მინდა მიყვარდე 1 თავი
* * * ისევ სიბნელე ირგვლივ და დაკეტილი კარები.შიში იმის რაც წინ გელის.თუმცა გონებამ სწრაფად დაიწყო მუშაობა და ვაიძულე თავს გამღვიძებოდა,ბედნიერმა მოვათვალიერე ჩემი ოთახი და შვებით ამოვისუნთქე რო ეს კოშმარი წარსულში დარჩა.ყველა დღე ერთმანეთს გავს,განვლილი ათი წელი კოშმარია ჩემს ცხოვრებაში,თუმცა მე ამ ყველაფრით ცხოვრება ვისწავლე,მართალია ასთმით ვარ დაავადებული,მეშინია სიბნელის და მამაკაცების და მაქვს აუარება პრობლემები მაგრამ ,მაინც სულ პოზიტიურ განწყობაზე ვარ.ის იყო წამოდგომას ვაპირებდი რო ტუმბოზე დადებული ტელეფონი ამღერდა. -რამ გადაგრია ამ დილაუთენია?ხმის ამოღება არ ვაცადე ლილიანას -ნაინა ზიხარ?გაისმა ჩემი დაქალის სიცილის ხმა -ვწევარ ლილ.რამე მოხდა? -გავთხოვდი. -რა?იმხელა ვიკივლე ვეჭვობ მთელმა კორპუსმა გაიგო.გადაირიე?როდის? -კაი კაი დაწყნარდი.მოკლედ თხუთმეტ წუთში მათეს ძმაკაცი მოგაკითხავს და რაჭაში წამოხვალთ.მომაყარა ლილიმ -გაგიჟდი?რა რაჭა? -ნუ წუწუნებ რა.დაქალი გაგითხოვდა ბოლოსდაბოლოს -გამისაღდა.გამეცინა მის გაბუტულ ხმაზე -ოხხ ნაინა რა მწარე ხარ რა.მიდი ეხლა ახტი და არ ალოდინო ბიჭები -კარგი კარგი.თუ.მაცდი რო ჩავალაგო რამე ძალიან დამავალებ. -საღამომდე.როგორმე ისე ჩამოდი აქამდე რო სადმე არ ჩამოგაგდონ მანქანიდან. მაინც წამკბინა დაქალმა და ტელეფონი გამითიშა.ბედნიერი მივშტერებოდი სარკეში ჩემს ანარეკლს და სილელივით მეღიმებოდა.მე და ლილი პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ ერთი სისხლი არ გვაქვს თორე ისე დები ვართ.ყველაზე კარგად ესმის ჩემი და სწორედ მისი დამსახურებით გავიარე ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი.უაზრო აზრების გასაფანტად თავი გავაქნიე და ფეხზე წამოვხტი.სწრაფად ჩავყარე ჩანთაში ტანსაცმელი და სამზარეულოსკენ გავფლატუნდი. * * * ლაშამ წყრომით გადახედა მის გვერდით მოკალათებულ დადას. -კაი შენ კიდე რა გჭირს.გოგოა რა და აგვიანებს -უპასუხისმგებლოა ვიღაცა.ვერ გავიგე რა ვალდებულები ვართ ველოდოთ. -მათემ და ლილიმ გვთხოვეს დაგავიწყდა? -არა არ დამავიწყდა მაგათი ხათრი რომ არ მქონდეს საერთოდ არ ჩავსვამდი მანქანაში.ჩაიბურტყუნა ბიჭმა -ეხ დადა დადა ძალიან გაგფუჭებია ნერვები.ჩაიცინა ლაშამ -ნუ მაიმუნობ თუ კაცი ხარ.ისე ნერვებს რაც შეეეხება სადაც მე ვიყავი ის ადგილი კარგად ანადგურებს.ლაშას ხასიათი წაუხდა.ყველაზე მეტად ის განიცდიდა დადას ციხეში მოხვედრას,გამუდმებით იმას ამტკიცებდა რომ იმ ღამეს მისთვის რო მიეკითხა ბიჭი გარეთ არ გავიდოდა და შარსაც არ გადაეყრებოდა. -მგონი გამოჩნდა.საუბარი გადაიტანა დადამ და მათკენ მომავალი გოგო საფუძვლიანად შეათვალიერა. * * * თხუთმეტი წუთიც გავიდა და ნახევარი საათიც სანამ დედაჩემს დავუძვერი ხელიდან.სანამ საგულდაგულოდ არ შემიმოწმა ჩანთაში თუ მქონდა თბილი ტანსაცმელი და წამლები არაფრით გამომიშვა.სწრაფად დავეშვი კიბეზე და სადარბაზოსთან გაჩერებული შავი მანქანისკენ წავედი.სწრაგად გაიღო კარი და მძღოლის მხრიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა. -თქვენ ლილის დაქალი ხო?გამიცინა -თქვენ მათეს ძმაკაცი ხო?კითხვა შევუბრუნე -ლაშა.ხელი გამომიწოდა ბიჭმა -ნაინა.მეც შევაგებე ჩემი -ნაინა?ქართული სახელია? -ბებია მყავდა პოლონელი. უცებ ფანჯარა ჩამოიწია და დამეფიცება რომ ასეთი ცივი და მკაცრი ხმა პირველად გავიგე ცხოვრებაში. -მაგ უპასუხისმგებლოს გამო ისედაც დავაგვიანეთ და ძალიან დამავალებ თუ მალე წავალთ. -არ მიაქციო ყურადღება ცუდ ხასიათზეა.გამიცინა ლაშამ და მანქანის კარი გამიღო. თბილისს ისე გავცდით ხმა არცერთს არ ამიგვიღია.მხოლოს მუსიკა არღვევდა მანქანაში მყუდროებას.მისტერ უჟმურს არც გამარჯობა უთქვამს და არც გამცნობია,ბოლოს ისევ ლაშამ ამოიღო ხმა და სარკიდან გამომხედა. -ნაინა რას საქმიანობ? -ადვოკატი ვარ.გავუცინე -კარგია.მუშაობ სადმე? -აღარ.ერთი თვეა რაც წამოვედი.ჩემდა გასაკვირად წინ მჯდომმა უჟმურმა ხმა ამოიღო. -იქნებ გამოგაგდეს ვითომ ადვოკატო. -უკაცრავად?მე მომმართავთ?სიბრაზისგან კინაღამ გავსკდი -კი თქვენ.სწრაფად მოტრიალდა და ირონიულად გამიცინა.იმდენად დამაბნია და შემაშინა მისმა საქციელმა რო სუნთქვაც კი შევწყვიტე უცებ. -დადა გეყოს.გაეღიმა ლაშას -ვაა რატო უტყდება ამ ხალხს სიმართლე ვერ ვხვდები.ამისთანა ადვოკატის წყალობით გავატარე ხუთი წელი ციხეში.თვალები გამიფართოვდა,ტვინმა განგაშის სიგნალი მიიღო,ჩემთვის ყველა ციხეში მყოფი ადამიანი კობასავით არაადამიანი მეგონა.ვგრძნობდი როგორ მიჭირდა სუნთქვა."გეყოფა ნაინა სირცხვილია დამშვიდდი" -ნაინა ცუდად ხარ? ლაშას ხმამ.რეალობაში დამაბრუნა. -არა კარგად ვარ,არ ინერვიულო რთულია ვინმემ ხასიათი გამიფუჭოს მითუმეტეს ჩემთვის უმნიშვნელო ადამიანმა.თვალი ჩავუკარი სარკეში მომღიმარ ლაშას და თვალები დავხუჭე.კარგად მოსაღამოვდა სანამ რაჭამდე ჩავაღწიეთ როგორც კი ეზოში მოფუსფუსე ლილიანა დავინახე ჯერ კიდე გაუჩერებელი მანქნაიდან გადავხტი და ეზოს მიმართულებით გავიქეცი. -ცანცარა.ჩაილაპარაკა დადამ და თვითონაც გადმოვიდა მანქანიდან. როგორც წესია იმ საღამოს ყველანი მაგიდის ირგვლივ ვისხედით და ახალშეუღლებულებს ვლოცავდით.ბედნიერი ვუყურებდი მათეს და ლილის და ასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი რო ეს ორი ადამიანი ერთმანეთისთვის იყო შექმნილი.ფიქრებმა გამიტაცა და თვალწინ კადრებად გამიარა რამდენი სიგიჟე ჩავიდინეთ მე და მათემ ლილის გულის მოსაგებად.ვერც მივხვდი როდის წამომივიდა ბედნიერების ცრემლები. -ნაინა შენ რა ტირიხარ?გაეცინა მათეს და ყველას ყურადღებაც მივიქციე. -ბედნიერებისგან სიძე ბედნიერებისგან.უნებურად გამახსენდა რამდენი ვიწვალეთ ამ ქალბატონიათვის. -ხოდა ზუსტად ეხლა მინდოდა მეთქვა ერთი სადღერგრძელო.ფეხზე წამოდგა მათე და ჭიქა ღვინით შეავსო. -მათე არ გინდა რა.მავედრებელი თვალებით ავხედე უკვე მთვრალ ბიჭს -ჩუ შენ ხმა არ გავიგო.დამტუქსა პატარა ბავშვივით.მოკლედ ამ ჭიქით მინდა ნაინას გაუმარჯოს,ის რო არა არც კი ვიცი რამე გამომივიდოდა თუ არა ამ ქალბატონთან.მისი წყალობით სულ ვიცოდი სად იყვნენ რას აკეთებდნენ.ყველა ორიგინალური სიურპრიზი მისი მოფიქრებული იყო,ნაი ჩემი და ხარ და ვამაყობ რო ასეთი ძლიერი ხარ,რომ იმის მიუხედავად რაც შენ გადაიტანე მაინც ასეთი კეთილი და მხიარული რომ დარჩი.მიყვარხარ ნაი.ცრენლიანი თვალებით გამომხედა და ჭიქა მოიყუდა.ყველამ შესვა ჩემი სადღერგრძელო დადას გამოკლებით,სამაგიეროდ მთელი საღამო მის ირონიულ მზერას ვუძლებდი -მოკლედ ჩვენ წავედით.მშვიდი ძილი მეგობრებო.ფეხზე წამოდგა მათე და ლილისაც უბიძგა -ჩვენ რამდენად გვეღირსება მშვიდი ძილი სიძე. -ვაიმე ნაინა რა საზიზღარი ხარ.გადაიხარხარა მათემ და აწითლებულ ლილის ხელი გადახვია -კაი მათე მაცადე ნახე ასალაგებელია.წადი და ამოვალ მერე.შეეწინააღმდეგა ცოლი -აბა ეხლა მოუსვით ორივემ მაღლა.მე აქ ვერ მხედავ თუ რაშია საქმე.გავეჯგიმე ცოლ-ქმარს და სულ ძალით გავყარე დასაძინებლად. * * * დადამ ვერაფრით შეძლო დაძინება,ერთი პირი საწოლში ბორგავდა ბოლოს ისევ ფეხზე ადგომა გადაწყვიტა.სწრაფად ამოიცვა შარვალი და საათს დახედა სამი ხდებოდა.ფრთხილად გამოიხურა ოთახის კარი და დაბლა დაეშვა კიბის ბოლო საფეხურზე შედგა სამზარეულოდან წყლის ხმა ისმოდა.გუმანით მიხვდა ვინც იქნებოდა და ფრთხილად მიიპარა კართან.არც შემცდარა ნიჟარასთან ნაინა იდგა და ჭურჭელს რეცხავდა.ვერ ხსნიდა დადა რატო ამოიჩემა ეს გოგო თუმცა აღიარა რომ მისი გაბრაზებული სახის ყურება სიამოვნებდა. * * * მშვიდად ავალაგე მაგიდა და გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში მოვაგროვე.საჭმელი დავახარისხე,ოთახი გავანიავე და ისევ გასარეცხ ჭურჭელს მივუბრუნდი."მაინც უძილობა მჭირს და ბარემ ბოლომდე დავრეცხავ"გავიფიქრე და ონკანიც მოვუშვი. -ნორმალურ ადამიანებს ამ დროს ძინავთ ან სხვებს აძლევენ დაძინების საშუალებას.მკაცრი ხმით ჩაილპარაკა დადამ. -ნორმალურს ვის ხედავ მერე აქ?ირონიულად გავუცინე და ონკანი დავკეტე -ბევრს ლაპარაკობ და მაგის უფლება შენთვის არ მომიცია.შემომიღრინა ბიჭმა -მომიტევეთ.უკვე ნერვებს მიშლიდა ეს კუნთების გროვა. იცი რას ვერ ვხვდები?რატო ამომიჩემე? -ვერ ვიტან ადვოკატებს და ზოგადად თვითდაჯერებულ იდიოტებს. -ადვოკატებს ალბათ იმიტომ ვერ იტანთ დამსახურებულად რომ გახეხინეს ერთი ადგილი ხო?სიტყვის დამთავრება ვერ მოვასწარი რო დადა ჩემთან გაჩნდა და მკლავში მეცა.დაჭრილ ნადირს უფრო გავდა ვიდრე ადამიანს -მისმინე ლაწირაკო აღარასდროს გაბედო ჩემთან მაგ ტონით საუბარი ან მაგ თემაზე.ცნობისთვის ციხეში მკვლელობისთვის ვიჯექი და დაიმახსივრე ხელი არ ამიკანკალდება ისე მოგკლავ.კბილებში გამოცრა და უხეშად მიბიძგა. -იდიოტო.ამოვილაპარაკე ტირილამდე მისულმა და მკლავები დავიზილე.ცხოველი,კულტურასთან ახლოსაც არ გაუვლია ამ კუნთების გროვას.ნერვებმოშლილმა ავირბინე საფეხურები და როგორც კი სამშვიდობოს დავიგულე თავი,კარები ჩავკეტე და საწოლზე მოწყვეტით დავეშვი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.