განწირული{2}
სახში მისულს კი მშვენიერი სიურპრიზი დამხვდა მამაჩემის სახით; -რატომ არ გამაფრთხილე ჩამოსვლას თუ აპირებდი? -მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის. -ძალიან მომენატრე. -მაამაა!..ნუცა თაცქუდმოგლეჯილი მორბოდა და გიჟივით ახტებოდა გეგას. -ჩემი პრინცესა. -მამიკო რა მომიტანე?..ჩემი ცელქი დაიკო საჩუქრის გაგონებაზე ყოველთვის ჭყეტდა ხოლმე თვალებს,გეგამ მოზრდო წითელბაბთიანი ყუთი გაუწოდა ნუციკო კი სასწრაფოდ ეცა ყუთს გასახსნელად. მისი ბედნიერებისგან გაბრწყნებული სახის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ გამოდის,რომ საჩუქარი ძალიან მოეწონა,რადგან საჩუქარი მართლაც შეუდარებელი იყო; ყუთიდან პატარა ონავარი გადმოხტა,რომელიც კუდის ქიცინით გვესალმებოდა. მე და ნუცას ის დანახვისთანავე შეგვიყვარდა ნუცამ ლეკვს რეი დაარქვა და იმ დღიდან მოყოლებული ლეკვს გვერდიდან არ შორდებოდა და რეიც მორჩილად დაჰყვებოდა თავის საყვარელ პატრონს. ხოლო რაც შეეხება ჩემს საჩუქარს იგი ძალიან მოკრძალებული იყო. გეგამ პატარა კულონი მაჩუქა,რომელზეც ეს სიტყვები იყო ამოტვიფრული: You are my special angel.. ჩემს მზრუნველ მამიკოს არც დედა დავიწყებია მანაც მიიღო საჩუქარი კაბის სახით მოკლედ გეგამ საჩუქრებით ყველას გული დაიპყრო. "ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ,რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ,არამედ იმ სიყვარულის გამო,რომელიც მათ მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ"მეც იმიტომ ვცოცხლობ,რომ საყვარელი ადამიანების სიყვარულს ვგრძნობ ეს მმატებს ძალას და ეს გრძნობა მაიძულებს ვიბრძოლო სიცოცხლისთვის. რა მშვენიერია როცა იცი,რომ უყვარხარ იმ ადამიანებს,რომლებიც გიყვარს როცა მათგან სითბოს გრძნობ როცა მათ თვალებში სიყვარულს ხედავ ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. თუმცა ყველა ასეთი იღბლიანი როდია ბევრი ვერ იღებს სიყვარულს იმ სიყვარულს,რომელსაც ელის მე კი ამ მხრივ გამიმართლა ამიტომაც მადლობას ვუხდი უფალს იმისთვის,რომ ღირსი გამხადა ბედნიერების იმ სითბოსა და სიყვარულის რომელსაც გარშემომყოფებისგან ვიღებ და რისგამოც ასე ვამაყობ. სწორედ ეს სიყვარული მაძლევს ძალას,სწორედ ეს გრძნობა მაიძულებს ბრძოლას ამ სიყვარულის დამსახურებაა ის,რომ სიკვდილის არ მეშინია. მითხარით რას დამაკლებს სიკვდილი თუ ჩემი ფარი სიყვარულია? გული დამწყდა როცა გავიგე,რომ "ეშმას ანგელოზი" ვეღარ იქნებოდა ჩემი ექიმი,თურმე მას უკვე აღარ შეეძლო თავისი მოვალეობის შესრულება,რადგან ჯანმრთელობის მხრივ ვერ იყო კარგად. ამიერიდან მის ადგილს მისი ვაჟი დაიკავებდა,ეს ამბავი კი ეკატერინესგან შევიტყვე თურმე მხოლოდ ეს ახსნა ჰქონდა დადიანის უეცარ სტუმრობას ჩემს სახში.ხოლო რაც შეეხება მის ლექციებს არარსებული მეფისა და არმიის შესახებ ძალიან უაზრო მეჩვენა ამიტომ ხშირად ვაცდენდი,მაგრამ ერთ დღეს რატომღაც მომინდა წასვლა,რადგან სხვა გასართობი მაინც ვერაფერი მოვიფიქრე მის ყბედობაში კი არის ხოლმე რაღაც სასაცილო. თანაც მისი მწვანე თვალებიც ძალიან მომნატრებია ამიტომაც გადავწყვიტე დავსწრებოდი ჭკუისკოლოფის ქადაგებას. -ლექციებს რატომ აცდენ ელენე? (როგორც კი ჯგუფში ფეხი შევდგი მაშინვე დადიანის მრისხანე და საოცრად მიმზიდველ თვალებს წავაწყდი.) -ძალიან დაკავებული ვიყავი ამიტომ ვერ მოვახერხე მოსვლა.(პატარა ბავშვივით თავის მართლება დავიწყე) -და მაინც რა უნდა იყოს ამაზე მნიშვნელოვანი?(მისმა მკაცრმა და მბრძანებლურმა საუბრის ტონმა საშინლად გამაცოფა და თავი ვეღარ შევიკავე ამიტომ ის ვუთხარი რაც ენაზე მომადგა) -იცი რას გეტყვი? ჩემი დღეები ისედაც დათვლილია ამიტომ არ ვაპირებ ჩემი ძვირფასი დრო შენს უაზრო ლექციებს შევსწირო. მეგონა ჩემი სიტყვები ოდნავ მაინც იმოქმედებდა მის ნერვულ სისტემაზე,მაგრამ შევცდი. -მერედა ვინმე გაძალებს? ირონიულად მიღიმოდა ვაჟბატონი. -თუ ასეა შენის ნებართვით დაგტოვებ! გაცოფებულმა ესღა ვუთხარი და წასვლისას ძლივს მოვსწყდი მის ფოსფორისფერ თვალებს. თავხედი როგორ მომიშალა ნერვები,სიბრაზისგან თავი ამტკივდა ის ის იყო წასვლა დავაპირე,რომ გონება დავკარგე.როცა თვალები გავახილე თავი ტირანის კაბინეტში ამოვყავი მის ფუმფულა ტახტზე ვიწექი და თავი ისევ საშინლად მტკიოდა. -ელენე კარგად ხარ? -კარგად ყოფნის რამე მეტყობა? ბრაზს ჯერ კიდევ არ გაევლო ჩემთვის მაშინვე წამოვდექი და წასვლა დავაპირე ისევ დავეცემოდი,რომ არა ის დამიჭირა ხელში ამიყვანა და ისევ ჩემს ადგილზე დამაბრუნა. -უნდა დაისვენო ვერ ხედავ,რომ ცუდად ხარ? ერთი ამას დამიხედეთ ასეთი მზრუნველი როდიდან გახდა? -სახში უნდა წავიდე! -არ წახვალ! -ვითომ რატომ? -იმიტომ,რომ სუსტად ხარ შენთვის ამდენი მოძრაობა არ შეიძლება. -აქ დარჩენას არ ვაპირებ სახშიც მშვენივრად დავისვენებ. -შენი ნებაა არ დაგაძალებ. -ნახვამდის! თავდაჯერებული იდიოტი!თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი მისი კაბინეტიდან და ფეხით დავადექი სახლის გზას ავტობუსის უახლოეს გაჩერებამდე,მაგრამ უეცრად ამინდმაც ისევე იცვალა ხასიათი როგორც მე და კოკისპირული წვიმა დაიწო! ოღმერთო რა სულელი ვარ, რას მოვდიოდი ვგდებულიყავი იმ ფუმფულა ტახტზე სხვა თუ არაფერი თბილად მაინც ვიქნებოდი!მეტი ღირსი ხარ ელენე მეტის!იდექი და დალპი ახლა ამ წვიმაში. თუმცა ჰოი საოცრებავ რას ხედავს ჩემი თვალები ჩემსკენ თეთრ მერსედესზე ამხედრებული პრინცი მოჰქრის,მაგრამ შევცდი არანაირი პრინცი.პრინცი კი არა ნამდვილი ტირანი ჩემსკენ არც კი შემოუხედავს გვერდით ჩამიქროლა და ტურტლიანი წყლით კაბა დამიმშვენა. ჯერ სად ხარ ელენე აი კიდევ ერთი სიურპრიზი აბა მითხარი სადაა შენი ავტობუსი? სამწუხაროდ ჩემმა ერთადერთმა იმედმაც ქორივით ჩამიარა თვალწინ და მანაც მშვენივრად შეამკო ჩემი სამოსი ტურტლიანი წყლით. სახში სულ მთლად გალუმპული ფაქტიურად დამპალი მივედი. ჩემი ტანსაცმლის წვეთები იატაკს წუწავდნენ,მისვლისთანავე სააბაზანოში შევვარდი შხაპი მივიღე,რამაც გამათბო და ნერვებიც დამიწყნარა მერე ლოგინში შევწექი საბანში ისე გავეხვიე,რომ მხოლოდ ცხვირიღა მიჩანდა. ხოლო გამთბარმა ნეტარებით მივანდე თავი ძილს. მშვიდ ძილს კი ისევ თავისტკივილი მირღვევს სასურწარკვეთილი ტელეფონის ძებნას ვიწყებ სააათს დავხედე უკვე 10 საათი შესრულებულიყო, ჯანდაბა დავაგვიანე! სიმშვიდეს კარზე კაკუნი მირღვევს "შემოდით" გავსძახე. ეკატერინეს ლანგრით ხელში საუზმე მოაქვს ჩემთვის ნუცას კი პატარა თასით ტკბილეულობა. დედამ შუბლზე მაკოცა საუზმე დამიტოვა და გავიდა ნუცამ კი ტკბილეულობით სავსე თასი მაგიდაზე დადო და თავისი პატარა მარწყვისებრი ტუჩებით ლოყაზე მხურვალე კოცნის კვალი დამიტოვა. ასეთი დაღლილი არასოდეს ვყოფილვარ ალბათ ამიტომაც ვერ დავაკარე პირი საჭმელს და ჩემი თავი კვლავ ძილს მივანდე. ************ დადიანები. გიორგი დადიანი 25 წლის პროფესიით ექიმი. გიორგი სულ რაღაც 5 წლისა იყო როცა დედამ მიატოვა და წავიდა,წავიდა და უკან არც კი მიუხედავს არ უკითხავს შვილისთვის უნდოდა თუ არა მისი წასვლა და პატიებაც არასდროს უთხოვია. შვილი ბედის ანაბარა დატოვა და მზრუნველ ქმარს მდიდარი საყვარელი ამჯობინა. თუმცა მოგონებიბი მასზე ჯერ კიდევ არის შემორჩენილი დადიანთა გონებაში მათ ისევ ახსოვთ ქალი,რომელსაც ოდესღაც საპატიო ადგილი ეკავა მათ ცხოვრებაში, მაგრამ სიყვარული ზიზღმა ჩაანაცვლა ზიზღმა,რომელიც იზაბელამ თავისი უღირსი საქციელით დაიმსახურა. გიორგის მამა დავითი კი სიკდილის პირას დგას და ძალიან უჭირს იმის გაცნობიერება,რომ შეიძლება მისი შვილი მამის სიკვდილის შემდეგ მარტოდ მარტო დარჩეს ამიტომ ცდილობს იბრძოლოს სიცოცხლის შესანარჩუნებლად,მაგრამ რაც დრო გადის მით უფრო ახლოვდება მისი ოპერაციის დღე. მოხუცი კი ღელავს,რადგან არ იცის კიდევ რამდენ ხანს შეძლებს მისი გული ფეთქვას. საბრალო თავის კაბინეტში მარტოდ მარტო ზის და განუწყვეტლივ სიკვდილზე ფიქრობს. საზარელი ფიქრები კი კაკუნის ხმამ გაუფანტა. -შეიძლება? -რათქმაუნდა შვილო შემოდი. -ხელი ხომ არ შეგიშალე? -არა რას ამბობ ანდერძის წერას ახლახან მოვრჩი მიდი ერთი გადახედე შენი აზრი მაინტერესებს. -კარგი რა მამა რა დროს ანდერძია გამუდმებით სიკვდილზე რატომ ფიქრობ? -განა ჩემს ასაკში სხვა რამეზე ფიქრი შეიძლება? -ჯერ სიკვდილი ადრეა. -მისმინე შვილო არავინ იცის ვის როდის მოუხმობს უფალი,ამიტომ ადამიანი სიკვდილისთვის ყოველთვის უნდა იყოს მზად. -ოდესმე კი,მაგრამ ახლა არა ცხოვრება ჯერ კიდევ წინაა არგინდა შვილიშვილებს მოესწრო? -ყველაზე მეტად ეგ მინდა,მაგრამ როგორც ვხედავ ცოლის მოყვანას არ ჩქარობ. -კარგი რა მამა ყველაფერს მოევლება ოღონდ შენ იყო კარგად. -ერთ რამეს უნდა დამპირდე. -რას? -დედაშენს უნდა აპატიო. -რაა? -ეს ჩემი უკანასკნელი თხოვნა იქნება. -ვერვიჯერებ ქალმა,რომელმაც მიგატოვა,რომელმაც ფეხებზე დაგვიკიდა ამ ყველაფრის მიუხედავად შენ მასზე ისევ ფიქრობ ნუთუ ისევ გიყვარს? -სიყვარული არაფერ შუაშია,უბრალოდ ის დედაშენია და იმსახურებს პატიებას. -იმსახურებს?არა ცდები ის არაფერს არ იმსახურებს რატომ უნდა ვაპატიო მითხარი! განა მას ოდესმე უთხოვია ჩემთვის პატიება?ოდესმე დაინტერესებულა ჩემი ბედით? არა მან მაშინ დამტოვა,როცა დედის სითბო ყველაზე მეტად მჭირდებოდა ის რა დედაა ამ ყველაფრის შემდეგ? მას არასდროს ვყვარებივარ ის არ იმსახურებს დედობას. -ასე ნუ ამბობ შვილო შენ ყველაფერი არ იცი. -რა არვიცი მამა მითხარი, რა არის კიდევ რაც უნდა ვიცოდე. -წერილი გამომართვი! -ვისგანაა? -დედაშენისგან. -რაა? -უბრალოდ წაიკითხე. განრისხებული დადიანი წერილს ზიზღით ხსნის,წერილში დედამისი სურათიც იდო სურათსაც ისეთივე ზიზღით უყურებდა როგორც წერილს,უეცრად მისი მზერა დედამისის თვალებმა მიიპყრო მან ახლაღა შენიშნა,რომ დედამისაც ისეთივე მწვანე თვალები ჰქონდა როგორიც მას და წამით დადიანს საკუთარი თვალები იმაზე მეტად შეეზიზღა ვიდრე დედამისი აგიჟებდა იმის გაცნობიერება,რომ დედამის ოდნავ მაინც ჰგავდა. ჰგავდა ქალს,რომელმაც ამდენი ტკივილი მოუტანა მის ოჯახს. გიორგი დიდხანს ყოყმანობდა არ იცოდა უნდოდა თუ არა წეილის წაკითხვა,მაგრამ ბოლს მამის დაჟინებული თხოვნის გამო გადაწყვიტა წაეკითხა: "გიორგი შვილო ნეტავ გახსოვარ?ვიცი ალბათ შემიძულებდი..შემიძულებდი ჩემი საქციელის გამო. ვიცი ღირსი ვარ გძულდე არ გამტყუნებ,რადგან ყველაფერი ჩემი ბრალია,მაგრამ მინდა იცოდე მე ყოველთვის მიყვარდი და მეყვარები.შვილო მე დავისაჯე ჩემი ცოდვების გამო ამიტომ გთხოვ ნუ განმსჯი შემიბრალე, შეიბრალე საცოდავი დედაშენი, ვიცი პატიებას არ უნდა გთხოვდე არ მაქვს ამის უფლება და არც ვიმსახუებ შენგან ამას,მაგრამ მინდა იმ ქვეყნად ისე წავიდე,რომ ვიცოდე ჩემმა ერთადერთმა ვაჟმა მაპატია და რომ მას აღარ ვძულვარ.. უფალს ვთხოვ უკანასკნელად შემახედა შენთვის, უკანასკნელად გამაგონა შენი ნათქვამი დედა.. გიორგი შვილო ჩემი უკანასკნელი თხოვნა იქნება აპატიო საბრალალო დედაშენს იმ წყეულ ქალს,რომელმაც ბავშვობა წაგართვა." -როდის მიიღე ეს წერილი? -გასულ კვირას. -დღეს რატომ მაძლევ?აქამდე რატომ არ მომეცი? -ვერ შევძელი! -ვერ ვიჯერებ ასე როგორ მომექეცი? -მან ხომ მიგატოვა შვილო. -მისამართი მომეცი! -რად გინდა? -უბრალოდ მომეცი. -ვერვიჯერებ ამ წლების მანძილზე თურმე თბილისში ცხოვრობდა ასე ახლოს ჩემთან,ეს როგორ დამიმალე? გიორგიმ გაბრაზებული დატოვა სახლი და იმ გზას დაადგა,რომელიც მისამართში ეწერა. სახლი არ ეთქმის უფრო სასახლე ასეთი სასახლე, მხოლოდ ფილმებში ენახა დადიანს ახლა კი ის მის წინ იდგა; სასახლე უზარმაზარი აუზით აი თურმე რაში გაცვალა იგი დედამ და წამით თითქოს სადღაც გაქრა სიბრალულის გრძნობა დადიანის გულში და მისი გული ისევ უსაზღვრო ზიზღმა მოიცვა. გიორგი ახლა იქ იდგა,სადაც არ უნდა მდგარიყო იქ, სადაც მისი ადგილი არ იყო. ცოტაც და დადიანი სახში დააბრუნებას აპიებდა,მაგრამ უეცრად კარი მსახურმა გაუღო. -ვინ გნებავთ? -იზაბელა. -ქალბატონი წერეთელი? -დიახ. დადანს გვარი ეუცხოა რას წარმოიდგენდა თუ ყველაფერ სიკეთესთან ერთად დედამისი საკუთარ გვარზეც კი იტყოდა უარს. - ქალბატონი გუშინ საღამოს გარდაიცვალა,თქვენ გარდაცვლილის ვინ ბრძანდებით? ამ სიტყვებმა თითქოს გააქვავა დადიანი, აბა რას წარმოიდგენდა დედის სანახავად მისულს მისი ცხედარი თუ შერჩებოდა ხელში. მის გონებას დაკარგვოდა რეალობის აღქმის უნარი ახლა ის მხოლოდ წარსულის მოგონებებით იყო სავსე. -შვილი. განადგურებულმა ერთი სიტყვაც ძლივს ამოილუღლუღა და ისეთი სინანულით წარმოსთქვა იგი,რომ გეგონებოდათ მთელი გული მას გააყოლაო. -შვილი? მგონი რაღაც გეშლებათ გარდაცვლილს მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავს ვაჟზე კი არაფერი მსმენია. მსახური გაოცებული შეჰყურებდა უცნობს,რომელიც ცდილობდა მისთვის რაღაც შეუძლებლის დამტკიცებას. -ბატონი სახშია? -ახლა გასულია თუ გნებავთ დაელოდეთ მალე მოვა. -არა წავალ! -უკაცრავად თქვენი სახელი? ვინ ბრძანდებით? გიორგიმ ვერ შეძლო დაეკმაყოფილებინა ცნობისმოყვარე მოახლის კითხვები,რადგან ახლა ის ისეთ საშინელ მდგომარეობაში იყო,რომ აღარაფერი შეეძლო. გიორგი ახლა მხოლოდ გულის წყვეტას გრძნობდა,რადგან ვერ შეძლო უკანასკნელად ენახა დედა და ეთქვა მისთვის,რომ არ ძულდა,რომ ყოველთვის ჰქონდა მისი დაბრუნების იმედი და სულმოუთქმელად ელოდა დღეს,როდესაც დედამისი ისევ დაბრუნდებოდა მის ცხოვრებაში,მაგრამ დღეს მისი ერთადერთი იმედიც ისევე მოკვდა როგორც დედამისი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.