მესხები (4)
დაირეკა შესვენების ზარი,სანდრო მომიახლოვდა და დაიწყო საუბარი. -ძალიან საყვარელი ხარ (სანდრო) -ვიცი :დდ (მე) -ხოო,გინდა დღეს სადმე წავიდეთ ? (სანდრო) -მაინც სად ? (მე) -რავი კლუბში,ბარში,სადმე რა (სანდრო) -რომელი საათისთვის ? (მე) -7ზე გამოგივლი და წავიდეთ (სანდრო) -კაი (მე) დედაჩემს რაც შეეხება 20 - ჯერ დამირეკა და არ ვუპასუხე. გაკვეთილს ვიმეორებდი როცა ჩემი ტელეფონი აწკრიალდა,დედაჩემი იყო,ამჯერად ვუპასუხე. -ნიაააა,შე დამპალო,უზრდელო,ტუტუცო,ნაგავო სად ხარ?ან ვისთან აგდიხარ? (ნინო ის უკვე დედა აღარაა ) -მე შენთან დავასრულე ურთიერთობა,გამანებე თავი,ხომ შეგიძლია რომ მოშორდე ჩემი ცხოვრებიდან? ისედაც ბევრი ბედნიერი წუთები დავკარგე ჩემ მეგობრებთან შენს გამო,როცა დამიძახებ შტეროს,დებილს და მსგავს სიტყებს ისევ დებილურად აღარ გადავყლაპავ და თუ შეგიძლიათ მამაჩემი დამალაპარაკეთ. (მე) როგორც ჩანს მამაჩემს მიაწოდა ტელეფონი და გავიგონე მონატრებული,თბილი,გაწონასწორებული და მშვიდი ბოხი ხმა. -ნია,შვილო იქნებ ამიხსნა სად ხარ ? ( მამა) -მა ახლა სკოლაში ვარ და ისე მარიამთან და ლიკასთან,მათ შემომთავაზეს ერთად ცხოვრება,მეც აღარ შემიძლია მაგ ქალთან ცხოვრება დავიღალე,შენც ხომ გესმის არა ჩემი ? (მე) -შვილო მე ყველაფერს ვხედავდი და ბევრჯერ დაველაპარაკე დედაშენსაც ამ თემაზე თუმცა ხომ იცი არა რანაირია,ამ ეტაპზე მე გაძლევ იმის უფლებას რომ მაგ გოგოებთან იყო და მარტო იცხოვრო,მე ვიცნობ შენს მეგობრებს და ისიც კარგად ვიცი რომ კარგი ბავშვები არიან,შეგიძლია იცხოვრო მათთან,დედაშენს მე მივხედავ. (მამა) -მა ყველაზე გამგები და კარგი მამა ხარ, ძალიან მიყვარხარ(მე) -მეც მიყვარხარ ჩემო პრინცესა,მაგრამ შემოგვიარე ხოლმე,ნუკცას ხოიცი როგორ უყვარხარ(მამა) -აუცილებლად მა,კარგი ნახვამდი მიყვარხარ (მე) და გავუთიშე,ახლა კი სამუდამო შვება ვიგრძენი.გაკვეთილებმა უაზროდ ჩაიარეს. გახდა 6 საათი და დაიწყეს კინკლაობა ეს უნდა ჩაიცვას,არა ეს უნდა ჩაიცვას,ბოლოსდაბოლოს ძლივს ავირჩიეთ შავი საყვარელი კაბა,მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე და ტელეფონიც აწკრიალდა,როგორც მიხვდით სანდრო იყო. -კატუუს,ჩამო შენი სახლის წინ ვდგავარ (სანდრო) -მოიცა შენ ჩემი სახლის მისამართი როგორ გაიგე? (მე) -მე ყველაფერი ვიცი (სანდრო) -კაი (მე) ჩავირბინე კიბეები და სანდრომაც კარები გამომიღო,მეც ჩავჯექი. მანქანაში ორივე ჩუმად ვისხედით,შემდეგ კი სანდრომ გაზს მოუმატა,თან უკან იყურებოდა. -სანდრო რა ხდება ? (მე) -როგორც ჩანს ერეკლეც იმ ბარში მიდი სადაც ჩვენ (სანდრო) -აა და მერე რა ? (მე) -არაფერი (სანდრო) მანქანა გაჩერდა ბარის წინ. როდესაც გადმოვედით ვიგრძენი როგორ ამათვალიერა ერეკლემ,მეც შევხედე და ვიღაცა გრძელ ფეხებიანი კახპა ჩამოკიდებოდა კისერზე,მე თვალები გადავატრიალე და სანდროსთან ერთად შევედი ბარში. ჩვენ ცალკე მაგიდასთან დავსხედით,სასმელი შევუკვეთეთ და დაიწყო საუბარი სანდრომ. -მოგწონს ? (სანდრო) -რა ?(მე) -ეს ადგილი,რაიყო რა გჭირს (სანდრო) -აა კი ძალიან კარგი ადგილია(მე) -ცუდად ხო არ ხარ ? (სანდრო) -სანდრო ერთი წამით გავალ წყალს შევისხავ სახეზე და მოვალ(მე) -კარგი(სანდრო) რაღაც შეუძლოდ ვიგრძენი თავი,საჭირო ოთახში მივდიოდი,ვიგრძენი რომ ვიღაც მომყვებოდა მაგრამ შებრუნების თავი არ მქონდა.წყალი შევისხი სახეზე,გამოვფხიზლდი და დავინახე როგორ მიყურებს სარკეში ერეკლე,მაშინვე შემოვბრუნდი და შევასკდი კიდევაც,ღმერთო რა უტვინო ვარრ. გავიწიე უნდა გავსულიყავი რომ არ მატარებდა,ჩემს წინ მოდიოდა,მე კი უკან უკან ვიხევდი,კედელს მივენარცხე,ბოლოს კი თავზე დამყურებდა და თვალებში მიყურებდა,მეც არ დავნებდი და ვუყურებდი.ღმერთოო მაგიჟებს მისი თაფლიფერი თვალები. -გამატარე (მე) -რატო? სატრფოსთან ხო არ გაგვიანდება? (ერეკლე) -რაა ? ახლავე გამატარე თორემ (მე) -რა? თორემ ? რას მიზავ ? (ერეკლე) -ერეკლე გამატარეე (მე) -არა (ერეკლე) -რატომ ?(მე) -ამიერიდან ჩემს გარდა ვერცერთ ბიჭს ვერ გაეკაარები (ერეკლე) -რაა ? შენ ვინ გგონია შენი თავი,შენ არანაირი უფლება არ გაქვს ვინმეს რამე აუკრძალო (მე) -მე ყველაფრის უფლება მაქ პატარავ (ერეკლე) -წესიერად მელაპარაკე და ახლავე გამატარე,უნდა წავიდე (მე) -ჩემს გარეშე ვერსად ვერ გახვალ(ერეკლე) -გავალ(მე) -მიდი (ერეკლე) ამას თუ გონია რო ვერ გავალ ძალიან ცდება რა.რაც მოვიფიქრე ის იყო რომ ფეხზე დავაბიჯე,კი წაბარბაცდა ერთხელ მაგრამ ხელი დამიჭირა და მომიგრიხა რასაც მოჰყვა ჩემი მასზე რასაც ქვია აწებება.ბოლოს კი ყურში ჩამჩურჩულა -გორგოძე გინდა თუ არა ჩემი იქნები (ერეკლე) და წავიდა,უცბად გამოვედი სანდრო აღარ იჯდა,დავურეკე მაგრამ არ პასუხობდა,მაშინვე გამოვედი ბარიდან,მაგრამ მანქანზე მიყუდებული სიგარეტით ხელში ერეკლე დავინახე,როცა დამინახა მაშინვე გადააგდო სიარეტი და გასცა ბრძანება კრეტინმა. -ქალბატონო შენ გამო უკვე სანდროს უფრო გადავემტერე და ბევრი ლაპარაკის გარეშე ჩაჯექი მანქანაში (ერეკლე) მართლაც გვიანი იყო,ამიტომ უხმაუროდ ჩავჯექი მანქანში,ესეც არვიცი რატომ გავაკეთე,თითქოს მიზიდავდა ერეკლე, თან მეზიზღებოდა,იმასაც კი ვერ მივხვდი სანდრო რატომ აღარ დამელოდა,ან საერთოდ რამოხდა? ასეთ ფიქრებში ვიყავი გართული,რასაც ჩემი ძილი მოჰყვა.ვიგრძენი ვიღაცამ როგორ ამიყვანა ხელში და როგორ ჩამაწვინა საწოლში.თვალების გახელვა მეზარებოდა ამიტომაც გავნაგრძე ძილი. ძვირფასო მკითხველებო გავაგრძელო ეს ისტორია თუ საერთოდ შევეშვა წერას,ველი თქვენს კომენტარებს :)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.