მეხსიერების კანონი - სრულად
- ნისა ... - გახარებული ვარდება ჩემი დაქალი , ოთახში და მეც ნერვიული ღიმილით მიმაქვს ხელები ზურგსუკან. - ხო ... - წყნარ ხმას ვუშვებ ბაგეებიდან და ვცდილობ , ემოციები დავფარო. - ნისა, კარგად ხარ ? - ეჭვით მათვალიერებს და თავს გვერდით წევს ნაკა. - მშვენივრად ! - ირონიული ღიმილით ვამბობ და ხელებში მოქცეულ საგანს , თითებს მაგრად ვუჭერ. - ნისა ! - გადაღლილი ხურავს კარს და ჩემს წინ , საწოლზე ჯდება. - ასე ,აღარ შემიძლია! - ოხრავს და ცრემლებს თითებით იმშრალებს . - რა გატირებს ! - წარბებს ვკრავ და მისკენ ვიჩოჩები. - შენ ... არ შემიძლია , არ შემიძლია ასე ვიყო შენთან ! , ასე შორს ... თითქოს შენი საუკეთესო დაქალი კი არა ... მტერი ვიყო ! - გაწითლებულ ცხვირის წვერზე საჩვენებელ თითს ვკრავ და დღიურს წინ ვდებ . - ხო კარგი ... შევეცდები ის გავხდე , ვინც არ ვიცი ვინ არის ! - ღრმად ვვოხრავ და თმას უკან ვიწევ. - ერთად გავიცნობთ ნისა , მე და შენ ... ჩვენ ! - გაბრწყინებული თვალებით დაჰყურებს ვარდისფერ , ფუმფულა დღიურებს და მის გამოხედვაზე მეც მეღიმება. - კარგი ... - ხელებს ზემოთ ვუშვებ დანებების ნიშნად და ბალიშს ვეყრდნობი ... - მომიყევი ჩემზე რამე ! , ერთი თვეა რაც საავადმყოფოდან გამოვედი და ჯერად ვერაფერს ვიხსენებ ! - წაიკითხე ? - თავით დღიურისკენ მანიშნებს და მეც თითებში ვიქცევ მას . - არა , ერთად წავიკითხოთ ! - ვეუბნები ღიმილით და პირველ გვერდს ვშლი . - მე ნისა ვარ , ნისა გვაზავა ... - ვკითხულობ პირველ სიტყვებს და ცრემლებით მისველდება თვალები . - არ შემიძლია ! - ტირილით ვამბობ და ბალისში ვრგავ თავს , მას შემდეგ რაც დღურს უხეშად ვისვრი საწოლის ბოლოსკენ. - ჩვენ ერთად ... - გამამხნევებლად მადებს ხელს ჩემი დაქალი და მეც თითქოს ვდუნდები . - მაშინ შენ წაიკითხე ! - ვეუბნები და ჯერ მხოლოდ თვალებს ვყოფ ბალიშიდან, შემდეგ კი სახეს , რაც მის სახეზე თანხმობას ვკითხულობ. - მე ნისა ვარ , ნისა გვაზავა ... - იმეორებს , ჩემს ნათქვამს და სასიამოვნოდ ეღიმება ,ეტყობა რომ ჩემგან განსხვავებით რაღაც მაინც ახსენდება. - ახლა ჩემს ნაკაშკაშთან ვარ! - მისი სახელის კნინობით ფორმაზე ძალიან მეცინება. - ლილი დეიდა ნამცხვარს გვიმზადებს , იცის ლილი დეიდამ , რომ ეს ძალიან მიყვარს ! - რომელი ნამცხვარი ? - ვეკითხები და ცალ წარბს ჰაერში ვწევ. - ნისა ... - შემპარავი ტონით იწყებს საუბარს ნაკა და მეც მომენტალურად მამცინვნებს . - ნაკა , გთხოვ ... არ გინდა ! - ვხვდები , რომ ისეთ რამეს მეტყვის რაც არ მესიამოვნება! - ნისა , ეს უნდა იცოდე ! - წარბებს კრავს ჩემი დაქალი . - ხო კარგი , ნელა შემაპარე! - თავს აქეთ-იქით ვაქნევ და ტუჩზე თითს ვიდებ. - შენ ... შეყვარებული გყავს ! - თვალებს ხუჭავს და თითებს ერთმანეთში ხლართავს . - რა ? - გაოგნებული ვიწევი ბალიშიდან და საფეთქლებს თითებით ვიზელ . - დამშვიდდი ნისა ! - თავს ვიმშვიდებ და თავს ბალიშზე მშვიდად ვაბრუნებ . - მითხარი , რომ ხუმრობ ! - არ ვხუმრობ ... - დამფრთხალი იხედება კარისკენ. - და ... ეს ერთი თვე ? , სად ჯანდაბაში იყო ეს ერთი თვე ?! - გაჰკივის გონება და ბაგეებიც მას ბაძავს . - ნისა ... - ჩემს დაქალს სიტყვას არ ვამთავრებინებ. - ნაკა , გეყოს ! , არ მჭრდება ისეთი შეყვარებული , რომელიც ასეთ დროს გვერდში არ მიდგას! - თმაზე ხელს ვისვამ და გამშრალ ტუჩებს ვილოკავ. - გასაგებია ! , მაგრამ მომისმინე ... - ცდილობს რამე შემაგნებინოს , თუმცა გადაღლილს არც ერთი სიტყვის გაგების სურვილი შემწევს. - არ მინდა , არაფრის მოსმენა არ მინდა ! , მხოლოდ დასვენება მინდა , ასეთი რთულია ამის გაგება ? - ვეკითხები და წარბებს ვკრავ . - მეძინება! , შეგიძლია მარტო დამტოვო ? - საპირისპირო მხარეს ვბრუნდები და სულ მალე ვგრძნობ , როგორ მეხვევა მაგრად ნაკა , შემდეგ კი კარის დაკეტვის ხმა მესმის და ვგრძნობ , რომ ოთახში მარტოობა გამეფებული . მარტოობა , არა მარტო ოთახში ... არამედ ჩემს შინაგან სამყაროში ! *** რთულია გაანალიზო , ის რომ არაფერი გახსოვს და არ იცი პიროვნულად რას წარმოადგენ! რთულია იმის გააზრება , რომ სხვაზე ხარ დამოკიდებული და სულელურად გიწევს ყველასთვის ცალ-ცალკე იმის ხნა , რომ მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემა გაქვს! მხოლოდ ის თვალისმომჭრელი გაელვება მახსოვს , თითქოს თვალებში ... შიგნით რაღაც აღწევს და ვგრძნობ , როგორ ვარტყავ მთელი ძალით შუბლის წინა მხარს მანქანის წინა მხარეს. თვალებს ვხუჭავ და ცრემლები მომდის! არც ეს ცრემლები არ მეცნობა ! , არც ეს საწოლი ... არც ეს ბედნიერი სახეები , რომლებიც ჩარჩოებში ჩასმულ ფოტოებში თითქოსდა ბუნებრივად მაქვს სახეზე მოერგებული. თითქოს ხელებში ისევ რაღაც მრგვალი ტრიალებს ... თითქოს , როგორც საჭეს ისე ვერ ვიმორჩილებ , ჩემს ცხოვრებაში ახლანდელ მიმდინარე პროცესებს... თითქოს ყველა სადავე ხელიდან მეცლება და ვგრძნობ ... ვგრძნობ როგორ კარგავს გარშემო ყველაფერი ფერს , რაც აქამდე სხვისი თქმით ფერადი იყო! ვრგძნობ, ვგრძნო რაღაც მოსვენების საშუალებას არ მაძლევს! თუმცა რა , ამის გახსენების საშუალებას ჩემი დაჭეჭყილი მეხსნიერება არ მაძლევს! მარაზმია , სატანჯველია! როცა გრძნობ , თითქოს ვიღაც , შენთვის ძალიან ძვირფასი , შენს გამო ... შენს გამო რაღაც გასაჭირსშია! მაგრამ ამის გაგება , მოსმენა , ან თუნდაც გახსენება არ გინდა! არ ვიცი , რატომ მაგრამ ვიცი ! , ზუსტად ვიცი მატკენს , იმის გაგება , თუ რა არ მაძლევს მოსვენების უფლებას ძალიან მატკენს . ხო , ეს ალბათ უნიათო ადამიანის საქციელს გავს , ესეც ერთი შეხედვით , თუმცა რა ვიცი ... რა ვიცი როგორი ადამიანი ვიყავი უწინ ? , უწინ მანამ სანამ ეს თვალისმომჭრელი გაელვება ყველაფერს წამართმევდა! წამართმევდა , შემქნილ პიროვნებას , ჩამოყალიბებულ გემოვნებას , საყვარელ ადამიანებს და ... და კიდევ რაღაცას ... ან ვიღაცას ... თუ ორივეს ერთად ?! ვგრძნობ , რომ ხელიდან რაღაც , ჩემთვის საციცოხლოდ მნიშვნელოვანი რამ მეცლება ... ისე თითქოს ზღვაში ქვიშაზე მდგომს , ... სილა გამოეცალოს ფეხქვეშ და ის ერთადერთი საყრდენიც დაკარგოს , რაც კი ცხოვრებაში გააჩნია ... თითქოს იხრჩობა , ალბად იმიტომ რომ მასაც გამოეცალა რაღაც ... რაღაც მნიშვნელოვანი ! ^^^ ჭავლის ქვეშ მდგომი , რაღაც სიმსუბუქეს ვგრძნობ და ვხვდები რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს წყალს ადამიანის ყოფაცხოვრებაში ... იგი , არა თუ გასუფთავებს , არამედ გაგრძნობინებს , რომ რაღაც სუფთა ისევ შემორჩა ამ წუთისოფელს. წყალს , რომ ვუყურებ თითქოს ვმსუბუქდები ! ვგრძნობ , როგორ მეხება რაღაც გამჭირვალე და შვებას მგვრის , თითოეული წვეთის დადენით ჩემს სხეულზე . აბაზანიდან გამოსული , გრილ სარაფანს ვიცვამ და თმების მშრალებით გავდივარ ოთახში. ჩემს საწოლზე დაგდებული მობილური წვალობს , მისკენ მივდივარ და ნაკას ნომერს ღიმილით დავყურებ . "მაინც ვერ ისვენებს" - გისმენ ... - დამთბარი ხმით ვპასუხობ და სარკეში , სველ დახვეულ თმას თითებს ნაზად ვუსვამ. - პიცა გამოგიძახე ... - მერყევი ხმით მეუბნება და მეც დაბნეული მივდივარ პირველი სართულისკენ . - ვიცი , რომ გიყვარს ... - სიცილით მიგრძელებს დიალოგს და მეც ღიმილი მეფინება სახეზე. - მადლობა ... - ვპასუხობ და გათიშულ მობილურს მინის , დაბალ მაგიდაზე ვდებ. კარისკენ მივდივარ და კედელზე ჩამოკიდებულ , დიდ სარკეში თავს ვათვალიერებ. როგორც კი სახელურს ვწევ , და საკეტს ვატრიალებ კარი იღება და ჩვეულებრივი ტანისსამოსით მეცხადება თითქოს ნაცნობი სილუეტი. თვალებს ვჭუტავ და დაბნეული ვიყურები მის უკან . - პიცა მოიტანეთ ? - ღიმილით ვეკითხები და მის დაბნეულ სახეზე , მეც ვიბნევი . - ვერ გავიგე ? - ინტონაციურად ბოხი ხმა და ადგილზე ჩემი გაქვავება. - პიცა ... - ვიმეორებ ჩემს ნათქვამს და მოზუზუნე მობილურისკენ , თითის აწევით მივდივარ. ნაკას ვპასუხობ და ეჭვნარევი მზერით ვიხედები კარისკენ , ბიჭს ამჯერად პიცა უჭირავს ხელში. თვალებს ვატრიალებ და გათიშული მობილურით მივიწევ მისკენ. - ბოდიში , ასე რომ დაგაყენეთ ... - ვამბობ და ღიმილით ვუყურებ უზარმაზარ ყუთს .-ეს სულ მე უნდა ვჭამო ? - გულიბრყვილოდ ვიკვირვებ და მამაკაცის ღიმილიან სახეზე ისევ თვალებს ვატრიალებ . - როგორც ჩანს ... - ის ისევ ვერ მოდის კარგ განწყობაზე. " მგონი , რაღაც ვაწყენინე" - გაიფიქრა გონებამ და მეც სწრაფად გამოვართვი პიცა . - რამენი მოგართვათ ? - ვეკითხები და თაროსკენ ვიხრები , რომ საფულე ავიღო. - გადახდილია ... - ამბობს მკაცრი მზერით და შავ თვალებს აბრიალებს. უცნაური ემოციებით ვივსები და დაბნეული გავყურებ , მანქანისკენ მიმავალ მამაკაცს. კარი დავხურე და მისაღებში შევტრიალდი . - უცნაურია ... - მხრებს ვიჩეჩ და სამზარეულოში პიციანა მივაბოტებ. - აბა კაი პიცა იყო ? - მეკითხება სახლში შემოსული ნაკა და მეც წარბაწეული და გაკვრივებული გავყურებ მისაღებისკენ მიმავალ დაქალს. - კი ... - მხრებს ვიჩეჩ და ფეხმორთხმით ვჯდები დივანზე. - გიო და ბიჭები მოდიან ! - მატყობინებს და ქურთუკს იქვე კიდებს. - ვინ ? - გაკვირვებული ვერ ვერკვევი სიტუაციაში. - ჩემი ძმა და ძმაკაცები ... შენი მეგობრები ! - სევდიანი უხდება ტონი. - ძალიან კარგი ... აქამდე სად იყვნენ ? - ინტერესით შევეკითხე და გადამრთველით ტელევიზორი გავთიშე. - გიო რუსთავში იყო , ბიჭები კიდე მე არ მოვიყვანე , არ მინდოდა გაგიჟებულიყავი , ძალიან გიჟები არიან ! - სიცილით გამარკვია და მაგიდაზე დადებული მარილიანი თხილი პირისკენ გაიქანა. - არა ,გემოვნება არ შეგიცვლია! - ჩემი მშობლების ამბავი მახსოვს მხოლოდ , დანარჩენს ვერაფერს ვიხსენებ ... - ტუმბოზე დადებულ ფოტოს ახლახანს ვამჩნევ და ბედნიერ სახეებს მონატრებული შევყურებ. - ხო ... - ჩაილუღლუღა და მაგიდის გადასაფარებლის წვალება დაიწყო . -კარზეა! - გახარებული წამოხტა ფეხზე და კარისკენ წავიდა. ადგილზე ავცქმუტდი და მოლოდინის რეჟიმი გავააქტიურე. მისაღებში ჯერ ერთი , შემდეგ კი ორი ბიჭი შემოლაგდა და სახლში ექოსავით ისმოდა მათი წიოკი. ** ყველა ნისას კითხულობდა , ერთ-ერთი მისკენ წამოვიდა და ისე მაგრად მოჰხვია ხელები წელზე , რომ ბედნიერს გააკანკალა. დანარჩენ ორსაც დიდი სიყვარულით ჩაეხუტა და ყველასთან მსგავსი გრძნობა განიცადა. მგონი მონატრების სურნელი ეცა მის ყნოსვით ორგანოს. ** - ეს გიოა ... - ძმაზე მიუთითა ნაკამ . - ეს ნიკუშა , ეს კიდევ მასხარა თოკო ... - სიცილით ჩაარაკრაკა და ბიჭებს გვერდით მიუჯდა. - ტვინგამორეცხილო ! - თავზე წამარტყა თორნიკემ ხელი და სიცილით მიმიხუტა მონატრებული მეგობარი . - თავიდან უნდა ისწავლო ჩემი გაძლება! - როგორმე გადვაიტან ... - ღიმილით დამამშვიდა და მის მხარს მიეყრდნო. - აუ ჩემი ფეისბუქის პაროლი აღარ მახსოვს ... - აბვბუზღუნდი და მობილური იქვე მიავაგდე . - აქ კი დამახსოვრებული აქვს კოდი ... მაგრამ ... - გაგრძელება არ აცადა ნაკამ. - მე ვიცი ! - დაამშვიდა და სიცილით გადაწვა საზურგეზე. - ზუკა არ მოვა ? - იკითხა და შეპარული ღიმილით მიეყრნო ძმის მხარს. - ზუკა ვინ არის ? - ვკითხე იქ მსხომებს და თვალები მოვჭუტე. - აი იმ დღეს , პიცა ვისაც გამოვატანე ! - ნისამ სწრაფად გამარკვია სიტუაციაში და დაბნეულ საზოგადოებას თვალები დაუბრიალა. - მოიცა , თუ მიცნობდა რატომ არ მითხრა ? - გავიკვირვე და ისევ უცნაურად გამაჟრჟოლა შავი თვალების გახსენებისთანავე. - რა ვიცი ... ცოტა უცნაური ბიჭია ! , მაგრამ ყველაზე კარგად მას უგებდი ! - სიცილით მიიჩოჩა დაქალისკენ. - ჰმ ... ახლა სად არის?! - იკითხა და კარზე ზარიც მალევე დაირეკა. ნაკა მაშინვე წამოხტა და მისაღებში ზუკასთან ერთად შემეობრუნდა. უცნაური და დაფარული მზერით მიყურებდა მამაკაცი. ვერაფრით ვხვდებოდი რატომ იყო ამ ბიჭებისგან განსხვავებული მზერა მისიდან , ჩემი მიმართულებით მომართული. დაბნეული წამოვდექი ფეხზე და ერთ ადგილზე აწურული ჩვეულებრივი ღიმილით ჩამოვდექი მის წინ. ხელები ზურგსუკან წავიღე და დავინახე როგორ გამოაყოლა ჩემს თითებს მზერა. უცნაურია , უცნაური და ამოუცნობი. აი რა "მუღამი" აქვს , მეხსიერების ქონას! დააფასეთ იგი! - ზუკა! - წარბშეჭმუხნულმა გამომიწოდა ხელი და მეც სიცილით გადავხედე ბიჭებს. - ჩემი სახელი კი იცი და ... - ხელი გავუწოდე და ვიგრძენი როგორ მომიჭირა ოდნავ თითები. ჩამეღიმა მაგრამ არაფერი შევიმჩნიე , ხელი მისი თითებიდან გამოვაცურე და ისევ მასხარა თორნიკეს მივუჯექი გვერდით . იჯდა და ოდნავ შესამჩნევად მიღიმოდა მომენტებში. მე კი ისე ვიყავი გართული მონატრებულ და მაინც ვერ გახსენებულ მეგობრებთან ბაასში , რომ ყურადღებაც არ მიმიქცევია მისი დაჟინებული მზერისთვის. ცოტა ხანში უკვე , ჩემს და მათ მობილურებში ადრინდელ გადაღებულ ფოტოებს ვათალიერებდი. ერთ მომენტში თვალმდა ჩემი და ზუკას ფოტოც დაინახა , თუმცა ისე მალე გადახტა ნიკუშა მომავალ ფოტოზე თვალი ნორმალურად ვერც კი შევავლე. -რატომ გადახტი ! - ხელზე თითები მივკარი და მობილურისკენ წავიწიე. - არ უყვარს ზუკას , მაგის ფოტოებს ვინმე , რომ ნახულობს ! - ისეთი სახით მითხრა მომენტალურად ზუკას გავხედე. - მანახოს უთხარი რაა ... - მმის გვერდით გადავჯექი და ყელი ხელებით გამოვიწელე. - მე რა ვუთხრა ... - სიცილით გააქნია თავი და ნიკუშას მუშტი მოუღერა. ხელები გადავიჯვარედინე და ტუჩები გავბუსხე. ცოტახანში თორნიკე მომიჯდა გვერდით და როგორც ყოველთვის მასხარად გადაიქცა. ^^^ ბიჭები კართან მივაცილე და ნაკას გადავხედე. უთქმელად მიმიხვდა სათქმელს და გიოს უთხრა , რომ დღეს ჩემთან დარჩებოდა. ^^^ - ნისა , დარწმუნებული ხარ რომ არაფრის გაგება გინდა მასზე ? - მკითხა შეპარვით და ბალიშიდან თავი წამოსწია. - ნაკა , როგორ დამღალე ! - ამოვიოხრე და დაღლილმა ბალისში მე ჩავრგე თავი . - არ მაინტერესებს ! , აქამდე სად ჯანდაბაში იყო , ასე რომ მიჭირდა მაშინ რატომ არ გამოჩნდა ? - ვკითხე და მის ანერვიულებულ სახეზე ირონიული ღიმილი ავიკარი . - ხედავ ? , შენც ვერ მპასუხობ ! , ხო და მოდი დავიძინოთ რა !- ვუთხარი და ბალიშს მაგრად ჩავეფსკვენი . დ ა ვ ი ღ ა ლ ე ! ^^^ მთელი ღამე ფიქრები არ ასვენებდა. სიამაყეს ვერ აბიჯებდა , თითქოს რაღაც ისევ არ აძლევდა თავისფულად ამოსუნთქვის საშალებას. კისერზე ახლადგაჩენილ ნაიარევზე ხელი გადაისვა და სახე ტკვილისგან დამანჭა. ეს ნაიარევი კი არა ის დღე ეტკინა! ნერვების მომშლელად აეწვა შიგნეულობა და მოუნდა ყველაფერი დაელეწა რასაც კი გარშემო მისი მხედველობითი ორგანო აღიქვამდა. თმაზე ხელი გადაიტარა და ჭიქას ხელი მთელი ძალით მოუჭირა. - უთხარი ! - გიოს ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან და გამაღიზიანებლად გაუქნია თავი. - აქნია ბიჭო ეგ თავი , ხო ხედავ რომ არც შენ შეგიძლია და არც იმას ასეთ გაურკვევლობაში ! - ბიჭო პიცის დამტარებელი ვეგონე ! , მივდიოდი იმ გრძნობით , რომ მიცნობდა! ისევ ისე ჩამეხუტებოდა და ცოცხალს ბედნიერი დამიგულებდა! , მან კი ცივი და უგრძნობი ემოციებისა და სახის გარდა არაფერი დამახვედრა! , მითხარი შენ რას იზამდი ჩემს ადგილას ?- უემოციოდ ჰკითხა და თავი გააქნია. - რას აპირებ ? - მასხარა თორნიკეც უჩვეულოდ იყო დასერიოზულებული. - თავიდან უნდა შევუყვარდე! - მხრები აიჩეჩა და თავი სავარძელზე გადააგდო. - არადა უკვე ხელის თხოვნას აპირებდი ... - ნიკუშამაც ამოიოხრა და ნერვებმოშლილმა გაჰკრა ფეხი სავარძელს. - ხო ... - ტანჯულად ამოიგმინა და მწველი სითხე ბაგეებში გადაუშვა. ი ტ ა ნ ჯ ე ბ ა ! ^^^ - ეგრე არ უნდა ! - სარბენ ბილიკზე მდგომს სიჩქარეები აუწია და ღიმილით ჩახედა ოდნავ გატოლებულს და მაღალზე მდგომს. - უკაცრავად ? - დაბნეულმა უცნობის ხილვით ერთი სიტყვა ძლივს ამოუშვა გაპობილი ბაგეებიდან. - ცოტა უნდა აუწიო ! - ტრენაჟორზე მიანიშნა და ყელზე ყელსაბამი მოაბა , პატარა სტაფილოსფერი გასაღებით . - თუ რამე ეს გაუკეთე აი აქ! - თითით პატარა კუთხეზე მიანიშნა. - მ ... მადლობა ! - გაკვირვებულმა დააბრუნა წყლის ბოთლი ადგილზე და მომატებული ენერგიით დაიწყო სირბილი . - ტრენერი ხართ ? - ჰკითხა და ცალი თვალი მოჭუტა. - არა ! , უბრალოდ ვვარჯიშობ . - მოკლედ გასცა პასუხი და პირსახოცით დაცვარული შუბლი მოიწმინდა. *** - გადიხართ ? - კარში გამავალს აეკიდა და სპორტული ჩანთა მხარზე მოიკიდა. - დიახ ... - არც კი შეუხედავს ისე უპასუხა და საირმის გორას თვალებმოჭუტულმა ჩახედა . - ყავა ? - ჰკითხა მომაჯადოებელი ღიმილით და მანქანის კარს მიეყრნო. - სახელი ? - მანაც ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე და ფეხი ფეხზე გადაიჯვარედინა , სველ თმაზე კი კაპიშონი წამოიფარა. - ზუკა ! - ოდნავ ჩაეღიმა მამაკაცს. - ზუკა , ვარჯიშის შემდეგ ყავა არ შეიძლება ! - თვალი ჩაუკრა და გორაზე ფეხით დაეშვა. - სახელი არ გითქვამს ! - მიაძახა და მისი უკანა ხედი ვნებიანად აათვალიერ-ჩაათვალიერა. - ნისა ! - გასძახა ღიმილით და რაღაცნაირი უცნაური და ჯერ არ დაუფლებული ემოციებით განაგრძო გზა. ^^^ ნათლად ახსოვს პირველი შეხვედრა. ჯერ როგორი დაბნეული და გაკვირვებული ბავშვის სახე ჰქონდა გვაზავას. შემდეგ როგორი სითამამით მოირგო ვნებიანი ამორძახილის ნიღაბი ... მაგრამ თითოეულ მოძრაობაში , რომ ეტყობოდა ის სისპეტაკე რაც შიგნეულად ამშვენებდა იმას კი ვერ იაზრებდა. ზედმეტად გამჭირვალე და სუფთა იყო ყოველთვის დევდარიანისთვის! ყოველთვის ნათლად ეტყობოდა ემოციებიც და გრძნობებიც სახეზე. არ ვიცი ეს ზუკას მამაკაცური გამოცდილების დამსახურება უფრო იყო თუ ნისას სილაღის. "ნისა" - სახელიც როგორი უცხო და ლამაზი ეჩვენა პირველივე გაგებისთანავე. ყველაზე მეტად მოუნდა მისი მეორედ ნახვა , როგორ ჩანს პირველი შეხვედრის დროს პირველად იყო მისული დარბაზში. ისეთი დაბნეული აცეცებდა თვალებს და ისეთი შეშინებული აკეთებდა თითოეულ მოქმედებას , რომ მისი დაცვის და დახმარების სურვილი გაუჩნდა დევდარიანს. ნუ მართალია პირველი ეფექტი მაინც ვიზუალს ჰქონდა ... თუმცა არც მის ბავშვურობას დაუჩრდილავს ის ქალურობა , რასაც მისი თითოეული სხეულის ნაწილი ხაზს ნათლად უსვამდა. თითოეული წამი ებედნიერება რაც კი მასთან ერთად აქვს განვლილი. თითოეული ემოცია , რომელიც მასთან ერთად განიცადა პირველად! ის ტანჯული და ნაჩხუბარი რამდენიმე დღეც ებედნიერება , როდესაც მისი სახლის წინ დგომა და შერიგებაზე ხვერწნა უწევდა. ყოველთვის თვლიდა , რომ არასდროს არავის არაფერს შეეხვეწებოდა. თუმცა , უნდა ვაღაროთ , რომ საყვარელი ქალის ბედნიერებისთვის ყველაფერს გააკეთებდა. ვერ იტანდა მის სახეზე თუნდაც , ერთ უმნიშვნელოდ უბედურ მიმიკას. უკმაყოფილო სახეს , რომელსაც ისევდაისევ დიდი ძალისხმევის მიუხედავად მაინც ვერ ფარავდა. ^^^ - ხო ნაკა ... - ახალგაღვიძებული დადიოდა აქეთ-იქით და სატენს ეძებდა. - როგორ ხარ ? - ნაცნობი ხმა როგორც კი გაიგო , ერთ ადგილზე შედგა და ტუჩები სიხარულისგან დაბრიცა. - რომელი ხარ ? - "გაკვირვებულმა" დასვა სასრუველი კითხვა და იქვე სარკიან ხის მაგიდაზე ჩამოჯდა. - ვერ მიცანი ? - ტონალობა უფრო და უფრო კმაყოფილი ხდებოდა. - ვერა ! - გაღიზიანებულმა გამოსცრა კბილებში და მისი სახის წარმოდგენისთანავე გაიბადრა. - მომენატრე ! - საერთოდ არ ელოდა საუბრის ასეთი შინაარსით განვითარებს. გილზე ხელი მიიდო და ღიმილით შეიგრძნო ის რითმა , რომელიც თლილი თითების ქვეშ თითქოს რეალურად ისმოდა. "თითებიც კი გგრძნობს!" - ზუკა ? - გონება მხოლოდ ერთ სახელზე ფიქრობდა , ენა კი გონებას უსწრებდა. - ამ სიტყვით მიცანი ? - ზუსტად ტუჩ-ჩატეხილი მამაკაცი წარმოიდგინა და გაბადრულმა გადააქნია თავი. - რა გინდა ? - თითქოს უინტერესო გახდა წამში , მაგრამ ესეც "თითქოს"! - შენი ნახვა ! - პასუხიც კი ლაკონური და მრავლისმთმელი იცის ამ კაცმა. - ოჰ , მთვარეზეც ხომ არ გინდა გაფრენა და მოსაქმება ? - ეგონა თავისთვის ბუტბუებდა , თურმე ისევ გაუსწრო ენამ ამჯერად ფანტაზიას. - ერთად მოსაქმებაზე რა აზრის ხარ ? - ხმით ჩაიღიმა დევდარიანმა. ^^^ სუნთქვის შეკვრამდე მონატრება გიგრძვნიათ როდესმე ? გაგხსენებიათ მისი გამოხედვა და ღიმილი ტკვილიანად ? ... თითქოს სხეულის ყველა ნაწილს გიტეხავს რაღაცას ძალა და ... სულიც მას მიჰყვება. თითქოს მისი შეხების გარეშე არც კი გიცხოვრია , თითქოს ის ბედნიერი წამები არც კი ყოფილა! მტკივნეულია , მტკივნეულია როცა არ გახსოვს ... როცა გენატრება და არ იცი რა გენატრება! ან როცა იცი რაც გენატრება ... მაგრამ ისიც იცი , რომ მისი მიღება არც თუ ისე ადვილია. *** გული მტკივა რადგან ვეღარ გეხები , ვეღარ ვგრძნობ იმ სითბოს ასე ცხადად და რეალურად ... სული მტკივა რადგან ვეღარ ვეხები ... შენს გულს ვეღარ ვეხები და ეს უფრო მტანჯავს ყველაფერზე მეტად! არსება მტკივა ... რადგან ვიცი , გამიჭირდება ... უშენოდ ყოფა გამიჭირდება ... სუნთქვა მტკივა ... რადგან ვიცი , შენთვის მოძღვნილი თითო ეული ამოსუნთქვა ... შენამდე ვერ მოდის ! , შენ მას ვერ გრძნობ ... იმ თლილი თითებითაც ვეღარ გრძნობ , რომელიც ჩემს გულზე გეწყო ... რომელიც იავნანად ჩაგესმოდა ... შენ მტკივხარ ! , მტკივხარ რადგან ვიცი ... შენს გარეშე შეუძლებელია ... შეუძლებელია ვისუნთქო და შენ არ მომისმინო ! ^^^ - პასკა ! - ხელში დაატრიალა გახარებულმა და თვალები მოჭუტა. - რატომ უყურებ ეგრე ? - სიცილით მისცხო ნაკამ მხარი და დანა მოიმარჯვა ხელში. - ნუ ატრიალებ მაგას ხელში შენი ჭირიმე ... - ტუჩის მანჭვით გამოგლიჯა ხელიდან და მაგიდაზე მიაგდო. - კვერცხი რითი შეღებე ? - წარბი აუწია ჰაერში დაქალს. - რა ცუდია ? - კითხვისნიშნებიანი მზერით გადმოხედა გოგონას. - არა ... პირიქით ! - აღნიშნა აღბრთოვანებულმა და ფრთხილად დააბრუნა ვაზაში. - ბიჭები სად არიან ? - ჰკითხა ინტერესით. - გიო და ნიკუშა სამსახურში , თორნიკეს ეძინა გუშინ გვიან დაიშალნენ და ვერ გაიღვიძა , ზუკა არ ვიცი ... - მხრები აიჩეჩა და წვენი მოსვა. - სავარაუდოდ ვარჯიშობს და მერე სამსახურში მიდის . - ვარჯიშობს ? - სასხვათაშორისოდ იკითხა და წვენი მოსვა. - ხო ! - დაქალის ყურადღებით კმაყოფილი გაიჯგიმა აგილზე. - რა გაცინებს ? - დაბნეულმა ააფახულა წამწამები. - არაფერი , ისე ... - ხელი ჩაიქნია და მისი დაბნეულობით გამხიარულებულმა ზუკას ნომერი აკრიფა . - ზუკ ... - ხო ... - მობილურში ბოხი ხმის გაგება და ხმამაღალ რეჟიმზე გადაყვანა ერთი იყო. - რას იტყვი ... 1 კვირით ყველა კიკეთში რომ ავიდეთ ჩემთან ? - ავიდეთ , ბიჭებმა გვცალიაო ? - აშკარად დაღლილი ტონი ჰქონდა დევდარიანს. - უჰ რა ჭირთ მოუცლელის ! , დავურეკავ ყველას და ავიდეთ რა დღეს საღამოს ! - ავიდეთ ... წავედი ნაკა ვვარჯიშობ და მერე კომპანიაში უნდა შევიარო , საღამოს ავიდეთ კაი ? - ოუქეეი ... - გაწელა და ღიმილით გათიშა მობილური. - აუ რა მაგარია ! - ჰაერში აღმართა ხელები და ხტუნვა დაიწყო. - კიკეთში სახლი გაქვს ? - ტუჩზე თითი მიიდო ჩაფიქრებულმა. - ხო , მოგეწონება ... ვიცი გიჟდებოდი იმ ადგილზე ! ^^^ ნივთები გაამზადა და თან გარდერობს თვალი მოვლო . არც ის არ ახსოვს რეები დევს შგნით . ჩანთაში ჩაალაგა საჭირო ნივთები და იქვე კართან მიდო. ქვემოთ ჩასულს მხოლოდ ზუკას მანქანა და წინ აყუდებული ზუკა დახვდა. გაკვრივებულმა მიმოიხედა გარშემო და მხრების ჩეჩვით წავიდა მეგობრისკენ. გახარებულმა მოხვია მხრებე ხელები და სიცილით აკოცა დაბნეულს ლოყაზე. - იცი ? ,როცა გიყურებ ვგრძნობ , რომ მაგრად მიყვარდი ადრე ! - ლაღად ჩამოურაკრაკა და გულუბრყვილოდ გაუცინა. - ახლა აღარ გიყვარვარ ? - სიცილით აუწია წარბი ზუკამ და ჩანთები გამოართვა. - ახლა ხო მიყვარხარ და მიყვარხარ , ძმა ხარ ! - მხარზე სიცილით დაჰკრა ხელი და წინ დასკუპდა. დევდარიანი ერთხანს ერთ აგილზე იდგა გაშეშებული და გულნატკენი უყურებდა მანქანაში აცქმუტებულ საყვარელ ქალს. "ძმა ხარ" - ექოდ ჩაესმოდა სიტყვები და გრძნობდა როგორ ენგრეოდა გულიდან მიყოლებული ყველაფერი თანმიმდევრობით ... თვალებში ჩამდგარი ცრემლები არ შეიმჩნია და ჩაწითლებული გუგებით დახურა მანქანის უკანა კარი. საჭესთან დაჯდა და ჩუმად მჯდომ , აშკარად კარგ ხასიათზე მყოფ ნისას გადახედა. - რა გჭირს შენ ? , რაღაც უცნაურად იქცევი ... - ცალი თვალით გადახედა და მანქანა დაძრა. - როგორ უცნაურად ? - გაიკვირვა და ისე გაუღიმა , როგორც ადრე. - ნისა ! - თავისდაუნებურად წამოსცდა ასეთი ტონით , თავის აქეთ-იქით გადაქნევით დაიმშვიდა შიგნეულობა და გზას გახედა. - შენ რა გჭირს ზუკა ? - ლოყაზე თითები ჩამოატარა და სევდიანმა გაუღიმა. - არაფერი ... - მისი თითები ლოყისა და კისრის შუა მოიყოლა , თავი ზედ დაადო და უცებ წამოსწია სახე. - თუ არ გაწევ ჩამომეძინება!- გაუცინა და მუსიკას აუწია. - მომწონს ეს სიმღერა !- აღტაცებულმა შემოჰკრა ტაში და უფრო აუწია. - ვიცი ... გვიყვარდა ... - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და ნერვიულად გადაისვა თითქმის გადაპარსულ თმაზე ხელი. - რა ? - ოდნავ ჩაუწია , რომ ვერ გაიგო. - არაფერი ... რა საცობიათქო ! - თავი გაუქნია და სიმღერას თვითონ აუწია. - ნეტავ ჩემი მობილური სად არის ... - მუხლებში ჩაგდებული ტელეფონი აიღო და ფოტო გადაიღო ზუკასთან ერთად. - ეე ნახე რა კარგი ფოტო გამოვიდა ... - ზუკას ცხვირწინ აუფრიალა და ამჯერად მასთან უფრო ახლოს მიიწია , ლოყაზე აკოცა და ისე გადაიღო ფოტო. - ღმერთო რატომ მსჯი ! - თავისთვის ამოიბურდღუნა და თვალები გადაატრიალა. - რამე მითხარი ? - გაკვირვებულმა მოაბრუნა თავი მისკენ. - ღმერთ ვუთხარი ღმერთს ! - წარბები შეუკრა გოგონას. - რა უთხარი ? " ღმერთო შენი ნომერი მომეცი , ანგელოზი ჩამოვარდა და დაგირეკავ უნდა გითხრა რო ჩემთან არისო ? " - სიცილით გაახსენდა წინა დღეს ნანახი სტატუსი ინტერნეტში. - ანგელოზი თორე , შენც ჩემი ყოფილი შეყვარებული არ იყო ! - სიმწრის სიცილით გაეკრიჭა და მისი მუჯლუგუნიც გამოიწვია. - არ ვჯობივარ თუ ? - ხელები გაუშალა და შეძებისდაგვარად სახის მანჭვით დატრიალდა. - უჰ , ასი თავით ! - ცერა თითი აუწია ჰაერში ღიმილით . - როგორ მიყვარხარ ! - ისევ ჩუმად ჩაიჩურჩულა და მისი ყურადღებას უმალვე დაიმსახურა. - რა გაქვს ამდენი ღმერთთან სალაპარაკო ? - წარბი აუწია ჰაერში გაშტერებულს. - შენ მეხსიერებასთან ერთად ჩუმად ყოფნის სურვილიც გაქგქცევია ! - დაასკვნა და მის წარბშეკრულ მზერას ღიმილით შეხვდა. - ხო და ახლა დავჯდები ჩუმად და ... და მერე ნახავ შენ ! - დაემუქრა გაბრაზებული და ხელები გადაიჯვარედინა. - დაუჯდა ელემენტი ! - გამოაჯავრა და საჭე მოაუბრუნა. - არაფერიც არ დამჯდომია ! - პატარა ბავშვივით გამოეპასუხა და მის სახეზე სიცილი დაიწყო. ^^^ - აუ დამაძინე ! - რომ ვერ მოისვენა ზუკამ , ნისამ მუჯლუგუნი ჰკრა. - დაიძინე მერე !- წარბები შეკრა დევდარიანმა. - არ მაძინებ და როგორ დავიძინო ?! - ცალი წარბი აუწია ჰაერში შეყვარებულს. - მე რას არ გაძინებ , შენ არ იძინებ ! - წარბებით შეჯიბრი მოაწყვეს . - შენ რომ დამაძინო , მე დავიძინებ ! - გაბრაზებულმა მისცხო მკერდზე თითი. - შენ რომ დაიძინო , მეც დაგაძინებ ! - წელზე ხელი შეუცურა და თავისკენ დაქაჩა. - დასჯილი ხარ , დუტ ! - მკერდზე ხელები მიაბჯინა ღიმილით . - მოისვენე! - დატუქსა და ვნებიანად წაეტანა მის ბაგეებს. - აი ასე პატარა , აი ასე ! - ირონიულად დაუყვავა და მის ხელებში განაბულს თითები დაუსვა შიშველ წელზე. - ჩამოწიე ეგ მაიკა ! - თითებით წაეპოტინა მის ხელებს. - ჩშ ! - ცხვირზე შეახო ტუჩები და ისიც მაშინვე მოდუნდა . -დაიძინე ! ^^^ - მალე მივალთ ? - ნაცნობ-უცნობ გზებს დაღლილმა მოავლო თვალი. - კი ... კიკეთში ასული სახლისკენ მშვიდი ნაბიჯებით წავიდა და ეზოს თვალი მოავლო. არაფერი არ ახსოვს , არაფერს არ ახსენებს არც ეს გარემო და არც ეს ხალხი. მხოლოდ ზუკასთან გრძნობს , რომ მართლაც ძალიან უყვარდა როდესღაც. ამას მზერითაც კი გამოხატავს , თითქოს ჯერ არ განცდილი , ან განცდილი და მივიწყებული ემოციებით ავსებს მისი შეხება , დანახვა და მისი მოსმენა. გონზე არ არის , თუ ასე ძალიან უყვარდა დევდარიანი რაღატომ იყო სხვასთან. მას , რომ უყურებს უფრო უმძრაფრდება სიძულვილი ჯერ არ გაცნობილი მეორე ნახევრის მიმართ. სიძულვილიც არა ... უფრო პროტესტი! საკუთარი თავი ეზიზღება , აცოფებს იმის წარმოდგენაც კი , რომ ასეთ ახლო მეგობარზე იყო შეყვარებული. ახლაც კი გრძნობს ჟრუანტელს და სადღაც მეგობრობის უკან ღრმად ამოფარებულ გრძნობებს. ეს ხალხიც ისე ეძვირფასება , არავინ არაფერს არ ახსენებ მაგრამ გრძნობს ... გრძნობს , რომ მათ გარეშე არც ახლა შეუძლია ცხოვრება. წარსულიდან მხოლოდ რაღაც ნიუანსები ახსენდება , ისევ ტკივილიანად მაგრამ ... მთავარია , რომ ახსენდება! თმაზე ხელი გადაისვა და მეგობრებს გახედა ცალი თვალით , რომლებიც სახლს აწესრიგებდნენ. - ოთახი სად არის ? - იკითხა და ყველას ყურადღებაც დაიმსახურა. - შენ ზუკასთან ერთად გეძინა სულ ! - ნიკუშამ თვალი ჩაუკრა და მობრიალე ძმაკაცს ყურადღება არ მიაქცია. - კარგი ... ჩემი და ზუკას ოთახი სად არის ? - ღიმილით იკითხა და მშვიდი გამომეტყველება შეინარჩუნა. ყველამ გაკვირვებულმა გადმოხედა საეჭვოდ მშვიდად მდგომ გოგონას და შემდეგ ზუკას. - მეორე სართულზე , დერეფნის ბოლოს ! - ნაკამ დაქალს ხელით ზემოთკენ უბიძგა და ისიც მშიდი გამომეტყველებით წავიდა იქ. *** იქ ასული კარს ნელა აღებს და ცდილობს ყველაფერს დიდი ყურადღება მიაქციოს. საწოლზე მშვიდად ჯდება და ტუმბოზე ჩამოდებულ მის და ზუკას სურათს გაფართოებული თვალებით უყურებს. სურათზე კარუსელებთან დგანან ორივენი , ნისას დიდი სათამაშო უჭირავს ხელში , ზუკას კი მასზე ხელი აქვს გადახვეული და სიცილით კოცნის თავზე. ისე ბედნიერად იღიმის ფოტოზე ნისა , რომ საკუთარ თავს ვერ ცნობს. მთელ ოთახში მათი საერთო ფოტოებია მოფენილი და დაბნეულობისგან აღარ იცის რა გააკეთოს. გული მთელი ძალით უჩქარდება და გრძნობს , რომ რაღაც ისევ არ ასვენებ შიგნიდან. ნელნელა დგება საწოლიდან და სავარძელზე დადებულ იმ უზარმაზარი დათუნიაკსენ მიდის , რომელიც ფოტოში მას ეკავა. მთელი ძალით იკრავს სხეულზე მტვრიან სათამაშოს და თავზე ზუსტად ისე კოცნის , როგორც სურათში ზუკა მას. იმ გასხვავებით , რომ ისეთი ღიმილით არ იღიმის როგორითაც დევდარიანი. თვალებს ცრემლები უნამავს , გაჩერებასაც აღარ ცდილობს. ტკივა ის , რომ ის სულ სხვანაირად უყურებს ზუკას , დევდარიანი კი ისე ექცევა , როგორც მართლა ძალიან ახლო მეგობარს. უკვირს და თავი უკანასკნელი ადამიანი ჰგონია. გრძნობს როგორ იცლება ცრემლებისგან და მაინც მოდის მარილიანი სითხე თვალებიდან. როგორც კი ოთახის კარი გაიღო ჯერ გულმა ფრიალი ამაზე დაიწყო , შემდეგ კი ნაცნობი სილუეტი , რომ გამოჩნდა ამაზე საერთოდ აიწყვიტა აღვირი პატარა მფეთქავმა ორგანომ მის სხეულში. - რა გატირებს ? - მისკენ დინჯი ნაბიჯებით წამოვიდა დევდარიანი და მასთან ჩაიმუხლა. მზერა ნაცნობი სათამაშოსკენ გაექცა და თვალები გაუფართოვდა. ამჯერად ფოტოს შეხედა , შემდეგ კი მოტირალ საყვარელ ქალს და შუბლზე ნაზად მიაკრა ტუჩები. ერთიანად მოუდუნდა სხეული გვაზავას და მის ხელებში გაორმაგებული ძალებით ატირდა. - მე ... მტკივა ... - პატარა ბავშვის ხმა ამოუშვა ბაგეებიდან. - რა ? , რა გტკივა პატარა ? - დაფეთებულმა მოავლო სხეულზე თვალი და ხელი მხრებში ჩაავლო. - გული მტკივა ... იმიტომ , რომ ასეთი ხალხი მყავს თქვენი სახით გარემოცხვაში , მე კი არც ერთი არ მახსოვხართ ! , მტკივა იმიტომ , რომ ისიც კი არ მახსოვს რა მომწონდა , ვინ მიყვარდა , რატომ მიყვარდა ! , მტკივა ვერ ვიჯერებ , რომ ეს ჩემს თავს ხდება ... - დამშვიდდი ,მომისმინე ! - თავი ააწევინა და თითები მის ცრემლიან თვალებზე გადაატარა . - აზრი არ აქვს იმის თქმას , რომ ყველაფერი კარგად იქნება , იცი რატომ ? - თავი პატარა ბავშვივით გაუქნია და ტუჩები გაამაცმაცუნა. - იმიტომ , რომ ისედაც ყველაფერი ძალიან მაგრად არის ! , ჩვენ შენ გყავართ , ყველაფერი გაგახსენდება , ასეც რომ არ იყოს ყველაფერს თავიდან დავიწყებთ ნისა , ჩვენ ! , მთავარია ჩვენ ვართ ერთად , დანარცენს არ გავკარი გოგო ? - თვალებზე აკოცა და მაგრად ჩაიკრა გულში. - ძალიან მიყვარხარ ... - თავიდასუნებურად დასცდა მის ბაგეებს ეს ორი სიტვა და გულიც უმალვე აუჩქარდა ... - ძალიან ! იმდენად გააბედნიერა ამ რამდენიმე უმნიშვნელო ასოს ნარევმა , რომ ეგონა ყველაფრის გაკეთება შეეძლო. შეეძლო კლდის , მთის გადადგმა. მასსავით აღელვებული ოკეანის ტალღების მართვაც კი! ერთიანად მოემატა ენერგია და უფრო მაგრად მოუჭირა ხელები სასურველ სხეულს. - მეც ... მეც ძალიან მაგრად მიყვარხარ ! - ესღა უთხრა და მერე მის მკლავებში მთვლემარე სხეული საწოლზე გადააწვინა. საწოლზე , რომელზეც ყველაზე ბედნიერი წუთები იყო მომხდარი. არანაირი ხორციელი სიამოვნება ... მიღებული სულიერი სიმშვიდე და ყველაზე ლამაზი ღამეები ... ღამეები , რომლის შესახებაც მხოლოდ მათ იცოდნენ... ხო და კიდევ მთვარემ , მთვარე რომელიც არავის არაფერს მოუყვებოდა , იმსი სანაცვლოდ , რომ ხშირად ეყურებინა მსგავსი ღამეებისთვის ... ღამისთვის , რომელიც არ იქნებოდა ამბიციური , ხელოვნური , ბოროტული და ... იდუნალი. ღამისთვის , რომელიც იქნებოდა ყველაზე წმინდა , მშვიდი , ამავდროულად აღელვებული ... ბუნებრივი და რაც მთავარია სამივესთვის წიგნისავით გადაშლილი... წყალივით სუფთა და გამჭირვალე! გაშიშვლებული გრძნობებითა და ემოციებით აღსავსე... ((( - რა ლამაზი ვარსკვლავებია ... - მდუმარება ნისას ემოციურმა სიტყვებმა დაარღვია. - ამბობენ , როცა ცაზე ბევრი ვარსკვლავია , მეორე დღე ზღაპრული იქნებაო ... - დევდარიანი ტკბილ მოგონებებში გადაეშვა. - გჯერა ? - მეამიტურად იკითხა და საყვარელი კაცის კისერში ჩამალა პატარა ცხვირი. - მე კი ... შენ გჯერა ? - შენ თუ გჯერა , მეც მჯერა ! - ყოყმანის გარეშე განაცხადა და თავი წამოსცია ... - ჩვენთვის ყოველ დღე , ვარსკვლავებითაა მოჭედილი ცა ... იცი რატომ ? , იმიტომ რომ როცა შენ ჩემს გვერდით ხარ , ყოველი დღე ზღაპრულია ! ))) ღამით გვიან გაეღვიძა. შუა ღამე იყო , ოთახს მხოლოდ სავსე მთვარის განათება ანათებდა და ვარსკვლავების ელვარება. ზაფხულის მოდიოდა , ცასაც ეტყობოდა... "ამბობენ , როცა ცაზე ბევრი ვარსკვლავია , მეორე დღე ზღაპრული იქნებაო ..." საიდანღაც ეს წინადადება ამოუტივტივდა გონებაში და თავზე ხელი მოისვა. თითქოს ნაცნობი ხმა ხრიალებდა ყურთან. უკან გაიხედა და სახეზე ღიმილ მოფენილმა აასრიალა თითები დევდარიანის სახეზე. - არ გძინავს ? - ჰკითხა და ტანზე დაიხედა. - არა ... გყარაულობდი ! - სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა და შუბლზე მიაკრა გახურებული ტუჩები. - ბოდიში ... უკვე შეგაწუხეთ ჩემი მოთქმით ყველა ... - სევდიანმა ჩაილაპარაკა და როგორც კი მის გაცეცხლებულ მზერას ჰკიდა თვალი , მზერა მოარიდა წამსვე. - ეგ აღარ თქვა ! - მზრუნველად გადაუსვა ხელი თმაზე და ისევ დააწვინა , მხარზე დაადებინა თავი და წელზე ხელი მოხვაი , მტევანი კი მუცელზე გადადო. - ერთად რატომ გვძინავს ? - თავი ზემოთ ასწია . - ალბათ იმიტომ , რომ ყველაზე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან ... - შუბლზე აკოცა და მანაც უმალვე დააბრუნა თავი საწყის მდგომარეობაში. - მომიყევი რა რამე ... - მაისურს ფრჩხილებით წაეთამაშა. - რა მოგიყვე ? - ჰკითხა დამთბარი ტონით და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა. - ვინმე არ გიყვარს ? -ინტერესით ჰკითხა და იგრძნო , რომ პასუხის მოსმენის შეეშინდა. - ვინმე არ მიყვარს ? ... მიყვარს ! - ღიმილით დახედა მის მკლავებში განაბულ არსებას , რომელიც წამში აცახცახდა. - გიყვარს ... - თავისთვის ჩაილაპარაკა და იგრძნო , როგორ ჩაწყდა რაღაც ძალიან ღრმად. - კი , ძალიან მიყვარს ! - ახლა სადაა ? - ოდნავ წამოჯდა და ზემოდან დააჩერდა. - აქ ! - მხრები აიჩეჩა დევდარიანმა. - სად აქ ? - გარშემო მიმოიხედა და მეამიტურად დააჩერდა მოცინარს. - ზემოდან მიყურებს ! - მუცელში შეუღუტუნა და ისიც უმალვე მოექცა საწოლზე. - აა ... გაჩერდი ! - კისკისით მიაბჯინა მკერდზე ხელები და თითები პერანგში ჭაავლო. - მომენატრე ... - მუცელზე თავი დაადო და ხელები მაგრად შემოჰხვია წელზე. - მეც მომნატრებიხარ ! - თავზე ხელები გადაუსვა და ჭერში აიხედა, შემდეგ კი ცას გახედა . - ძალიან მომნატრებიხარ ! - თავისთვის ჩაიჩრჩულა და ცრემლიანი თვალებით დახედა მასზე მიხუტებულს. ნიკაპი აუკანკალდა , ემოციებმა შეიპყრო , თითქოს გულმკერდის არეში რაღაც მძიმე ედო და აწვებოდა. მშვიდად ამოისუნთქა და სლუკუნის მაგვარი ხმები ამოუშვა ბაგეებიდან. დევდარიანმა მაგრად მოუჭირა ხელები და ესეც მხარში დგომათ აღიქვა ნისამ. მშვიდი სუნთქვა ამოუშვა გაპობილი ბაგეებიდან და მორფეოსის სამეფოს ესტუმრა. გრძნობდა , როგორ ეხუტებოდა საყავრელ სხეულს , როგორ სუნთქავდა ნაცნობ და სასიამოვნო სურნელს ... და ესმოდა როგორი თბილი სიტყვებით ეჩურჩულებოდა მამაკაცი. ვერაფერს აღიქვამდა გათიშლი გონებით თუმცა , გული ხომ ყოველთვის გონსაა ... გული ხომ ყოველთვის აქაა ... ^^^ დილით , რომ გაიღვიძა მარტო იწვა. ტანსაცმლეზე ღიმილით დაისვა ხელი და წინა ღამის გახსენებისას ჩაეღიმა. თითქოს ტრადიცია გაგრძელდა , თითქოს წინა ღამემ სიცარიელის რაღაც ადგილი მინიმუმამდე შეუვსო. თავისუფლად ამოისუნთქა და ჩანთა გახსნა. მეორე კარში შევიდა , რომელიც ოთახს ჰქონდა მიერთებული. სააბაზანოს აღმოჩენისთანავე კმაყოფილს გაეღიმა და საჭირო ნივთები შიგნით შეიტანა. *** ქვემოთ ჩასულს ყველა ბუხართან დახვდა. მიუხედავად მზიანი ამინდისა , მაინც ძალიან გრილოდა გარეთ. სუსხიანი ამინდი იყო , თითქოს ამინდიც მის ტკივილს განიცდიდა... თითქოს ის ხდებოდა რაც აქამდე სურდა , რომ ცასაც ეტირა! მასთან ეტირა! თუმცა ახლა ასეთ გუნებაზე აღარ იყო , უნდოდა ისე გაეღიმა მზესაც , როგორც ახლა თვითონ იღიმოდა. ბუხართან ჩამომჯდარი ზუკასკენ წავიდა და უკნიდან მაგრად მოეხვია , ლოყაზე ხმაურით აკოცა და მეგობრებს სათითაოდ ჩამოურა. ყველას გაუღიმა და ნაკას გვერდით ჩამოჯდა. - აბა ? , რას მაჭმევთ ? - იკითხა და მაგიდას მზერა მოავლო. - მდნარი ყველი და პური გინდა ? - კი ... - დანა ხელში აიღო და ნაზად გადაუსვა პურს ზემოდან. - ზუკა , არ გშია ? - ბუხართან მდგომს გახედა ცალი თვალით და მანაც ღიმილით გაუქნია თავი. - რამე ჭამე ? - ჰკითხა ცალწარბაწეულმა. - არა ... - მაშინ მოდი და ჭამე რა ... - აჯუჯღუნდა და ზუკაც ერთიანად გაბადრული დაიძრა მისკენ , ნაკა სკამიდან სიცილით წამოაგდო და აბუზღუნებულ ქალს ლოყაზე მაგრად აკოცა. - შენ თუ მაჭმევ ... - სიტყვა არ დაამთავრებინა გვზავამ, მაშინვე წაიღო მისი პირისკენ ყველიანი პური. - გამიღე დედიკო ! - სიცილით მიაჯახა ბაგეებზე. - გაუღე დედიკო ... - დაწვრილებული ხმით გამოაჯავრა ნიკუშამ და სილიცი ამოუშვა ყველამ ბაგეებიდან. თითქოს ეს სინქონში ხმამაღალი სიცილი ... ეს ბედნიერი სახეები , გაცისკროვნებული თვალები ... ყველაფერი რაღაცას ახსენებდა! რაღაც ძვირფასს , ღირებულს და მშვიდს ... მშვიდს და ამაღელვებელს... ისე უნდოდა ყველაფერი გახსენებოდა და ის უმძრაფრესი ბედნიერება განეცადა , რასაც "მეხსიერების დაბრუნებას" ეძახიან ... რომ ჭკუიდან იშლებოდა. ცხელი ჩაით სავსე ფართო ჭიქას თითები შემოჰხვია და ბუხართან მდგარი სარწეველასკენ წავიდა. ზუკამ მიასწრო და თვითონ ჩაჯდა. ნისამ მხრები აიჩეჩა და კალთაში ჩაუჯდა. მინის მაგიდაზე , კუთხეში ჩაის ჭიქა დადგა , ფეხები კი ბუხრის სათავეზე ჩამოდო. საყვარელი კაცის გულმკერდზე თავი მოათავსა და იგრძნო , რომ ყველაზე ბედნიერი დღე გაუთენდა . როცა მასთანაა , ისე ამაღლებულად გრძნობს თავს , რომ ჰგონია რაღაც რიგზე ვერ აქვს! იმდენად აბედნიერებს ყოველი მისი ჩასუნთქვა - ამოსუნთქვის მოსმენა , რომ ჰქონია მონატრების ქარცეცხლში ჩაიწვება. მასთან თავს ისე ბედნიერად გრძნობს , რომ ... სიცოცხლე უხარია! მთელ დღეს ასე მასზე გადაწოლილი სიამოვნებით გალევდა ... წამით თვალები დახუჭა და თვალწინ მისი და დევდარიანის გაცისკროვნებული სახეები ამოუტივტივდა. ჩაფიქრებული ღრმად გადაეშვა მოგონებების ზღვაში და იმ ტალღებშიც ისეთივე ბედნიერმა შეცურა , როგორც წყალს მონატრებული თევზი იზავდა ამას. უყურებდა ნაცნობ , მისთვის საყვარელ სახეებს და ხვდებოდა რამდენად მნიშვნელოვანი ხალხი იყო , თითქოს ხომ არაფერი მაგრამ ... დიდი ფერიც ! ცდილობდა წამწამებიც კი არ დაფახულებოდა , ეგონა ყველაფერი მაშინვე გაწყდებოდა და ის ერთადერთი ბედნიერი წამიც კი ისე გაუქრებოდა როგორც , ყველა მოგონება გონებიდან ... როგორც სჩანს გულს არ უნდა , რომ ეს მოგონებები ისე უპრაგუნოდ გაქრეს მისი შიგნეულობიდან , როგორც არსებული მტვერი არარსებული ხის ძველი მაგიდიდან. არ უნდა ისევ ცარიელ ხეს გავდეს , უნდა იგრძნოს , რომ მასაც ადამიანურად აქვს ნაცხოვრები! თავი ატკივდა , ხელები მაგრად მოუჭირა საყვარელი სხეულის მტევნებს და სახე დამანჭა. ისევ ის გამაწრუებელი ხმა ,... რაღაცის მკრთალი განათება , და თვალს მოჭრილი სხვისი. გული აუჩქარდა , ოფლმა დაასხა და იგრძნო როგორ დაუსველდა დახუჭული თვალები. მამაკაცის კისერში ჩარგო თავი და ტკივილიანად ამოიოხრა. - ზუკა ! - უნებურად წასცდა მის ბაგეებს საყვარელი სახელი და ისე მძიმედ დაერჭო გულზე რაღაც , რომ ყვირილამდე ეტკინა მთელი შიგნეულობა. - ზუკა ... - ხმა შეუსუსტდა და ცივი , ამავდროულად გახურებული ხელები მთელს სახეზე იგრძნო. - ნისა ... ნისა პატარავ აქ ვარ ! - მდინარის ძლიერი დინება და საპირისპირო მიმართულებით მოცურავე , შეშინებული და მოტივირებული ... აღელვებული და ტკვილით სავსე არსება ... აი ამას გავდა ამ წამს დევდარიანიც! ტკიოდა , საშინლად ტკიოდა ... ეგონა ვიღაც ძალიან მაგრად უბაგუნებდა გულზე , ყურებშიც კი მისი გულის ცემა ესმოდა. ეშინოდა , ეშინოდა იმის , რომ გააგიჟებდა , ეს ტკივილი გააგიჟებდა მის საყვარელ ქალს. ეტკინა , საშინლად ეტკინა ასეთ მდგომარეობაში მისი დანახვა. - ნისა ... შემომხედე ნისა ! - ხმა აკანკალებულმა , ძლივს შეძლო რომ მაგრად შეენჯღრია და გამოეფხიზლებინა. - მეშინია ... ძალიან მეშინია ! - თვალებს ვერ ახელდა და ისე უჭერდა წელზე ხელს , რომ კინაღამ გაიგუდა დევდარიანი. - ნისა გაახილე ... ჯანდაბა გაახილე ეს დაწყევლილი თვალები ნისა ! - დაიღრიალა და ძალით გაახელინა თვალები. ცისფერ სფეროებში იმდენი ტკივილი იმალებოდა ... ცრემლებიც კი ვერ იტევდა ამდენს! თითქოს ამღვერული ზღვა იყო , ზიზღისგან დაბინძურებული ... და მაინც რა ლამაზი საყურებელი იყო შორიდან ... არც ბინძური , არც დაბინძურებული... უბრალოდ ტკივილიანი ! ტკივილი კი დევდარიანისთვის ... არა მარტო დევდარიანისთვის , საყვარელი ადამიანის ტკივილი ყველასთვის სიბინძურესთან და უბედურებასთან ასოცირდება ! - ნისა , ჩემო ლამაზო გამომხედე , შემომხედე და დაწყნარდი კარგი ? - ხმა დაუთბა და ტონალობაც დაწია. - ზუკა ... - ამოიტირა და ამ ჯერად თვალებ დახუჭული ჩაეხუტა საყვარელ სხეულს. - მეშინია ... ძალიან მეშინია , რომ ვერ გავიხსენებ ! - სლუკუნით ამოიქსუტუნა და ძლიერ მკლავებში ჩაიმალა . მისი მხრები იმდენად ამშიდებდა , არ შეეძლო ეტირა ან ტკენოდა... მისი სურნელიც კი წამალი იყო მისთვის . დევდაიანს კი მისი თითოეული მძიმედ ამონასუნთქი , ცრემლი და ასეთი ... ტკივილიანი სიტყვები გულზე ისრებად ერსობოდა. ხელები მაგრად მოხვია ციცქნა სხეულს და ისევ მუხლებზე დაისვა. - არაფერი არ არის საშიში ! , უბრალოდ შემომხედე და მითხარი ... გინდა , რომ ჩვენც გვატკინო ? - პატარა ბავშვივით გაუქნია თავი და დამნაშავე ბავშვივით ჩახარა თავი . - გაგახსენდება ! , აი ნახავ ... თუ ეს შენი ოცნებაა გაგახსენდება , ხომ იცი , რომ გახსენების გარეშეც მშვენივრად იცოცხლებ ჩვენთან ერთად ?! - შენ დაგინახე ... - ამოისლუკუნა და თვალები გაჭირვებით გაუსწორა გაოგნებულ/გახარებულ მამაკაცს. - მომეჩვენა , რომ ბედნიერი მიღიმოდი , ჩემსკენ მოდიოდი ... მერე ისევ ის ... ბოლო დღე წარმომიდგა თვალწინ , ისევ ის მკრთალი განათება და გამაწრუებელი ხმა ... - მის კისერში ჩამალა თავი , სუსტი ხელები კი წელზე მოხვია ... - დამშვიდდი ... ყველაფერი კარგად იქნება ... ისე როგორც ეს შენ გინდა ! , პირობას გაძლევ გესმის ? , პირობას გაძლევ ისე იქნება როგორც შენ გინდა ნისა ! - შუბლზე აკოცა ჰამაკში იწვა და წინ მსხდომ მეგობრებს სიცილით უსმენდა. უყურებდა დევდარიანის ღიმილით მოფენილ სახეს და მეცხრე ცაში ბანალურად ფრინავდა. თუმცა რაც ბანალურია , ყველაფერი მაინც ხომ ძვირფასია არა ? მობილურში ჩაძვრა , რაღაც ფოტოს მოძებნა უნდოდა ... შემთხვევით ხელი აუცდა და სურათები ძალიან ზემოთ ასწია. უცებ დაინახა რაღაც უცნაური და თვალებმოჭუტული , გულაჩქარებული დააკვირდა გადიდებულ ფოტოს. ხედავდა , როგორ კოცნიდა დევდარიანი და ისიც როგორი ბედნიერი ჰყვებოდა ამბორში. ხელები ჰქონდა კისერზე შემოწყობილი და ორივე ხელში ბამბის ნაყინები ეჭირა. მზერა გაუშეშდა და ინსტიქტურად გადავიდა შემდეგ ფოტოზე , შემდეგზე უკვე ის ფოტო სურათი დახვდა , რომელიც ჩარჩოში აქვს ჩასცმული და საწოლთან უდევს , სადაც დიდი სათამაშო ხელში უჭირავს და ბედნიერი იღიმის , ზუკაც ღიმილით კოცნის თმაზე და ხელს მაგრად ხვევს ხან მხარზე , ხან წელზე. შემდეგი უკვე ვიდეო დახვდა , როგორც ჩანს ვიდეოს ხმა მაღალი ხმა ჰქონდა . ყველა გაჩუმდა და ხმა მაღლა გაიჟღერა ნიკუშას და ნაკას ხმამ. - გიო , ბიჭო დაუძახე თორნიკეს მოვიდეს ავიდეთ აქ ! ამ დროს სიცილით მირბის ზუკა კარუსელისკენ და უკან ბედნიერი მისდევს ნისა წყლის ბოთლით . - ზუკა გაიქეცი , შენი შეყვარებული არც თუ ისეთი კეთილია როცა წუწავენ ! - თორნიკე ! , სად ხარ შეჩ*მა დაიძრა ბორბალი! - იძახის გამწარებული გიო და და ნაკას ხელში იტაცებს. - შენ ბიჭო ში* ხო არ გაქვს ? , ვიდეოს ვიღებ მე ! - თორნიკეს გაბრაზებული და დამცინავი ხმა ისმის ვიდეოში და კადრებიც ითიშება. გაოგნებული და გაურკვევლობაში ჩავარდნილი უყურებს მსგავს ფოტოებს და ხმას ვერ იღებს. ყველა გაჩუმებულია და მის ცრემლიან თვალებს უყურებს. დევდარიანი ნერვიულად დგება სარწეველადან და სიგარეტს იღებს ჯიბიდან. - ზუკა ... შეეშვი სიგარეტსთქო ! - კუს ტბაზე ვარჯიშის დროს , დევდარიანი სიგარეს იღებს , ნისა კი კისკისით უტეხავს ამოღებულ ღერს შუაზე. ვიდეოს ითიშება და ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდის სახეზე. დევდარიანი ერთ ხანს სიგარეტს დაჰყურებს და ასანთის ღერით მაშინვე უკიდებს . დაბნეული დგება ჰამაკიდან და პლედს იქვე აგდებს. - შეეში ... - ცოცხალ-მკვდარის სახით უახლოვდება მამაკაცს და დაბნეულს სიგარეტის ღერს ისევ ხელიდან ართმევს და როგორც მაშინ , ახლაც შუაზე უტეხავს. - ნისა ... - დევდარიანი თმაზე ორივე ხელს ნერვიულად ისვამს და დამნაშავეს მზერით უმზერს გოგონას. - როგორ ... როგორ არ მითხარით ?! - არაადამინური და ტკივილიანი ტონით ამოუშვა ეს რამდენიმე სიტყვა ბაგეებიდან. - ნისა ... - ნიკუშა ფეხზე წამოხტა და ბიჭებან ერთად მივიდა გოგონასთან . - არ შემეხოთ ... არც ერთი არ შემეხოთ ! - გაოგნებულმა და თვალებდაქაჩულმა აღმართა ხელები . - გამოდით ! - გაბრაზებული ნაკა მიუახლოვდა ყველას და ცენტრში ჩადგა ნისას წინ. - შენ ... როგორ არ მითხარი ?! - გაბრაზებული უყურებს დაქალს თვალებში და უნდა , რომ ყველას თავი ერთმანეთს ურტყას. - მე ? , მე არ გითხარი ნისა ? , გაიხსენე ! , გაიხსენე რამდენჯერ ვცადე , რამდენჯერ ამარიდე თავი , რამდენჯერ განმიცხადე , რომ არაფრის მოსმენა არ გინდოდა ?! , რისთვის ! , გამაგებინე რისთვის ?! , რისთვის უნდა გთხოვო პატიება ?! - მოთმინების ძარღვი გაუსკდა ნაკას. - მე ... მე რა ვიცოდი თუ ჩემი შეყვარებული ... ზუკა იყო ?! - ცრემლიანი თვალები მუჭით მოიწმინდა და ერთ ადგილზე რეტიანივით შედგა. - ერთხელ მაინც , ერთხელ მაინც მოგესმინა ჩემთვის ... რა იქნებოდა ? , არც შენ გეტკინებოდა ასე და არც ზუკას ! - ნაკა ხესთან ჩაიკუზა და სახე ხელებში ჩარგო . - ზუკა ! - თავი წამში წამოსწია და ტერიტორია მოათვალიერა . - ზუკა ... სად არის ზუკა ? - განევრიულებულმა წამოიყვირა და თორნიკეს პერანგს ეცა. - ზუკა , სად არის , მიპასუხე თორნიკე ... ჯანდაბა სად არის ?! - იქ ... - ხელი გაიშვირა მანქანისკენ და დევდარიანმაც კარი მაშინვე გამოაღო. გვაზავა სწრაფად გაიქცა მისკენ და მანქანის წინ დადგა. - ნისა გაიწიე ! - არაადამიანური და გაბრაზებული ხმით დაიღრიალა მამაკაცმა. - გადმოდი , გთხოვ გადმოდი ... გევედრები , მომისმინე და გადმოდი მაგ დაწყევლილი მანქანიდან ... - წინ ჩამოდგა და ტირილით დაეყრდნო წინა მხარეს. - გაიწიე , ახლა აზრი არ აქვს ! - ყოყმანით თქვა და თავი საჭეს მიადო. შემთხვევით ისარგებლა გონს მოსულმა ნისამ და სწრაფად მიუჯდა გვერდით . - მომისმინე , გთხოვ ... ჩემო სიცოცხლე ერთი წამით მომისმინე ! - ხმა თანდათან მიდიოდა ტკივილისგან. - არ მინდა , ნისა არ მინდა იმის გამო , რომ შენ მეგობრულად გიყვარვარ ასე დამიბრუნდე ! , არ მინდა გესმის ?! - დევდარიანმა ტკივილიანი მზერით გამოხედა და ყველაფერი ამ ერთ გამოხედვაში ჩააქსოვა. მთელი ის ამ დროინდელი შიში , რაც გულს ჭამდა ... რომ გაიგებდა და ამის გამო დაბრუნდებოდა მასთან ... ახლაც ცხვირწინ ედგა ამ პრობლემას და შიშს ... მაგრამ მირბოდა , მირბოდა იმიტომ , რომ ეგონა ასე უფრო გააბედნიერებდა საყვარელ ქალს. ისე ეხვეოდა ამ ერთი კვირის განმავლობაში , ისე ექცეოდა ... რომ ვერც კი იფიქრებდა ... ვერც კი გაიფიქრებდა , რომ ნისა მის მიმართ რამეს გრძნობდა. - რას ქვია ... რას ქვია მაგის გამო ? , შენ ხომ არ გაგიჟდი ?! - გაოგენბულმა გადახედა გვერდით მჯდომს. - არ მინდა , არ მინდა ამ მეგობრული განწყობის გამო და იმ ვიდეოსბის და ფოტოების გამო დამიბრუნდე ! - მისი ბედნიერებისთვის მზად იყო , ასე უაზროდ გაეტანჯა თავი და ყველაფერზე წასულიყო , ოღონდ ის ენახა თუნდაც შორიდან ბედნიერი . - სხვა მიყვარს! - თავისდაუნებურად დასცდა მის ბააგებს და მიანც გააზრებულად მიიჩნია ნათქვამი. ხო სხვა უყვარს ! ამჯერადაც ნისა უყვრარს , მაგრამ სხვა ნისა! ასეთი მოწყენილი , პესიმისტი , მშიშარა და მაინც წმინდა ნისა უყვარს! - სხვა გიყვარს ... - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და ცას ახედა , სავარძლის საზურგეზე თავ გადაგდებულმა. - ვარსკვლავები ... ვარსკვლავები აღარ არიან დევდარიანო ... - აღარ იბრწყენს ... ხვალინდელი დღეც აღარ იბრწყენს გვზავა ! ერთი ამოისლუკუნა და ცივი გამომეტყველებით მომზირალს თვალი გაუსწორა. მის მზერაში ვერაფერს ხედავდა. არ იცის ამას ოსტატურად მალავს დევდარიანი , თუ მართლა ასეთი ცივია მის მიმართს. ისევ მის გამო ტკივა , ისევ მისი ამდენიხნიანი გვერდში დგომის გამო ტკივა. - არც მე მყვარებიხარ ... - შეკოწიწებული სითამამით ჩაილაპარაკა და მანქანიდან გადმოვიდა , კარი მაგრად მიაჯახუნა და სახლისკენ ტირილით გაიქცა. - ჯანდაბა , ჯანდაბა ! - საჭეს ხელი დაარტყა და ადგილს მოსწყდა. ^^^ ატირებული შევარდა სახლში და არავისთვის არ მიუქცევია ყურადღება ისე გაქიცა ოთახისკენ. ემოციებისგან გადათანგული და გამოფიტული ჩამოჯდა საწოლზე და იმ დიდ სათამაშოს ხელებით ეცა. წამით დააკვირდა , შემდეგ კი მთელი ძალით ჩაარჭო ფრჩხილები და მაგრად ჩაიხუტა გულში. ცრემლები ღვარ-ღვარად მოსდიოდა სახეზე და გულში , სადღაც იქ შიგნით , ღრმად გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო. თვალები მაგრად დახუჭა და სათამაშოსთან ერთად გადაწვა საწოლზე. წამით ისევ ის გაუსაძლისად მკრთალი სხივები გაუკრთა გონებაში , თვალებმა რეალურად აღიქვა მომხდარი და ის მომენტიც კარგად გაიხსენა , როდესაც რაღაცას შესაკდა. თითქოს ხელებში ისევ ტრიალებდა რაღაც , რაც საჭეს ჰგავდა. ისევ ჩაესმოდა ნაცნობი ხმა და ისევ გრძნობდა იმ ტკივილს , რაც შიშისგან იყო გამოწვეული. შიშისგან და დანაშაულის გრძნობისგან. ის ეჯდა ... გვერდით დევდარიანი ეჯდა და გაჩერებას თხოვდა. მთელი ძალით უჭერდა მოძრავ საჭეს ხელებს და ცდილობდა დაემორჩილებინა. ფეხები ერთმანეთში აბლანდვოდა და ვერც გაზს ვერ აჭერდა ვერც ერთს . სიჩქარის გადამრთველზეც კი თითები დაცურავდა და მხოლოდ და მხოლოდ მისი დაკარგვის რელურ შანებს აანალიზებდა. თავის თავის გამო კი არა დევდარიანის გამო ეტკინა ის გახსენებული წუთები. წუთები , რომლებმაც ყველაფერი წაართვა! ცხოვრების სიყვარული , თავის თავის ნდობა ... ყველაფერი ! აფსოლიტურად ყველაფერი ! ის ... საავადმყოფოში იწვა და ... ამიტომ არ იყო მასთან იმ დროს ... იმდენად არ ჰყავდა შესისხლხორცებული , რომ პიცის დამტარებელიც კი ეგონა! არა ... ამაზე მეტი შესისხლხორცება მართლა ვეღარ წარმოუდგენია , გრძნობს რომ მის გარეშე სუნთქვაც კი უჭირს. თავს დამნაშავედ გრძნობს , გრძნობს ... იმიტომ , რომ ასეც და ისეც უნდა ეცნო! მართალია გული ისევ ისე არ აჩქარებია ... მაგრამ მაინც ხომ იგრძნო , რომ ეს ადამიანი მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი იყო?! რატომ ? , როგორ უთხრა , რომ აღარ უყვარს ? ეს ხომ შეუძლებელია?! შეუძლებელია გიყვარდეს ასე და ... და ეს გრძნობა ასე ადვილად გაცამტვერდეს ... ოო როგორ უნდა დევდარიანი ისევ წინ ედგას და თავიდან ეუბნებოდეს , რომ აღარ უყვარს! სიამოვნებით წვდებოდა კისერში და მაგრად წაუჭერდა ხელებს! იმ ხელებს , რომლებმაც ის საჭეც ... ის უბედური საჭეც კი ვერ დაიმორჩილა! არა , ვერ შეძლებს ... ვერ შეძლებს საყვარელი კაცის კისერს იმ თითებით შეეხოს და რამე ავნოს ... ავნოს იმ თითებით , რომლითაც როდესღაც მთელი გრძნობით ეხებოდა და ეფერებოდა ... თითებით , რომლითაც მისი მონატრების დროს გადმოსულ ცრმლებს იშორებდა. თითებით , რომელზეც მუდამ გრძნობდა იმ მტევნებს ... მთელი ძალით მოჭერილ მტევნებს გასაჭირის დროს ... ვერ შეძლებდა ... თუნდაც ეთქვა , რომ ეზიზღებოდა ... მაინც ყველაზე მეტად ეყვარებოდა ... დროც კი ვერ გაუნელებდა გრძნობას . გრძნობს , რომ რაღაც რიგზე კი არა , საერთოდ ვერ აქვს კარგად. ენერგია გამოცლილს უგდია ბალიშზე თავი და სათამაშოზე მოჭერილი ხელებიც თანდათან უდუნდება. ბალიშზე შერჩენილი სასიამოვნო სურნელის შეგრძენაბ და ერთ ადგილზე გაშეშება ერთი იყო ... სათამაშოს ხელები უშვა და მთელი ძალით ჩააფრინდა ბალიშს. ცრემლიანი პირ-სახე შიგ ჩამალა და მთელი ძალით დაიღმუვლა. - დამშვიდდი რა ... - თორნიკეს ხმის გაგება ახლა ისე ესიამოვნა , წამში გადატრიალდა და მის კისერში ჩამალა ცხვირი. - იტირე , იტირე მთელი ძალით და მოგეშვება ჩემო ფერია ! - როგორ ... როგორ შეიტანა ჩემს გრძნობებში ეჭვი ? , თუ ასე ძალიან მიყვარდა ... ახლა რატომ ჰგონია , რომ მოვალეობის მოხდის მიზნით ვთქვი "ჩემო სიცოცხლე" ? , როგორ ... როგორ მითხრა , რომ სხვა უყვარს ?! ... - შოკში მყოფი სლუკუნებდა და თორნიკეს ხელებს მაგრად უჭერდა თითებს . *** - დაიძინე ... მოვალ მალე ! - თორნიკემ შუბლზე აკოცა და საწოლიდან წამოდგა. - თოკო ... - ქვემოდან ახედა დამშვიდებულმა ბიჭს . - გთხოვ ... თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ , არაფერი უთხრა კარგი ? - პატარა ბავშივით გაუქნია თავი და ისე მიაჩერდა. - ძალიან მიყვარხარ და გპირდები ... - შუბლზე აკოცა და კარი მიიხურა. ^^^ სამზარეულოში დაღლილი გაფრატუნდა და სახლიდან ხედს გადახედა. ორ კვირაზე მეტია სახლშია გამოკეტილი , ნაკასაც და ბიჭებსაც ძალიან იშვიათად ეკონტაქტება. ისეა ჩაძირული ფიქრებში და იმდენად აქვს გაფუჭებული ხასიათი , რომ არავის ნახვის არც სურვილი და მითუმეტეს არც ხალისი არ გააჩნია. დევდარიანზე იმ დღის შემდეგ არც არაფერი გაუგია , რამდენჯერმე კი ცადეს თემის შეგდება საუბრის დროს ბიჭებმა , მაგრამ არც ეგ გამოუვიდათ . მიხვედრილი გვზავა მაშინვე თიშავდა მობილურს და მოკლე მესიჯით ატყობინებდა , რომ სასწრაფო საქმე გამოუჩნდა. ნაკასთან ამის გათამაშება არც სჭირდებოდა. გოგონა გაგებით ეკიდებოდა მის ნება სურვილებს და ყველანაირად ხელს უწყობდა. ნერვები აღარ შერჩა , ყველაფერზე ცხარე ცრემლებით ტირის და ღამის მოსვლა ეზიზღება. ეზიზღება მომენტი , როდესაც თავის თავთან სრულიად მარტო რჩება. მთვარის ამარა და უვარსკვლავო ცას ცრემლიანი , ამღერეული თვალებით შეჰყურებს. "ამბობენ , როცა ცაზე ბევრი ვარსკვლავია , მეორე დღე ზღაპრული იქნებაო ..." ორმაგი ძალებით ატირდა და ნერვებმოშლილი წამოჯდა საწოლზე. - ღმერთო ... რა გავაკეთო ?! - ამოისლუკუნა და თავი უღონოდ დააგდო ბალიშზე. მობილურს ცალი თვალით გადახედა და ხელებში მოიქცია. ნერვიულად აათამაშა და თვალებამღვრეული დააკვირდა ნაცნობ ნომერს. ხელის კანკალით გაუშვა ზარი და ყურთან მიიტანა. გამბული ზუმერი და ნოტაზე აჩქარებული გული. ნერვიულობამ პიკს მაშინ მიაღწია , როცა მობილურში გაბმული ზარი შეწყდა. - გამითიშა ... - შოკირებულმა წამოსწია თავი და მობილურს დააკვირდა.- ვაიმე გამითიშა ! - სიცილი დაიწყო და ნერვიულ ტირილში გადაუვიდა. - გამითიშა ... - იმეორებდა მონატორულად და ბალიშს მუჭებს ურტყავდა. ტკივილიან ცრემლებთან ერთად მიეძინა და ძილში რაღაცის ვიბრაციამ გამოფხიზლა. თავი წამოსწია და სახეზე შემხმარი ცრემლები თითებით მოიწმინდა. - გისმენთ ... - ნამძინარევმა უპასუხა. ხმაშიც კი ის ტკივილი ეტყობოდა , რომლითაც ეს თვენახევარზე მეტი იძინებდა. რომ მიხვდა ყურმილის მეორე მხარეს მყოფი ხმის ამოღებას არ აპირებდა თვალებდაბინდულმა დახედა ნომერს და როდესაც დევდარიანის ფოტო დაინახა გულმა კინაღამ დაარტყა. - გისმენ ... - აკანკალებული ბგერები და ამოვარდნილ გულზე ხელის მიბჯენა. - მირეკავდი ? - ძლივს გაისმა არანაკლებ განადგურებული ხმა და ძლივს შეკავებული ცრემლები მთელი ემოციით წასკდა გვზავას. - ნისა ... ნისა კარგად ხარ ? - გაისმა ანერვიულებული ხმა და მოთმინება დაკარგულმა ნისამაც მობილური გათიშა. გამორთული აპარატი იქვე მიაგდო და აცრემლებული გაწვა საწოლზე. შეცდომაა ... შეცდომა ! ყველაზე მტკივნეული მისი ანერვიულებული ხმის მოსმენა იყო მისთვის. " შევეცოდე " - გაიფიქრა გონებამ ... " ვუყვარვარ " - ალაპარაკდა გული ... "სისულელეა ! " - შეეწინააღმდეგა გული და პესიმისტურ განწყობაზე მყოფი გვაზავაც გონებას გაჰყვა. იხრჩობა ! გრძნობს , როგორ ახრჩობს რაღაც შიგნიდან ... "მეტს ვერ გავუძლებ ..." როგორც კი კარზე ზარი გაისმა ხალათი მოიცვა და ქვემოთ თმის სწორებით ჩავიდა. შეშინებული შედგა და ჭუჭრუტანაში მშიდათ გაიხედა. დენდარტყმულივით გამოსწია თავი და გულაჩქარებულმა გადასწია საკეტი ნელი მოძრაობით. კარში ანერვიულებული სილუეტი აიწურა და სწრაფად შეაბიჯა სახლში. კარი ზურგსუკან მიიხურა და უკუსვლით წასული გოგონასკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა. - მობილური რატომ გათიშე ?! - ინტონაციურად ბოხმა ხმამ გაიჟღერა და მიხვდა რამდენად მონატრებული ყავდა ამ ორი კვირის განმავლობაში. ხმას ვერ იღებდა და გაშეშებული იყო მაცივრის კართან აწურული. - ნისა ! შენ გელაპარაკები ! - გაბრაზებული წვდა ხელში და თავისკენ დაქაჩა. გაბრუებული გვზავა სხეულზე აეკრა და როგორც კი ცალი ხელი წელზე იგრძნო , რეტიანივით გაატრიალა თავი. - თვალებში მიყურე როცა გელაპარაკები ნისა! - თავი ძალით მოატრიალებინა და თვალებში გამჭოლი მზერით ჩააჩერდა. - რა გინდა ... - ძლივს ამოილაპარაკა და შეეცადა ცივი გამომეტყველება აეკრა სახეზე. - რა მინდა ? მე რა მინდა ?! - რომ არა ეს მდგომარეობა , სიამოვნებით გადაიკისკისებდა დევდარიანის ბავშვურად გაბრაზებულ სახეზე. - მირეკავ შუა ღამეს , გირეკავ და მითიშავ , მელაპარაკები ისეთი ხმით , რომ გული მისკდება , რატომ აკეთებ ამას ?! - ხელში მაგრად წაუჭირა თითები და მის აცრემლებულ სახეზე სხარტად მოადუნა ხელებიც. გაბრაზებული გვაზავა მის ხელებშივე აფართახლდა და შეკავებული ცრემლები თვალებიდან გადმოსცვივდა. - გამიშვი ხელი ... - ასლუკუნებულმა ჩახარა თავი და ხელები მხრებში ჩაავლო . -ხომ თქვი ... ხომ თქვი , რომ აღარ გიყვავარ , რომ სხვა გიყვარს ?! , გამიშვი ... ჯანდაბა გამიშვი ეს დაწყევლილი ხელები , გამიშვი ნუღარ მტკენ ... ნუ მტანჯავ გთხოვ ... - ხელები ატირებულმა ჩამოაცურა მისი მხრებიდან და გაშეშებულმა დევდარიანმაც მაშინვე უშვა ძლიერი მკლავები. - ნუ თუ არ გესმის , რომ არ მინდა ... არ მინდა მტკენდე , ასე მტკენდე ... იყო ასე ახლოს და ამავდროულად საქციელებით შორს ... აღარ გიყვარვარ ... შენ აღარ გიყვარვარ , მე ... - ატირებული მიბრუნდა უკან და ხელში წამსვე იგრძნო რაღაც ძლიერი. დევდარიანმა სწრაფად შეაუბრუნა თავისკენ და წელზე მოხვეული ხელით თავისკენ დაქაჩა. სხეულზე აკრული ძლიერ მკლავებში მოიქცია და მზერა მის ტუჩებზე ჩაცოცა. მისი გემოს გაგება და გვაზავასთვის გახსენებული ნაცნობი ტუჩები ! მის მხრებში ჩამალული ციცქნა არსება და აჩქარებული გული. ახალშობილი გვირიტივით იყო. კოცნიდა ნაზად და მთელ ემოციას , გრძნობას , აზრს ... ყველაფერს მისი ტუჩების გემოში აქსოვდა. - წადი ! - ატირებული მოშორდა და ერთი ნაბიჯით უკან გადგა. - წადი და იყავი ბედნიერი ... ბედნიერი იმასთან ვინც გიყვარს , წადი ! - ხელებით ანიშნა გაჩუმდიო , როდესაც რაღაცის თქმა დააპირა თვალებჩაწითლებულმა დევდარიანმა. მის თვალებზე ცრემლებიც ხილვა ყველაზე მეტად ტკენდა გულს. - წადი და იყავი ბედნიერი ... იყავი ბედნიერი თუნდაც სხვასთან , ოღონდ იყავი ... - ამოისლუკუნა და იქვე ჩაიკეცა. თავი ხელებში ჩარგო და მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს , როცა კარის დახურვის ხმა გაიგონა. ბოლო ხმაზე ატირდა და ხელი მთელი ძალით მოუჭირა სკამს. - წადი და იყავი ბედნიერი .... იყავი ბედნიერი თუნდაც სხვასთან ... ოღონდ იყავი ! - ჩაილუღლუღა და ბარბაცით წამოდგა ფეხზე. ჩამონგრეული მომავალი და შავ ფერებში შემოსილი დაკარგული სიცოცხლის ხალისი. ძვლების ტკივილამდე ტირილი და ბრძოლისგან გაცვეთილი და დანგრეული თითოეული ორგანო სხეულში. გასაფრენად მომზადებული სული და გათანგული სხეული. სხეული , რომელსაც სიცოცხლისთვის ... სუნთქვისთვის ბრძოლის თავიც აღარ აქვს. იმედი , რომ მისთვისაც გამოიდარებს და განათდება მომავალი. იმედი , რომ ისევ იქნება ბედნიერი მასთან ... იმედი , რომ ის შავი ფარდებიც კი თეთრად გადაიქცევა , თეთრად რომელსაც ყოველ დილით ამოწვერილი მზის სხივები გაჭრის და ისევ მოელამუნება მის სახეს. ^^^^ უეცრად განათებული მობილური და ... და ისევ იგივე ! იგივენაირად გაცრუებული იმედი , იმედი რომელიც მთელ არსებას იცავს და ცაში აფრენილს მთელი ძალით გისვრის მიწაზე. მიწაზე , რომელზეც ქვებისა და მუქი შეფერილობის მიწის გარდა არაფერი ყრია! ბინძურ მიწაზე , რომელზეც ისე დააბიჯებენ ადამიანები თავიანთი გაცვეთილი და ტალახიანი , დამძიმებული სულებით ... რომ გარშემოც ყველაფერს აბინძურებენ ... შიში და ჩამოყალიბებული ახალი ჩვევები... ჩვევები , რომლებიც შიგნიდან გჭამს და ყველაფერს გინადგურებს რაც ადრე სიცოცხლის ხალისს გაძლევდა. ^^^ - გთხოვ რა ... ნუ ხარ ასე ! - ტირილით ემხობა სავარძელში ნაკა და თავს ხელებში რგავს .- მტკივა ნისა , მტკივა რომ ამდენი ხანია ასეთს გხედავ! - მომიყევი ... - ხრიწიანი ხმით ჩაახველა და დასუსტებული თითები ნელი მოძრაობით დაიდო თეთრ გადასაფერებელზე. - რაღაცაზე იყავი გაბრაზებული ... არავის არ გვისმენდი , ზუკას მანქანაში ჩაჯექი და თვითონაც ძლივს მოახერხა გვერდით მოგჯდომოდა . არ უსმენდი ... არ აჩერებდი , ერთ-ერთ მოსახვევში რაღაც გადაგიხდა წინ და დამუხრუჭების დროს ფეხი ... ფეხი აგიცდა , ნაწვიმარზე მოგისრიალდა და ... თავით პირდაპირ საჭეს მიეჯახე . ღვედიც კი არ გკეთებია... მთელი მანქანა ამოყირავდა და ზუკაც ძალიან დაშავდა , შენ რომ გამოფხიზლდი და აღმოაჩინე , რომ მეხსიერება დაკარგე ... ზუკა ამ დროს კომაში მყოფი სიკვდილს ებეძვოდა ... - მერე ? ... რაზე ვიყავი გაბრაზებული ? - ატირებული კისერსაც კი ვეღარ ამოძრავებდა ისე იყო განადგურებული 2 წლიანი ტანჯვის შემდეგ. - ნისა ... - ვხედავდი , რომ ყოყმანობდა. - ნაკა თქვი ! - შეძებისდაგვარად აუმაღლა ტონს. - გიგი ... ამ ბიჭს უნივერსიტეტიდან მოყოლებული მოწონდი , ზუკამ ყური მოკრა როგორ გეგმავდა , რომ მოეტაციბინე და ... ნუ არ ვიცი რა გაიგო ასეთი , რომ ასე გამწარდა ... ისე ცემა ოთხი კაცი ვერ აშველებდა . - მერე ? - ოდნავ წამოსწია თავი და დასუსტებულს უღნოდ დაუვარდა ბალიშზე ისევ. - მერე , შენ არ მოუსმინე რატომ სცემა და ძალიან ეჩხუბე , გაბრაზებული მოაჯექი მანქანას და მერე შენც კი იცი ... - ღმერთო რა სულელი ვარ ... - თავზე ხელი იტკიცა და ტკივილიანად წამოიკვნესა. - ნისა , მივიდეთ რა ექიმთან ... - შეევედრა და ცრემლიანი თვალებით გამოღადრა კისერი. - მივიდეთ ... - ორი წლის შემდეგ , ხვერწნა მუდარის შემდეგ ... პირველად განაცხადა თანხმობა . - რა ? მართლა ? - ბედნიერი წამოხტა ფეხზე და ხელები ერთამენთს შემოჰკრა. - სად არის არ იცი ? - შეპარვით ახედა და ტუჩები სატირლად დამანჭა. - კი ... სვანეთში გადავიდა ცოტა ხნით , ასე თქვა დასვენება მჭირდება , მინდა შორს ვიყო მისგანო ... სულელო ! როგორ დაიჯერე , რომ სხვა შეუყვარდა ?! - შუბლზე თითი მიჰკა და ტკივილიანი ღიმილით ჩასრიალდა სავარძლის კიდეზე. - ისე მითხრა ... ისეთი ხმითა და მზერით , რომ ... - უნდა გამოჯანმრთელდე და დიაბრუნო ! შენ არ იცი რა ცუდად არის! - შუბლზე აკოცა და თმა გაუსწორა. - დავიბრუნებ ... დავიბრუნებ და გავაბედნიერებ ... გპირდები ! - ღიმილით ახედა და ცრემლები თითებით მოიწმინდა. - ახლა კი მომეხმარე ადგომაში , თორემ ისე სუსტად ვარ ზუსტად ვიცი სადმე წავიქცევი ! ^^^ გამოფიტული ორგანიზმის გამოჯანმრთელებას , მოდუნებული კუნთების გაძლიერებას , მადის მოსვლას და გახალისებას ცოტა დრო არ დასჭირვებია. ზუსტად 6 თვე დადიოდა ექიმებთან , უამრავ წამალს სვამდა და ჯანსაღ კვებაზე იყო გადასული მთელი არსებით . მხოლოდ იმის მოლოდინი აძლიერებდა , რომ სადღაც იქ ... იგივე ქვეყანაში იგივე ჰაერით სუნთქავდა მისი საყვარელი მამაკაცი. ^^^ - ნისა გამიმეორე თორემ გავგიჟდები , ჯანდაბა დაჯექი ერთ ადგილზე! - ვაიმე ნაკა ყველაფერი გავიგე ... ბაბუა ბართლომე დევდარიანი , ბებია მარიამ ოშხარელი! - მარტო ეგ გითხარი ?! - გაბრაზებულმა შეკრა წარბები. - მამის მშბლები არიან , დედა და მამა უცხოეთში ცხოვრობენ ... დედის მშობლები დაღუპულები არიან ... დედა ნინა , მამა აკაკი ! - კიდევ ! - დასჭექა სიცილით . - მარიამმა კარგად იცის ხაჭაპურების დაცხობა , პირველად მასთან ვიყავი ოთხი წლის წინ ... როცა ორი წელი გავიდა ჩვენი ერთად ყოფნიდან , ბართლომეს ბათუ ბაბუს ვეძახი და ძალიან მიყვარს მასთან ერთად კოშკებზე საუბარი ! - კიდევ ? - კიდევ ... კიდევ ყველაფერი წინაა ! - ეშმაკური მზერით გაუღიმა და სარკეში ჩაიხედა. სპორტულები გაისწორა და აწეულ თმაზე ხელები გადაისვა. - როგორც იქნა ... მოვიდა დრო ! - ღრმად ჩაისუნთქა და დაქალს მაგრად მოეხვია . - მიყვარხარ ნაკა ! ^^^ ჭიშკართან იდგა და ნერვიულად დააბოტებდა წინ და უკან. გულმა რეჩხი მაშინ უყო , როცა სურათზე გამოსახული ბებია და ბაბუ წინ გამოესახა. გაღებულ კარში ცოლ-ქმარი ბედნიერი ღიმილით შედგა და მონატრებულ სხეულს ცრემლიანი თვალებით გაუღიმეს. მომენატალურად აივსო ბედნიერებით და აცრემლებული მოეხვია ორივეს. მიუხედავად იმისა , რომ ვერც ერთი ვერ იცნობ მაინც ძალიან დიდი ემოცია შეიტა მის გულში ამ ორმა მოხუცმა და მათმა სუფთა ღიმილმა. გაგიჟებული უკოცნიდა ორივეს ლოყებს და ცრემლიანი თვალებით ბედნიერი შესცქეროდა მისთვის ძვირფას ორ სხეულს. - ზუკა ... ზუკა შვილო ! - გაისმა ბოხი ხმა და შავ სპორტულებში გამოწყობილი დევდარიანიც მაშინვე გამოვარდა სახლიდან. ბებია-ბაბუას უკან ამომდგარი ემოციებს ვერ ფარავდა და გაშტერებული უყურებდა ჭიშკართან ჩამომდგარ მონატრებულ სხეულს. - არ ვიცოდი ჩამოსვლას თუ აპირებდი ! - ორწლინახევრის მონატრებული ხმა და უკიდეგანოდ გაჭრილი ფიქრები. ემოციამოძალებული მისკენ წავიდა და მხრებზე მაგრად მოჰხვია ხელები. მამაკაცმა ჯერ მის უკან მდგომ მოხუცებს გადახედა , შემდეგ კი ძლივს გაღიმებული სახით მოჰხვია ხელები მონატრებულ წვრილ წელს. - მომენატრე ... - ყურში ჩასჩურჩულა და დევდარიანიც ადგილზე გაშრა . -მომენატრე არა როგორც მეგობარი , არამედ ცხოვების სიყვარული ! - ლოყაზე აკოცა და ოდნავ მოშორდა. - შენ რა ... - გაშტერებულმა გასწია უკან და სწრაფად გახედა ბებიას , რომელიც რაღაცას ელაპარაკებოდა. - როგორ მომენატრე შვილო , რომ იცოდე როგორი მოწყენილი იყო ეს ბედოვლათი შენს გარეშე , როდის ჩამოხვედი გერმანიიდან ? , მე მითხრა , რომ ჯერ კიდევ აპირებდი დარჩენას ... რამდენჯერ ვთხოვე დამალაპარაკეთქო და არ დამაყენა საშველი , დღეს-ხვალ ... დღეს - ხვალ ! - თავისებურად დაიქოქა მარიამი და უნებურად მოეფინა სახეზე ღიმილი ნისას. ჯერ იმიტომ , რომ აშკარად ძალიან უყვარს ეს ქალი! მერე მეორე იმიტომ , რომ იგრძნო როგორ გააბედნიერა გულის თითოეული კუნჭული იმაზე ფიქრმა , რომ დევდარიანი არ ამბობდა , რომ დაშორდენენ ! იმიტომ , რომ მისთვის ისევე ძვირფასია როგორც მისი ოჯახისთვის. - ხო ... მომენატრა და ჩამოვედი , ახლა აღარსად ვაპირებ წასვლას , სულ , რომ ვირზე წაღმა-უკუღმა შეჯენილი დაშენილი წიხლებითა და მუშტებით გამრიყოს , მაინც ვერ მომიშრებს მარიამ ბებია თავისი ცხოვრებიდან ! - როგორ იცი ხოლმე ! - ძალით გაიღიმა დევდარიანმა და წელზე მოხვეული ხელი ისე მაგრად მოუჭირა ნისას , რომ თვალები ტკივილისგან და სიამოვნებისგან ერთდროულად ჯერ დაექაჩა , შემდეგ მიელულა. - ხო არა? - ირონიულად გაუღიმა და ხელი მაგრად მოჰხვია მხარზე , შემდეგ კი ფრჩიხლები ოდნავ აუსვ-დაუსვა და თავი ოდნავ უკან გადასწია. - სახლში შედით ბებიკო , თქვენს ოთახში ადით ... - მარიამმა ხელით წინ გააგდო და თვითონ ბოსლისკენ გაუხვია , ქმარიც უკან გაჰყვა. - ეს რას ნიშნავს ? , ჩვენი ოთახი ? , აქ ერთად გვეძინა ? - დაბნეული ალაპარაკდა და ბარგს ხელი მოკიდა. - ვირო ! , შეგიძლია მომხემარო ! - სულ გაგიჟდი ხო ?! , ბოლო ლაპარკის დროს მეგონა ყველაფერი გავარკვიეთ! - ეგ შენ გაარკვიე , მე არ გამიკრვევია ... დაკარგული სიყვარული ჩამოვედი და ასე უნდა შემხვდე ?! - წარბაწეული გაშეშდა ადგილზე და ხელები ნაზად მოჰხვია კისერზე. - არ მოგენატრე ? ... - სახე მიუახლოვა და ისე გაუღიმა , როგორც მხოლოდ მას უღიმოდა. - ნისა არ გინდა ... - მონატრებულ ტუჩებს მზერას ვერ აშორებდა დევდარიანი. - მინდა არა ... გვინდა! - იმდენად შეშინებულია , იმდენად არ უნდა რომ ის უბედური წლები ისევ განმეორდეს ... ყველაფერზეა წამსვლელი , ოღონდ დაკარგული სიყვარული დაიბრუნოს . - ნისა ... - ლაპარაკი გააწყვეტინა და ძალიან ნაზად წაეპოტნა მის ბაგეებს. მონატრებული ტუჩების სუნნელმა და გემომ ისე გააგიჟა დევდარიანი , ხელები მაგრად მოჰხვია სუსტ წელზე და მთელი ძალითა და ველურიზმით წაეტანა სასურველს. - წამოდი ! - მის ბარგს ხელი დაავლო და სწრაფად წავიდა სახლისკენ . ერთ ადგილზე გაშეშებულ გოგონას ირონიული ღიმილით მოჰხვია წელზე ხელი და სახლისკენ გაუძღვა. ოთახში შესულმა ჯერ ბარგი დადო , შემდეგ გვაზავა შესვა , ბოლოს თვითონ შევიდა და ოთახის კარიც მიხურა. - რას ნიშნავს ეს ყველაფერი ? - წარბები შეკრა და საწოლზე წამოჯდა. - რა ? - გულუბრყვილოდ გაიკვირვა და თვალები გადაატრაიალა. - თავს ნუ ისულელებ ! - დაღლილი გამომეტყველებით ახედა და წარბები შეუკრა .- რამდენჯერ უნდა გითხრა , რომ თვალები ასე არ გადაატრიალო ? - მაგას ადრე მეუბნებოდი ... ახლაც უნდა მითხრა , ხომ იცი მეხსიერებაში მიჭირს , მგონი სკლეროზი დამეწყო ! - თმა გაისოწორა და ღიმილით მიუსკუპდა გვერდით . - ნისა ! - კბილებსშორის გამოსცრა დევდარიანმა. - ძალიან გთხოვ ახლა ზღაპრებს ნუ მომიყვები იმის შესახებ , რომ სხვა გიყვარს ! - თვალები ისევ გადაატრიალა და პირის რაღაცის სათქმელად გააღო , როცა დევდარიანი მოუთმენლად დააცხრა ბაგეებზე . - ვიცი , რომ მე გიყვარვარ ! - ნასიამოვნებმა გაილოკა ტუჩები და მკერდზე მიბჯენილი თითით უკან დასწია. - საიდან ამდენი ამბიცია ? - ირონიულად აწკიპა წარბები ჰაერში ზუკამ. - საიდან და აქედან ... - ტუჩებზე მიიდო თითები . - აქედან ... - მკერდზე გადაისვა საჩვენებელი თითი . - და კიდევ აქედან ... - ოდნავ წამოდგა და უკანალზე მიირტყა ხელი სიცილით . - საიდან და აქედან სულელო ! - გულზე მიიბჯინა მარჯვენა ხელი და ლაღი ღიმილით გაუღიმა გაშტერებულ დევდარიანს. - ნისა ნუ მეთამაშები ! - კბილებსსშორის გამოსცრა მამაკაცმა. - მე მიყვარხარ ! , მაგრამ თუ შენ ეს არ გჯერა შეგიძლია მესამედ შემაყვარო თავი ! - მხრებზე თითები ჩამოუსვა და აცრემლებულმა მიუტანა სახე ახლოს . - მზად ხარ შემაყვარო თავი ? - ჰკითხა და სახე ოდნავ დასწია უკან . - თუ გიყვარვარ , როგორღა უნდა შეგაყვარო ? - ცინიკური გამომეტყველება აიკრა დევდარიანმა. - აი ეს დაგეხმარება ... - ტუჩებზე გადაუსვა თითები გაოცებულს . - აი ეს ღიმილი ! - მის ნათქვამზე უნებურად გაეღიმა დევდარიანს . - აი ეს შავი თვალები და გრძელი წამწამები ! - კონტური შემოხაზა და ყელზე გადავიდა. - აი ეს ძარღვები ... და აი ეს ... - გულთან მიიტანა ხელი და იგრძნო მის თითებს ქვეშ ორმაგი ძალებით აძგერებული ორგანო. - ბავშვებო , ჩამოდით ჭამეთ! - კარში მარიამმა შემოჰყო თავი და ღიმილით მოავლო გვრიტებს თვალი. - ბებია შემოგევლოთ თქვენ ... - ღიმილით დაუყვავა და ბედნიერ გოგონას ხელი დაავლო . -წამოდი ბებია ჭამე , მოშიებული იქნები . ^^^ - რატომ არ ჭამ ? - წარბშეჭმუხნული მიუტრიალდა "შეყვარებულს". - არ მშია ... - სახე დამანჭა და ჩუმად გადასჩურჩულა , ბებიას კი უხერხული ღიმილით გაუღიმა. - როგორ თუ არ გშია ? - მკაცრი იმიჯი მოირგო დევდარიანმა .- გამიღე პირი ! - ხაჭაპური ხელში მოიქცია და გაღებული პირისკენ წაიღო. - აბა თვითფრინავი მოდის ! - ირონიული ღიმილით ჩაიღიმა მამაკაცმა. - იცოდე განანებ ! - ძალით გაღიმებულმა დაუბღვირა და დამანჭული სახით გადაუშვა სასულეში ხაჭაპურის პატარა ნაჭერი. - დედა , შენ რაღაცა ძაან გამხდარი ხარ შვილო , ჭამე , ჭამე კიდე უნდა გამოგიცხო ! - ფეხზე წამოდგომა დააპირა მარიამმა. - უი რას ამბობთ , გზაში იმდენი ვჭამე უკვე აღარ ჩამდის ! - ურცხვად მოიტყუა და რაღაცის სათმელად დაღებული პირი ჩქმეტით დაამუწინა დევდარიანს. ^^^ თბილი პიჟამოები გადაიცვა და საწოლში შეწოლილ მამაკაცს გვერდით თამამი მიუწვა. - შეიძლება ჩაგეხუტო ? - რომ ვერ მოისვენა წიგნის კითხვით დაკავებულს შეპარვით ჰკითხა და თავი ჩახარა. დევდარიანს სახეზე ღიმილი გაუკრთა და ხელი მაგრად მოჰხვია დარცხვენილ გვაზავას. წიგნი იქვე გადადო , სანათი ჩააქრო და ვარკსკვლავიან ცას ცალი თვალით გახედა. ბედნიერი მიყუჩდა საყვარელი კაცის მკლავებში და მანაც ფანჯრიდან გახედა ვარკსვლავებით მოჭედილ ცას. - ""ამბობენ , როცა ცაზე ბევრი ვარსკვლავია , მეორე დღე ზღაპრული იქნებაო ..." - ნაცნობი სიტყვების გაგებამ ისე გააბედნიერა , გაბადრულმა გახედა საყვარელ კაცს. - "შენ თუ გჯერა , მეც მჯერა ! - ყოყმანის გარეშე განაცხადა და თავი წამოსცია ... - ჩვენთვის ყოველ დღე , ვარსკვლავებითაა მოჭედილი ცა ... იცი რატომ ? , იმიტომ რომ როცა შენ ჩემს გვერდით ხარ , ყოველი დღე ზღაპრულია ! " - რაც ენაზე მოადგა პირველი ის წამოროშა და გაგუდვამდე ჩაეხუტა მონატრებულ სხეულს. - მიყვარხარ ... - ჩუმად ჩაიჩურჩულა დევდარიანმა და თმაზე ისევ ისეთი გრძნობით აკოცა , როგორც ორი წლის წინ კიკეთში . - მიყვარხარ ... - ძლივსგასაგონად ჩაილუღლუღა და თვალები მილულა. გაგონილით ნასიამოვნები დევდარიანი გემრიელად მოთავსდა და მთელი სხეულით აიკრა მორფეოსის სამყაროში გადაშვებული სხეული თავისაზე. - ჩემი ჩერჩეტი ! - თმაზე აკოცა და მთვარეს ღიმილით გახედა . - ისევ შენ ! - თვალი სიცილით ჩაუკრა და ძილშიც კი მას შეხვდა ... დილით ადრე გაეღვიძა. ღიმილით გაიხედა ფანჯარაში და საყვარელი კაცის გულმკერდს უფრო აეკრო. ნამიანი ამინდი იყო ,რაღაცნაირად ესიამოვნა კიდეც. ეს იმას ნიშნავს , რომ მთელი დღე სახლში იქნება და ზუკასთან ერთად ტკბილად გაატარებს ბუხართან გაწოლილი , მის მკერდს აკრობილი დღეს. თითები აამოძრავა და ბედნიერებისგან გაბადრული , გახარებული და აცქმუტებული გადატრიალდა დევდარიანის მხარეს. თითები მაიკაზე აატარა და ყელზე ფრჩხილებით გადავიდა. თვალებმიბნედილი მთელი გრძნობით ეფერებოდა და არ ჯეროდა ,რომ ეს მის თავს ხდებოდა. წინა წელს , წინის წინა წელს ... ამ დროს ისეთი უბედური იყო ... ჩამომდნარი , გაპარტახებული , განადგურებული ! ახლა კი ... ახლა ცხადად გრძნობს მის სხეულს ასე ახლოს , ესმის მისი გულის ფეთქვა და სულაც არ ანაღველბს , რომ შეიძლება ეღვიძოს და ამ ყველაფერს კი არ გრძნობდეს , ამავდროულად ხედავდეს კიდეც. ანდა რატომ უნდა ანაღლებდეს ? , კარგად იცის დევდარიანმა მისი გრძნობების შესახებ . ასე უფრო ადვილი იქნება! ასე უფრო გაუადვილდება , არ აპირებს თავის შეკავებას და გრძნობების დამალვას. ისეთი ბედნიერია , ამას ვერც მოახერხებს. - ზუკა ... - ჩუმად დაიჩურჩულა მის ყურთან და , რომ მიხვდა მართლა ეძინა ტუჩები დამანჭა. - ვაიმე მართლა ძალიან მიყვარხარ ! - მოუთმენლად ამოილუღლუღა და საწოლზე წამოჯდა . -როგორ შეგიძლია ასეთი იყო ? , რომ გიყურებ მინდა შეგჭამო ... ღმერთო ისეთ რაღაცეებს ვლაპარაკობ , მგონია რომ ავად ვარ ... - თავში წაირტყა ხელი და ნელა დაიხარა მისკენ . ბაგეებზე ტუჩები ოდნავ გაუსვა და გემრიელად აკოცა. შემდეგ საწოლზე წამოდგა და სკუპი იატაკზე გააკეთა. სპორტულები ჩაიცვა , თმა დაივარცხნა , კოსად შეიკრა და უგებში ფეხები ჩააცურა. საკმაოდ ციოდა , კანკალით გაიხურა კარი და ღიმილით დააკვირდა მძინარე მამაკაცს. სამზარეულოში შევიდა და ბებიას უკნიდან მოეხვია. - ხომ არ დაგეხმაროთ ? - ცალი თვალი მოჭუტა და გარშემო მიმოიხედა. - როგორც გინდა შვილო ... თუ გინდა როგორც ადრე , ისევ შენ გაუკეთე ჩაი და ბლინები ზუკას . - ქალმა გულით გაუღიმა და იქვე დადებული ტილოთი მაგიდა გადაწმინდა. - კი როგორ არ მინდა ... - გაუცინა და ეშმაკურად ჩაიღიმა გულში. " როგორც ადრე დევდარიანო ... როგორც ადრე ! " ^^^ სამზარეულოში შესული კართან ჩამოდგა და გაკვირვებული დააკვირდა მაგიდასთან მოფუსფუსე გოგონას. ისევ ძველი კადრები ამოუტივტივდა გონებაში და გაბადრული ჩამოდგა ერთ ადგილას. გაშტერებული უყურებდა ხედს და გონს ვერ მოდიოდა. ისევ იგივე ... მონატრებული ქალი , მონატრებული ბლინები და მისი ხელით გამზადებული მონატრებული ჩაი! ვითომ ხომ არაფერი ? , თუმცა ბედნიერებაც ხომ წვრილმანებშია ? ახლაც კი ეს წვრილმანები ისე ებედნიერებოდა ... რომ მოუთმენლად წავიდა მოფუსფუსესკენ და განიერ მკლავებში მოიქცია მისი სხეული. დაბნეულმა ნისამ ხელების მოხვევაღა მოახერხა და მის მკლავებში მთელი გრძნობით გაირინდა. ფისოსავით გატრუნული , გულაჩქარებული ცდილობდა თავი დამევშვდებინა და ბედნიერების ცრემლები თალებიდან არ გადმოსცვენოდა. მაინც ვერ მოთოკა ემოციები და თითო ოროლა ცრემლი თალებიდან ღაპა-ღუპით გადმოაგორა. თვალებჩაწითლებული დევდარიანი განზე გადგა და სკამზე ჩამოჯდა. მასაც ემჩნეოდა თვალებში ჩაგუბებული ცრემლები , თუმცა გადმოღვრას არ აპირებდა. თავი შეატრიალა და ღიმილი მოეფინა სახეზე. დეჟავუს გრძნობა მოსვენებას არ აძლევდა. ყველაფერი რაღაც ძველს და ფასეულს ახსენებდა. ჩაი ოდნავ მოსვა და ნაცნობ ბლინს ჩანგალი დაარჭო. ისევ ის წამები გაახსენდა , როცა თვითონ ბლინს ჭამდა ... ნისა კი მოლოდინით აღსავსე მზერით ელოდა მის შეფასებას. ახლაც წინ ეჯდა და იგივე თვალებით უყურებდა. იგივე სახით და ორმაგი ემოციით ივსებოდა დევდარიანიც. გულიც ორმაგი დოზით უფართხალებდა და უკვე გაგიჟებას იყო. ბედნიერებისგან ჭამის მადაც კი არ ჰქონდა . - ბებომ გაგახსენა ? - ჭამის დროს ჰკითხა და ჩაი მოსვა. - აზრი კი ... გაკეთება არა ! - სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა და მობილურს უპასუხა. - ხო ნაკა ... ჯერ არა ... კარგი მეც გკოცნი! - არ აპირებენ ეგენი ჩამოსვლას ? - ჩაი მოსვა და ფეხზე წამოდგა. - არ ვიცი ... მე არ შემითავაზებია , მასპინძელი შენ ხარ ! - მხრები აიჩეჩა და ცარიელი თეფში გარეცხა. - მადლობა , ძალიან გემრიელი იყო ! - თავზე აკოცა და მისაღებში გავიდა . - მოდი რო მორჩები ! ბედნიერმა თმაზე გადაისვა ხელი და აცქმუტებული ჰაერში ახტუნავდა. ოდნავ თავგადაწეულმა დევდარიანმა თავი გადააქნია და ცალყბად ჩაიღიმა. "არ შეცვლილა , ისევ ისეთია" კი , მართალია მეტისმეტად წმინდა , სუფთა და გამჭირვალეა გვაზავა იმისთვის , რომ რამე დაფაროს. მისაღებში ფრატუნით გავიდა და ღიმილით დააპირა მის გვერდით დაჯდომა. თუმცა სხარტი მოძრაობით მოიქცია ხელებში დევდარიანმა და მუხლებზე დაისვა. გახარებულმა ხელები კისერზე მოჰხვია , თავი კი მკერდზე მიადო. - იცი ... როცა შენთან არ ვიყავი , რაღაც ფრაგმენტები მახსენდებოდა , იმდენად მენატრებოდი ... - ჩუმად ჩაილაპარაკა და ოდნავ დახარა თავი. - რა გაგახსენდა ? - ინტერესით ჰკითხა და შეშის ტკაცუნთან ერთად , საკუთარი გულის ცემის ხმაც გაიგო. რაც მასთან სიახლვით და გაგებულით იყო გამოწვეული. - არაფერი ისეთი , მომენტები...როგორც იმ ღამეს , უბრალოდ როგორ მიღმოდი , თუმაც ყველა სხვადასხვა დღეს იყო ... არ ვიცი ... - არც ისე ნაწყენმა ჩაილაპარაკა და თავი ოდნავ წამოსცია . - ყველაფერი მაქვს რაც მჭირდება ... ჩვენი მეგობრები და შენ ... მეტი რად მინდა ? - იკითხა და თავი ისევ თავის ადგილას დააბრუნა. - ანუ არ გინდა , რომ მეხსიერება დაგიბრუნდეს ? - ჰკითხა და თმაზე ოდნავ შეახო ტუჩები. - როგორ არ მინდა ... მინდა ყველა ის ძვირფასი მოგონება ისევ ცოცხლობდეს ჩემში და შენი დანახვის დროს ისევ მახსენდებოდეს რაღაც ძვირფასი ... თუმცა თუ არ დამიბრუნდება ეგეც არ იქნება პრობლემა ... მე ისევ მიყვარხარ ... ეს კი ყველაფერზე მეტია ჩემთვის ! - იქვე აკოცა და ფისოსავით გაიტრუნა მის მკლავებში. დევდარიანს გაეღიმა , უსიტყვოდ შეაცურა ძლიერი ტორი თეძოსა და მკერდს შორის და იქ მოათავსა კომფორტულად. თავი სარწეველას სათავეზე გადადო და თვალები დახუჭა. დიდხანს იყვნენ ასე , ერთ ფორმაში ერთმანეთზე ახუტებულები. სანამ კარი არ შემოინგრა . ორივემ იქით გაიხედა და ორივეს სინქრონში გაეღიმა. ნიკუშა , თორნიკე , გიო და ნაკა დოინჯშემორტყმულები იდგნენ და თვალებმოჭუტულები უყურებდნენ ერთმანეთზე ახუტებულ წყვილს. უკან ბებია ბაბუაც გამოჩნდა , ორივე ღიმილით ეხვეოდა ახალგაზრდებს. თორნიკემ თავი გადააქნია და ოდნავ წამოაყენა გოგონა. უკანალზე ირონიული ღიმილით მიჰკრა ხელი და თვალი ჩაუკრა. ნისამ თვალები დაუბრიალა და ღიმილით წავიდა მონატრებული მეგობრბეისკენ. ჯერ ბიჭებს მოეხვია , შემდეგ ნაკას ჩაეხუტა და ბაბუას ღიმილით მისალმა , რადგან დილით ბებია იყო მხოლოდ სახლში. სულ მალე იგრძნო წელზე ძლიერი ხელი და ჟრუანტელმაც არ დააყოვნა. დევდარიანმა საფეთქელზე მიაკრო ტუჩები და მისკენ მომზირალს სიყვარულით სავსე მზერით გაუღიმა. მაინც რა ძალა აქვს სიყვარულს , ასე ერთი ხელის მოსმით შესძლებია იმ ტანჯული წლების დავიწყება რაც კი გამოუვლია ორივეს ცალ-ცალკე. ეს ხომ სიყვარულია ... ეს ხომ ბედნიერებაა ... ^^^ - ბებია შენ სანამ გერმანიაში იყავი და ეს აქ იყო , რავა არ ეჭვიანობდი ? , ასეთი ბიჭი , რომ დატოვე და გაშპი გავარდი ... ვინმეს , რო დეედგა თვალი და ეჭმია ვირის ტვინი სად მიდიოდი ? - წარბები შეყარა ქალმა და გრძელ თმაზე თითები ჩამოუსვა. - ეგ ისეთი დაბრმალვებული მყავს ბებო , ჩემს გარდა ვერც ერთ ქალს შეხედავს ! - კმაყოფილი ღიმილით ჩაიღიმა გვაზავამ და ირონიულად მომღიმარ საყვარელ კაცს თვალი ჩაუკრა. - აუ არადა ის სოფო რა ლამაზი იყო ? - რა თქმა უნდა მასხარა გიო ისევ ხუმრობის ხასიათზე იდგა. - ვინ სოფი ? - წარბები შეკრა ნისამ და გიომაც მაშინვე ხელები ჰაერში ასწია. - აგერ შენი ცხოვრების მეგზური და აგიხსნას ! - თითი ძმაკაცისკენ გაიშვირა და ღიმილით ჩარგო დის კისერში თავი. - ვინაა სოფი ? - დაბნეული მიუბრუნდა მამაკაცს და დოინჯი შემოიდო თეძოზე . - კარგი რა იყო , სოფისნაირი ათასი გყავდა თბილისში შენც კიდე ! - ნაკამ დაქალს გაბრაზებულმა გადმოხედა და სიცილი აუტყდა დევდარიანის სახეზე. - რაო ? - წარბები შეკრა და მოკისკისე ბებია-ბაბუას თვალების ბრიალით გახედა. - აუ მასხარები ხართ რა! - გაბრაზებული გაფრატუნდა სამზარეულოში ნისა. - არ დაგვისრულებია ! - გასძახა გოგონას და ძმაკაცებს დასაჯდომად უბიძგა. - ჩვენ ! - ნაკას მიახვედრა , რომ მასაც მუწევდა მასთან ლაპარაკი. ნაკამ მისი ხისთავიანობით გახალისებულმა გადაწყვიტა უარესები ჩაედინა და მოცელილი ჩასრიალდა სარწეველაში. - აფსუს რა ბიჭები ეძლეოდა , ვის ახსოვდა დევდარიანი! - ჯინაზე არ ასრულებდა ღლაბუცს და ფეხებს ჰაერში ათამაშებდა. - ხო , ის რა ბიჭი იყო ... მაღალი , შავგვრემანი ... რა ტუჩები ჰქონდა? - ნისაც აყვა და ბაბუა-ბებია როოგორც კი გასული დაიგულა მაშინვე სიცილი დაიწყო. - უჰ ... მაგას გულიც კაი იქნებოდა... -ეშმაკურად ჩაიღიმა ნაკამ და დაქალს თვალი ჩაუკრა. - უჰ , მე ნანახი მაქვს მაგის გული ! - ხელი აიქნია და უკანალი გააქნია მობილურის ხმაზე. - რა კაი სონგია , აუწიეთ ! - ჩაიბურტყუნა და ხელები ჰაერში გაასავსავა. - ეს იწყევლება თუ ცეკვავს ? - თორნიკემ სიცილით მოჭუტა თვალები. - ეე ქსენია ! - ენაზე თითქოს ნაცნობი სახელი მოადგა და გაეცინა . - ნაკა გახსოვს , კიკეთში კატა , რომ ვიპოვეთ ? თორნიკესავით მაგარი შუტკები ჰქონდა ! - ჩაიდუდღუნა და ბუხარში შეშა შეაგდო. - ვაიმე თუ მჯეროდეს ! - ნაკამ პირზე ხელი აიფარა. - რა არ გჯერა ? - თვალებმოჭუტულმა გადმოხედა და შეშა ხელებში შეათამაშა. - გაგახსენდა ... მე შენთვის ეგ არ მომიყოლია ! - გოგონა გახარებული წამოვარდა ფეხზე. - ხო რა გიხარია , ხომ გითხარი წვრილმანები მახსენდებათქო ... - ჩაილაპარაკა და ბუხარს შეხედა ცალი თვალით . - ნისა დააგდე ეგ შეშა , ნუ უყურებ კოჭლი ქათამივით მაგ ცეცხლს. - ნიკუშამ ირონიული ღიმილით ანიშნა ხელში დაჭერილ შეშაზე . - მაგ იუმორის გამო , ამ შეშას ჯერ თავში გწყვიტავ და მერე ბუხარში შეგაგდებ ამასთან ერთად ! - ცალყბად გაუღიმა და გაბრაზებულს ლოყაზე აკოცა. - კაი რა იყო ... ვის არ ჰქონია კრიტიკული დღეები ... - თავი გააქნია და ბიჭს ისევ აკოცა. - მაგას სულ კრიტიკული დღეები აქვს რაც თავი მახსოვს ! - ნაკამ სამზარეულოდან გამოჰყო თავი და გაბრაზებულმა ესროლა კოვზი ნიკუშას. - გიო შენი და დააწყნარე , თორე კოჭებით ვითრევ ! - გასძახა გაბრაზებულმა ძმაკაცს ,რომელიც მობილურზე ლაპარაკობდა. - ნაკა დაწყნარდი , თორე ნიკუშა კოჭებით გითრევს ! - გასძახა დას და სიცილი ატეხა ძმაკაცის გამომეტყველებაზე. - ორივე ერთი ჭკუის ხართ ! - ჩაიბურტყუნა და ნაკასკენ წავიდა. -რა გინდა გოგო , მართლა არაფერი მქონია იმ ტატასთან თუ ვინცაა , მაინცდამაინც გამოკვლევები ვატარებინო ? - შეყვარებულს მაჯაში წაავლო ხელი და თვალებმოჭუტული აიკრა სხეულზე. - მართლა? - სახე გაუსწორა და დაბნეული ააჩერდა უკვე დამშვიდებული. - ხო , ხო მართლა ! - თავი დაუქნია და შუბლზე აკოცა. - იცოდე ერთხელ გამოგხედავს და ჩემი ხელით მივაკლავ როგორც კოღოს ! - დაემუქრა და სიცილით აკოცა ცხვირზე , მოცინარ შეყვარებულს. ^^^ - როგორ ხართ ? - ეზოში მჯდომ ბაბუას მიუახლვდა და გვერდით მიუჯდა. - კარგად ბაბუ შენ როგორ ხარ ? - ცალი თვალით გახედა და ეზოში მდგარი კოშკი თავიდან ბოლომდე აათვალიერ-ჩაათალიერა. - კარგად ... კარგად ვარ ! - ღრმად ჩაისუნთქა და სვანეთის ჰაერი შეისუნთა მთელი არსებით. - თქვენი აზრით სიყვარული რა არის ? - ჰკითხა ლუღლუღით და მანაც უსასრულობას გაუშტერა თვალი. - სიყვარული ? , განა ამის სიტყვით გადმოცემა შეიძლება ბაბუ ? - თბილად მოჰხვია ხელი მხარზე და ძალუმად აიკრა გულმკერდზე გოგონა. - სიყვარული ... სიყვარული ასე სიტყვებით ვერ გადმოიცემა... რა გგონია , რატომაა მისი ახსნა ყველასთვის ასე რთული ? ... ვისაც სიყვარულის ახსნა არ უჭირს ... ვინც ამას სიტყვებით ადვილად გადმოსცემს ... ის გრძნობებს არ ატანს ! მისთვის თითო ეული სიტყვა მართლად ეულია ... მხოლოდ ჰაერითა და ბგერებით გატენილი სიტყვა ... ხოლო ვინც მას გრძნობით წარმოთქვამს , მზერაშიც კი შეატყობ ... რომ ის სანამ იმ ერთადერთს გეტყვის , ნახევარ სიცოცხლეს გალევს! - როგორ უნდა მიხვდე ? , როგორ უნდა მიხვდე , რომ უყვარხარ ? ... როგორ უნდა მიხვდე , რომ ეს მზერა ისაა ... ისაა რომელიც შენ გინდა , რომ იყოს ... - თვალები ვერ მოგატყუებს შვილო ... შეიძლება საქციელით , სიტყვებით , გამოხედვით , მოქმედებით მოტყვდე ... მაგრამ თვალები და პულსაცია ... ეს ის ორი რამაა , რაც ვერასდროს შეგიწყობს ხელში მოატყუო ის ერთადერთი ... და თუ ის იმ გრძნობით გიყურებს , რომლითაც შენ უყურებ ... თუ ის ანალოგიურად სუნთქავს ... როგორც შენ მისი ყურებისას , შეხებისას ... ან თუნდაც მისი სახელის გაგებისას ... ფიქრისას ... მას ბევრი მარჩიელობა არ დასჭირდება ! - კი მაგრამ ... თუ მას ეჭვი ეპარება ? , ეჭვი ეპარება შენს გრძნობებში ? - სიყვარული წყლავითაა , სულ რომ ქვით ნაყო ... მაინც ვერ დანაყავ ... სიყვარულიც მას გავს , სულ რომ ქვას ურტყა თავი ... გონება გაითიშო , სმენა დაიხშო , თვალები დაიბრმავლო ... კიდურები ... ხელები წაიცალო ! გული მაინც ხომ ადგილზე დარჩება ? , გულს ვერ დაიმორჩილებ ... გულს ვერ შეაჩვევ ... გულს შეაყოვნებ ... მაგრამ ესევ მის ლოდინში ... მისი დაუფლების , ან მასთან ყოფნის მოლოდინში დააყოვნებ ... თუნდაც იმ ქვეყნად ... მაგრამ მაინც ვერ შეაჩვევ ! უმისობას ვერ შეაჩვევ ... - და თუ შეეჩვიე ? - ჩაეკითხა აცრემლებული. - თუ შეეჩვიე ... ეს სიყვარული არ ყოფილა... არ ვიცი ვის როგორ ესმის , ეს გრძნობა თუმცა ... სიყვარულის დროს არც სხვისკენ გახედვა და არც იმ ერთის შეცვლა მოგინდება ... არ ვიცი ბაბუ ... მე კი ზუსტად ვიცი რაც ჩემი ცოლი , ჩემს ცხოვრებაში არსებობს , არც ერთი გასაჭირის მერე მდომებია მისი მიტოვება და სხვისკენ გახედვა. - როგორ გაიცანით ? - ღიმილით ახედა და ფეხები სკამზე აიკეცა. კაცს ბაგეები ღიმილმა გაუპო , ღარებ შეპარული სახე კი ერთიანად მოუდუნდა და თვალებდახუჭულმა გადააგდო თავი საზურგეზე. ნათლად დაინახა გვაზავ მისი ბედნიერებისგან გაბადრული სახე და სხეულმა გულისკენ სასიამოვნო იმპულსები გაგზავნა. სახეზეც კი ეტყობოდა როგორი ბედნიერი იყო, მისი რეაქციის ყურებით . - როგორ და ... მამაჩემმა , დიდმა ერეკლემ დამიბარა მე საქმე მაქვს და ქალაქში შენ წადიო , საჭმელი უნდა მომეტანა ცხოველებისთვის ... ქალაქში ცხენით წავედი , ბევრი არაფერი მქონდა წამოსაღები . მაშინ ისეთი დრო იყო , რომ თუ ვინმეს სადმე ქალი მოეწონებოდა ადგებოდა , ხეელს დაავლებდა და მხარზე გადებული წაიყვანდა სახლში. ეჰ ჩემი ცოლი ისეთი ხასიათების იყო , მე სვანიც კი ვერაფერს ვუხერხებდი თავიდან. ცხენთან ვიდექი და გამყიდველს ველოდებოდი , ნავაჭრი რომ გამოეტანა. ამ დროს ჩამიარა ცხვირწინ და მაშინ თვალი , რომ გავაყოლე ... ისე გავერთე ბაბუ ვიღას ახსოვდა ეს შენი ნავაჭრი. მოვახტი ამ ჩემს ცხენს და ... რაღა ჩემსას მამაჩემისას ... - ბოხი ხმით ჩაიცინა და სახეზე ხელი დაისვა. - თვალსა და ხელს შუა გაქრა ეს ბებიაშენი ... - იმ წამს შემოსრებულ შვილიშვილს გადახედა უფროსმა დევდარიანმა და მასაც მოხვია მხარზე ხელი . გულაჩქარებულმა გადახედა ღიმილით საყვარელ კაცს ნისამ და თვალები აუფახულა. - ისე ავედი სახლში , საერთოდ არ ამიტანია , ის რის გამოც წამოსული ვიყავი , მამაჩემიც მკაცრი კაცი იყო , მაგრამ მაშინვე შემატყო ცვლილება და არაფერი უთქვამს. მაშინვე მოვაჯექი ჩემს ცხენს და უკან წავედი ... ყოველ დღე ქალაქში მივდიოდი , ხან რას ვიმიზეზებდი... ხან რას ... ეჰ რა დრო იყო! ეს ბებიაშენიც ისეთი ქალი იყო ასე ადვილად არ გაებმეოდა! იმდენ ხანს ვდიე ... მოტაცებას ვერ გავბედე ... მხოლოდ ჯერ-ჯერობით . - საყვარლად ჩაიღიმა და გამშრალი ტუჩები გაისველა სიცილით . - ერთხელ ისე გამაბრაზა ... ხელი დავავლე და მოვიტაცე , ოღონდ სერიოზულად , განა ორ დღეში დაბურნებით და სახლში წაყვანით , ახლა რომ შენია იმ სახლში წავიყვანე ! - უმცროს დევდარიანს გადახედა და მანაც ღიმილით აკოცა თავზე მოხვეული ხელით დაქაჩულ ბაბუას შუბლზე . -ბაბუ გენაცვალოს , კაი გოგო გყავს კაი ! - ნისაზე ანიშნა და მანაც გაწითლებულმა ღიმილით ჩახარა თავი . - ახლა დაგტოვებთ ... შენ კი ბაბუა ... - გვაზავას მიუტრიალდა დიდი ბართლომე . - დაიმახსოვრე , თვალები და პულსაცია ვერასდროს მოგატუებს! - ჩუმად გადაუჩურჩულა და ცრემლიანი თვალებით გაშორდა ტერიტორიას. - ყველაზე მაგარი ბაბუა გყავს! - ჩაიჩურჩულა და ზუკას მკლავებში შეძვრა. - ვიცი და ვაფასებ ! - ჩაიღიმა თავისთვის და მოწყენილს შუბლზე აკოცა. -რატომ მოიწყინე ? , წეღან კაგად იყავი კუნტრუშის ხასიათზე? - აუ ... ძალიან მიყვარხარ ! - ხელები კისერზე მოჰხვია და სლუკუნით აცოცდა ისევ მის კალთაში . - ისე ძალიან , რომ უკვე სიგიჟის პირას ვარ ... - ნერვიულად გაიცინა და მის კისერში ჩამალა ცხვირი. - სულ , რომ უჰაროდ დავრჩე შენი კანის სურნელი , ჩემი გულის ცემის ძალა იქნება! - მეც ... მეც მიყვარხარ ! - ჩუმად დასჩურჩულა და გახარებულს ცხვირზე სიცილით აკოცა. ^^^ - ამ მთებს იქით რა არის ? - ინტერესით იკითხა და ლამაზ მდელოს თვალი გაუშტერა. - შენ როგორ გგონია ? - თვალებმოჭუტული გადაწვა მის მუხლებზე და მოწყვეტით აკოცა ხელის გულზე. - მმმ ... მდინარე ? - იკითხა და ეშმაკური ღიმილით დააჩერდა თავზე. - სიყვარული ! - გაჯგიმულმა ჩაილაპარაკა დევდარიანმა. - სიყვარული ? - გულუბრყვილოდ გაიკვირვა და თავი გვერდით გადასწია. - სიყვარული ! - დაუმოწმა თავის ქნევით . - კი მაგრამ ... როგორ თუ სიყვარული ? - დაბნეულმა ააფახულა წამწამები. - ჩვენი სიყვარული ! - გაარკვია და გაბადრულს , გაცისკროვნებული თვალებით ახედა. - მთებს იქით ჩვენი სიყვარულია ... - თითი მთებისკენ გაიშვირა და გვირილა მინდვრიდან მოწყვიტა . დევდარიანმა ღიმილით ააცალა პატარა ყვავილი და თმაში ლამაზას შეუჩურთა. - არა მარტო მთებს იქით , ყველგან ჩვენი სიყვარულია! - თვალი ჩაუკრა და თითებით მოეფერა სახეზე. - ყველგან ჩვენი სიყვარულია ! ^^^ - ვაიმე გეყოფა ! - შლანგი ძირს დააგდებინა და სიცილით გაგორდა ბალახზე. - შენ გამომიწვიე ! - მოკისკისეს გვერდით მიუწვა და მასსავით ცას ახედა. - ბევრი ვარსკვალავია ... ამდენი ჯერ არ მინახავს ... - გაოგნებულმა ჩაილაპარაკა და ეშმაკური ღიმილით გადახედა გვერძე გაწოლილს. - ვითომ ხვალ ზღაპრული დღე იქნება ? - თვალებმოჭუტული დაეყრნო საყვარელი მამაკაცის გულმკერდს იდაყვებით და ზემოდან ღიმილით დააჩერდა. - ყოველ დღე ... - ყოველი დღე ზღაპრულია , იმიტომ რომ ერთმანეთი გვყავს ! - დაასწრო თქმა და სიცილით დააცხრა საყვარელ ბაგეებს. ^^^ მთებს იქით სიყვარულია ... სიყვარული ხომ ყველგანაა ? ... სიყვარული ხომ ჩვენთანაა ? ... ბართლომე ბაბუ ამბობდა : სიყვარული , ეს სიტყვებით აღუწერელი შეგრძნებააო ... შეგრძნება , რომლითაც ორგანულად იპყრობ მსოფლიოსო... გრძნობა , რომელიც ყველაფერს ფარავს ... აღელვებული ზღვა , აღელვებული ტალღები ... ღრმა წყალი , ჩაყრილი კენჭები ... ჩენც ხომ ვიღებთ ნიჟარებს ზღვიდან ? , ჩვენც ხომ ვიღებს კენჭებსა და ქვებს წყლიდან ? ... ისიც ხომ ზღვას უბრუნდება ? , თამაშ-თამაშით ... ნელ-ნელა ... მაგრამ მაინც ხომ უბრუნდება ? ... ცსოვრება დაუნდობელზე მეტად მაინც შემნდობია ... არ დაგინდობს , მაგრამ თვითონვე გამოყავხარ იმ სიღრმიდან , სადაც მთელი ძალით გისვრის. არ ელი ... მაგრამ მაინც ასე ხდება ! ცხოვრება ხომ მშვენიერია ... სიცოცხლე ხომ სასურველია ... ^^^ **** ვიგრძენი , როგორ დატრიალდა ყველაფერი ჩემს წინ და ეს შეგრძნებაც კი მეცნო . 3 წელი გავიდა იმ დაწყევლილი დღდან და მე მაინც უსიამოვნო/სასიამვნო სიზმარში მგონია თავი ... ნელა ვწევ ბალიშიდან თავს და ვგრძნობ , როგორ იჭიმება ჩემს მუცელზე მოხვეული ხელი. თვალს გვერდით ვაპარებ და ვცდილობ აღიდგინო ის ყველა დეტალი , რაც გუშნდელი დღის გახსენებაში დამეხმარება. გონებას ვძაბავ და თვალები მინათდება. წვიმა , ჩხუბი , მანქანა , ხვერწნა-მუდარა გაჩერებასთან დაკავშირებით , წინ მორბენალი ლეკვი , არეული მოძრაობები , მოცურებული მანქანა , ვერ დამორჩილებული გრძნობები ... ხმა , საჭე და მტკივნეული შეჯახება მყარ სედაპირთან ... შიში საყვარელი ადამიანის დაკარგვისა ... ვიხსენებ თითოეულ დეტალს , რა მოხდა იმ დღეს ... წინა დღეს , იმის წინა დღეს და უკვე ცრემლები ღაპა-ღუპით მდის თვალებიდან. თვალს უკვე ნაცნობ , შესისხლხორცებულ გარემოს ვავლებ და საყვარელ მამაკაცს ცრემლმორეული თვალებით დავყურებ. ახლა უკვე ნათლად შემიძლია გავიხსენო , როგორ გავიცანი ... პირველი ღიმილი , სიტყვები ... სიყვარულის ახსნა , გაჭირვებით ნათქვამი რამოდენიმე სიტყვა და ნოტაზე აძგერებული გული... ვგრძნობ , როგორ მიედინება კაპილარებსა და ვენებში სისხლი. გულის ცემის ხმა ყურებში მიბაგუნებს და ბედნიერი ვახამხამებ თვალებს. აქამდე დაცარიელებული გული , მოგონებებისგან განთავისუფლებული სული ... ყველაფერი ადრინდელ ელფერს იძენს და ჩემი სულიც თითქოს სხეულში ისევ ისე სახლდება , როგორც ადრე ... არც მე ვუყურებ ყველაფერს ზემოდან , თავსაც საერთოდ არ ვგრძნობ მარტოდ. ვგრძნობ , როგორ მიხარია ცხოვრება. გვერდით ვიხედები და საყვარელი მამაკაცის გახელილ , შავ თვალებს ღიმილით შევყურებ. თითქოს ისინიც სხვანაირად მიცქერენ... მოლოდინით აღსავსენი ... დეჟავუს გრძნობა მაქვს , ვგრძნობ რომ არც ეს დილით მასთან ერთად გაღიძებაა ჩემთვის უცხო ... არა ამ ხანში შეჩვეული , არამედ ნახევარი ცხოვრება მსგავს მომენტებში გალეული ბედნიერებას ორგანულად ვგრძნობ და ვცდილობ ბაგეებში გაპარული ღიმილი დავიმორჩილო . - ადრეც ხომ ასე ხდებოდა ... ადრეც ხომ ასე გიყურებდი ... უწინაც ასე მთელი გრძნობებით შემეძლო შენთან შეხება ! - წარმოვთქვი ცრემლიანი თვალებით სანატრელი სიტყვები და ვიგრძენი ,როგორ განვთავისფულდი. სულიერად , ფიზიკურად ... ვიგრძენი როგორ შემომეხვია დევდარიანის ხელი მუცელზე და საყვარელი მამაკაცის ზემოდან სიყვარულით , გაოგნებითა და ბედნიერებით აღსასვე თვალებით მიყურებდა. - მთვარეზე მოსაქმება არა ? - წარბი ავუწიე ჰაერში და ჭინკებათამაშებული თვალებით ავაჩერდი შავ თვალებში. გახარებული დამეძგერა ტუჩებზე თითქოს სხვა გრძნობებით , სხვა ემოციებით ... სხვა გამოხედვით ... - სხვა ცხოვრებაშიც ... იმ ცხოვრებაშიც ერთად ვიქნებით ! - თითები მის თითებში ავხლართე და კისკისით გადავეშვი ბედნიერი სიყვარულის მორევში. ახლაც ვხედავდი , როგორ კაშკაშებდნენ გუშინდელი ღამესავით ვარსკვალევები ცაზე ... როგორ გვიყურებდა მთვარე , იმახსოვრებდა ამ მომენტს და მგონი იღიმოდა კიდეც ... ალბათ იმიტომ , რომ ეს ღამეც ზღაპრული დღეების საწყისი წერტილი იყო ... ყოველთვის მოიძებნება წერტილი ცაზე ... წერტილი , რომელსაც ახედავ და იტყვი... - აი ის წერტილი ... ის წერტილი იქნება მალე აქ ! - მუცელზე ხელს ასრიალებს დევდარიანი და მომენტალურად მივლის თხემიდან ტერფამდე ჟრუანტელი. ბედნიერებისგან გაბადრული ავყურებ საყვარელ თვალებს და ვამბობ! - ღმერთო როგორ მიყვარს ! ___________ საყვარელი სახეები , სიახლით გახარებული სამეგობრო და წერტილი ... წერტილი , რომელიც მართლაც ზღაპურული ყოფილა ... ზღაპრული ცხოვრება ! ____________ მეხსიერების კანონი ! ახლა როგორც არასდროს , ისე მჭირდება თქვენი აზრის მოსმენა , რომ არ ვიცი რა გითხრათ ! ვაიმე ... არ ვიცი ,მართლა არ ვიცი რა გამოვიდა! მინდა , რომ ძალიან მაგარი იყოს ... მინდოდა , რომ ის რაშიც ამხელა გრძნობა , მთელი სული და გული ჩავაქსოვე ძალიან მაგარი გამოვიდეს! ვიცი მთლად ისეთი , რომ ვერაა როგორიც მინდოდა , მაგრამ გეფიცებით მართლა ძალიან ვეცადე. ვეცადე გამომსვლოდა განსხვავებული , ემოციური და სიყვარულით სავსე. არ ვიცი რამდენად გამომივიდა , მაგრამ არ ვიცი ... მოკლედ თქვენ შეაფასეთ ... მიყვარხართ ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.