ შენ ახლა ჩემს გვერდით ხარ, ძალიან, ძალიან მიყვარხარ. სიცოცხლეზე მეტად, ჩემს თავზე მეტად. მაბედნიერებ და მაძლიერებ. ვიცი რომ არასდროს დამტოვებ და მხოლოდ ეს მაძლიერებს. ახლა უკვე თავს ვეღარ ვიკავებ და ხმამაღლა ვტირივარ. ნიკას მთელი ძალით ვეხუტები, უბრალოდ ემოციებს ვეღარ ვთოკავდი , უკვე ბევრი სიხარული დამიგროვა ამ ადამიანმა. ყველა ჩვენ გვიყურებდა, ცუდს არავინ ფიქრობდა, ყველა გვიღიმოდა. ერთი ბებო მოგვიახლოვდა და გვითხრა რომ საუკეთესო წყვილი ვართ. ნიკას გაეცინა. გამიკვირდა, ჩემს დაწყნარებას არ ცდილობდა, პირიქით ჩემს ემოციებს გასაქანი მისცა რომ თავისუფლად ვყოფილიყავი.
ნაყინი მივირთვით მართლაც და ძალიან გემრიელი იყო. გიტარას ხელს არ ვუშვებდი, ისე ვიხუტებდი თითქოს ველოდი რომ ვიღაც წამართმევდა. ამინდიც უხდებოდა ამ გარემოს. ულამაზესია აქაურობა.
-ნიკ რამდენხანს ვრჩებით აქ?
- დღეს უბრალოდ გაგაცნობ ყველას, დავისვენებთ, ხვალ რაღაცას ვგეგმავთ. თუ სურვილი გექნება კიდევ დავრჩეთ მაგის პრობლემა არ გვაქვს. თან ნანკა ჯერ არ ჩამოსულა სოფლიდან. შემდეგში მასაც წამოვიყვანთ. ძალიან მინდა რომ ხელი მალე ვთხოვო. ხომიცი განსხვავებულად მინდა ყველაფერი მოხდეს.
მანქანასთან ვბრუნდებით. დროა ნიკას მეგობართან მივიდეთ. მანქანითაც ცოტა გავიარეთ. ნიკამ 16 სართულიან ბინასთან გააჩერა.
- მოვედით?
- კი მოვედით, გადავიტანოთ ჩვენი ნივთები და მანქანას დავაყენებ.
მანქანიდან ნივთები გადმოვიღეთ, ნიკამ მანქანა დააყენა და ბინისკენ წავედით. ლივტის ბავშვობიდან მეშინია მაგრამ აღმოჩნდა რომ ნიკას მეგობარი მე-11 სართულზე ცხოვრობს, ჩვენი ნივთებით კიდევ იქ ფეხით ასვლა გაგვიჭირდებოდა. სულ გულის ფანცქალით ავედით მე-11 სართულზე. ნიკა თეთრ რკინის კარებთან გაჩერდა და შემომხედა
-აბა მზად ხარ?
-კარგი რა ისე მამზადებ თითქოს საშინელებათა სახლში შეგყავარ . ხო როგორც ყოველთვის დამცინის.
ზარი დარეკა , უკვე ისე მომამზადა ნიკამ ასე მეგონა პირველ პაემანზე მივდიოდი და სუნთქვა შეკრული ვიდექი მასპინძლის მოლოდინში. როგორც იქნა კარებს აღებენ.
კარებში ლამაზი, ტანმაღალი წითური გოგო იდგა
- ჰეიი ნიიკუუშ ,, როგორ ხაარ?? როგორც იქნა ჩამოხვედი.
- ჩემოო პრანჭიკელაა
ერთმანეთს ისე ჩაეხუტნენ თითქოს 10 წელი მაინც არ ენახოთო.
- მოდი შემოდი, ლუკა გელოდებოდა მთელი გულიით.
სახლში შევედით, უზარმაზარი და ულამაზესი ბინაა, ლამაზად მორთული, კედლებზე უამრავი სურათით , ნახატები ლამაზი ჩარჩოებით, ლამაზი ავეჯით, ლამაზი მცენარეებით, მოკლედ ბინით და მასპინძელი გოგონათი დიდად აღფრთოვანებული ვარ.
უცბად გვერდითა ოთახიდან ყეფით გამოიქცა ძაღლი, საერთოდ ცხოველები და განსაკუთვრებით ძაღლები ძლიან მიყვარს მაგრამ უცბად შევშინდი ვაითუ უცხო რომ დაგვინახოს გვიკბინოს, ნიკას ავეკარი, გოგონას სიცილი აუტყდა.
- ვაიმე ძალიან დიდი ბოდიში, ჯერ მე ვერ გაგეცანი და უკვე ჩვენი ბაბის გაცნობა მიწევს ( იცინის) ეს ჩვენი ცელქი გოგოა ბაბი, საერთოდ ამ ჯიშის ძაღლები აგრესიულები არ არიან ასე რომ არ შეგეშინდეს. მე ნინი მქვია, რამდენი ხანიც ნიკას ვიცნობ იმდენ ხანს გიცნობ შენც თეკო ( იცინის ) და დამიჯერე ნიკას ძალიან დიდი ხანია რაც ვიცნობ .
- ძალიან სასიამოვნოა ნინი, მიხარია რომ გაგიცანი... მხოლოდ ახლა გამახსენდა ნიკას ბათუმელი მეგობრები, რათქმაუნდა მეც ბევრი მსმენია მათზე ნიკასგან , მეკიდევ მხოლოდ ახლა გამახსენდა. მათი ჰასკი კი რაღაც საოცრებაა .- ვსო ვაცხადებ რომ ბაბი უკვე მიყვარს და ჩვენ საუკეთესო დაქალები ვიქნებით. ჩემმა ნათქვამმა ნიკა და ნინი ძალიან გაამხიარულა.
- კარგით მოდით თქვენს ოთახებს გაჩვენებთ ნივთები შეიტანეთ ,, მე მანამდე სუფრას გავშლი , შემდეგ დასვენებაც შეგიძლიათ.
- მოიცა ნინი სუფრის გაწყობაში მეც მოგეხმარები.
- არა იყოს თეკო შენ ოთახში შედი მოწესრიგდი და მაგიდა უკვე გაწყობილი დაგხვდება. მართლა უზარმაზარი და ლამაზი სახლია, ნეტავ რამდენნი ცხოვრობენ ამ სახლში, მე ჯერ ნინი და ბაბი გავიცანი. ისეთი ლამაზი ოთახია, საწოლზე ჩამოვჯექი, ისეთი რბილია მინდა ახლავე დავიძინო. თავი მოვიწესრიგე და ნიკას ოთახში შევედი. ტანს ზემოთ გახდილი იყო.
- ცუდ დროს ხომ არ მოვედი ცუნცულ?
- ჰაჰ, თეკუშ არა რა ცუდ დროს ღადაოობ. მოდი შემოდი.
- მოკლედ გაოცებული ვარ რაა, რა მაგარი სახლია.
- ანუ მოგეწონა?
- კი ეს სახლი ვის არ მოეწონება.
- ძალიანაც კარგი, სხვათაშორის მეცხრე სართულზე ვაპირებ ყიდვას, რასიტყვი ღირს?
- მართლა? რატომ აქამდე არ მითხარი?
- მინდოდა რომ ერთად გვენახა, ნანკას რომ დავნიშნავ ეგრევე გადმოვალთ.
- რაა?? აი ეგ უკვე აღარ მაწყობს.
- რატო?
- რა რატო, ამას რა კითხვა უნდა ნიკუშ, შენ დამტოვებ იმ ქალაქში მარტო.
- არა თეკ რა თქმა უნდა არ ვაპირებ შენს დატოვებას, მე მინდა ეს უბრალოდ ნიშნობის საჩუქარი გავაკეთო. ზაფხულში ერთად წამოვალთ ხოლმე დასასვენებლად, შენ მაგაზე არ იღელვო, რა სისულელეა მე შენს გვერდით ამდენი წელი გავატარე და როგორ ფიქრობ ასე ადვილად დაგტოვებ?
ვატყობდი ჩემს თავს როგორ უცებ შემეცვალა ხაზსიათი, ცრემლები მომაწვა მაგრამ თავს ვიკავებდი, ნიკამ კი ამიხსნა ყველაფერი მაგრამ ეს ისე მოულოდნელი იყო. ნიკა მოვიდა ჩემი სახე ხელებში მოიქცია, თავი ამაწევინა და თვალებში შემომხედა.
- ხომიცი რომ ჩემს თავს არასდროს ვაპატიებ იმას რომ შენი ცრემლების და მწუხარების მიზეზი მე ვიყო. მთელი ძალით ჩამიხუტა, მინდოდა რომ ასე დიდხანს დავრჩენილიყავით , რადგან როცა ასე ვარ ეს ძალიან მეხმარება.
- ჰეი ბავშვებოო,, სუფრა გაწყობილია შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ. ( დამავიწყდა მეთქვა რომ ამ სახლს მეთორმეტე სართული ჰქონდათ შეერთებული ,, ჩვენი ოთახები მეორე სართულზე იყო )
ძალიან გემრიელი ხელი ჰქონია ნინას ,, მისი ყველა კერძი ძალიან მოგვეწონა.
- ნიკუშ, ლუკამ მანქანა დააყენა უკვე , მიდი ოთახში შედი , მან არ იცის რომ ჩამოხვედი. ნიკა თავისი ოთახისკენ წავიდა, კიბეზე რომ ადიოდა ნინიმ შეაჩერა. მანდ არა ნიკ, ჩემი ძმის ოთახში შედი , მაინც არ არის სახლში.
კარები გაიღო, ვაუ უსიმპატიურესი ბჭი შემოვიდა , შესაფერისი წყვილი არიან. შემოვიდა თუ არა ნინის ტუჩზე კოცნით მიეგება.
- ნიკუშ ეს თეკოა.
- მოიცა ნიკა ჩამოვიდა?
- არა საიდან მოიტანე.
- რატომღაც ნიკას თეკო მეგონა.. მეც და ნინისაც გაგვეცინა. გამარჯობა თეკო როგორ ხარ? მე ლუკა ვარ .
- სასიამოვნოა შენი გაცნობა , ნინი შენს შესახებ ბევრს მელაპარაკებოდა. მეც მოვირგე უცებ ჩემი მსახიობური როლი, ტყუილში ბადალი არ მყავს.
- მოკლედ სულ ასე იცის ხოლმე დაგვიანება ამ ბიჭმა, გადამრევს რა. მოიცა დავურეკავ იქნებ დღეს სულ არ მოდის, ვაი ნეტამც არ მინდა არ მოდიოდეს. ხვალ ამდენი საქმე გვაქვს.
- აუ ლუკ სანამ დარეკავ მიდი რა საბას ოთახში შედი, მისი ჟაკეტი დევს სკამზე და გამომიტანე რა , დამავიწყდა მისი გარეცხვა მთხოვა. ნინიმ გაგზავნა ლუკა თავისი ძმის ოთახში, ჩემსკენ შემოტრიალდა.
- ასე უცბად იცი რატომ დამემორჩილა? არა კი მიჯერებს ხოლმე და საქმეებშიც მეხმარება , მაგრამ ახლა იმიტომ წავიდა ასე უცბად რომ ჩემი ძმა ისედაც არაფერს არ გვთხოვს ხოლმე ,, სულ თავის ოთახშია , იმედია ხვალ მაინც გამოვა.
როგორც გავარკვიე აქ ცხოვრობენ, ნინი, ლუკა და ნინის ძმა საბა. ხო რა თქმა უნდა ბაბიც.
- ოხ, შე უნამუსო ბიჭო, აყევი ხო ქალებს. ლუკას ხმა საბას ოთახიდან ისმოდა.
- აბა რა გეგონა ( იცინის )
ბიჭები ხარხარით გამოვიდნენ ოთახიდან, მათი კარგი განწყობა მეც გადმომედო, მთელი დღე ბაბის ვეთამაშებოდი , ძალიან ჭკვიანი გოგოა.
- ნინი საბამ დარეკა ცოტა დააგვიანდება. თქვა ლუკამ.
- ალბათ ისევ ბარშია ხო?
- მგონი კი. არ მიკითხავს , ცოტახანს იყოს გაერთოს.
გვიანობამდე აღარ გავჩერებულვართ , ყველამ თქვა რომ გამოძინება გვჭირდება ხვალისთვის. ოთახისკენ წავედით.
- ნიკ ხვალ რახდება?? უკვე ძალიან დამაინტერესა, ბევრჯერ ახსენეს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით,
- ნინი მომღერალია, , ლუკა უკრავს , მათაც აქვთ ჯგუფი ისევე როგორც შენ , ხვალ პატარა ივენთს ვგეგმავთ, ყველანი მოვლენ, ყველა თავის ნომერშ შეასრულებ. დამიჯერე ძალიან კარგი იქნება.
- ნინის ძმა საბა?
- საბა მოცეკვავეა. ძალიან სიმპატიური ბიჭია , ნინის მეგობარი გოგოები გიჟდებიან მასზე, უბრალოდ თავად საბას არ აინეტერესებს არაფერი, ცეკვის გარდა. სხვათაშორის მასაც ბევრი წარმატებები აქვს სოლო გამოსვლებში, მალე გაგაცნობ. არც შენ დარჩები გულგრილი ( მიღიმის)
ყველანი დასაძინებლად წავედით. ღამის 3 საათი იქნებოდა ქვემოდან რაღაც ხმა შემომესმა, თავიდან ყურადღება არ მივაქციე, კიდევ განმეორდა. ინტერესმა მძლია, საწოლიდან გადმოვედი, კარებთან მივედი , ოდნავ გამოვაღე და გავიხედე, ქვემოდან სინათლე ამოდიოდა. ნიკას ოთახისკენ გავიხედე, აშკარად ეძინა. გადავწყვიტე ქვემოთ ჩავსულიყავი და თუ რამეა ვიტყოდი რომ წყალი მომინდა. ნელა ჩავიარე ქვემოთ ჩასასვლელი კიბეები. ხმა სამზარეულოდან გამოდიოდა. როგორც იქნა მიუახლოვდი სამზარეულოს, ფრთხილად შევიხედე. ვიღაც დგას მაცივართან, კაპიუშონიანი ჟაკეტი აცვია, კაპიუშონი კი თავზე აქვს გადაფარებული, აშკარად ბიჭია, მაგრამ ვინ უნდა იყოს ღამის 3 საათზე. უკან დავიხიე. სამზარეულოსთან სახლის ტელეფონის მაგიდა იდგა, ზედ ფურცლები ეწყო, ნელნელა უკან ვიხევდი როცა ჩემი ხალათი ფურცლებს შეეხო და ძირს გადმოყარა. მაცივართან მდგარი კაპიუშონიანი ბიჭი შემობრუნდა და გაკვირვებული სახით დამიწყო ყურება. შეშინებული გამოვიქეცი, როგორ ავირბინე კიბეები არ მახსოვს, ოთახსი შევვარდი, კარები ჩავკეტე და საწოლში ჩავწექი. აღელვებისა და შიშის მიუხედავად მალე დამეძინა.
დღეს კვირაა, რატომღაც არ დამზარებია ადგომა. რაც მთავარია ჩემები გაფრთხილებული მყავდა რომ კარგა ხანი არ ვიქნებოდი. არა თავიდან კი ვუთხარი ორი დღე მაგრამ ბათუმი ძალიან მომეწონა და ნიკას ვთხოვე კიდევ ცოტახანს დავჩეთ, რაზეც რა თქმა უნდა უარი არ უთქვამს, პირიქით რამდენ ხანსაც შენ გინდაო. გუშინდელ ამბავს დიდად აღარ შევუწუხებივარ, მშვიდად წამოვდექი საწოლიდან და მზადება დავიწყე. ქვემოთ ჩავალ, სტუმრები უკვე მოსულები არიან. დიდად საინტერესო დღე გველის წინ. თუ შანსი მომეცა იმ კაპიუშონიან ბიჭზეც დაველაპარაკები ნიკას. ოთახიდან გავედი და ნიკას ოთახისკენ გავეშურე. კარებს ფრთხილად ვაღებ და ოთახში შევდივარ, ნიკა არ დამხვდა ალბათ უკვე სტუმრებთან ერთად არის ,, ვინიცის ჩემთანაც იყო მოსული, მე კიდევ გაგუდულს მეძინა. კიბეები ნელა ჩავიარე და მისაღები ოთახისკენ წავედი.



№1  offline წევრი Educated

კარგია, ყოჩაღ! დიდი თავი იყო.
გააგრძელე. feel

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent