მწერლად დაბადებული 3
კარებიდან გავდიოდი და უცებ წინ ვიღაც შემომეფეთა. -ოოოო, პატარა ქალბატონო.. სად მიიჩქარით? -მეე... მეე... -აბა ახლა წამოდი! მე შენ განახებ! -ყურში ხელი მტაცა და სახლისკენ წამათრია. -არა გთხოოვ! გთხოოვ! ის დამსჯის.. გამიშვი!! გთხოოვ!-ვყვიროდი განწირული ხმით-გული არ გააქვს? გთხოვ გამიშვი.. ბოდიშს ვიხდი მეტს აღარ ვიზამ. -ხმა ჩაიწყვიტე თავხედო გაუზრდელო!-მიყვირა გუსტავომ, მერის საყვარელმა. ის ჩვენს ოჯახში მექანიკოსობით და კიდევ რაღაც საქმეებით იყო დაკავებული, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემს დედინაცვალსა და მას შორის რაღაც ხდებოდა. სხვათაშორის არც ეს კაცი გამოირჩეოდა დიდი სითბოთი ჩემ მიმართ. მეტიც, ის ყველაზე ცუდად მეპყრობოდა. ნამდვილი ჯალათი და გულღძო ადამიანია... გამუდმებით მცემდა მიყვიროდა და მეჩხუბებოდა.. მის დანახვაზე შიშით ვთრთოდი ხოლმე და ახლაც, ის ყურით მიმათრევდა სახლისკენ რათა კრუელასთან შეთანხმებით ჩემთვის საშინელი სასჯელი მოესაჯათ. გგონიათ ვაჭარბებ? არაა არაა! მომყევით და თვითონ გაიგებთ. სახლში შევედით. იმედი მქონდა კრუელა ისევ ცუდად იქნებოდა, მაგრამ საოცრად მალე მოენელებინა ეს ამბავი და ახლა გაკვირვებუჯლი შემომცქეროდა ხან მე და ხან გუსტავოს. -გუსტავო? -შენი საყვარელი გერი გაპარვას აპირებდა დღეს!-თქვ გუსტავომ იტალიური აქცენტით. მას მე ჯალათს ვეძახი. -ბეტი? ეს სიმართლეა?-პირი გავაღე, რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ ხელის სწრაფი და ნაზი მოძრაობით გამაჩუმა-საყვარელო ასე დიდი პრობლემები გექნება! იცი ეს? უხმოდ დავუქნიე თავი. ვიგრძენი როგორ მიიქცია მისი ყურადღება რაღაცამ ჩემს სხეულზე. -ეს... ეს... სა... სასწრაფოდ მმმომეცი შენი ზურგჩანთა! -რა.. -სასწრაფოდ!-იმხელა დაიყვირა თვით გუსტავოც შეხტა მოულოდნელობისგან. თავიდან ვერ მივხვდი, მაგრამ ჩემს ჩანთსას რომ დავაკვირდი ზედ ბალახე/პბი და ვარდის ფურცლის ნაგლეჯი შევამჩნიე. ეხლა ნამდვილად არ ამცდებოდა სასჯელი. ჩემი გაწვდილი ჩანთიდან მხოლოდ ვარდისფურცელი აიღო, დაყნოსა მერე თვალებთან დაატრიალა მაგიდაზე ფრთხილად დადო და შემობრუნებულმა სრულიად მშვიდი სილა გამაწნა. სრულიად უემოციო სახით შევხედე მას. ჩემს თვალებში მაშინ მხოლოდ სიძულვილი იკითხებოდა. მეორე სილა გამაწნა ახლა მეორე ლოყაზე. არც ახლა მქონია რეაქცია. იგივე გამეორდა და ნელ-ნელა გაცოფება ვიგრძენი. მალე თვითონაც შევუბრუნებდი ხელს. სულ დამავიწყდა, რომ 10 წლის ვიყავი. სიმაღლით და გარეგნობით დიდ გოგოს ვგავდი. თითქმის კრუელას სიმაღლის გოოს ჭკუაც უფრო დიდი მქონდა ვიდრე 10 ან თუნდაც 11 წლის გოგს შეეფერება. მეოთხე სილა და უკან შევუბრუნე ხელი. ისე მწარედ მოვარტყი, რომ თვითონაც მეტკინა ხელი , მაგრამ არ შევიმჩნიე. ცოტა ხანს გაჩუმებული იყო და ლოყაზე ხელმიჭერილი უაზროდ აშტერდებოდა იატაკს. ბოლოს ჩემ ჩანთას მოკიდა ხელი და ქექვა დაუწყო ყველაფერი ზემოთ ამოყარა. ჩემი დღიურებისთვის ყურადღება არ მიუქცევია მას სხვა რამ ადარდებდა. ბილეთს მოჰკრა თვალი. -შე გაუზრდელო ქაჯო! როგორ გაბედეე?!-თმებში მტაცა ხელი და კიბეებზე წამათრია. დავინახე გუსტავოს სიძულვილით და ცინიზმით სავსე სახედა გული და სული სიძულვილით ამევსო. მომინდა მეკივლა, მეყვირა და ვინმე მაგრად მცემა, მაგრამ ვიცოდ ამასვერ გააკეთებდი. თუ ახლა დავნდებდებოდი განუსაზღვრელი დროით ჩამკეტავდნენ ალბათ. ლაჩრულად დანებება ცუდი აზრი იყო. თუ რამეს დაიწყებ უნდა დაასრულო! და შუა გაზე დანეებ არ წაგადგება! ამოვიდა ყელში ამდენი დამცირება, ზეწოლა, დათრგუნვა. უკვე მეორე სართულთან ვიყავით მისულები როცა წინააღმდეგობის გაწევა დავიწყე. მთელი ძალით ვეჯაჯგურებოდი , რომ ჩემთვის ხელი გაეშვა. არ ვიცოდი რასმოვიმოქმედებდი შემდეგ, მაგრამ უბრძოლველად დანებებას არ ვაპირებდი. მამა მოკვდა, გარდაიცვვალა, მაგრამ წესით ამას არაფერი არ უნდა შეეცვალა. თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ ამ ოჯახში მარტინის გარდა ამასარავინ არ ეთანხმება. მის გარდა ხომ ყველა უდიერად მექცევა. ყველას ვძულვრ და ყველას ფეხზე ჰკიდია მე სად და როგორ ვიქნები. ჩემი ნახევარ და და დედინაცვალი იმასაც კი ფიქრობენ ნეტა მოკვდეს ყველაფერი ჩვენ დაგვრჩებაო, მაგრამ არა გენაცვალე! არ ვაპირებ სიკვდილს! -ეს სახლი, კარი, ქონება ჩემია და არავის დავუთმობ! მითუმეტეს თქვენნაირ გველაძუა ადამიანებს! ნაგვებო!-გზა გაკაპასებულმა სიტყვები ხმამაღლა წარმოვთქვი. ალბათ სხვა დროს ვინანებდი ჩემს სიტყვებს მაგრამ არა ახლა! უცებ ხელიდან დავუსხლტი, მას ფეხი გადაუბრუნდა და კიბეზე : ბრახ, ბრახ, ბრუხ, ბრახ, ბრახ, ბრუხ, ბრაახ. გუსტავო გაშეშებული უყურებდა როგორ ურტყამდა თავისი საყვრელი ქალი თავს კიბეებს და არანაირი რეაქცია არ ჰქონდა სანამ კრუელამ ბოლო საფეხური არ ჩაიარა და იატაკზე ბრახუნით არ გადაკოტრიალდა. თავიდან სისხლმა გამოჟონა. მე შიშისგან ვთრთოდი. გულის რაღაც ნაწიკში კი მიხაროდა. უცებ მარტინი შემოვარდა წერილით ხელში. -ქალბატონოო! ქალბატონოო! ქალბ...-გაშეშდა მოხუცი. ჯერ მე ამომხედა კიბის თავზე თავარდაცემული რო ვიყავი. მერე გუსტავოს შეხედა , ხოლო ბოლოს მერის დახედა. სისხლის გუბეში მოცურავე ქალის ულამაზეს სახეს ფერი ეკარგებოდა. სასახლეში უბედურება დატრიალდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.